შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან.. (სრულად)


23-12-2016, 22:46
ავტორი Taks
ნანახია 8 205

*
პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ძველ ექაუნთზე ვეღარ შევდივარ და ახლის გაკეთება მომიწია. ეს ისტორია იდო უკვე ძველ გვერდზე, მაგრამ მინდა აქაც პირველი იყოს.. მოკლედ, ვისაც არ წაგიკითხავთ იმედი მაქვს მოგეოწნებათ.
პატარა თხოვნა მაქვს.. მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ დაწერეთ კომენტარებში❤
შეცდომები კიდევ თუ გამეპარა ბოდიშიი❤
*

შაბათ დილას გრილმა ნიავმა გამაღვიძა.
თვალები გავახილე თუარა მაშინვე წამოვხტი და ხალათი მოვიცვი. სანამ ოთახიდან გავიდოდი მამაჩემის და დედაჩემი გაცხარებული კამათის ხმა გავიგონე. საშინლად კარგი ურთერთიბა აქვთ და იშვიათად კამაათობენ ამიტომ სანამ გავიდოდი კარგად მოვუსმინე. აშკარად მე უნდა გადმომცენ რაღაც და ვერ მორიგებულან ვინ გადმომცემს. ვეღარ მოვითმინე და თან სიტუაციის გასანეიტრალებლად გავედი ოთახიდან.
სასწაული სურათი დამხვდა. ყველგან ბუშტები ეყარა, ჭერზე კი ეკიდა დიდი ფერადი წარწერა-"Happy Birthday!!!"
ღმერთო, დღეს ხომ 21 ივნისია, ჩემი დაბადების დღე.. აღარც მახსოვდა..
უცებ მომაფრინდა ლუკა და ხელში ამიტაცა:
-ჩემო პრინცესა გილოცააავ!!-ყვიროდა ბოლო ხმაზე და იმდენი მაბზრიალა ფეხზე ძლივს დავდექი. მამამ და დედამაც მომილოცეს და მერე დედა ალაპარაკდა:
-მოკლედ ჩემო გოგო, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ რა გვეჩუქებინა შენთვის-მომიახლოვდა-და ბოლოს, რადგან უკვე 20 წლის  ხარ პატარა საყვარელი საჩუქრის გაკეთება გადავწყვიტეთ. იმედია მოგეწონება!!-ეშმაკურად გამიღიმა და პაწაწა ყუთი გამომიწოდა. სრულწლოვანს ასეთი პატარა ყუთით რა უნდა აჩუქონ? ცოტა გაკვირვებულმა გაამოვართვი ყუთი და სწრაფად გავხსენი.
-არ არსებობს!-ჩავილაპარაკე ჩუმად და დედას მთელი ძალით მოვეხვიე.
-მე?-ხელები გამომიშვირა მამამ.
ახლა მას შევახტი და კივილ-წივილი დავიწყე.
-იჰუუუუ ლუკაააა ჩემი საკუთარი მანქანა მეყოლებააააა!-ახლა ლუკას ჩავეხუტე.
-აი ნახავთ, ჩემი "დაიკო" ერთადერთი ქალი იქნება რომელიც ნორმალურად ატარებს მანქანას!-გაეცინა და თვითონაც მომეხვია.
მე? მე ტასი გიორგაძე ვარ. წითური, ცისფერთვალება უკვე 20 წლის გოგონა პეკინის ქუჩიდან.
მყავს საკმაოდ ახლაგაზრდა და "ჯიგარი" მშობლები ზაზა და ნატალია. ასევე ნახევარძმა ლუკა 24 წლის, რომელიც ძალიან მიყვარს, იმაზე მეტადაც ვიდრე ბიოლოგიურ და-ძმებს უყვართ ერთმანეთი. სასაცილო ისაა რომ გარეგნულად მართლა ძალიან მგავს, ისიც მოწითალო ფერის თმით და ცისფერი თვალებითაა ბუნებისგან დაჯილდოვებული და საკმაოდ სიმპატიურია. ახლა დავუბრუნდეთ ჩემ ამბებს. სამი დღე უნივერსიტეტისგან თავისუფალი ვარ ამიტომ ბოლომდე გავერთობით.

შევვარდი ოთახში, ცხელმა შხაპმა უფრო გამომაფხიზლა. მთელ სხეულზე შევიზილე საყვარელი კრემი "ნუშის" არომატით. ღმერთი როგორ მიყვარს ნუში.. კრემებიც რომ იჭმებოდეს დარწმუნებული ვარ თბილისში საშინელი დეფიციტი იქნებოდა!
სწრაფად მოვრჩი ყველანაირ პროცედურას, კრემისფერი კაბა გადავიცვი და ოთახში "ძამიკოს" მოვუხმე.
-აბა რას მიბრძანებთ ქალბატონო?
-შენ დაიკოს საჩუქარი არ გაუკეთე?-უკმაყოფილოდ გავხედე.
-არა რო გითხრა დაიჯერებ?-მე სასაცილოდ გავაქნიე თავი.-ხოდა დახუჭე თვალები და იცოდე არ გაახილო თორე საჩუქარი პირდაპირ მარიკოსთან (ლუკას შეყვარებული) წავა!
მეც დავემორჩილე, ვიცოდი რომ გამკეთებელი იყო.
ოთახიდან გავიდა და სადღაც ხუთ წამში ისევ დაბრუნდა ჩემი საყვარელი სურნელით.. ნუში..
-გაახილეეე!
მეც გავახილე და ჩემ წინ უზარმაზარი კალათი დამხვდა ნუშის ნამცხვრით სავსე, ზემოთ კი პატარა ყუთი იდო.
გავხსენი და ამაზე საერთოდ შოკში ჩავვარდი: სამკაულები რომლებსაც უშედეგოდ ვითხოვდი მთელი ოთხი თვე და ჩემ ოცნებაზე ხელი უკვე ჩაქნეული მქონდა ახლა  იმ ჩაქნეულ ხელში მეჭირა. მთელი ძალით მოვეხვიე და ნამცხვრით პირგამოტენილმა ძლივს ვუთხარი მადლობა:
-ყოველთვის იცი როგორ გამაბედნიერო!
-ფრთხილად ლამაზო, მაგ ბედნიერებამ ზედმეტი 200 კილოს მოტანაც იცის.
მე სასაცილოდ შევუბღვირე.
-დღეს რას ვაპირებთ?
-პირველ რიგში შუბლაძესთან ავალ და თვითონ მივულოცავ დაქალის დაბადების დღეს და მერე არ ვიციი.

მაშინვე დავიძარით ნანო შუბლაძის სახლისკენ ანუ ჩემ გვერდით სადარბაზოსკენ. ნანო ჩემი საუკეთესო დაქალი, არის  ადამიანი რომელიც სიცანცარით პირველ ადგილზეა. არვიცი ალბათ ჩაჩავადან ვიცნობთ ერთმანეთს..

სპეციალურად არ მომილოცა, იცოდა რომ მეთვითონ ავაკითხავდი და მთელი ჩვენი სამეგობროთი დამხვდა იქ. ყველამ სასაცილო მოლოცვის ხერხს მიმართა რამაც ძალიან გამამხიარულა და სასწაულ ხასიათზე დამაყენა. ჩემი "სასტავი"- ჩემი პოზიტივი.
-დღეს დიტუნიასთან ვგულაობთ ხო?-წამოიყვირა ლუკამ.
-აბა რაა რად უნდა ბაზარი ტოოო-სამზარეულოდან გამოსძახა დიტომ.
აჰამ! დიტუნიას ეზოში პატარა ფართი ქონდა და ოთახივით გააკეთა. ყველანაირი კომფორტი გვაქვს.. ბუხარიც კი! ამიტომ დაბადებისდღეებზე ყოველთვის აქ ვართ ხოლმე.
მთელი დღე ათას მოლოცვებში გავიდა. ძალიან დავიღალე მარტო იმით რომ ტელეფონის ყოველ ზარს ვპასუხობდი.. ძლივს მოსაღამოვდა, მაღაზიაში ყველა ერთად წავედით ყველაფერი ვიყიდეთ რაც კი შეიძლებოდა და დანიშნულების ადგილისკენ დავიძარით.
მთელი საღამო არ გამოვსულვართ. მარტო იმ შემთხვევაში ვინმეს შარდის ბუშტი თუ გაევსებოდა.
-უხ ამიიის! ლუდი გათავდაააა!-ამოიხვნეშა თორნიკემ.
-მე წავალ და ვიყიდი. რომელი გინდათ?-მაინც უსაქმურად ვიჯექი.
-მარტო?-ახლა ლუკა გამოხტა.
-ვაიმე 20 წლის ვარ უკვე საყვარელოოოოო! გავივლი ცოტააააას!-სიტყვები გავწელე. აღარც გამიგია რა უნდოდათ ისე წამოვედი.
უკვე დაღამებულა. გარეთ ჩემი მეზობელი ბიჭები იდგნენ და მათაც მომილოცესდა შემომთავაზეს მაღაზიამდე აგაცილებთო მაგრამ არაფრით არ გავიყოლე.
მოკლედ ავდივარ მაღაზიის აღმართზე და უცებ გვერდებზე ვიღაცის თითების შერჭობას ვგრძნობ, უცებ შევხტი და დავიკივლე.
-შენ სულ გაგიჟდიი?-მივუტრიალდი აშკარად უცნობს რომლის სახე ნორმალურად არც ჩანდა სიბნელეში, მაგრამ აშკარად მკაფიოდ ანათებდნენ მისი მწვანე თვალები. იერიც თითქოს ნაცობი ჰქონდა მაგრამ სახე აშკარად მეუცხოვა.
-მე? სულაც არააა..-თავის ტანზე ამიკრა და წელზე ხელი მომხვია. სულ ამეწვა ის შეხების ადგილები, გავხრუდი, ას გრადუსს აცდა სხეულის ტემპერატურა. შემეშინდა.
-მომაშორე ხელები!-უცნობმა უარის ნიშნად თავი გააქნია.-მომაშორეთქო გაფრთხილებ!
-თორე?
უცებ  თავისუფალი ხელი დავჭიმე და პირდაპირ მუცელში ჩავარტყი მუშტი.
-ინანებ კრასავიც-დამცინავად ჩაეცინა.
-მადლობა თქვი ეგ ჩემმა ძმამ რომ არ გააკეთა!
-ძამიკოს გოგო!-ისევ არ აკლებს ირონიას. "ძამიკო".. რა ჯანდაბა უნდა? სწრაფი ნაბიჯებით მოვშორდი, მაგრამ ისევ უკან გამომყვა.
-შენი სახელი კრასავიცა?
-ვერ მიიღებ! ისე მალე თუ მომშორდები ძალიან გამახარებ!
-ვერ მომიშორებ საყვარელო!
-მაგასაც ვნახავთ!
-გაგიჭირდება ისეთი ადამიანის მოშორება ვინც შენ ეზოში ცხოვრობს, თანაც მაშინ როცა მას არუნდა..
-ღმერთო რა კარგი საჩუქარი გამომიგზავნე დაბადების დღეზე-ცინიკურად ჩავილაპარაკე ჩემთვის, მაგრამ მაინც გაიგონა "უცნობმა"
-დაბადების დღე გაქვს კრასავიცა?-ტონი დაუწყნარდა და ადამიანურად მკითხა, რაღაც საყვარლად.
-ჰო.-მეც ჩუმად ვუპასუხე.
-გილოცავ.-ესღა მითხრა  და გაუჩინარდა.
შევედი მაღაზიაში ვიყიდე რაც მინდოდა და სწრაფად დავბრუნდი ბავშვებთან. კრასავიცა პირველად დამიძახა ვიღაცამ, ვიღაცამ რაა, ირონიამ.
ახლა გამწარებულზე დალევა მომინდა და იმდენი დავლიე რომ მგონი ცხოვრებში ამდენი არ დამილევია.
მეორე დღეს დემეტრეზე გაწოლილს გამეღვიძა. მარტო დიტოს ეღვიძა და რაღაცეებს ალაგებდა-"ფუსფუსებდა".
-აუ ცოლად მოგიყვან რაა დიტუნიაააა-ავხარხარდი და დემეტრეც გავაღვიძე.
-აუ რო ადგე ჩემიდან არააა?-ამოიქშინა დემეტრემ.
მეც ავდექი და ახლა ჩემ ძმას დავეცი, მოკლედ ყველას გაეღვიძა და საშინელი არეულობა დატრიალდა.
როცა ყველა დაწყნარდა პუფებში ჩავეშვით და დღევანდელი თავისუფალი დღის დაგეგმვა დავიწყეთ.
-აუ ბავშვებოოოო მაგარი იდიოტური იდეა მაქვს მარა უნდა გითხრათ რააა (ლუკა)
ყველამ თვალები დავაჭყიტეთ.
-აუ ძმურად სახაშეში წავიდეთ რააააა.. მაგარ პახმელიაზე ვაარ-ხელები თავზე აიფარა რამე არ ჩამარტყანო.
-აუ მაგარია ტოოო-აყვა დემეტრეც, დიტოც, თორნიკეც და ასე მოვხვდით დილას სახაშეში ღიპიან ბიძიებთან ერთად.
ბიჭები ნაბახუსევზე გამოვიდნენ გოგოები კი მაგრად გავერთეთ.
-აუ ბავშვებო ზუკამ კლუბში წავიდეთ დღესო და ხო წამოხვალთ?-საპირფარეშოდან გამოვიდა სალომე და ტელეფონი ისევ ჩანთაში ჩააბრუნა.
-აუ ხოოორაააა ფლიიიიიზ-ბიჭებს ანგელოზის თვალებით შევხედე, ერთმანეთს გადახედეს და  თავი დაგვიქნიეს.
მთელი დღე სეეირნობაში გავატარეთ და საღამოს დავბრუნდით სახლში.
-მე მეგონა სახლიდან გაიქეცით ბავშვებოო-დედა სიცილით შეგვხვდა.
-დეე გამოვიცვლით და ისევ მივდივართ და გვიანობამდე არ მოვალთ და კიდევ თუ რამეა დაბლა გვიკითხეეთ!-ლოყაზე ვაკოცე, ერთი ღვეზელი ავაცალე დედიკოს და ოთახში შევვარდი.
-გამოაღწევ ამ საუკუნეში?-შარვალს ვიცვამდი ლუკას ხმა რომ გავიგონე.
-შემოდიიი
-აუ ამას ჯერ არ ჩაუცვამს ჩემი..კაროჩე დიტოს დეიდაშვილი მოყავს, შენ არ იცნობ.მაგსათან გადმოვიდა საცხოვრბლად და ძაან ნუ დაკბენთ შენ და ნანო. გააფრთხილე რაა!
-კაიიი!-ძლივს ჩავიცვი და გამოვეტიეთ ოთახიდან.
კლუბიდან ფხიზლები არ დავბრუნდებოდით ამიტომ მანქანა სადგომზე დავტოვეთდა წავედით კლუბში.
მალე ვიპოვეთ ნაცნობი სახეები და მათთან მივედით.
-აბა დეიდაშვილიო?-მიმოიხედა ლუკამ მაგრამ უცხო ვერავინ დაინახა.
-გასულია და მოვა მალეე!
-გოგონა შეიძლება ვიცეკვოთ?-ვიღაც ფხიზელი ბიჭი მოვიდა, ლუკას გავხედე და დამშვიდებული თვალები რომ დავინახე დავთანხმდი.
უკვე ხალხში შევდიოდით ვიღაც ძლიერად რომ შემასკდა მხარზე.
-წინ იყურე რააა
-ბოდიში კრასავიცა-ნაგლურად მითხრა ნაცნობმა ხმამ. რაო? კრასავიცაო? ეს იდიოტი მე დამდევს? უცებ მოვშორდი პარტნიორს და სავარაუდოდ "ადამიან ირონიას" გავხედე.
ნამდვილად ისააა. გვერდით ამოვუდექი და გავყევი.
-შენ რა მე დამდევ?-ვეღარ მოვითმინე.
-აღიარე რო ჩემ გარეშე ვერ ძლებ და აქეთ დამყვები.-ეს ბიჭი და მისი ირონია.
-ფუ იდიოტო!-ხელი ძლიერად დავარტყი მხარზე და როცა წინ გავიხედე პირადაპირ ლუკასთან აღმოვჩნდი.
-აუ დიტო-დაიცა ეს ირონია დიტოსაც იცნობს? ვაიმე არ არსებობს! ადამიანი დიტოს დეიდაშვილია? დავიშოკე.-მაშინ რო გეუბნებოდი გოგო შევაშინეთქო ახლა თვითონ ამედევნა.-კარგად გადაიხარხარა დანარჩენებმა კი თვალები დაჭყიტეს. მე დიტოს მივეხუტე და ახლა ბატონი ირონია გავაშტერე.
-ხოო აი ეს გოგოო ისაა მე რომ გეუბნებოდი ერთად ვართ გაზრდილები და დასავით მიყვარსთქო..
-წამო სიხარულო ვიცეკვოოთ (მე)
-აუ მე იქ შევალ და მერე ვიცეკვოთ რაა..-თავი დაიძვრინა დიტომ.
უიმე ეს ბიჭი გადამრევს რაა. დამტოვა ირონიის წარმონაქმნთან.
-აუ ეხლა ამას უნდა გავუძლო მე? ასეთი მაგარიც არ ვარ ძმაო!
-ოჰჰ, ეს წიკვინა როგორ გაგვინაზდა ერთ დღეში?
-მომაშორებთ თუ გადავამტვრიო თავზე ეს ჭიქა?
ყველა გულიანად იცინოდა ჩვენ კინკლაობაზე, მაგრამ ვერ გაგვეგო რატომ..
-აი მოვედიიი! წამო ვიცეკვოთ საყვარელლლოო-დიტომ ხელი გადამხვია და ხალხში შემათრია.
მერე კი ისე გამოვთვერი ირონიის უკბილო ხუმრობებს ჩვეულებრივად ვაიგნორებდი.
-კრასავიცა ბევრს სვავ დათვრები!-ხელიდან გამომაცალა ვისკის ჭიქა ბატონმა ირონიამ.
-პირველი, შენი საქმე არაა რამდენს დავლევ და მეორე, ე.წ კრასავიცას სახელიც აქვს ირონიავ!
-სხვათა შორის ირონიასაც აქვს სახელი ლამაზო.
-დიდად არ მადარდებს ირონიას დაგიძახებ თუუ..
-თუ ბუკას არა?
-ხო ბუკას. კაიხო! მე ტასი ვარ.-ახალგაცნობილივით გავუწოდე ხელი და მანაც  ჩამომართვა.
ისევ ვიკამათეთ რაღაც დებილობებზე და ღამით გვიან დავბრუნდით სახლში.
მეორე დღეს საერთოდ არსად წავსულვარ. მთელი დღე ვიჯექი ლიკანის ბოთლით ხელში და უნივერსიტეტის გამოცდებისთვის რაღაცებს ვიმეორებდი.
უაზროდ გაიარა ამ დღემაც და გათენდა გამოცდის დღეც.
-ერთი კვირაც გაუძელი ტაასი და დამთავრდება ყველაფერი!- შხაპის მიღების დროს თავს ვიმხნევებდი..
გამოვედი, როგორც ყოველთვის ნუშის კრემი წავისვი, რამოდენიმე ნამცხვარიც ჩავიგდე ჩანთაში, ახალი მანქანის გასაღები მოვიმარჯვე და გარეთ გავედი.
-ჰეიი კრასავიცა როგორ ხარ?-ლიფტიდან გამოსულს ბუკა  შემეჩეხა.
-კარგად ირონიავ, შენ?
-აუ რავი მთელი დღე საბოდიალო მაქვს და მაგრად მეზარებააა! ეს მანქანაც ახლა გამიფუჭდა რაა!
-გინდა გათხოვო?-დაიცა, ამ ურჩხულს ჩემი ახალი მანქანა შევთავაზე? ოოოო რას უზამს რაა, კიარ შეჭამს. მანაც გაკვერვებული სახით შემომხედა, თავი დამიქნია და ყურებამდე გაეღიმა. რა კარგი ღიმილი აქვს.. ოხ ტასიი რა აზრები გაწუხებს!
-ხო გათხოვებ ოღონდ არ გამიფუჭი დაა...
-და ახლა უნდა წაგიყვანო და უნივერსიტეტის მერე ისევ მოგაკითხო?
-რა მიხვედრილი ხაარ..-გამეცინა და მანქანაში შევხტი.. დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ვარ..
რომ ვუკვირდები რა კარგი ნაკვთები აქვს ირონიას.. ღია
თაფლისფერი თვალები, ასევე ყავისფერი ფუმფულა თმა, თხელი სწორი ცხვირი და მარწყვივით ტუჩები.
-რას მიყურებ მოგეწონე?-ისევ ეს ირონია..
-აი ცოტა მაკლიაადა შემიყვარდები-არც მე დავაკელი  და სასაცილოდ დავეჯღანე.
როგორ მაღიზიანებს ეს დამპლური საქციელები რაა..
მივაღწიეთ უნივერსიტეტამდე და დავინახე პირღია ბავშვები და ჩემი კურსელი ელენე რომელიც ყველაზე გაკვირვებული  მიყურებდა. ძალიან კარგად ვარ მასთან და თითქმის ყველაფერს ვუყვებით ერთმანეთს:
-ყველაფერი მოყევი-უცებ მომახტა.
-ვაიმე არაფერი ნიძლავი წააგო და მომიყვანა, წასაყვანადაც მომაკითხავს და პირი არ დააღო! -ვიცრუე რომ ბუკა ცუდად არ გამოსულიყო.
მთელმა დღემ უაზროდ ჩაიარა. ერთი მოუშორებელი პარაზიტი მყავს  კურსზე-დათო. მოვწონვარ და ტვინს მიჭამს რასაც ქვია. დღესაც ვერ მოვიშორე, ვცდილობ თავაზიანად ველაპარაკო მაგრამ არ გამომდის.
დავწერე გამოცდები და ჩემი თავით კმაყოფილი გამოვენთე გარეთ.
დავინახე როგორ მელოდებოდა ირონია ჩემი მანქანის გარეშე უნივერსიტეტის შესასვლელთან.
-სადაა ბიჭო ჩემი მანქანა?-შიშნარევი და გაბრაზებული ხმით ვუთხარი.
-დავამტვრიე!-სერიოზული ტონით მითხრა. აი სად დამერხა. სამი დღის მანქანა ვიღაც დეგენერატს დავამტვრევინე. სახეზე სულ წამივიდა ფერი.
-უიმე რაიყო გოოგო ადგილი არ იყო და მეორე მხარეს დავაყენე. ეგეთი უპასუხისმგებლოც არ ვარ!-გადაატრიალა თვალები და მეც ამოვისუნთქე.
-მგონი ვიღაცას შენი ნახვა უნდა.-გაეცინა. უკან გავიხედე და ჩემკენ ღიმილით მომავალი დათო დავინახე.
-ჯანდაბა!-ჩავილაპარაკე ჩუმად. გადავწყვიტე მისი მოშორების ახალ გეგმას მივმართო და მთელი სხეულით ავეკარი ბუკას.
-ვაა ტაას სახლში მიდიხარ?-ისე მკითხა დათომ ბუკასთვის არც შეუხედავს.
-ხოო მივდივართ.- თ კი განსაკუთრებით გამოვკვეთე.
-არ გინდა გავისეირნოთ? (დათო)
-არა, უკვე მივდივართ-ჩაერია ბუკა. მიხვდა რომ არ მინდოდა დათოსთან და თამაშში ამყვა.
-ვინაა ტაას ეს ბიჭი?
-ეს ბუკაა.. ჩემი..
-მისი შეყვარებული ვარ.- ნაძალადევი ღიმილით უპასუხა ბუკამ. ეს ჩემ გეგმაში არ ყოფილა! მე უბრალოდ მინდოდა დათოს ბიჭის გვერდით დავენახე, მაგრამ ესეც მშვენიერი გეგმააა.
-ხოოო და ახლა მივდივართ ბუკა!-ძლივს მოვაშორე ბიჭების მკვლელი მზერები ერთმანეთს და უცებ ჩავსკუპდი მანქანაში.
-არ იყო საჭირო შენი თავის შეყვარებულად წარმოდგენა.
-ასე უფრო ადვილად მოიშორებდი!
-და რაიცი რომ მოშორება მინდოდა?
ბუკამ ცინიკურად გამომხედა.
-მაბრმავებ? არ დაგინახო მაგ ბიჭთან ახლოს.
-აუ აი შენ გკითხავ ზუსტად რააა!
-არ დაგინახოთქო გოგო!
-თორე რა?
-ლუკას ვეტყვი!
-აუ ძაან შემაშინე რა! -ფანჯარას მივადე თავი და მალე სახლშიც მივედით.-საღამოს მანქანა მჭირდება და მომიყვანე!-ვიცრუე და გადავედი მანქანიდან.
უხ როგორ მაღიზიანეებს!
სახლის კარები შევაღე და მხოლოდ დედა დავინახე.
-დეეე რა ქენი გამოცდაზე?
-ჩათვალე ჩაბარებულია-გავუღიმე და სამზარეულოში შევედი.
-ლუკა სადაა?
-დიტოს გაყვა მგონი რაღაც საქმეზე
-უჩემოდ?
-ქალებში რო წავიდნენ გაყვები?
-აბა რაა რისთვის ვარ აქ ამხელა კაცი?-ორივეს გაგვეცინა.-აუ დეე ვერაფრით ვერ მოვიფიქრე სად წავიდე ამ ზაფხულს..
დედას გაეცინა.
-რა გაცინებს?
-ლუკაც ზუსტად მაგაზე წუწუნებდა დილით.. ზოგჯერ მგონია რომ ნამდვილი და-ძმა..
-კარგი დედა.-დავსერიოზულდი ვიცი რასაც იტყოდა და ჩემ ოთახში შევედი.
ტელეფონში რაღაცას ვაკეთებდი კარზე ზარის ხმა რომ მომესმა.
-გამარჯობა ნატა დეიდა.-მომესმა ნაცნობი ხმა. ამ ჯანდაბას აქ რა ჯანდაბა უნდა?
-გამარჯობა საყვარელო, ლუკა არაა სახლში დიტოს გაყვა სადღაც.
-აამ ეგ ვიცი და ლუკამ გამომაგზავნა ჩვენთან წამოიყვანე ტასიო..
-კარგი დავუძახებ.
დედა შემოვიდა ოთახში და თავი ისე დავიჭირე ვითომ არაფერი გამიგია
-დე დიტოს დეიდაშვილი მოვიდა ტასი უნდა წავიყვანოო
-მე? სად?
-არვიცი რავიცი მე.
-ოოოო მე მაგას არ გავყვები!
-მანქანის გასაღები მე მაქვს რავიციიი-სასტუმრო ოთახიდან შემომძახა ირონიამ. კარები ღია იყო და ესმოდა ჩემი ლაპარაკი. გაბრაზებული ავდექი და პირდაპირ ბუკასკენ გავექანე.
-გასაღები დამიბრუნე!
-მაინც არსად მიდიხარ და მე მექნება.
-შენ რაიცი რომ არ მივდივარ! მომეცი გასაღები მეჩქარება.
-ლუკამ არსად არ მიდის დღესო.
-ლუკას საქმე არაა მე სად წავალ და არც შენი! ასე რომ მომეცი!
-დეე აბა დღეს საღამოს სახლში ვარო?-ახლა დედაჩემი ჩაერთო.
-რა ხდება ყველა ჩემ წინააღმდეგ ხართ?-საშინლად გავმწარდი. რაზე? ეგ არც მე ვიცი.. ალბათ იმაზე რომ ბუკასთან ჩემი ვერ გავიტანე.
-აბა წამოხვალ თუ არა ლუკასთან დიტოსთან დაა რავიცი ყველასთან?
-მაცადე გამოვიცვლი.
-არ მესმის ამ გოგოების, სულ როგორ უნდა იცვლიდეთ მთელი დღე?-გაეცინა და ტახტზე ჩამოჯდა.
-სად მივდივართ?
-კაფეში.
-ჩვენი სასტავი კაფეში დადის? აუ სადამდე დავეცითთ! დაა რატო?
-შენმა ძმამ დალევის გარეშე მოვაგვაროთ ზაფხულში რას ვაპირებთო..
-დაიცა შენც მოდიხარ ჩვენთან ერთად?-უკვე ჩაცმული პირდაღებული გამოვედი ოთახიდან.
-ხო რაიყო?
-აუ არ გინდა ირონიის ბუკეტთან ერთად მთელი ზაფხულის გატარება?
-ან ამ სიცანცარის განსახიერებასთან..-არ ჩამომრჩა ბუკა. სასაცილოდ დავეჯღანე და კარისკენ გავემართე. ძლივს მიხვდა გამომყოლოდა.
დიდი თხოვნების შემდეგ მაინც ის დაჯდა საჭესთან. მივაღწიეთ საკმაოდ კარგ კაფემდე სადაც ყველას ერთად მოეყარა თავი.
-ვააა გვრიტები მოსულააან (დემეტრე)
-მეორედ იტყვი და თავს გაგიხევ!-გაღიზიანებულმა შეხედა ბუკამ და არც მე დავაკელი.
მთელი საღამო იმაზე ვმსჯელობდით სად წავსულიყავით და ბოლოს სვანეთი გადავწყვიტეთ.
მე, ლუკა მარიამთან ერთად, დემეტრე თეკლასთან ერთად, დიტო, თორნიკე ლილუსთან ერთად, ბუკა სამწუხაროდ, ნანო და  სალომე ზუკასთან ერთად.
-ჩემი გამოცდები არ დაგავიწყდეეეთ! (მე)
-როდის გიმთავრდება? (ლუკა)
-პარასკევს ბოლო გამოცდა მაქვს.
-დღეს რა დღეა?
-ოთხშაბათი.
-მშვენიერია, მე წავალ შაბათს ან კვირას მაინც, ყველაფერს მოვაწესრიგებ  ორშაბათს ჩამოხვალთ და ყველაფერი მზად დაგხვდებათ. კაით? ხო და კიდევ.. მე ჩემი დის მანქანით წავალ მარიამთან ერთად.
-აუ ხო ეგრე ჯობია და ჩვენ იმედია ორ მანქანაში ჩავეტევით -მიუბრუნდა დიტო ლუკას.
-აუ შეიძლება ელენე წამოვიყვანო?-ანგელოზის თვალებით შევხედე ლუკას.
-ეგ ვინაა?
-ჩემი კურსელი როაა დიტოს რო მოეწონა მაშინ-ეშმაკურად გავხედე დიტოს.
-აუ ძმურად რაააა! იქნება ჩემი ბედია! წამოიყვანეე-თვალები გაუბრწყინდა დიტოს.
მოკლედ მოვილაპარაკეთ როგორც იქნა და სახლებში წამოვედით ანუ დიტოსთან დავრჩით.
მე და ბუკა ყოველ წუთს იმდენს ვკინკლაობდით იხოცებოდნენ სიცილით ბავშვები ბოლოს დიტო ვეღარ ითმენდა და ერთმანეთს გვაშორებდა. ყოველი დღე ჩემი ბუზღუნით და ბუკას ირონიული გამოხმაურებებით იწყებოდა. იმდენად მივეჩვიე რომ სპეციალურად გავდიოდი დიტოსს სახლში ბუკასთვის ნერვები რომ მომეშალა და ამით სიამოვნება მიმეღო. რა სადისტობაა?! სულ ჩხუბი და ამით სიამოვნების მიღება როგორ შეიძლება ღმერთოო!

ყველა გამოცდა ჩავაბარე და შაბათიც მოვიდა.
ლუკა დილითვე წავიდა რატომღაც, მოვაწყობ იქ ყველაფერს საჩვენოდო და გაიქცა.
სასტავმა როგორც ყოველთვის ჩემმი ჩაბარების კლუბში აღნიშვნა გადაწყვიტა ამჯერად ლუკას გარეშე..
ბევრი არ დამილევია მაგრამ აშკარად ვგრძნობდი სასმელის იმ მცირე მოქმედებასაც და ვგრძნობდი როგორ ვდუნდებოდი.
საპირფარეშოდან გამოსულს სასაცილო სანახაობა დამხვდა: ბატონი დავითი რომელიც ორი წელია ჩემზე თავს იგიჟებს უნივერსიტეტში, ვიღაც "გაბღენძილ" გგოოგოს ეფლირტავება. არ შემიძლია ეს ბუკას არ ვაჩვენო. დავავლე ხელი და ისე დავაყენე რომ დაენახა.
-ნახე შენნმა მცდელობამ შედეგი გამოიღო.-გახედა და პირი ღია დარჩა ოღონდ აშკარად სხვა რამის გამო.
-ფუ ამის.. ეს აქ რას ააკეთებს?
-ვინ დათო?
-არა. ერთი არასასიამოვნო პიროვნება!
-და ვინაა ეს პიროვნება?
-ჩემი "ყოფილი". და არც ყოფილი უბრალოდ ერთი წიკვინა მამიკოს ფულებზე განებივრებული გოგო, რომელიც თავს ჩემ შეყვარებულად თვლიდა. ამერიკაში რომ წავედი არაფერი მითქვამს, არც დავმშვიდობებივარ და აწიკვინდა როგორც ყოველთვის. ჯანდაბა! ახლა ეს მომაშორებინა და მეტი თუ მინდოდეს რამე!.
-აუ დაიკიდე რაა! წამო ვიცეკვოთ! თან ორივეს ვაეჭვიანებთ!
პასუხის გაცემა არც ვაცადე ისე შევიყვანე ხალხის მასაში და კისერზე მოვხვიე ხელები მან კი საპასუხოდ წელზე შემომხვია ორივე ხელი. ყველა ადგილი ამეწვა.. პეპლები აფრინდნენ მუცელლში და მთელ სხეულს მოედვნენ..
ვითომ არაფერი მაგრამ ისე მსიამოვნებდა ამ დამპალი ადამიანის შეხება რომ ვერ აღვწერ. სულ ავხურდი, თავი მხარზე ჩამოვადე და ახლად ჩართულ ნელ მუსიკას ავყევი.
-ტააას
-ჰოოოო
-სულ ასე წყნარად რომ იყო არ შეიძლება?
-ნუ გამომიწვევ და სულ არ გაგცემ ხმას!
-არა ასეარ მაწყობს, როგორ მიყვარს შენი წუწუნის მოსმენა..
-სადისტო! იდიოტო!
-მეც მიყვარხარ!
-ფუ ვერ გიტან! საერთოდ შენ როგორ დაგთანხმდი ცეკვაზე!
-შენ გამომიცეკვე.-უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები, გაეღიმა თითქოს რაღაც დაინახა და ახლა მეორე მხარეს გაიხედა. ისევ იგივე.
-ახლა რაღაცას გავაკეთებ და არ მომკლა. ამისთვის ოდესმე მადლობას მეტყვი!-თქვა თუარა მხოლოდ აქეთ-იქით გახედვა და ჩვენკენ ორივე მხრიდან მომავალი დათოს და ბუკას "ყოფილის" დანახვა მოვასწარი ისე დაეწაფა ჩემს ბაგეებს. თავის სხეულზე ამიკრა..
ვიგრძენი რომ წამოვწითლდი და ისიც დავინახე წამიერად როგორ გაქვავდა ადგილზე ორი ზედმეტი ადამიანი. სრულიად უგრძნლბლად ვაკოცე ბუკას, უბრალოდ იმიტომ რომ ეს ორი იდიოტი გამეშტერებინა და გამოვიდა კიდეც. მერე მივხვდი რას ვაკეთებდი და სასწრაფოდ მოვშოორდი ბუკას.

-რა გააკეთე ბუკა!
-ზედმეტი ხალხი მოვიშორე-ნაგლურად გამიღიმა.
-აუცილებელი იყო?
-ვითომ არ მოგეწონა რაა-ირონია.
-საშინელი იდიოტი ხარ! მეც რას აგყევი ვითომ მოვაგვარე ყველაფერი! მომშორდი რაა..-რა სისულელეები ვილაპარაკე, გამოვაშტერე ეს ბიჭი მაგრამ ამ მომენტში ასე ჯობდა. ვერ გავათამამებ და ვერ მოვუშვებ ასე ახლოს. მე არავის "საათამაშო" არ ვარ და არც ვაპირებ გავხდე.
ბართან მივდივარ და ჭიქას ჭიქაზე ვაყოლებ..
-ნუსვამ ამდენს მოკვდები!-ხელიდან მაგლიჯავს ჭიქას ბუკა.
-მე რამდენსაც მინდა იმდენს დავლევ და შენ ვინ გეკითხება საერთოდ?-ძლივს ვაბამ სიტყვებს ერთმანეთზე.
-მე მეკითხება ზუსტად! და შენი ძმა რო იყოს აქ არ მოეწონრბოდი!
-ყველგან ლუკას რატო ტენი? შენ ძმას არ მოსწონს, არ უნდა, არ გგააკეთო იმიტორო შენ ძმას არ მოეწონება და კიდევ ბლა ბლა ბლა!
-კაი შენი ძმის გარეშე გეტყვი რო მეტი აღარ დალიო.
-წეღან რატო მაკოცე? ხოიცი რო ჩემ ძმას არ მოეწონებოდა.
-შენი ძმა რა შუაშია?
-არც სხვა დროსაა ხოლმე მაგრამ სულ აკვეტებ საყვარელო. წავედი მე.
-მეც მოვდივარ!-არა რა უნდა ამას? რას დამყვება კუჭში.
-ბიჭების საპირფარეშო ცალკეა-ნაგლურად გავუღიმე და ძალით საპირფარეშოში შევედი.
ვითომ მოვწესრიგდი და კოორდინაცია დარღვეულმა გამოვაბიჯე საპირფარეშოდან. ნაბიჯები მერეოდა და ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ მიდიოდა სასმენი ტვინში, მაგრამ ის მაინც მოვტვინე რომ აღარ დამელია და გავჩერებულიყავი..
მაინც დავლიე ცოტა, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ჩემი სრული გათიშვისთვის.

დილას რაღაცის "გადმოვარდნის" ხმამ გამაღვიძა. ეს იყო ან ტელევიზორი, ან კარადა ან თუნდაც წიგნების თარო.
რომლის დაშლა მოახერხა დედამ?
გავახილე თვალები და ჩემისგან სრულიად განსხვავებულ მაგრამ საკმაოდ ნაცნობ ოთახში გამეღვიძა.
-ნანო? ვინ "მომიტანა" ნანოს სახლში?
აშკარად ნანოსთან ვარ მაგრამ თვითონ არსად ჩანს და არც ხმაურის ხმა ისმის სხვა ოთახებიდან. დაიცა! ახლა მე ღმუილის ხმა გავიგონე?
-გავგიჟდი? აუ მაგარი დარხეული მაქვს-ჩავილაპარაკე, საწოლზე წამოვჯექი და თვალები მოვისრისე.
-თუ ადგომაში არ დამეხმარები მართლა დაგერხევა-მალევე გამომეხმაურა რაღაც ხმა. აშკარად არავინაა ოთახში. ვაიიიჰ!
-დააყენე საშველი და ამაყენე ეხლა!-ახლა უკვე ნამდვილად ვიცანი ნანოს ხმა. საწოლის მეორე მხარეს გადავძვერი და იატაკზე გაშხლართული ზეწარში გახვეული, ახალგაღვიძებული ნანო დავინახე.
-მე კი მეგონა რომელიმე კარადა გადმოვარდა-გამეცინა და დაქალი წამოვაყენე.-აქ როგორ გავჩნდით?
-და შენ გგონია მახსოვს? შენზე ცუდ დღეში ვიყავი.
-რომელი საათია?-ტელეფონს დავხედე და საათის მაგივრად ასამდე გამოტოვებულმა ზარმა და ორმოცდაათამდე მესიჯმა მიიბყრო ჩემი ყურადღება.
ძირითადად დედა, მამა, ლუკა და ბოლოები დიტოსგან.
ყველას ჩამოვურეკე და ბოლოს დიტომდე მივედი.
-ვააააუ ცოცხალი ხარ?-მალევე უპასუხა ზარს დიტომ.
-ეს ირონია შენი დეიდაშვილისგან გადაგედო?
-გვერდით მაინც არ მეჯდეს.-ბუკას სიცილის ხმაც გავიგონე.-ვაფშე აზრზე ხართ რომელი საათია?
ახლა გამახსენდა ტელეფონი საათის სანახავად რომ ავიღე.
-უიიი პირველი ხდება-გამეცინა და ნანოს გავხედე.
-კაროჩე მთელი დღე რაც გინდათ აკეთეთ და რვაზე ჩემთან დაერჭვეთ ორივე გაიგე?-მკაცრად "მიბრძანა" დიტომ.
-ბლაბლაბლააა.. მოვალთ ხო. შენ მაგ ირონიას მიხედე არსად დაგეკარგოს.
გავუთიშე ტელეფონი და იქვე მივაგდე.
-აბა რა გავაკეთოთ დღეს?
-რაღაცეები ვიყიდოთ სვანეთისთვის და რავიიიიი დღეს ილიას მინდა შევხვდეეე..
-მგონი აღარ ხუმრობთ. ისე არ წამოიყვან?
-შენი ძმა მომკლააააავს! მარიკო წაიყვანა თუ ჩვენ მიგვყავს?
-შენი აზრით ლუკა მარიკოსთან განმარტოების შანსს ხელიდან გაუშვებდა?-გამეცინა.-ასე ცუდად იცნობ ლუკას?
-კაი ხოოო! არ შემარჩინო! აუ თოთხმეტნი ბევრი არ გამოვდივართ?
-არ გკიდია? უფრო გავერთობით-ეშმაკურად ჩამეცინა.
სასწრაფოდ დავურეკე ლუკას და დავითანხმე ილიას წამოყვანაზე. ძლივს ჩემ დაქალს ვიღაც მოეწონა, ვიღაც გამოჩნდა მის ცხოვრებაში და უზომოდ ბედნიერია, ეს კი მე მახარებს ამიტომ ნამდვილად არ დავუშვებ ისეთი რამე მოხდეს რაც ოდნავ მაინც დააშორებს ერთმანეთს.. მისი ბედნიერება ჩემი ბედნიერრბაა..
-ჰეეე ეხლა დროზე ჩაიცვიი-გამომაფხიზლა ფიქრებიდან უკვე გამოწყობილმა ნანომ.
-იცი როგორ მიყვარხარ? ყველაზე და ყველაფერზე მეტად!-გიჟივით მოვეხვიე და რამის დავახრჩვე. ზოგადად არ მახასიათებს ასეთი რაღაცეები და გაკვირებული დარჩა.
-მშვიდობა გაქვს?
-ერთს კიარ გეტყვის მეც მიყვარხარო!
-კაი ხოო! ისე რო ვუკვირდები ყველა დავწყვილდით და შეეენ?...-სასაცილოდ წამოიწყო ყველაზე საშინელ თემაზე საუბარი და თავისი ტანსაცმელი გამომიღო ჩაიცვიო. ერთი ტანი გვაქვს და ადვილად ვირგებთ ერთმანეთის ტანსაცმელებს.
-მერე დიტო რისთვის მყავს? ჩემი რომეოიიიი-ავყროყინდი.
-შენ რომეოის ელენე მოწონს ძმაო! ბუკა?
-რა ბუკა? სამუდამოდ მაუბედურებ?-ახლა ავხარხარდი.
-მშვენიერი ბიჭია.
-არადა გემოვნებიანი გოგო მეგონე-ტუჩის კუთხე ჩავტეხე და წარბები შევკარი.
-ეჰ შენ არაფერი არ გეშველება! შინაბერა დარჩები-გაგვეცინა.-წავედით?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ხელი გადავხვიე.
საღამომდე ვშოპინგობდით და ახალი ტანსაცმლით დახუნძლულები ამჯერად საკუთარ სახლებში დავბრუნდით.
თან ჩანთას ვალაგებდი და თან დედაჩემის დარიგებებს ვუსმენდი. როგორ მიყვარს იმ დროსაც კი როცა არ ვუსმენ მაინც რომ მარიგებს ჭკუას და ყოველ გავლაზე მეხუტება.. ყველაზე საყვარელი დედა მყავს მთელ დედამიწაზე.
ამ მზადებაში მოაღწია რვა საათმაც. იმდენად მძიმე იყო ჩემი ჩანთა ვერ მოვერიე ამიტომ დიტოს მივწერე ამოდი და ჩამომატანინეთქო. უი ხო, დიტო ჩემზე ორი სართულით დაბლა ცხოვრობს.
კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე და ირონია შემრჩა ხელში. რა ყველგან ეკვეტება ეს ბიჭი ნუუ!
დედას, მამას და დეიდას დავემშვიდობე  და ბუკასთან ერთად გავედი სახლიდან.
-მე დიტოს მივწერე და არა შენ!
-რა მადლობა გოგო, არ გრცხვენია?
-მაღიზიანებ ბუკა!
-რაღაც არ მგონია.. გუშინ არ გაღიზიანებდი?
-რატო ჩამოხვედი რო სიცოცხლე გამიმწარო?
-მაგ ნათქვამზე მალე შენ თვითონ გაგეცინება!
ესღა მითხრა და დიტოსთან მივედით. ყველა იქ დამხვდა. ელენეც კი. არა დიტო და ელენე სხვანაირად უყურებენ ერთმანეთს.. აუ მართლა მე ვრჩები მარტო... ბუკა? ჯანდაბაშიც წასულა თავის ირონიასთან ერთად!
- ყველა მზად ხართ? -დაიყვირა დემეტრემ. ყველამ თავი დავუქნიეთ.
-ხოდა დავიწყოთ-ახლა დიტომ გააგრძელა.-მივდივართ ჩემი და ბუკას მანქანით.
მე, დემეტრე, თეკლა, ელენე, სალო და ზუკა ერთი მანქანით მივდივართ და დანარჩენები ბუკასთან განაწილდით!
-სპეციალურად მიკეთებთ?-გულში გავიფიქრე. თან უკან ვერ დავჯდები წყვილებთაან და ბუკას გვერდით მომიწევს წინ დაჯდომა. ნეტავ ლუკას გავყოლოდი!
დაბლა ჩავედით. მე და ბუკა ერთად შევლაგდით ჩანთებთან ერთად ლიფტში.
-მე წინ დავჯდები.-სიჩუმე მე დავარღვიე.
-ასე ძალიან გინდა ჩემთან ახლოს ყოფნა?-ჩემკენ მოიწია და მიმიხუტა. მთელ სხეულზე დამხორკლა, ჰაერის შესუნთქვაც ვეღარ მოვახერხე იმდენად დავიძაბე მაგრამ მალე მოვედი აზრზე:
-არა საყვარელო იმედები გაგიცრუვდა-ცივად მოვიშორე მისი ხელი.-უბრალოდ არ მინდა მურმანის ეკალივით ჩავუჯდე შუაში ბედნიერ წყვილებს-ძალით გავუღიმე და ლიფტიც გაიღო.
გარეთ გავედი და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
პირველი ჩავხტი მანქანაში.
უბრალოდ არ მქონდა ბუკასთან ყველაფერზე კამათის თავი და ნერვები ამიტომ ყურასასმენები გავიკეთე. ნუ ერთი მოვიხსენი ყოველი შემთხვევისთვის.
მესმოდა როგორ ბუტბუტებდნენ ერთმანეთზე ჩახუტებული წყვილები და ბედნიერი ვიყავი რაღაცნაირად..
მე საერთოდ არ მანაღვლებს ასეთი რამეეები და არც დიდი რომანტიკოსი ვარ. არავის უკვირს აქამდე ბიჭთან სერიოზული ურთიერთობარომ არ მქონია, მაგრამ ყველა მსაყვედურობს სადამდე უნდა იყო ასეოო..
მე კი ისევ ამ ბედნიერი წყვილების ყურება მირჩევნია ვიდრე თვითონ ვიყო მათნაირი..
მთელი გზა ფანჯარაზე მქონდა თავი მიდებული, ხანდახან ჩამეძინებოდა მაგრამ ტორმუზი მაღვიძებდა. ვხედავდი ჩემ გაღვიძებაზე და შეხტომაზე როგორ ეცინებოდა ბუკას მაგრამ კინკლაობაც მეზარებოდა და ვატარებდი.. იმასაც ვგრძნობდი როგორ გამომხედავდა ხოლმე მხეცის თვალებით თითქოს რაღაც უნდოდა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა რა.. გულში მეცინეებოდა .
აი ასე მშვიდად და წყნარად ჩავაღწიეთ სვანეთამდე.
ვიპოვნეთ ბინა სადაც უნდა დავრჩენილიყავით, სადაც ლუკა იყო და ყველა ოთახებში შევეყარეთ. ბიჭები ერთად და გოგოები ერთად.
მეორე სართული ჩვენ გვხვდა წილად, პირველი კი ბინის მეპატრონეებს ეკავათ.
ორსართულიანი სახლი დიდი ეზოთი და ინტერიერიც შესანიშნავად მოწყობილი..
მხოლოდ ეს შევამჩნიე ოთახში შესვლამდე და ეგრევე დავიძინე.
არც ის გადაგვინაწილებია ვინ სად დარჩებოდა. მაგრამ ას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ორი დიდი ოთახი იყო, ერთში გოგოები და მეორეში ბიჭები. მორჩა.
----
დილით სიცივემ გამაღვიძა. ან რატომ არ მეღვიძებოდა მოკლე შორტები და თხელი მაისური მეცვა. ზემოდან კი არაფერი არ მეფარა.
გოოგოებს გაგუდულებს ეძინათ.
წამოვხტი საწოლიდან, უცებ გავიძრე გრილი ტანსაცმელი და შედარებით თბილად ჩავიცვი, შავი შარვალი, თეთრი ზედა და ნაცრისფერი ჟაკეტი. თმები მაღლა ავიწიე და გარეთ გავედი.
მშვენიერი სახლი აურჩევია ლუკას. თვითონ მარიკოსთან ერთადაა ცალკე ოთახში. ნუ ცოლად უნდა მოიყვანოს და ეპატიება.
-ახლა შიმშილმა შემაწუხა. გუშინ შუადღის მერე არაფერი მიჭამია. კუჭი მაგინეეეეებს!
უცებ ჩავირბინე კიბეები და ჩუმად შევიჭერი სამზარრულოში.
უცნობი სილუეტი დავინახე მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და მაცივარი გავაღე.
-დილამშვიდობის.-გავიგონე ბოხი ხმა და ჩემ უკან მდგომისკენ მივტრიალდი. გამაშტერა მისმა ულამაზესმა ცისფერმა თვალებმა.. აიი.. ზღვისფერმა.
-გამარჯობა.-ნაზად მივესალმე.
-მე გიორგი ვარ.
-თამთა, სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც. შენ ლუკასთან ხარ?
-კიი ჩემი ძმაა.. შენ აქ ცხოვრობ?
-არა ოჯახის ნათესავი ვარ. ისე თბილისიდან ვარ..
-ჰოოო მეეც..
წვენი გამოვიღე, მეც დავისხი დამასაც დავუსხი.
რაღაცეებზე მელაპარაკებოდა. მართლა სასიამოვნო ადამიანი და მოსაუბრეა.
-ვაააა ჩემი გოგო აქ ყოფილაა-ტანს ზემოთ შიშველი ბუკა შემოვიდა სამზარეულოში და გვერდით მომიჯდა. პირვრლად დავაკვურდი და რა პრესი ქონიააა..-და კიდევ ვიღაც..-არ ესიამოვნა გიორგის დანახვა აშკარად.
-პირველი: მე შენი გოგო არ ვარ და მეორე: ამ ვიღაცას სახელი აქვს.-ცივად ვუპასუხე და ისევ გიორგის მივუბრუნდი.
-რაო რას ამბობდი სად ვცხოვრობოო?
-კოსტავაზე .
-ვაა რა მაგარიაა ახლოს ხარ და გნხავ ხოლმეე-ვითომ გახარებულმა ვუთხარი და მაშინვე ბუკას შევხედე. დაიცა მე ამას ვაეჭვიანებ? და ისიც ეჭვიანობს? სასაცილოა, კომედია ჰაჰა. მე ბუკას ვაეჭვიანებ სულ არაფრის გამო და ისიც ეჭვიანობს სულ სულ არაფრის გამო.
ისეთი სახე მიიღო ბუკამ რამის მაცივარი მესროლა. პირდაპირ საპნის ოპერაა!
-ხოოო ერთად გნახავთ ხოლმე მე და თამთა-ისევ ჩაეკვეტა ბუკა.
-აუ გიორგი ძაანგთხოვ ყურადღება არ მიაქციო ჩემ ნერვებზე თამაშობს.
-რატოო? არ ვნახოთ ხოლმე?-ირონია აამოქმედა და წელზე ხელი მომხვია. სულ ავხურდი და სანამ,რამე სულელურსს გავაკეთებდი გასვლა გადავწყვიტე.
-მე აავალ მაღლა ტელეფონი მაქვს დასატენი. შეხვედრამდე გიოო-გავუღიმე გიოს და ოთახიდან გავედი. მალე ვიგრძენი ბუკას ხელი ისევ წელზე, კედელთან მიმიმწყვდია და გახშირწბული სუნთქვით დაიწყო ლაპარაკი.
-რას აკეთებ გოგო?
-კიდე მე ვაკეთებ რამეს? ველაპარაკები ადამიანს და ყველა ასოში მეჩრები.
-იმიტორო არაფერი გესაქმება მაგ ბიჭთან.
-აუ მაგას არავინ გეკითხება შენ.
-მეკითხება.
-რომელი ჩემი ძმა შენ ხარ ჩემ ცხოვრებაში როერევი? ჩემ ძმასაც არ ვაძლევ მაგის უფლებას!
-ხოდა მე მომცემ.
-ვაიმე ჩემი ცხოვრებაა და არავინ გეკითხება! იდიოტო!-მოვიშორე მისი ხელი და ოთახში შევვარდი.
ნანოს უკვე ეღვიძა ამიტომ არ მომრიდებია ლაპარაკი.
-არა ბუკა ნახე რა დღეშია რაა!
-რატო რახდება?-ეშმაკურად გაეცინა ნანოს.
-ბიჭთან ლაპარაკსაც მიკრძალავს! იდიოტი!
ნანოს არაფერი უთქვამს გაეღიმა და აბაზანაში შევიდა. სანამ ის გამოვიდა ყველას გაეღვიძა და ნაწილი გარეთ გავედით, ჰამაკბში.
ლუკა დიდი პარკით გამოვიდა და მუხლებში ჩამიგდო. მაშინვე ვიგრძენი საყვარელი სურნელი და სწრაფად გავხსენი პარკი.
-აბააა ვის უნდა ნუშის ნამცხვარი?-წამოვხტი ჰამაკიდან და ყველას ჩამოვუარე. ჩემ ადგილას უკვე ბუკა დამხვდა დამჯდარი. არც მოველოდი რომ ცარიელ ადგილს ისე დატოვებდა.
-მადლობა ადგილი რომ დამიკავე. შეგიძლია ადგე.
-ამაყენე და ავდგები.-ეშმაკურად გამომხედა. ნამდვილად არ მქონდა მასთან ჭიდაობის და "ქაჯობის" თავი ამიტომ გვერდით მივუჯექი და კომფორტულად მოვეწყვე. გაუკვირდა რომ არ ავყევი და თან გაუსწორდა..
-მეც მინდა-ხელი წამოიღო ჩემი პარკისკენ მაგრამ არ ამოვაღებინე.
-დაიმსახურე?
სიცილი დაიწყო და მაინც ამოიღო ერთი ცალი. ხელი გადამხვია, კივეცადე მოშორებას მაარა ჩემხელა ერთი კუნთი აქვს. მშვენივრად მოვეწყვე მის მხრებშიც.
მოვილაპარაკეთ მთელი დღე რას ვაპირებდით და დავიშალეთ.
-აუ ეკლესიაში კაბა უნდა ჩავიცვააათ! მე არ წამომიღია ვერ მოვტვინე მაგდენი და შენ არ გაქვს რამე?-წუწუნით შემოვიდა ნანო ოთახში.
-აჰა ეს ჩაიცვიიი-კრემისფერი კაბა ვესროლე მე კი ლურჯი კაბა მოვირგე.

მთელი დღეები ეკლესიებში და კოშკებში დავდიოდით.. მართლა ულამაზესია სვანეთი, ზემო სვანეთი..
ყველანაირად ისვენებს ადამიანი.
საღამოს სანამ კარგად არ აგრილდებოდა არ ვბრუნდებოდით სახლში.
უკეთესად გავიცანი "სარძლოები" და "სასიძოები".
როცა ჩემ ბედნიერ მეგობრებს ვხედავ, სულ არაფერი რომ არ გამაჩნდეს მეც ბედნიერი ვარ..

გიორგისაც დავუახლოვდით ყველა და ჩვენთან ერთად დადიოდა ხოლმე.
უნდა გენახათ როგორ მაშორებდნენ ერთმანეთს ბუკა და გიორგი.. ვაა ბუკა ეჭვიანობს?
რაღაც არამგონია.. მორიგ სათამაშოდ მიმიჩნევს როგორც იქ, ამერიკაში სხვა გოგოებს. არამგონია რამე გამოუვიდეს.
მოკლედ ასე ჩხუბში და გართობაში ხუთმა დღემ განვლო. საღამოს ისევ ჰამაკებში ჩავსხედით და რაღაცეებზე ლაპარაკი დავიწყეთ.
-აუ ბავშვებო რაღააც რო გითხრათ მომკკლავთ?-ვითომ მორიდებით დავიწყე
-გააჩნია რას იტყვიი-ირონია.
-მოდი ზღვაზე წავიდეთ რაა.. აქ ყველაფერი ვნახეთ რაც სანახავი იყო და ზღვაზეც მინდა რაა..
-აუ პროსტა ძააან მაგარიაა! წავიდეეთ-აკივლდა ნანო.
ყველას მოეწონა ჩემი იდეა.
-ვაიმე გაგიკვირდებათ და საცურაო სოს"წიუ"მი წამოვიღე, რავიცი რაში დამჭირდებათქო-გადაიხარხარა ისევ ნანომ და ილიას მიეხუტა.
-გაგიკვირდება და მეც..-ახლა მე გადავიხარხარე მაგრამ ვის მივეხუტებოდი აჰაჰ..
-იმედია ქობულეთში ყიდვა არ გაგვიჭირდება-ელენემ დაამატა.
-და სად უნდა დავრჩეთ? ცოტა ადრე მაინც მოგვფიქრებინააა-ეს ჩემი ძმა ხო სულ უკმაყოფილოა რაა.
-ვაიმეეეე ადამიანი ტვინი ვაარ! გახსოვს ლუკა, მაია დეიდამ რო დარეკა საბას დაბადების დღისთვის ქობულეთში ჩამოდითო??
-მერე? რა დროს საბას დაბადებისდღეა
-სამ დღეში აქვს ბიჭოო!! აუ რა ტვინიკოსი ვაარ!
-მერე ამდენს სად დაგვატევენ.
-მე ეხლავე დავურეკავ და გავარკვევ ყველაფერს. დიდი სახლი აქვს რააა
-დაიცა უფასო სასტუმრო?-გამოგვეხმაურა ბუკა.
-ხო რა დაახლოებიით.
მოვიმარჯვე ტელეფონი და მაშინვე მოვშორდი ბავშვებს.

ძალიან ჩვეულებრივად დამთანხმდა თოთხმეტი ბავშვის ჩაყვანაზე. მეტიც, არანაირი მშობლები, სამსარრთულიან სახლში სულ ჩვენი ტოლები ვიქნებოდით.
ამაზე სულ გაგიჟდნენ ბავშვები ისე უხაროდათ. მოკლედ ხვალ დილით დავიძვრებით ქობულეთისკენ.
ჩვენ ოთახებში შევცვივდით ბარგის ჩასალაგებლად. ბევრი რამ დამრჩებოდა სვანეთისგან.. ულამაზესი მოგონებები.. კიდევ რამოდენიმე სიტყვაც ვისწავლე.


ისე დავიძინეთ ბიჭები აღარც გვინახავს და დილით ერთად წამოვხტით ყველა.
-აუ ისევ ისე დავსხდეთ ხო? (დიტო)
-აუ ხოორაა-ყველამ დავუქნიეთ თავი. ისევ ბუკას გვერდით დავჯექი. გიორგის გული დაწყდა მაგრამ რას იზავდა.. დაგვემშბიდობა და მალევე შევიდა სახლში.
გზაში მაგრად გავერთეთ მართლა.
ვიმღერეთ, ვიცინეთ და რამის ვიცეკვეთ კიდეც.. ნუ ტანს ზემოთ სულ ვცეკვავდით და არც გავჩერებულვართ.
სასწაული ენერგიით და პოზიიტივით დატვირთულები ჩავედით მაგრამ წვიმიანმა დღემ და კიდევ ერთმა საშინელებამ შემიშაალა ხელი.....

***
  შევედი აი უკვე მანქანიდან გადავდიოდი და ყველაზე, ყველაზე საშინელება დავინახე.
ალბათ გახსოვთ დათო უნივერსიტეტიდან და კიდევ კლუბიდან. დიახ ზუსტად ის დავინახე და მაშინვე ბუკას ჩავარტყი რატომღაც.
-ოღონდ ახლა მეშველებოდეს!
-რა ხდება?-გაკვირვებულმა მკითხა. მე კი თავის ღვედიანად გადმოვწიე ჩემ მხარეს და არასასურველ სახეს შევახედე.
-ეს აქ რას აკეთებს?-გაბრაზებულმა მკითხა.-აი თურმე რისთვის წამოვედით აქ.
-დედას გეფიცები არაფერი ვიცოდი! ახლა რა ვქნა??
-მოგიწევს ისევ ჩემი შეყვარებულობა-ბაბრწყინებული თვალებით გადმომხედა.
-არ არსებობს! ვერ ავიტან შენ ჩახუტებებს და რომანტიკებს !!! იქნებ დამანებოს თავი შენ გარეშეც?
-გაგვაგებინებთ რა ხდება?-ახლა უკნიდან მომესმა გაკვირვებული ბავშვების ხმა.
-კი. მომიწევს თავის დატანჯვა. იმედია აქედან მალე წავალთ.

გადავედით მანქანიდან და ყველა ჩვენიანი შემოვიკრიბეთ მე და ბუკამ. ავუხსენით საქმის ვითარება და ისიც ვუთხარი ბუკას ჩახუტება რო მომიწიოს პირი არ დააღოთთქო.
-და რატომ მაინც და მაინც ბუკა?-გაეცინა თორნიკეს.
-იმიტომ რომ თავის დროზე ენა ვერ გააჩერა!-წავკბინე ბუკას და გადავიხარხარე.
დარწმუნებული ვიყავი რომ ამ ამბავმა ძალიან გაახარა ბუკა და ცოტა მეც.. ფუ რეებს ვბოდიალობ!
არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ პირველივე გავლაზე ავარიდე თავი დათოს ისე ვითომ არც დამინახავს.
აშკარად არ ესიამოვნა ჩემი და ბუკას ერთად დანახვა, დაა საერთოდ ჩვენი დანახვა მაგრამ რას ვიზამთ? განსაკუთრებულად არც მე მსიამოვნებს.
ბოლოს მაინც მოგვიწია შეხვედრა. ბუკა რა თქმა უნდა უცებ შევიდა როლში და სანამ გავიდოდით გარეთ ჩამეხუტა. ყოველ მის შეხებაზე ისე მბრუძგლავდა რომ არვიცი.. ასე სასაცილოდ გავხდით შეყვარებულები, ფიქტიურად რა თქმა უნდა.
ჩვენები იგუდებოდნენ სიცილით და როცა დათოს მოვშორდებოდით ისევ ჩხუბს ვიწყებდით.
-რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? რატო გამომაპარე ეს ამბავი?-სიცილით მკითხა საბამ.
-არც ჩვენ ვიცოდით, სულ ახლახანს გავიგეთ.-გადაიკისკისა ნანომ.
-თავიდან ისე მიშლიდა ნერვებს მეთქი ეს ქაჯანა როგორ უნდა შემიყვარდესთქო მარა ხო ხედავ ბედი რაცააა-ირონიით დააყოლა ბუკამ.
-მეკიდე ვერ წარმოიდგენ როგორ მეზიზღებოდა ეს ბიჭი და ყველამ იცოდა რო ერთმანეთს დასანახად ვერ ვიტანდით.. ალბათ მაგიტომ დავმალეთ.-არცმე დავაკელი.
-ესეიგი პირველმა მე გავიგე?-ჩაერია დათო.
-ასე გამოდის-ხელი გადამხვია ბუკამ. ისე ღიზიანდებოდა დათო რომ მეც ძლივს ვიკავებდი ხოლმე სიცილს.
მთელი დღე სიყვარულო-საყვარელოთი მივმართავდით ერთმანეთს. დავიღალე..
საღამოს ძლივს გადაიღო წვიმამ და სანაპიროზე გავლა გადავწყვიტე.
ჩემი გოგოები თავის ბიჭებთან იყვნენ, ბიჭები კი თავის გოგოებთან ამიტომ მარტო წასვლა მომიწია. არც მინდოდა ხმაურში ყოფნა, წყნარად გავლა ყველაფერს მერჩივნა იმ მომენტში, მაგრამ გაცდის ვინმე?
დათო ამედევნა. უარი ვერ ვუთხარი..რაღაცნაირად მაღიზიანებს ეს ბიჭი თავისი ქცევებით.
არა, მართლა რაღაცნაირია.. ყველა გოგოს ერთნაირად უყურებს და ყველა თავისია თითქოს. კიდევ კარგი ჩემ გოგოებს შეყვარრბულები ყავთ თორე ამათაც აეკიდებოდა.

ულამაზესია მზის ჩასვლა.. თან შავი ღრუბლები და მთლიანად ვარდისფერი ცა...
საერთოდ არ მჭირდებოდა თანამგზავრი, თვითონაც კარგად დავაკვირდებოდი მზისა და ზღვის შერწყმას..

სულ ბუკაზე მეკითხებოდა რაღცეებს და წაიღო ტვინი და ამლაპარაკში მართლა შემოგვაღამდა. ერთი არ უკითხია ჩემზე არაფერი..
თავის ტკივილი მოვიმიზეზე და სახლში წავედი, თვითონ სანაპიროზე დარჩა.
-სად იყავი საყვარელო?-ვითომ ეჭვიანიი შეყვარებული ისე შემომეეგება ბუკა ჩვენებთან ერთად. არადა მგონი მართლა გაბრაზდა. ძლივს შევიკავე სიცილი.
-არ არის აქ დათო და შეგიძლია მოისვენო.
-მე ძალიან მომწონს ასე ყოფნა და ასე ვილაპარაკებ
-ჩაიგდე ენა და დაეგდე რააა! მაგ ჭკუაზე ვარ ზუსტად!
-აუ ამათ ისევ დაიწყეს-ახარხარდა დემეტრე და აყვნენ სხვებიც.
-ისე მართლა მშვენიერი წყვილი ხართ და რა გინდა ტასი ვერ გავიგე.-ახლა ლუკამ დაიწყო.
-ხედავ? არავინაა წინააღმდეგი. არც შენი ძმა.-ირონია.
-ლუკა შენც გამწირე ხო?-სასაცილოდ დავეჯღანე.
ასე სიცილში შემოვიდა საბა თავის საძმაკაცოსთან და დათოსთან ერთად ოთახში. ბუკამ უცებ გადამხვია ხელი და მეც მხარზე დავადე თავი.
-ახია ჩემზე, სამსახიობოზე ჩამებარებინა რა!-სიცილით გადავუჩურჩულე ბუკას.
ისე შევდიოდით როლებში რომ სულ გვავიწყდებოდა ერთმანეთის ზიზღი.
მსიამოვნებდა და ვერთობოდი კიდეც ამ ყველაფრით.
-ზეგ შენი დაბადების დღეა ხო საბა? -მიუბრუნდა ელენე საბას.
-კიი და კიდევ ვიღაცეები ჩამოვლენ.
-მერე ამდენს როგორ დაგვატევ აქ?
-დაიკიდე. რამენაირად დაგატევთ. ბოლოს და ბოლოს მანქანაში ან გარეთ დავიძინებ. ზაფხულია რაა!
-ხო რავიცი.. წვეულებას აკეთებ?
-ხო და გოგოებო იმედია დამეხმარებით დალაგებაში.
-No Problem-ინგლისურად წარმოთქვა სალომ.
-აუ ისე ყველა რა საყვარლები ხაართ! განსაკუთრებით ეს ორი-საბამ თითი ჩემკენ და ბუკასკენ გამოიშვირა. ახლა მართლა ვეღარ მოვითმინეთ და ბოლო ხმაზე ავხარხარდით მე და ბუკა. მერე ჩვენებიც აგვყვნენ, საბა კი გაკვირვებული გვიყურებდა.
-რა გაცინებთ?
-არაფერი, უბრალოდ გაგვახსენდა როგორ ვიყავით ადრეე..
ასე "ღადაობაში"გავატარეთ მთელი საღამო და გვიან დავიშალეთ.
მეორე დღეს რაღაცეები მოგვიტანა საბამ სახლის მოსაწყყობად, ბიჭები კი სადღაც წაიყვანა არ შეგაწუხონო.
დარწმუნებული ვარ ბუკა რომ დარჩენილიყო რომელიმე კიბიდან დამაგორებდა.
შესანიშნავად მოვაწყვეთ სახლი, მერე ჩვენივე იინიციატივით ვუყიდეთ ტორტი და ღამის პირველ საათზე მოსულ ბიჭებში იუბილარს ჭამის ნაცვლად სახეზე წავუსვით მთლიანად. ძალიან მაგარი საღამო გამოვიდა. არც დღე დავაკელით და მაგრადაც გავერთეთ.
საღამოს საბას შეყვარებული ჩამოუვიდა და შუა ღამეს აიტეხა გინდათ თუარა კლუბში წავიდეთო. ამათ კიდე დათრობა უნდოდათ? ისედაც ძლივს დადიოდნენ. უცებ გამოვიცვალეთ გოგოებმა. მე ლურჯი უკან ამოღებული მოკლე კაბა ჩავიცვი.
მე და ელენე სულ ფხიზლები ვიყავით, ჩავიბარეთ ყველა და მივიტანეთ კლუბამდე.
სხვათა შორის ჩვენი ბიჭები ძალიან მთვრალები არ ყოფილან მარტო ლუკა და დიტო გამოთვრნენ ბოლო დონეზე. საბა და მისი მხარე კატასტროფულად მთვრალი იყო.
მე ბართან ვიჯექი და გიჟივით ვიცინოდი ამათი სახეების დანახვაზე. გიჟივით ვცეკვავდი და თან ვისკის პატარა ჭიქით ვსვამდი.
-საყვარელო შეყვარებულო-გავიგონე ბუკას ხმა. ისე საყვარლად დამიძახა რამის ჩავეხუტე.-შეიძლება ვიცეკვოთ?
-რატომაც არაა-მოვეხვიე და ნელი მუსიკაც ჩაირთო.
-ისე მართლა ვუხდებით ერთმანეთს.-გაეცინა და შიშელ წელზე მომხვია ხელები. ამ ბიჭის შეხება მკლავს..
-კაი რაა! ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია. ჯერ ხო ერთმანეთს ვავნებთ და მერე გარშემომყოფებს.-სასაცილოდ ავიქნიე ხელი და ვისკის ჭიქა პირდაპირ ცხვირში მოვარტყი. თან ისე რომ სისხლი წამოუვიდა.
-არასდროს მითქვამს რომ სუუსტი კაპილარები მაქვს?-ერთი ხელი ცხვირთან მიიტანა, მეორე მე ჩამავლო და სადღაც გამაქანა.
-სად ჯანდაბაში მიგყავარ?
-როგორც დამაზარალე ისე მომარჩინე.-ბიჭების საპირფარეშოსთან მიმიყვანა.
-ბუკა რა გაქვს ჩანაფიქრში?-ცოტა შემეშინდა.
-წადი ბარმენს ან ვინმეს უთხარი ბამბა და რაღაცეები მოგცეს და შემოდი მიშველე თორე დავიცლები სისხლისგან- გამიღიმა და კარი მიიკეტა. მე კი რა არ ვიფიქრე... უცებ მივირბინე ბართან და რაც მჭირდებოდა ყველაფერი ვუთხარი.
-ახლავე მოგიტანთ-ღიმილით მითხრა ბართან მდგარმა გოგონამ და გაქრა.
უცებ ჩემკენ მომავალი დათო დავინახე და "ვერანდისკენ" გავედი, იქნებ არ გამოვიდესთო მაგრამ ბედი არ გინდა?
გამომყვა. თან არავინ იყო გარეთ და ცოტა შემეშინდა გალეწილ მთვრალ მექალთანესთან ერთად მარტო ყოფნა მაგრამ ძლიერად დავდექი.
-რას აკეთებ ლამაზო?
-არაფერს უჰაერობა იყო და გარეთ გამოვედი.-ვიცრუე და შიგნით შესვლა დავაპირე მაგრამ...
აი ახლა დამერხააა. ზუსტად პირდაპირ დამიდგა და კედელთან ხელებს შორის მომაქცია და ისე მომიახლოვდა მისი სუნთქვა ვიგრძენი სახეზე.
-დათო გამიშვი!
-არ გაგიშვებ ტასია! რამდენი ხანია ველოდები ამ მომენტს და ახლა ვერ გაგიშვებ. ჩემი ხარ,
ჩ ე მ ი!
-ნუ ბოდიალობ რაღაცეებს! მთვრალი ხარ და შენც არ იცი რას ამბობ!
ვეცადე მომეშორებინა მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ვერანაირად ვერ დავიძვრინე თავი. გისოსებივით ქონდა ხელები. სად ჯანდაბაში არიან ბიჭები საად? ამ ბუკას კიდევ ახლა გაუსკდა ის კაპირლარი რაა! სადაც არაა საჭირო ყველგან ეკვეტება და ახლა.. რა ჯანდაბა გავაკეთო? სერიოზულად მეშინია.
-ხომ იცი, მთვრალი ყოველთვის სიმართლეს ამბობს.-ახლა კაბის  შიშველ ნაწილზე, წელზე მომხვია ხელი და სულ გავგიჟდი.
ყვირილი რომ დავიწყო ვინ გაიგებს? შიგნით ისეთი ამბავია ბომბი რომ ჩამოაგდონ ვერ გაიგებენ.
-გამიშვი დათო გამიშვი!-ცრემლნარევი ხმით ვემუდარები, მაგრამმ გადაეკეტა! აღარაფერი ესმის ამ ჯორს! ნელ-ნელა მოიწევს ჩემკენ და სადაცაა მაკოცებს მაგრამ ვიღაცის ხმა ისევ მშველის. მადლობა ღმერთს.
-ამის დ.შ.ვ.ც მე რა!-ჩუმად ჩაილაპარაკა მაგრამ არ მომშორებია.
-ტასი?-გაშტერებულმა შემომხედა ისევ სისხლიანმა  ბუკამ დათოს მკლავებში მოქცეულს, მაგრამ მაშინვე მიხვდა რა ხდებოდა.
-მიშველე ბუკა გთხოვ-ახლა უკვე ტირილით, ოღონდ ბედნიერებით შევეხვეწე ბუკას.
-ეს შენი შეყვარებული არ ისვენებს ხო?
-არა და არც არასდროს მოისვენებს.-რაც შეეძლო ძლიერი მუშტი ამოსცხო ბუკამ დათოს ყბაში. როგორც იქნა გავთავისუფლდი დათოს "გისოსი" ხელებისგან და ბუკასთან მივვარდი.
ვერ წარმომედგინა ოდესმე ბუკას ჩემი ნებით თუ ჩავეხუტებოდი.. ალბათ ეს იმ შიშის და იმ ბედნიერების ბრალი იყო რაც იმ მომენტში განვიცადე..მაგრამ იმ მომენტში ჩახუტებას ხომ არაფერი მერჩივნა.
გამოფხიზლდა დათო და ახლა ბუკას უთავაზა? მიზანი მაინც ქონდეს. ძლივს იხედებოდა თვალებში და მუშტის ნაწილი წარბთან გაარტყა..
ბუკა ამას შეარჩენდა? ისე მოსცხო მგონი ორი საათი ვერ გამოფხიზლდებოდა..
ახლა თვითონ მომეხვია ბუკა მთელი ძალით.. არვიცი რა გრძნობა იყო, მართლა არ ვიცი..
ახლა ვიგრძენი რამხელა რაღაც გამიკეთა და რამდენს აკეთებს ჩემთვის.. ვიგრძენი მის თითოეულ შეხებაში და სიტყვაში რამხელა სიყვარული იდო.. თუნდაც მეგობრული.. ღმერთო რას გადამარჩინა ბუკამ კაცმა არ იცის.. ვის ეყოფა  ერთი ჩახუტება? მთელი ცხოვრება ვერ გადავუხდი ამხელა მადლობას..
-კარგად ხარ?-თავის ხელებში მოიქცია ჩემი სახე, თავი დავუქნიე, შუბლზე მაკოცა და კლუბში შევედით. შევედით და ისევ გარეთ გავედით..
სახლში წავედით..
ვერც ვერავინ შეამჩნია..
მაშინვე მივვარდი სპირტს და ბამბას და გახეთქილი წარბის დამუშავება დავუწყე ბუკას. ვისღა ახსოვდა კაპილარები..
ტახტზე დავჯექი, თვითონ წამოვაწვინე და თავი ჩემ მუხლებზე დავადებინე.
-ახლა აგეწვება და ძაააან არ იყვირო კაი?
-კარგი.
-ისე დღეს სულ ჩემ გამო გხვდება-გამეცინა და სპირტიანი ბამბა პირაპირ გახეთქილზე დავადე. სულ გაწითლდა რომ ყვირილი შეეკავებინა.მაშინვე მოვაშორე ხელები ბამბას და პირზე ავაფარე
-იყვირე ჯანდაბას-გავუცინე და ისეთი ხმა ამოუშვა მეგონა მხეცი მეწვა კალთებში..
დავუმუშავე გახეთქილი წარბი და არვიცი როგორ გაუძლო. მართლა არ ვიცი. მე ალბათ კივილით ავიკლებდი იქაურობას.
ცოტა ამოისუნთქა და თვალებიც დაუწყნარდა.
-აუ გამომაფხიზლა მაგ ტკივილმა უნამუსოვიყო-სიცილი აუტყდა.
-მშვენიერია, მაგას რა ჯობია.
-რა ლამაზი თვალები გქონია..
-მადლობა.. არც შენ გაქვს ნაკლები..
-რა საყვარელი ცხვირუკა გაქვს-გადაიხარხარა.
-შენც ბუკა. შენც.-მეცინება უკვე. როდის გახდა ასეთი თბილი?
-რა ლამაზი ტუჩები გაქვს გოგოოო!
-კარქი ახლა ნუ ჩამაბჟირე
-შეიძლება კიდევ გავსინჯო?
-რა უნდა გასინჯო ბუკა!-ხმა დამისერიოზულდა მაგრამ ვინ გაცადა, წამოიწია და პირდაპირ დააცხრა ჩემ ტუჩებს. აი ახლა კი მართლა მთელი ფაუნა გადმოსახლდა ჩემ სხეულში და უკითხავად დაიწყო მოძრაობა. სისხლი ამიჩქარდა, ამიდუღდა და საერთოდ არც მე ვიცი რა მოხდა იმ მომენტი ჩემში. უბრალოდ უბედნიერესი ვიყავი .
სულ რაღაც ნახევარ საათში გამაგიჟა ამ ბიჭმა..
-ბუკა რას ვაკეთებთ?მეგონა მართლა გამოფხიზლდი.
-და ვინ თქვა რომ მთვრალი ვარ?-სიცილი დავიწყე რატომღაც და ბუკას მოვეხვიე.
-ასე არ ჯობია?
-როგორ ასე ბუკა?  იცი რომ ცხოვრებაში ასეთი რამე არ გამიკეთებია?
-ახლა ხომ გააკეთე?
-და რა დავარქვათ ამას?
-არაფერი. ჩვენ ხომ ისედაც შეყვარებულები ვართ?
-ღმერთო, როგორ ამიწყვე ცხოვრება.
-ტასიიი
-ჰოოო ბუკა
-მგონი მიყვარხარ. შენ?
პასუხი არ გავეცი და თავი დავხარე უბრალოდ..
-დღეს ჩემთან დაიძინე რაა
-ძაან ბევრს ხო არ ითხოვთ ბატონო ბუკა? დათო ოთახში არ შემოგვივარდება.
-გთხოვ რაა!
-არ არსებობს!-წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. ისიც გამომყვა და წელზე მომეხვია
-მწყურია გინდა რამე?ისე დღეს მგონი  პირველი დღეა როცა საერთოდ არ გვიჩხუბია ჰო?-სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი და კარადიდან ნუშის ნამცხვარი გამოვიღე, რომელიც ცალკე მქონდა ჩემთვის გადანახული. თავი დამიქნია და ბუტბუტი დაიწყო..
-კაი წავედი.-ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე და კართან ვიყავი რომ დამიძახა-ერთიც რაა!
მივედი, კიდევ ერთხელ ვაკოცე და ავედი მაღლა.
ასე კარგად მგონი კარგახანია არ მძინებია.. მთელი ღამე ეს დამპალი მესიზმრებოდა..


დილას ძალიან ადრე გამეღვიძა, საკმაოდ ცხელოდა დილიდანვე ამიტომ ტოპზე და მოკლე შორტზე შევაჩერე არჩევანი.
დაბლა ისეთი არეულობა იყო რომ როდის დავალაგებდით არც ვიცი. რაც არუნდა გასაკვირი იყოს ყველას თავის ოთახში ეძინა. ჩავედი დაბლა და დალაგება დავიწყე, ისე გავიდა დრო რომ ვერც გავიგე. თითქმის ყველაფერი მოვაწესრიგე და ახლა სამზარეულოს მივადექი.
-არ ვიცი როგორ მოვახერხებ ამათ დაპურებას, მაგრამ ვეცდები.
რაღაცეები გავაკეთე, რაღაცეები ისედაც იყო სახლში და მართლა დაღლილი თორმეტ საათზე ჩავეშვი პუფში.
მალე გავიგე მაღლიდან ხმაური. გაიღვიძეს.
-ვაიმე შენ აქ ხარ? გული გაგვისკდა, რამდენი გეძებეთ იცი?-კისკისით ჩამოვიდნენ სალო  ელენე და ნანო დაბლა. გამეცინა.
მაშინვე დავსვი და ყველაფერი მოვუყევი გუშინდელზე იმის გარდა რომ ბუკამ მაკოცა.
-ფუ რა იდიოტი ყოფილა ეს დათო რაა!-სასაცილოდ გადაატრიალა თვალები სალომ.
-სამაგიეროდ ბუკა შენი გმირია!
-და უეჭველი მინიმუმ მოწონხააარ-ეშმაკურად აუციმციმდა ნანოს თვალები.
-დავაირააა
-აი ხედავ? ადრე რომ გითხარი რამის თავზე გადამამტვრიე ყველაფერი და ახლა?
იმხელა ხმაზე დაიწყეს სიცილი ბიჭები ჩამოცვივდნენ დაბლა ხო მშვიდობა გაქვთო. ბუკაც ჩამოყვა მათ და თვალები სულ სხვანაირად უციმციმებდა.. ან რატო არ უნდა უციმციმებდეს?
ყველა გამოხედვაზე ორივეს გვეცინებოდა..
-აუ ტასს ორი წუთი გამოხვალ?-სამზარულიდან გამომძახა ელენემ. შევედი და ჩვენი გოგოები დამხვდნენ, ეშმაკური თვალებით მიყურებდნენ
-კიდევ რამე ხოარ გაქვს მოსაყოლი?-დაიწყო ელენემ. ახლა მივხვდი რატომაც დამიძახეს.
ახლა მართლა სულ ყველაფერი მოვუყევი და ამაზე სულ გადაირივნენ. მერე ვითომ საუზმე მზად იყო დავუძახეთ ბიჭებს და მაგიდა გავაწყვეთ.
საბაც ჩამოვიდა თავისი რაზმით და უკვე სრული შემადგენლობით მივუსხედით სუფრას. ბუკა ჩემ გვერდით დაჯდა როგორც ყოველთვის.
-რა გემრიელობებიააა ვინ გააკეთა?-პირგამოტენილმა იკითხა.
-ტასის ნახელავიაა (თეკლა)
-აუუფ.. ამაში უეჭველი საწამლავი იქნება გარეული.-ახარხარდა და სხვებიც აყვნენ. გემრიელად ვუჩმიტე მხარზე და მაშინვე გაჩერდა. დათო თვალებში ვერ მიყურებდა და აქა იქ ჩალურჯებებიც ეტყობოდა, კითხვაზე თუ რა მოუვიდა  მისი პასუხი ყოველთვის ერთი იყო- წავიქეცი. მართალია არავის სჯეროდა მისი წაქცევის ამბავი და ყველა დარწმუნებული იყო რომ ვიღაცამ ცემა, მაგრამ ბუკაზე ვერც ვერავინ იფიქრებდა.
-არ გავიდეთ ზღვაზე?-უხერხული სიჩუმე ლუკამ დაარღვია.
-აუ ხოოორააა ისე მომენატრა რო არვიცი (მე)
-ცურვა შენ არიცი და არაფერი და რა მოგენატრა ნეტა გამაგებინა-აკისკისდა ნანო.
-ცურვა არ იცი?-ახლა ილიამ შემომხედა.
-უიმე რა იყოთ ვასწავლი მერე რა -გამომაძვრინა ბუკამ. გოგოებმა ისეთი სახეები მივიღეთ იქვე თუარ მოვკვდებოდით სიცილით არ მეგონა.

მალე მოვრჩით საუზმეს და სანაპიროზე გავედით.
ბუკამ დანაპირები შეასრულა და ცურვის სწავლებას შეუდგა. იმდენს ვიცინოდი წყალშიც რომ რამის დავიხრჩვე. მერე ზურგზე შემომისვა ბუკამ და გიჟივით დამაქროლებდა.
-თქვენ ისე იქცევით მართლა...-ყვირილით წამოვიდა ლუკა ჩვენკენ მაგრამ დათო რომ დაინახა გაჩუმდა და სიცილი აუტყდა.
ყველა ხვდება რაღაცას მაგრამ არაფერს ამბობს. ან და რას უნდა მიხვდნენ? უბრალოდ მოვლბი ბუკასთანდა ყველაფერზე აღარ ვკინკლაობთ, მაგრამ მაინც ვკინკლაობთ.
რა? მე იმას ვერასდროს ვეტყვი ბიჭებს რისგან და ვისგან გადამარჩინა ბუკამ თორე მოკლავენ საცოდავ დათოს.
დიდიხანი ვიყავით სანაპიროზე და სანამ არ ვიგრძენით რომ ვიწვოდით ზღვიდან არ ამოვდიოდით.
-ბარში ხომარ შევსულიყავით? ერთი მაგარი ბარი ვიცი-წამოიწყო საბამ.
-ჩვენ გვეზარება საჭმლის გაკეთება ამიტომ გოგოები თანახმა ვართ-ღიმილით უპასუხა თეკლამ. ბიჭებიც არ იყვნენ წინააღმდეგები სახლში ავედით, გამოვიცვალეთ და ბულვარს გავუყევით.
საბამ თამამაად გაგვიღო საკმაოდ მყუდრო ბარის კარი. მუქ ფერებში მკრთალი სინათლეები ანათებდა.
-რომან"წ"იკა.-ჩაილაპარაკა და თავის გოგოსთან ერთად ერთ-ერთ მაგიდას მიუჯდა და ჩვენც გვანიშნა დასხედითო.
იმდენი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ რომ არვიცი.. მერრე ბიჭებმა შეკვეთა მისცეს და ახლა სიმღერები ვიმღერეთ.. ძალიან მაგრა გავერთეთ და გარეთ რომ გამოვედით უკვე დაღამებული დაგვხვდა.
-გავისეირნოთ რაა ადრეა ჯერ-წამოიწუწუნა საბას გოგომ.
ჩვენც დავეთანხმეთ და გზა სახლის საპირისპიროდ გავაგრძელეთ.
ყველა წყვილი ჩახუტებული დადიოდა. მე და ბუკასაც რა უნდა გვექნა, ჩახუტებულები არ ვიყავით, მაგრამ ხელი გადამხვია და ამიკრა თავის გვერდზე.
-სხვა გზა არ გვაქვს ასე უნდა ვიაროთ.-გაეცინა ბუკას.-ხოარ გცივა?
ნამდვილად არ ვაპირებდი სიმართლის თქმას, მაგრამ იმდენად მციოდა რომ ვეღარ მოვითმენდი და თავი დავუქნიე.
-ჰოო მეეც-ნაგლურად გაეცინა. ისე გავბრაზდი იმ მომენტში რომ მოვიშორე და აღარ ვიკარებდი.
-იდიოტო! ადამიანი სინაგლე!
-ხოო კაი რაიყო შენნაირი სადისტი კიარ ვარ.-გაეცინა და თავისი ჟაკეტი მომცა.
-სასაცილო ადამიანი ხარ რაა-გამეცინა და ისევ გვერდით მოვუდექი.
მერე რაღაც დახლთან გავჩერდით და სამკაულების დათვალიერება დავიწყეთ.
-ნახე ეს რა საყვარლებია დიტოოო-ჩემ გვერდით მდგომ დიტოს ორ ბეჭედზე მივუთითე, ძალიან ლამაზი ფერების იყო.
-ამას შეყვარებული წყვილები ყიდულობენ შვილო.-ღიმილით მითხრა ხანშიშესულმა გამყიდველმა და ბეჭდები მომაწოდა. შეყვარებულის გაგონებაზე ბუკა ამომიდგა გვერდით.
-სად მყავს შეყვარებული თორრე..-ჩემთვის გაუგებრად ჩავილაპარაკე და ბეჭდები უკან დავაბრუნე. აშკარად გაიგონა ბუკამ და გაეცინა.
უცებ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და უცხო ნომერი დაეწერა. მოვშორდი ბავშვებსდა ისე ავიღე.
-გისმენთ?
-თამთა, შენ ხარ?-აშკარად ნაცნობი ხმა გავიგონე, მაგრამ ვერ მივხვდი საიდან მეცნობოდა.
-კი მე ვარ. რომელი ბრძანდებით?
-ხედავ? ისე მიმივიწყე ჩემ ხმასაც ვეღარ ცნობ!
-ვააახ ვაახ-ახლა მივხვდი ვინც მირეკავს.-ბატონო ერეკლე როგორ ბრძანდებით?
-კიდევ კარგი მიცანი თორემ მართლა გავბრაზდებოდი. რას შვებით აბაა ? შენი ძმა როგორაა?
-მშვენივვრადაა.. ახლა ქობულეთში ვართ. შენკენ რა ხდება?
-მართლა? მეც ქობულეთში ვარ გოგოო! უეჭველი უნდა გნახო თორე მოვკვდებიი! სად ხარ ახლა?-მაგარი დაქალივით აწიკვინდა
-ახლა ბულვარში ვსეირნობთ დაახლოებით ოცდახუთი ბავშვი დაველაპარაკები და დაგირეკავ კაი?
ოცდახუთი?-გაეცინა-კაი ოღონდ არ დაგავიწყდეს.-ისევ გაეცინა და გამითიშა.
ახლა, ვინაა ერეკლე?
ერეკლე არის ჩემი და ლუკას ბავშვობის მეგობარი. დედაჩემის დაქალის შვილია და ბავშვობაში ვუყვარდი კიდეც. ჩვიდმეტ წლამდე ვუყვარდი და ლუკა სიძეს უძახდა საერთოდ. დედაჩემიც "ჩალიჩობდა" რომ რამე გამოსულიყო, მაგრამ მართლა ძმასავით მიყვარს ერეკლე... სიძე? ღმერთო ბუკას ეჭვიანობის კიდევ ახალი მაგარი საშუალება მომეცა, ხელიდან არ გავუშვებ! იმედია შეყვარებული არ გაუჩენია "სიძეს".
უი, ერთი პატარა დეტალი გამომრჩენია ჩვენი იუბილარი-საბას შესახებ. ისიც ასევე დედაჩემის დაქალის შვილია და მე, საბას, ლუკას, ერეკლეს და მის დას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ბავშვობიდან.
-ვინ დარეკა გოგო ამდენი ხანი რო ელაპარაკებოდი-სიცილით მითხრა საბამ როცა ჩემ ადგილს დავბრუნდი.
-ერეკლემ დარეკა. ჩვენმა ერეკლეემ
-ვააა ჩემმა სიძემ დარეკა? რაო უნდა მოგიტაცოოოს?-ლუკას თვალები გაუნათდა. ბუკას და დათოს სახე შეეცვალათ.
-ხოო როგორ მომნატრებია ჩემი ბიჭიი.. -ლუკას გაეცინა, მიხვდა ჩემ ჩანაფიქრს და ამყვა. საბაც აიყოლია, დიტოც, დემეტრეც და თორნიკეც. დათო სულ გაგიჟდა, ვეღარ გაიგო ბუკა რაღა იყო ჩემი ან საერთოდ რა ხდებოდა.
-ისეე მეც ქობულეთში ვარო და ხოარ წაგვეყვანა ჩვენთან?
-ეეე ბიჭო ვაფშე მაგარიაა! წავიყვანოოთ-ჩაერია დიტო.
-მიდი დაურეკეე-საბა ახითხითდა და თავის გოგოს ჩაეხუტა.
მაშინვე დავურეკე ერეკლეს და ისიც მაშინვე დამთანხმდა.
-კაი მაშინ ახლა სახლში წავიდეთ და რაღაცეები გავიყოლოთ. თერთმეტისთვის მოვალო და დავტოვოთ ბარემ რაა..
ბავშვებს შორის სირბილი დავიწყე ისე მიხაროდა რომ ერეკლეს ვნახავდი.
მართლა ძალიან მიყვარს ერეკლე, უზომოდ მიყვარს ოღონდ მეგობრულად, და-ძმურად.
ბუკა სულ გადამავიწყდა. ერთხელ მკითხა ერეკლე ვინააო, მე ვუპასუხე საქმროათქო და მოვშორდი.
ისე აარაფერი მახარდბდა როგორც ბუკას დაძაბული სახის ყურება. რა სადისტი ვარ!! მაგრამ სამაგიერო უნდა გადავუხადო აქამდე რაც მაწვალა იმისთვის.. ისეთი გამომეტყველება აქვს რომ მგონი გუშინ მართლა არ იყო მთვრალი და მართლა სიმართლე მითხრა..
მივედით სახლში და ერეკლე მისული დაგვხვდა თავის დასთან-ნინასთან ერთად.
ის მოხდა რაშიც-100% ით ვიყავი დარწმუნებული. დათომ მაშინვე დაადგა თვალი ნინას. უიმეე რაც უნდა ის უქნია რააა..
ერეკლეს ისე ჩავეხუტე ბიჭი ვეღარ სუნთქავდა.
-ვააა ჩვენი სიძე მოსულააა-ახლა ნანოს აუტყდა სიცილი.
-აუ ხო გითხარი მასე ნუ მეძახითქოო!
-რატო სიძეევ? კომპლექსები გაქვს?-ახლა სალომე აყვა ბავშვებს.
-კაი ხოიცი რო ვერ გააჩუმებ დააიგნორე რაა-გავუღიმე და ისევ მოვეხვიე.დანარჩენებსაც გავაცანი ერეკლე.
ბუკა ღიმილით შეხვდა მაგრამ ისე ეჭვიანობდა რამის ვუთხარი რომ არაფერი ხდებოდა.
თან ყველა ისე იქცეოდა თითქოს მართლა სასიძო იყო ერეკლე. თვითონაც ხვდებოდა რაც ხდებოდა და ამყვა. ძლივს ვიკავებდი სიცილს და უკვე როცა აღარ შემეძლო გოგოებთან ერთად სამზარეულოში გავედი.
-გოგო ვერ გავიგე ვერაფერი. თუ ბუკა აბა ერეკლე რანაირად?-გაშტერებული მიყურებდა ელენე და არამარტო ელენე, ყველა გოგო ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში გავიცანი.
ყველას ყველაფერი ავუხსენი და ნინა სიცილით ჩაბჟირდა-არასდროს მეგონა ჩემ ძმას ვიღაცის საეჭვიანოდ თუ გამოიყენებდიო. სულ უყვარდა ძმის წვალება და არც ახლა დაინდო.
-ისე სხვათაშორის ერთი გოგო უყვარს-ძლივს დასერიოზულდა ნინა.
-დაიცა ანუ ერეკლე აღარ იქნება ჩემი ქმარუკა?
-ეგრე გამოდის და ნუ დატანჯე ის ბუკა. გადი და ისე ქენი რამე რო დაწყნარდეს.-ახლა სსსუუუულ დასერიოზულდა ნინა. მეც მეცოდებოდა უკვე ბუკა ამიტომ ნუშის ნამცხვარი ავიღე გავედი სამზარეულოდან და ახლა ბუკას მოვუჯექი გვერდით და თავი მის მკერდზე მოვაქციე. ისევ მისი ჟაკეტი მეცვა და ბუკას საოცარ სურნელში ვნებივრობდი. არც ვაპირებ ამ ჟაკეტის დაბრუნებას, მშვენივრად მოვირგე.. მაინც რა სხვანაირად ვგრძნობ მასთან თავს.. თვითონაც საყვარლად მომეხვია, ვიგრძენი მისი აჩქარებული გულის ძგერა, მაგრამ ეტყობოდა მაინც როგორ ეჭვიანობდა. აშკარად აინტერესებდა რა ხდებოდა მაგრამ კითხვას ვერ ბედავდა..  ყველაფერი წამებში მოხდა და მეც არ დავაყოვნე ისე დავიწყე ახალ თემაზე საუბარი.
-იკუნაა! (ასე ვეძახი პატარაობიდანვე ერეკლეს) ჩიტმა ამბები მომიტანა და აღარ იქნები ჩემი ქმარუკა?
-ხო აბა შენ ისე დამივიწყე ახალი ცოლის მოყვანა გადავწყვიტე.
-არადა როგორ უნდოდათ დედაჩემს და ბებიაჩემს ჩვენი სიძე გამხდარიყავიი! რომ გაიგებენ დაიხოცავენ თავებს-ამოიხვნეშა ლუკამ.
-რა გეშველებაათ! აუ აღარ შემიძლია ოღონდ ამ ბიჭის გულდაწყვეტილ სახეს ნუ მაყურებინებთ და რაც გინდათ მიქენით. უთხარით სიმართლე რაა არმინდა ვიღაცის თვითმკვლელობის მიზეზი გავხდე!-ბუკას შეხედა და სიცილი აუტყდა.-ეჰ ბუკა, მეც ასე მტანჯავდა ეს ქალბატონი ერთ დროს..
ბავშვებს სახეები შეეცვალათ. მარტო მე დაგოგოებს გვეცინებოდა ჩუმად.
-აბა დათოს გამოო?..-დაიწყო ლუკამ მაგრამ სიტყვა მაშინვე გააწყვეტინა ბუკამ.
-აუ ახლა არ დაიწყოთ რაა! ოღონდ ეს გამაგებინეთ ერეკლეს სასიძოს რატო ეძახით?
ყველას სიცილი აგვიტყდა და ძლივს მოვუყევით მთელი ამბავი. შვებით ამოისუნთქა როგორც იქნა და ისევ გადაგვეხვია.
-არა კი ვხვდებოდი რაღაცა ისე რო არიყო მარა ასეც არ მეგონა-ეშმაკურად გააგრძელა თავისი სათქმელი ლუკამ.
-არც არაფერია-ენა გამოვუყავი ჩემ ძმას და ნამცხვრის ჭამა განვაგრძე.
დათო გაშტერებული იყურებოდა, სულ აირია მაგრამ არ იმჩნევდა.
-არ გინდათ გარეთ გავიდეთ? უკანა ეზოში ჰამაკებია და იქ დავსხდეთ.
-ამდენი როგორ დავეტევით გამაგებინე-ჩაერთო დემეტრე.
-რომელიღაც ოთახში პუფებია და წამოიღეთ და ვინც ჰამაკებში ჩახტომას მოასწრებთ ვაფშე მაგრები იქნებით.
მე ვინ დამასწრებდა ჰამაკში ჩაჯდომას, ბუკას კი ვინ დაასწრებდა ჩემ გვერდით ადგილის დაკავებას?
-აუ ეს ხო ვერ მოვიშორე რაა-სასაცილოდ ჩავილაპარაკე.
-ავდგე?
-ხო და პლედი მომიტანე შემცივდა.
დამემორჩილა მონასავით და პლედში გამახვია მერე ისევ გვერდით მომიჯდა.
სასაცილოდ გადავატრიალე თვალები.
ყველაფერზე ვილაპარაკეთ რაზეც კი შეიძლებოდა და ენა რომ გვეტკინა ცოტა შევისვენეთ.
-რომელი საათია? -ელენემ იკითხა
-სამს უკლია ათი.-გაადმოსძახა საბამ.
მე ბუკას ვიყავი მიხუტებული კომფორტულად. ესღა გავიგე და ჩამეძინა..


დილას ისევ სხვა სივრცეში მეღვიძება  ისევ ბუკას ჟაკეტი მაცვია და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ..  საიდანღაც მძიმე სუნთქვის ხმა მესმის.
-აშკარად საბას სახლია.-ჩავილაპარაკე.
მარცხენა გვერდზე მწოლიარემ თავი ცუდად ვიგრძენი. ჩემი მეორე მხარეს გადაბრუნება და კივილი ერთი იყო.
-რა გაკივლებს გოგოოოო!-შეშინებული წამოხტა ჩემ გვერდით მწოლიარე ბუკა.
-შენ.. შენ აქ.. შენ კიარა ოთახში ერთად რა გვინდა! ბუკა რამე.. რამე ხომარ....
-ვაიმე დაწყნარდი გოგო, ტანზე მაინც დაიხედე ტანსაცმელი გაცვია.
-აბა მე არ ჩაგიხტებოდი საწოლში!- კიდევ ერთხელ გავიხსენე ღამე, მაგრამ აშკარად ყველაფერი ზუსტად მახსოვდა, არაფერი მომხდარა.
-ისტერიკებში ნუ ვარდები!
-ამიხსენი რა გვინდა ერთად საწოლში!
-ჩემზე იძალადე-იხუმრა მაგრამ ნამდვილად არ გამცინებია.-კაი ხოო! დემეტრესთან სურვილი წავაგე და ღამე თამთასთან ერთად დაიძინეო. მეტი მართლა არაფერი !.
მე შვებით ამოვისუნთქე და ისევ საწოლზე მოწყვეტით დავეშვი. ბუკაც გვერდით მომიწვა თავისი ხელი ჩემი თავის ქვეშ მოაქცია და მიმიხუტა.
-აუ გუშინ ერეკლეზე რა დამემართა იცი?
-აი ეგ მაადარდე რააა.. ისე ეხლა მოყავს ცოლი ამასაც რაა მეთქი რა სიმპატიურიათქოო..-ეშმაკურად გავხედე გაბრაზებულ ბუკას.
-ეგრე ხოო? კაი წავალ მე..
-დაიცა რაა ჩვენი როლი ბოლომდე შევასრულოთ და დათო რო წავა მერე დავხოცოთ ერთმანეთიი-გამეცინა.
-ანუ როლი? და რეალობა?
-რეალობა ის იქნება დათოს რომ მოვშორდებით.
-აბა იმ ღამეს...
-იმ ღამეს მთვრალები ვიყავით!
-საერთოდ არ გინდა ურთიერთობა გავაგრძელოთ?-ნაღვლიანად შემომხედა და ისევ გვერდით მომიჯდა.
-მე ის ირონია მენატრებაა..-მხარზე ჩამოვადე თავი.
-მაზოხისტი ხარ? ასე მოგწონს შენ ნერვებს რო ანადგურებენ?
-მე ის მომწონს შენ რო ანადგურებ და მერე მე უარესს გიკეთეებ!-ენა გამოვუყავი და ორივე ხელი კისერზე მოვხვიე.
-და ასე რომ ვართ არ მოგწონს?
-აი სადღაც შუალედში მომწონს.
-საერრთოდ არ გინდა ასე რომ ვიყოთ?
-ასე ძალიან გინდა?
-შენ წარმოიდგინე და მინდა-ხელში ამიტაცა და მაბზრიალებს.
-ვააიმეეეე ბუკა დამსვიიი თორე გული ამერევაა!
მაშინვე დამსვა.
-აუ შენ რო გული აგერიოს რა გარეცხავს აქაურობაას! არმაწყობს!
-ფუუუ დამპალო!-საათს შევხედე.-ნახე პირველია უკვეე. წავედი მე და გამოეტიე შენც ოდესმე.
კარისკენ გავტრიალდი, უკვე მივიოდი მისი ძლიერი ხელი მაჯაზე რომ მომიჭირა.
-იფიქრე იმაზე რაც გითხარი!!
-რაზე ბუკა?
-რაც გითხარიი
-ვერ ვხვდები, დღეს საკმაოდ ბევრი იდიოტობა მითხარი.
-ოოოო! იმაზე რომ ერთად დავრჩეთთქო
-მიზეზი არ მაქვს და გიჟი კიარვარ.შეყვარებული გრძნობების გარეშე რად მინდა?
-მეტი გრძნობა რა გინდა?
-რა გრძნობა?
-ძაან კარგად იცი რაც!-წარბები შეკრა, ახლა წელზე მომხვია ორივე ხელი და თავის სხეულზე მიმიხუტა. ლაპარაკის უნარი დავკარგე და ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთზე დაბალი ტონით:
-არ ვიცი რაზე ამბობ!
-იმაზე რომ...
-რომ?
-რომ მიყვარხარ!-წარბები გაეხსნა, თითქოს გულზე მოეშვაო.. მე გამეღიმა და მასაც ყურებამდე გაეღიმა.
-ასეთი ძნელი სათქმელია?
-მე ვთქვი მაგრამ შენ?
-მე ხოარ მოგატყუეებ-წამოვწითლდი.
აღარაფერი უთქვამს. ჩაწყდა გულში რაღაც.. მაგრამ მართლა არ მიყვარს და რად მინდა ისე? რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, თითქოს ვეღარ მოითმინაო და ისევ დააცხრა ჩემს ბაგეებს. ამჯერად უფრო ნაზად მაგრამ მეც ვერ შევეწინააღმდეგე.. რა მემართება არვიცი. სულ სხვანაირია მისი შეხება, მისი ქცევები, მისი კოცნა.. მაგრამ აღიარებაც არმინდა.. არ შეიძლება ასე.
-და შენ ამბობ რომ საერთოდ არ გიყვარვარ?
გამეცინა და ოთახიდან სწრაფად გავედი.
რა მოუსმენს ახლა ამათ სიცილს.
ჩემ ოთახში შევედი რომ გამომეცვალა, შიგნით არავინ დამხვდა.
-მშვენიერია.-წყალი გადავივლე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და დაბლა ჩავედი. ყველა დაბლა იყო ბუკას გარდა და რაღაცას განიხილავდნენ.
-ვააა ჩვენი ჯულიეტა მოსულააა-წამოიყვირა დემემ.
-გავიცინო?
-აბა მოყევი ახლა რა ხდებოდა.
-ღმერთო რა საშინელი ადამიანები ხართ! დილით რომ გავიღვიძე გული გამისკდა! დამპლებო!
-დაიცა. ღამე არაფერი?
-ეეე ბიჭო-შეუღრინა ლუკამ.
მალე ბუკაც ჩამოეტია. ათი წუთი ჩვენზე იცინეს და მერე უცებ გადაავიწყდათ ჩვენი თემა.
-ისე ჩვენ როდის მივდივართ?
-ისე ხოო ლუკააა -ყველა ჩემ ძმას მივაშტერდით.
-მე რას მომაშტერდით? როცა თქვენ იტყვით მაშინ წავიდეთ.
-მაშიიიინ ზეგ წავიდეთ თან საქმეები მაქვს მე-აზრი გამოთქვა თორნიკემ და ყველა დაეთანხმა.
მთელი ორი დღე გარეთ გავატარეთ.. რამდენჯერ ჩავიარეთ იცით იმ ბეჭდების დახლთან? ყოველ ჩავლაზე ახლიდან ვიღებდი იმ ბეჭდებს ასე რომ მომწონდა, თითზე ვირგებდი და ისევ თავის ადგილას ვაბრუნებდი. ბუკას უნდოდა ეჩუქებინა, მაგრამ მაინც ვერ ბედავდა რატომღაც.
საერრთოდ არ მშორდებოდა გვერდით და სულ იგივეს მიმეორებდა-"დარჩი ჩემთან!"
მეც ბოლოს მიღებდა ეს ორი სიტყვა. უბრალოდ ძნელია როცა არასდროს არ გყვარებია და არც ახლა იცი გიყვარს თუ არა. მაგრამ რა არის სიყვარული თუ არა ეს? ყოველ მის შეხებაზე რომ გბურძგლავს, ყოველი მისი კოცნა ძალას გაკარგვინებს და საერთოდ მასთან ყოფნა ყველაფერს გირჩევნია..
დიახ! შემიყვარდა! შემიყვარდა ადამიანი რომელსაც დასანახად ვერ ვიტანდი.. მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა მითხრას რომ ვუყვარვარ პასუხს ვერ ვაძლევ..
სულ ამაზე ფიქრებში გავიდა ეს ორი დღეც და თბილისში ჩამოვედით.
ყველა ჩვენს ჩვეულ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდით.
ყოველ დღე საღამოობით ვიკრიბებოდით. ორჯერ სულ შემთხვევით გიორგი შეგვხვდა, სვანი გიორგი..
ბუკა კი არ კარგავდა იმედს რომ მის ნათქვამ-"დარჩი ჩემთან"-ს ერთ დღესაც დავეთანხმებოდი, მაგრამ.. მაგრამ.. არვიცი..

როგორც ყოველთვის საღამოს  დიტოსთან შევიკრიბეთ.  სამი დღეა ბუკა რატომღაც არ გამოჩენილა.
-ბუკა სადაა?-ვეღარ მოვითმინე და ვკითხე დიტოს.
-აუ ვაფშე მაგას ნუ კითხულობ რაა!
-რატოო რა ხდებაა?
-ამერიკაში მიიდის!-მოკლედ მომიჭრა და ოთახიდან გავიდა.
მეც გავყევი, უბრალოდ წყნარად დაველაპარაკები.
-რატო მიდის ამერიკაში?
-რა დებილი გოოგოსავით ლაპარაკობ ტასი? საერთოდ აზრზე ხარ რა ხდება? ბიჭს რომელსაც მთელი 23 წელია გოგოები გიჟებივით ეხვევიან, ბიჭს რომელსაც ცხოვრებაში გოგო არ "ყვარებია" გადაირია ვიღაც თავქარიანზე. შენზე გადაირია შენზე! ბიჭი რას არ აკეთებს პროსტა რო ოდნავ მაინც დაუფასო და შენ კიდე შენი იდიოტური პრინციპების და "შიშების" გამო აუბედურებ! ან შენ რას იტანჯავ თავს ან მას რატო ტანჯავ? აი იმენა გადაა**ი თავზე ბიჭს! მაგრამ ახლა რაღა დროსია.. ერთადერთი დარჩენის მიზეზი შენ იყავი და შენც არაფერს აკეთებ. არაფერს კიარა ტანჯავ და მაგისთვის ჯობია წავა და იქ მაინც იქნება წყნარად.-თქვა ეს და ბოლომდე ჩამწყდა გული. უეცრად ტირილი დავიწყე, ცრემლების ნაკადი მოდიოდა და მოდიოდა, არც აპირებდა გაჩერებას.. მგონი ცხოვრებაში ამდენი არასდროს მიტტირია..  ცხოვრებში არცერთხელ ბიჭის გამო ცრემლი არ ჩამომვარდნია. დღეს კი ბუკას გამო ვტირი? ბუკა დანელია ჩემი ტირილის მიზეზი გახდა. რატომ? შემიყვარდა. აი ჩემი ტირილის მიზეზი. დიტოს მოვეხვიე და სულ დავკარგე ლაპარაკის უნარი.
-შეგიყვარდა ლამაზო და არ აღიარებ! მე ვთხოვე მაგრამ ბილეთები უკვე ნაყიდი აქვს.. აი შენ თუ.. შენ თუ ეტყვი იქნებ დარჩეს..
-რა ვუთხრა? როგორ ვუთხრა დარჩითქო? საერთოდ რა ნამუსით დაველაპარაკო? იმასაც ვერ ვხვდები მიყვარს თუარა. მაგრამ ეს სამი დღე მასთან კინკლაობის გარეშე, მისი ირონიის გარეშე როგორ გავძელიი.. მივეჩვიე.. ღმერთო რა გავაკეთო?! არ წავიდეს რა..
-მაშინ მიახვედრე მაინც რომ არ გინდა მისი წასვლა...
-საერთოდ სადაა ახლა?
-ძველ სახლში..
-რა ვქნათ?
-მე ვიციი..

აღარ მოვყვები რეები ვილაპარაკეთ.. შევადგინეთ გეგმა რომლითაც დავტოვებდი, ნუ იმედია დავტოვებდი ბუკას. არა საქართველოში, ჩემთან.. სულ ჩემთან..
ისე რა მაგარია არა? სულ ბიჭები უკეთებენ გოგოებს ორიგინალურ საჩუქრებს და ჩვენ შემთხვევაში კი,სულ სხვანაირად მოხდა.. ამოტრიალებული ცხოვრება მაქვს რაა.. საერთოდ არ ვიცი რა გამოვა.. არ მაქვს ნიჭი საჩუქრების მაგრამ მომიწევს ცდა მაინც. არა ახლა გავგიჟდები! ფაქტიურად ხელი უნდა ვთხოვო ბუკას! არ შემიძლია.. მაგრამ მის გარეშე ხომ უფრო არ შემიძლია..
დიტოს ერთადერთი რაც ევალებოდა ბუკას მოყვანა იყო ბარში, დანარჩენი კი მე თვითონ..

--ბუკა--
ბილეთები ავიღე.
ჩემი რეისი ხვალ, ღამის ორ საათზეა.
მთელი დღე დებილივით დავდიოდი. მარტო ტასიზე ვფიქრობდი და კიდევ იმაზე როგორ დავმშვიდობებოდი..
დაახლოებით ორ საათზე მესიჯი მომივიდა წარწერით-"დათანხმდი". შემდეგ კიდევ მოვიდა-"დარჩი", "აპატიე"... ყოველ ხუთ წუთში ახალ-ახალი უცხო ნომრიდან ერთიადიგივე ტექსტის მესიჯები მომდიოდა. რა სისულელეეებს აკეთებენ, ვერ არიან ესენი..

ხუთი საათისთვის დიტომ დამირეკა.
-რა იყო ბიჭო რამ გადაგრია?! რა სი*** მესიჯებს მიგზავნი?
-რა მესიჯებს?-ისე გაუკვირდა მართლა არაფერი იცოდა-აუ ხვალ საღამოს ჩვენ ბარში მოხვალ?
-აუ კაი რააა
-კაი გთხოვ რაა დამშვიდობება უნდათ ბავშვეებს რა.
-აუ ისიც იქნება?
-სხვა გზა არ გაქვს! ან მოხვალ ან ვაფშე ვერცერთს ვეღარ გვნახავ!
დიდი ყოყმანის შემდეგ მაინც დავთანხმდი დიტოს.
ნეტავ რა მოხდება რომ ვნახავ?
უნდა შევძლო!
მთელი დღის გაავლობაში სახლში ვიყავი. მეორე დღესაც ყველაფერი მოვამზადე და საღამოს "ჩვენი ბარისკენ" გავემართე.
ახლაა მაინც და მაინც ჩაბნელებული ყველაფერი მე რომ არ მინდა.
სულ ჩაბნელებულ გზაზე მივდიოდი, უცებ ყველა ლამპიონი აინთო.
-იმედია ბომბს არ ამიფეთქებენ-გამეცინა და ბარის კარი შევაღე. იქაურობაც ჩაუბნელებიათ.
-რაიყო ნათურა გადაეწვათ?-კიდევ ჩავილაპარკე და ნაცნობ სახეებთან მივედი. სასურველი კი ვერ ვიპოვე.
ყველამ დამიწყო-არ წახვიდე არ წახვიდეო, მაგრამ არანაირად არ შემეძლო დავრჩენილიყავი და ყოველი დღე მასთან ერთად გამეტარებინა.. როგორც არ უნდა მეცადა მოშორება, მაინც შევეჩეხებოდი სადღაც..
დღემდე ვერ ვხვდები როდის ან რანაირად, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ თავდავიწყებით შემიყვარდა..
ახლა რომ შემოვიდეს საიდანღაც და მთხოვოს დარჩიო ალბათ დვრჩები.. ალბათ კიარა ბილეთებს მის თვალწინ დავგლეჯ..
მაგრამ არ მოდის.. იქნებ მასაც ჩემნაირად ეშინია შეხვედრის? იქნებ მასაც შევუყვარდი? მაგრამ რომ ვუყვარდე წასვლის ნებას ხომ არ მომცემდა?
ალბათ დამივიწყა. უბრალოდ დამივიწყა ამ სამ დღეში და მორჩა.
ასე ფიქრებში მოვიდა ჩემი წასვლის დროც. საერთოდ გადამეწურა ტასის ნახვის იმედი.. არავისთვის არაფერი მომისმენია, რობოტივით დავემშვიდობე ყველას და დიტოს დავუძახე.
-არ წავიდეთ? გაფრინდება და დავრჩები ისე.
-მიდი ჩაჯექი მანქანაში და მოვალ ახლავეე-გასაღები მომცა და ბავშვებს მიუბრუნდა.
მეც დავიკავე ადგილი მძღოლის გვერდით და ისევ თამთაზე ფიქრი დავიწყე.. სხვაზე მართლა ვერაფერზე ვიფიქრებდი მის გარდა.
-მოვედი ბუუკ-სასაცილო ხმით დაიკავა თავისი ადგილი დიტომ, დაძრა მანქანა და წავედით აეროპორტისკენ.
-ტასი რატომ არ მოვიდა?
-აუ არვიცი. დღეს ვაფშე არ მილაპარაკია მაგასთან.
-როგორაა ნეტავ..
-დარწმუნებული ვარ საშინლადაა!
-თავის დროზე ეფიქრა მაგაზე.
-აუ ბუკა ვერ გეუბნება და რა ქნას? იქნებ თვითონაც როგორ უჭირს?
პასუხი აღარ გავეცი და ფანჯარას მივადე თავი.. ამაზეც ტასი გამახსენდა.. როცა მოწყენილი ან გაბრაზებული იყო ყურსასმენებს იკეთებდა და ფანჯარას ადებდა თავს.
ისე მივედით აეროპორტამდე რომ ვერც გავიგე..
-მე.. ვერც კი დავემშვიდობე..-ერთი ეს ვუთხარი დიტოს და აეროპორტში შევაბიჯეთ. მოვაგვარეთ ყველაფერი და აი, ჩემი თვითმფრინავიც დაეშვა.
ერთადერთხელ მაინც დავინახო მისი ზღვისფერი თვალები.. მოვეხვიო ან უბრალოდ თვალი მაინც მოვკრა... უკვე მენატრება.. უზომოდ მენატრება..
გაშტერებული ვიდექი და ვუყურებდი ესკალატორზე ამავალ ხალხს.. მივუახლოვდი მეც, დიტოს დავემშვიდობე და ალბათ უკანასკნელად მოვავლე თვალი აქაურობას..
მივტრიალდი და უცებ ვიღაც მხარზე მეხება..
ნეტავ ტასი იყოს.. ნეტავ ერთხელ მაინც დავინახო მხოლოდ ერთხელ.. მაგრამ რა სისულელეებს ვფიქრობ.. აქ ტასის რა უნდა..
მაინც მივტრიალდი და წამიერად გავშეშდი. ყველაფერი გაქრა სრულიად.. მივტრიალდი და მთელ სხეულზე ვიგრძენი სითბო., სიცხე.. უჰაერობაა.. მხოლოდ დიტოს მომღიმარი სახის დანახვაღა მოვახერხე და ისვ მოვეხვიე საყვარელ სხეულს.. ანასტასია..
ნუთუ ასე ძალიან მინდოდა? ხომ ამბობენ თუ გულით გინდა აგისრულდებაო?  ხოდა მეც ამისრულდა..
რამოდენიმე წუთი ვიდექით ესკალატორთან ასე ჩახუტებულები.. თვითონ რაღაცას ბუტბუტებდა. მე არ მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ბედნიერი იყო..

---ტასი---

მთელი დღე იმაზე ფიქრში გავატარე რა გამეკეთებინა.. როგორი სისულელეც არ უნდა იყოს და მართლა ნამდვილი სისულელეეა! ჩავედი ქობულეთში, ვიყიდე ის ბეჭდები, რომლებზეც ჭკუა მეკეტებოდა ამდენი ხანი.. იქნებ ამით მაინც დავტოვო..
მთელი დღე რაღაცეებს ვფიქრობდი და ბოლოს შესანიშნავმა იდეამ დამარტყა თავში.
ავიღე ბუკას "ნაჩუქარი" ჟაკეტი და აეროპპორტისკენ გავექანე..
როგორი იქნება საბოლოო ან ერთ-ერთი პირველი ჩახუტება მასთან?
-"წავა? არ წავა.. წავა? არ წავა.. "
ამ ფიქრებით მივაღწიე აეროპორტამდე..
ნეტავ ხომ არ დავაგვიანე? ნეტავ ხომ არ გაფრინდა?
თვალებს ვაცეცებ და სასურველ სახეს ვეძებ. მხოლოდ დიტოს მოვკარი თვალი, გამიღიმა და ესკალატორისკენ წაიღო თვალი.
იქაა! ღმერთო არ წასულა..
მთელი სისწრაფით გავქანდი მისკენ და მთელი ძალით ჩავეხუტე.
მკერდზე მივადე თავი და ვიგრძენი როგორ აუჩქარდა ისევ გული.. ცრემლები წამომივიდა და ჩუმად ბუტბუტი დავიწყე.. ვერ გაიგონებს მაგრამ მე ხომ მაინც ვიტყვი-დარჩი, არ წახვიდე, არ დამტოვო..-ვიმეორებდი ჩუმად..
ვიდექით ასე და გარშემო საერთოდ ვერაფერს ვამჩნევდით.. ბოლოს როგორც იქნა გამოვფხიზლდი და ახლა თვალებში ჩავხედე.
-ბუკა-ძლივს ამოვთქვი სიტყვა და მასაც დანამული სახიდან ცრემლები მოვწმინდე. ჯიბიდან ბეჭდები  ამოვიღე, ერთი გავიკეთე მეორე კი მას გავუწოდე, მეორე ხელში ჟაკეტი დავიჭირე და ისიც გავუწოდე.-აი ბუკა, ან "დარჩი ჩემთან"-თვალით ბეჭედზე ვანიშნე-ან აი, ჟაკეტი გრჩება.-ახლა ჟაკეტზე ვანიშნე თვალით. ორი არჩევანი აქვს მორჩა. ან ბეჭედს აიღებს, ან ჟაკეტს და უბრალოდ წავა.. მე მეტი რაღა გავაკეთო?
თვალები უფრო და უფრო გვევსება ცრემლებით.. ვეღარ ვსუნთქავ.. როგორ გაიწელა ეს ოცი წამი..
როგორც იქნა გამოფხიზლდა. ხელი აწია და ბეჭედი გამომართვა. თვალები გამიბრწყინდა, თითქოს შვება ვიგრძენი მაგრამ.. მაგრამ მიტრიალდა.. რას აკეთებს? მიდის. არა, მართლა მიდის..
დიახ, მიდის და ამ ერთ ბეჭედს მაონც დაიტოვებს ჩემგან სამახსოვროდ..  მიდის და რატომ იცით? მე არ დავაფასე თავის დროზე.. სამაგიეროს მიხდის? ასეც ვერ ვიტყვი.. ალბათ ეშინია რომ მე ვერ გავძლებ მასთან..
გაშეშებული ვდგავარ. თვალებიდან ცრემლები,თავისით მოდიან.. სულ ვიყინები.. ნეტავ სულ გავიყინო. სულ! გულიც გაჩერდეს! ასე მაინც დარჩება! მაგრამ ის ნელ-ნელა მაღლა მიიწევს. ჯერ კიდევ ახლოსაა ჩემთან.. უცებ მისი ხმა მაფხიზლებს:
-ჰეეი ტაას! არ მოდიხარ?-ხელს მიწოდებს და თავისთან მიხმობს. მეც დაუფიქრებლად ვახტები კიბეებს და პირდაპირ მის ტუჩებს ვასკდები.. რას ვაკეთებ? თბილისის უზარმაზარ აეროპორტში ვდგავარ და საყვარელ მამაკაცს ვკოცნი. ყველა ჩვენ გვიყურებს. უცებ დიტო იწყებს ტაშის დაკვრას, ჰყვება მეორე, მესამე.. და ბოლოს მთელი აეროპორტი ჩვენ გვიკრავს ტაშს, მმომსახურე პერსონალის ჩათვლით. მე კი სად მივდივარ? არ ვიცი. მას მივყვები. ამერიკაში? არც ეგ ვიცი! უბრალოდ მასთან ვარ და საერთოდ არაფერზე ვნერვიულობ! სრული სიგიჟეა არა? ეს ჩემს პრინციპებს არ შეესაბამება! დიახ! ეს მან გამაგიჟა! სულ გამაგიჟა მისმა სიყვარულმა, რომელიც მხოლოდ გუშინ აღმოვაჩინე. მაშინ როცა სამუდამოდ ვშორდებოდი ნამდვილ სიყვარულს..
-სად მიგყავარ ბუკა?
-ამერიკაში.-მოკლედ მპასუხობს ჩემი ბაგეებით დაუკმაყოფილებელი ბუკა და გვერდიდან არ მშორდება.
-მე ტელეფონიც არ წამომიღია.
-არ დაგჭირდება. თაფლობის თვეში მივდივართ.
-დავქორწინდით და არ მახსოვს?
უცებ ჯიბიდან იღებს ჩემ მიცემულ ბეჭედს და ისევ უკან მიბრუნებს.-თანახმა ვარ!-სიცილით მეუბნება და არა თითს მიშვერს გამიკეთეო. მეც სიცილით ვუკეთებ.
-მორჩა ჩემი ცოლი ხარ!-მეხვევა და შუბლზე მკოცნის.
-მშობლები?
-დიტო მოაგვარებს.
-ბილეთები?
-შენ ახლა ბილეთებზე ფიქრობ?
-გიჟი ხარ!-გამეცინა.
უცებ მომშორდა. სანამ გარეთ გავიდოდით დაცვას რაღაც უთხრა, აშკარად ჩემ გაშვებაზე და ისევ ღიმილით დამიბრუნდა.

მშვენივრად ვიმგზავრეთ. მთელი გზა ჩახუტებულები ვიყავით.
რა სასწაულია არა? მე და ბუკა.. ბუკა და მე..
ისევ უკუღმა დაგვემართა.
ჯერ თაფლობის თვე გვქონდა და მერე ქორწილი.
სწორედ ისეთი ქორწილი გვქონდა როგორც მე მინდოდა.
ყაზბეგში წავედით მხოლოდ ახლობლები. მეჯვარეები ბუკას ძმაკაცი-ზაქარია და ჩემი ნანო იყვნენ. მე და ბუკამ კი ბეჭდები მოვარგეთ ერთმანეთს.

და დღემდე.. დღემდე ის ფერადი ბეჭდები უფრო მიყვარს ვიდრე ის რომელიც ქორწილში ოფიციალურად მოვარგეთ ერთმანეთს. როცა ის ბეჭედი არ მიკეთია მგონია რომ რაღაც მაკლია..

აი ასე მოვედით დღემდე.
ლუკამ ცოლი მოიყვანა და ყველა აპირებს დაოჯახებას. ყველაზე პატარა მე ვიყავი, ყველაზე ბოლოს მე შემიყვარდა მაგრამ მაინც მე დავოჯახდი პირველი.
დღეს ორი პატარა გვყავს მე და ბუკას. 2წლის ალექსანდრე და ჯერ კიდევ თვეების-ნატალია.


ყველაფერი შესანიშნავად დამთავრდა.. ვიპოვე ნამდვილი სიყვარული და გადამარჩინა მხოლოდ ორმა სიტყვამ-"დარჩი ჩემთან!"



№1  offline წევრი marqetele

წაკითხული მქონდა თუმცა ეხლაც დიდი სიამოვნებით წავიკითხე ^^ <3

 


№2 სტუმარი Guest თამარი

მე არ მახსოვს მსგავსი სათაურით მქონდა ერთი წაკითხული და თავიდან ის მეგონა :დდ ძაან მომეწონა მაგარი იყო^^ ვისიამოვნე და დილაც ასე კარგად დავიწყე ❤❤ წარმატებები❤❤

 


№3  offline წევრი Taks

marqetele
წაკითხული მქონდა თუმცა ეხლაც დიდი სიამოვნებით წავიკითხე ^^ <3

heart_eyes

Guest თამარი
მე არ მახსოვს მსგავსი სათაურით მქონდა ერთი წაკითხული და თავიდან ის მეგონა :დდ ძაან მომეწონა მაგარი იყო^^ ვისიამოვნე და დილაც ასე კარგად დავიწყე ❤❤ წარმატებები❤❤

დიდი მადლობაა <3

 


№4  offline წევრი Mtirala

Meored wavikitxe da exla ufro mesiamovna vidre pirvelad ami wakitxva miyvars es istoria da bukac
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline წევრი Taks

Mtirala
Meored wavikitxe da exla ufro mesiamovna vidre pirvelad ami wakitxva miyvars es istoria da bukac

ბუკასაც უყვარხარ

 


№6 სტუმარი Nini

საოცრებაა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent