შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ.ი.(თავი 5)


27-12-2016, 21:52
ავტორი fencer
ნანახია 1 581

-გიორგი როდის ვბრუნდებით თბილისში?
-არ ვიცი , მე ჯერ არ მინდა წასვლა შენ?
-მე მინდა,ქორწილზე ათასი საზრუნავია,1თვეში რას მოვასწრებთ წესიერად?მინდა,რომ ყველაფერი უმაღლესს დონეზე იყოს,არ მინდა ტყუილად დავხარჯოთ დრო,თორემ მოგვიწევს შემდეგ თავ-პირის მტვრევა ყველაფერზე.
-ჩემი ტიპიური პატარძალი ვინ არისო?-ღიმილით აკოცა ტუჩზე მოწვყვეტით და გულში ჩაიკრა-დღესაც დავრჩეთ და ხვალ დავბრუნდეთ კარგი?
-კარგი,აუ გიორგი იცი ცოტას ვნერვიულობ,დედაშენს და მამაშენს როგორ უნდა შევხედო თვალებში-ცრემლრბი მოაწვა მას.
-შე შტერო,ორივემ ყველაფერი იცის აბსოლუტურად
-მართლა?
-დიახ დიახ,სანერვიულო მე მაქვს კოკასთან (კოკა თათას მამა არის,დედა არ ჰყავს,ჯერ კიდევ პატარა იყო თვითონ,როდესაც დედა-ნანა
გარდაიცვალა,ერთ ჩვეულებრივ საღამოს დაწვა დასაძინებლად და უბრალოდ ვეღარ გაიღვიძა).
-აუ რა ტექსტი მიწერე უბრალოდ,დებილი ხარ-გაიცინა და ტელეფონი ამოიღო,გიორგის მიერ კოკასთან გაგზავნილი მესიჯის მეასეჯერ გადასაკითხად.
-,,მამა,გავთხოვდი...მოიცადე ნუ ნერვიულობ და ხელს ნუ ირტყამ თავში(ეს კოკას ჩვევაა,ნერვიულობის დროს,თავში ხელის წამორტყმა იცის,აქედან გამომდინარე მიწერა გიორგიმ),საიმედო ხელში ვარ,იმდენად საიმედო , რომ შენს სიძეზე უკეთესს ვერავის ნახავ! მამა მე და გიორგი დავქორწინდით! მიყვარხარ და ივოდე არ ინერვიულო."-ინტონაციით კითხულობდა თათა და სიცილს ვერ იკავებდა-ისე, ისე გაქვს მიწერილი კი ხარ საცემი.
-კაი რა :(

####


-დედიიიიი მამიიი-სახლში ყვირილით შევვარდი,როდესაც დედა და მამა დავინახე მისაღებ ოთახში
-მარიკუნააააა
მომეხვივნენ ორივენი.-გიორგი სად არის?
-გიორის ეშველაააააა,გვეშველაააა
-ერთად არიან თათა და გიორგი?-ხტუნვა დაიწყო დედამ და მამას მოეხვია.
-ერთად არიან სამუდამოდ!
-ოუ როგორი ხარ მაარიამ-სიცილით მითხრა დედამ
-არა მართლა,თქვენთვის სიურპრიზი მაქვს!
-ჰა რა მორიგი სიგიჟე გააკეთა ჩემმა გოგომ?-თბილად მითხრა მამამ და მომხევია
-შესწორება შემაქვს მა, შენმა ბიჭმა*
-გიორგიმ? ჰა ეხა რა გააფუჭა
-გააფუჭა კი არა ,თათა ცოლად მოიყვანა,მოიყვანა რა მოიტაცა-სიცილით ვთქვი და უფრო გამეცინა მშობლების რეაქციაზე.
-მაკო გვეშველა მგონი
იყვირა მამამ და შოკში მყოფი მაკო ხელში აყვანილმა დააბზრიალა.
-ვაიმე,გადაირეოდა თათა,ელაპარაკეთ? რას ამბობენ?
-არ გვილაპარაკია არც ერთს,სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობთ მათთვის,რომ ჩამოვლენ მერეც ეყოფათ.
-უნდა დავურეკო!
თქვა დედამ და ტელეფონი მოიმარჯვა
-აცადე შე ქალო რა იცი რას შვრებიან ახლა-სასაცილოდ უთხრა მამამ დედას და გადახედა
-ოოო ეგ მერეც ეყოფათ- ჩაიბურტყუნა დედამ
-ოე მშობლებო მეც აქ ვარ თქვენ თავს ვფიცავარ-ვთქვი კისკისით
-მერე აქ,რომ ხარ გათხოვებას აღარ აპირებ? გვაცადე მე და დედაშენს მარტო ყოფნა
- ოჰ ოჰ მამაჩემი ფორმაშია- ვთქვი ხარხარით და აწითლებულ დედას გადავხედე,რომელსაც ტუჩები საყვარლად ჰქონდა გამობუშტული.
-მოგაჭამ მაგ ტუჩებს ნუ შვები ეგრე!-უთხრა მამამ და ლოყაზე გემრიელად აკოცა.
-ნუ თავხედობ ჩვენი შვილი ზის აქ!
-ოჰ მომიტევეთ მადამ!
ამ ლაპარაკში ვიყავით,ტელეფონზე იომ,რომ დამირეკა
-გისმენთ ბატონო იოანე....დღეს?.....9-ზე?.....აუ მეზარება ეე......რა უთხარი?......ვაიმე მოგკლავ იოანე....გიჟი ხააარ გი ჟი!....ხო კარგი წამოვალ,კარგი კარგი...დროებით....
-ვინ იყო ქალბატონო შვილო?-მამამ კითხვის ნიშნებით აღსავსე მზერა მომანათა და წარბები ამითამაშა,რასაც ჩემი წამოწითლება და დედაჩემის ჩაფხუკუნება მოჰყვა.
-ვინ იყო და,ისა...-უცებ დავიბენი-იო იყო გიგანი,რაღაც წვეულებას მართავენ,მაგის კომპანიიიდან,ხოდა უნდა წავყვე-მოვუყევი მოკლედ.-დედა არაფერი ჩამომიტანე?-თვალების ფახუნით ვკითხე მე.
-კი დედი,როგორ არ ჩამოგიტანე,ერთი სუპერ-ბუპერ კაბა გიყიდე და რომ არ მოგერგოს გავაფრენ! ისე როგორი საღამოა?ანუ კლასიკურად უნდა იყო თუ....
-აუ კი არ მიკითხავს,მოიცა დავურეკავ და ვკითხავ

-იო მარიამი ვარ
-არ მითხრა,რომ გადაიფიქრე
-არა,რა გადავიფიქრე,რა მაინტერესებს იცი? როგორ უნდა ჩავიცვა? კლასიკურად და რაღაც თუ საღამოს კაბა და თემები?
-საღამოს კაბა ჩაიცვი
-გრძელი თუ მოკლე?
-შენებური მოკლე კაბა არ დამანახო
-გასაგებია უფროსო,წავედი მოვემზადო,ცოტა მოვწესრიგდე,ბოლოს და ბოლოს ჩემი შეყვარებულის მშობლებს უნდა შევხვდე- კი ფხუკუნით ვთქვი მაგრამ,ლამის იქვე დავდნი,როდესაც მე და იო..ანუ წარმოვიდგინე,რომ...მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს.
-კარგი,ჩემო შეყვარებულო,ცხრაზე კი იწყება,მაგრამ რვაზე გამოგივლი,რომ პარკინგისთვის ნერვების შლა არ დაგვჭირდეს
-კარგი კარგი,დროებით-ოო რატომ დაგრჩა პირი ღია? აა ,,ჩემო შეყვარებულომ" განგაცვიფრა და ფიქრობდი,მაგის წაკითხვა ხომ არ გამომრჩაო?არ გამოგრჩენია დამშვიდდი,ეხა რა ხდება მოგიყვები უცებ,მოკლედ იოანე უკვე არის 30 წლის,ის ხომ უკვე იცი,რომ არც შეყვარებული ჰყავს,არც არავინ მოსწონს?არა აი ახლა თავს,რომ მიქნევ,როდის ვთქვი არ ჰყავსთქო?! ვაა ვანგას ნათესავი ხარ? მართალია არავინ ჰყავს,ხოდა დედამისი მაჭანკალობს,ანუ ცდილობს,ვიღაც გოგო გაურიგოს,ხოდა იომ მომბეზრდა ეს უაზრო გაცნობებიო და დედაჩემს ვუთხარი შეყვარებული მყავს თქო,ხოდა ტყავიდან ამოხტა ვინ არისო ხოდა სხვა, რომ ვერავინ მოვიფიქრე ვუთხარი,რომ შენ იყავი ჩემი ლოვჩოო,ხოდა დღეს ამ სტატუსით უნდა წამომყვე აუცილებლადო.
-დე საღამოს კაბა ჩაიცვიო და მიდი გამომპრანჭე შენებურად.
-საღამოს კაბაო? იდეალურად შეეფერება გამოდის ჩემს,შენთვის შეძენილ ახალ კაბას
-აუ მანახე რა,რა ფერია?
-რა ფერია და თეთრი,ოღონდ აი უღიავეს ვარდისფერში,რომ გადადის ისეთი
-ფუ გაწიე მეზიზღება ვარდისფერი
-ვიცი,მაგრამ ეს მოგეწონება,გრძელია-მოიცა განახებ ახლავე გამოგიტან.
დედამ გრძელი,მოვარდისფრო მართლა ძალიან ლამაზი კაბა გამომიტანა.მკერდიდან, დაახლოებით 3-4 სანტიმეტრში ,,წელის" ფორმა იყო გამოყვანილი და ქვემოთ მთლიანად გაშლილი ვარდებოდა.ატლასის იყო და ზემოდან ,,შიფონის" უთხელესი ნაჭერი ეკრა,ზემოთ წინა მხარეს ჯვარედინი ფორმა ჰქონდა ( უცებ თუ ვერ აღიქვით რა სტილის კაბას გიღწერთ,ცირა კობიაშვილს ეცვა თუ არ ვცდები 4 სკამის კონკურსზე შავი კაბა) უკან ზომიერად ამოღებული იყო,მოკლედ მართლა მომეწონა მე.
-ფეხზე რა ჩავიცვა?
-გოგო ფეხზე ჩემი მაღლები ჩაიცვი,კაკრასს ამ კაბის ფერია ზუსტად
-ხოომ,უიმე ექვსი საათი კი ყოფილა უკვე,დე ჩავალ სალონში მე თმას და მაკიაჟს გავიკეთებ და მირჩიე რავქნა?
-თმა არ გადაიწკიპნო,მსუბუქად შეაკვრევინე და ალაგ ალაგ კულულებივით ჩამოიყარე რა გვერდებზე,მაკიაჟი რავიცი,ტუჩისფერი პომადა-კონტური,სახეს ძაან ნუ გაიშპაკლავ,ყვირმალები გაამუქებინე და თვალებზე ღია ჩრდილი გაიკეთე.
-აუ დე perfect-ი ხარ შენთავს ვფიცავარ
რაღაც თხელი კაბა გადავიცვი და სალონში ჩავედი.ყველაფერი დედას რჩევისამებრ გავაკეთე და საბოლოო შედეგით არც მინანია.სადღაც საათ ნახევარში დავტოვე სალონი და დედასკენ ბედნიერი წავედი.
სახლში მისულმა იმ წამსვე დედას დავუძახე
-Mooooooom მოვედი
-აბა შემომხედე
სამზარეულოდან გამოვიდა დედა,მეც მისკენ შევტრიალდი
-ჩემი სილამაზის ბოლო სართული!
-აუ დე რა ფრაზებით ხარ
-მიყვარხარ დე და ვერ გეხუტები რომ რამე არ გაგიფუჭო.იოსაც მოეწონები-მალამოსავით მომხვდა ეს სიტყვები გულზე.ნელ-ნელა დავიწყე გამზადება,თითქმის დასრულებული მქონდა მომზადება იომ, რომ დამირეკა
-მოვედი,მზად ხარ?
-5 წუთი დამელოდე ოქეი?
-კარგი გელოდები.
უცებ გული ამიჩქარდა,ნეტა მოვეწონები?
ის არასდროს შემოგხედავს ისე როგორც ქალს!-გამომეხმაურა ალტერეგო და ნერვებიც მომიშალა.
გავემზადე,მშობლებს დავემშვიდობე და სახლიდან გავედი.
ღმერთს ვუხდი დიდ მადლობას,რომ საკუთარი თავის კონტროლი უზომოდ კარგად შემიძლია(ალბათ შენიშნეთ კიდეც)ეზოში ჩასულს მანქანაზე აყუდებული იოს დანახვაზე,რომელიც თან ეწეოდა და საოცრად მამაკაცურად გამოიყურებოდა კლასიკურ სტილში,კინაღამ ჩავიკეცე.
-ღმერთო რა შეყვარებული მყავს,დატრიალდი აბა?
სადღაც ფიქრებიდან ამომიყვანა იოს ხმამ, ,,ეჰ ნეტა მართლა შეყვარებულები ვიყოთ... სხვათაშორის,მარტო ,,შეყვარებული" არ უთქვამს,დატრიალდიო და ვერ გაიგე?"-გამომიხტა ალტერეგო
მეც დავტრიალდი და ყურებამდე ღიმილით ავესვეტე წინ
-რა სიმპატიური ხარ შენ არ იცი
გავიცინე და მანქანაში ჩავჯექით.
დარბაზშიც მალე მივედით,უნდა გენახათ იოს მშობლებზე რამდენი ვინერვიულე.
-დე მარიამს კი უნდა იცნობდე ხო,თუ გახსოვს,გიორგის დაა,ეს ჩემი მარიამია!
-გამარჯობა შვილო,მე მანო ვარ არამგონია გახსოვდე სულ პატარა გნახე ბოლოს,ისე გამიხარდა თქვენი ამბავი,მეტი რომ არ შეიძლება
თბილად გავუღიმე მანოს და შეყვარებულს ავეკარი,ამის შანსი მქონდა რას გავმაზავდი.
-მიხარია თვენი ნახვა მანო დეიდა
-დე მამა სად არის?
-მამა,აი იქეთ-ხელის გაშვერით დაგვანახა-ბატონ ილიას ესაუბრება
-კარგი,წავალ მარიამს გავაცნობ
-კარგი.

-მამამ იცის რომ ვთამაშობთ ამოტომ მოეშვი
-მადლობა ღმერთს

-გამარჯობათ ბატონო ილია
ხელი ჩამოართვა იომ საკმაოდ ასაკოვან კაცს
-სალამი იო,ეს მშვენიერი მანდილოსანი ვინ არის,ხომ არ გამაცნობ?
-ეს მშვენიერი ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძეა,იოანეს ახლო მეგობარი-გადმომხედა ბატონმა გაგამ(იოს მამამ) თბილად და იოს რაღაც ანიშნა,რაზეც იომ ჩაიფხუკუნა.
-სასიამოვნოა-ხელზე მაკოცა ბატონმა ილიამ და ბოდიშის მოხდით დაგვტოვა.
-როგორ ხარ მარიამ,რამხელა ხარ უკვე,წლებია არ მინახიხარ.
-მადლობ,კარგათ თქვენ როგორ ხართ ბატონო გაგა?-ცოტა შებოჭილმა ვკითხე და გავუღიმე.
-კაი გოგო,რა შებოჭილი ხარ მანო კი არ ვარ,მითხრა იომ.
უბრალოდ გავიცინე .
-მოიცა მოემზადეთ მანო მოდის-სიცილით თქვა და მეუღლეს თბილად გახედა.
-ბავშვებო,ხომ არ მოიწყინეთთქო კი გკითხავდით,მაგრამ აბა აქ მხიარულად როგორ იქნებით,თუ გსურთ წადით იო-გაუღიმა შვილს და თბილი მზერა მოგვავლო ორივეს.
-როგორც მარიამს სურს,წავიდეთ?-რაღაც არა ამ ქვეყნიურად თბილი მზერა მესროლა.ლამის მოვკვდი იქვე...არა ეს ბიჭი ძალიან კარგი მსახიობია.
-რა ვიცი წავიდეთ.
-კარგი,მაშინ დროებით,მარიამ იმედია ძალიან მალე უკვე იფიქრებთ ყველაფრის გაოფიციალურებაზე-გადმომხედა მანომ და გაიცინა.
-დე გვქონდა უკვე ამაზე საუბარი იცი და ალბათ ახლო მომავალში თუ არა,მალე იქნება ყველაფერი რაზეც ოცნებობ-ჩემი გაოცებული მზერა დააიგნორა,დედას თბილად გაუღიმა,მამას თვალი ჩაუკრა და იქაურობა დავტოვეთ.

-აუ არ მომწონს დედაშენს,რომ ვატყუებთ.
-არც მე მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,ვიღაც სონია არ მჭირდება მე.ისე შეგვიძლოა რაღაც რაღაცების შეცვლა ისე რომ დედას მოტყუება აღარ გახდეს საჭირო.
-ვერ მივხვდი-დავიბენი მე
-არაუშავს,დრო რომ მოვა მიხვდები.აუ ძალიან ცხელა,ბიჭებს ვუთხრათ და წყნეთში ავიდეთ-შეცვალა თემა
-კარგი,დაურეკავ თუ დავურეკო?
-დავურეკავ.

-კაკი,მე ვარ ბიჭო მისმინე,ბიჭები შენთან ერთად არიან?........ავიდეთ წყნეთში არ გინდათ ჩემთან?.......მიდი.... არ გინდა...ნუ რავი....კაი...
-არ გაუთიშო მოიცა
წამოვიყვირე მე.
-კაკი ერთწამს,მარიამს რაღაცის თქმა სურს.
-კაკუს ჩემ თავს გაფიცებ რა ,ჩემთან შეიარე და მაკო ჩემ ტანსაცმელს გამოგატანს და წამომიღე. .მიდი,მადლობა მეც ძალიან ხომ იცი...დროებით.

სასწრაფოდ გადავურეკე დედას.
-დედი რას შვები?.....არაფერს რავი,მისმინე ბიჭებთან ერთად წყნეთში ავდივარ,ხოდა ესე ხომ არ ვიქნები და რაღაცები ჩამილაგე და გამოატანე რა...
მიდი მეც ძალიან.

-ეხა გავიდეთ სმარტში,რაღაცები ვიყიდოთ და დავაწვეთ ეგრევე წყნეთში.
-ოქეი
-ისე სვაამ?
-მეე?რათ უნდა მაგას კითხვა- ვთქვი სიცილით და თავი ფანჯრისკენ შევაბრუნე.
გამახსენდა მე და თათამ ახალ წელს რამდენი დავლიეთ და შემდეგ როგორ ვცეკვავდით შუა ქუჩაში ,,სანამ დრო გვაქვს, ქალაქი ცარიელია ვიცეკვოთ"...
ეხა ხოარ გაგეცინა,მაგრამ რომ გენახეთ ჩაბჟირდებოდით.

****

არვიცი ბავშვებო,რა გამომივიდა,ბოდიშით დაგვიანებისთვი,ველი თქვენს აზრს,მიყვარხართ <3
პატარაა მაგრამ,სიცხემაქვს და უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძელი უფრო დიდის დაწერა.



№1 სტუმარი გიჟი

კარგია.. მაგრამ შეეცადე რო უფრო დიდი თავები დაწეროო ძალიან საყვარელია ეს წვილი

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Miyvats es istoria da ra vqna gasgrdzele da warmatebebi
--------------------
M.D

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მაგარი იყოო!!! ველოდები შემდეგს, ეჰჰ საბააა მომენატრააა ხშირად გამოაჩინე ხოლმე რაა

 


№4  offline წევრი fencer

აი 6 თავის წერა დავიწყე ახლა და თუ არ ჩამეძინა და ეს თავი დავასრულე 12 საათის შემდეგ დაგიდებთ <3
--------------------
მ.კოკო

 


№5  offline წევრი DevilGirl

შოკია! შემდეგი თავი იყოს ძალიან დიდი! ძაააალიან! ან მალე მაინც დადე ხოლმე რაა!.

 


№6  offline წევრი fencer

Hopeless
შოკია! შემდეგი თავი იყოს ძალიან დიდი! ძაააალიან! ან მალე მაინც დადე ხოლმე რაა!.


ძალიან დიდი? ჰმმმ,ძალიან თუ არა დიდს ვეცდები საღამოსთვის,რომ დავდო <3 მიხარია,რომ კითხულობ <3
--------------------
მ.კოკო

 


№7  offline წევრი allercic to humans

ძალიან მომწონსს შესანიშნავი მწერალიხარ kissing_heart kissing_heart

 


№8  offline წევრი fencer

allercic to humans
ძალიან მომწონსს შესანიშნავი მწერალიხარ kissing_heart kissing_heart

მართლა?მე პირიქით ვთვლი,თუმცა ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
მ.კოკო

 


№9 სტუმარი Niniko

Dzaan magaria gaagrdzelet ra gtxovt

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent