need you (3)
ტელეფონი გავთიშე და სანამ ვინმე რამეს იტყოდა კარებთან მივვარდი, მანტო ავიღე და კიბეებზე ჩავირბინე, მივრბოდი,მთელი ძალით მივრბოდი შემდეგ უბრალოდ, ტაქსი გავაჩერე და სასაფლაოს მისამართი ვუთხარი. ბავშვებთან: -ახლა რომც გავეკიდოთ აზრი არ აქვს, ვერც ვიპოვნით და ვერც დავეწევით.-თქვა ნიკუშამ. -აბა ესე უბრალოდ გავუშვათ?-იკითხა გეგამ. -მარტო ყოფნა უნდა, მე წავყვებოდი , მაგრამ ახლა მარტოობა ჭირდება.-თქვა ლიკუნამ. -ბარბარეს დავურეკოთ.-იდეა წამოაყენა გუგამ. -ხო , ბარბარე მიხვდება სადაც წავიდოდა. ბარბარეს დაურეკეს, ბარბარე მაშინვე მიხვდა სადაც იქნებოდა დაქალებს დაემშვიოდბა და გამოვარდა გარეთ, ტაქსი გააჩერა და გეზი სასაფლაოსკენ აიღო. ნინასთან: სიბნელეში გზა ძლივს გავიკვლიე, მონატრებულ სასაფლაოსთან მივედი და მამას ქვასთან ჩავიკეცე: -მაა მაპატიე, რომ აქამდე ვერ გნახე, ვიცი , ვიცი ცუდად მოვიქეცი, მაგრამ შენ მაინც ხომ იცი, რომ მე არ შემეძლო მეყურებინა როგორ წევხარ მიწაში და როგორ გაყრია ცივი მიწა? ხომ იცი? იცი როგორ მენატრები მაა? იცი ეხლა როგორ მჭირდება შენი ნათქვამი "ყველაფერი კარგად იქნება მამას გოგო"? იცი როგორ მჭირდება შენი ნათქვამი "ესეც გავილის მაა"? ყველაზე და ყველაფერზე მეტად, შენ ყოველთვის შეგეძლო დაგემშვიდებინე, აი ამიტომ მერჩივნე ყველას. მაა იცი ვინ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში? ლაშა. მაა დაბრუნდა და მირეკავს ვერ ვხვდები რა უნდა, ერთხელ ხომ გამაუბედურა კიდევ ეს უნდა? კიდევ უნდა ისევ ისეთ დღეში ჩამაგდოს? მამიკო გახსოვს მაშინ როგორ მამშვიდებდი? მიზეზი არ იცოდი რატომ დავშორდით, მაგრამ შენ ჩემთან იყავი, ერთი წამითაც არ მომშორებიხარ, მაა გახსოვს, რომ გკითხე მეც ჩვენი მეზობელი ელენესავით ორსული , რომ მოგადგე სახლში მეც გამაგდებ თქო? გახსოვს რა მითხარი? მითხარი , რომ ყველაფრის მიუხედავად მქონოდა შენი იმედი , მითხარი , რომ შენ სულ გვერდში მეყოლებოდი, მაა ასე აღარაა , აი ახლა მჭირდება შენი მოფერება , მაგრამ შენ ცივი მიწა გაყრია, მიჭირს ...ძალიან მიჭირს შენი ყურება...მაა იცი დედა როგორი ძლიერია? ყველაფერს უძლებს, მე ხომ ვიცი არა ღამე როგორ ტირის როგორ მოთქვამს, მაგრამ ჩემთან ყოველთვის იკავებს თავს, მაა როდესაც ადამიანი მეორე ნახევარს კარგავს ის სხვას პოულობს , დედამ არ იპოვა მაა, დედამ ვერ გაბედა შენი დავიწყება აი ამის გამო უდიდეს პატივს ვცემ, მჭირდები მაა...ჰაერივით მჭირდები, მინდა ვიყვირო , როგორ მიყვარს ჩემი მეგობრები, როგორ მეზიზღება ლაშა, როგორ ვაღმერთებ დედას და როგორ მენატრები შენ... მაა მეც დედასავით ძლიერი ვარ, ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, ყველას ვამშვიდებ მაშინ როდესაც მე თვითონ მჭირდება მხარდაჭერა და დამშვიდება, მაგრამ ამას არავის არასდროს დავანახებ მაა, შენ ხომ ეს მასწავლე? იცი რა არის ყველაზე ცუდი? როდესაც ბარბარე სახლში მოდის ის ოთახში შედის და ტირის...გულმოკლული ტირის მაა მე კი ცალკე ვარ ჩემს ოთახში , კარებთან ვარ ჩაკეცილი და მეც ვტირი, მე და დედა ერთმანეთს არ ვანახებთ ჩვენს სისუსტეს , მაგრამ სინამდვილეში ორივემ ვიცით რაც გვჭირს , მაა გვაკლიხარ...საშინლად გვაკლიხარ...ყოველ ღამე ძილის წინ გვჭირდები მაა...-ვქვითინებდი და ამ წამს ვერაფერზე ვფიქრობდი ჩემი თავის გარდა, ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი, როდესაც ნაბიჯების ხმა გაისმა, ბარბარე მომიახლოვდა , ჩემს გვერდით ჩაიკეცა და არყის ბოთლი გამომიწოდა, აი რატომ მიყვარს ყველაზე მეტად ჩემი ბარბარე, სხვა მის ადგილას არაყს არ გამომაწვდიდა, მაგრამ მან იცის რა მჭირდება ახლა. ბარბარემ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო: -ნინა შენ არ იცი როგორ ვამაყობ შენით დეე! ჩემი მთავარი სიამაყე ხარ , ჩემთვის ყველაფერი ხარ ისევე როგორც მამასთვის იყავი. ყოველთვის მიკვირდა როგორ შეგეძლო ამ პატარა ერთ ციდა გოგონას , რომ სხვებზე გეფიქრა და შენი თავი ყოველთვის ყველაზე ბოლო ადგილას დაგეყენებინა! ყოველთვის მაოცებდი, ყოველთვის განსაკუთრებული იყავი, დეე შენზე მეტად არასდროს არავინ მყვარებია, შენ არ მომეცი უფლება მამაშენი მეგლოვა და სასმელს გადავყოლოდი, შენ მე თავი ამაწევინე იმ საღამოს და მითხარი , რომ შენთვის უნდა მებრძოლა, მითხარი , რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და უნდა მებრძოლა , რომ ეს წლები ბედნიერებაში გამეტარებინა, აი მაშინ ისე ვიამაყე შენით დეე! ვერ აღგიწერ! ყოველთვის N1 იყავი ჩემთვის და სულ ასე იქნება. არასდროს მაძლევდი უფლებას, რომ შენზე ზედმეტად მეზრუნა და საკუთარი თავი ცოტახნით გვერდზე გადამედო, ყოველთვის ცდილობდი მე ვყოფილიყავი პირველი ჩემი თავისთვის და მერე შენ, მე შენ ყველაზე მეტად გაფასებ აი ამიტომ არ განახებ ყოველ საღამოს ჩემს ცრემლებს, ვიცი გული დაგეწვება და მე ისიც ვიცი , რომ შენც ტირი შენს ოთახში. -დეე, ჩემს გარეშე ტირილი არც კი გაბედო! საერთოდ ცხოვრება გრძელდება დეე, ვიცი ჩვენ ამას შევძლებთ , გთხოვ გული არ დამწყვიტო რაა.-სლუკუნით ვუთხარი მე. -აი ხედავ? როგორ შეგიძლია ახლაც კი ასეთი იყო? მაინც მე მამშვიდებ შენი თავის ნაცვლად. -დეე შენ ხომ არასდროს დამტოვებ? -არა, არასდროს! -თუ მეცოდინება , რომ მოვა დრო და უშენოდ გავიღვიძებ , მაშინ მირჩევნია პირველი მე დავაკლდე ამ ნაგავ სამყაროს! ბარბარე მეხუტებოდა და ამ ჩახუტებაში ატევდა ყველა გრძნობას. დილამდე არ წავსულვართ მეორე დღეს კი სახლში დავბრუნდით: -დეე შენთან დავიძინეებ. -მოდი ჩემო პრინცესა. გავიქეცი და ლოგინში მივუწექი. დრო გადიოდა. ლაშას ზარები ისევ მაწუხებდა, ბარბარესთან გახსნილი ვიყავი , ყველაფერს ვუყვებოდი, ბავშვებს მოვუყევი ,რომ ლაშა მირეკავდა, გეგასთან ნელნელა მიდიოდა ყველაფერი... დილით ვიღვიძებ და გაღიმებულ ბარბარეს ვხედავ ტორტით ხელში: -ნინა დეე გილოცავ დაბიდუბის! -დეეე.-წამოვხტი და ჩემს სიხარულს ჩავეხუტე . ნიკუშა მირეკავდა: -ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიხარულო, ჩემო ანგელოზო, ჩემო გოგო გილოცავ დაბადების დღეს , ხომ იცი როგორ მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად საერთოდ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ , ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჩემთან ერთაად ! -ჩემო ბიჭოოო! მერე დამირეკეს სხვებმაც, გეგას გარდა ყველამ დამირეკა. ბავშვებმა გადავწყვიტეთ რესტორანში აღგვენიშნა ხოდა გადავნაწილდით მანქანებში ე.ი ასე გადავნაწილდით: მე, ნიკუშა , ლიკუნა, გუგა. გიორგი, ელენე,იკა,ლუკა. გეგა კვლავ არ ჩანდა.მე ჩავიცვი:მოკლე, შავი მოტკეცილი კაბა, შავი მაღალქუსლიანები, თმები გავიშალე, მუქი წითელი პომადა, შავი წენი,შავი ხელჩანთა და მზად ვიყავი. მანქანაში: -უფრო მოკლე კაბები ვერ ჩაიცვით!-გაღიზიანებულმა თქვა ნიკამ. -ჩანდრები უნდა ჩაგვეცვა ნიინ.-აკისკისდა ლიკუნა. -ჩანდრები არ უგულისხმია!-ალაპარაკდა გუგაჩკა. -ოჰ, გამოექომაგა ძმაკაცს, დღეს ჩემი დაბადების დღეა და როგორც მინდა ისე ჩავიცვამ!-ენა გამოვუყავი ნიკუშას. მეტი არაფერი გვითქვამს.შევედით და ტიტუუუ! რას ხედავს ჩემი თვალები! გეგა ვიღაც ქერა , გრძელფეხება ნა*სთან ერთად ზის ! კი მაგრამ მე რატომ მანაღვლებს? შეირგოს! -გილოცავ.-მითხრა გეგამ. -მადლობა.-უემოციოდ ვუთხარი. -უი ხო ეს ანია.-მის გვერდით მჯდომ ქერაზე მიგვითითა. -სასიამოვნოა.-თბილად გავუღიმე. -მეგობრები ხართ?-კითხა ნიკუშამ. -კი.-ქერას ეს პასუხი არ ესიამოვნა. ჩემი საყვარელი მუსიკა ჩაირთო: -აუუ ლუუუკააა. -კაი ხო გეცეკვები.-გადაიკისკისა ლუკამ. -აი ჩემი ბიჭი.-კმაყოფილმა გავიღიმე და იქაურობას ვტოვებდი ნიკუშას ნათქვამი , რომ გავიგე: -ნეტავ მართლა როდის გეყოლება შენი ბიჭი! მივედი და უკნიდან მოვეხვიე მთელი ძალით: -მაააალეე! -რაა? გვერდით მიმისვა, ყველა მე მიყურებდა რადგან ძალიან დიდი ხანია მათთან ბიჭზე არაფერი მითქვამს: -ხოო მალე გაგაცნობთ. -ვინაა? -ერეკლე ჰქვია, კარგი ბიჭია,სიმპათიურია. -გიყვარს? -არ მიყვარს , მაგრამ მომწონს, ხოდა რადგან აქამდე მივიდა საქმე ძლივს, მგონი დროა გაგაცნოთ. -ვააა გვეშველაა! -კარგი ბიჭია ძაან. ერეკლეს მართლა დიდი ხანია ვიცნობ ძალიან კარგი ბიჭია , მაგრამ უბრალოდ მომწონს და მასაც უბრალოდ მოვწონვარ მეტი არაფერი მართლა! ხოდა მეც "უბრალოდ" გადავწყვიტე მათთვის გამეცნო. -გამიშვი ეხლა ნიკუშა უნდა ვიცეკვო! -ზედმეტი არ მოგივიდეს! -ვინმემ ცეკვა , რომ მთხოვოს ზედმეტი ხმა არ გავიგო და ჩხუბი არ დაიწყო გაფრთხილებ დღეს სიმპათიურ ბიჭს დავკერავ ვინმეეეს... -ნინა! -დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეაა! -ხო კარგი , მაგრამ ზედმეტი თუ მოუვა იცოდე ხმას ვიღებ! -ოქეიი.-ვაკოცე ხმაურიანად და ლუკაჩოს დავუბრუნდი: -აბა სიხარულოოო, ხელები წელზე. -ვიცი ქალბატონო ნინა! -ჰმ... ნია რატომ არარის აქ? -სოფელშია. -აა ოკ ნია ლუკას ლოვეა. მერე დავბრუნდით ცეკვის შემდეგ და ვიღაც ძალიან სიმპათიური ბიჭი მოვიდა ჩემთან , ცეკვა შემომთავაზა ხოდა მაშინვე დავთანხმდი. გეგა გაბრაზებული იყურებოდა , მაგრამ მეეეკიიიდაა! თან ძალიან! ბავშვებო შემდეგ თავში მაგარ ამბებს მოვახდენ პირველ ნაბიჯს ვდგამ გეგას და ნინას ურთიერთობაში ამიტომ კომენტარები დააატოოოვეთთთთ , მიყვარხართ ვინც კითხულოოობთ:* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.