სიმპათიური სტუმარი (5 თავი)
დიდი წვალების შემდეგ ამის დადება მოვახერხე. პრობლემები ისევაა. თუ მოვახეხებ შეიძლება ხვალ დავდო შემდეგი. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. დილით, ვიღაცის რხევამ გამაღვიძა. ვიღაცა მარყევდა. თავი გადავწიე და ცალი თვალი ძლივსძლივობით გავახილე. ვინ იქნებოდა თუ არა მარია. – ვაიმე, მარია, დამაძინე...– ჩავიდუდუნე და ისევ გადავაბრუნე თავი. – გოგო, რა გაძინებს? სამი საათია. – ვაიმე, ექვსამდე მე არ ვარსებობ.– ამოვილუღლუღე და დასაძინებლად მოვემზადე, როცა ფხუკუნი მომესმა. თვალი ვჭყიტე და რას ვხედავ. მთელი რაზმი კარებთან იდგა და ფხუკუნებდა, მათ შორის გაბრო.დენდარტყმულივით წამოვვარდი, მაგრამ მალე გავაანალიზე რომ ბრიტელებიანი მაისურის ამარა ვიყავი და ისევ ჩავწექი. მარიას საყვედურით სავსე თვალებით გავხედე, მან კი მხოლოდ მხრები აიჩეჩა. – აბრძანდი, მზეთუნახავო!( რეზი) – ოოო... თქვენ ხო არავის არაფერს არ დააცდით რაა..– ჯგუფს გავხედე, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა– ჰა, მოახერხეთ და მოტვინეთ ეხლა, რომ უნდა გახვიდეთ. – გელოდებით (მარია) ყველანი გავიდნენ. ცოტა ხანი ისევ საწოლზე ვიჯექი. მინდოდა სანამ გაბროს ვნახავდი გუშინდელზე მეფიქრა. „ საყვარელი ადამიანი... ეს რას ნიშნავს? რა მიმახვედრა ვერ ვხვდები, რომ ვუყვარვარ? არაა, არამგონია“ უცბად ლუკას ნათქვამი გამახსენდა. „ ბაბნიკიი... რათქმაუნდა მეშაყირება. უნდა რამენაირად ჩამითრიოს და მერე გული მატკინოს როგორც სხვებს.“ მართალია, ეს ჩემი ნებით დავასკვენი, მაგრამ მაინც შინაგანად გული ჩამწყდა. არა, არ მივცემდი უფლებას თავი შემაყვაროს, შემდეგ კი გული მატკინოს. არ მივცემ უფლებას! მალევე მოვემზადე და მისაღებში გავედი. დედას უკვე მოესწრო ლევანის და გაბროს გაცნობა, და კარგადაც ეჭიკჭიკებოდა. მივხვდი რომ მოეწონა ეს ბიჭები. სანამ მივუალოვდებოდი შეუმჩნევლად ჩავიცინე და ანის გვერდზე მივუჯექი. – აბა, რა არის თქვენი ასეთი გრანდიოზული სტუმრობის მიზეზი? – დე, ეს რა საუბარია. გესტუმრნენ, რა მოხდა მერე! – კაი, რა დე. შენ თუ არა მე მაინც კარგად ვიცნობ ამათ. ასე უბრალოდ არ მოვიდოდნენ დილაადრიან. – რა დილაადრიან გოგო, სამი საათია. (მარია) – ამწუთას სამი საათი ჩემთვის დილაა.– ყველას ჩაეცინა– ჰე ეხლა ამოღეღავთ ვინმე? – მოკლედ... (ლევანი) – აჰა დე ხო გითხარი– ვთქვი და დედას გავხედე მომღიმარი სახით. – გოგო მაცადე თქმა , ვაპირებთ რომ ლაშქრობა მოვაწყოთ. კარვებს რეზის მამა ჩამოგვიტანს დღეს. სხვა ყველაფერი გვაქ. ყველა თანახმა ვართ და შენ რას იტყვი? – რავი აბა... – ვთქვი და დედას გავხედე კითხვანარევი თვალებით. – მგლების საშიშროება რომაა? (დედა) – ნუ ნერვიულობთ. იარაღები გვაქ თუ რამე.– ოხ გაბრო ეს რამ გათქმევინა, ახლა საერთოდ გადაიფიქრებს დედაჩემი ჩემს გაშვებას. საშინლად ეზიზღება და ეშინია დედას იარაღების. – კაი დე წადი.– გაშტერებული მივაჩერდი დედა. არა ეს ჩემი დედა არაა... რა უქენით ჩემ დედას?! მიშვებს? ამათთან და იარაღთან ერთად. არ არსებობოს! – სერიოზულად?– ვკითხე გაფართოებული თვალებით და ეჭვშეპარული ხმით. – კი დე წადი. – აუუ, რა კაი მყავხაარ– მივედი და ლოყები დავუკოცნე. ამ ზაფხულს ვერ ვცნობდი დედას. ერთი მხრივ მიხაროდა ასეთი გარდასახვა, თან ეჭვს მიჩენდა. „ მოიცა დაველაპარაკები დღეს მე მაგას“ მეგობრები მალე წავიდნენ. ხვალინდელი დღისათვის მზადება დავიწყე. პირველ რიგში, დედაჩემი მივიმწყვდიე ჩემს ოთახში. – დე რაღაცა უნდა ამიხსნა. – რა ხდება, დე? – ასე ადვილად როგორ გამიშვი? მე არ ვარ წასვლის წინააღმდეგი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ. ყველაფერზე ადვილად მთანხმდები, აქამდე ასე არ იყო. – დე, უბრალოდ მივხვდი.– მითხრა და სევდიანი თვალებით შემომხედე. – ლელას (ჩემ დას) არ ჰონდა კარგი და ლაღი ბავშვობა ჩემი სიჯიუტის გამო, არ მინდა შენთანაც ასე მოვიქცე. ყველაფერს მოკლებულიხართ, ყველაფერი გაკლიათ რაც სხვა გოგოებს აქვთ, გართობა, მხიარული მეგობრები, ნივთები... მინდა რომ გამოვასწორო. დღეიდან არ ვიქნები ისეთი როგორიც აქამდე ვიყავი. თან შენებს ვენდობი. მართლა, ძაან მომეწონნენ ლევანი და გაბრო. თავაზიანები, კარგად აღზრდილები. გაბრო სიძედაც კი მომეწონა, – მის ნათქვამზე გამეცინა– მაგრამ, ახლა რ იფიქრო რომ ნებას გრთავ ეგრევე ცოლად გაჰყვე! – დე ... მიყვარხარ!– მაგრად ჩავიხუტე. აქამდე ასეთი კავშირი არ გვქონია. ცრემლებიც ჩამოგვიგორდა. – კაი დე არ გვინდა ტირილი. მიდი, ბნელდება უკვე. გავამზადოთ შენი ბარგი. – ცრემლები მოვიმშრალე და თავი დავუქნიე. შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მხოლოდ, ახლა გაანალიზე რომ ლელასთვის რამოდენიმე დღე არ დამერეკა, ვერც დავურეკავდი. ალბათ, სულ კონფერენციები ჰქონდა, ამ დროს კი ყოველთვის გამორთული აქვს ტელე. მაინც ვცადე დარეკვა. გავიდა. – ხო სესი. როგორ მომენატრეთ! როგორ ხართ? – ბედნიერი ვარ, ლელა, ბედნიერი! – რა მოხდა?– წიკვინი დაწყო ტელეფონში. – დედა შეიცვალა. დალაპარაკება მინდოდა. ამ ბოლო დროს ყველაფერზე მთანხმდებოდა. იცი წინა დღეს მეგობრებთან ერთად მინდოდა ზღვაზე წასვლა. დამთანხმდა, წამოგიდგენია? დღეს ორ დღიან ლაშქრობაზე დანახმდა მარიას. გამიკვირდა და ვკითხე. მითხრა რომ შეიცვალა. ლელასთან შეცდომები დავუშვი არ მინდა შენთანაც ასე მომივიდესო. – სესი, ვერ წარმოიდგენ როგორი გახარებული ვარ. მიხარია! მიხარია რომ შენთან გამოასწორა ეს ყველაფერი. ერთი სული მაქ გნახოთ მაგრამ ხო იცი ვერ ვახერხებ. – ვიცი, ვიცი. და ამაზე ნუ ნერვიულობ. არ გვწყინს რომ ვერ გვნახულობ. ეს შენი ცხოვრებაა. უნდა მიხედო საქმეებს. კაი ახლა წავედი ხვალინდელი დღისთვის უნდა მოვემზადო. – კაი პაკა, გადამიკოცნე დედ–მამა ჩემს მაგივრად. – პაკა.– ყურმილი საოცრად ბედნიერმა დავკიდე. „ხვალინდელი დღე... ო რა მხიარულებ მელოდე ხვაალ...“ *** გადავწყვიტეთ ადრე არ გავსულიყავით. თორმეტზე გავუდეგით გზას. ოთხ საათში დანიშნულების ადგილამდეც მივაღწიეთ. ეს იყო მდელო, საიდანაც მთელი ჩვენი სოფელი მოჩანდა. არ იფიქროთ, რომ სოფელი მხოლოდ ჩემი და ჩემი სამეზობლოს სახლებისგან შედგებოდა, არა. აქ დაახლოებით 100– მდე ოჯახი იყო. თითქმის მთელი სოფელი ჩანდა. შესანიშნავი იყო. ხოლო, რაც შეეხება მე და გაბროს. ვცდილობდი მასთან მარტო დარჩენისგან თავი ამერიდებინა. ზოგჯერ, თვალს არ მაშორებდა, ეს კი მე მაკომპლექსებდა. საბედნიეროდ, არცერთს არაფერი შეუმჩნევია. მხოლოდ ერთხელ შევნიშნე რეზი, როგორ უყურებდა გაბროს ეშმაკური გამოხედვით. ოდნავი დასვენების შემდეგ ვითამაშეთ, ხან ფრენბურთი ვთაბაშობდით,ხან ფეხბურთი. რაც მთავარია ანი ავამოძრავეთ. მიკვირდა, ფიზიკურად აქტიური არ იყო, მაგრამ მაინც ძალიან გამხდარი იყო. ამასობაში დაგვაღამდა. კარვები გავშალეთ. კოცონი დავანთეთ, თან წამოღებული სასუსნავები ამოვალაგეთ. ვიხსენებდით სხვადასხვა ამბებს, მუცლის ტკივილამდე ვიცინეთ და დასაძინებლად მოვემზადეთ. გოგოები ერთად ვიყავით კარავში, ბიჭები კი ორად გაიყვნენ. ყველას მკვდარივით ჩაგვეძინა. გამეღვიძა. გოგოებს გადავხედე, ორივეს გაღიმებული სახით ეძინათ. არ მინდოდა მათი გაღვიძება, იქნებ და ტკბილ სიზმრებს ხედავდნენ. საათს დავხედე, ღამის 4 საათი იყო. სუფთა ჰაერი მომინდა და გარეთ გავედი. კოცონთან ახლოს ჩამოვჯექი. „ ნეტა ძინავს? თუმცა ოთხი საათია, როგორ არ ეძინება. „ კითხვებზე პასუხი მჭირდებოდა, რომ ჩემს თავშიც გავრკვეულიყავი. – რატო არ გძინავს? – ზურგს უკან მისი ხმა მომესმა, სხეულში სითბო ჩამეღვარა. გავხედე. ირონიული მზერითა და ღიმილით დამნათოდა თავზე. – გამეღვიძა.– ჩუჩულით ვუპასუხე და თითქმის ნაკვერჩხლებს მივაშტერდი. უხმოდ ჩამოჯდა ოდნავ დაშორებით.მაღიძიანებდა მისი ირონიული შემოხედვა, მაგრამ მაინც არაფერს ვიმჩნევდი და მეც ირონიულად შევხედავდი ხოლმე. – და შენ რატომ გღვიძავს? – შენ შეგეკითხო როდის დავიძინო?– თქვა ცივი ტონით და ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე. ანაკლიაში მომხდარის შემდეგ, ასეთ ქცევას არ ველოდი.ვბრაზდებოდი, ლამის იყო წამოვხტარიყავი, თან გულიც დამწყდა მის საუბრის ტონზე, მაგრამ მაინც მოჩვენებითა უდარდელობით ვაგრძელებდი საუბარს. – არა, უბრალოდ ვიფიქრე ზრდილობის გულისთვის ვკითხავ–მეთქი, მაგრამ შენ ხომ არაფერი გაგეგება თავაზიანი ქცევების. – ვთქვი და კარვისაკენ გავემართე, როცა მისი ხმა წამომეწია. – ფუჭი იმედები გაიქარწ.... – გაფართოებული თვალებით ვიდექი ერთ ადგილზე და შებრუნებაც არ შემეძლო, მხოლოდ თავი შევაბრუნე მისკენ, ისე რომ ჩემი აწყლიანებული თვალები ვერ დაენახა.შევამჩნიე როგორ ჩაიცინა ირონიულად, ზურგი მაქცია და მისი კარვისკენ წავიდა. დაბნეული და გულნატკენი ვუყურებდი მის კარავს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ მატკინა გული მისმა სიტყვებმა . იქნებ მართლა მქონდა იმედი, რომ ჩემს მიმართ რაღაცას იგრძნობდა?! კარავში ჩუმად შევიპარე და ჩემს ადგილს დავუბრუდი, ვიცოდი რომ თუ მარია გაიღვიძებდა არ მომეშვებოდა სანამ არ ამახსნევინებდა ყველაფერს. იმ საღამოს კიდევ ერთხელ დავდე პირობა, რომ საკუთარ თავს არ მივცემდი მისი შეყვარების უფლებას. დილით რომ გავიღვიძე კარავში არავინ დამხვდა. რომ გავედი ყველა ბალახზე გაშლილ სუფრასთან ისხდა. მე შევუერთდი. – დილა მშვიდობისა– ისეთი სახე მივიღე თითქოს და გუშინ საღამოს არაფერი მომხდარიყო და მივესალმე. – დილა მშვიდობისა– რამდენიმე ხმა შემომეგება. – სეს, უნდა წავიდეთ, რეზის მამამისმა დაურეკა, სასწრაფოდ იხმო, საქმე მაქვსო და დახმარება მინდაო. ბარემ ჩვენც დავბრუნდეთ. (მარია) მივხვდი რომ რეზი ამის გამო თავს უხერხულად გრძნობდა და მას მივუბრუნდი. – არაა პრობლემა. ისე მეც მქონდა რაღაც საქმე და აქეთ წამოსვლისას გადავდე, ახლა იმასაც მოვაგვარებ– ვიცრუე რეზის გასამხნევებლად და გავუღიმე. მალე გამოვუდექით. გაბროს ერთხელაც არ შემოუხედავს, არც მე ვაქცევდი ყურადღებას.დაღმართზე სიარული უფრო ადვილი იყო ამიტომ ორ საათში სახლებს მივუახლოვდით. – აუ მაგრა მეძინება, დავიშალოთ ახლა და საღამოს შევიკრიბოთ „ჩვენს ადგილზე“. ყველას მოგვეწონა ლუკას იდეა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლებში დავბრუნდით. – მოვედი დე– დედასთვის არ მითქვამს რომ წამოსვლას ვაპირებდით. ძაან გაუკვირდა ჩემი ნახვა. – დე რამე მოხდა? ასე ადრე რატო წამოხვედით? – არაფერი დე, რეზის ჰქონდა წამოსასვლელი და ჩვენც წამოვედით. მაინც კარგად გავერთეთ– დედას ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი. ცოტა დაიკოს წავეჭორავე, გაბროზე ფიქრის თავი არ მქონდა და საკუთარ თავს ძილინებისა ვუსურვე. შეიძლება ზოგიერთებს გაბროს ქცევა არ მოგეწონოთ, მაგრამ არ მინდა სწრაფად დაახლოვდნენ და ერთად დარჩნენ, მოსაწყენი იქნება.შეიძლება გაწვალებთ მაგრამ არაუშავს. შეფასებებს ველოდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.