შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთგვარი განტოლება 4


22-12-2016, 21:36
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 160

რა თქმა უნდა ნიკოსგან ამბებს თითქმის ყოველდღე ვიგებდი, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი. მე ბევრად მეტი მინდოდა. მსურდა ჩემი ძმა დამბრუნებოდა ისეთი, როგორიც ადრე იყო და ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ვნანობდი, რომ მას ეს ყველაფერი საერთოდ მოვუყევი.
რაც არ უნდა იყოს ამ დაძაბულ სიტუაციაში ერთ დიდ პლიუსს მაინც ვხედავდი. მე უკვე ისე ვცხოვრობდი როგორც მინდოდა. სრულიად მარტო და ყველასგან მოშორებით. ეს ერთადერთი რამ იყო, რაც ამწუთას მახარებდა. მომწონდა ყოველდღე ლექციებიდან დაბრუნებულს შინ სრული სიმშვიდე რომ მხვდებოდა. ვგრძნობდი, რომ უკვე დამოუკიდებელი ვიყავი და ჩემი თავისთვის თვითონვე უნდა მიმეხედა . . .

რა თქმა უნდა ჩემს მეგობრებს ეს აღუნიშნავი ნამდვილად არ დარჩენიათ და როგორც ველოდი, პირველივე დღესვე დამადგნენ თავს ტკბილეულითა და შამპანიურებით. ის დღე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. დასაძინებლად ყველანი ჩემთან დარჩნენ, ანდრეას ჩათვლით და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი ბავშვიბის მხიარულ მოგონებებს ერთად ვიხსენებდით. ჩვენ ხომ ბაღის ასაკიდან ერთად მოვდიოდით და გასახსენებელი მართლაც რომ ბევრი გვქონდა.
დაძინებით სადღაც ექვსის ნახევარზე დავიძინეთ. იმ დილით უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ. ბავშვების წასვლის შემდეგ მთელი დღე საწოლში გავატარე და სიზმარში ალექსი ვნახე. არ მახსოვს კონკრეტულად რა დამესიზმრა, მაგრამ ერთი კადრი განსაკუთრებით ნათლად მედგა თვალწინ ახლად გამოღვიძებულს. ბართან მჯდარი ალექსი შავ მაისურში, რომელიც დაჟინებული მზერით მიყურებდა და თავისი გასაგიჟებელი ღიმილით მიღიმოდა . . .

8 8 8
არ ვიცი ასე ძალიან რატომ ამეკვიატა ამ ადამიანზე ფიქრები, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო-ბოლო რამდენიმე დღე სულ ის მიტრიალებდა გონებაში. ხანდახან ისე საოცრად მიპყრობდა მისი ნახვის სურვილი, რომ თვითონაც კი მიკვირდა. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ლექციებზე მჯდარს უეცრად მისი სახე დამდგომია თვალწინ და ყველა ფიქრს ამრევია. ამის მერე სრულიად ვეღარაფერზე ვახდენდი კონცენტრირებას და თითქოს სხვა სამყაროში გადავდიოდი. ხანდახან ისიც კი მეგონა, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი.
გასაკვირი იყო, მაგრამ იმდენად ძლიერ ვყავდი შეპყრობილი ამ სურვილებს, რომ ერთ დღესაც, სპონტანურად გადავწყვიტე იგი თავად მენახა. მელისგან უკვე დიდი ხანია ვიცოდი, რომ ალექსი ყოველ სამშაბათს იმ ბარში დადიოდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ მე ჩემი დაბადების დღე აღვნიშნე, დღეს კი ზუსტად სამშაბათი იყო. არ ვიცოდი ზუსტად რომელ საათზე მივიდოდა, მაგრამ ამას არაუშავდა. რა დროსაც არ უნდა ყოფილიყო, მე იქ დავხვდებოდი. არც დალაპარაკებას ვაპირებდი, არც მისალმებას, უბრალოდ მინდოდა დამენახა და მეტი არაფერი. სიგიჟე იყო ეს, მაგრამ ამწუთას მართლა არაფერი მადარდებდა და ჩემი გეგმის სისრულეში მოყვანას შევუდექი:მოკლე, ტანზე მომდგარი, ერთიანი კაბა ჩავიცვი, თმა უბრალოდ გავიშალე, ლამაზად დავივარცხნე და სარკეში ჩემი ანარეკლის შეთვალიერების შემდეგ სახლიდან თავდაჯერებული ნაბიჯებით გავედი.
ბარი შვიდ სათზე იხსნებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ დროიდან ალექსის გამოჩენამდე იქ უნდა ვყოფილიყავი. დაახლოებით რვის თხუთმეტი წუთი იყო, როდესაც ამ დაწესებულების წინ აღმოვჩნდი. ადგილი გასასვლელთან ახლოს, ერთ-ერთ მრგვალ მაგიდასთან დავიკავე და ლოდინი დავიწყე. იქაურობა ამჯერად წყნარ მუსიკას მოეცვა და რამდენიმე მოცეკვავე წყვილსაც დალანდავდით ახლომახლო. დროის გაყვანის მიზნით ჩანთიდან მობილური ამოვიღე და ლიზას მივწერე. უბრალოდ მოკითხვა მინდოდა, თუმცა მან იმდენი მელაპარაკა, რომ ლამის ტვინი გამიბურღა. ჯერ დემეტრესთან ერთად გატარებულ დღეზე მიამბო, მერე იმაზე, თუ როგორ იკამათეს და როგორ შერიგდნენ, ბოლოს კი მომავალ კვირაში სადმე ერთად შევკრებაზეც ჩამოაგდო სიტყვა, რათა როგორც ყოველთვის "არაფერი" აღგვენიშნა. ძალიან მიყვარდა ლიზა, მაგრამ უნდა მეღიერებინა, რომ ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ეს ზოგჯერ მოსაბეზრებელიც კი იყო.
ძალიან დიდი მცდელობის შემდეგ მოვახერხე მისგან თავის დაღწევა და მაჯის საათს დავხედე. რამდენიმე წამიც და რვა საათი შესრულდებოდა. სწორედ ამ დროს ინსტიქტურად შემოსასვლელისკენ გავიხედე და სხეული სკამზე მიმეყინა. მძივებიანი ფარდა მსუბუქად შეირხა და ბარში ალექსი შემოვიდა. ამჯერადაც შავი ფერის მაისურსა და ჯინსის შარვალში იყო გამოწყობილი. ისე მომნუსხველად გამოიყურებოდა, რომ წამით კინაღამ გადავიფიქრე, მხოლოდ შორიდან მეყურებინა მისთვის. როგორც ჩვეოდა, ახლაც ბართან დაჯდა და კვლავ ჯეკ დენიელსი შეუკვეთა. ჯერ ერთი ჭიქა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე . . .
მე კი მთელი ამ დროის განმავლობაში თვალს არ ვაშორებდი. თითოეულ მის მოძრაობას ვაკვირდებოდი და არც კი მჯეროდა, რომ ამას ვაკეთებდი. როგორც ჩანს მარტო მე არ ვიყავი, ისეთი ვინც ალექსით იყო დაინტერესებული. როცა მორიგ დოზას უკვეთავდა, დავინახე როგორ მოხდენილად მიუახლოვდა მას გრძელფეხება, წითური ლამაზმანი, ყურში რაღაც სიტყვები ჩასჩურჩულა და გვერდით გამომწვევად ჩამოუსკუპდა. მერე რაც მოხდა ბუნდოვნად დავინახე. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ, გოგონა სკამიდან ჩამოხტა, ალექსს წინ დაუდგა, სასმელის ჭიქა ხელიდან გამოაცალა და მის ტუჩებს ხარბად დაეწაფა. ვერც კი აგიღწერთ იმ წუთას რა დამემართა, ტკივილმა ფეხის თითებში დამიარა და მთელ სხეულს აუყვა. ადგილიდანაც კი არ ვიძროდი, ჩემს მობილურს ხელს მთელი ძალით ვუჭერდი და მათ თვალს არ ვაშორებდი. ვუყურებდი ალექსს, რომელსაც მის წელზე ორივე ხელი შემოეხვია და სადაც იყო ტელეფონი ხელში შემატყდებოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ, რამდენიმე წამში ორივე გაჩერდა, ერთხანს თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ ალექსმა წითურს რაღაც უთხრა, ხელში ჩემთვის გაურკვეველი ნივთი ჩაუდო და გოგონაც ღიმილით გაეცალა იქაურობას.
თავდაპირველად ვერ მივხვდი რა მოხდა ან ეს რა იყო, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე, რომ ის ამოუცნობი ნივთი მანქანის გასაღები იყო. ესეიგი ის ძუკნა ალექსს მანქანაში ელოდა, სწორედ ამიტომ ეჩქარებოდა ვაჟბატონს ანგარიშის გასწორება და ამიტომაც უნდოდა წასვლა.
"რა ელოდი ნენსი? რისთვის მოხვედი? იმისთვის, რომ ეს გენახა?" -ვლანძღავდი გონებაში ჩემს თავს და ტელეფონს კვლავ გამალებით ვუჭერდი ხელს.
ან რატომ მადარდებს, თუ რას იზამს ეს იდიოტი და ვისთან იკოტრიალებს ლოგინში?
იმწამს პირველად დავხედე, ჩემს მაგიდაზე მდგარ არაყის ბოთლს, რომელიც შემოსვლისთანავე შევუკვეთე ყოველი შემთხვევისთვის. ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა. დალევა, დალევა და კიდევ ერთხელ დალევა, რომ წუთის წინ ნანახი ამომეშალა მეხსიერებიდან. ასეც მოვიქეცი, ბოთლი ხელში ავიღე და უკვე ჭიქაში უნდა ჩამომესხა, რომ ზურგს უკნიდან ჩემი სახელის გაგონებამ მთელ სხეულში ჟრუანტელივით დამიარა.
არც კი მჯეროდა . . .
არ მჯეროდა, რომ ის იყო . . .
-შეიძლება დავჯდე? -მრგვალ მაგიდასთან მდგარი ერთ-ერთი სკამი გამოსწია ალექსმა და მოსალმების ნიშნად გამიღიმა
-ჰო, ჰო რა თქმა უნდა -ძლივს ამოვილუღლუღე დაბნეულმა
-სიმართლე გითხრა მეგონა უარს მეტყოდი -ჩემს წინ ჩამოჯდა და იდაყვები მაგიდაზე დააწყო -წინა შეხვედრის დროს ცოტა გამინაწყენდი
-საიდან მოიტანე?
-არ იყო ძნელი მისახვედრი
-ნუთუ? -ირონიულად გავხედე
-კარგი მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. შენ ის მითხარი მარტო რატომ სვამ? -მზერა მაგიდაზე მდგარი ბოთლისკენ გადაიტანა -იცი რომ ადამიანი მხოლოდ ორი რამის გამო სვამს მარტო? იგი ან ქრონიკული ალკოჰოლიკია ან დეპრესიასთან გამკლავებას ასე ცდილობს. შენ აქედან რომელს მიეკუთნები?
-ამას არ აქვს მნიშვნელობა
-ვითომ?
-მემგონი გარეთ შენი მეგობარი გიცდის -უეცრად სხვა თემაზე გადავუტანე -დიდხანს ნუ ალოდინებ
-ესეიგი მაკვირდებოდი -ირიბად ჩაეცინა და მზერა ჩემს ხელზე გადაიტანა -ამ ტელეფონში შენთვის საძულველი ადამიანის სულია ჩასახლებული თუ ასე გამეტებით რატომ უჭერ ხელს?
მომენტალურად ხელის მტევანს დავხედე. კვლავ იმავე მდგომარეობაში ვიყავი. შემრცხვა. აპარატი მაშინვე მაგიდაზე დავდე და უხერხულობის გასაფანტად გვერძე გავიხედე.
-აქ რატომ ზიხარ? -გავაჟღერე ის კითხვა რაც იმწამს გონებაში მიტრიალებდა, თან პარალელურა თვალებში შევხედე. ჯანდაბა როგორ მატყვევებდა მისი მზერა. რა სუსტი ვიყავი ამ გადმოხედვასთან.
-იმიტომ, რომ შენ დამრთე ნება -მხრები აიჩეჩა
-სხვა რამეს გეკითხები. როცა ის, იქ გელოდება, შენს მანქანაში და მშვენივრადაც იცი რატომ, ჩემთან რატომ ხარ?
-იმიტომ, რომ დალევაში კომპანიონი გჭირდება და არ გყავს -ამ სიტყვებით ალექსმა ორი ჭიქა შეავსო, ერთი ჩემთვის, ერთიც კი თავისთვის და მინის ორასგრამიანი სასმელი წინ დამიდგა -მიდი დალიე, გპირდები ვიზრუნებ იმაზე რომ ზედმეტი არ მოგივიდეს -გაეცინა -მცირე დოზა კი სასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს სხეულში, გადუნებს, გაბრუებს, გათბობს -ნელა და ხავერდოვანი ხმით ლაპარაკობდა ალექსი, რაც უარესად მაგიჟებდა. თან წარმოუდგენლად ბედნიერი ვიყავი რომ ის გოგო ფეხებზე დაიკიდა და ახლა ჩემთან იყო, ჩემს გვერდით.
-კარგი ვცდი -ტყავის ქურთუკი გავიძრე, თმა გვერძე გადავიყარე და ჭიქა თვალდახუჭულმა გამოვცალე. წამით ვინანე რომ ასე მოვიქეცი. სასმელმა მთელი ყელი ჩამიწვა და ხველება ამიტყდა.
-როგორ გეტყობა, რომ არაყის ბოთლს წელიწადში ერთხელ ხედავ -გაეცინა ალექსს და სასმისი თვითონაც გამოცალა
-მიდი კიდევ დამისხი
-ვაუ როგორ გავთამამდით -მხიარულად ჩაილაპარაკა მან და თხოვნა წამებში შემისრულა
ჭიქა კვლავ ერთი ამოსუნთქვით გამოვცალე. ამჯერად ისეთი უსიამოვნო შეგრძნება აღარ დაუტოვებია.
-აქ ხშირად დადიხარ? -ვცადე საუბრის წამოწყება
-კვირაში ერთხელ -კვლავ მიღიმოდა
-გასაგებია
-იცი ნენსი? -თავით ხელისგულს დაეყრდნო -ძალიან, ძალიან ლამაზი თვალები გაქვს
პასუხად უბრალოდ გავუღიმე და მორიგი დოზა გადავკარი.
-მეც გეტყვი ერთ რაღაცას -სახეში ისე უტიფრად შევხედე, რომ ჩემი თავის თვითონაც გამიკვირდა. ალბათ სასმელი იყო დამნაშავე ზემოთხსენებულ სითამამეში.
-გისმენ -ირიბად ჩაეცინა მას და მომნუსხველი მზერა მსტყორცნა
-აქ შენს გამო მოვედი
-ჩემს გამო? -აშკარად გაოცებული ჩანდა -მაგრამ შენ საიდან გაიგე, რომ აქ ვიქნებოდი?
-ამას რა მნიშვნელობა აქვს? -ვთქვი და ბოლომდე ავსებული სასმისი პირთან უნდა მიმეტანა, რომ მისმა ხელმა შემაჩერა
-საკმარისია, უკვე დაგეტყო ალკოჰოლის ზემოქმედება
-სულაც არა, თავს მშვენივრად ვგრძნობ -შეწინააღმდეგება ვცადე, თუმცა არ გამომივიდა. იგი სასმელს მაინც არ მაძლევდა
-ნენსი, მორჩა. საკმარისია -ამის თქმა დამთავრებული ძლივს ჰქონდა, რომ ისევ ის წითური ლამაზმანი დავლანდე. გაბრაზებული სახით ჩვენკენ მოემართებოდა და მარჯვენა ხელში წვენის ჭიქა ეჭირა. მერე ყველაფერი სპონტანურად მოხდა, გოგონამ ალექსს წვენი მაისურზე გადაასხა -შე ღოროო მიაძახა, გასაღები მაგიდაზე დაუგდო და იქედან გაცეცხლებული გავარდა. აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი ეს მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა. როგორც კი ყველაფერი გადავხარშე და მივხვდი რა ამბავიც იყო ხმამაღალი სიცილი ამიტყდა, თან პარალელურად ალექსის სველ მაისურს ვუყურებდი, რომელიც ამ დროს სახეს ხელსახოცით იმშრალებდა
-კარგი ნუ იცინი -თვითონაც ეღიმებოდა
-მაპატიე როცა რაიმე ამდაგავრი ხდება ყოველთვის მეცინება -კვლავ ვერ ვწყვეტდი ხარხარს
-ქალები ზოგადად ასეთები ხართ არა?
-შენი ბრალია. ის გელოდება შენ კი გადააგდე, არადა რამდენიმე წუთის წინ ისე კოცნიდი, რომ სხვას ეგონებოდა მის გარდა არავინ არსებობდა შენთვის
-კარგი, მგონი ახალი მაისური მჭირდება
-არა არ გინდა ეგეც გიხდება -კვლავ განვაგრძობდი მის დაცინვას
-გეცინება არა? -ხელსახოცი დადო ალექსმა და ჩემს მარცხენა ხელს დასწვდა
ხმა ვერ ამოვიღე. იმდენად იმოქმედა მისმა შეხებამ, რომ მეგონა მთელი სხეული ამტკივდა. ვუყურებდი თვალებში ამ ადამიანს და ვგრძნობდი, რომ ის რაღაც დიდი, მასშტაბური აფეთქება იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. ამას სხეულის თითოეული უჯრედი მეუბნებოდა. მერე მისი ტუჩების შეხებაც ვიგრძენი თითებზე და სიამოვნებისგან თვალები დამეხუჭა. ღრმად სუნთქვას მოვყევი, თან პარალელურად გულის ცემის დარეგულირებაც ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სასიამოვნო ბურანიდან უეცრად გაჟღერებულმა წყნარი მუსიკის ჰანგებმა გამომიყვანა. როგორც კი თვალები გავახილე დავინახე, ალექსი ჩემს გვერდით, ჩემთან ძალიან ახლოს იჯდა. იმდენად ახლოს, რომ მისი სუნთქვა სახეზეც კი მეცემოდა.
-ვიცეკვოთ? -ჩურჩულით მკითხა და ყურზე თმა ნაზად გადამიწია. ისევ ისეთი გასაგიჟებელი სუნრელი ჰქონდა, როგორც ყოველთვის
-ცეკვა რომ არ ვიცი?
-ნუ ღელავ. თუ ჩემს მაისურზე გამეფებულ აურზაურს გავითვალისწინებთ შენ არავინ დაგცინებს
-ჰოდა მაისურის გარეშე იცეკვე -ვცადე გავხუმრებოდი, თუმცა რაც შემდეგ მოხდა ამაზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პირი დავაღე-ალექსმა დასვრილი ზედატანი გადაიძრო, მის გვერდით მდგარ სკამზე მიაფინა და ხელი გამომიწოდა
-წავიდეთ?
-ჰო -მოზრდილი ნერწყვი გადავაგორე მისი მიმზიდველი სხეულის და პრესის დანახვისას, შემდეგ კი ფეხზე დაბნეული წამოვდექი
ყველა, თითოეული იქ მყოფი ჩვენ გვიყურებდა. ზოგი იცონოდა, ზოგს შურიანი თვალები ჰქონდა, ზოგიც კი გაკვირვებულ მზერას არ გვაშორებდა, თუმცა მე ამ ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი. იმდენად მშლიდა ჩემს წელზე შემოხვეული ალექსის ხელი და მისი სხეულის სითბო, რომ სხვა რამეზე ფიქრი მართლა მიჭირდა. მუსიკა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ჩემმა პარტნიორმა ყურთან ტუჩები ახლოს მომიტანა და შემდეგი სიტყვები მიჩურჩულა:-ახლა შენი კოცნა ისე მინდა, რომ არ ვიცი თავის შეკავებას შევძლებ თუ არა
-ჰოდა ნურც ეცდები -ვუთხარი უკვე ვნებამორეულმა, თავდაჯერებული ტონით, შემდეგ კი ისე, რომ აზრზე მოსვლაც არ ვაცალე, თმაში ხელი შევუცურე და მის ტუჩებს ხარბად დავეწაფე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent