შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეცდომით მოტაცებული (თავი 1)


28-12-2016, 00:18
ავტორი ნასტია
ნანახია 9 711

* * *
სამსახურიდან დაღლილი გამოვიდა და მიუხედავად ამისა ფეხით გაუყვა ქუჩას.
გარეთ თოვდა, ამის გამოტოვება კი ნამდვილად არ სურდა.
გზები გაყინული რომ არ ყოფილიყო, დიდი სიამოვნებით გაიხდიდა მაღალქუსლიანებს და ფეხშიშველი გააგრძელებდა სიარულს.
ქუჩაში ფეხის ხმა მიმწყდარი იყო, თითქოს მთელი ქალაქი საღათას ძილს მისცემოდა. მხოლოდ მანქანები მოძრაობდნენ წყნარად, მოზომილად.
შეიძლება ითქვას, მართლაც რომ საეჭვო სიწყნარე იყო ღამის თბილისში.
ყოველ შემთხვევაში თაკოს ასე მოეჩვენა.
ყოველთვის ამ დროს გამოდის სამსახურიდან და ასეთი სიწყნარე არასდროს შეუმჩნევია.
მიდიოდა და თან ძლივს მიათრევდა გადაღლილ ფეხებს.
ფეხსაცმელების გადამკიდე რამდენჯერმე წაბორძიკდა კიდეც.
იფიქრა ბედს დავემორჩილები და აქვე წამოვწვებიო, მაგრამ მერე ეს აზრი თავიდან ამოიგდო, შემცივდებაო.
მოულოდნელად მოსახვევიდან შავი M5 გამოვარდა.
დიდი სიჩქარით მოდიოდა, თაკოს ერთ წამს ეგონა ტროტუარზე სიარული უნდაო.
მანქანა მასთან ძალიან ახლოს გაჩერდა და იქიდან ორი შავებში ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა.
სიმართლე რომ ითქვას არ შეშინებია.
ის არ იყო კრიმინალი, მასზე რომ ვინმეს შური ეძია და არც მამა ყავდა ბიზნესმენი, ვინმეს რომ მისი ფული სდომებოდა.
აი რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად არ ელოდა.
არ ელოდა, რომ მოიტაცებდნენ.
ბანდიტებმა, როგორც თაკომ მათ უწოდა, ხელები დაუჭირეს და მანქანაში უკან ჩასვეს.
ბევრი იწივლა, იყვირა, ეცადა გაეგო მათი ვინაობა და მისი მოტაცების მიზეზი, მაგრამ ყველაფერი უშედეგო გამოდგა.
ბიჭები წყნარად ისხდნენ და ფანჯრიდან აკვირდებოდნენ გადათეთრებულ ქუჩებს.
სულ სამნი იყვნენ, ერთი მის გვერდით იჯდა, დანარჩენი ორი კიდევ წინ.
ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ ყვირილით გადაღლილ გოგონას, რომელსაც მალევე ჩაეძინა.
თვალები რომ გაახილა ისევ მანქანაში ისხდნენ.
ისევ ისე, როგორც მისი ძილის წინ.
- სად ვართ?.. - იკითხა ჩამწყდარი ხმით. - სად მივდივართ?..
არავის უპასუხია.
- ვინ ხართ?.. - ახლა უფრო ჩუმად, მაგრამ მათთვის გასაგონად იკითხა.
საპასუხოდ მხოლოდ გვერდით მჯდომმა გამოხედა და როდესაც მისი ცრემლიანი თვალები დაინახა, კვლავ მოარიდა მზერა.
ტირილს რომ მორჩა მიაღწიეს კიდეც დანიშნულების ადგილს.
ახლაღა შეამჩნია, ირგვლივ რა სილამაზე იყო.
პატარა სოფელში იყვნენ.
აქაც თოვდა, მაგრამ თბილისისაგან განსხვავებით თოვლი უფრო ხშირი იყო.
გვერდით მჯდომმა ‘ბანდიტმა’ ხელი მოკიდა, მანქანიდან გადაიყვანა და ორსართულიან სახლში შეიყვანა.
- შეგიძლია დაიძინო! - პირველად გაიგონა მისი ბოხი და ხრინწიანი ხმა.
- აქ რატომ ვარ? - კვლავ იკითხა, თუმცა ყველაფერს თავადაც ხვდებოდა.
- მოგიტაცეთ და იმიტომ. - შეუბღვირა ბიჭმა. - შენი საქმრო ხვალ ჩამოვა და აჯობებს გამოძინებული დახვდე.
- საქმრო?.. - ჩაილაპარაკა თითქოს თავისთვის.
- ჰო.. საქმრო. - დაუდასტურა მან.

* * *
- მამამისის ნომერი მოძებნე? - ჰკითხა თაკოსთვის უკვე ხმით ნაცნობმა ბანდიტმა მეორეს.
- კი, ბოლოს მაგისთვის დაურეკავს. - უპასუხა მან.
- დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მისი შვილი მოვიტაცეთ და ცოტა ხანი ვერ ნახავს.
- იმედია შენი სიმამრისავით არ დაგვცოფავს. - საუბარში ჩაერთო მესამე.
- მოგხვდება! - შეუბღვირა პირველმა და შემდეგ მასაც გაეცინა.

* * *
თაკო დილით მანქანის ხმამ გამოაღვიძა.
შემდეგ ხმაურმა მისაღებში გადაინაცვლა. რამდენიმე ბიჭი საუბრობდა საკმაოდ ხმამაღლა.
ნელ-ნელა მის ოთახთან ახლოსაც ახმაურდნენ და ბოლოს კარებიც შემოაღეს.
ოთახში საკმაოდ სიმპატიური და ახოვანი მამაკაცი შემოვიდა.
ღიმილით შემოვიდა და გაოცებულმა თუ გაცხარებულმა დატოვა.
მალე თაკოს ბიჭების ჩხუბის ხმაც მოესმა. ერთი აგინებდა დანარჩენებს, ისინიც აწყნარებდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
გაუკვირდა თაკოს ჩემმა დანახვამ ხასიათი რატომ გაუფუჭაო.
ოთახი დატოვა და ფრთხილად ჩავიდა პირველ სართულზე.
ცოტა ხნის წინ ნანახი ბიჭი სკამზე იჯდა და სახე ხელებში ჩაერგო, დანარჩენები კი თავთან ედგნენ.
- სამზარეულო სად არის? - იკითხა უფრო ყურადღების მიქცევის მიზნით.
მართლაც ყველამ მას გამოხედა, თუმცა პასუხი არავისგან მიუღია.
ესეც ადგა და თვითონ მიაგნო საკმაოდ კარგად მოწყობილ სამზარეულოს.
წყალი დალია და იქვე ჩამოჯდა.
ელოდებოდა როდის შემოვიდოდა ერთერთი მათგანი და აუხსნიდა ვითარებას.
როდესაც გაიფიქრა, არავინ შემოდის და ისევ ოთახში ავალო, სწორედ მაშინ შემოვიდა მისთვის ნაცნობი მამაკაცი.
წყალი დალია და მის მოპირდაპირედ დაჯდა.
საუბარი გვიან დაიწყო.
- რა გქვია? - უთხრა საკმაოდ ბოხი ხმით.
- ნუთუ ჩემი სახელი არ იცით? - გაოცდა თაკო.
- არა, საქმეც მაგაშია, რომ არ ვიცით! - დაიღრიალა მამაკაცმა.
ხმაურზე ბიჭები შემოვიდნენ.
მათგან ერთერთმა ნაცნობი ხმით დაიწყო:
- სიბნელეში შეცდომით, სხვის მაგივრად შენ მოგიტაცეთ...
- რა ქენით?.. - ჩამწყდარი ხმით ძლივს იკითხა თაკომ.
- შეცდომით მოგიტაცეთ, რა არის ამაში გაუგებარი? - უაზროდ ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა.
- ღმერთო, რა დებილები ხართ! - ამოიოხრა პირველმა.
- შენი ბრალია!..
- რა არის ჩემი ბრალი?..
- რომ გაგეცნო ის გოგო ჩვენთვის, აღარ შეგვეშლებოდა!
- ფოტო ხომ განახეთ?!
- ბნელოდა!..
- და არ უნდა გამიშვათ? - მოულოდნელად იკითხა თაკომ.
- გუშინ მამაშენს ველაპარაკეთ, ყველაფერი იცის..
- რა?... - გაოცდა თაკო - მამაჩემმა ყველაფერი იცის?
- ჰო, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ შეცდომით მოგიტაცეთ...
- და რა უნდა ვქნათ?..
- რა და უნდა დავქორწინდეთ, რამდენიმე თვის შემდეგ კი ვიტყვით, რომ ვერ შევეწყეთ ერთმანეთს...

* * *
თაკოს მამის დაჟინებული მოთხოვნით ადგილსამყოფელი გათქვეს და მოემზადნენ მშობლების ჩამოსვლისათვის.
თაკომ და სასიძომ, რომელსაც რატი ქვია გადაწყვიტეს ერთმანეთის სიყვარული ეთამაშათ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საიდუმლო რომ გაეგოთ ვერ გადაურჩებოდნენ საკმაოდ ტრადიციულ მშობლებს.
მათთან ჯერ რატის მშობლები ჩამოვიდნენ.
ნანი და აკაკი სასიამოვნო ადამიანები იყვნენ.
ორივემ კარგად მიიღო შვილის გადაწყვეტილება, თუმცა ცოტა კი გაუკვირდათ, ბიჭმა შეყვარებულის მაგივრად მათთვის უცხო გოგონა რომ მოიყვანა ცოლად.
რაც შეეხება თაკოს მშობლებს, მარიამი და სანდრო შედარებით უფრო გვიან ჩამოვიდნენ შვილთან. სანამ არ დარწმუნდნენ, რომ თაკო თანახმა იყო და უნდოდა გათხოვება, მანამდე არ დაუჯერებიათ ეს ამბავი.
სუფრა გაშალეს, დასხდნენ და ქორწილის თემაზე დაიწყეს საუბარი.
ახალგაზრდებს ქორწილის ვიწრო წრეში გადახდა უნდოდათ.
რაც შეეხება მშობლებს, ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ გადაიხდიდნენ საკმაოდ მაშტაბურ ქორწილს და დაპატიჟებდნენ თითქმის ყველა ნაცნობს.
ალბათ ხვდებით ბოლოს რა გადაწყვიტეს...

იმ საღამოსვე დაბრუნდნენ თბილისში.
ეს თაკოს მამის, სანდროს გადაწყვეტილება იყო.
არავინ არაფერი იცოდა, გარდა რატის ძმაკაცებისა.
არც აპირებდნენ მათი საიდუმლო ვინმეს გაეგო და გამხდარიყო მთელი თბილისის სასაუბრო: აკაკი ბურდულის შვილმა სანდრო არაბულის შვილი შეცდომით მოიტაცაო.
ალბათ წარმოგიდგენიათ რამდენი სახის სტატიას შეადგენდნენ ჟურნალისტები ამ თემაზე...
„შეცდომით მოტაცებული თაკო არაბული!“
„რატი ბურდულის შეცდომა!“
„ვის მოტაცებას აპირებდა რატი ბურდული და ვინ მოიტაცა მის მაგივრად?!“
„ქალის მოტაცება ოცდამეერთე საუკუნეში რატი ბურდულის მიერ.“
და ათასი ამდაგვარი...
ეს კიდევ არაფერი,
რამდენიმე თვეში ყველა მიივიწყებდა ამ ამბავს, გარდა უბნის ჭორიკნებისა.
ეს უკვე სხვა თემაა...
და წარმოდგენაც კი მიჭირს უბნის ჭორიკნების ‘სტატიები’ს, თაკოს შეცდომით მოტაცებაზე.
ამ ამბის გავრცელების თემაზე იმდენი ვისაუბრე, იმედია მიხვდით, თუ რატომ უნდა შეინახონ საიდუმლოდ.
რაც შეეხება შეცდომით მოტაცების მშობლებთან დამალვას,
რატის მამა საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია, ძალიან უყვარს ერთადერთი შვილი, გიჟდება მასზე და ცდილობს არ იყოს მკაცრი მამა, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებლად მისცემს შენიშვნას და არა მარტო შენიშვნას.
მიხვდა რატი რა შეიძლება მოყოლოდა მის ამ შეცდომას და ამჯობინა შეყვარებულისათვის ყველაფერი აეხსნა და ეთხოვა ცოტა ხნით დალოდება. რაც შეეხება თაკოს, მას მოიყვანდა ცოლად და იქნებოდა მისი ფიქტიური ქმარი.
თაკოს მამა პროკურორია. გამოირჩევა სიმკაცრით. გიჟდება თავის ქალიშვილზე, თუმცა ამჯობინებს მასთან იყოს მკაცრი და არა ლმობიერი და ცანცარა.
ძალიან გაუკვირდა, მაშინ როდესაც მის გოგონას ვერავინ ეკარებოდა, როგორ შეუყვარდა ბიჭი და ამასთანავე როგორ მიიღო ასეთი მნშიშვნელოვანი გადაწყვეტილება საკმაოდ მცირე დროში.
ეჰ, რომ სცოდნოდათ რა ხდებოდა სინამდვილეში მათი შვილების თავს ალბათ გაგიჟდებოდნენ კიდეც.
თუმცა საქმეც ამაშია, მათ არაფერი არ იციან! გარდა იმისა, რომ ქორწილია აქვთ დასაგეგმი, თან უბრალო ქორწილი კი არა! ერთი თვის მანძილზე ყველა რომ მასზე ლაპარაკობს, აი ისეთი.

* * *
- რა ლამაზი ხარ, ჩემო სიცოცხლე. - ამაყად ჩაილაპარაკა მარიამმა და საყვარელ გოგონას კაბა გაუსწორა.
- ეჰ, მითხოვდება ერთადერთი ქალიშვილი გურამ, რაღა მეშველება? - გადაულაპარაკა ძმაკაცს სანდრომ.
- კარგით რა! ვთხოვდები, ომში ხომარ მივდივარ? - გაუცინა თაკომ და ორივეს ჩაუკოცნა ლოყები.
- მგონი მოვიდნენ. - საუბარში ჩაერთო ნატა.
- აფსუს, რა თამაშს ვტოვებთ ბიჭო! - აწუწუნდა სანდრო და სიცილი დაიყო.
- აბაა! - სიცილში აყვა გურამიც.
- შვილი გითხოვდება და რაზე ლაპარაკობ! -დაუცაცხანა ცოლმა.
ამასობაში კარზე ზარიც დარეკეს.
მის გასაღებად მარიამი წავიდა და შიგნით შემოიპატიჟა სიძე და მასთან მყოფები.
უნდა ავღნიშნო, რომ თაკოს დანახვისას რატის ენა გადაეყლაპა.
ერთ წამს იფიქრა, სამუდამოდ დავიტოვებო, მაგრამ ხელი ჩაიქნია, შევპირდი და რამდენიმე თვეში განვქორწინდებითო.
- რა ლამაზი რძალი გვყავს კაკი! - სიამაყით გადაულაპარაკა ნანიმ ქმარს.
- ულამაზესი! - დაუდასტურა ქმარმა.
თითო ჭიქა დალიეს და წავიდნენ ეკლესიისაკენ.
საოცარი სანახავი იყო საქორწინოდ მორთული მანქანების ულევი რაოდენობა მცხეთისაკენ გზაზე.
ფოტოებს და ვიდეოებს რამდენიმე კაცი იღებდა,
თაკო და რატი გაღიმებულები ისხდნენ, ერთმანეთისთვის უცნობი ბავშვებივით.
თუმცა, ამის და მიუხედავად არავის არაფერი შეუმჩნევია.
ყველა მარტო მათ სილამაზეზე და საოცარ წყვილზე ლაპარაკობდა.
ამასობაში მათ ჯვარიც დაიწერეს, ხელიც მოაწერე და წავიდნენ რესტორანში.
თაკომ და რატიმ ბევრი იმხიარულეს, იცეკვეს, იმღერეს
ცალცალკე...
მხოლოდ ქართული იცეკვეს მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ერთად.
გვიან ღამითღა შენიშნა რატიმ თაკოს რომ ეძინებოდა.
- წავიდეთ სახლში?
- წავიდეთ. - თავი დაუქნია თაკომ და ჩუმად გაიპარნენ რესტორანიდან.
აკაკიმ სპეციალურად ქორწინების გამო სახლი აჩუქა რატის.
სწორედ იმ სახლისაკენ მიდიოდა ცოლ-ქმარი.
ერთადერთი სანუგეშო მათთვის სწორედ ეს იყო. არ უწევდათ მშობლებთან ერთად ცხოვრება და სიყვარულობანას თამაში.

თაკოს სახლი ძალიან მოეწონა.
დიდი სიამოვნებით გაატარებდა აქ მთელ სიცოცხლეს, თუმცა...
უკვე იცოდა რატის შეყვარებულის ამბავი და რაღაცნაირად შეგუებულიც იყო ამას.
რატის ტკბილი ძილი უსურვა და წავიდა თავისთვის განკუთვნილ ოთახში.
კაბა დიდი გაჭირვებით გაიხადა და დაღლილ-დაქანცულს მალევე ჩაეძინა.

* * *
დილით თავი უსკდებოდა.
არადა ბევრი არ დაულევია,
თუ დალია?!
ეგეც აღარ ახსოვს, მაგრამ მე ხომ მახსოვს!
არ დაულევია, უბრალოდ ახალი გაღვიძებულია და ნელ-ნელა იხსენებს ყველაფერს.
აი გაახსენდა...
ეჰ, ნეტა არ გახსენებოდა.
ცოტა ხანი ინებივრა საწოლში, მერე კი ადგა და პირველ სართულზე ჩავიდა.
სამზარეულოდან საკმაოდ კარგი სურნელი გამოდიოდა.
როგორც ჩანს თაკოს გაღვიძებაც მოესწრო და სახლის დათვალიერებაც.
- აუ თაკო, რამე მჟავე არ გვაქვს? - უთხრა ოთახში შესვლისას.
- დილამშვიდობისა რატი! - გაუღიმა და ხელით მაგიდაზე მიუთითა, საიდანაც კიტრის პიკულები თავმომწონედ უმზერდნენ რატის.
- აუ რა მაგარი ცოლი ხარ ტო! - შეაქო თაკო ქმარმა.
- იმედია შენც მაგარი ქმარი იქნება და ნაგავს გადაყრი.
- გუშინ არ გადმოვედით?! რა ნაგავი? -გაიკვირვა რატიმ.
- მაგიდაზე რაღაც ქაღალდები ეყარა და ნაგავში ჩავყარე...
- მაგიდაზე ქაღალდები? - კვლავ იკითხა.
- ხო ქაღალდები, რამე მნიშვნელოვანი იყო?
- დიდი იმედი მაქვს ჩემი სამსახურის საბუთები არ გადაგიყრია. - ნერვიულად ჩაიცინა რატიმ.
- მეც... - გაუცინა თაკომ და საჭმლის კეთება განაგრძო,
თუმცა ვინ დააცადა. მალევე მოისმა მისაღებიდან რატის ყვირილი.
- რა მოხდებოდა რომ შეგეხედა, იქნებ რა იყო?
- დაჯღაბნილი იყო და უფრო იმიტომ გადავყარე. - თავი იმართლა თაკომ.
- დაჯღაბნილი იყო?! ვინ დაჯღაბნა? - სულ შეიშალა რატი.
- მე რა ვიცი. - ჩაიჩურჩულა და თავი დახარა.
- ღმერთო შენ მიშველე, რამდენი დებილია ჩემ ირგვლივ.. - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და ოთახი დატოვა.
თაკოს კი გაეცინა და წვნიანს ამოურია.

მთელი დღე უაზროდ გაატარა.
ჯერ თავისი ტანსაცმელები შეალაგა გარდერობში, შემდეგ რატისი.
სახლში ბოდიალი რომ მოსწყინდა ეზოში გადაინაცვლა.
ეზოც რომ მოსწყინდა ქუჩაში გავიდა სასეირნოდ.
დაღამებამდე სეირნობდა.
სანამ ფეხები არ გაეყინა არ გახსენებია სახლში დაბრუნება.
სახლში სტუმრები დახვდნენ.
ნანი და აკაკი იყვნენ, რატიც მოსული იყო.
მოიკითხა ქმრის მშობლები და რატიც გადაკოცნა, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიხნით.
- თაკო, შენს მეუღლეს არ სურს უცხო ქვეყანაში სამოგზაუროდ წასვლა და შენ რას იტყვი? - საუბარი დაიწყო ნანიმ.
- როგორც მას უნდა ისე იყოს. - დაინახა თუ არა რატის დაძაბული მზერა ჩაიბუტბუტა.
- შენ არ გინდა საზღვარგარეთ?.. - უიმედოდ ჰკითხა აკაკიმ.
- მე და თაკოს სოფელში გვინდა წასვლა, ნელიკოსთან. - მის მაგივრად უპასუხა რატიმ.
- იქნებ მას არ უნდა?.. - დაეჭვდა ნანი.
- მინდა.. - სხარტად უპასუხა თაკომ.
- რა გაეწყობა?! თქვენი ნებაა.. - უთხრა აკაკიმ და ცოლ-ქმარმა სახლი დატოვეს.
- ნელიკო ვინ არის?.. - გავიდნენ თუ არა იკითხა თაკომ.
- ბებოჩემია. - უპასუხა რატიმ და საძინებლისაკენ წავიდა. - ძალიან დავიღალე, უნდა დავწვე, ხვალ მივდივართ ნელიკოსთან, ასე რომ ბარგი ჩაალაგე.
- კარგი..
ცოტა ხნის შემდეგ ოთახიდან თავი გამოყო.
- ჩემს ტანსაცმელებსაც თუ ჩაალაგებ კარგი იქნება!.. - უთხრა და გაუღიმა.
თაკოს გაეცინა და მისი ოთახისაკენ დაიძრა.
რატი დაწვა და მალევე ჩაეძინა.
თაკო კი იდგა და ალაგებდა ტანსაცმელს ჩანთაში.
თითქმის ყველაფერი ჩაალაგა, არც იცოდა რა დასჭირდებოდა ქმარს სოფელში.
მორჩა თუ არა რატის ჩამოვარდნილი საბანი გაუსწორა და ოთახი დატოვა.
დაღლის მიუხედავად თავისი ტანსაცმელებიც გაამზადა წასასვლელად და მასაც მალევე ჩაეძინა...

* * *
- ძილის გუდა!.. - ჩაილაპარაკა რატიმ და კიდევ ერთხელ შეანჯღრია ცოლი.
- რა გინდა?.. - ამოიკრუსუნა თაკომ.
- სოფელში რომ უნდა წავიდეთ დაგავიწყდა?
- სოფელში? - გაიოცა და თვალების ფშვნეტა დაიწყო.
- ხო, ადექი და მოემზადე, იმედი მაქვს ბარგის ჩალაგებას ახლა არ დაიწყებ!.. - შეუბღვირა და ოთახი დატოვა.
ისე მოეშალა თაკოს ნერვები ბოლო ხმაზე ყვირილი მოუნდა.
გუშინ მთელი ღამე მის ბარგს ალაგებდა, თავისი ტანსაცმელების მოწესრიგება ძლივს მოასწრო, ეს ვაჟბატონი კი მის ჩაძინებაზე ბრაზობდა.
ნერვებმოშლილმა ძლივს ჩაიცვა, საწოლი გაასწორა და მისაღებში ჩავიდა.
- მალე ჩამოიტანე ჩანთები და გავიდეთ! - შეაგება სიტყვები რატიმ.
თავიდან ეგონა ხუმრობსო, მაგრამ როცა აღარ გაუცინია ავიდა და რის ვაი-ვაგლახით ჩამოათრია მეორე სართულიდან პირველზე ჩანთები.
- იმედია იკადრებთ ბატონო რატი და მანქანაში მაინც ჩაალაგებთ ამ ჩანთებს. - შეუბღვირა თაკომ.
- ხო აბა, შენ რისი ჩამლაგებელი ხარ?!
აი ამაზე კი ეგონა თვალებიდან ნაპერწკლები მცვივაო.
მანქანაში უკან მოთავსდა და ტელეფონს ჩააშტერდა.
- წინ რატომ არ დაჯექი, ვიკბინები? - სიცილით ჰკითხა რატიმ.
- იკბინები, თან საკმაოდ მწარედ..
ამაზე საერთოდ ახარხარდა.
- მალე ჩავალთ?.. - იკითხა მობეზრებით თაკომ.
- არა.
- მაშინ დავიძინებ და იმედია სადმე ტყეში არ გადამისვრი!
- ისე კაი იდეაა, მე რატომ ვერ მოვიფიქრე?!..
- დებილი ხარ და იმიტომ!.. - უპასუხა მთქნარებით და დასაძინებლად მოემზადა.
- თაკო!
- ჰო..
- გძინავს?
- ჰო იდიოტო, მძინავს.
- კაი გეძინოს, აღარ გაგაღვიძებ.
- ღმერთო, ოცდამეერთე საუკუნეში მომიტაცეს და არაფერი მითქვამს, მაგრამ რაღა ეს დებილი შემახვედრე?.. - ჩაიბუტბუტა თაკომ და ხელები მაღლა აღაპყრო.
რატი კი ახარხარდა და მგონი მთელი გზა არ გაჩერებულა.

სოფელში რომ ჩავიდნენ, უკვე გვიანი საღამო იყო.
თოვლი, რომლის ნახვის იმედიც თაკოს ქონდა არ დახვედრიათ.
თუმცა ცა ისე იყო მოქუფრული დღეს თუ არა ხვალ მაინც მოთოვდა და გადაათეთრებდა არემარეს.
ნელიკოს სახლი სოფლის ბოლოში იყო, ტყესთან.
ეზოში არავინ დაუნახავთ.
სახლიდან სინათლე გამოდიოდა.
ოთახში პირველი რატი შევიდა, უკან კი თაკო შეჰყვა ჩანთებით ხელში.
თაკოსთან ერთად ალბათ თქვენც დარწმუნდით, თუ როგორი ჯენტლმენი იყო რატი.
ნელიკო ბუხართან იჯდა და გაზეთს ჩაჰყურებდა.
- ნელიკო, სტუმრები მოგივიდნენ, ესაა შენი დახვედრა? - სიცილით შეხვდა შვილიშვილი ბებიას და ლოყები ჩაუკოცნა აცრემლებულს.
- როგორ გამახარე შვილო შენი ჩამოსვლით, თან სტუმარი მოგიყვანია. - გაუღიმა ნელიკომ და თაკოც გულში ჩაიკრა - თუმცა რაღა სტუმარი, უკვე ოჯახის წევრია.
- ნელიკო ეს ჩემი ცოლია თაკო, გაიცანი.
- მივხვდი შვილო, ნანიმ დამირეკა ცოლთან ერთად გესტუმრებაო. - მოსწყდა თაკოს და ბუხართან დასხა შვილიშვილები.
- რა ლამაზი ხარ შვილო, გაგვიმართლა შენნაირი რძალი რომ შეგვხვდა. - თან სუფრას შლიდა და თან კომპლიმენტებით ავსებდა რძალს.
- მადლობა ბებო.. -გაწითლდა თაკო.
- ნელიკო დამიძახე შვილო, ბებოს აღარავინ მეძახის.. - გაუღიმა და თავზე ხელი გადაუსვა. - მოშიებულები იქნებით, ხელად გავშლი სუფრას და ერთად ვივახშმოთ.
- დაგეხმარებით. - ფეხზე წამოდგა თაკო.
- დაღლილი იქნები საყვარელო, დაისვენე უცებ გავშლი.
უთხრა და სამზარეულოში შევიდა.
- დაეტიე რაა, შენ რისი გამკეთებელი ხარ? - წაკბინა რატიმ და გაეცინა.
- და შენ რისი გამკეთებელი ხარ ვაჟბატონო, ბევრს რომ ლაპარაკობ?
გაბრაზდა თაკო და რატი ამაზე უფრო ახარხარდა.
- მხიარულობთ შვილო? ახლავე მოვრჩები და დაგიძახებთ. - სამზარეულოდან გამოსძახათ ნელიკომ.
რატიმ ცრემლებისცვენამდე იცინა, იგივეს ვერ ვიტყვით თაკოზე, რომელმაც ამ დროის განმავლობაში რამდენიმე გეგმა შეიმუშავა, თუ როგორ მოეკლა იდიოტი ქმარი.
ერთად ივახშმეს და ნელიკომ საწოლიც გაუშალა ერთ ოთახში ცოლ-ქმარს.
- იატაკზე წოლისათვის მოემზადე!.. - დარჩნენ თუ არა მარტოები ოთახში დაიწყო თაკომ.
- ოჰ, შენ დაწექი თუ გინდა იატაკზე, მე საწოლში წოლას ვაპირებ. - გაჯიუტდა რატი.
- კარგი, მაშინ ჩემს ხაზზე არ გადმოხვიდე!..
- არც ვაპირებ.
- ძალიან კარგი, მაშინ გაიხედე ღამის პერანგი უნდა ჩავიცვა.
- მერე ჩაიცვი, მე რა შუაში ვარ? - სერიოზულ ხმაში ღიმილის ნოტები ეპარებოდა რატის.
- გაიხედე იდიოტო! - შეძლების და გვარად ჩუმად დაუყვირა თაკომ.
- ტვინს ჭამ უკვე!..
- გაიხედე და ხმას აღარ ამოვიღებ!..
- კარგი ჰო.. - მოლბა რატი...

ღირს გაგრძელება? ველოდები შენიშვნებს! kissing_heart



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ძაან ვიმხიარულებ ვატყობ.იმედია იმედი არ გამიცრუვდება ველი სემდეგს,არ დააგვიანო რა

 


№2  offline წევრი ლელუკა

კი ძალიან სახალისო და საინტერესო ველოდები ახალ თვს kissing_closed_eyes

 


№3 სტუმარი T

Dzalian moneons chemi sexnia chemnairia zustad da gaagrdzele da mal male dade pretenziebi ar mak saertod iseti kargia

 


№4  offline წევრი natia-natia

Momwoons es wyvili...gaagrdzele

 


№5 სტუმარი Tttttt

gagrdzele dzalian kargi iyo

 


№6 სტუმარი Guest Cuncul

Velodebi gagrdzelebas da imedia ar daagvianeb sxvebivit nervepmosashlelad

 


№7  offline მოდერი bibo

უხ ეგი რა იყო ისე ამ სახელით აქ არი ისტორია ეგ მეგონა თავიდან რაღა დაგალო და მერე შევყევი შევყევი და კიმომეწონა კაი იყო ტკბილო გოგჩუნა მარწყვის ჯემო გელო გელი მეო ალუბალო წარმატებეი რატი გიტყიპები შენო

 


№8 სტუმარი თიკა

კარგია გააგრძელე ❤

 


№9 სტუმარი Mtvareula

Eseti sataurit ido ukve am saitze istoria. Tavidan megona isev is iyo, magram sul sxva agmochna.
Momewona es tavi shinaarsis mxriv, gramatikuli shecdomebic ar yofila bevri da katastrofuli, magas nelnela dzaxvewav praqtikashi.
Axali unda iyo am saitze vgoneb, es chemi pirveli istoriaa sheni.

Nu, mokled velodebi shemdegs.

 


№10 სტუმარი Teo.

Magaria imedia moarjulebs ratis.imedia male gaagrzeleb

Kargia vixalise dzalian.imedia male gaagrzeleb.

 


№11  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Au ra kargi istoriaaa dzalian bevri vicine da mokled tu ar gaagrdzeleb dagaxrchob warmatebebi
--------------------
M.D

 


№12 სტუმარი t

gagrdzeleba girs ogond male dade shemdegi tavi at daagvianooo :-)

 


№13 სტუმარი გიჯი

დადე დღეს..

 


№14 სტუმარი სტუმარი

ისტორია ძალიან სახალისოა და მალე გააგრძელებ იმედია..
და მსგავსი ტიპის ისტორიები არ იცით კიდევ? ბევრი რომ ვიცინო და თან ვისიამოვნო და თან კარგი დასასრული რომ ქონდეს ^_^

 


№15 სტუმარი ირაა

ძალიანბსახალისო და საყვარლობაა იმედია გააგრძელებ და მალე დადებ შემდეგ თავს დიდი ხანია ვეძებდი რამე კარგს და ვიპოვეე აუ რაკაიაა

 


№16  offline წევრი DevilGirl

იმხელა თავი იყო , რომ სიტუაციაში გავერკვიე, შენ თუ სულ ამხელა და ესეთ მაგარ თავებს დადებ ღირს აუცილებლად გაგრძელება , მაგრამ თუ აპირებ, რომ სხვებივით დააგვიანო და 2 ხაზიანი თავები დადო მაშინ არ ღირს. ისე ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი გოგო ხარ , ძალიან მომწონს, აბა მე შენი იმედი მაქვს, კარგი იქნება თუ ყოველ დღე დადებ ესე უფრო ბევრს მოეწონება ! მაგარი გოგო ხარ ! <3

 


№17 სტუმარი Guest ნინი

ძალიან სახალისოა გთხოვ გააგრძელე

 


№18  offline წევრი isterichka123

კი დან მაგარია გაგრდზდლე

 


№19  offline წევრი ნასტია

გრაფინია
***
მმ,კარგი იყო..
არის პატარ-პატარა შეცდომები ღა ვფიქრობ ნელ-ნელა გამოასწორებ და დახვეწავ სტილს..
ჰო! ჰქვია და არა ქვია,ავღნიშნო არა აღვნიშნო და კიდევ იყო წვრილმანი შეც დომები.
ეცადე რისი მოკლედ დაწერაც შეიხლება ნუ დააგრძელებ რა..
სხვა კაია.წარმატებები

ცოტა გაუგებარი მომეჩვენა ჩემივე კომენტარი ანუ სწორია აღვნიშნო,არასწორია ავღნიშნო ♥♥

აუცილებლად გავითვალისწინებ heart_eyes მოულოდნელად გადავწყვიტე ამეტვირთა და ვერც მოვასწარი გამესწორებინა შეცდომები.

შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ heart_eyes

Hopeless
იმხელა თავი იყო , რომ სიტუაციაში გავერკვიე, შენ თუ სულ ამხელა და ესეთ მაგარ თავებს დადებ ღირს აუცილებლად გაგრძელება , მაგრამ თუ აპირებ, რომ სხვებივით დააგვიანო და 2 ხაზიანი თავები დადო მაშინ არ ღირს. ისე ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი გოგო ხარ , ძალიან მომწონს, აბა მე შენი იმედი მაქვს, კარგი იქნება თუ ყოველ დღე დადებ ესე უფრო ბევრს მოეწონება ! მაგარი გოგო ხარ ! <3

მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№20 სტუმარი Guest ketu

აუ გააგრძეე ოღონდ მალე დადე გთხოვ რა

 


№21  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ესე უეჭველი ერთად უნდა დარჩნენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent