შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გიჟების წესებით VI


27-12-2016, 05:02
ავტორი Anonimka95
ნანახია 1 449

მასთან ავედით სახლში. ყველა კუთხეს ეტყობოდა მისი მარტოობა. ალაგ-ალაგ მიყრილი ტანსაცმელი, გასარეცხი თეფშები. გამოფიტული სახლი რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანის ცხოვრებას იტევდა. სახლი მარტოობის. პატარა ქოხს მოგაგონებდათ, თავშესაფარს მაგრამ თავი ისე მყუდროდ ვიგრძენი, ისე მშვიდად. ეს გრძნობა ძალიან უცხო იყო ჩემთვის. უჩვეულო. აქეთ-იქეთ ვიყურებოდი, ჯერ ისევ ვათვალიერებდი აქაურობას. თუმცა სანახავი ბევრი არაფერი იყო. ოთახში შევედი, ისე ციოდა რო გამაჟრიალა კიდეც. პატარა წითელი გაზის გამათბოელი იყო ჩართული რომელსაც ალბათ იმდენად იშვიათად რთავდა რომ სახლი გათბობასაც ვერ ასწრებდა რომ იყინებოდა ისევ. იატაკზე პოპკორნი ეყარა. ამის დანახვაზე კი გამეცინა. საწოლზე ჩამოვჯექი და ვთხოვე ზეთი მოეტანა და პოპკორნი. ქვაბი რომელიც იქვე მიეგდო ავიღე და გამოვრეცხე. 10 წუთში პოპკორნს შევექცეოდით. ისე მციოდა რომ კურტკა არც კი გამიხდია. თვალები მეხუჭებოდა უკვე უძილობით. ლუკა მეორე ოთახში გავიდა. მე საწოლზე წამოვწექი და ისევ ვათვალიერებდი ოთახს. ამ დროს ისიც შემოვიდა ორი ყავის ჭიქით და ერთი მომაწოდა.
- შენ მაინც არ მიკეთებ და მე მაინც გაგასინჯო როგორია ჩემი მომზადებული ყავა- გამეცინა მის ნათქვამზე, საწოლზე წამოვჯექი და ყავის ჭიქა გამოვართვი, ცხელი ყავა იმდენად კარგი იყო ახლა, სულ მთლად გამათბო.
- რამდენი წლის ხარ?
- 18
- ოჰ ბავშვი ყოფილხარ. - გავბრზადი მის სიტყვებზე, თავს ბავშვად ნამდვილად ვერ ვგრძმობდი იმის მიუხედავად რომ ძალიანაც მინდოდა ბავშვი ვყოფილიყავი.
- და რატო ვითომ? შენ რამდენის ხარ?
- ოო მე დიდი ვარ.
- მაინც?
- 23
- ოჰ რა დიდი ხარ... დაბერებულხარ და ეგაა. - გავუცინე გაბრაზებულმა.
- ასაკი მარტო იმით არ განისაზღვრება რამდენი წელია არსებობ ამ ქვეყნად არამედ რამდენი წლით გაუსწრო შენმა ცხოვრებამ და ტვინმა შენს ასაკს. ასე ვთვლი მე.
- მაშინ რას ფიქრობ, რამდენი წლის გამოდის შენი ცხოვრება და ტვინი?
- ძაან რო არ გავწელო ასე 40-45
- მაშინ მე 38 წლის ვარ
- რატო გგონია?
- ძაან აღარ გავწელე, მე ხო პატარა ვარ შენზე? - გავუცინე
- ნუ წელავ სულელო დატკბი ბავშვობით.
- იმით ვერ დატკბები რის შესახებაც არაფერი იცი.
- რატომ მაგონებ ჩემ თავს?
- შენ?
- ხო მე. - თვალები ამარიდა და ჭიქას ჩააჩერდა,, მერე ადგა ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა.

ვუყურებდი მას და საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. სიმშვიდეს რომელიც იმდენად მაკლდა ამდენი წლის შემდეგ. ეს ადამიანი რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო იყო საოცარ სიახლოვეს ვგრძნობდი. ვუყურებდი მას და უბრალოდ მეღიმებოდა, ამდროს ისიც მოტრიალდა ჩემკენ
- რა გაცინებს?
- არა, არაფერი. მეძინება.
- კარგი,
ლუკამ ოთახში შუქი ჩააქრო და საწოლზე ჩამოჯდა გამათბობელი მოატრიალა საწოლისკენ და ცეცხლს უყურებდა. მეც წამოვწექი და მის სახეს ვაკვირდებოდი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბიჭი, მაგრამ აი ეს ჩვეულებრივი ბიჭი ძალიან მოქმედებდა ჩემზე. მისი თვალები იმდენ რამეს მალავდა, მინდოდა გამეგო ყველაფერი, არ მომწყინდებდა მისი მოსმენა არასოდეს.
- ჩამეხუტები? - არ ვიცი რატომ ვკითხე ეს მაგრამ სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი და თვალებში შევაჩერდი. ჯერ გაკვირვებით შემომხედა და მერე გამიღიმა
- რათქმაუნდა.
გვერდით მომიწვა. მე კი ზურგი შევაქციე და გადავტრიალდი. მინდოდა ზურგით მივკროდი მას, თუმცა ყველაზე სასაცილო ის იყო რო კურტკით ვიწექი ისევ და იმდენად მციოდა რომ გახდას არც ვაპირებდი. ჯერ ის ვამოწმებდი ლუკას ოღონდ ისე რომ მეთვითონაც ვერ ვხვდებოდი. მისი ხელი მუცელზე დავიდე და გავჩუმდი. ერთ ხანს თავი მოვაჩვენე რომ ვითომ მეძინა. ის კი არც ინძრეოდა, სუნთვქითაც ისე სუნთქავდა რომ ძლივს მესმოდა. ის არ გავდა სხვებს, არ გავდა იმ ბიჭებს რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ როგორ ჩაითრიონ გოგო საწოლში. ლუკას კი ამის დიდი შანსი ჰქონდა , მაგრამ ის უბრალოდ მეხუტებოდა. ამ ფიქრებში ჩამეძინა,
- ყავას დალევ ძილისგუდავ?
- რომელი საათია? დავაგვიანეთ? - გიჟივით გავახილე თვალები, თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი, ეს იყო პირველი დილა როცა ბიჭთან ერთად გამეღვიძა, პირველი დილა როცა სამსახურის ან სახლის გარდა სხვაგან გავიღვიძე, უცნაური მაგრამ ყველაზე ლამაზი დილა როცა თვალების გახელის თანავე მის სახეს წავაწყდი, მის უმშვენიერეს თვალებს.. თავს უცნაურად და ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი. მერე საკუთარ თავს დავხედე და გამეცინა კურტკა მეცვა ისევ და უარესად შემცივდა.
- ჯერ შვიდის ნახევარია. ნუ ნერვიულობ, თუ გინდა დაიძინე ისევ
- არა, არა ავდგები.
- იწექი ჯერ. ცივა სახლში, ცხელ ყავას დაგალევინებ და გამოფხიზლდები ნელ-ნელა.
ვუყურებდი როგორ აკეთებდა ყავას. თმებში ბუმბულები შევამჩნიე და გამეცინა
- რა გაცინებს? - მომიტრილდა ისეთი სისწრაფით რომ შევცბი.
- ზურგი არ გექავება? - სიცილით ვკითხე
- რა? - ახლა უკვე გაოცებული მიყურებს
- ფრთებს ამოუჭრია უკვე
- რას იძახი, კიდე გძინავს? - ამჯერად თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან
- თმებში ბუმბულები გაქ და წადი სარკეში ჩაიხედე იქნებ ფრთები გაგეზარდა.
ის ისევ მიყურებს და უცბად ისე გაიცინა რომ ძლივს ამოისუნთქა. ყავის ჭიქები ტუმბოზე დააწყო და საწოლზე ჩამოჯდა. მე ჩანთას ვეძებდი მეორე საწოლზე. სიგარეტის პაჩკა ამოვიღე და საწოლში გავსწორდი. ერთი ღერი ამოვაცურე და მოვუკიდე.
- რას ხედავდი სიზმარში? - სერიოზული სახით მეკითხება, ამ კითხვას იმდენად არ ველოდებოდი რომ ნაფაზი ისე გამიჩერდა ყელში რამის დავიხრჩე, სინამდვილეში არ მახსოვდა რა ვნახე სიზმარში
- არ მახსოვს , რატო მეკითხები?
- მთელი ღამე ცქმუტავდი
- მართლა?
- ხო და იცი რა?
- რა?
- მუცელზე გეფერებოდი.
- მერე?
- მერე? მერე შენც ჩერდებოდი და აგრძელებდი ბავშვივით ძილს... - მის სიტყვებზე გამეღიმა და გულში რაღაც გაფრთხიალდასავით. უბრალოდ ვუღიმოდი. მერე მის სიტყვებს დავუფიქრდი
- შენ რა ღამე არ გძინებია?
- არა
- რატო?
- მინდოდა მენახა როგორ გეძინა.. მთელი ღამე ვუსმენდი შენს სუნთქვას, რა გამოიარა შენნმა 38 წლის ცხოვრებამ ასეთი? ასე რატო შფოთავ 18 წლის ბავშვი?
- არაფერი ისეთი. ის რაც ყველამ. - არ მინდოდა პასუხის გაცემა და რაც შემეძლო უმნიშვნელოდ ვუპასუხე.

უკვე ტაქსში ვიჯექით. ლუკამ მაღაზიასთან გააჩერებინა და ორი ქილა ლუდი იყიდა.
- ჯერ დილაა და შენ უკვე სვამ?
- აბა მაგათ ჩემმა მტერმა უყურა ფხიზელი თვალებით - მის სიტყვებზე გამეცინა. ერთი ქილა მე მომაწოდა, უარი არ მითქვამს. დღეს სხვანაირი დღე იყო, ჩემი ცხოვრებიდან ამოვარდნილი დღე, ანუ არაფერი ხდებოდა დღეს ისე როგორც უნდა მომხდარიყო და ხდებოდა აქამდე. ღამე ბიჭთან ერთად მეძინა და მეგონა რომ ეს სიზმარში ხდებოდა, თუმცა ეს ყველაფერი რეალობა ყოფილა და მასთან ერთად გავიღვიძე, ახლა კი დილა იწყება სასმლით. ნეტა როგორი იქნება ჩემი ამ უცნაური დღის გაგრძელება?
სამსახურში არ მინდოდა ერთად შევსულიყავით. არ მქონდა არავის ჭორაობის თავი. ამიტომ ტაქსიდან ჯერ მე ჩამოვედი და ის მოშორებით. რესტორნის ეზოში უკვე იკრიბებოდნენ ნელ-ნელა თანამშრომლები, მეც მათ გვერდით დავჯექი და თვალებით ლუკას ვეძებდი. ჩემს გვერდით ორი მიმტანი გოგო იჯდა, ნათია და თიკო. თავს ჭორაობით ირთობდნენ. ამ დროს ყური მოვკარი თიკოს სიტყვებს
- ლუკა, ლუკა, აი ნახე ის მაინც ჩემთან იქნება.
- რა ვერ ამოიგდე თავიდან? რატო დაემსგავსე ყველას. ან რა აქვს ამ ბიჭს ასეთი ასე რო ირევით?
- აუ კაი რა შეხედე რა ბიჭია, გარეგნობა, ქცევები. და ღმერთო საწოლში რა არის არ ვიცი..
- შენ რა მასთან იწექი?
- დიახ, ჩვენ ერთად ვართ.
- მართლა? და მე რატო არ მითხარი?
- ჯერ მეც არ ვიცოდი მარა კვირაზე მეტია უკვე ერთად ვართ სამსახურის მერე.. და როგორ გითხარი სამუდამოდ ჩემი გახდება.... უყურე ისიც მოდის....
ყვირილით წამოხტა თიკო და ლუკას კისერზე ჩამოეკიდა. ჩემი ყოჩაღი ბიჭიო იძახდა რაც შეეძლო ხმამაღლა. ამ სანახაობაზე გამეცინა, ცოტა მეწყინა კიდეც მაგრამ არ შევიმჩნიე. თვალები მანამ ავარიდე ამ ,, საყვარელ წყვილს" სანამ ლუკა შემამჩნევდა და ბარისკენ წავედი. ჩანთა მაცივრების გვერდი მივაგდე
- ფხიზელი თვალებით - ვბურტყუნებდი და თან ცარიელ ჭიქას ღვინით ვივსებდი, ერთი ჭიქა, ორი და სამიც ჰოპ ეგაა. უკვე კარგად ვარ. მართლაც ამართლებს. დარბაზში გავდივარ ფლეერს ვაერთებ ნოუთბუქში და რაც ლისტში ყველაზე გიჟური სიმღერა მაქვს ვრთავ და ცეკვით ვბრუნდები ბარში დასალაგებლად,
- მაპატიე - არსაიდან გამოჩნდა ლუკა
- რა გაპატიო?
- წეღანდელი
- ვერ მივხვდი , ბოდიში
- რაც ეზოში მოხდა
- აა ხო, დაიკიდე ოქ?
- რა დავიკიდო ღადაობ?
- გუშინდელი
- ნინი ეხლა ჭედავ ატყობ?
- არ მცალია საქმე მაქ
- რატო ეჭვიანობ?
- ნუ მაცინებ. რაზე ვიეჭვიანო
- ნი
პასუხი აღარ გავეცი, გვერდი ავუარე და გარეთ გავედი. არ ვიცი რატომ მეტკინა ასე. უბრალოდ ვცდილობდი ცოტახნით იქაურობას მოვშორებოდი. ახლა მარტო ყოფნა მინდოდა. მარტო მინდოდა ყველაფერზე მეტად. ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში. ვცდილობდი არ მეფიქრა. არ მინდოდა მეფიქრა რამეზე. მივდიოდი და არ ვიცოდი სად, მივდიოდი და არც ის ვიცოდი რატომ..
..



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მაგარიააა
აუ ლუკა რა საყვარელიააააა!!!!!
ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!

 


№2  offline წევრი Anonimka95

nawkas12345
მაგარიააა
აუ ლუკა რა საყვარელიააააა!!!!!
ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!

მადლობა ჩემო კარგო. მალე გაგრძელდება ისტორია

 


№3 სტუმარი Guest ketu

აუ მალე დადე რა გთხოოოვ
ძალიან ძალიან მომწონს ავტორიც და ისტორიაც kissing_heart

 


№4  offline წევრი Anonimka95

Guest ketu
აუ მალე დადე რა გთხოოოვ
ძალიან ძალიან მომწონს ავტორიც და ისტორიაც kissing_heart

შევეცდები მალე დავდო.. დიდი მადლობა გენაცვალე heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent