შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 16)


29-12-2016, 22:41
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 748

მაჯანიშვილი მთელი თავისი ხიბლით.
ათი წლის გაურეცხავი, ვარდისფერ ხალათიანი "მხიარული" გოგოებით, რომელებიც გაიცინე, გაიცინეს ძახილით დაგზდევენ და შენზე ღადაობენ.
თბილისის "გაჩითული" და "კაი" ბიჭები და მათი ტონალურით დაფარული მუწუკები. ნატამ გადაწყვიტა რომ დეპრესიიდან უნდა გამოვსულიყავი, ამიტომ მარჯანიშვილის მაკდონალდში წამომათრია. როცა რიგში ვდგებით შესაკვეთად ბიჭები ჩვენზე, იმეტესად კი ჩემზე ღადაობას იწყებენ.
ისე მოხდა რომ რამდენიმე დღის წინ კარებს შევასკდი და პატარა ჩაწითლება და იმ ჩაწითლებასთან ერთად ოდნავი კეხი დამრჩა, რაც ყველას ჯუმბერი (პრიშიკი) გონიათ.
მათ ყურადღებას არ ვაქცევ, ვიდრე მესამეც არ შეუერთდებათ და დაცინვის დამალვასაც აღარ ცდილობენ. მათკენ ვიხედები და ვცდილობ ბრაზი კონტროლის ქვეშ მყავდეს.
-აუუ ცხვირზე რა გაქვს ტოო. -იძახის, თბილისის ცნობილი, ყველასგან შეყვარებული თბილისის "კაი" ბიჭი. დიდი ყავისფერი თვალები, მუქი ყავისფერი დაბალზე შეჭრილი თმა და მუდამ თან მყოფი სიგარეტის სუნი. -ეს ჯუმბერია? -კითხულობს და ცხვირზე ხელს იდებს, ზუსტად იმ ადგილას სადაც ჩემი ჩაწითლება და პატარა კეხუნაა.
-შენ სახეს მიხედე სიყვარული. -სწერვულად ვპასუხობ დამისტერ_ერთი_გრამი_ტონალურიც_არ_მისვიასკენ ვიხედები. სახე მთლიანად ტონალურით აქვს დაფარული, მაგრამ მაინც ჩანს ამობურცული პრიშიკები.
გაგრძელებას ვაპირებ რომ თავის ადგილას მოვსვა დანის_ტრიალში_მაგრები_ვართ_და_არაფერი_არ_გვეშლება ტიპები, მაგრამ ნატა თავის გაქნევით მაჩერებს. მეც ვჩუმდები, რადგან სიმართლე რომ ვთქვა ჩხუბი არ მინდა.
მაინც მესმის მათი უნიწო ღადაობები და ხელის აქნევით/დაქნევით ვშორდები მათ. სიბრაზისგან ვცახცახებ და ვერ ვჩერდები.
-წავიდეთ რა აქედან. -ნატას ხელზე ვქაჩავ და ისიც თავს მიქნევს. ჩვენ ორ შორის ნატა ძალიან მომთმენია, მე კიდევ ფეთქებადი, მაგრამ თვით ნატასაც კი აქვს საზღვარი.
-წამო. -მე და ნატა მაკდონალდსიდან გავდივართ და გეზს ახალი თბილისისკენ ვიღებთ. რომ გითხრათ აქაურობა, რაღაც განსაკუთრებულიათქო მოგატყუებთ, დიდი ვერაფერი. მაგრამ მაინც აქვს რაღაცნაირი, თავისებური ხიბლი.
****
უკვე რამდენიმე საათია მარჯანიშვილზე უმიზნოდ დავეხეტებით და ყველაფერს ვაწყდებით აქეთ-იქით. მე კიდევ მისტერ_ტონალურობას ვეძებ რომ ახლა მაინც მოვახერხო რამენაირად სამაგიეროს გადახდა. მაგრამ უშედეგოდ. დიდი ხნის ძებნის მიუხედავად მაინც ვერსად ვერ ვიპოვე, ამ ძებნაში კი მთელი პლეხანოვი შემოვიარე.
საბოლოო ჯამში ნატამ მიზანს მიახწია და კარგი დღე გამოვიდა, დეპრესიიდანაც გამოვედი და გავერთე. ჯერ იყო და იმ დებილთან ლამის ვიჩხუბე, მერე რუსთაველიდან მარჯანიშვილზე წინ და უკან ვიარეთ, შემდეგ ნაყინებით გავსდით, გამოკითხვაში მონაწილეობა მივიღეთ და ახალ თბილისში თოვლის ბაბუებს და ჯამბაზებს "ჩავუძმაკაცდით", ეგ კი არა მთელი ერთი საათი წეროებს ვთამაშობდით.
-წამო, ტაქსი გააჩერე. -ნატა ისევ მაკდონალდსის მიმართულებით მიმათრევს რომ ტაქსი გავაჩერო და სახლში წამოვიდე. ნატას რა უჭირს მაკდონალდსიდან ორ ნაბიჯში ცხოვრობს და სიარულიც არ უწევს აქეთ-იქით.
-ისევ გაბრაზებული ხარ?-მეკითხება და ვხვდები ვიზეც მეკითხება. -ცადე რომ დაიკიდო. -თავს ვუქნევ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ გამომივა.
>>>>>>>>>>მოგონება<<<<<<<<<
როცა ნინისთვის ყველაფრის მოყოლას ვამთავრებ, ჩემი არ ჯერა.
-დათო მასეთ რამეს არ იზამდა, შანსი არაა. -იძახის ჩუმი ხმით. -მართლა დაგცინა?
-კი, ნინი. -გაბრაზებული ხმით ვუყვები, ნინის ყველაფერს. ნინი მეტ-ნაკლებად იცნობს მაგათ და თან მაკდონალდსიდან გამოსვლის დროს დამირეკა.
-არადა მასე არ იქცევა ხოლმე. -ჩემი მაინც არ ჯერა, მე კი მისი დარწმუნების ხასიათზე არ ვარ.
-მერე დაგირეკავ. -ვეუბნები და ვუთიშავ.
-ვინაა დათო და საიდან იცი მისი სახელი? -გაკვირვებული ნატა მეკითხება და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
-ვინ არის ნინის წყალობით ვიცი, კიდევ ხანდახან თორნიკე მიყვება ხოლმე მასზე რაღაცეებს, ძმაკაცების პონტში არიან. -ვეუბნები და ისიც თავს მიქნევს, რითაც მანიშნებს გააგრძელეო. - კიდევ, ეს იცი ვინაა? -წარბებს მაღლა წევს. -აი, გახსოვს კოტიკო და ბექა რომ დაჭრეს? -გაკვირვებული თავს მიქნევს. -ხოდა ეგ იყო. -ჩუმი ხმით ვამთავრებ, თითქმის ძლივს გასაგონ.
-და შენ მაგასთან გინდოდა ჩხუბი?! -გაგიჟებული მეკითხება.
-ამ შემთხვევაში ისინი იყვნენ არასწორები, და თან მე სიტყვიერ ჩხუბს ვაპირებდი. -თავს გვერდზე ვწევ, მაგრამ ვიცი რომ ეგ არ მიშველის.
-მოკეტე. -მიბღვერს და წინ იყურება. -არა, მაშინ აბა რისი თქმა გინდა? რომ ბექა და კოტიკო არასწორები იყვნენ? -მეკითხება აღშფოთებული. მახსობს ბექას და კოტიკოს დაჭრის ამბავი, ცოტა სასაცილოც კია.
-არა, მაგას არ გეუბნები. -ვიძახი და ვცდილობ დავაწყნარო. -უბრალოდ მე მაქამდე საქმეს არ მივიყვანდი. თანაც ლაშამ ტყუილად მასწავლა ეს ქუჩური გარჩევები? -ვიღრიჭები, მაგრამ ვიცი რომ არ მიშველის.
ლაშა ჩვენი საერთო მეგობარია, რომელიც ახლა იტალიაშია სასწავლებლად წასული. ის მართლა იყო "კაი' ბიჭი, თუ რაც ქვია. მან მასწავლა, ქუჩური გაგება, წესები, ლაპარაკი და მნიშვნელობები, მასწავლა რომ თ ბიჭი "კაი' ბიჭია, მაშინ ის განათლებული უნდა იყოს რომ ლაპარაკის დროს არაფერი არ შეეშალოს, უნდა იყოს ზრდილობიანი ბავშვებთან გოგოებთან და უფროსებთან და ასე შემდეგ. დათო კი ოდნავადც კი არ არის "კაი' ბიჭი, თუ 'ძველი" ბიჭი, რსაც ეძახიან.
-კი, მაგრამ არ არის საჭირო გამოიყენო შენი ცოდნა, მარი. -მეუბნება თვალების ტრიალით.
-კაი, კაი. -ვიძახი, მაგრამ მაინც ვბრაზობ და თვალებს ვაცეცებ იმის იმედით რომ დათოს და მაგის მინიონებს ვნახავ და რამენაირად სამაგიეროს გადავუხდი.
>>>>>>>>>>მოგონების დასასრული<<<<<<<<<<<< მოგონების დასასრული<<<<<<
იმის შემდეგ დიდად არც არაფერი არ შეცვლილა და რომ ვუფიქრდები ჩვენი სიძულვილი ამ ამბის შემდეგ დაიწყო, რადგან არცერთი არ ვთმობდით. ვიცი რომ ბოლოდე რცერთი არ დავთმობთ და ბოლო წუთამდე ყველაფერს გავაკეთებთ მარის გულის მოსაგებად. მაგრამ ვიცი რომ ნიკას ჩემთან შედარებით უპირატესობები აქვს, მე კი ჯერ იმაშიც არ ვარ გარკვეული მარი მართლა მიყვარს თუ მეგობრულად.


ნ ი კ ა

ანდრეას ვუყურებ, რომელიც თავის ფიქრებში და მოგონებებშია ჩაფლული. ასეთ მყუდრო სიწყნარეში, როდესაც გულიდან ლოდი მოხსნილი მაქვს, მოგონებები თავისით მაწყდებიან. მათი შეჩერება მინდა, მაგრამ ვიცი რომ არ გამომივა. ყველაზე ხშირად თავს ის მოგონება მახსენებს, როდესაც მეცხრე კლასში მარი გავიცანი. ის მაშინ მერვეში იყო და შემიძლია თავისუფლად ვთქვა რომ მეგონა ცოტა ვერ იყო ნორმაზე.
>>>>მოგონება<<<<
მე, გივიკო და საშკა ერთად ვიდექით ქიმიის კაბინეტთან, მაგათ კიდევ ქიმია ქონდათ. ვხედავ ნინი ვიღაც გოგოს როგორ მოათრევს ჩვენკენ და ნინი როგორ იწყებს გივიკოს ლოყების ჩქმეტას.
-ნახეე. -ნინი ჭყიპინს იწყებს და გოგოც თავს უქნევს. როცა გივიკოს ცომივით ლოყებს ხელს კიდებს თვალები უბრწყინდება და თამაშს ისყებს, შემდეგ კიდე საშას ლოყებზეც გადადის, მე კიდევ მათ გაკვირვებულ სახეებზე ვბჟირდები. შემდეგ რაღაც ხდება, რასაც მე ვერ ვიგებ და გაბრაზებული მარი იქით გადის, ოღონდ მანამდე სამივეს გვალნძღავს, მაგრამ ვერ ვხდები მეც რატომ მაყოლებს.
>>>>>>>>>მოგონების დასასრული<<<<<<<<<<
ალბათ მაშინ რომ არ მოსულიყო ვერასდროს ვერ გავიცნობდი, ან გავიცნობდი, ოღონდ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ხანდახან მაინტერესებს ჩვენ ბედს ვინმე განსაზღვრავს თუ არა.
კარებზე ზარი ორივეს, მეც და ანდრეასაც ფიქრებიდან გვარკვევს და შემოსასვლელისკენ ვიხედებით, სადაც თეთრ მოკლე მკლავიან მაიკაში, თხელ, გრძე ჟაკეთში, და დახეულ ჯინსებში გამოწყობილი მარი დგას. სახეზე გაკვირვება და დაბნეულობა აწერია.


მ ა რ ი

როცა მათ ვხედავ გაკვირვებას ვერ ვმალავ. მაგრამ სიცილს ვიწყებ ორი წამის შემდეგ. ერთი დღისთვის უკვე მეტისმეტია.
-მარი? -ანდრეა გაკვირვებული მეძახის, მაგრამ მე ხელის აქნევით ვპასუხობ და ცეკვა ცეკვით მივდივარ ჩემი ოთახისკენ, საწოლზე ვაგდებ ნივთებს და ჩემი სამფლობელოსკენ მივდივარ. ვიცი რომ ბიჭები მომყვებიან. კარგია. ეჭვი მაქვს ბევრი იქნება სალაპარაკო.
-აპა ბაღნებო. -ვიწყებ და ჩემ დიდ, ფუმფულა ხალიჩაზე ვთავსდები. -რამ მოგიყვანათ აქ?
-მმმ. -ნიკა მმმ-ს იწყებს და დაბნეული მიყურებს, დაბნეული არა, უფრო შეშინებული. -ბიჭებს აინტერესებდათ რატომ ჩაიკეტე, და როგორ იყავი. ანამ თქვა რომ ავად გახდი და...
სათქმელს აღარ ამთავრებს, მაგრამ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, ამის ნაბოდიალებიდან აზრი მაინც გამოვიტანე, ნიკას პასუხის შემდეგ მზერა ანდრეაზე გადამაქვს.
-მე შენი ნახვა მინდოდა. -მიღიმის და ახლოს მოსვლას აპირებს, მაგრამ ვიჯღანები და უკან იხევს. -შენი შეყვარებული ვარ, ხოდა შენი ნახვა მინდოდა.
-აააა -ვიძახი და თავს უხერხულად ვაქნევ, დამავიწყდა რომ ანდრეა ჩემი "შეყვარებულია". -ხოო. -ვიძახი და ვფიქრობ როგორ მოვიშორო. მგონი პირდაპირ ჯობია. -კაი, წადით ახლა. -ვიძახი და ფეხზე ვდგები, რომ არსკენ წავუძღვე. დავიღალე და მეძინება, ხოდა წადით. -სახლიდან ვყრი ფაქტიურად, კარებს ვკეტავ და უკან ოთახისკენ მივდივარ რომ საწოლზე დავეგდო და კინოებს ვუყურო.
'სტრანნი ტიპები არიან.'


_____________________
ხელოუ ^___^
ამ თავში შეიძლება მარჯანიშვილი/პლეხანოვი და ა.შ შემომელანძღა სავით, მაგრამ ძალით არ მინდოდა... :დ
იმედია მოგეწონებათ ^___^



№1 სტუმარი Guest ანი

დიდ თავებს რომ დებდე ძალიან მომეწონებოდა ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent