need you (1)
"შარშან უფრო საშინელი , ცივი ქარი ჰქროდა, მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ სულ არ მეშინოდა!" *** გოგო შოკია! ლამაზი! არაჩვეულებრივი!მაღალი! ქერა! მწვანეთვალება! გამხდარი! კურნოსა! მომაჯადოებელი ღიმილი! გოგო შოკია! უნაკლოა! უბრალოდ უნაკლოა! ნინაზე ზუსტად ამას ამბობდნენ, ნინა გოგო შოკია, ვერავის გაამტყუნებ. დადის ყოველთვის გაღიმებული, აი იცით როგორი ტიპია? თავის ემოციებს არ დაგანახებს, მისი სახიდან ემოციებს ვერ ამოიკითხავ, აი ასეთია ნინა. ნინა ყოველთვის ცდილობს იყოს კარგი, მაგრამ არა იმიტომ , რომ ყველას მოწონდეს და თბილისის "სიამაყე"ს ეძახდნენ, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გრძნობებს, ის არასდროს დაუშვებს , რომ ვინმეს ეტკინოს , მის გარშემო! აი ასეთია ნინა, ბავშვობიდან , სკოლიდან ყოველთვის იმათთან მეგობრობდა ვინც იჩაგრებოდა, არადა ყველას უკვრიდა რატომ უნდა იმეგობრო , მსუქან, უაზრო, მტირალა, ჟღვლინტიან ბავშვთან, როდესაც შეგიძლია იმეგობრო "უმაგრეს" გოგონებთან! აი ნინას ამ ყველაფერთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდა და ამბობდა "ვისთვის, როგორ!"-ო. ძალიან ბევრი ეტენებოდა ნინას, მაგრამ მას ყოველთვის შეეძლო გარჩევა , ვინ იყო ადამიანი და ვინ თავისთავზე შეყვარებული ეგოისტი, ასე, რომ ვთქვათ ესმოდა ამ სიტყვების აზრი "ვარდთა და ნეხვთა ვინთაგან , მზე სწორედ მოეფინების". არასდროს ცდილობდა ყოფილიყო საუკეთესო ,ეს ბუნებრივად ხდებოდა. აი ასე ხდებოდა და ვსო! ასეთი ლამაზი იყო, ასეთი კეთილი,გულახდილი და არასდროს ყოფილა პირდაპირი ესეც იმიტომ, რომ ვინმესთვის გული არ ეტკინა, ის უბრალოდ არ დაუშვებს ,რომ ვინმეს მისსავით ეტკინოს, არასდროს! თქვენ გგონიათ ნინასთვის მარტივია? არა! ყოველ წამს იმისთვის , რომ სხვები დაამშვიდოს ჯერ საკუთარი თავის დამშვიდება უწევს, ხანგრძლივ ომს მართავს საკუთარ თავთან , ის ამ ყველაფერს თავის ნერვების ფასად აკეთებს, მაგრამ არ ყოფილა მომენტი, რომ ეს ენანა, ნინა ადამიანებს ძალიან მალე უყვარდებათ, უყვარდებათ მისი ასეთი თვისებების გამო. არადა არავინ იცის , რომ ნინას უამრავი ნაკლი აქვს რომლებიც მის თავში სამარადისოდაა შემალული და ფიქრობს არც არასდროს გამოაჩენს , არა იმიტომ, რომ ვინმე ეგოისტმა , ამპარტავანმა არ თქვას "რა უნაკლო, ამაზე მეტი ნაკლი ვის აააქ!"-ან მსგავსი სისულელე. ნინა არავისთან არარის ამპარტავანი, ბოროტი ან თუმდაც მობეზრებული არ უსმენს მისი მეგობრების ისტორიას, მას მათი ამბავი ყოველთვის აღელვებს, ასე თავისი ამბავი არ აღელვებს როგორც სხვების, რა ჰქნას ასეთია! ასეთია და მორჩა!ზუსტად ამიტომ ჰყავს მილიონი მეგობარი, იგი ხომ ყველას უყვარს! *** -დეე მე მივდივარ. -კაი ნინ. დღეს მე და ჩემი გოგოები დასალევად მივდივართ და არ მოვალ სახლში. -ოკ დედაჩემი საკმაოდ ახალგაზრდა, გამგები და საოცრად კეთილი ქალია! მას არასდროს შეუწყვიტავს მეგობრობა თავის დაქალებთან იმის მიუხედავად, რომ ჩემს გამო მათ ხშირად ვერ ნახულობდა, ესეიგი მამა გარდაიცვალა 2 წლის წინ , ხოდა ბარბარე დიდ ხანს გლოვის შემდეგ ჩემი თხოვნებით გამოკეთდა და აი ახლა ასე ვართ. აი იცით როგორია ბარბარე? ყოველთვის ესმის ჩემი , დებივით ვართ. მყავს ორი მეგობარი ნიკა და ლიკა. ლიკუნა და ნიკუშა ჩემთვის , აი ნიკუშა ძალიან მაგრად მიყვარს, აი უსაზღვროდ!ბავშვობიდან სულ ჩემს გვერდითაა, ლიკუნასთანაც კი არ ვარ ისე როგორც ნიკუშასთან! როდესაც რაიმე მიჭირს, ვტირი, ცუდად ვარ, ნიკუშაა ის ადამიანი რომელიც ჩემთანაა, არასდროს მტოვებს მარტო , ყველაზე მეტად კი იმიტომ მიყვარს, რომ როგორც არ უნდა ვტიროდე მაინც შეუძლია ჩემი გაცინება, აი სულ , რომ არ გამოსდიოდეს , მაინც რაღაცნაირად მაცინებს, ვგიჟდები უბრალოდ, სიცოცხლეს მირჩევნია, ერთადერთი ადამიანია ვისაც ჩემი ცრემლი აქვს დანახული და ეს დღემდე ასეა, მახსოვს ნიკუშა 3 წლით იყო წასული ლონდონში! 3 წლით! მაგრამ იმის მაგივრად , რომ ურთიერთობა გაგვეწყვიტა ან ისე აღარ გამოგვსვლოდა რამე პირიქით, უფრო იმატა მონატრებამ, ნოსტალგიამ, უფრო დავახლოვდით, მთელი დღეები ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებულები, აი იმიტომ მირჩევნია ყველას , რომ მისი ძმაკაცები დასალევად , რომ მიდიოდნენ და ეძახდნენ ის ჩემთან რჩებოდა და მელაპარაკებოდა, ყოველთვის ყველას ვერჩივნე, ანალოგიურად ვარ მეც. მე ვიცი რომ როდესაც დამჭირდება ის მეყოლება ყოველთვის და მხარში ამომიდგება! ეს არ ნიშნავს, რომ ლიკუნასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს ან მე ან ნიკუშას , არა უბრალოდ მე და ნიკა უფრო სხვანაირად ვართ ერთმანეთთან. თავში ეს ფიქრები მიტრიალებდა ქუჩაში, რომ გავედი. ეჰ რა მეშველება!-ამოვიოხრე და განავგრძე გზა, როდესაც ფეხებთან მანქანის ძლიერი დამუხრუჭება ვიგრძენი. -ტარება არ იცი?-გავმწარდი. -შენ თუ იცი სიარული?-არ დამაკლო. "დავაი რა!"-ვთქვი ჩემი საყვარელი ფრაზა, ჩემთვის, მაგრამ როგორც ჩანს გაუგია ვაჟბატონს.~ -რა თქვი? -დ ა ვ ა ი რ ააა-შევძახე ომახიანად და გამოვეცალე. მე რისი ნინა ვარ ვინმეს რამე დავაკლო თუ ბევრთან არ ვარ სწერვა , სამაგიეროდ ეგოისტებთან ვარ მასეთი! ზარმა გამომიყვანა ფიქრებიდან, უხ როგორ არ მიყვარს, რომ ვფიქრობ და ხელს, რომ მიშლიან ამ დროს შემიძლია მოვკლა კაცი! კიდევ კარგი ნიკუშა იყო, გადურჩა სამხრეთის დედოფალი ნინა მაისურაძის რისხვას! -ხო სიხარულო. -ნინ ჩემთან ამოდი რაა. -რამე ხომ არ მოხდა? -მჭირდები. -ეგ ფრაზა უკვე მოვისმინე, კაი მოვდივარ. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ნიკასთან კი არ შევედი შევგლიჯე კარები, ნიკას დედასთან დედაჩემი ძაან ახლოსაა ამიტომ ისე არ მრცხვენია მისი შემიძლია მაცივართან მივიდე და წვენი გამოვიღო, ხოდა ასეც მოვიქეცი: -ეკუნა რას შვები?-გადავკოცნე ნიკუშას დედა ეკა. -არაფერს დახატულო შენ? -შენ ბიჭს მოვაკითხე. -მოკლედ თქვენ რაა! -აგახევ მალე ბიჭს!-ენა გამოვუყავი და ნიკუშასთან შევედი. ჩემსგან ზურგით იჯდა ხოდა მეც ჩუმად მივუახლოვდი, ზურგზე მოვხვიე ხელები და ხმაურიანად ვაკოცე: -რატომაა ჩემი ბიჭი მოწყენილი? -ნინ შეყვარებული ვარ. -შეენც ბრუტუს? -ეეე კაი რაა, მაინც შენი ბიჭი ვარ ხო იცი. -ეჰ დავრჩი მარტო. მე და ნიკუშა იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან ვრჩებოდით კიდეც , ყველგან ერთად ვიყავით, ამიტომ შეყვარებულების სტატუსი გვქონდა, ცოლ-ქმარიც კი ვეგონეთ ზოგს. ხოდა ახლა ვკარგავდი ქმარს თუ შეყვარებულს სათვალავი ამერია უკვე იმდენ რამეს გვეძახიან! -ვინაა ის უბედური? -რატოა უბედური? -ჩემი რისხვა დაატყდება თავს! -ოხ ოხ, უყურე რა დიდ გულზეა! -ვინააა? -ნინა, ლიკუნა. -ლიკუნა? -ხო , ნინა ლიკუნაა. -ვაიმე მაგარი გოგოა ლიკუნაა. -ხოდა დამეხმარე. -შეგიყვარდა? -ხო. -ხოდა მოკიდე ხელი და წაიღე.-ავკისკისდი მე. -არ ვუყვარვარ იქნებ შე ქალო. -რა არ უყვარხარ? ისეთი თვალებით მიყურებს ხოლმე მაგასთან მარტო დარჩენის მეშინია. -რატო გაგაუპატიურებს?-ეხლა ნიკა ახარხარდა. -გველო. ეჭვიანობს ნიკუშააა, ეჭვიანოოობს, ჩემი დაქალია და სხვათაშორის შენი საუკეთესო მეგობარიცაა როგორც წესი! გამოვკითხავ ყველაფერს არ ინერვიულო შეენ ჩემო სიხარულო. -ხო რაა. -ოღონდ ერთი პირობით.-ენა გამოვუყავი. -გისმენ. -ხო ისევ ჩემი ბიჭი იქნები, რო რამე რაა. -აბა. -ხოდა მოგვარებულიააა.-ტაში შემოვკარი-და კიდე დღეს აქ ვრჩები გვიანია სახლში ვერ წავალ. -შემომისახლდი რაა. -აბა აბა ნუ წუწუნებ ეხლა! სიცილ-კისკისს, რომ მოვრჩით მთელი ძალით ჩავეხუტე ჩემ ბრაზიან ბიჭს და ასე ჩაგვეძინა. დილით უნივერსიტეტისთვის მზადება დავიწყე, გავიქეცი სახლში და ვიცმევდი. ჩავიცვი:დახეული ჯინსი, თეთრი ტოპი, კედები. -ბაბი გავდივაარ. -კაი ნინ. უნივერსიტეტში ლიკუნა შემომეგება, ვგიჟდები ამ გოგოზე სულ მაცინებს , ულამაზესია , მხიარული, ჭკვიანი, და რაც მთავარია ისეთი არაა ბიჭის გარდა ვერაფერს , რომ ვერ გაიგონებ გოგოსგან! -სიხარულო მოხვედი?-მაკოცა ხმაურიანად. -ხო ლიკსონ. კისკისით შევედით აუდიტორიაში, ლექტორი ჯერ არ იყო შემოსული, მაგრამ სამაგიეროდ ის ბიჭი დავინახე იმ დღეს კინაღამ, რომ გამიტანა: -ვაიმე ლიკუნა! -რაარის ნინა? -ჩვენს უკან , რომ ბიჭია ხედავ? -ხო ეგ იცი ვინ არის? -არვიცი , მაგრამ კრეტინია გუშინ კინაღამ გამიტანა რაა. -გოგოოოო! -რაა? -ეგ ბიჭი არის გეგა ნაკაშიძე!!! -და რა ვქნა მე ? ან ეგ ვინღაა? -აუ შენ სად ბანაობ, ყველაზე სიმპათიური ბიჭი მსოფლიოში, ბიზნესმენი გიორგი ნაკაშიძის შვილი, ეგეც ბიზნესმენი გამოდის, ბიჭია შოკი! -ხო ნუ სიმპათიური არის , მაგრამ ყველაზე სიმპათიური "მსოფლიო"-ში ჩვენი ნიკაა!-რეაქციას დავაკვირდი , უხერხულად შეიშმუშნა ლიკუნა. -მოგწოოონს! -ვინ?-ფერი დაკარგა. -ნიკა, ნიკა მოგწოოონს!-ვიყვირე ბოლო ხმაზე! ყველა მე მიყურებდა მათ შორის გეგაც, მაგრამ მეკიდა. -ხო კარგი მომწონს ხოო! -ხოდა ვსო, იმასაც მოწონხააარ! -რაა? -ხოდა ვათქმევინეებ! -აუ ხოო რაა. ვეხუტებოდი დაბნეულ და გახარებულ ლიკუნას. ისევ ყველა ჩვენ გვიყურებდა: -კიდევ დიდხანს უნდა გვიყუროთ?-ბრაზი შემეტყო. ყველამ მიიხედა "მის" გარდა. -ლიკუნა ლექციებს ვაცდენთ და გავდივართ ჩემ ნიკუშასთან ერთად აქედან სწრაფად! -შენს ნიკუშასთან ერთად?-წარბი ამიწია. -"შენს" ნიკუშასთან ერთად , მაგრამ ჩვენ შევთანხმდით , რომ მაინც ჩემი ბიჭი იქნება. -ჯანდაბა! იყოს, ოღონდ როგორც მეგობარი ხო? -როგორც "ძმა". ყველაზე მეტად მიყვარს ნიკუშა , ყველაზე მეტად მიყვარხარ შენც ხოდა წარმატებები, ეხლა წამოდი .- მოვკიდე ხელი და გავათრიე ბავშვების რეაქციას ყურადღება არ მივაქციე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.