მ.ი. (თავი 7)
°°°°°°°°°°°°°°°° ∆გიო იო ვარ,რას შვები °მკვდარი ვარ ძმობას ვფიცავარ,ეს რა შარში გავყავი თავი,რომ ავიტეხე დიდი ქორწილი მინდათქო,დამეჯერებინა თათასთვის რა.შენ რას შვები? ∆რავი არაფერს,დარბაზში ვიყავი ახლა,გადავამოწმე სიტუაცია. °ხო მეც ვიყავი დილით,მგონი კარგი უნდა გამოვიდეს ხო? ∆აუ კი ტო,აბა ამდენ შრომას ღმერთი წყალში ხომ არ ჩაგვიყრის. °აუ ხო.ბიჭო ან ამ გოგოებს სად აქვთ ამდენი ძალა არ მესმის,თათამ აიჩემა,გინდა თუ არა ჩვენმა სასტავმა Fლეშმობის პონტში უნდა მოვაწყოთო,თან უარსაც ვერ ვეუბნები და თან კიდე მესიკვდილება ისე მეზარება,კაია ქართულზე,რომ დავყავდი რა მაკას,ეგ მაინც ვიცი. ∆აუ ხოარ ღადაობ რა ცეკვა დაიცა რა.მისმინე ახლა სახლში ხარ? °გაგიკვირდება და კი,9საათია მაგრამ მაინც ვკვდები ისე მეძინება,რამე გინდა? ∆იმ დღეს,რომ გითხარი სალაპარაკო მაქვსთქო,გცალია აი ძაან უცებ,რომ გამოხვიდე ანტრესთან? -ათ წუთში მანდ ვიქნები -კარგი. ∞∞∞∞∞∞ ... °მართლა ტო?მერე მაგას ესე რატომ მეუბნები,ჩემგან მწვანე გაქვს,მაგაზე კარგს ვერაფერს მეტყოდი რა ახლა,არა ისე მაინც რა ენა აქვს ჩემს ვირუკელას,იმდღეს მეკითხებოდა რაღაცებს.მოკლედ ამოისუნთქე რა,გენდობი თვალ დახუჭული. ∞∞∞∞∞∞∞∞ -ტასიიკ გამოდით რა შენ და თეკლა,ჭავჭავაძეზე ვართ დანკინში მე და თათა, და გავიდეთ კაბა მაყიდინეთ რაა. -კარგი,რუსთაველზე ვართ და 10-15 წუთში მანდ ვართ -გელოდებით. ________ -გოგო ნახე ეს რა ლამაზია -თეკლა ვარდისფერი არ შემიძლია ხომ იცი. -მაროოოო ნახე რა სილამაზეა-თათა მოვიდა ჩემთან,შავი ბარხატის კაბით,სიგრძე მუხლამდე იყო,არ იყო შემოტკეცილი,მთლიანად დაფარული იყო გულ-მკერდი,უკან ზურგის ნახევარი გიპიურით იყო.ლამაზი იყო მაგრამ არა საქორწინო -ე რა ლამაზიააა-წამოიყვირა ანასტასიამ. -ძაან ლამაზია,მაგრამ რა ვიცი ქორწილისთვის შავი? -ხო ფერი არც მე არ მომწონს - ვთქვი და კაბების თვალიერება განვაგრძე »»»»»»» ვერაფერი ვიპოვე საჩემო და გულ დაწყვეტილი ვიყავი...არაუშავს დედას კარადაში აუცილებლად ვიპოვი რამეს! სახლში როგორც კი მივედი დედას კარადაში შევძვერი,და საკმაოდ შედეგიანადაც.აქამდე თუ არ ვიცოდი რა უნდა ჩამეცვა,ახლა დარწმუნებული ვიყავი რასაც ვიცვამდი.ეს იყო მუხლამდე,კანისფერი სადა კაბა,წვრილი ბრეტელები ჰქონდა ზემოთ და ზურგზე ზომიერად ამოღებული იყო.ფეხზე კანისფერ მაღლებს შევუხამებდი,და ძალიან კარგად ვიქნებოდი სავარაუდოდ,თან არც ისე გადატვირთულად. ****** ჯვრისწერამ არაჩვეულებრივად ჩაიარა,იმდენად გულის ამაჩუყებელი იყო ყველაფერი,ვერავინ ცრემლებს ვერ იკავებდა.განსაკუთრებით გულ აჩუყებულნი მანო და მაკო იყვნენ.შევარდნაძის რეზიდენციის ბაღში გამართული ხელმოწერისა და დამღლელი ფოტოსესიის შემდეგ,გაწყობილ დარბაზშიც მივედით,რომელიც იდეალურად იყო მოწყობილი.თათა იყო ულამაზესი ქალი დედამიწაზე ვინც კი მინახავს.ეს არ იყო მისი ვარცნილობიდან ან მაკიაჟიდან გამომდინარე...ბრწყინავდა,ბედნიერი იყო,უყვარდა...უყვარდა,და ასე ძალიან სწორედ ეს ალამაზებდა!ტრადიციული ქორწილი იყო,ისეთი სიმპატ(თ)იური იყო ჩემი გიორგი ჩოხა-ახალუხში მეტი,რომ არ შეიძლება. დაიწყო ჭამა-სმა,ბევრი სადღეგრძელოები,ცეკვა... მთელი ამ დროის განმავლობაში მზერა არ მოუშორებია ჩემთვის იოანეს,რაღაცნაირად მიყურებდა,საყვარლად და მე,რომ შემიყვარდა იმ ღიმილით იყურებოდა,საოცრება იყო,მართლა საოცრება. ახლად დაქორწინებულებმა პირველი ცეკვა იცეკვეს-ქართული,გიორგი ისე გრძნობით ცეკვავდა,წამით წლების იქეთ გადავვარდი.გამახსენდა მე და გიორგის მიერ შესრულებული აჭარულის სოლო გერმანიაში,გამახსენდა ჩვენი ოსურის სოლო ესპანეთში....ყოველთვის წყვილში ვცეკვავდით სოლო ნომრებს მე და ჩემი ძმა,ოროვე დიდი მონდომებით ვუდგებოდით ჩვენს საქმეს,შემდეგ ისე მოხდა,რომ მთავარ ანსაბლში, ჩემი სიმაღლოს გამო არ მიმიღეს 1.65-ით რომელ ანსაბლში უნდა მეცეკვა.სამაგიეროდ გიორგის ჰქონდა დიდი შანსი მაგრამ ჩემ გარეშე არ გააგრძელა ცეკვა და ასე დავტოვეთ გუნდი. არვიცი რაღაც,სიმღერა იყო ჩართული ყველა თავზე იმხობდა ყველაფერს ისე ცეკვავდა,გიორგი მოვიდა ჩემთან. -აუ რატომ ხარ მოწყენილი მაკუნა? -რა მოწყენილი მეხუმრები? პროსტა ესე ხომ არ ვიცეკვებ-ხელით ვანიშნე ჩემთვის უცნობ გოგოზე რომელიც რაღაც საშინელ მოძრაობებს აკეთებდა-აუ თეკლა წლის ყველაზე ლამაზ მეჯვარედ უნდა დასახელდეს რაააა -ხო მართლა ძალიან ლამაზია,ტასოც ეგეთია,გააგიჟა საბა ამ ციცქნა გოგომ.აუ ერთს გთხოვ ჩემთავსგაფიცებ რა -გისმეენ -აჭარული ვიცეკვოთ რა. -ახლა?აქ?არა რა ვერ ვიცეკვებ ნახე რა ფორმაში ვარ -თუ გიყვარვარ,ნუ ხო კაი არ მოგატყებ,წინასწარ დავგეგმე,ტასოს ჩანთაში ელასტიკი,შავი მაისური და ცეკვის ჩუსტები უდევს,შემეჯიბრე. -იდიოოტო,გეთქვა და გავიხსენებდი მოძრაობებს რა -არა! შე-მე-ჯიბ-რე! -ოოო უსამართლობაა,შენ წინასწარ იცოდი და მე ახლა გავიგე -რაიყო გეშინია? -არასდროს! -მაშინ შემეჯიბრე -ხო კარგი ჯანდაბას! გოგოებთან ერთად საჭირო ოთახში შევიკეტე და გამოცვლა დავიწყე. -აუ მარიამ მაგრად უნდა იცეკვო რააა - გამამხნევა აწ უკვე რძალმა. -ვეცდები ყველანაირააად-კაბა გავიხადე,ელასტიკი,მაისური და ჩუსტები ჩავიცვი,გასწორებული გაშლილი თმა კოსად გადავიჭიმე და დარბაზში გავედი. გიორგიმ,რომ დამინახა სცენაზე ავარდა. -ჩემო ძვირფასო ადამიანებო,ახლა პატარა შეჯიბრისავით მოვაწყობთ მე და ჩემი და, ტაშით გაგვამხნევეთ და შეჯიბრის ბოლოს,მას უფრო ხმაურიანი ტაში დაუკარით ვინც თქვენი აზრით უკეთესად იასპარეზებს. სცენიდან ჩამოხტა და დარბაზის შუაგულში გამიწვია. სიმღერა ჩაირთო.თავდაპირველად ქართულით დაიწყეს,მაქსიმალურად შევეცადე ყოველი მოძრაობა სწორად და საუკეთესოდ გამეკეთებინა და მგონი გამომდიოდა კიდეც,ხელი ძალიან კარგად მეჭირა.შემდეგ გადაერთო აჭარულზე,შემდეგ სნოურზე,შემდეგ ოსური იყო,შემდეგ სამაია ჩაირთო და გიორგი გვერდზე გადგა-ამას ვერასდროს ვცეკვავდი კარგად,დამპალი. მოკლედ დიდი ცეცხლი იდგა დარბაზში,ქართული სისხლი დუღდა. ნუ რათქმაუნდა გიორგიმ მოიგო,მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიყავი,კაბის ჩასაცმელად გავდიოდი მიკროფონთან იოანე რომ შევნიშნე,რომელიც ლაპარაკს იწყებდა.გავჩერდი,მოსმენა მომინდა. -მოგესალმებით ყველას,ვინც მიცნობთ ხო და ვინც არა და მე იოანე ვარ.მოკლედ ახლა ამ წუთას,თქვენს წინაშე,ჩემი მეგობრების წინაშე,მისი მშობლების წინაშე,ჩემს უზარმაზარ სიყვარულს,ჩემს გრძნობებში უნდა გამოვუტყდე-კინაღამ ავყირავდი,გული ჩამწყდა,მეტკინა,ცრემლები მომაწვა....მას სხვა უყვარს...-საერთოდ არასდროს მეგონა სიყვარული იმდენად ძლიერი გრძნობა,რამდენადაც აღწერენ ხოლმე,ადამიანები მას.ახლა კი დარწმუნებული ვარ,რომ არ არსებობს დედამიწაზე,სიყვარულზე დიდი ძალა.სიყვარულის ქონა ნიშნავს გქონდეს ყველაფერი.ეს ის გრძნობაა,რომელიც ერთხელ ყველამ უნდა გამოსცადოს.სიყვარული ნიჭია ღმრთისგან ნაბოძები,რომლის უნარი,ყველა ადამიანს შესწევს,თუმცა ზოგიერთ ადამიანში ეს ძალიან ღრმად არის დამარხული.,,სიყვარული აღგვამაღლებს"! -უკვე ვეღარ ვუძლებდი,ტირილი მინდოდა,სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა,აშკარა იყო,რომ მართლა ძალიან იყო შეყვარებული,ღმერთო მიშველე რამე-ხო ვიცი,რომ ახლა ძალიან ბანალურად ვსაუბრობ,მაგრამ სხვანაირად როგორ გამოგიტყდეთ იმაში,რომ მე მარიამ ლორთქიფანიძე მიყვარს?!-კინაღამ გულმა დამარტყა,არ მჯეროდა,შოკში ვიყავი და ვტიროდი,მიკროფონით ხელში,ჩამოვიდა და ჩემსკენ ლაპარაკით დაიძრა-მიყვარხარ ჩემო პატარა,ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ! წინ ამესვეტა თან ,,ჩემი" ღიმილით იღიმოდა. ჩავეხუტე... ეს იყო ყველაზე ბედნიერი წამები. -მიყვარხარ,სიგიჟემდე მიყვარხარ. ყურში ჩავჩურჩულე და თავი კისერში ჩავმალე. ამ წამიდან მე და იოანე ვიქეცით ერთ მთლიანობად! [---------------------] -ზღვა არის ჩემი ბედნიერება! ბათუმში ჩასულმა და პლიაჟზე თაკარა მზეში გავარდნილმა დავიწყე ყვირილი და იოს შემოვეხვიე. -ჩემი ბედნიერება შენ ხარ მითხრა და საფეთქელზე გემრიელად მაკოცა. -ჩემო სიყვარულოო- ვუთხარი და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე-დანარჩენები ძროხები არიან გამოსულიყვნენ რა. -დანარჩენები ძროხები კი არა,ჭკვიანები არიან,შუა აგვისტოს ამ პაპანაქება სიცხეში სახლში გრილად არიან და არც მზის დარტყმა ემუქრებათ და არც კანის დაწვა. -ეგ არც მე მემუქრება და სიგრილეს რაც შეეხება ამხელა ზღვა ტყუილად ხომ არ არის? -შენც ჩემნაირი გიჟი ხარ წყალზე რა. -ვგიჟდები წყალზე -მეც,წამო შემეჯიბრე აბა ცურვაში,ტივტივამდე ვინ მიასწრებს. -კიბატონო-შორტი და ზედა გავიძრე,შავი სპორტული, მთლიანი საცურაო კოსტიუმი მეცვა,ფეხზე წყლის სანდლები ამოვიცვი და იოსთან შეჯიბრისთვის მოვემზადე. ნუ რომ გამასწრო ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი,პატარა ბავშვებივით ვიქცეოდით,წყალში ,,ვკოტრიალობდით-იდეაში სალტოებს ვაკეთებდი" ვყვინთაობდით,სახეში წყალს ვასხამდით და ძალიან ბევრს ვიცინოდით,დამღლელმა მგზავრობამ მაინც თავისი ქნა,თან ამას წყალში ხვანცალიც დაემატა და საბოლოოდ ძალიან მოვითენთე,თან აშკარად,წითელი მქონდა სახე,ნახევარი საათიც გავჩერდით,ცოტა გავშრით და სახლში ავედით.თითქმის ყველას ეძინა,მხოლოდ თეკლა იყო ფეხზე და ისიც იმიტომ,რომ ანასტასიას აძინებდა. -ჩემო პატარა ტკბილი ძილი,მასთან მივედი,ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე პატარა ანგელოზს და აბაზანაში წყლის გადასავლებლად შევედი,სახე ამწითლებია,მხრებიც. მალევე გამოვედი,თხელი ხალათით შემოფარებული -იო დავიძინებ რა მე -მიდი ჩემო ანგელოზო ლოყაზე მაკოცა და აბაზანაში შეიკეტა. რაღაცნაირად ვიყავი,ცუდად.თავი მტკიოდა და გულის რევის შეგრძნება მკლავდა,თმა გავიშრე,ჩანთიდან თხელი პერანგი ამოვიღე და საწოლში დავწექი.უფრო მომემატა ტკივილი,მეგონა თავი გამისკდებოდა,ეს გულის რევის შეგრძნებაც არა და არ მივლიდა...ძლივს დავიძინე,დიდი წვალების შემდეგ. +++ მარიამს,რომ ჩაეძინა,სწორედ მაშინ გამოვიდა აბაზანიდან იო,ტანსაცმელი ამოიღო ჩანთიდან და ჩასაცმელად მისთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა.იფიქრა გაისეირნებდა ბულვარში,მაგრამ დაეზარა და მაისურის ამარა საწოლში შეხტა და დაიძინა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კივილმა გააღვიძა.მარიამი იყო,იქვე დაგდებული მოკლე შორტი ამოიცვა და გოგონას ოთახში გავარდა,სადაც ანასტასია იყო და მარიამის გამოფხიზლებას ცდილობდა -რა სჭირს დაფეთებული მივარდა მის საწოლს. -არ ვიცი,სიცხისგან იწვის და ბოდავს,სულ სველია,წყალი ხო არ ყლაპა? ლაპარაკში იყვნენ ნელ-ნელა ყველაოთახში შეგროვდა და გოგონას დამშვიდებას ცდილობდა. -მარიამ გამოფხიზლდი,სასწრაფო გამოიძახეთ ეს დედა აფეთქებული-გიჟს გავდა იო საბამ გამოიძახა სასწრაფო,რომელიც საკმაოდ მალე მოვიდა ადგილზე.ნემსით დამამშვიდებელი გაუკეთეს და მანაც მშვიდად განაგრძო ძილი,თუმცა ერთი რამ იყო,ვერაფრით უგდებდნენ ტემპერატურას,ალბათ 1 საათი მაინც ცდილობდნენ ექიმები მისი სიცხის დაწევას,თუმცა უშედეგოდ. -უნდა გადავიყვანოთ სავადმყოფოში,ზღვაზე იყო? -დიახ. -სავარაუდოდ ზღვის ვირუსი აქვს-ეს თქვა და ამდროს წამოყო მარიამმა თავი,გვერდზე გადაწია და გული აერია-ნამდვილად! მოკლედ მარიამი სავადმყოფოში გადაიყვანეს და გადასხმა გაუკეთეს,რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.აუ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.