შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ.ი.(თავი4)


26-12-2016, 01:00
ავტორი fencer
ნანახია 1 602

-სად მივდივართ?- კითხვა დასვა თათამ მას შემდეგ რაც, მისთვის უცნობ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ
-მოგიტაცე-უდარდელად თქვა გიორგიმ,ისე რომ გზისთვის თვალიც კი არ მოუშორებია.
-ოოო მასხარა ხარ რა-სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ,აბა საიდან უნდა ცოდნოდა,რომ გიორგი სულ სულ ოდნავადაც კი არ ხუმრობდა? რავიცი რაგითხრათ აბა.
-მარიამის თავს ვფიცავარ თუ გატყუებდე
თათას , მარიამის დაფიცების შემდეგ სახეზე ფერები გადაუვიდა.
-მარიამს ტყუილზე იფიცებ შენ ხოარ გაგიჟდი?-ხვდებოდა,რომ გიორგი არ იტყუებოდა,მაგრამ ბოლომდე ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.
გიორგიმ სვლა შეანელა და მანქანა გზიდან გადაიყვანა.
-გადმოდი ორი წუთი გთხოვ რა
საყვარლად გაუღიმა თათას და მანქანიდან გადავიდა.
თათაც კანკალით გადავიდა და გიორგის გვერდში ამოუდგა.
სულ,რომ არ ელოდა ისე დააცხრა ტუჩებზე გიორგი.ეგონა გული გაუჩერდებოდა,მთელი ტანი დაეხორკლა,გულმა ფართხალი დაიწყო.ხელები კისერზე შემოაწყო და კოცნაში აყვა,უცებ გველნაკბენივით მოშორდა.
-გიორგი ეს...
-გეხვეწები არაფერი მითხრა რა-თავ დახრილმა უთხრა და საკუთარ სხეულზე აიკრო გოგონა,თავი მის კისერში ჩარგო-არ გამაწყვეტინო კარგი?
თათამ უბრალოდ თავი დაუქნია.
-მოკლედ...ის...ვიციი...ბიჭო რა ძნელი ყოფილა ეს ყველაფერი...მოკლედ ვიცი,რომ 30 წლის კაცი ასე არ უნდა ვიქცეოდე,ვიცი ფიქრობ,რომ არანორმალური ვარ,მაგრამ ღმერთს გეფიცები უსასრულობამდე მიყვარხარ,ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო,თუმცა ჩემს თავთან და ბიჭებთან შენს მეთოთხმეტე დაბადების დღეზე გამოვტყდი,იცი რამდენი დამცინეს? მთელი წელი პედოფილს მეძახდნენ.გადიოდა დღეები,კვირები,თვეები,წლები-შენც იზრდებოდი,უფრო და უფრო ლამაზდებოდი,იხვეწებოდი ყველანაირი გაგებით. არიყო ეს ყველაფერი,უფროსწორად არასდროს ყოფილა ეს სიყვარული - შენი გარეგნობიდან გამომდინარე,არ ჰქონია ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა იმას,რომ მართლა ყოველგვარი გადამეტების გარეშე უდაოდ სილამაზის განსახიერება ხარ,მე შენი შინაგანი სამყარო შემიყვარდა,შენი მსოფლმხედველობა მიყვარს,შენი ხასიათი მიყვარს,შენი ადამიანებისადმი დამოკიდებულება მიყვარს,შენ, შენ მიყვარხარ-,,ცამდე და ცის იქეთ",ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდები და ალბათ ერთ დღესაც ამხელა სიყვარულს ჩემი გული ვეღარ გაუძლებს და აფეთქდება,ყველაზე მეტად დედამიწის ზურგზე რაც მინდა შენ ხარ,მინდა ესე 40-50 წლის შემდეგ ბუხართან ვიჯდეთ და ამ ყველაფერს ჩვენს შვილიშვილებს ვუყვებოდეთ,არ მინდა უშენოდ არცერთი წუთის გატარება,თათა მიყვარხარ!
ლოყებზე ხელი მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში,თითქმის არც კი სუნთქავდა გოგონა,გაოგნებული და თან გახარებული უსმენდა ვაჟს.
-იცი.....

თბილისში გადავინაცვლოთ
მარიამთან,საბასთან,კაკისთან,გაბრიელთან და იოანესთან.

დილით უჩვეულოდ კარგ ხასიათზე,საბაზე მიხუტებულს გამეღვიძა,ჯერ ისევ ეძინა.გამეღიმა მის შეჭმუხნულ წარბებზე,როდესაც ლოყაზე ვუჩმიტე
-მოგამტვრევ თითებს
ძილისგან დაბოხებული ხმით მითხრა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
-კარგი რა როგორ შეგიძლია იძინო,როცა იცი რომ შენი დადნაფიცი გათხოვდა?
უცებ წამოფრინდა
-მოიცა გათხოვდი?გეშველა?
მოიცა გუშინ არ მითხარი მიყვარსო....გეთქვა ერთად რომ იყავით უიმეეე.
-შე იდიოტო ცოტა ჩუმაად რა გაყვირებს? თათა ვიგულისხმე
-ა ჩემი თათუსა სანდო ხელშია კაცო.
ჩაიღიმა.
-ჰაა ეხა ან ნებითა
შენითა ან ძალითა ჩვენითა,ვინ გიყვარს-ოთახში შემოლაგდნენ სამივე ბიჭი.
-მე თქვენ მიყვარხართ!
ვცადე როგორმე კითხვაზე პასუხი ამერიდებინა
-მარიამ გვაბრაზებ! საბა მოგკლავთ შენ!
-ჩემგან რაღა გინდათ?
-მარიამ ვინაა არ უნდა გაგვაცნო?
-არავინ დაივიწყეთ
-საბა ვინაამ-თითქმის იყვირა კაკიმ
-პონტი არაა,აი რო მაწამოთ ჩემგან ვერ გაიგებთ.
-მარიამ გისმენთ!-ეს გაბრიელი იყო შეჭმუხნული წარბებით
-დრო მოვა და გაიგებთ
თვალი ჩავუკარი და რაც ძალი და ღონე მქონდა გავიქეცი.ნუ მე კი ვიფიქრე რომ ,,გავიქეცი'' მაგრამ სინამდვილეში ორი ნაბიჯი არ მექნებოდა გადადგმული იომ რომ დამიჭირა,საბა ოთახში გამოკეტეს,მე კი დივანზე დამწვინეს და ღუტუნი დამიწყეს.ღუტუნზე შეიძლება კრუნჩხვებში ჩავვარდე ისე ცუდად ვხდები.
-გამიშვიიით
-ვინაა ?
-არ გეტყვით.....ააააააა....საბაა მიშველლეეეეეეე.....მოვკვდები კაკიიიიი ცუდადვააარ- თან ვიცინოდი თან ვტიროდი-დედას ვფიცავარ ცუდად გავხდები.........აუუუუუუუ თქვენ ნორმალურები ხართ?..............გული გამისკდება ეხა გამიშვიიით......აუ გაბრიელ.....სოფელში......ლამის შემოგაკვ.....შე....შემო...შემოგაკვდით......
ჩემი ოთახიდან საბა ყვიროდა ,,ცუდად გახდება გაუშვით თქვე ჩემისებოო" და მერე ყველაფერი შავმა ფერმა მოიცვა.
გონზე რაღაც მძაფრმა სუნმა მომიყვანა,ისევ დივანზე ვიწექი და თავზე ბიჭები მედგნენ,ყველა გაფითრებული იყო,საბას რაღაც ნაჭერი ეჭირა ხელში და სახესთან მოჰქონდა,როცა შენიშნა,რომ უკვე გონზე ვიყავი.
-ჩემო დაიკო როგორ ხარ?
ძალიან თბილად მითხრა და ჩამეხუტა
-დამშვიდდი კარგად ვარ უკვე.
ხმადაბლა ვუთხარი და ჩავეხუტე.
-მარიაამ-უცებ წამოიყვირეს ბიჭებმა
-აი თქვენ ვაბშე ხმა არ ამოიღოთ! იდიოტები ხართ,30 წლის ბავშვები ხართ!
ვთქვი და წამოვდექი...ოთახში შევედი და წამოვწექი,კარი ღია იყო და კარგად მესმოდა გარედან შემოსული ხმები.
-შ%გ გაქვთ ძმობას ვფიცავარ-საბა
-კაი არ დაიწყო ეხა რა-იოანე
-რა არ დავიწყო ბიჭო,იომ თუ არ იცის,თქვენ რამ გამოგაშტერათ ესე,რომ ლამის მოკალით? რაჭაში კრუნჩხვები რო დაემართა არ გახსოვთ?პროსტა რავი ღმერთს მადლობა,რომ კარგადაა
- აუ საბა შენზე არანაკლებად გვიყვარს მარიამი და შენზე არანაკლები შიში ვჭამეთ ეხა,არ გვჭირდება რა ეს დამოძღვრები და რაღაც-გაღიზიანებული იყო კაკი.
-გვეყოფა,ამ ჩხუბით ვერაფერს ვუშველით,რაც იყო,იყო მეტჯერ აღარ მოხდება,მთავარია კარგად არის.-ჩემი სუპერ მშვიდი გაბრიელი.
მივხვდი,მართლა ძალიან ზედმეტად ინერვიულეს,ამიტომ მათთან გავედი.
-გაჩუმდით რა მართლა კარგად ვარ
სიცილით ვუთხარი და ფიქრი დავიწყე როგორ მომეყვანა ისინი ხასიათზე
-ჰმმ ხო გიყვარვართ?
-რათქმაუნდა
-ხოდა წამიყვანეთ Mc'donalds-ში
-წავედით.

****
-სალარო თავისუფალია
-გამარჯობა
-სალამი,რას მიიეთმევთ?
-5 ბიგმაკ მენიუ თუ შეიძლება,5 სტანდარტული Fრი და 5 შოკოლადის ნაყინი
- დარბაზში თუ წასაღებად?
-დარბაზში-ბიჭებისკენ შევტრიალდი-ორი დარჩით ამოიტანეთ და ორი ამომყევით ადგილი დავიკავით რა

მეორე სართულზე ავედით და ბოლოში ფანჯარასთან დავჯექით,მალევე მოიტანეს ,,ჩვენი სიყვარულები" და გემრიელად შევუდექით ჭამას.ჩვენგან მარჯვნივ, დაახლოებით ჩემხელა ძალიან ლამაზი გოგონა და ალბათ ასე 3 წლამდე პატარა პრინცესა იჯდნენ...საყვარლად იცინოდნენ,გამეღიმა მათ შემხედვარე,საბამაც გახედა და ვეღარ გამოვახედეთ რასაც ქვია.
-დედოოოო ანგელოზია ბოსის შვილი ვიყო-მეგრული აქცენტით თქვა საბამ და გულიანად ავხარხარდით-უნდა გავიცნო რაა
-შენ გიჟი ხომ არ ხარ შეაშინებ ,დაეგდე ადგილზე.
-მაცადეთ!
ფეხზე წამოხტა და მათი მაგიდისკენ წავიდა


საბა და უცნობი გოგონა

-ვაიმე რა სისაყვარლე ბავშვიაა - რაღაც საოცრად თქვა საბა კეკელიამ-რა გქვია ფერია?-ბავშვისკენ დაიხარა და ლოყებზე წაეთამაშა
-ტასიკო გვქვიაო-პატარა ბავშვის ხმით თქვა უფროსმა ,,ფერიამ".
-თქვენი შვილია?-ღიმილით ახედა გოგონას და მისთვის საინტერესო კითხვა დაუსვა.
-დროებით-ღიმილითვე უპასუხა გოგონამ, ღმერთო რალამაზიაააა
-ეგ როგორ?
-დიდი ისტორიაა
-მე დროც ბევრი მაქვს-დააიგნორა გოგონას მაღლა აწეული თვალები-მე საბა მქვია
-ანასტასია
-სასიამოვნოა
-ხო,ჩემთვისაც.
-მარტო ხარ?
-კი
-იქეთ ჩემი მეგობრები ზიან,ხომ არ შემოგვიერთდები?
-რავიცი....სიამოვნებით.
-ნუ პრინციპში აქეთ უნდა შემოგიერთდეთ,იქ ვერ დავეტევით
ბავშვებს ანიშნა გადმოსულიყვნენ.


-გამარჯობა
მხიარულად მიესალმა ყველას
-ეს ანასტასიაა ბავშვებო,გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან-კაკი,გაბრიელი,იოანე და პრინცესა მარიამი
-სასიამოვნოა
-ჩვენთვისაც-ვუთხარი მე-ძალიან გგავს,შენი შვილია?
-არა,დისშვილია ოღონდ დროებით მე ვზრდი-სევდიანად ჩაილაპარაკა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-რა ხნისაა?
-2 წლის და 4 თვის.
-შენ რატომ ზრდი?
-პირადული და დიდი ისტორიაა...
-ამ ბოდიში.
-არა რა ბოდიში,უბრალოდ ჩემი დის ისტორიაა და არ მიყვარს ამაზე საუბარი
-არ არის პრობლემა გესმის
თბილად გავუღიმე-რამდენი წლის ხარ?
-21ის თქვენ?-გადმოგვხედა ბავშვებს
-მე 22ის,ესენი 30ის და საბა 28ის.
-ამმმ არ გეტყობათ ბიჭებო.
-მარტო ერთი და გყავს?-ლაპარაკში ჩაერთო კაკი
-კი მარტო ერთი და მყავს.
-რა გვარი ხარ ტასო?-ვკითხე მე
-ლაცაბიძე
-ლაცაბიძე?-წამოვიყვირეთ ყველამ ერთად და პირი დავაღეთ
-კი რა მოხდა-იკითხა გაოცებულმა
-თეკლას დახარ?-ხმადაბლა იკითხა კაკიმ და პასუხს დაელოდა.
-მე.....კი თეკლას და ვარ,იცნობთ?-თვალებ გაფართოვებულმა გვკითხა და თავი მოწყენილმა დახარა.
-კი ვიცნობთ,მე და ჩემი დაქალის კურსელი იყო,ვმეგობრობდით,ბიჭებსაც იცნობდა,შემდეგ უბრალოდ აორთქლა,როგორ არ ვცადეთ მისი მოძებნა,მასთან კონტაქტზე გასვლა,თუმცა უშედეგოდ.დაახლოებით 1 თვის შემდეგ უნივერსიტეტში ხმა გავარდა,რომ ის...
-აღარ დაასრულო რა...
ტირილით თქვა და თავი ჩახარა
საბა ეჯდა გვერდით,ჩაეხუტა..
-ნუ ტირი რა,საერთოდ არ გიხდება
-იმ ყველაფრის შემდეგ,ორსულად დარჩა,აბორტის გაკეთება უნდოდა,თუმცა არაფრის დიდებით არ გავაკეთებინეთ,მოკლედ ანასტასია ეყოლა,ბავშვი არ გაუკარებია,სუსტი აღმოჩნდა,დღემდე არ იკარებს,ვერ იკარებს.მშობიარობის შემდეგ,სულ ჩაიკეტა,არავის გვიკარებს სულ ცოტას ჭამს,და ყველაფერს ლეწავს თავის ოთახში,თვითმკვლელობაც სცადა,ვენები გადაიჭრა,მოკლედ...
-უნდა ვნახო-თითქმის ტირილით ვთქვი-გთხოვ რა
-არ გაგიკარებს,არ არსებობს
-მოუწევს,ოღონდ მარტო ვერ შევძლებ..
-ბიჭებს მითუმეტეს არ გაიკარებს მარიამ!
-ვხვდები,თათა როგორც კი ჩამოვა აუცილებლად უნდა ვნახოთ,გთხოვ რა
-კარგი,ახლა ჩვენი წასვლის დროა
-ნომერი ჩამაწერინე გთხოვ რა
-......-ნომერი მომცა
-კარგი,მადლობ ტასო,დროებით!
-პირიქით,დროებით
დაგვემშვიდობა და პატაა ანასტასიასთან ერთად დატოვა ტერიტორია.
-საწყალი ტოო, რები გადაუტანია თეკუნას,მაგრად შემეცოდა რა-თქვა გაბომ-უო აზრზე ვერ მოხვედი ხო რა ბაზარია
-არა რატო,დაახლოებით მოვწვი,გააუპატიურეს?
-ხო,საწყალი,ჩამოვიდეს მალე თათა,უნდა ვუშველოთ რა
-ხო რათქმაუნდა!

****

-გიორგი ისე იო და მარო რა კაი წყვილი იქნებოდნენ ხო?
-რამ მოგაფიქრა ახლა ეგ შეგიძლია მითხრა?
სიცილით გადახედა საყვარელ ,,აწ უკვე ქალს".
-რავიცი მე,რატომღაც წარმოვიდგინე,რომ ერთმანეთს ძალიან უხდებიან
-ჩვენზე ძაან ტო?
-არა კაცო რასისულელეა
თქვა სიცილით და საყვარელი კაცის მკერდზე თავი უფრო კომფორტულად მოათავსა.
-მიყვარხარ ცქნაფა
-მეც მიყვარხარ

რავიცი ვცადე და გამოვიდა რამე?წინასწარ ბოდიში შეცდომებისთვის,ველი კომენტარებს,მიყვარხართ!
ბავშვებო სულ მალე,ერთ ისტორიას შემოგთავაზებთ კიდევ, ,,6 წლის შემდეგ",მისი პირველი თავი მედო საიტზე,ცოტა რამ შევცვალე,გავასწორე და მთლიანად დასრულებულს შემოგთავაზებთ მალე. <3



№1  offline წევრი Mtirala

Au kai iyo da vaime saba shemiyvarda gabro super bichi gio gijuna da romantika xolo io ukomentarod jer varafers vityvi
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2 სტუმარი Niniko

Dzaan magaria gaagrdzele ra es istoria am saitze bevri istoriaa magram me mxolod tqvensas vkitxulob dzalian gtxovt imedebi ar gamicruot da ar shewyvitot am istoriis wera moutmenlad velodebi shemdeg tavs

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მაგარიააააააააააა
საბაააააა მიყვარსსსსსს
ველოდები სჰემდეგს

 


№4  offline წევრი fencer

Mtirala
Au kai iyo da vaime saba shemiyvarda gabro super bichi gio gijuna da romantika xolo io ukomentarod jer varafers vityvi


მიხარია თუ მოგწონს <3 ხომ,ჯერ-ჯერობით არც იოს პერსონაჟი მყავს გამოყოფილი და არც კაკის,ვეცდები მაქსიმალურად კარგად ჩავრთო ისტორიაში ეს ორი <3

nawkas12345
მაგარიააააააააააა
საბაააააა მიყვარსსსსსს
ველოდები სჰემდეგს


აჰაჰ <3 12-ს რომ გადაცდება დავდებ სავარაუდოდ <3

Niniko
Dzaan magaria gaagrdzele ra es istoria am saitze bevri istoriaa magram me mxolod tqvensas vkitxulob dzalian gtxovt imedebi ar gamicruot da ar shewyvitot am istoriis wera moutmenlad velodebi shemdeg tavs


უღრმესი მადლობა,შეწყვეტას ნამდვილად არ ვაპირებ <3 თორმეტი საათის შემდეგ ავტვირთავ შემდეგ თავს <3
--------------------
მ.კოკო

 


№5  offline წევრი allercic to humans

ძალიან მომწონს ეს ისტორია გუშინ დავიწყე კითხვა და პირველად ეს მოტხრობა წავიკითხე ძალიან მომეწონა სხვა თემებთან შედარებით. მოკლედ მოუთმენლად ველი 12საათს kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent