შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედის შუქი / light of hope თავი13


25-12-2016, 19:28
ავტორი ანობანო
ნანახია 1 555

ოღონდ ახლა მიწა გაიხსნას და შიგ ჩავვარდე,ან მეხი დამეცეს ან ცუნამმა წაგვლეკოს
არვიცი რავთქვა თავი ვიმართლო თუ...პრინციპში სხვა ვარიანტი არც არსებობს
- გამარჯობა
ეკა ესალმება თუმცა ბექას თითქოს არც გაუგონია,დაძაბულობა მატულობს
- მარიამ შენ რა უპასუხე?თუმცა ყველაფერი ისედაც ნათელია ისედაც,ისეთი ემოჩიებით საუბრობდით აჯობებს დაგტოვოთ
ბრუნდება და ჯერ ერთ ფეხს მერე მეორეს კიბის საფეხურზე ადგამს
- ბექა მოიცადე
ვაპირებ მისკენ წავიდე მაგრამ ეკა მაჩერებს
- რა ხდება გოგო ამიხსნი?
მეც ემოციები მაწვება და ტირილს ვიწყებ, ალბათ ჩემი ფლიკვინის ხმა თავის სიმართლეში კიდევ უფრო არწმუნებს ბექას რადგან ნაბიჯებს აუჩქარა და ჩვენი ოთახის კარების ბრახუნიც მალევე გავიგე
- ღმერთო ეს რა ჯანდაბაა
- მარი ვერ მივხვდი ბექას რა მოუვიდა, ასეთი რეაქცია რატომ ქონდა?თან არც გაცადა პასუხი გაგეცა, დავიჯერო უფროსი ძმის როლს ირგებს?თუ?მოიცა არა არა შეუძლებელია, ჯანდაბა მარიამ ბექას უყვარხარ?
მე ისევ ვტირი და ჩემს მეგობარსაც თავადვე გამოაქვს დასკვნები
- ვთქვათ უყვარხარ, ეს არ აძლევს უფლებას სხვასთან ურთიერთობა დაგიშალოს
დამშვიდდი და ნუტირი,მითხარი შენ რა უთხარი ერეკკლეს?
- გეყოფა ეკა ! გაჩუმდი! ასე თუ გაინტერესებს კარგი გეტყვი ! ვუთხარი რომ სხვა მიყვარს
მთელი ხმით ვუყვიროდი ისკი შეშინებული სახით მიცქერდა,გიჟივით ავირბინე კიბეები და ჩვენ ოთახთან მივვარდი მაგრამ კარები ვერ გავაღე ჩაეკეტა
- ბექა გთხოვ გამიღე,
ხმა არ ისმოდა არც კარის გაღებას აპირებდა როგორც ჩანს,
- გთხოვ,ვიცი რასაც ფიქრობ მაგრამ ცდები ყველაფერი სხვაგვარადაა
ჯანდაბა გააღე ეს წყეული კარები!
მუშტი მაგრამ მივარტყი კარებს ,თითქოს ძალა გამომეცალა ჩავიკეცე,კარებს მივადე თავი და ვტიროდი,არვიცოდი რამეთქვა რომ დაეჯერებინა ჩემთვის
ძვლივს დავიმშვიდე თავი და იატაკზე მოვკალათდი
- ერეკლე დაახლოებით მეხუთე კლას მერე მომწონდა, მის დანახვაზე თითქოს ენა მივარდებოდა ვშეშდებოდი და ყველაფრის უნარს ვკარგავდი,მამას გარდაცვალების მერე ყველაფერი შეიცვალა არავის ნახვა მინდოდა არც ვინმესთან საუბარი, არ მოსულა
მერე აქ გადმოვედით და ერთმა საოცარმა ბიჭმა ყველაფრის ხალისი დამიბრუნა,მაგრძნობინა რა არის სიყვარული, დღეს მე ძველი მარიამივარ რომელმაც ერეკლეს უარი უთხრა შენს გამო,მე შენ მიყვარხარ და ცხოვრებაში სხვა ადამიანი არ მჭირდება, შეიძლება ამის თქმა ჯერ ადრე იყო. მაპატიე კარგი?
ვგრძნობ როგორ მხვდება რაღაც ზურგში,კარი გაიღო წამოვდექი და ჩემ წინ მდგომ ბექას ვუყურებდი,
- მაპატიე კარები თუ მოგხვდა
- არაუშავს
- მოდი ჩემო პატარავ
ჩამეხუტა და შიგნით შემიყვანა
- მაპატიე უსაფუძვლოდ გაგიბრაზდი
- არაუშავს
- ჩემს გამო აღარასდროს იტირო კარგი? უბრალოდ შემეშინდა რომ დაგგკარგავდი,რომ ერთ დღეს ბევრად უკეთესს აირჩევ
- შენ ხარ ჩემთვის საუკეთესო
ამ დროს მახსენდება რომ ეკა მისაღებში დავტოვე
- ვაიმე!
- რაიყო?
- ეკაა
ქვემოთ ჩავრბივარ და არც მიკვირს იქ რომ არ მხვდება მას ყველაფერი უნდა ავუხსნა
ისევ ოთახში შევდივარ
- ბექაა
- რაიყო
- მინდა რომ წამომყვე
- სად?რამე მოხდა?
- ჩემი მეგობარი უნდა ვნახოთ
- რაა? გინდა მეც გამოგყვე? იქნებ აუცილებელი არარის,დარწმუნებული ხარ?
- კი. ახლავე მივდივართ თან
- იქნებ არ ღირს

მიუხედავად ბექას წუწუნისა მაინც ჩემიგავიტანე,ეკას დავურეკე და ვუთხარი რომ ვნახავდი და ავუხსნიდი,ქურთუკის ჩაცმაში დავეხმარე ჯოხი მოიმარჯვა, ხელი ჩავჭიდე და წავედით ,ძალიან მიხაროდა რომ ერთად ვსეირნობდით
ალბათ მასაც,აღმოჩნდა რომ ამხნის განმავლობაში არსად გასულა მხოლოდ ექიმებთან,ცოტა გამიკვირდა 24 წლის ბიჭისგან,თუმცა მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი,დანიშნულ ადგილას ეკაზე ადრე მივედით სკამზე დავჯექით და ველოდებოდით, აი ისიც, მგონი გაუკვირდა " ჩვენი დანახვა"
ეკუშა
რომ მითხრა ყველაფერს აგიხსნი გნახავო,მაშინვე ყველა საქმე გადავდე გიოსაც უარი ვუთხარი შეხვედრაზე, ინტერესი მკლავდა,მაშინვე წავედი
თვალი მოვავლე იქაურობას აი აი ვხედავ მოიცა მარიამი და ბექა?ამას აქ რაუნდა?ეს გოგო გამაგიჟებს უნდა გნახო და გელაპარაკოო და ეს რამ წამოაყვანინა, თან ხომ იცის რომ ბექას უყვარს,ამ ბიჭს რაღას ტანჯავს? ვერ გადამირჩება,მათკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ,იღიმის ახლა სიამოვნებით მოვკლავდი რა უხარია ნეტავ მაცოდინა
გაკვირვებას ვეღარ ვმალავ
- ბექა?
- ჰო
მპასუხობს მის მაგივრად მარიამი
- ამიხსნი ქალბატონო აქ რახდება?
თან ხელით ვანიშნებ რომ როგორც კი მარტოები ვიქნებით ჩემს რისხვას ვერ გადაურჩება
- დაჯექი
მეც მათ გვერდით ვჯდები და ფეხებს ნერვიულად ვაქანებ
- გახსოვს დღეს რომ მკითხე ერეკლეს რა უპასუხეო და მე გითხარი
-რომ სხვა გიყვარს და ბექა რაკავშირშია
- ბექა მიყვარს
მოიცა მოიცა რაო? რათქვა? მიყვარსო? ვინ დედამისის გერი? ამ გოგოს რა მოაწევინეს?
- ხუმრობთ?
- არა არა ეს სიმართლეა ჩვენ ერთად ვართ
საუბარში ბექაც ერთვება
- ხვდებით მაინც ეს რას ნიშნავს? უსიამოვნებები არ აგცდებათ,მარიამ ეს როგორ დაუშვი?გგონიათ ირაკლი და ნინა შეეგუებიან თქვენს ურთიერთობას?არა რა მგონი ორივე მაგრად უბერავთ
მარიამი თავს ხრის ცოტაც და იტირებს,ბექა კი წარბებს ჭმუხნის და ალბათ ნანობს რომ საერთოდ წამოყვა
მეც ვნანობ თავი რომ ვერ შევიკავე მაგრამ
- მაპატიეთ,ზედმეტი მომივიდა ეს თქვენი ცხოვრებაა, რას აპირებთ?
- არვიცი
- შენ მართალი ხარ
- კარგით ახლა ნუ ჩამოგტირით სახეები, მოვიფიქროთ რაიმე აჯობებს
ბექა თავს უხერხულად გრძნობდა,მარიამმა გადაწყვიტა სახლში წასულიყვნენ
- მე მართლა გამიხარდა თქვენი ამბავი,ბექა არგეგონოს რომ შენი საწინააღმდეგო მაქვს რამე, უბრალოდ ვნერვიულობ ხომ ხვდები არმინდა მარიამი დაიტანჯოს
- არაუშავს ეკუშ
- იცით კარგი იქნება ხშირად თუ შემოგვივლით ხოლმე
ამ ბიჭის გაწონასწორებულობით და ზრდილობით გაოგნებული ვარ
- კარგით ვეცდები, დროებით
- დროებით
ვუყურებ როგორ მიდიან ხელჩაკიდებულები და ვხვდები რომ მათი გრძნობა ბევრ დაბრკოლებას გაუძლებს

მარიამი
- იცი თითქოს ბუნება უკვე გასაღვიძებლად ემზადება
- ჰო მალე გაზაფხული მოვა მიყვარს ეგ სეზონი,ულამაზესია
- ჰოდა შეგვიძლია ბევრი ვისეირნოთ ხოლმე
- რა აზრი აქვს მაინც ვერაფერს დავინახავ
- მაგასაც ვნახავთ
- საოცარი გოგო მყავხარ
- მე ყველა სეზონი მიყვარს, ყველა თავისებურად ლამაზია
მალე სახლსაც მივუახლოვდთ,ახლა დავხედე ტელეფონს 10 გამოტოვებული ზარი ნინასგან,შარში ვართ
ისე შევედით სახლში თითქოს და არაფერი გაღიმებული სახით გადავხედე ჯერ ნინას მერე ირაკლის
- სახლში ხართ უკვე?
- სად იყავი მარიამ?
- დედა ჩვენ გავისეირნეთ
- გაისეირნე- თ?!
ირაკლი ფეხზე წამოდგა და მთელი სიმკაცრით წარრმოთქვა
- ხო მამა მე მოვისურვე ჰაერზე გასვლა მარის შევეცოდე და გამყვა,ყოველთვის ხომ ასე ხდება ჩემს მიმართ სიბრალულს გრძნობთ მხოლოდ და ამიტომ აკეთებთ ყველაფერს ჩემთვის
- არა შვილო ასე არ არის
აშკარად შერცხვს ირაკლის
- მაპატიეთ თუ გაბრაზდით მე მისი დახმარება მინდოდა
ბექას ავყევი თამაშში და თავი დავისაცოდავე
- უბრალოდ ვინერვიულეთ ტელეფონს რომ არ პასუხობდით
დაბნეული ჩანდა ნინაც
- მე ოთახში ავალ, ბექა წამოხვალ? თუ რათქმაუნდა ვინმე წინააღმდეგი არ იქნება
- წამოვალ მომეხმაღე
მასთან მივედი ხელი მოვკიდე და კიბეზე ასვლაში მივეხმარე თუმცა ნერვიულობისგან მე თვითონ ძვლივს ვადგამდი ნაბიჯებს
ოთახში შევედით თუარა ორივეს სიცილი აგვიტყდა
- კარგი იყო
- ყოველთვის მინდოდა მსახიობობა
- მაგრამ ყოველთვის ასე არ გაგვიმართლებს ვაჟბატონო
ნაზად ვაკოცე და ჩემს საწოლზე გავწექი,ისკი თავის საწოლზე ჩამოჯდა
-. ბედი ჩვენს მხარესაა
- არვიცი არვიცი
- სულ გამასულელე ტყუილებიც დამაწყებინე
- აჰა ანუ ჩემი ბრალია
- დიახაც, ჩემს სახლში გადმოხვედი ოთახში შემომისახლდი თავი შემაყვარე და გამომათაყვანე,შენ ქალბატონო შენ
- მაგარივარ

არვიცი ჩვენი ბედნიერება რამდენ ხანს გაგრძელდება მაგრამ ახლა ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ და ნებას გაძლევთ გშურდეთ



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

დაე გვშურდეს სიხარულოოოო!!!!!
ეჰჰჰ ბექაა მიყვარხარ!!!!!!!!!!!!!!!
ავტორ მაგარი ხარ!!!!!!!

 


№2  offline წევრი ანობანო

nawkas12345
დაე გვშურდეს სიხარულოოოო!!!!!
ეჰჰჰ ბექაა მიყვარხარ!!!!!!!!!!!!!!!
ავტორ მაგარი ხარ!!!!!!!

აჰ მადლობა
--------------------
ანოსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent