შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და ცუდი ბიჭები (დასასრული)


26-12-2016, 20:19
ავტორი gonegirl
ნანახია 14 516

ჩემო ბუსუნსულებო მოკლედ ამის წერა ორი მიზეზით დავიწყე 1.მოწყენილი ვიყავი 2.მინდოდა რაღაც ისეთი დამეწერა რის წაკითხვასაც თვითონ ვისურვებდი,ხოდა დავრეგისტრირდი და ისე შემოვშლიგინდი საიტზე და დავიწყე წერა არავისთვის არაფერი მიკითხავს(თავხედი მე),თუ ამდენი წაიკითხავდით არც დამესიზმრებოდა,ჰოდა ახლა ვეღარ წარმომიდგენია როგორ გავძლებ ყოველდღე ვინმემ თუ არ მომწერა მალე დადე თორე დაგახრჩობო და მეორემ თუ არ დააყოლა ეს რომ გაწყვიტო აგჩეხავო,მოკლედ ასეთი ტკბილები ხართ თქვენ. FBთი დადებულ კომენტარებს ვერ ვპასუხობ მაგრამ სუყველას ვკითხულობ,და მადლობა ყველას საყვარლებო :** მათ ვისაც facebook უნდოდა პროფილის აღწერაში სკაიპს გიტოვებთ,შეგიძლიათ იქ მომწეროთ რაც გინდათ :** ახლა კი წავედი ამ არდადეგებზე უნდა ვიშლიგინო,მერე გამოცდებს ჩავაბარებ და თუ ძაან ძაან მომენატრეთ ბონუს თავით ან რამე მსგავსით ალ ბი ბექ :დდ ყველაზე გიჟურ ახალ წელს გისურვებთ! მიყვარხართ
----------------------------------------------------------------------------

ლიკა

-ლიკუნა დაგავიწყდი?-წივის კატო
-მოვქრივაარ!
-დროზე თორე დადგა მეორე ახალი წელი!
მოსართავ ნათურებს ხელს ვავლებ,კოკა-კოლას საახალწლო რეკლამას თვალს ვწყვეტ და ღიღინით მივემართები ნაძვის ხესთან სკამზე შემდგარი კატოსკენ,ერთ ბოლოს წვერზე ამაგრებს,გაგრძელებას კი კოლაბორაციული მუშაობით ვახვევთ ტოტების გარშემო.
-ასე მგონია რაღაც გვავიწყდება-ტუჩებს პრუწავს კატო.
გონებაში ვთვლი..სათამაშოები, წვიმები, ფიფქები, ნათურები,თოვლის ბაბუა
-ვაიმე თოვლის ბაბუა გოგო!-ხელს ზემოთ ვიშვერ
-ხო ხო მოაცუნცულე ჩქარა!-სკამიდან ჩამოდის, როგორც კატო ეძახის „პრაზდნიკების ყუთში“ ძველ სათამაშოებს შორის ვიქექები,გაფუჭებულ ნათურებს ვწევ და ჩვენი თოვლის ბაბუაც აქ არიის! ნაძვის ხის ქვეშ ბოლო დეტალსაც ვათავსებ და უკან დახეული ვათვალიერებთ
-ეგ არის-ხელს მიშვერს გაბადრული კატო
-ეგ არის-ხელზე მხიარულად ვუტყაპუნებ
-წამო ახლა იმათ დავეხმაროთ-მაჯაში მავლებს და სამზარეულოსკენ მიმარბენინებს
-რომელი საათია?-ჭურჭლით სავსე თაროდან თავს წევს ნინი
-ჯერ შვიდია-ვპასუხობ და ხილს ლანგარზე ვალაგებ
-ადრე ყოფილა,პროდუქტებს როდის ამოიტანენ?-მაცივრის კარს ხურავს თამუნა
-ამოვლენ მალე-ვეძახი და სიტყვა არ მაქვს დამთავრებული კარზე ზარის ხმა ისმის
-მოვიდნენ მგონი-პურის საჭრელი დანა ხელში უშეშდება კატოს და გაფართოებული თვალებით მიყურებს,ვხვდები რაც ჭირს
-დამშვიდდი და ისუნთქე-ვუჩურჩულებ,თავს თანხმობის ნიშნად მიქნევს და მეც კარის გასაღებად მივემართები. ცელოფნებმომარჯვებული ჯაბა,დათო და ჩემი ხალებიანი ყიჟინით აჭრიან ოთახში. ლევანი გაბადრული იგრძელებს კისერს და მკოცნის
-რატო ვარ ცოცხალი ეს რა დავინახე-ხარხარებს დათო
-მოვედიით-ყვირის ჯაბა და სამზარეულოსკენ გენერალივით მიემართება,სანამ ესენი პროდუქტებს ალაგებენ თეფშებით ხელში გაზქურასთან გაშეშებული კატოს გვერდით ვიტუზები.
-არ მოსულა?-მიჩურჩულებს ქურდულად
-არა-მეც ვჩურჩულებ
-საიდუმლო სერობა-თვალით მანიშნებს და საძინებელ ოთახში ვიპარებით,კარს საგულდაგულოდ ვხურავ.
-დამპალი!-ბოლთას სცემს კატო
-გული მიგრძნობს მოვა-თვალებს ვაწვრილებ
-ხუთი დღე ლიკუნა,ხუთი დღეა არ მინახავს-თმებს ნერვიულად იწევს
-ხო გირეკავდა?-ხელებს ვიქნევ
-კი ერთხელ გალეწილმა მთვრალმა,მეორეჯერ კიდე დარეკა და ხმას არ იღებდა,ბოლო სამი დღეა ამასაც აღარ შვება-ფანჯარასთან დგება
-რატომ არ გინდა ლევანს ვკითხო? გვეტყოდა ყველაფერს-ვიმეორებ ბოლო დღეებში მილიონჯერ ნათქვამ ფრაზას
-არა იმ ვირს არ ვაფიქრებინებ რომ მენატრება-ბურტყუნებს
-და ხომ გენატრება
-რა თქმა უნდა არა!-თავს იქნევს,თვალს თვალში ვუყრი
-ხო კაი მენატრება,ფილმი უნდა გადავიღო „როგორ მოიპარა ბაჩუკიმ შობა“-ლუღლუღებს და მობილურს იღებს
-ურეკავ?-ხტუნვას ვიწყებ
-უიმე არა ლიკუნა თორნიკე მწერს წერეთელზე ვარ და ხუთი წუთით თუ გამოხვალო
-ისევ? რა უნდა?-საწოლზე ვჯდები
-რავიცი მე,ფონიჭალელ მკითხავს ვგავარ? მოიცა ვკითხო-კლავიატურაზე აწკაპუნებს
-არა თორნიკე კარგი ბიჭია მაგრამ მე კატო-ბაჩოს ფანკლუბის წევრი ვარ-ვკისკისებ
-უიმე ლიკუნააა-თვალებს მიბრიალებს და მესიჯს ხსნის-გელოვანის კონსპექტები მინდაო
-გოგო 31ში რისი კონსპექტები მოუნდა ნუ გადამრიე-ბალიშს ვესვრი
-რავიცი მე გადის ალბათ მერე ქალაქიდან,კაი იმდენჯერ დაგვეხმარა ვალში ვარ-ფრუტუნებს
-აქ რო ამოვიყვანოთ,ჩასვლა არ გეზარება?
-ვაიმე გენიოსი ხარ ლიკუნა-თმებს მიჩეჩავს და აგრძელებს-თორნიკესაც დავპატიჟებ დღეს და რომ გაიგებს ის ვაჟბატონი მერე ვნახოთ თუ არ გამოყოფს თავისი სასახლიდან თავს-თითს დემონსტრაციულად წევს კატო
-გინდა აეჭვიანო?-ვხითხითებ
-არა ფიანდაზები უნდა დავუგო,ხო ეგ მინდა-ხელებს აფრიალებს,ვცდილობ ახალი იდეა გონებაში გადავხარშო
-ჰაჰ შეიძლება გაამართლოს კიდეც-წარბებს ვათამაშებ
-გეგმას „სხვა თუ არაფერი გულზე მაინც გავსკლიცოთ ბაჩუკი“ გახსნილად ვაცხადებ!-აღტკინებული მიღიმის კატო და მესიჯის წერას იწყებს.
სამზარეულოში ამაყად მივაბიჯებთ დოქტორი ბოროტება და ასისტენტი ბოროტება
-მოდი გასინჯე-ხელს მიქნევს ჩემი ხალებიანი. კატოს თვალს ვუკრავ და ლევანისკენ მივდივარ,გამოწვდილ ტრიუფელს თავისი ხელით მაჭმევს
-რა ტკბილია-ვუყურებ ნებისმიერ ტრიუფელზე უფრო ტკბილს
-ვისი არჩეულია-ხელს გვხვევს გოჭის ხორც მომარჯვებული ჯაბა
-შენ არ შეგვარგო განმარტოება-მხარს კრავს ლევანი
-ჯაბაა! ასე თუ გააგრძრლებ ჭამას 12 საათამდე ძვლები დაგვრჩება მარტო-წივის ნინი
-აუ ამან ხომ გამიხურა მთელი დღეა-ხელს იქნევს ჯაბა და ფრუტუნით გვშორდება
-ვაიმე ბუბუ ნუ გვედები ფეხებში-მუცელგატენილი კნუტი მისაღებისკენ გაყავს კატოს-ესე იგი გასკდა დღეს ნაჭამი!-ბურდღუნებს გზადაგზა
-ბიჭებო ზეთისხილი დაგავიწყდათ?-იცხადებს თამუნა,შავ ცელოფანს ვხსნი,ხო აქაც არ დევს
-აუ ეგ ვის გაახსენდა-თავში ხელს ირტყამს დათო
-მე მაინც ჩასასვლელი ვარ ცოტა ხანში და გამოვიყოლებ-ქუდს იხურავს უკან დაბრუნებული კატო და თვალს მიკრავს.
-მალე მოდი-ვეძახი და ისევ სუფრას ვუბრუნდები.
მაგიდას ნელ-ნელა ვავსებთ ტკბილეულით და ხილით,დროებით მაცივარში შენახული კერძებისთვის ადგილს ვტოვებთ
-უი სასმელები ბიჭებო? მარტო ეს გვეყოფა?-კონიაკისკენ იშვერს ხელს ნინი
-არა ბაჩი ამოიტანს-პასუხობს ლევანი,მისკენ მრავლისმეტყველ მზერას ვტყორცნი და გაფქვილული ხელით ჩემსკენ ვაბრუნებ
-ანუ ამოვა?-თვალებს ვჭყეტ
-მალე აქ იქნება-მიღიმის ჩემი ხალებიანი. უიმე კატო ანუ სულ ტყუილად პატიჟებ თორნიკეს ისედაც გამოძვრა დათვი ბუნაგიდან. ფიქრებიდან მსხვრევის ხმას გამოვყავარ,მე და ნინი ერთდროულად გავრბივართ მისაღებ ოთახში,გულზე მეშვება,ვაიმე ბუბუ რა! ტოტებში გახლართული მაიმუნი ცალი თათით სათამაშოს იჭერს მეორეთი ღეროს ებღაუჭება.
-აიყვანე მე ნამსხვრევებს ავიღებ-კისკისებს ნინი. მავნებლობის განსახიერებას ხელს ვკიდებ და ზარის ხმაც არ აყოვნებს. მე და შენ მოგვიანებით ვილაპარაკებთ ცუდო კატავ! საკეტს ვწევ და თავისუფალი ხელით კარს ვაღებ
-გამარჯობა ლიკუნა-მიცინის ორივე ხელში ყუთებდაჭერილი ბაჩი
-მოდი-შევცინი და სამზარეულოსკენ მივუძღვები
-სასმელი მოვიდა სასმელი-ყვირის მხიარულად და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებს. ჯაბა მაშინვე ჩვენთან ჩნდება და შამპანურების თვალიერებას ფრანგი ექსპერტივით იწყებს.
-ამის პატრონი სადაა?-ბუბუს ფრთხილად მართმევს ონიანი და მუხლებზე ისვამს. ჰაჰ სულ ამაოდ მაინც არ ჩაუვლია კატო შენს თავგანწირვას. ბოროტი ლიკუნას დროა.
-ქვემოთ ჩავიდა მეგობარს უნდა შეხვდეს-მხრებს ვიჩეჩავ და ლევანის გვერდით ვსკუპდები,მხარზე ხელს მხვევს.
-თითქმის ყველაფერი მზადაა თერთმეტისთვის ბოლომდე გავაწყობთ და ეგაა-ქერა თმებს იწევს თამუნა. დათოც ქშენით გვიერთდება
-აუ ყველაზე მთავარი მაშხალები რო დაგვავიწყდა ბავშვებო-შეშფოთებული შემორბის ჯაბა
-ოჰ მაგის გარეშე ახალი წელი არ დადგება ხოიცი-ხითხითებს დათო
-აუ კატომ ზეთისხილი ხო უნდა ამოიტანოს და ეგეც რო დავაბაროთ?-გვთავაზობს თამუნა
-და სალფეთქების დამატებაც დაგვჭირდება მგონი-ხელს წევს ნინი
-მე ჩავალ,კატერინასაც გავუვლი და ბარემ რაც გვჭირდება ყველაფერს ვიყიდით-გვიცხადებს ბაჩი და „აბა ზუსტად მითხარი სად არის ის ქალბატონი“ მზერას მტყორცნის.

კატერინა

-ეს შენ-მიწვდის თორნიკე მიხაკების თაიგულს.ჰო მგონი კონსპექტების თრევით სულ ტყუილად გავისარჯე,ჯანდაბა შენც კაი დებილი ხარ კატო!
-მადლობა,სასაფლაოდან მოიპარე ხო?-ვხითხითებ
-არა აქვე ვიყიდე იმ მაღაზიაში-გაკვეთილზე დაგვიანებული ბავშვივით შეშფოთებული მაძლევს ახსნა-განმარტებას,ჰო იუმორში აშკარად ვერ ვართ.
-კონსპექტები მოგიტანე-ვუღიმი და ჩანთისკენ ხელი მიმაქვს
-ცოტა გავისეირნოთ თუ ძალიან არ გეჩქარება-მუდარით სავსე მზერას მაპყრობს,მორჩა გადავიფიქრე ამის სახლში დაპატიჟება მე!
წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამემდე რამდენიმე საათიღა დარჩა,მე კი მივაბიჯებ ქუჩაში ლამაზი ყვავილებით რომლებიც არ მომწონს, სიმპათიურ ბიჭთან ერთად რომელიც ასევე არ მომწონს, ო რა ბედნიერებაა. ხელზე პატარა ფიფქი მეცემა, არ არსებობს! ზემოთ ვიყურები. ფანტელები უფრო და უფრო ხშირდებიან.მესიჯის ხმაა,ზანტად ვხსნი, „დღეს ყველა ამოვა“- ვკითხულობ ნაჩქარევად. მოიცა ეს რატომ მომწერე ლიკუნა? ყველა ანუუ სულ ყველაა?
-რაღაც სერიოზული უნდა გითხრა-მესმის გვერდით მდგომის ხმა,ოღონდ ის არ მითხრას რასაც ვფიქრობ,მორჩა, დაიწყო...
-კატო,მოკლედ ძალიან მომწონხარ და ვიფიქრე ხომ ხვდები არა-უხერხულად ახველებს. ვერა თორნიკე ვერაფერსაც ვერ ვხვდები! საერთოდ რატომ არ მიმატყდა ფეხები აქ რომ ჩამოვბლაყუნდი. კარგი სასწრაფოდ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვო! ფილმებში მოსმენილ ყველა საჭირო დიალოგს ვიხსენებ და მისკენ ვბრუნდები
-თორნიკე მართლა ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ძალიან გაფასებ,მაგრამ მხოლოდ მეგობრულად გიყურებ-ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ
-იქნებ მაინც გვეცადა?-უკან არ იხევს. ღმერთო რა უხერხულია! ახლა რა ვუთხრა პრობლემა შენში კიარა ჩემშია თქო? არა კატო ეგ მეტისმეტად ამერიკულია
-მაპატიე თორნიკე არ გამოვა,მეგობრებად დავრჩეთ კარგი?-ხელს კონდოლიზა რაისივით ვუწვდი
-კარგი რა გაეწყობა,რომ გადაიფიქრო მთელი წელი წინ გვაქვს-მიღიმის და ხელს მართმევს. სასწრაფოდ უნდა გავშორდე ბრძოლის ველს! გეზს პირდაპირ მარკეტისკენ ვიღებ,მოიცა გვერდით მანქანა მომყვება თუ მეჩვენება? კაი რა თორნიკე! ვჩერდები და თავს მარჯვნივ ვაბრუნებ, ბაჩუკი? მისი უმაღლესობა უკვე გაჩერებული რაშიდან მთელი მეფური სიდიადით გადმოდის. პირი დამუწე კატო!
-აბა პატარავ მოგენატრე?-ხელებგაშლილი ისე მოაბიჯებს გეგონება სამი დღე მე არ დამერეკოს ჩემი თავისთვის.
-შენ აქ რას აკეთებ?-ვცდილობ სახე გავასწორო
-საყიდლებზე გამომიშვეს-თავს ოდნავ გვერდით ხრის
-კაი მეც მარკეტში მივდივარ-ნიკორასკენ თაიგულიან ხელს ვიშვერ,ჰაჰ ეს ვის გაახსენდა,მოიცა კარგად ავუფრიალო ცხვირწინ
-მაჩვენე-მართმევს-კაი რა ვინ ჩუქნის გოგოს ამნაირ დაჭმუჭნულ ყვავილებს
-მიხაკებია ვადაგასულო ირემო-თვალებს ვუბრიალებ. წამის მეასედში ჩემი აწ უკვე ყოფილი თაიგული მწვანე სანაგვე ურნაში ხვდება
-უი ჩამივარდა-ქირქილებს სანამ პირს მოვაღებდე
-რატო გადამიგდე იდიოტო-ხელზე ვბრწკენ.
-კაი რა ისე უგემურად გამოართვი არც მოგწონდა-ფხუკუნებს,მოიცა რამდენი ხანია ეს აქაა? ახლახან თავი რომ გაეცი ხვდები ბაჩუკი თუ ვერა ჯერ? კარგი თავმოყვარეობა არ დაივიწყო კატო!
-მორჩა მე სხვა მაღაზიაში წავალ!-ვუცხადებ და ნიკორას წინ ვჩერდები
-კაი მაპატიე დღეს შენი გაბრაზება არ მინდოდა-სრული სერიოზულობით მიცხადებს.
-კი როგორ არა-ცხვირს ვიბზუებ და მოსაბრუნებლად ვემზადები.
- შოკოლადებს გიყიდი,რაფაელოსაც და კიდე რასაც დაადებ თითს-წარბებს მითამაშებს. ჰოდა რას ვამბობდი თავმოყვარეობაზე?
დახლებს შორის გატენილი გორგოლაჭებიანი კალათით მივაბიჯებთ
-შენ ეს უნდა გიყიდო მოაჯდები მერე და იფრენ ხოლმე-ქირქილით ხელს იშვერს საახალწლო წითელბანტიანი ცოცხისკენ
-თოვლის ბაბუას თხოვე ჭკუა მოგიმატოს-ტუჩებს ვპრუწავ
-იმასაც ვთხოვ ენა დაგიმოკლოს-მის ხელს მხარზე ვგრძნობ,რატომ გადის მუხტი მთელ ტანში?
მგონი ყველაფერი ვიყიდეთ,მისი მანქანისკენ ნელა მივაბიჯებთ,რა სასწაულად ბარდნის! ფიფქები წამწამებზე მეცემა,რაშთან მისული წამით ვჩერდები და ისევ მაღლა ვიყურები,ახდა კატო შენი ოცნება,ახალ წელს გათოვდა!
-ახლა რაღაც რომ არ გავაკეთო გავგიჟდები-წინ მესვეტება მისი უმაღლესობა
-დამშვიდდი ბაჩუკი გიჟი ხარ შენ უკვე-ვკისკისებ
-ესენი დამიჭირე-ცელოფნებს მაწვდის
-ჯელტმენობის განახიერება ხარ მოკლედ-ორივე ხელით ვიჭერ,ჰო საკმაოდ მძიმეები ყოფილა.
-სულ ორი წამით ხელები დაკავებული უნდა გქონდეს-იცინის
-და ხომ ვერ ამიხსნი რატომ უნდა მქონდეს?
-გახსოვს რომ გითხარი არ გაგაბრაზებ თქო?
-კი-თავს ვუქნევ
-გადავიფიქრე-ტუჩის კუთხეს ტეხს და სახეს ორივე ხელით მიჭერს
-ბაჩ...ცივი ფიფქების ფონზე მისი ცხელი ტუჩები მეკვრება,ვცდილობ ხელები ავწიო,ჯანდაბა ცელოფნები,ჭკვიანი მაიმუნი! თვალები თავისით მეხუჭება და მის ყოველ მოძრაობაზე ვგრძნობ როგორ ფეთქავს არტერიებში სისხლი. გაღიმებული მშორდება, კარგი კატო ახლა სახე გავასწოროთ და ისე მოვიქცეთ ვითომ მთელი კვირაა მხოლოდ ამაზე არ გვიოცნებია.
-ტუტუცო-ფეხებს ვაბაკუნებ
-ჩაჯექი-ცელოფნებს მართმევს და ხარხარით მიღებს კარს
-ფეხით წავალ-ვუჭრი მკაცრად
-კატო სამ წამში ან ჩაჯდები ან ჩაგსვამ-თავით დასაჯდომად მანიშნებს-სამი..ორი...
თვალით ვზომავ მანძილს ჩემსა და მას შორის,ახლა მზერა უახლოეს ასახვევზე გადამაქვს
-კატო მაინც დაგიჭერ-პასუხს მცემს ართქმულ გეგმაზე,უიმე ხო კაი. თბილ სალონში ვთავსდები
-სულ ცოტათიც არ მოგენატრე?-ღვედს იკრავს
-გუშინწინ ჩემი ზარი ნახე?-კითხვას ვუბრუნებ
-კი-დამნაშავესავით ამბობს
-და რატომ არ გადმომირეკე?-თავს მისკენ ვაბრუნებ
-არ მეცალა-ბურტყუნით ძრავს მანქანას.
-ჰოდა არც მე მომნატრებიხარ-ჩემს მინას ვაშტერდები.
კართან ლიკა გვეგებება და თოვლის ბერტყვით შიგნით შევდივარ.
-აბ ადროა დავტრიალდით-ფეხზე ხტება ჯაბა და ფუტკრებივით მოფუსფუსეები ყველა ჩვენს საქმეს ვპოულობთ. პურს საცივის გვერდით ვათავსებ და თეფშების დათვლას ვიწყებ,კი ზუსტად რვაა.
-გზა დაუთმეთ კეისარს-ღვინის დოქებით მოქრის დათო.
-ყველაფერი ადგილზეა!-ბოლო ნამცხვრებით სავსე თეფშსაც ამატებს ლიკა და ტელევიზორს რთავს,ინსტიქტურად საათისკენ ვიყურები,ჰაჰ ნახევარი საათიც და მშვიდობით 2016 წელო. ლიკუნა ჩემს გვერდით სკუპდება,ლევანიც გვიერთდება,მაგიდის გარშემო დაბარებულებივით ვიკავებთ ადგილს და ორ წამში გაქაფული პოლემიკა იწყება რომელ ქვეყანაში როგორ ხვდებიან 31 დეკებერს.
-ხალხო ათი წუთი დარჩა-ერთდროულად ყველა ვჩუმდებით ნინის ხმაზე, დათო გამწარებული გვივსებს შამპანურის ჭიქებს, სიჩქარეში აჟიტირებული თამუნა იდაყვს თავში კრავს ჯაბას,დებილებივით ვიცინით მის ბურდღულზე
-იწყებაა-კივის ლიკუნა და ოპერატორთან ერთად უკუთვლას ვიწყებთ
ათი..ცხრა..რვააა....შვიდიიიი...ექვსი...ხუთი
პირდაპირ მჯდომ თაიგულების რისხვას თვალს თვალში ვუყრი,მიღიმის
ოთხი....სამი...ორი....ღრმა ჩასუნთქვა და ერთიიიიიიიიი....გილოცააავთ! ჭიქებს ხორხოცით ვუჭახუნებთ ერთმანეთს
-ვაიმე კატო ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ-კისერზე მეკიდება ლევანის მკლავებიდან თავდაღწეული ლიკუნა
-მეეეეც-ვწივი და ვეხუტები-ხო მანანასთან დარეკვა არ დაგვავიწყდეს მივულოცოთ!
-ნეტა სულ ასე იყოს-აღფრთოვანებული ჩამჩურჩულებს-მე,შენ და ცუდი ბიჭები
ტელევიზორიდან მერაია ქერი ბოლო ხმაზე მღერის All I Want For Christmas Is You,
-მე,შენ და ცუდი ბიჭები-ვიმეორებ და ლიკუნას კიდევ ერთხელ ვეხვევი,სადღეგძელოს მომლოდინეებს გვერდს ვუვლი,ჩემს საყვარელ მომენტს ვერ გამოვტოვებ! სამზარეულოს დასკუპულ ბუბუს ხელს ვავლებ და აივანზე გავდივარ,ფიფქების ფონზე ცას ასობით ფეიერვერკი ანათებს,ჰო აი ამას ქვია ჯადოსნური ღამე,გაოცებულ ბუბუს გულზე ვიკრავ
-ახალ წელს გილოცავ ველურო!-ყელთან ნაცნობ სუნთქვას ვგრძნობ
-ახალ წელს გილოცავ ვირო-თავს მისკენ ვაბრუნებ
-თითქმის ორი წლის წინ პირველად ჩავაგდე გოგო აუზში-ხითხითებს
-თითქმის წელიწადნახევრის წინ პირველად გავუშვი ბიჭი ნარკოლოგიურში-სიცილს ვეღარ ვიკავებ
-გიყვარვარ?-მის ხელს მხარზე ვგრძნობ,უიმე კატო ნუ დადნები ახლა
-არასდროს აღარ დამტოვო იდიოტო-ცას მიშტერებულს თავისით მეთქმევინება
-ბოლო სამი დღეა მაგ საკითხზე ფვიქრობ-ხმას იწმენდს
-ოჰ მერე რა მოვიფიქრეთ სოკრატე?-მისკენ ვბრუნდები
-აი ეს-ჯიბიდან პატარა ყუთს იღებს. ჰაჰ კი როგორ არა დავიჯერე,ამაში ბეჭდის გარდა ყველაფერი იქნება,არ გამიკვირდება სადღაც ახლომახლოს ჩაცუცქული ჯაბა ვიდეოს გვიღებდეს და მერე მთელი წელი ღადავში ამომხდიან სულს
-ჰე თქვი ახლა რა არის შიგნით კანფეტი? ჰაჰ სულ ცარიელია ხო?-ბუბუ მარცხენა ხელში გადამყავს.თავს იქნევს.
-ვაიმე ბაჩუკი ხოჭო რომ გადმობობღდეს იცოდე ამ ღამით დაამთავრებ სიცოცხლეს-თითს ვუქნევ. ყუთს ხსნის და ცხვირწინ მიფრიალებს,სიკვდილო მართლა ბეჭედია?
-შენ ამას არ იზამ-ჰაერს ღრმად ვისუნთქავ
-კი ვიზამ,ახლა კი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამასრულებინე სათქმელი-თვალებს მიბრიალებს და მარჯვენა ხელს ნაზად მიჭერს
-მოკლედ რომ არა ეს ჰორმონები ჯერ არ შემოგთავაზებდი მაგრამ ვინაიდან ჩემს მამაკაცურ ღირსებას მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და თან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მიყვარხარ,ცოლად გამომყვები კატო?
დაჩოქილ მის უმაღლესობას სავარაუდოდ იდიოტივით ვუყურებ,რა სიგიჟეა! ტვინის ჯერ კიდევ მოქმედი ნაწილი წამის მეასედში მატყობინებს როგორი იქნებოდა ის დღე,ცერემონია უეჭველი ივნისში გაიმართებოდა,მანანას,ლამარას და ნადიას ტრიო უკვე წარმომიდგენია,კარში დაცვა დაგვჭირდებოდა გადარეული გიჟპოეტა რომ არ შემოეშვათ. მხოლოდ ერთი წამით დავუშვათ რომ დავთანხმდი,თუ ქორწილამდე ერღმანეთი არ დავხოცეთ რაც ძალიან მეეჭვება,ქორწინების წლის თავზე ერთ-ერთი ჩვენგანი ციხეში იქნება მეორე კი კუბოში,ოღონდ რომელი სად ჯერ ვერ გადამიწყვეტია,თუ რაღაც სასწაული მოხდა და ბავშვებამდეც მივაღწიეთ სისასტიკით სადღაც პუტინს და ჰიტლერს შორის ვორჭოფოფ და როცა გაიზრდებიან უკეთეს შემთხვევაში ნახევარ თბილისს,უარეს შემთხვევაში კი ნახევარ მსოფლიოს გადაბუგავენ ისე გასართობად. მოკლედ ყველაზე საშინელი წყვილი ვართ დედამიწის ზურგზე!
-კატო ფეხებს ვეღარ ვგრძნობ-ფიქრებიდან გამოვყავარ სიცილნარევ ხმას. ჩვენების ხარხარი უკვე ახლოს მესმის,ალბათ მაშხალებით მოემართებიან აივნისკენ. ცას კიდევ ერთი ფეიერვერკი ანათებს და მზერა ყველაზე ბაჩუკურ ბაჩუკიზე გადამაქვს,ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და თვალებს ვატრიალებ
-ჯანდაბას,თანახმა ვარ!



№1  offline წევრი neilo

მთელი ისტორია,ყვალა თავი გაღიმებულმა წავიკითხე.ასე ერთ ტემპში იუმორი ჯერ არ წამიკითხავს.საოცარი ისტორია იყო და გული დამწყდა რომ დამთავრდა.იმედია მალე შემოგვთავაზებ რამე სახალისო ისტორიას.

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ( ეს კივილი იყო))
აუ რა მაგარია აუ რა მაგარი ხარრ მიყვარხარ!!!!!!!!!!!!!!!!!
არ ვიცი რა გითხრა სიტყვები არ მყოფნის
გიჟI ხარ მეცც გიჟI ვარ მეც მინდა ასეთი აახალი წელიიიი.
მგარი მოთხრპობა იყო ძაან ვისიამოვნე არასდროს მომბეზრდება ამათი ამბების კითხვა. აბა შენ იცი დიდი მადლობა ასეთი მაგარი მოთხრობისთვის. ლეო და ბაჩიიიი მიყვარხართ!!!!!!!!!!!!
დიდი მადლობა. წარმატეებები!!!!!!!!!

 


№3  offline მოდერი ^paradise^

რო არ დაბრუნდეეე ვაიმე რას გიზაამ იციი?!!! ახალი ისტორიით ვსო მე შენზე დამოკიდებული ადამიანი ვარ <3 მინდა ასეთი ბაჩუკი :დ კონდოლიზა რაისის ხელის აშვერაზე იმდენი ვიცინეე :დ წარმომოდგენია <3 მოკლედ გაფიცებ რაისს.. დაიფიცე სრულიად საქართველოს წინაშე,რომ ახალი ისტორიით მალე დაბრუნდები !! არ ვიცი მე გამოცდები,ბედობა,ჭამა-სმა.. დაქალები,შეყვარებული ისა ესა..

 


№4  offline წევრი სალი-სალი

ვაიმე ახლა გავგიჟდები :დ ეს რა მადლი ქენი ერთად რომ დატოვე ორივე :დ რომ წავიკითხე გავნათდი <3 ესრა საოცრება იყო ძალიან მომეწონა გეფიცები ამდენი კაიხანია არ მიცინია<3 შენ შექმენი ყველაზე გადარეული არანორმალური და გასაოცარი წყვილო <3 მოკლედ ველოდები შენ ახლა გენიალურ ისტორიას ჩიტო <3

 


№5  offline წევრი eto-elene

ააა მაგარია :* :* ვიცოდი ვიცოდი რომ კატო და ბაჩუკი ისევ შერიგდებოდნენ :) მოკლე ძალიან მაგარი ისტორია და ყოველთვის როდესაც შენს ისტორიას ვკითხულობ ძალიან ვხალისობ :) ეჰ მომენატრება ეს ისტორია მაგრამ იმედი მაქ რომ მალე დაიწყებ ახალ ისტორიას რომელიც ამის ნაირად სასაცილო და მხიარული იქნება <3 <3 მოკლედ აბა შენ იცი წარმატებები და აბა შენ იცი♡♡♡

 


№6 სტუმარი გვანცა))

იმენაა ყველაზე მაგარიი იყოო რაა

 


№7 სტუმარი Each is ski

ვაიმე შენ არ იცი რამდენად განსხვავებული და კარგი გამოგივიდა ეს ისტორია

 


№8 სტუმარი Anuuka

ეს რა იყო ღმერთო... ძაააააააალიან მაგარია უძალიანმაგრესი..

 


№9  offline წევრი babi3001

Auuuu dzaan. Magari iyooo au rogor mwyinsss rom damtavrda dzaaan mixaroda roca am motxrovas dadebuls vxedavdii motxrobaa romelic mamxuarulebdaaaa imedia aseti stilis motxrobebs kidev dadeb

 


№10  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ხაიმეეეეეე
ეს რაიყო
ძაან გცემ,რომ არ დაბრუნდე
კატოს და ბაჩუკის ჰიტლერთან და პუტინთან ერთდ დაგადდგები და გამოგჭრი ყელს გეუბნები
ან ჩემი ბრჭყალებითც გაგალამაზებდი
უმაგრესი რო ხარ ხოიიცი
დალშ ბევრს აღარ გავაგრძელებ

 


№11 სტუმარი Guest ანი

ვაფშე ყველაზე მაგარი გოგო ხარ ! მე აქ ასეთი ისტორია ჯერ არ წამიკითხავს.. განსხვავებული,სახალისო,ლამაზი.. მოკლედ საოცრება ხარ! ველოდები შემდეგ ისტორიას...

 


№12 სტუმარი Anna

ძაან მაგარი გოგო ხარ !
იცოდე არ დაიკარგო,მალე დაგვიბრუნდი <3

 


№13  offline წევრი Eka_EkaterinE♥

ცოლობის თხოვნა გამიგია მარა ასეთი? :D მაგარი გოგო ხარ ♥♥

 


№14  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Gavgijdebi rogor miyvars es ori aaaaaaa chemi sikvdili shens kiserze iyos miyvarxar miyvarxar da bachi chemia da mudam chemi iqneba katistan ar damabezgot miyvarxar da mudam meyvarebi
--------------------
M.D

 


№15 სტუმარი lile

ძალიან მაგარიი იყოო ველოდები შემდეგ ისტორიას შენგან იცოდე

 


№16  offline წევრი OnlyGirl

ასეთი მხიარული მოთხრობა ჯერ არ წამიკითხავს <3 ძალიან კარგი ხარ აიი ძალიანნ *-*

 


№17  offline ადმინი მწარე

აუუუუ კააი რაა რადროს დამთავრება იყოოო რას დაველოდო ხოლმე აწი მეეეე ოოოო ავტორ რაა მაგრამ რაც იყო კაი იყო მარა კიდე მინდაა
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№18  offline წევრი isterichka123

ratomgac ufro gijur dasasruls velodi dan momewona es siaxle roagar daideba albat rameshvwleba

 


№19  offline წევრი Imedisferi

რაღაცნაირი ტკბილი დასასრული იყო სითბოთი რო აივსება ადამიანი კითხვის დროს <3 დამდეგს გილოცავ <3

 


№20 სტუმარი Tako...^^

Jandabaaaaaa!!!! Ra magari iyoooo..... tito winadadeba 3 jer gadavikitxeee .... auu ra magari vinme xarrr !! Miyvarxar uzomod..^^ da am istoriaze xo saertod vgijdebi...!! Chemi favoritia am saitze da ar vici rogor gavdzleb uamisod ... albat yovel meore dges isev axali tavis molodinshi davasruleb ... !! Auu martla ar vici ra vtqva... xshirad wavikitxav .... dzalian xshirad ... unda davizepiro :dddd miyvars .. miyvars...miyvars...da miyvarxar shen !!! <3 <3
Takoo...^^

 


№21  offline წევრი LonnDa Bedianidze

ძაალიაან მაგრაად წეერ

 


№22 სტუმარი Lana

Auuu umagresiaaaaaa.....midii raaa gaagrdzeleeeee

 


№23  offline აქტიური მკითხველი lalita

მპკლედ ძალიან კარგი იუმორი გაქვს და თან ისე კარგად გადმოსცემსულ სიცილით ჩავიკითხე ყოჩაღ და არც იფიქრო რომ არ დაბრუნდე.

 


№24 სტუმარი ბუბუკა

უმაგრესი გოგო ხარ,სიტყვები არ მყოფნის შენი საქებარი,ბრავოოო!!! წარმატებები

 


№25 სტუმარი Guest მარიამი

ვუაიმე ყველაზე მაგარი ხარ შენ და მადლობა რო ასე კარგად დაამთავრე უმაგრესი ადამიანი ხარ ♥♥♥♥

 


№26  offline ადმინი ano23

მართლა კარგად ვიხალისე ამ ისტორიაზე..მართალია,რაღაც-რაღცეები ცოტა დაახვეწი გაქვს წერისას,მაგრამ ეგ თანდათან თვითონ დაიხვეწება.. წარმატებებს გისურვებ და გელით ახალი პოზიტიური ისტორიით ❤
პ.ს სხვათაშორის შენმა ისტორიამ ჩემს ორდღიან უჟმურობას უშველა :D ^_^

 


№27  offline წევრი lamazmani

vaimr ai dzaan magari iyo sityvrbi ar myofnis iseti sul vkitxulobdi magram mgoni aqamde ar damiweria kpmentari da exla unda davwero ai dzaan magari iyo ragac gansxvavebuli sayvarloba mxiaruli ayvrlaferi ertad iyo am istoriashi motavsebuli rac ki kargia yoveltvis moutmenlad velodi rodis daideboda da roca vnaxavdi axal tavs lamis cekva damewyo ise mixaroda da ar mindoda morcheniliyo es bachuki ragac gasagijebeli iyo katoze laparaki ar maqvs ori giji ertad ragac saswaulia da guli damwyda ro damtavrda da vegar vnaxav axal tavebs magram iqneb meore nawili dawero darwmunebuli var umagresi iqneba dzaan nichieri xar gansxvavebulad wer da am drois madzilze ise shemiyvardi da sheni istoriebic rom amis mere sul wavikitxav shens istoriebs

 


№28 სტუმარი NaaaTaTo0o

Au dzaan magari iyo ar mindoda ro dasrulebuliyo.. dzalian kargi bolo iyo. Imedia axal istoriebsac dadeb gelodebiii..

 


№29  offline მოდერი gonegirl

Tako...^^
Jandabaaaaaa!!!! Ra magari iyoooo..... tito winadadeba 3 jer gadavikitxeee .... auu ra magari vinme xarrr !! Miyvarxar uzomod..^^ da am istoriaze xo saertod vgijdebi...!! Chemi favoritia am saitze da ar vici rogor gavdzleb uamisod ... albat yovel meore dges isev axali tavis molodinshi davasruleb ... !! Auu martla ar vici ra vtqva... xshirad wavikitxav .... dzalian xshirad ... unda davizepiro :dddd miyvars .. miyvars...miyvars...da miyvarxar shen !!! <3 <3
Takoo...^^

მეც მიყვარხარ ტკბილოოო ❤❤❤❤ ხო დაზეპირებაზე მეც ვიფიქრებ

LonnDa Bedianidze
ძაალიაან მაგრაად წეერ

მადლობა საყვარელო
Lana
Auuu umagresiaaaaaa.....midii raaa gaagrdzeleeeee

მადლობა ❤❤ ვნახოთ

ბუბუკა
უმაგრესი გოგო ხარ,სიტყვები არ მყოფნის შენი საქებარი,ბრავოოო!!! წარმატებები

იი მადლობა დიიიიდი

lalita
მპკლედ ძალიან კარგი იუმორი გაქვს და თან ისე კარგად გადმოსცემსულ სიცილით ჩავიკითხე ყოჩაღ და არც იფიქრო რომ არ დაბრუნდე.

დიდიიი მადლობა

ano23
მართლა კარგად ვიხალისე ამ ისტორიაზე..მართალია,რაღაც-რაღცეები ცოტა დაახვეწი გაქვს წერისას,მაგრამ ეგ თანდათან თვითონ დაიხვეწება.. წარმატებებს გისურვებ და გელით ახალი პოზიტიური ისტორიით ❤
პ.ს სხვათაშორის შენმა ისტორიამ ჩემს ორდღიან უჟმურობას უშველა :D ^_^

ძალიან მიხარია

Guest მარიამი
ვუაიმე ყველაზე მაგარი ხარ შენ და მადლობა რო ასე კარგად დაამთავრე უმაგრესი ადამიანი ხარ ♥♥♥♥

მადლობა შენ საყვარელო

lamazmani
vaimr ai dzaan magari iyo sityvrbi ar myofnis iseti sul vkitxulobdi magram mgoni aqamde ar damiweria kpmentari da exla unda davwero ai dzaan magari iyo ragac gansxvavebuli sayvarloba mxiaruli ayvrlaferi ertad iyo am istoriashi motavsebuli rac ki kargia yoveltvis moutmenlad velodi rodis daideboda da roca vnaxavdi axal tavs lamis cekva damewyo ise mixaroda da ar mindoda morcheniliyo es bachuki ragac gasagijebeli iyo katoze laparaki ar maqvs ori giji ertad ragac saswaulia da guli damwyda ro damtavrda da vegar vnaxav axal tavebs magram iqneb meore nawili dawero darwmunebuli var umagresi iqneba dzaan nichieri xar gansxvavebulad wer da am drois madzilze ise shemiyvardi da sheni istoriebic rom amis mere sul wavikitxav shens istoriebs

ძალიან დიდი მადლობაა

ტკბილოოო მარწყვო

NaaaTaTo0o
Au dzaan magari iyo ar mindoda ro dasrulebuliyo.. dzalian kargi bolo iyo. Imedia axal istoriebsac dadeb gelodebiii..
მადლობა
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№30 სტუმარი Guest Mancho

მაგარი ხარ კიდე დაწერეხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent