შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშობაო ზღაპარი


24-12-2016, 19:38
ავტორი qetiqetiA3
ნანახია 2 774

-ჟაკი სად არის?
-სანტას სანახავად წავიდა
-რა უნდა მასთან?რატომ აწუხებს სანტას?
-ვერ მოითმინა,აუცილებლად უნდა ვნახოვო თქვა
-კი მაგრამ....ხანდახან ამ ფერიებს ჭკუა საერთოდ არ გაქვთ
-რას ამბობ!-გაბრაზდა პიტი-ელფებს ხომ გამოტენილი გაქვთ ეგ მტვერიანი თავები ჭკუით.
-სანტა ეხლა უნდა ისვენებდეს და არა ჟაკის ბოდვას უსმენდეს
-მორჩი კიკა ჟაკს ერთი სანუკვარი ოცნება აქვს და იმსახურებს ასრულებას
-ოცნებები მეც მაქვს...
-რა სამწუხაროა რომ ადამიანებმა არ იციან როგორი ბუზღუნები და ხანდახან ბოროტები ხართ ეს ელფები.
-დამიჯერე პიტ ის უფრო სამწუხაროა ხალხმა ფერიების არსებობა საერთოდ რომ არ იცის ახალ წელთან დაკავშირებით
-ეს ნამდვილად სამწუხაროა-დანებდა პიტი.
2016 წელი, 2017 წლის შემობრძანებამდე დარჩენილი ოთხი საათი ძალიან ნელა იწურება ყოველთვის ლაპლანდიაში.
ლაპლანდია-ჯადოსნური ქვეყანა,დედამიწაზე არსებული მაგრამ ადამიანებისთვის შეუმჩნეველი.სად არის ლაპლანდია?მიწაზე?წყაში?ცაში?ლაპლანდია თავისებურად ყველგანაა..სრულიად განსხვავებულია ლაპლანდია.ადამიანებს როგორი წარმოუდგენიათ ლაპლანდია?მუდმივი თოვლით დაფარული თეთრი კუნძული ალბათ ცაში,სადაც სანტა კლაუსი,ქალბატონი კლაუსი,მათი საყვარელი ირმები და ელფები ცხოვრობენ.ლაპლანდია სრულიად განსხვავდება წარმოდგენებისაგან.ლაპლანდია ნამდვილად ცაშია,ბურთს შეიძლება შევადაროთ,ლაპლანდიაზე წელიწადის ოთხი დრო არსებობს ოღონდ ერთდროულად,როგორ?გაყოფილია ოთხად და ყველა ნაწილში სხვადასხვა დროა,ერთ დღეს შეგიძლია მოინახულო გააფხული,ზაფხული,შემოდგომა და ზამთარი.სიმართლე რომ გითხრათ ლაპლანდიელებს ყველაზე მეტად ზამთარი უყვართ.ვინ ცხოვრობენ ლაპლანდიაში?სანტა კლაუსი და მისი მეუღლე ირმებით რათქმაუნდა,ელფებიც არიან,თეთრი დათვები(გამოცდილებით გეტყვით არაჩვეულებრივი მოსაუბრეები არიან) სხვადასხვა ჯადოსნური არსებები,ყველა ის არსება რაც თქვენთვის ახალწელთან ასოცირდება.გარდა ერთისა-ფერიებისა.ფერიების ხსენებაზე ახალი წელი ნამდვილად არ გაგახსენდებათ,ეს სამწუხაოა,გაგიმხელთ საიდუმლოს და გეტყვით რომ ფერიები სანტაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალწელს.როგორ?ნამდვილად ძალიან გაგიკვირადთ.დაფიქრდით,რაკარგ ხასიათე დგებით ახალი წლის გახსენებისას,წარმოდგენისას ან უბრალოდ ყურის მოკვრისას,რამხელა ეიფორია გიბყრობთ თითოეულ თქვენგანს ახალი წლის ხსენებისას,ან საახალწლო მორთულობების დანახვისას,ზოგადად ახალი წლის განწყობა წარმოიდგინეთ,არასოდეს დაფიქრებულხართ სადიან მოვიდა ეს განწყობა?ასე თქვენს დაუკითხავად როგორ მოქმედებს თქვენზე და თავის ჯადოსნურობაში გითრევთი.დაფიქრდით!თქვენ ამაზე არასოდეს გიფიქრიათ.
საახალწლო განწყობა,ბედნიერება და სიყვაული ამ პატარა ჯადსნური არსებების დამსახურებაა ფერიები რომ ქვიათ.მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ აგროვებენ სიყვარულს და სიხარულს,წლის მიწურულს კი მთელ დედამიწას უნაწილბენ,შეიძლება ამ წამსაც ცხვირწინ ჩაგიფრინათ მომღიმარმა ფერიამ,მართალია ვერ დაინახეთ მაგრამ ხომ იგრძენით?ხომ გაგეღიმათ?აიი ესაა მათი მთავარი სიძლიერე,ჩვენ რომ ახალი წელი გვიყვარს,ჩვენ რომ სანტა კლაუსი გვიყვარს, ეს ყველაფერი ფერიების დამსახურებაა.
-სანტა ფერიები იმსახურებენ სურვილების ასრულებას?
-რათქმაუნდა ჩემო პატარა მეგობარო ჰოუ ჰოუ ჰოუ
-მე მინდა რომ ადამიანები გვიცნობდნენ და გვხედავდნენ-სანტა ჩაფიქრდა
-ეს ცოტა ძნელი იქნება ჟაკ
-რატომ სანტა?-ფრთები ჩამოყარა ფერიამ
-ადამიანებს არ ჯერათ ფერიების ასებობის ჯაკ
-ნუ..ნუ ამბობთ ამას სანტა-შეშინებულმა წამოიძახა ჟაკმა- ნევერლენდში ამ სიყვების გამო შეიძლება ერთი ფერია გაქრეს
-ეს უბრალოდ ზღაპარია ჟაკ-ფრთაზე ხელი ჩამოუსვა სანტამ
-არა არ არის სანტა,დარწმუნებული ვარ ერთ დღეს აუცილებლად შევხვდები წკრიალას და თანაც მე ხომ ვარსებობ,თქვენც არსებობთ რატომ არ შეიძლება ნეველენდიც არსებობდეს?
-მაპატიე ჩემო პატარა მეგბარო რათქმაუნდა შენ მართალი ხარ
-ჩემი ოცნება როგორ ავისრულო სანტა?
-ამაში მე ვერ დაგეხმაები ჩემო პატაა მეგობარო ეს შენ თვითონ უნდა შეძლო წადი დედამიწაზე ადამიანებთან და გააბედნიერე ისინი
-როგორ სანტა?
-დრო და ადგილი გიჩვენებს ჟაკ დედამიწაზე კი მე წაგიყვან
-მართლა სანტა?_ფრთები აათამაშა ფერიამ
-რათქმაუნდა ჟაკ,ახლა კი წადი მოემზადე
-ახლავე სანტა-და ჰაერში აფრინდა
-ჰოუ ჰოუ ჰოუ -შესძახა სანტამ,დაამთქნარა და რბილ წითელ სავაძელში ჩაესვენა.
„რა ბედნიერებაა ადამიანები შეიტყობენ ჩვენს შესახებ,საახალწლო ნაძვისხეს ელფების სათამაშოებთან ერთად ფერიების სათამაშოებითაც მორთავენ,საახალწლო ზღაპრებში და მულტფილმებში ელფებთან და ირმებთან ერთად ფერიებიც იქნებიან,რა კარგია,ბავშვები ისე დაგველოდებიან როგორც სანტას ელოდებიან,ფერიის ფრთებს ისეთი სიყვარულით გაიკეთებენ და ატარებენ როგორც ელფების ქუდებს და სანტას წვერს ატარებენ,რა კარგია როგორ მიხარია,რა წავიღო დედამიწაზე?გული,კეთილ გულს წავიებ.“
-რა გითხრა სანტამ?- ჟაკის ოთახში შეყო თავი კიკამ
-დედამიწაზე მივდივარ ადამიანებთან
-რა?რამდენი ხნით?როდის დაბრუნდები?
-არ ვიცი კიკა,მაგრამ შევეცდები, ფერიების ბედნიერება ვიპოვო
-იქ მარტო როგორ იქნები ჟაკ?_გული წყდებოდა კიკას
-მარტო არ ვიქნები კიკა,სანტა იქნება ჩემ გულში და თქვენ ყველა
-ადამიანებივით ლაპარაკობ იცი?
-სად მოისმინე ერთი-დასცინა მეგობარს,კიკამ ცხვირი აიბზუა
-დედამიწიდან საჩუქარს წამომიღებ?
-რა გინდა?
-მათი გაკეთებული სათამაშო ელფი-სხარტად უპასუხა კიკამ
-აუცილებლად მეგობარო,აუცილებლად
-წავალ პიტს მოვძებნი
-კარგი
უფ როგორი სამზადისი იყო ლაპლანდიაში ვერც წარმოიდგენთ,ყველა მხრიდან საჩუქრების შეფუთვის ხმა,მხიარული შეძხილები და საშობაო სიმღერები ისმოდა.მომენტებში სანტას სიცილსაც გაიგონებდი,სასწაული საახალწლო განწყობა იყო ლაპლანდიაში.ჰაერში მისის კლაუსის გაკეთებული ტკბილეულის სურნელი ტრიალებდა.ახალი წელი მოახლოვდა და თოვა დაიწყო.ლაპლანდიაში უნდა ნახოთ თოვა და ცელქი ფიფქები,ცეკვა ცეკვით მოდიან ციდან თან წკრიალა ხმით ახალ წელს უმღერიან,რა გაგიკვირდათ?ეს ხომ ლაპლანდიაა.მორთული ნაძვის ხეებიც ამ დღეში არიან,ბანსს აძლევენ ანც ფიფქებს.
-ირმები შეაბით ელფებო ირმები-გაისმა სანტას მჭექარე ხმა
-საჩუქრები სწრაფად სწრაფად-დაიძახა უფროსმა ელფმა
-მწვანე ფერის ლენტი გაგვითავდა ჩქარა ჩქარა ჩქარა-დაიძახა კიდევ ერთმა ელფმა
-ყველა საჩუქარში კამფეტები განაწილებულია-სანტას მიუახლოვდა ერთერთი თეთრი დათვი
-სანტა წარმატებებს გისურვებთ-სანტასთან მივიდა პიტი
-პიტ!-ხმამაღლა დაუძახა კიკამ-შენ გეძებდი პიტ,გამარჯობა სანტა-მხიარულად ჩაუხტა სანტას კალთაში
-კიკა ჰოუ ჰოუ ჰოუ -გაეცინა სანტას
-სანტა მართლა მიგყავს ჟაკი?
-მიმყავს-თავი დაუქნია სანტამ
-სად?სად მიგყავს სანტა?_ცნობისმოყვარეობამ მოიცვა პიტი
-ადამიანებთან დედამიწაზე
-შეიძლება მეც წამოვიდე სანტა-დაუფიქრებლად შეევედრა პიტი
-არა პიტ შენ აქ უნდა დარჩე აქ ხარ საჭირო,ჟაკიც აიხდენს ოცნებას და მალე დაბრუნდება
-მარტო როგორ იქნება?-ჩაერია კიკა
-ეს მისი მისიაა კიკა-ჩამოფხატებული ქუდი გაუსწორა სანტამ
-დახმარება რომ დასჭირდეს?-პიტი
-აუცილებლად დავეხმარებიით
-სანტა მზად ვარ-ღიმილით მიფრინდა მათთან ჟაკი
-ძალიან კარგი,ჰოუ ჰოუ ჰოუ,მალე მორჩებიან და წავალთ,შეგიძლია მეგობრებს დაემშვიდობო-კიკა ძირს დასვა და თვითონ მარხილისკენ წავიდა
-დახმარება თუ დაგჭირდეს მხოლოდ დაგვიძახე შენთან გავჩნდებით მაშინვე- მხარზე ხელი დაადო პიტმა და კიკას შეხედა
-აუცილებლად,აუცილებლად
-ძალიან მომენატრებით-პირველად ტოვებდა მათ ჟაკი
-ჩვენც ჟაკ ,ფრთხილად იყავი ადამიანების სამყაროში
-მე მათთან საახალწლო განწყობას ჩავიტან
-წასვლის დროა ჟაკ-დაუძახა სანტამ
-წავედი-მხიარულად დაიძახა,ჰაერში ერთი ბრუნი გააკეთა მეგობრებს ხელი დაუქნია და სანტასთან მიფრინდა
სანტამ ირმებს სათითაოდ სახელებით მიმართა,მრავალ ახალწელს დაესწარითო დაიძახა და ჰაერში აიჭრა,მათ მარხილს ელფების საახალწლო სიმღერა მიაცილებდა.
-შეხედე ჟაკ რალამაზია ქვეყნიერება ამ დროს-ხელი გაიშვირა ჰორიზონტისკენ სანტამ
-ზღაპარია სანტა ზღაპარი
-ჟაკ დედამიწაზე როცა დარჩები ადამიანებს დაემსგავსები
-როგორ სანტა
-მათი ზომის გახდები და ფრთები აღარ გექნება
-ჩემი ფრთები-ხელი მოისვა საკუთარ ფრთებზე ჟაკმა-ხო დამიბრუნდება შემდეგ?
-აუცილებლად როგორც კი ლაპლანდიაში დაბრუნდები მაშინვე
-მაშინ ავიტან სანტა
საჩუქრები დაარიგეს,ბევრი ბავშვი გაახარეს,ბევრი რძე დალიეს და თაფლიანი კვერებიც ჭამეს და აი თორმეტ საათს ხუთი წამით რომ გადაცდა ყველაფერს მორჩნენ.
-ჰოუ, ჰოუ, ჰოუ ყველაფერი მორჩა,წარმატებული წელი ყველას-ცაში გააკეთა გახარებულმა სანტამ ბრუნი,ჟაკიც გაბრწყინებული სახით იყურებოდა აქეთ-იქით-ლაპლანდიაში უნდა დავბრუნდე ჟაკ,შენ აქ გტოვებ დედამიწაზე,როგორცკი მიწაზე ფეხს დადგამ მაშინვე ადამიანს დაემსგავსები,აბა შენ იცი ჟაკ აისრულე ოცნება-ხელი აიქნია,ჟაკმა ბოლოს რასაც ყური მოკლა სანტას კეთილი სიცილი იყო და მიწაზე გაჩნდა,მაშინვე ზურგისკენ წაიღო ხელი,ფრთები აღარ ჰქონდა,მიზეზი იცოდა ისიც იცოდა რომ ფრთები აუცილებლად დაუბრუნდებოდა მაგრამ თვალზე მაინც მოადგა ცრემლი.“ოცნებები უნდა ავიხდინო“ გაიფიქრა გულში ჟაკმა და მტკიცე ნაბიჯი გადადგა,სად მიდიოდა არ იცოდა,რას აკეთებდა არც ის იცოდა უბრალოდ მიდიოდა.ქუჩაში მიმავალს ბევრმა გააყოლა თვალი,ბევრმა დასცინა მზერით და სიტყვით,ბევრიც აღფრთოვანდა მისი სახით და ტანსაცმლით მაგრამ ერთმა პატარა გოგონამ,სულით წმინდა ადამიანმა ,დედის მკლავებში მოქცეულმა წამოიძახა.
-დედა ნახე ფერია-შემდეგ კი ყურში უჩურჩულა დედას,ჟაკმა რათქმაუნდა გაიგონა-მე მინახავს ეს ფერია პატარა-მობუზული ჟაკი ბეჭებში სწრაფად გასწორდა და ქალის ხელებში მოქცეულ თოვლივით თეთრ მომღიმარ ბავშვს მიაშტერდა,გაუაზრებლად წავიდა მათკენ.
-ვინ ხართ?-სწრაფად შეეკითხა ქალი-გიცნობთ?
-გოგონა მიცნობს-კეთილად გაუღიმა ჟაკმა-რა გქვია პატარა?
-ლილი-ჩუმად ამოილაპარაკა თვალებგაბრწყინებულმა ბავშვმა
-ლილი!-დატუქსა დედამ-უკაცრავად არ გიცნობთ -მიუტრიალდა ჟაკს და გვერდის ავლა ცადა
-მოიცადეთ-მუდარის თვალები შეხედა ჟაკმა-დახმარება მჭიდება-დააყოლა ბოლოს,ლილის დედა ძალიან კეთილი ქალი იყო,ჟაკში კეთილი გული ამოიცნო და დაუფიქრებლად დაპატიჟა სახლში,ჟაკმა ღიმილით დაუქნია თავი და უკან მიყვა,გოგონას კი დიდი ჯოხის კანფეტი მიაწოდა
-მადლობა-გაუღიმა ბავშვმა.ოჯახში ჟაკს არაჩვეულებივად შეხვდნენ,ლილის მშობლები ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ ჟაკს ისინი უკვე განსაკუთრებულად უყვარდა ადამიანებიდან.ჟაკს რაზეც გული დაწყდა ის იყო რომ ლილის მშობლებს არ სჯეროდათ ახალი წლის,ლილის კი ბოლომდე,სულით ხორცამდე სჯეროდა.
-რატომ არ გჯერათ ახალი წლის?-ვერ მოითმინა ჟაკმა
-ახალი წელი ბავშვებისთვისაა-მშვიდად უპასუხა ბენმა-ჩვენ კი გავიზარდეთ უკვე
-ვერ დაგეთანხმებით-დანანებით ჩაილაპარაკა-ეს სანტას არ მოეწონება
-სანტას?-გაეცინა ევას-სანტა არ არსებობს რათქმაუნდა
-არსებობს რათქმაუნდა-ლილიც ამ დროს შემოფლატუნდა ოთახში
-ჟაკ-ღიმილით შეხედა
-გისმენ?
-გადასცემ სანტას რომ მიყვარს
-რათქმაუნდა პატარა-ლოყაზე მოეფერა ბავშვს
-ერთი წუთით დაგტოვებთ ლილი მშვიდად დაჯექი სავარძელზე-ფეხზე წამოდგნენ უფროსები
-ლილი საიდან მიცნობ?-როგორც იქნა კითხა ბავშვს თვალებგაბრწყინებულმა
-ერთხელ დაგინახე ფანჯარაში,ლოგოლ მიცინოდი და ხელს მიქნევდი,მეუბნებიან რომ ადამიანებს ადვილად ვიმახსოვრებ
-დამინახე?-ინსტიქტურად პირი დააღო ჟაკმა-ვერ ვიჯერებ.რანაირად დამინახე
-კი კი ნამდვილად შენ იყავი
-როგორ დამინახე?-ჩაფირდა ჟაკი
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ბავშვმა
-ძალიან მიკვირს როგორ დამინახე
-ჟაკ ლა გინდოდა ახალწელს ჩემთან?-გულუბრყვილოთ კითხა
-მოგიყვები პატარა-ჟაკმა მოწყენით შეხედა-საახალწლო განწყობა მოგიტანე
-რითი მომიტანე?-ისევ ბავშვის გულწრფელი კითხვა
-ამ პატარა ქისით-მწვანე ქისა შეათამაშა ხელიში-ამ პატარა ქისაში სიხარულს და ბედნიერებას ვაგროვებ და შემდეგ ადამიანებს ვუნაწილებ რომ ბედნიერი ახალი წელი ჰქონდეთ.
-როგორ აგოვებ?
-ბედნიერება ბევრია,ყველგანაა სადაც სიკეთე და სიყვარულია
-მაგას როგორ ხვდები?
-ეს ჩემი ჯადოსნური ძალაა პატარა
-ფრთები რა უყავი?
-ლაპლანდიაში როცა დავბრუნდები ფრთებიც დამიბრუნდება
-ლაპლანდიაში?-გაკვირვებულმა წამოიძახა ლილიმ
-დიახ,ჯადოსნურ ქვეყანაში სადაც მომღერალი ფიფქები და მოლაპარაკე თეთრი დათველი არიან-გაუღიმა გაკვირვებულ ბავშვს.
-ბედნიერებას როგორ ხედავ?
-ვხედავ?-ბავშვის კითხვამ ჩააფიქრა ფერია-სადაც ბედნიერებაა იმ ადგილას ბევრი,პატარა წვრილი ვარსკვლავები დაფრინავენ და სიხარულს ასხივებენ.
-ჟაკ-დასერიოზულდა ლილი-ფერია ნათლიას იცნობ?
-ლილი იცი შენ განსაკუთრებული ხარ- თავზე ხელი გადაუსვა ჟაკმა- არა სამწუხაროდ მაგრამ დიდი იმედი მაქვს გავიცნობ, თუ სწორად მახსოვს ბებია მეუბნებოდა რომ ნათლია ფერია მისი და იყო...ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო
-რამდენი წლის ხარ?
-რვაასის,ფერიები დიდი ხანი ვცოცხლობთ
-ჯაკ თუ ნახავ ნათლია ფერიას ეტყვი რომ მეც მინდა კონკიას მსგავსი ლამაზი კაბა და პლინცი?-ჟაკს გაეღიმა
-რათქმაუნდა პატარა
-საახალწლო სუფრა უკვე გაშლილია მობრძანდით-ოთახში შემოვიდა ევა.სუფრას მიუჯდნენ,ჟაკს ძალიან მოეწონა საახალწლო სუფრა ბევრი ტკბილეულით.თავიდან უხმოდ მიირთმევდნენ მას შემდეგ რაც ოჯახის უფროსმა ახალი წელი მიულოცა მაგიდასთან მჯდომთ და ბედნიერება უსურვა.ჟაკმა გადაწყვიტა ლილი და მისი ოჯახი გაეხარებინდა და საშობაო სიმღერა დაიწყო, ლილიც აყვა,ბავშვს თვალები უბრწყინავდა, მშობლები ლილის აყვნენ უხაროდათ მისი ღიმილი. შემდეგ ჟაკმა საშობაო ზღაპრების მოყოლა დაიწყო ბოლოს ის ამბები მოყვა რაც თავად გადახდა თავს.უფროსები ჟაკს კეთილ გიჟად თვლიდნენ ლილი კი ჟაკით აღფრთოვანებული იყო,გულში სანტას მადლობას წირავდა და ლაპლანდიაში მყოფ სანტას აბედნიერებდა.
-ხედავთ ჟაკი ყველაფერს კარგად ართმევს თავს სანტა-კიკა კვლავ კალთაში ჩახტომოდა სანტას
-ნამდვილად კიკა ჟაკი იმსახურებს ბედნიერებას
-ხომ არ დავეხდმაროთ სანტა?-თვალები აუელვარდა პიტს
-რა იდეა გაქცს პიტ?-დააინტეესდა სანტასაც
-თოვლი გავუგზავნოთ მათ,მომღერალი თოვლი,მაშინ ხომ დაიჯერებენ ლილის მშობლები?
-მომღერალი თოვლის დედამიწაზე გაგზავნა რომ არ შეიძლება გამორიცხულია-თავი გაიქნია კიკამ
-ახალი წელის კიკა ჩვენ ამას გავაკეთებთ ჰოუ ჰოუ ჰოუ -ტაში შემოკრა სანტამ.მხოლოდ მათთან გავაგზავნით,ლილის მშობლებს უნდა დავაჯეროთ ახალიწლის ჯადოსნურობა
პატარა ქალაქი სადაც თოვლი პრაქტიკულად არასოდეს მოდიოდა,თოვლის თეთრმა ფანტელებმა მოიცვა,ცა თეათრად განათდა და ჰაერში საშობაო სიმღერა მოისმა,ვერავინ ხვდებოდა საიდან მოდიოდა ეს ჯადოსნური ჰანგები მხოლოდ სმიტებს შეეძლოთ ამ ჯადოსნური მუსიკის წყაროს დანახვა.
-დედა შეხედე ფიფქები მღერიან-ატაცებულმა წამოიძახა ლილიმ და გარეთ გაიქცა,ევა და ბენი დუმდნენ,ჟაკმა კი ჩუმად ჩაილაპარაკა
-გმადლობ სანტა
-არაფლის ჟაკ ჰოუ ჰოუ ჰოუ-მოესმა ყურში
-გველანდება?-ბენმა კითხა ევას და წამში ორივე ჟაკს მოუტრიალდა- ეს რა არის?
-ლაპლანდიაში ყოველთვის ასე თოვს,ეს თოვლი სანტამ გამოგიგზავნათ თქვენ და ლილის, თქვენ იმისთვის რომ ახალი წლის ჯადოსნურობა იწამოთ ლილის კი იმიტომ რომ გაიხაროს
-მადლობა სანტას-ჩუმად ჩაილაპარაკა ევამ
-ჰოუ ჰოუ ჰოუ-ახლა უკვე სამივეს ცხადაც მოესმა სანტას ხმა.
ყველაზე მაგარი ახალი წელი იყო ლილისთვის და მისი ოჯახისთვის,უბედნიერესი დღე ბევრი მხიარულებით,სიმღერით და ჯადოსნურობით. ჟაკი მიხვდა რომ ეს მისთვის საკმარისი იყო, საკმარისი იყო მისი არსებობა ერწმუნა მხოლოდ ერთ პატარა გოგონას რომელსაც ისედაც სჯეროდა ჟაკის ისედაც იცნობდა ჟაკს. ჟაკი მიხვდა რომ აისრულა საკუთარი ოცნება და იმ წამს მოწყდა დედამიწას და გაჩნდა ლაპლანდიაზე, დაიბრუნა საკუთარი ფრთები და ზომა,ერთი შეჰყვირა ბედნიერმა ჰაერში ბრუნი გააკეთა და იქვე მდგარ მომღიმარ სანტას,კიკას და პიტს მიუახლოვდა.
-გმადლობ სანტა
-შენ ეს დაიმსახურე ჟაკ,აიხდინე ოცნება.
-ჟაკ ასე მალე რატომ დბრუნდი?- იკითხა კიკამ
-არ ვიცი,უბალოდ მივხვდი რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ადამიანი მიცნობს,შეიძლება ბევრი ადამიანი გვიცნობს ფერიებს მაგრამ არც ამას აქვს მნიშვნელობა მთავარია ერთი პატარა გოგონა მიცნობდეს ლილი ჰქვია.
-ჩვენ ვიცნობთ ლილის ძალიან კარგი ბავშვია.
-სამწუხაროა რომ ვეღარრ შევხვდები,ვერც დავემშვიდობე,რატომ სანტა?
-ეს ჯადოსნურობაა ჟაკ მე ვერაფერს ვუბრძანებ თვითონ აკეთებს ყველაფერს ასე იყო საჭირო ალბათ
-ვერასოდეს შევხვდები ხო?
-ვერასოდეს სიტყვა რომ არ მიყვარს ხო იცი ჰოუ ჰოუ ჰოუ-წამოიძახა სანტამ
-დროა ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ-ფეხზე წამოდგა კიკა
-კიკა მაპატიე დედამიწიდან სათამაშო ელფი ვერ წამოგიღე
-არაუშავს-გაუცინა კიკამ-სანტამ მომიტანა საახალწლოდ
-არაფერს მკითხავთ?-უკან გაეკიდა მიმავალ მეგბრებს
-ყველაფერი დავინახეთ ჟაკ-გაუღიმა პიტმა.
ერთმა წელმაც მალე გაიარა,ჟაკი ხშირად მიდიოდა ლილისთან მაგრამ ის ვეღარ ხედავდა,მის თვალწინ დაფრინავდა, ხელებს უქნევდა თმაზე ქაჩავდა მაგრამ მაინც ვერაფერს აგონებდა ლილის.გული ტკიოდა , ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.
-სანტა ლილი რატომ ვერ მხედავს?
-შენზე ნაწყენია ჟაკ,მე ასე ვფიქობ-დუმილის შემდეგ უპასუხა სანტამ
-ნაწყენი?რატომ?-ფრთები ჩამოყარა ჟაკმა
-რომ არ დაემშვიდობე და ისე გაქრი ვითომ არც ყოფილხარ ამიტომ,თითქოს ლილიმ რწმენაც დაკარგა.
-რას ამბობთ სანტა?-თვალები აუცრემლიანდა ჟაკს
-არ იდარდი ჟაკ, მე ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ამაზე ერთი იდეა მომივიდა
-გმადლობ სანტა-გულზე მიეკრო ჟაკი
-ლილის საჩუქარი შენ შეურჩიე და წერილი მისწერე და მე მივუტან-ჟაკს თვალები გაუბრწყინდა
-დიდი მადლობა სანტა.-სახლში გაფრინდა.გადაწყვიტა ლილისთვის კონკიას ჯადოსნური კაბა გაეგზავნა ,რომელიც მის ასაკთან ერთად გაიზრდებოდა და არასოდეს დაძველდებოდა ან გაიხეოდა.
„ლილი როგორ ხარ?ძალიან მენტრება შენთან საუბარი,იცი ხშირად მოვდივარ შენთან,მაგრამ შენ ვერ მხედავ,ამიტომ მინდა ისევ ირწმუნო ჩემი,მე ნამდვილი ვიყავი და ვარ,ძალიან გთხოვ ირწმუნე ჩემი,მჭირდები,შენი რწმენა მჭირდება,მინდა ვიცოდე რომ კვლავ გწამს ჩემი,მე არ მიმიტოვებიხარ,ეს ჯადოსნურობამ გადაწყვიტა,რომელიც უმართავია,ძალიან მინდოდა შენთან დამშვიდობება მაგრამ ვერ მოვახერხე,მაპატიე,კვლავ მირწმუნე გთხოვ აუცილებლად გინახულებ.საჩუქრად კონკიას კაბას გიგზავნი,დაიჯერე ეს ჯადოსნური კაბაა ის გაპოვნინებს შენი ოცნების პრინცს,მეც მუდამ შენს გვერდით ვიქნები,ლილი არ დაგავიწყდეს ჩემი იმედი ხარ,იმედს მაძლევ“
-აი სანტა თუ შეიძლება ლილის ეს გადაეცით
-კარგი არჩევანია ჟაკ
-გმადლობთ სანტა დიდი მადლობა.
-მალე ჩემი წასვლის დრო იქნება საჩუქრები უნდა დავარიგო დავისვენებ ცოტა-და სავარძელში ჩაჯდა.
-სანტა შეიძლება რაღაც გკითხოთ?-ყოყმანით თქვა ფერიამ
-გისმენ ჟაკ
-ცისფერ ფერიას იცნობთ-სანტას ჩაეღიმა
-არა,მაგრამ პინოქიოს ვიცნობდი ერთ დროს
-მართლა!-სიხარულით წამოიძახა
-რატომ დაგაინტერესდა ცისფერი ფერია ?-კითხა ინტერესით სანტამ
-მინდა ნამდვილ ადამიანად მაქციოს-ყოყმანის შემდეგ უპასუხა
-ადამიანად,რატომ?
-არ ვიცი სანტა,უბრალოდ ადამიანობა მინდა!
-ჟაკ მგონი გადაწყვეტილებას ნაჩქარევად იღებ
-სად შეიძლება ვნახო პინოქიო ან ცისფერი ფერია?-თითქოს სანტას ნათქვამი ვერც გაიგო ისე იკითხა
-ჟაკ-ხელისგულზე დაისვა სანტამ- კარგად დაფიქრდი,მე შენ გიცნობ და შენი ბედი ადამიანობა არ არის
-არა სანტა ადამიანობა მინდა
-ჟაკ ლილის პასუხს დაველოდოთ და მერე დავილაპარაკოთ კარგი?
-კარგი სანტა.
ჟაკი მეოცნებე იყო,ჟაკი თავგადასავლების მოყვარული იყო,ჟაკი სხვა იყო ,ის რჩეული იყო.ახალიწლის ღამეს როდესაც სანტა საჩუქრებს არიგებდა,პიტი განვლილი წლისგან დაღილი მშვიდად ფშვინავდა,კიკა კი საახალწლო სიმღერებს მღეროდა.ჟაკმა სანუკვარი სურვილი ჩაუთქვა,სანუკვარი სურვილის ჩაფიქრება მხოლოდ ერთხელ შეეძლო ფერიას ისიც ზუსტად თორმეტ საათზე და აუცილებლად ასრულდებოდა.რა ჩაიფიქრა ჟაკმა?ადამიანობა?არა,ჟაკი ჭკვიანი იყო,გულადიც და ძალიან კეთილიც.ჟაკმა ბედნიერება ისურვა.ვნახოთ როგორ ასრულდება მისი სანუკვარი სურვილი.
სანტა ლაპლანდიაში ჩვეულ დროს დაბრუნდა,ელფები როგორც ყოველთვის დიდი ყიჟინით შეხვდნენ არამარტო ელფები ყველა,ყველა ვინც კი ლაპლანდიაში ცხოვობდა,ყველასთვის საშობაო სუფრა უკვე გაეშალათ ქალბატონ კლაუსს და მის დამხმარეებს,ისეთი სურნელი ტრიალებდა,ფეიერვერკი ააელვარეს ცაზე,ულამაზესი სანახავი.გინახავთ მოცეკვავე ფეიერვერკი?არა?ლაპლანდიაში რომ ცხოვრობდეთ აუცილებლად ნახავდით.იცეკვეს,იმღერეს იზეიმეს კიდევ ერთი წლის წარმატებით ჩავლა და ბოლოს სუფრას მიუსხდნენ.სიტყვით ჯერ სანტა გამოვიდა,მერე მთავარი ელფი,ქალბატონი კლაუსი და ასე ნელნელა მიყვა ყველა,სანტამ გაიხსენა განვლილი მოგზაურობა და ყელას გაანდო მნიშვნელოვანი მომენტები.საოცარი ზეიმი იყო.ჟაკმა ვეღარ მოითმინა და სანტასთან მივიდა.
-მრავალახალწელს დაესწარით სანტა
-შენც ჟაკ ჰოუ ჰოუ ჰოუ
-სანტა ლილი ნახე?
-ვნახე ჟაკ,საჩუქარს რომ ვუტოვებდი მაშინ გამოვიდა ჩემთან..
-მართლა?რა გითხრათ?-მოუთმენლობამ შეიბყრო ჟაკი
-ჯაკს გადაეცით ძალიან მიყვარს და მენატრებაო,მადლობა გადაგიხადა საჩუქისთვის და წერილის დაწერაც მოასწრო,აი გამომართვი-ჟაკმა გახარებულმა შეხედა სანტას,წერილი გამოართვა,გულზე მიეკრო და სახლში გაფრინდა,დიდი ზეიმი დატოვა რომელიც ნელ-ნელა უფრო ეკიდებოდა მხიარულების სიმხურვალე.
„ჟაკ ჩემო მეგობარო,მენატრები.გასაგებია,ნაწყენი მნამდვილად ვიყავი,ამის ბრალია ალბათ რომ ვერ დაგინახე,მადლობა ჟაკ,დიდი მადლობა შენი არსებობის დავიწყების საშვალება რომ არ მომეცი,მიყვარხარ,გელოდები,მინახულე აუცილებლად როცა შეძლებ,ძალიან დიდი მადლობა კაბისთვის ოცნება რომ ამიხდინე,მენატრები ჟაკ“.
ჟაკის სანუიკვარი ოცნების ასრულება დაიწყო.ჟაკმა ერთი ღრმად ამოისუნთქა,ბედნიერებისგან ფართოდ გაიღიმა და დაღლილ დაქანცულმა საწოლს მიაშურა.
ხშირად ნახულობდა ჟაკი ლილის,ბევრს საუბრობდნენ,ლილი ხელის გულზე დაისვამდა და ელაპარაკებოდა დაუღალავად,უყვებოდა ყველასა და ყველაფერის შესახებ,ჟაკის რჩევებსაც ყოველთვის ითვალისწინებდა,ლილის როცა შეუყვარდა ჯერ ჟაკს უთხრა და მერე მშობლებს.თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა რრაც ჟაკმა წკრიალა გაიცნო,დიახ წკრიალა.როგორ?ლილის ფანჯრისკენ მიმავალი რაღაცას შეასკდა,ეს რაღაცა კი ჩვენი საყვარელი წკრიალა იყო,პიტერ პენზე გაბრაზებული მთელი ძალით მიფრინავდა,სად თვითონაც არ იცოდა.მაშინ პირველად არ მივიდა ჟაკი ლილის სანახავად,მთელ დროს წკიალასთან ერთად ატარებდა,მაშინ პირველად და უკანასკნელად შეუყვარდა ჟაკს.დღესაც ერთად არიან წკრიალა და ჟაკი და ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად.მათი ისტორია სხვა ამბავი და ზღაპარია,ეს კი ლილისა და ჟაკის ისტორიაა,ჟაკმა ერთ საღამოს წკრიალას ბოდიში მოუხადა და ლილის მიაკითხა.ლილიმ დიდი ხნის უნახავი მეგობარი რომ დაინახა ტირილი დაიწყო.
-ნუ ტირი ლილი-შუბლზე მიადო პატარა ხელი ჟაკმა
-სად იყავი ჟაკ?რატომ არ მნახულობდი?მომენატრე-ამოისლუკუნა
-ლილი წკრიალას შესახებ ხომ მოგიყევი,ბედნიერი ვარ ლილი
-მიხარია..
-სამწუხაროდ შენთან ხშირად ვეღარ ვივლი,მაპატიე-გოგონამ მხნედ გაუღიმა იმის მიუხედავად რომ ძალიან ეტკინა გული
-მთავარია ბედნიერი იყო ჟაკ
-გმადლობ ლილი-ლოყაზე აკოცა- აი ეს შენ,ჯადოსნურია,არასოდეს დაგეკარგება,მხოლოდ შენ შეგეძლება მისი გახსნა და რამდენიც გინდა იმდენის წერა,დაუთვლელი რაოდენობით შეუძლია დაიტიოს შენი გენიალური ნაწარმოებები ლილი-მწვალე დღიური გაუწოდა
-მადლობა ჟაკ-აღფრთოვანდა ლილი-მეც მინდა ჩემგან გქონდეს რამე-შუბლზე ხელი მოისვა -ჰოო-ამოილაპარაკა,და იქნე მდგარ ზარდახშაში ქექვა დაიწყო,მწვანე ლამააზი ლენტი ამოღო და ჟაკს ხელზე გაუკეთა-მართალია ჯადოსნური არაა და არც ისეთი ძვირფასია მაგრამ მთელი გულით გჩუქნი ჟაკ არ დამივიწყო
-არასოდეს ლილი,მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ჟაკ
-ლილი დენი გირეკავს-გაისმა ევას ხმა
-დენი?ვინ არის დენი?-იკითხა ჟაკმა
-მგონი ისაა ვისაც მთელი ცხოვრება მოველი
-გამაცნობ?
-არა ჟაკ შენი წასვლის დროა-ფრთხილად შეეხო ლოყაზე და კარებთან მიირბინა,კიდევ ერთხელ ბოლოჯერ გამოხედა ჟაკს მომაჯადოვებლად გაუღიმა და კიბეზე დაეშვა.ჟაკმა ცრემლი მოიწმინდა და ლაპლანდიაში წავიდა.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა,ჟაკმა და წკრიალამ ულამაზესი ოჯახი შექმნეს,პატარა ფერიებიც ეყოლათ ლილი და ვენდი,ნათლია ფერია ვენდის ნათლია იყო,ცისფერი ფერია კი ლილისი.ჟაკის ბედნიერება ეს იყო,მისი სანუკვარი ოცნება ასრულდა,ლილი ეკლდა მხოლოდ მაგრამ მაინც მშვიდად იყო რადგან იცოდა ლილის ბედნიერების ამბები და წარმატებები.კიკამაც იპოვა გულის სწორი,პატარას კი ნიკოლასი დაარქვა.პიტი უფრო და უფრო წინ მიიწევდა და ერთ დღეს სანტას მოადგილე გახდა.სანტა ისევ ის სანტა იყო,ცხოვრებას ბავშვების გახარებით აგრძელებდა და ბედნიერად ცხოვრობდა.ლილი თქვენ წამოიდგინეთ ამ დროს უკვე ხანში შესული იყო მალე 2057 წელი დადგებოდა.სანტა ჩვეულებისამებრ წავიდა საჩუქრების დასარიგებლად,უკან საოცად ბედნიერი დაბრუნდა,საახალწლო დღესასწაულზე მოფარფატე ვენდი რომ დაინახა ხმამაღლა დაუძახა.
-ვენდი
-გისმენ სანტა-სწრაფად მიფრინდა პატარა ფერია
-გილოცავ ახალწელს ვენდი-და საჩუქარი გადასცა
-გმადლობთ,თქვენც სანტა.
-ვენდი ჟაკი სად არის?
-სახლში არიან სანტა..
-ვენდი ჟაკს უთხარი მინახულოს
- აუცილებლად სანტა.
მეორე დღესვე მივიდა ჟაკი სანტასთან.
-გამარჯობა ჩემო პატარა მეგობარო-ძველებურად მიმართა სანტამ-გილოცავ ახალწელს
-თქვენც გილოცავთ სანტა
-ჟაკ ლილი ვნახე
-ლილი-თვალები აუცრემლიანდა-ჩემი ლილი?
-დიახ ჟაკ,ძალიან მოენატრე.
-მეც ძალიან მომენატრა სანტა,ძალიან
-შენთან საჩუქარი გამომატანა
-მართლა?რა?-ჩვეული სიანცით იკითხა ფერიამ
-აი ეს-დიდი წიგნი გაუწოდა სანტამ
-წიგნიი?
-დიახ
-რა არის სანტა?
-წიგნი ჟაკ,წიგნი შენზე
-ჩემზე?
-დიახ შენზე,ლილიმ დაწერა,მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა წაიკითხა და შეიყვარა ეს წიგნი,ლილიმ მთხოვა გადმომეცა რომ მალე ფილმს და მულტფილმსაც გადაიღებენ-ჟაკი დადუმდა,ფერიასაც კი გაუჭირდა ამხელა ბედნიერების მიღება
-რას ამბობთ სანტა?-ცრემმორეულმა იკითხა
-ლილიმ ოცნება აგისრულა,ფერიები ისეთივე ცნობილები ხართ როგორც მე და ელფები
-სანტა მართლა?
-მართლა ჟაკ,მომავალ წელს აუცილებლად იქნება ფერიების სათამაშოები ნაძვსხეებზე
-რას ამბობ სანტა,არ მჯერა.ლილიმ,ლილიმ ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთა?
-სათაური ნახე „ფერია ჟაკის თავგადასვალი“
-ჩემი სახელი დაარქვა-ვერ იჯერებდა ჟაკი
-ნახე წაიკითხე მიმართვა „წიგნი ეძღვნება ფერია ჟაკს,ჩემს საუკეთესო მეგობარს,რომელმაც ცხოვრება მასწავლა“



№1  offline წევრი qetiqetiA3

შევეცადე საახალწლო ზრაპარი დამეწერა სრულიად ჩემი ფანტაზიით,იმედია ჩემი ჩანაფიქრი სულ ოდნავ მაინც გამოვხატე ნაწერში bowtie

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

კარგია
წარმტებები^-^

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

kata-nia
კარგია
წარმტებები^-^

გმადლობ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent