ნუცასი
ერთფეროვნება არ მიყვარს. ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი გახდა, თმის ფერის და ვარცხნილობის შეცვლა აღარ მყოფნიდა. ავდექი და სახლი გავყიდე. სახლი,სადაც დედას წასვლამდე ერთად ვცხოვრობდით. მე და დედა. დედა და მე. მე და ის ადამიანი,რომელმაც ფეხი დაკრა და 20 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ფეხზე დაუყენებელი საქართველოში დამაგდო და თვითონ ესპანეთში წავიდა. უყვარს. უნდა გათხოვდეს. რა ქნას?! თვითონაც ახალგაზრდაა. რატომ ვერ ვუგებ?! აეროპორტში ვუთხარი, რაც უფრო იშვიათად დამირეკავ გამიხარდებათქო. ვითომ გული ვატკინე, ცრემლები მოადგა. თუმცა, აგერ უკვე 5 წელია, 6 თვეში ერთხელ მირეკავს. ახალი სახლი მომწონს. რაღაცნაირია, განსხვავებული. რითია განსხვავებული ეგ არ მკითხოთ. იმიტომ, რომ არ ვიცი. ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ რედაქციასთან ახლოსაა. ვგრძნობ,რომ დიდი ხნის ოცნებას ავისრულებ და ფეხით ვივლი სამსახურში. დედაჩემის წასვლიდან 2 წლის შემდეგ ერთ-ერთ საუკეთესო რედაქციაში ამიყვანეს. ისე შემთხვევით, სი - ვით. გასაუბრების მერე, რომ დამირეკეს და მითხრეს 50 კაციდან სამში მოხვდით და სტაჟირებას იწყებთ ხვალიდანო, ვერ გამიხარდა, განა არ უბრალოდ იმდენად არ ველოდი ვერ. მანამდე მაღაზიაში ვმუშაობდ კონსულტანტად 250 ლარზე. თვიდან თვემდე როგორ ვიყავი კაცმა არ იცის და დღემდე ვერ ვხვდები ვერც მე. ჟურნალისტობა ყველაზე მაგარია, ისეთი გოგოებისთვის ვინც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და ზედ გამოჭრილია ჩემთვის. დილა, როგორც ყოველთვის ნეკათი იწყება. -აუ გაგაღვიძე? ვიცი გეზიზღება, როცა გაღვიძებ მაგრამ რა ბიჭი გავიცანი რო იცოდე! გადაირევი ნუცა! -როგორ არ გბეზრდება ადამიანო? -ვიცი, რომ გაინტერესებს. საღამოს შენთან ვარ. საათს დავხედე, 10 ხდებოდა. მეათასედ დავფიქრდი უკვე რა არ აძინებს ამ გოგოს. ჩაიდანი დავადგი და გადასავლებად შევედი. აბაზანიდან გამოსულმა ყავა დავისხი,სიგარეტს მოვუკიდე და ის იყო სტატია კიდევ ერთხელ უნდა გადამეკითხა საძინებელში დაგდებული მობილურის ხმა, რომ გავიგე. ირა მეგონა, ჩემი რედაქტორი. არა და ირასთვის აშკარად ადრეა. ნეკას უკვე ველაპარაკე. დედაჩემი არ იქნება. ისევ ნეკა. დაავიწყდა იმ ბიჭის თვალის ფერი ეთქვა. -ავადმყოფი ხარ ნეკა შენ თავს ვფიცავარ! -ოოო ნუ წუწუნებ რა. ღმერთო, რა სასწაულია, რომ იცოდე! -სტატია მაქვს გადასაკითხი და სამსახურში ვარ წასასვლელი, მაცდი? -შენ ხო წაიღე ტვინი ამ შენი სტატიებით და რედაქციით! მიდი მიდი გკოცნი და შენთან ვარ საღამოს. ნეკა ფსიქოლოგია, ოღონდ რანაირი ვერ გეტყვით. ყოველ ახალ ბიჭთან დაშორების მერე ნეკას პერსონალური ფსიქოლოგი მე ვხდები. ნუცა ელბაქიძე 23 წლის, ჟურნალისტი. უყვარს წერა. კითხვაც,მაგრამ წერა უფრო. არ ყვარებია. არც მოწონებია. ლოგიკურად, არც შეყვარებული ყოლია. 20 წლის მერე კი რედაქციის იქით არც გაუხედავს. ერთადერთი დაქალი ყავს ნეკა ჯიქია. ყველა მხრიდან განსხვავებულები, მაგრამ მაინც საუკეთესოები ერთმანეთისთვის. ნეკა 3 დღის წინ დაშორდა 38-ე შეყვარებულს და ნუცა უკვე დაიღალა, თან ძალიან. *** იმდენი იბოდიალა მაინც აგვიანდებოდა, სახლიდან გავიდა და პირველივე ტაქსიში ჩახტა. რედაქციაში გიჟივით შევარდა და თავის მაგიდასთან მისულს ბექამ არც თუ ისე კარგი ამბავი დაახვედრა. -ირა გელოდება, 40 წუთია უკვე და სასწრაფო გამოვიძახო თუ არ დაგჭირდება? -აუ, ღადაობ? რატომ არ დამირეკე? -გეხვეწები 1 თვეა მითხარი ახალი ნომერითქო და მაღირსე?! -წავედი მე, 20 წუთში თუ არ გამოვედი რამე მოიფიქრე და შემოდი , გვამი მაინც წამოიღე. *** -ოხ, უკადრია ქალბატონს მოსვლა. -ბოდიშით ქალბატონო ირა, რაღაც პრობლემა მქონდა. -სტატია? -აი, აქ არის. -კარგი, ამას მერე გადავიკითხავ. ინტერვიუზე უნდა წახვიდე ნუცა. -აუჰ,ოღონდ ეგ არა რა. -ლიზა დეკრეტშია, შენ გარდა ვერავის ვანდობ. ინტერვიუს გარეშე ნომერი არაფერი არ იქნება. სხვა გზა არ გაქვს. -კარგით და ვისგან უნდა ავიღო. -ვაკო კეშელავა. -ვაკო კეშელავა?! -ხო, ნაკრების ფეხბურთელია. დღეს შეგიძლია სახლში წახვიდე ან საერთოდ შეგიძლია 1 კვირა არ მოხვიდე, რადგან პირველია. ოღონდ ერთი კვირის მერე სასწაული ინტერვიუ უნდა მედოს აქ. -გასაგებია. ნახვამდის. *** -გადარჩი? -ჯობდა მოვეკალი. -რაო? -ინტერვიუო. -უჰ,თან როგორ გიყვარს შენ. -აუ,ბექა ნუღა მიმატებ. -ვსო ჩუმად ვარ. -წავედი რა, 1 კვირა არ ვიქნები. *** 7 ხდებოდა ნეკამ დამირეკა, 15 წუთში შენთან ვარ, რაღაც უნდა გთხოვო და შეემზადე მერე წიხლ ქვეშ რომ არ გამიგდოო. -აუ, ნუცა! -არა ნეკა შანსი არაა, ხო იცი?! -კაი რა! ძალიან გთხოვ, ისეთი ბიჭია ოღონდ ეს არ გამამაზინო და რაც გინდა მთხოვე. -ნეკაააა!! -აუ, რას გთხოვ ახლა ისეთს? -იმას, რომ მე შენსავით წინა დღის გაცნობილ ბიჭთან და იმის ძმაკაცებთან ერთად კლუბებში არ დავდივარ. ეწყინა. გამებუტა. ვგიჟდებოდი ნეკა თუ ჩემზე ნაწყენი იყო, ისევ მე დავთმე. -წადი ამირჩიე რა ჩავიცვა. -არ არსებობს! -სანამ გადავიფიქრე. -აუუუუ ჩემი საუკეთესო ხარ. 1 საათში უკვე ტაქსში ვიჯექით და ნეკას თავისი ახალი პრინცის გასაცნობად მივყავდი. -ისეთ ვიდზე ხარ, ამახევ მგონი კახის. -არ იცოდე მაინც როგორ თავის ძმაკაცებიანად, შენ გამო მოვდივარ. -პენსიონერი ხარ რა! შესვლა და ჩემი თავის ტკივილი ერთი იყო. იმდენი ხალხი,მუსიკა და ფერადი შუქები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საჩემო ადგილი, რომ არ იყო კლუბები. კახი გავიცანი. კახის 3 ძმაკაციც. ნიკა, გიგი და კეშე. მომეწონა კახი. 39-ე და ნორმალური ეღირსა ნეკას. პ.ს. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. უბრალოდ მითხარით ღირს თუ არა გავაგრძელო. მინდა რომ მოგეწონოთ. მართლა მთელი გულით მინდა. გელოდებით. ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.