შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გიჟების წესებით VII


29-12-2016, 07:07
ავტორი Anonimka95
ნანახია 1 461

თუ კი ადრე ვფიქრობდი რა იქნებოდა ხვალ, ან რას იტყოდა ხალხი, დღეს-დღეობით აღარ მაინტრესებს. დღეს მე ვარ ადამიანი რომელიც ცხოვრობს გათენებიდან დაღამებამდე. მე ვარ ადამიანი რომელსაც ტვინში ერთი პატარა ღილაკი ჩამოუყალიბდა , გამორთვის ღილაკი. რა მაგარი იქნებოდა ადამიანებსაც გვქონდეს ტვინში წაშლის ღილაკი, დავიწყების, განადგურების.. რადგან ჩემი გამორთვის ღილაკი მხოლოდ დროებით მოქმედებს. მე ვიყავი გოგო რომელსაც შეეძლო არ ეფიქრა შედეგებზე, გაენადგურებინა ყველაფერი და პირველ რიგში საკუთარი ცხოვრება. ჩვენ ხომ მაინც იმად ვიქცევით რაც ვიყავით შექმნამდე, მიწა იყავ და მიწად იქეცი....

უცბად გავჩერდი, მიმოვიხედე, მივხვდი რომ სამსახურიდან ძალიან შორს წამოვსულვარ, უკან მოვიხედე, არ მინდოდა სუსტი გამოვჩენილიყავი. მეყოფა სირბილი, დავიღალე პრობლემებისგან გაქცევით, უკან მივბრუნდი და ცხოვრებაში პირველად შევედი გოგოების გასახდელში. ფანჯარასთან დავჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. ამ დროს კი კარები იღება და შემოდის ის ვისი ნახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა. თავი მაღლა ავწიე თუმცა ფანჯრისთვის თვალი არ მომიშორებია. ნათია და თიკო კარებთან გამათბობელთან დაჯდნენ, ვგრძნობდი როგორ მიყურებდა ერთ-ერთი. რამის ზურგი დამწვოდა მათი თვალებისგან
- ნინი ბარში რატო არ ხარ? - მეკითხება ვითომ მზრუნველი ხმით თიკო. და აი ახლა მივხვდი რომ მართლა ვეჭვიანობდი და ეს ჩემ ნერვებზე მოქმედებდა.
- ვისვენებ - ნაგლად გავუღიმე, თუმცა ჩემი გაღიმება უფრო თბილი მომეჩვენა. ისეთივე აფერისტული როგორიც ის იყო
- ლუკამ რესტორანი გადაატრიალა. გეძებს. რა უქენი ასეთი? გამწარებულია - გაეცინა,, ალბათ იფიქრა რომ რამე დავუშავე ან რავი და საჩხუბრად მეძებდა.
- აჰ, მადლობა რომ გამაფრთხილე
მეც გავუცინე და გამოვედი. ბართან ლუკა დამხვდა, ისევ ავუარე გვერდი და ბარში შევედი. ის ადგილზე დარჩა და მიყურებდა. მეც არ ვიმჩნევდი მის იქ დგომას. ბარი გადავწმინდე. ორი ყავა გავაკეთე და ბარის შიდა ოთახში შევიტანე, შემდეგ კი უკან გამოვიტანე და ბარზე შემოვდე. სკამზე დავჯექი და გავხედე
- დალევ?
- რა?
- ყავას დალევ? თუ გადავასხა?
- გაგიჟდი? დავლევ აბა რას ვიზამ - გაეღიმა.
- ძაან კარგი. - ბარის წინ ჩამოჯდა და ერთი ყლუპი მოსვა
- რა?
- რა რა?
- შენ რა არაყი ჩამისხი?
- მარტო შენ არა მეც,,,
- ოო ეს ცუდია
- რა?
- გაგაფუჭე ეს პატარა ბავშვი
- არ მიცნობ
- საინტერესოა. როგორი ურჩი ხარ, თავხედო
- შენ მე არ მიცნობ, და არც ეცადო ჩემ გაცნობას, უფასო რჩევა ჩემგან შენ.
- მაშინებ?
- არა, გირჩევ.

ამ დღის მერე ლუკა ერთი კვირა სამსახურში არ გამოჩენილა. თავიდან რეაქციაა არ მქონდა თუმცა ბოლო დღეები უკვე ძალიან ვნერვიულობდი. სამსახურში სულ რაღაც 10 წუთის მისული ვიყავი რომ კიდევ ერთხელ ვცადე დარეკვა. ამდენი ხნის მანძილზე ტელეფონი გამითიშა და უცხო ნომრიდანაც მომივიდა მესიჯი.
- ,, ნინი ლუკა ცუდადაა, დაჭრეს, მე დედამისი ვარ. ახლა გადავუხვიე ჭრილობა და სამსახურში მივდივარ, თუ მოახერხებ იქნებ ამოხვიდე. მადლობა"
აი ახლა ჭკუიდან გადავდიოდი უკვე. უფროსი მოსული არ იყო ჯერ და ორ საათამდე არც მოვიდოდა. მე კი ამდენხანს დაცდა არ შემეძლო. მენეჯრის ძებნა დავიწყე. კარებზე დავაკაკუნე და ისე შევედი რომ პასუხს არც დაველოდე
- ქალბატონო ნანა უნდა გამიშვათ, ძალიან გთხოვთ
- რამე მოხდა?
- დედაჩემი საავადმყოფოშია , გთხოვთ დღეს უნდა წავიდე რა
- კაი კაი ნინი არაა პრობლემა რამეს მოვახერხებ, წადი, უფროს მე ავუხსნი.
- ვაიმე ძალიან დიდი მადლობა და, დასვენების დღით ავანაზღაურებ გპირდებით

სულმოუთქმელად გამოვარდი კაბინეტიდან, ჩემი ნივთები ავკრიფე და სულ რაღაც 15 წუთში უკვე მისი სახლის კართან ვიდექი, კარები გავაღე და შევედი, სახლში ხმა არ ისმოდა, ვიფიქრე ძინავსთქო და ჩუმად შვიპარე ოთახში. ის იწვა და ყურსასმენებით რაღაცას უსმენდა. მე რომ დამინახა გაიღიმა და გაიკვირვა
- აქ რა გინდა?
- დედაშენმა მომწერა
- ოხ ეს ქალი
- რა მოხდა ვინ დაგჭრა?
- ყოფილი ცოლის ნათესავებმა
- შენ რა ცოლი გყავდა?
- დიახ, არც შენ მიცნობ პატარავ,
გვიანობამდე ვიყავი მასთან და ვცდილობდი მომეარა, უკვე ძალიან გვიანი იყო წასვლას ვაპირებდი როცა მისი ტელეფონი აწრიალდა. რამდენჯერმე გაუთიშა.
- ვინაა?
- ყოფილი ცოლი
- რატო დაშორდით? ან ახლა რა უნდა?
- გრძელი ისტორიაა
- გისმენ
- კაროჩე, მატყუარა იყო. მატყუებდა რომ და ყავდა მკვდარი და მის დისშვილს უვლიდა. ეს ბავშვიც ჩვენთან წამოიყვანა და აღმოჩნდა რომ ეს ბავშვი მისი შვილი იყო. კაი ეგ არაფერი მარა არც ამ ბავშვს უვლიდან. სულ ბინძურად ყავდა. მოკლედ ბოლოს ბევრი მოუვიდა და გავაგდე. რო დავშორდით 8 თვის მერე გამოჩნდა და მეუბნება ორსულად ვარო, ახლა ეს გიჟი არაა? 8 თვე ნანახი არ მყავს მუცელი მაგას არ აქვს და საიდან დაორსულდა? კაი ეგ დავიკიდოთ, წელიწადზე მეტი გავიდა და მუცელი ახლაც არ აქვს? მოკლედ იმდღეს სამსახურში დამდგა თავის ნათესავებთან ერთად
- ეს იმ დღეს გიჟივით რო დარბოდი?
- ხო ეგ დღეა. კაროჩე მაგის ნათესავთან გავარკვიე ყველაფერი, და არაფერი რო არ გამოუვიდა გუშინ ვიღაცეები დამახვედრა, - ძალით გამიღიმა და ამ მდროს ისევ ტელეფონის ეკრანი განათდა, სანამ გათიშავდა ხელიდან გამოვგლიჯე ტელეფონი და ვუპასუხე
- გისმენ
- შენ ვინ ხარ ლუკა დამალაპარაკე
- მე ლუკას ცოლი ვარ და ლუკას კი არ დაგალაპარაკებ ამჯერად გაგაფრთხილებ. მეორედ ან შენ ან შენი საცოდავი სანათესაო ახლოს არ მიეკაროს ჩემ ქმარს თორემ მე გპირდები რომ სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ.
- ვის ემუქრები მე? ან შენ რანაირი ცოლი ხარ მე და ლუკას ჯვარი გვაქ დაწერილი
- აჰამ არაუშავს, მალე აიყრის. მე რაც გითხარი გაიგე და ეს ნომერი დაივიწყე

ლუკა მიყურებდა გაოგნებული, ერთხანს ხმას არ იღებდა, ბოლოს როგორც იქნა პირი გააღო
- საღოლ ცოლო... არ დაიცვა ქმარი?
- მე შენი ცოლი არ ვარ
- აბა ვიკას რატომმ უთხარი ცოლი ვარო
- არ ვიცი.
- რაღაც უნდა გითხრა
- რა
- ვიკა ჩემი დიდი შეცდომა იყო, ინტერნეტში გავიცანი, თურმე ქმართან ერთად ცხოვრობდა და მე არაფერიი ვიცოდი, ერთ დღეს დავთვერი და დავურეკე გამომყევითქო და მთვრალმა ჯვარიც დავიწერე, ვიკა იმ ღამეს ისევ ქმართან მოტყდა, მე კი დილას ძმაკაცის ცოლი მიყვება რომ ჯვარი დავიწერე და ჩემი ძმაკაცი მეჯვარედ წამიყვანია, გოგო გიჟს გავდა. მე კი მეგონა მეკაიფებიანთქო, თუმცა ბოლოს როგორც აღმოჩნდა სიმართლე ყოფილა. და მე ისეთი გატრუპული ვიყავი არ მახსოვდა
- იდიოტი ხარ სხვა რა გითხრა?
- არაფერი დარჩი დღეს რა
- ვერ დავრჩები უნდა წავიდე, თუ რამე დამირეკე და ამოვალ
- აუცილებლად ცოლო.
წამოვედი და მთელი გზა მასზე ვფიქრობდი, ვხდებოდი რომ მის მიმართ გრძნობები მიჩნდებოდა და არ ვაღიარებდი, თითქოს ჩემ თავს ვუმალავდი რამეს, მერე ვინანე რომ ტელეფონი გამოვგლიჯე, ალბათ იმის თვალში როგორ გამოვიყვანე ეღტი დაუცველი ბიჭი რომელსაც გოგო იცავ? მაგრამ რამე რო ისე ყოფილიყო ალბათ მეტყოდა ლუკა. მერე ისევ ლუკაზე დავიწყე ფიქრი, ვხვდებოდი რომ ის უკვე აღარ იყო უმნიშვნელო ჩემთვის, რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდებოდა. და ეს ყველაფერი მე ძალიან მაშინებდა, არ მინდოდა შემყვარებოდა. არ მინდოდა .....



№1 სტუმარი Guest ნატალია

[spoiler][/spoiler][center][/center][i][/i]

 


№2  offline წევრი ananiko1117

ველოდები ახალ თავს რამდენი ხანია :( გელოდებიიითთ <3 heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent