შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-გამარჯობა, ცოლად გამომყვები? ( 8 )


25-12-2016, 02:27
ნანახია 3 697

მეგონა , ნანას უკვე ეძინებოდა და ზედმეტ კითხვებს თავს ავარიდებდი.
სახლში შესულს იგივე მდგომარეობაში დამხვდა როგორშიც დავტოვე.
- ვაა დედაა.. წავალ დავწვები
- ტასო არაფერს გეუბნები იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ, მაგრამ იცოდე ასე გვიან აღარ მოგაკითხოს, თორე იმედგაცრუებულს მოუწევს უკან წასვლა !
მკაცრი ტონით მითხრა და ჟურნალის ფურცელი გადაფურცლა.
- კარგი. ძილინებისა.
ოთახისკენ წავედი, სახელურს დავეჯაჯგურე, მერე ნანას გავხედე
- მადლობა !
ღიმილით ვუთხარი და ოთახში შევედი. ხელები გავშალე და ზურგით დავენარცხე საწოლზე.
ბედნიერების პიკი !
შოკირებული ვარ !
ყველა და ყველაფერი მიყვარს !
ყველა და ყველაფერი მახარებს !
უზომოდ ბედნიერი ვიყავი !
უკან მივიჩოჩე და საწოლის ზურგს მივეყრდენი. ლეპტოპი ჩავრთე.
- რაშვები?
ნიკა იყო. სახეზე ბედნიერების ელფერმა გადამკრა.
- ბედნიერი ვარ !
- შენთავს ვფიცავარ რაც წახვედი იმის მერე ასე არ ვყოფილვარ.
- ჩემი ცხოვრება ხარ ! ერთი სული მაქვს გნახო ! უკვე მენატრები!
- მე სულ მენატრებოდი და ეხაც მენატრები ყოველ წუთს
- ხვალ დამირეკე დილით 9ზე გამაღვიძე, საქმე მაქ სამსახურში და არ დამეძინოს
- მაღვიძარაზე გსმენია რამე?
- კი ! მე შენ მინდა რომ გამაღვიძო
- და მაგისგამო მეც უნდა გამეღვიძოს?
- ეეტასო აჩმახებ
- არ დაგირეკავ !
- ვიცი რო დამირეკავ
- არა !
- შენც გინდა რო დამირეკო! ვიცი რო დამირეკავ
- არა თქო.
(ტასოოო ! პატარა ბავშვივით ნუ იქცევი!) ჩამძახა ალტერეგომ. მართალი იყო, მაგრამ მომწონდა ნიკასთან ჯიუტობა !
- ველოდები შენ ზარს.
- ელოდე ! შენ დაგაგვიანდება მე კი არა!!!! მე წავედი ვიძინებ.
ლეპტოპი დავხურე და საბნის ქვეშ ჩავძვერი. ტელეფონი აზმუილდა.
რათქმაუნდა ნიკა იქნებოდა და იყო კიდეც.
- გისმენთ
- ტასო რატო მიშლი ნერვებს?
ისე საყვარლად მითხრა!!!! მის ხმაზე სულ ვიბნეოდი და ვინაბებოდი! საკმარისი იყო მისი ერთი სიტყვა და სმენად ვიქცეოდი. მინდოდა არ გაჩერებულიყო და სულ ესაუბრა !
მისი ხმა სასწაული იყო !
- ტასოოო !
- მაინც არ დაგირეკავ.
- ნუ ბავშვობ თქო ტასო !
- არ გირეკავ და ვსო
- ტასოო
-...
- მიყვარხაარ
- მეც ! და ნუ აფერისტობ
- ვიცი რო დამირეკავ
- კაი დაგირეკავ აბა რასვიზამ ისე ხოარ დაგტოვებ.
- ჩემი ნერვების კიბო ხარ !
- ჩემი შენ გითხარიო !
- აჰჰა კიდე !
- ნიკაა
- ჰაა
- მიყვარხარ ! ყველაზე ძალიან
- მეც ჩემო სიცოცხლე
- ღმერთო ესეთი თბილი ჩვენი საუბარი არმახსოვს
- ამის მერრე დაიმახსოვრებ
- წავედი დავიძინებ
- მიდი ტოო ტკბილი ძილი გაკოცე
- მიყვარხარ.

***
- ნატუკა გამოდი ჩემთან მიდი მალე რა
- რახდება? კარგად ხარ?
- არაფერი გამოდი თქო საქმე მაქვს
- მოვდივარ

საწოლზე გულაღმა დავწექი და ვფიქრობდი რა ტყუილი მეთქვა მაკასთვის, როცა ნიკასთან ერთად წავიდოდი. უამრავი აზრი მქონდა ბოლოს ყველაფერი, რომ ამერდმერია ნატუკაც მოვიდა.
ოთახში შემოვიდა და სწრაფად დამიჯდა გვერდით
- არაფერი დამიმალო!
მის ნათქვამზე გამეცინა და წამოვჯექი
- ხომ ხარ კარგად?
- მე კიი ! იმდენი ხანია არ გითქვამს ჩემთან გამოდიო გამიკვირდა ! თან კარგ ხასიათზე ხარ !!! რახდება?
- მე და ნიკა შევრიგდით. ნუუ შევრიგდით რაა. მოკლედ ერთად ვართ. ჰოდა დღეს მივდივარ სადმე ქალაქგარეთ მარტო ჩვენ და მაკას ვეტყვი, რომ შენთან მოვდივარ და შეიძლება დავრჩე ან რამე !
- ეე ძაან მაგარიაა ტაასსს !!!!! მე და ბექაც წამოვალთ თან გაგვაცნობ მაგ შენ ნიკუშას თან ერთად ვიქნებით !
- აუ რა?
- არა?
- მარტო გვინდოდა ყოფნა
- აუუ ! მარტო იმდენჯერ იქნებით რამდენჯერაც გინდათ ! ნუ "მუდობ" წავიდეთ გავერთობით ! რამდენი ხანია თან მე და ბექა არსად ვყოფილვართ. თან გაგაცნობ
- კაი. ნიკას ვეტყვი
ტელეფონი ავიღე და ნიკას პასუხს დაველოდე. იმედი მქონდა ნიკა მაინც იტყოდა - არა სხვადროს იყოს გაცნობა ! დღეს მარტო წავიდეთ.
- ჰო ჩემო სიცოცხლე
- ნიკა
- რაიყო? მოხდა რამე?
- ნატუკაა ჩემთანნ.. და მე და ბექაც წამოვალთო
- რა პრობლემაა ტოო წავიდეთ ერთად მე ჩემ ორ ძმაკაცს ვეტყვი და მოვიხოდოთ კაი პონტი იქნება
- აბა მარტოო?
- კაი რა ტაას შევალთ ოთახში და მარტო არ ვიქნებით? გავერთობით ჩვენ პონტში წავიღოთ დასალევი და კაროჩე კაია რა
- კაიი
- გაბრაზებულიხარ?
- კი
- აი რო წამოხვალ გადაგივლის გაბრაზება და მიხვდები რო ტყვილა იბუტები
- კაიი გავემზადები
- ნახევარ საათში გამოგივლი ეხა სამსახურში ვარ ბიჭებსაც დავურეკავ და მოვალ
- კაი წავედი
- გაკოცე.

"ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება !" ჩამსისინა ალტერეგომ.
- რაო?
- ძმაკაცებსაც ეტყვის.
ოთახში ნანა შემოიჭყიტა
- ტასო სამსახურში მივდივარ.
- კაი დე.. უი ხო დღეს მე და ნატუკა ნატუკას ბებიასთან ვრჩებით კოჯორში და იცოდე.
- კაი ჭკვიანად დე..
ნანა, რომ გავიდა ნატუკას მივუბრუნდი
- ისე ბებიაშენი არაფერს იტყვის ამდენი რომ მივალთ? ტეხავს არა?
- ვინ ბებია?
- ვისთან მივდივართ?
- აა სამი წლის უკან რომ გარდაიცვალა?
- გარდაიცვალა?
- გოგოო ხოო აბა შენგგონია ლამარა ცოცხალი რომ იყოს იქ ავიდოდით?
- ანუ მარტო ვიქნებით?
- კიი
- ვაა კაია ეე
- წავედი გავემზადები დამირეკე ჩამოვალ
- მიდი სიხარულო მეც გავემზადები

***
ზურგჩანთა მოვიკიდე და დაბლა ჩავედი, ნატუკაც სადარბაზოსთან მელოდებოდა.
ნიკუშა მანქანიდან გადმოვიდა. მის წინ ავიტუზე და ლოყაზე ვაკოცე.
- ტასო ნუ გაქვს მასეთი სახე
- მარტო ყოფნა მინდოდა !
- გავერთობით აი ნახავ !
- ვიცი რომ გავერთობით უბრალოდ ლაპარაკი მინდოდა..
- ნუ ბრაზდები ! მაკოცე და წავიდეთ
ყელში ვაკოცე და ცხვირი ცხვირზე მივადე.
- წავიდეთ?
- შენ?
სწრაფად მაკოცა ტუჩებზე და ცხვირზე მსუბუქად მიკბინა.
მოკლედ ერთმანეთი გავიცანით ყველამ და ნიკას მანქანაში ჩავეტენეთ
ნიკა ბექა წინ დანარჩენები უკან.
- არ ჯობდა ორი მანქანით წავსულიყავით? მივიჭეჭყე
პრეტენზია გამოთქვა ნატუკამ.
- ვაპირებდით ! მაგრამ თავისი მანქანა დაამტვრია ამ დურაკმა
გვანიშნა დათოზე და ორივეს გაეცინა.

მანქანა დიდი ჭიშკრის წინ გავაჩერეთ, როგორც კი მანქანიდან ფეხი გადმოვდგი მაშინვე გავიმართე და გავიზმორე.
საბარგულიდან პარკები ამოვიღეთ და ნატუკას მივყევით.
საკმაოდ დიდი სახლი იყო დიდი ეზოთი.
მისაღებში ბუხრით, ძველებური სტილით, ხეში ჩასმული.
- გოგოები გაამზადებენ რაღაცეებს მე მანამდე შეშას ვიშოვი დაბუხარი დავანთოთ.
თქვა ბექამ და ეზოში გავიდა, უკან მიყვა ლაშაც. დათო და ნიკა სავარძლებში მოკალათდნენ და ტელეფონში დაიწყეს ყურება.
სამზარეულოს მაგიდაზე დაწყობილ პარკებში დავიწყე ჩეჩვა .
რაღაცეების გამზადებას შევუდექით, ნუ ვდიასახლისობდით.
- მე მაგიდას გავშლი უცებ
ვუთხარი ნატუკას და ჭურჭელი ავიჩონჩხლე.
ნიკა და დათო ისევ ტელეფონებს ჩაჰყურებდნენ. ფიზიკურად კოჯორში იყვნენ სულიერად არა.
ხელები გავინთავისუფლე და სამზარეულოსკენ წავედი
- ტასო
საჩვენოში დაბრუნდა ნიკა.
- რა
- მოდი ერთი წამი
- რა ხდება?
- მოდი გოგო
გვერდით დავუდექი და გაკვირვების ნიშნად თავი გავაქნიე
- დაიხარე ცოტა
თავი დაბლა დავხარე, მეგონა რამეს მეტყოდა. შუბლზე მაკოცა და ხელით მანიშნა წადიო
- ამიტო დამიძახე?
- ჰოო რაიყო ტო
კიდევ დავიხარე და ვაკოცე
- ერთი მეეცც
მითხრა და ისევ დავიხარე, ისევ მაკოცა.
- ვაბშე მოდი დაჯექი რა ჩაგეხუტები ცოტახანი და წადი.
მეც სავარძელში ჩავჯექი და თავი ყელთან მივადე.
- ჩემი სიცოცხლე ხარ
ხელები მომხვია და თავზე მაკოცა.
" აუ რა საყვარლები ვართ ნეტა არ დავიხოცოთ " გავიფიქრე და ჩემ ფიქრბზე გამეღიმა.
დათომ ცოტახანს გაკვირვებული სახით გვიყურა და მერე დაბალი თუმცა გასაგონი ხმით თქვა:
- ერთი ნაშა უნდა ავაგდო თორე თქვენი ყურება გამიჭირდება.
- მაგარი სი*იხარ შენ ძმობას ვფიცავარ
სიცილით უთხრა და ისევ მაკოცა.
- აუუ ტასოოო
თავი გამოყო სამზარეულოდან ნატუკამ
- მოვდივარ მოვდივარ.
- რავი ხელს თუ გამიშვებ.
ვუთხარი ჯიკას და შევეცადე თავის განთავისუფლებას
- არა დაიცა რა
- ამდენხალხს მშიერს ხო არ დავტოვებთ გამიშვი
- არა თქო
- აუუ კაი ნუ დებილობ გამიშვი ახლა
სიცილით ვუთხარი და ავფართხალდი
ლოყაზე მიჩმიტა, მერე ცხვირზე, მერე ყელში მაკოცა მერე ისევ ლოყაზე მიჩმიტა ბოლოს ნერვები მომეშალა და სახეში ვთხლიშე
- რას ჩადი გუდუნა?
მითხრა სერიოზულად და გამიშვა.


***
მყუდრო გარემო, თბილი სახლი, ბუხარი და მეგობრები. ისეთი საღამო იყო ყოველთვის, რომ ოცნებობ და გაფიქრებაზეც კი ბედნიერი ხარ.
გვერდით საყვარელი ადამიანი, რომ გყავს და უზომოდ ბედნიერი, რომ ხარ. აი თურმე რას ველოდებოდი ამდენი ხანი.
ნიკა ჩემს გვერდით იჯდა, მისი თითები ჩემ თითებში იყო გადახლართული.
ყველა ნასვამი იყო, ყველას ყველა უყვარდა და ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს !
ნიკამ ცალი ხელი გადამხვია, თმაზე მაკოცა და ჩუმად მითხრა მომენატრეო. არაფერი მითქვამს. "გავუტარე".
- ტასოო მომენატრე თქო
- ვაიმე გავიგე
ხმამაღლა "წამომეყვირა" ნიკას ხელი მოვიშორე და სავარძელს მივეყუდე.
"მგონი ზედმეტი მომივიდა ან რას ავვარდი მომენატრეო ცუდი ხო არაფერი უთქვამს?! "
ვფიქრობდი სანამ ყველა მე მიყურებდა, ნიკას გაოცებულ სახეს რომ შევხედე გამაჟრიალა.
აღარაფერი უთქვამს, აღარც შემოუხედავს, ახლა საკმაოდ დიდი მანძილი იყო ჩემსა და ნიკას შორის.
ნიკას უყურადღებობა ცუდად მხდიდა !
უაზროდ ვიჯექი და ყველა მის მიხვრა-მოხვრას ვაკვირდებოდი.
ბოლოს დავიღალე მისი იგნორით ! და სამზარეულოში გავედი.
გაზქურის გვერდით ჯარადაზე მოვიკალათე და ორივე ხელით კარადას დავეყრდენი.
ჩემ თავზე მეცინებოდა, რა უაზროდ მოვიქეცი, მაგრამ მაინც მეცინებოდა. რა დამიშავა იმ ბიჭმა, მეფერებოდა თავისთვის. მოუნდა გოგოს " მამალი ქალის" როლის თამაში !
არადა ნიკა რა საყვარელია ! ისეთი ბუნჩულაა, ისეთი თბილი, საერთოდ არ გავს ნიკას რომელთანაც ერთი თვე ვცხოვრობდი ! მაგრამ ის ნიკა რომ არ გამეცნო თბილ ნიკასაც ვერ გავიცნობდი.
-გოგო
თბილისიდან დაიწყო ყვირილი ნატამ და სამზარეულოს კარი მიხურა
- რახდება?
- რა დაგემართა?
- რაზე ამბობ?
- რა რაზე ვამბობ რას აწივლდი
- ვინ მე?
- არა მე
- მართლა ვერ მივხვდი
" ვერ მიხვდი არა იხვის ტოლმა ! ძალიან კარგადაც იცი რაზეც გეუბნება! - სისინა ალტერეგომ ჩამსისინა.
- რაზე უთხარი გავიგეო?
- ვის ნიკას?
- არა დათოს !
- მომენატრეო მითხრა
- ვინ დათომ?
- რა დათომ გოგო რა დალიე მასეთი
- ნიკამ?
- აბა ვინ მეტყოდა?
- მერე რას უყვირე?
- არ მიყვირია
- არა საერთოდ.
- კაი წმომეყვირა
- რა გითხრა ცუდი რას წიოდი მერე
- რავი
- დებილი ხარ ნინის თავს ვფიცავარ.
ნინი ნატუკას და იყო და როცა სიმართლეს ამბობდა ყოველთვის მას იფიცებდა.
- კაი დაიკიდე რა
ნატუკამ გაიცინა, მის სიცილზე მეც გამეცინა და მერე "ავჭიხვინდით"
კარი ნიკამ შემოაღო.
- ხელს თუ გიშლით გავალ
- არა არა მოდი, მე თქვენთან მოვდიოდი მაინც.
უთხრა ნატუკამ, სამზარეულოდან გავიდა და კარები დაკეტა.
ჩემს გვერდით, მარჯვენა მხარეს ონკანი იყო, თაროდან ჭიქა აიღო და ონკანს შეუშვირა.
" ვითომ წყალი უნდა ბიჭს " - ისევ ასისინდა ალტერეგო!
თავი მარცხენა მხარეს მივატრიალე და ფანჯარაში დავიწყე ყურება.
"ნეტა ეს მეტალოები რამდენი ხნის გაკეთებულია?"
გავიფიქრე და ჩემ ფიქრებზე გამეცინა.
თან შეუმჩნევლადა მივიწიე ონკანისკენ.
აშკარა იყო, რომ ნიკას საუბარი უნდოდა, თუმცა ელოდებოდა რომ მე დამეწყო, მართალი იყო, მე უფრო მქონდა სათქმელი. მაგალითად "ბოდიში", მაგრამ არ ვაპირებდი საუბარი მე დამეწყო.
"როგორ ეკადრება ახლა ტასოს საუბარი წამოიწყოს ბიჭთან"
მაგარი მწარე რაღაცაა ეს ალტერეგო, მაგრამ სულ სიმართლეს ღაღადებს !
- აქ ვაპირებთ დარჩენას.
როგორც იქნა ხმა ამოიღო ნიკამ.
- ყველა?
- რა კითხვაა. ყველა აბა ნახევარი?
- ნუ მეიაზვები
- არ გეიაზვები შენ თავს ვფიცავარ. პროსტა მაგარ უაზრობას მეკითხები
- უი ბოდიში რო დავიბადე.
კარადიდან ჩამოვხტი და კარისკენ წავედი, მაგრამ წელზე ხელი მომხვია და კარადას მიმაყუდა
- დაიცა რას მირბიხარ ვერ გავიგე პატარა ბავშვი ხარ?
- შენ ძაან დიდი ხარ?
- შენზე ბევრად დიდი ვარ კი
- არაფერი გეტყობა
- ტასოო მესწერვები და მაგრად არმევასება სწერვა გოგოები
- არ გევასება მარა გიყვარდება ხო?
- ტასო რატო მეთამაშები?
- როდის გეთამაშები?
-იმისთვის ჩამოვედით აქ რო ერთმანეთს ვესწერვოთ და ვენაგლოთ?
- კაი ჰოო ბოდიში წეღანდელის გამო.
მეცარვიცი რატო გითხარი. ცუდად გამომივიდა. კაი არ გაგიტყდეს უბრალოდ მეთქი მთვრალია თქო და მაგიტო ამბობს თქო. კაი ბოდიში რა.
"რაო? ბ ო დ ი შ ი ო??? ტასომ თქვა ბოდიშიოო?? მეე??? ბოდიშიიო ვთქვი? მე ვთქვი?? მგობი მართლა ცუდად ვარ. "
- ანუ ჩემი არ გჯერა?
- ეგ რა შუაშია?
- თავშია. მომენატრეო რომ გითხარი ანუ მთვრალი რომ ვარ მაშინ გეუბნები, ფხიზელს არ მენატრები თუ როგორაა ჩვენი საქმე? ვაბშე რაშუაშია სიმთვრალე სიფხიზლე? რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ მთვრალიც და ფხიზელიც.
- ნიკაა კაი შეილება მართალი ხარ, მაგრამ აღარ გვინდა რა ეს ჩხუბი. მართლაა.. დავიღალე ოღონდ სერიოზულად.
მართლა მეშინია რო დაგკარგო. შენ საერთოდ რაიცი რა გამოვიარე მე?
საშინლად ვიყავი და ახლაც საშინლად ვარ. არმინდა რა არვიჩხუბოთ. არაქ აზრი ვინ მართალია ვინ მართალი არ არის. უბრალოდ არ ვიჩხუბოთ!
მიყვარხარ და უაზროდ მოვიქეცი ! უბრალოდ.. აუ არვიციი რაა...
- ტასოო ! მჯერა შენიი და შენც უნდა გჯეროდეს ჩემი!
- მჯერა.
- მაგას ხოიცი დამტკიცება რო უნდა?
- ნიკა გვეყოფა რა.
ღმერთო როდის გავხდი ასეთი გულჩვილი, ერთდროს გულქვა, ჩხუბის მოყვარული ტასო!? თვალები ამიწყლიანდა და ცალი ხელი მსუბიქად მოვისვი თვალოს ქვემოთ.
- აუ არ გამაგიჟო ახლა და არ იტირო. არშემიძლია გოგოს ტირილის ყურება. მეც მეტირება ხოლმე.. მითუმეტეს შენი.. არ იტირო რა. ან რაგატირებს ვაბშე?
- უბრალოდ რომ მახსენდება ის დღეები და ეხაც რომ ვიჩხუბეთ....
მაინც ამეტირა და ნიკას მივეხუტე..
ხელები მომხვია და თავზე მაკოცა..
არ მესმის როგორ შეუძლია ერთდროულად იყოს ასეთი ცივი და ასეთი თბილიც !
ჩემ უაზრო ქცევებს საზღვარი არ აქვს ! მაინც ვერ მოვინელე რატომ ვეჩხუბე რაღაც უაზრობის გამო.

***
ნიკასთან თავს დაცულად ვგრძნობდი. როცა ჩემთან იყო მშვიდად ვიყავი. მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. მის გარეშე მოვკვდები. არ ვაზვიადებ ! უბრალოდ მის გარეშე ყველაფერი ცუდად არის, მის გარეშე არავინ ვარ, მის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია, ნიკას გარეშე მე მართლა მოვკვდები ! ბედნიერი მინდა ვიყო მასთან ერთად.
არავინ თქვას ვერავის გამო ვერ შევიცვლებიო !
თუ გიყვარს რომც არ გინდოდეს მაინც შეიცვლები. ყველას უწევს რაღაცის დათმობა ვიღაცის გამო.
ნიკას გამო სიცოცხლესაც დავთმობ !
19 წელი ტყუილად მიცხოვრია ! ჩემ ცხოვრებას ნიკას გარეშე, ცხოვრება არ ქვია !
მე და ნიკა !
მე და ნიკა !
მე და ნიკა !
სიგიჟემდე მიყვარს !
ვეერასდროს ვიფიქრებდი ოდესმე თუ ასეთ ბანალურ წინადადებებს ვიტყოდი !
სიყვარული ცვლის ადამიანს !


***
ისევ ბუხართან ვისხედით, ლამაზი საღამო იყო . ნიკას გულზე დავი მედო და თმაზე მეფერებოდა. ისეთი საყვარელი იყო !
ოთახში ლაშა შემოვიდა ნატუკას ტელეფონით ხელში და ნატუკას მიაწოდა
- ასე თქვა ნატას დავარო
- შენ ტელეფონს უპასუხე?
კომფორტის ზონიდან ავდექი და სიცილით ვკითხე.
- ხო რაიყო?
- დებილიხარ
ნატუკამ ხელით გვანიშნა გაჩუნდითო და პირველი სიტყვა წარმოთქვასამსჯავროზე
- ხო ნინი
- სად ხარ პირდაპირ მითხარი
- ხო გითხარი დილით მე და ტასო აგარაკზე მივდივართ თქო
- ეგ ბიჭი ვინ იყო?
- მეზობლის ბიჭი შეშა მოგვიტანა
- ვის ატყუებ პატარა ხოარ გგონივარ?
- რას გატყუებ?!
- რო დაჩექინდით წყნეთში შენ ლაშა დათო ბექა ნიკა და ტასო რა გგონია ვერ გავიგებდი??
- ნინი რაგინდა???????
"სასოწარკვეთილი" ნატა აწიკვინდა
- რა მინდა და მანდ მინდა
- არმაქვს შენი ნერვები. ვთიშავ !
- თიშავ და ხვალ დედა რომ დაგადგება მანდ იმის დააჯერე მეზობლის ბიჭები არიანო
- სულ ნერვებს რატომ მიშლი?
- ვუთხრა უკვე თუ ხვალ მანდ ვიქნები?
- დამაცადე ორი წამი.
ტელეფონი გვერდით გასწია და დაფეთებული სახით შემომხედა
- ნინია
- ვიცი მერე?
- ჩექინი ნახა ჩამოსვლა უნდა
- გაგიჟდი?
- დედაჩემს ეტყვის და შენებიც გაიგებენ
- ვინაა ნინი?
ერთად იკითხეს ბიჭებმა
- ნატუკას და .. ან ჩვენ უნდა წავიდეთ ან ეგ უნდა ჩამოვიდეს
- ჩამოვიდეს მერე რა პრობლემაა
გვითხრა ბექამ
- შენ არ იცნობ ჩემ დას. ჩასული არ ვიქნებით ყველას ყველაფერი რომ ეცოდინება.
თვალები დაუბრიალა ნატუკამ
- კაი დაიკიდეთ და ჩამოვიდეს რა
გვითხრა ლაშამ და წვენი მოსვა.
ნატუკამ ტელეფონი ყურთან მიიტანა
- კაი ჩამოდი
ნინის კივილი ჩვენც გავიგეთ. ნუ რათქმაუნდა ყველას გაგვეცინა. ძალიან საყვარელია ნინი, დასავით მიყვარს, მაგრამ ძალიან ჭორიკანაა.
ნიკას ყელში ვაკოცე და ისე თავი დავადე.
ღმერთო სულ მინდოდა მასთან ვყოფილიყავი ! მაგიჟებდა !

მოკლედ გამარჯობა ! ისევ ცოცხალი ვარ ;დდ



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ მაგარი ხარ გააგრძელე
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი kati

kargia cocxali rom xar da nu daikargebi isev heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

mtlianad wavikitxe. magari tvali ver movwyvite arada samecadino maq. kide kai movrchi tore me vs dedas ver gadavurchebodii. magari xar. momwons shen8 gadmocemis da weris stili. nika miyvars da danarcheneb8 dzaan sayvarlebi arian!!! velodebi shemdegs!!

 


№4  offline წევრი isterichka123

ginda ro gamagijo rato mishli nervebs male dade

 


№5  offline წევრი Ucnobigogo

დამავიწყდა რას ვკითხულობდი და ხელახლა დავიწყე კითხვა...რამიქენი გუდუნა ეეს? smirk smirk smirk მალე დადე რიაა გთხოოვ heart_eyes heart_eyes

 


№6  offline წევრი nini :)

მალე დადეეეეეე... აღარ დააგვიანოოო... გამიხარდა ცოცხალი რომ ხარ... ☺

 


№7  offline წევრი დიანა23

Au rato ver vpoulob wina tavebs ?

 


№8  offline წევრი anuki15

აუუ აღარ დააგვიანო რა heart_eyes heart_eyes

 


№9  offline წევრი დიანა23

ვიპოვე და ძაან მაგარია ... გააგრძელე რაა <3 <3

 


№10  offline წევრი ნოემბრისეული

გამახარეთ ❤ ძალიან დიდი მადლობა ❤

 


№11  offline წევრი დიანა23

მალე დადებ ახალ თავს ?

 


№12  offline წევრი D-I-A-N-A

ძალიან მომეწონა . იმედია მალე დადებ ახალ თავს . <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent