შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ.ი.(თავი 9)


2-01-2017, 10:23
ავტორი fencer
ნანახია 1 586

-თეკლა ორსულად,რომ იყავი თავს როგორ გრძნობდი
-ძაან მახსოვს-სევდიანად ძაილაპარაკა და შემდეგ როდესაც გაიაზრა რა კითხა ტასომ,გაფართოებული თვალებით შეხედა
-დამშვიდდი გოგო-უთხრა სიცილით და გააგრძელა-თათა არის ცუდად,გული ერევა და თავბრუ ეხვევა და რა შანსია ორსულად იყოს?
-ცუდად არის?-წამოხტა საწოლიდან თეკლა და ოთახში გავარდა.თათა ტახტზე იწვა.
-უკეთ ხარ?
-აუ არ ვიცი,რაღაცნაირად ვარ,ყველაფერი ტრიალებს.
-მანქანის გასაღები მათხოვეთ რომელიმემ,აფთიაქში ჩავალ რა-თქვა თეკლამ და ბიჭებს გადახედა
-ფიქრობ,რომ.....
-შეიძლება.
გიორგიმ გასაღები მიაწოდა.
-გამოგყვე?-მორიდებით იკითხა მარიამმა.იმ მომენტში ისე შეეცოდა თეკლას,რომ უარი ვერ უთხრა.
-ჯანდაბას შენს თავს-ჩაეხუტა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა სახლიდან,უკან მიჰყვა მარიამი და ტასოც.


მოკლედ ზედმეტი ბლა ბლა ბლას გარეშე თათა, ტესტის მიხედვით ფეხმძიმედ იყო.ეს
ყველასთვის იმდენად დიდი ბედნიერება იყო,სიხარულისგან დაფრინავდნენ.
განსაკუთრებით გიორგი.თვალები ისე უბრწყინავდა...
მოკლედ მეორე დღეს თბილისში დაბრუნდნენ.მარიამს გიორგი,საბა და იო ისევ არ ელაპარაკებოდნენ.
საშინლად ტკიოდა გული და ძალიან ბევრს ტიროდა ჩუმად,მაგრამ ამდენი ბოდიშის მოხდაც ყელში ჰქონდა ამოსული.
ერთი კვირა იქნებოდა გასული ბათუმიდან რაც ჩამოვიდნენ.თათა მათთან ცხოვრობდა მანამ სანამ სახლის რემონტი დასრულდებოდა.
საღამოს,საწოლზე წამოწოლილს და მომტირალს შემოუსწრო დაქალმა.გული დაეწვა მარიამის საცოდაობით.
-მივასიკვდილებ სამივეს ერთად!
თქვა და დაქალს ჩაეხუტა.
-კაი რა ჩემო სიცოცხლე,რის გამო ტირი უბრალოდ.
-ნერვები მეშლება თათა ძაღლადაც,რომ არ მაგდებენ ნერვები მეშლება,რა იყო ახლა ის კაფეში,რომ ვისხედით დილით და ვაბშე,რომ არც კი იმჩნევდნენ ჩემს არსებობას?ესე მექცევიან და კიდე მე უნდა შემოვირიგო?კარგი რა.მენატრებიან....
-თავს გავუხევ პროსტა დამაცადე.
წამოდგა და გავიდა.
-შეეშვი
სიტყვა მიაძახა მარიამმა და
მეორე გვერდზე გადაბრუნდა.


***
-თქვე არასწორებო,გაგიხევთ თავს პროსტა
-რა მოუვიდათ ჩემს პატარებს?-,,მათკენ" წამოვიდა გიორგი.
-არ მომეკარო-იკივლა თათამ და თითი ჰაერში მოიქნია.
-რა გჭირს რძალო?-ჰკითხა განცვიფრებულმა საბამ.
-ის მესამე სად ბრძანდება?
-რომელი მესამე
-იდიოტი იოანე-არ ცხრებოდა თათა.
- ა გასაგებია რაც გჭირს...არ გინდა რა ჩარევები,შევურიგდებით ოღონდ ცოტა ისწავლოს რა ჭკუა და გაიგოს,რომ მართლა ძალიან გვანერვიულა და ძალიან ცუდად მოიქცა.-უთხრა საბამ და თვალი ჩაუკრა.
-აი ახლა აქედან გამასწარი თუ არ გინდა ეს ჭიქა სახეში მოგხვდეს.შეეთრიეთ და ნახეთ ერთი რა დღეშია.
სხვას რომ, ეტირებინა იმ ვიღაცას ამოუტრიალებდით ყველაფერს და თვითონ რას უკეთებთ?-ტირილი დაიწყო...ალბათ ჰორმონები მაინც თავისას შვება-შეურიგდით,ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება
ცრემლიანი თვალები შეანათა მეუღლეს და ტუჩები ხელახლა სატირლად დაბრიცა.
-არ იტირო და ვსო ვურიგდებით.
-ცოტახანი არ შემოხვიდეთ რა-თქვა საბამ და მარიამის ოთახში შევიდა,თან კარი მიხურა.
-ზოგჯერ ეჭვი მიჩნდება ხოლმე,საბაა მარიამის ძმა თუ მე?-ღიმილით ამოილაპარაკა გიორგიმ და ძვირფას მეუღლეს ჩაეხუტა.

საწოლზე იწვა,მარცხენა მხარეს გადაბრუნებული,ემბრიონის ფორმაში.გვერდით მიუწვა და მიიხუტა.
-შენ მომიკვდე არ ვიცოდით ასე,რომ ინერვიულებდი თორემ ამდენ ხანს შერიგებაზე არ გაწუწუნებდით.
-თქვენ მომიკვდეთ არ ვიცოდი ჩემი სახლიდან გასვლით პანიკაში,რომ ჩავარდებოდით,თორემ საერთოდ არ გავიდოდი
უემოციოდ თქვა და თვალები გაახილა.
-ძალიან გაწყენინე ხო?
-კი მაგრამ მეც გაწყენინე და ბარი ბარში ვართ
ვერ მოითმინა,თქვა და ჩაეხუტა.
-მომენატრე შე ძროხააა
-მეც ჩემო ლამაზო,გიორგისაც ხომ შეურიგდები?
-ხო აბა
-იო?
-იოზე ძალიან ნაწყენი ვარ, აი
ისე რო რავი...მარა ძაან მომენატრა
-ჩვენ ვთხოვეთ,რომ ცოტახანი გვეწვალებინე და მაგიტო არ გირიგდებოდა,არაფერ შუაშია.
-აუ კარგი რა საბა,ისეთი რაღაც არ უნდა გამიკეთოს,რომ მე ეჭვ ქვეშ დავდგე ვუყვარვარ არ ვუყვარვარზე.
-ეჭვი გეპარება რომ სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ?
-არა,არ მეპარება,მაგრამ არ უნდა მეპარებოდეს?ერთი კვირაა ფეხებზე ვკიდივარ.
-ეგ გარედან და უნდა ნახო,ყოველ ღამე როგორ გვაგინებდა მთელი ეს დღეები,ძმაკაცებს ვერ გვიტეხავდა და შენ რო გტკენდა გულს მაგაზე კვდებოდა ტიპი,ძლივს ვარწმუნებდით ყველაფერი კარგად იქნებათქო,მერემეორე საღამომდე მშვიდად იყო,მერე ისევ თავიდან იწყებოდა და კაროჩე რა.
-ანუ ვუყვარვარ ხო?
-სიგიჟემდე.
-ხომ გინდა,რომ სულ სულ შეგირიგდე და საერთოდ აღარ ვიყო ნაწყენი?
-ძალიან მინდა.
-ხოდა ახლა თამაშის დროა-თქვა კმაყოფილმა-გიორგი
დაუყვირა ძმას,რომელიც ეგრევე ოთახში შემოვიდა.
-ხო სიყვარულო
-გაჩედიიიი არ გინდა ეს პირფერობა-სიცილით უთხრა და შემდეგ გააგრძელა-შეგირიგდე?
-ხო აბა რა უნდა ქნა?
-მაშინ ის უნდა გააკეთოთ რასაც გეტყვით!
-გისმენთ
-მოკლედ მე დავტოვებ წერილს და მერე ჩვენს დაჩაზე წავალ,თქვენ ეს წერილი უნდა მისცეთ იოს და უთხარით რომ ვერ შემაჩერეთ.უთხარით სადაც ვარ.ჩამომაკითხავს და დანარჩენი მე ვიცი.
-გიჟი ხარ
-თქვენ დაგემსგავსეთ-თვალი ჩავუკარი, თათასთან გავედი და ყველაფერი მოვუყევი.შემდეგ წერილი მოვამზადე,ჩავიცვი,გიორგის მანქანის გასაღები ,,ვითხოვე" და დანიშნულების ადგილისკენ გავწიე.გზად მაღაზიებში შევიარე და 1საათში ადგილზე ვიყავი...მიყვარს მისაქციელში ყოფნა.
,,არ ვიცი საიდან დავიწყო ან სად დავასრულო,უბრალოდ იმედები გამიცრუვდა,მე მართლა მჯეროდა,რომ გიყვარდი მაგრამ ყველაფერი წარმავალიაო ამბობენ,2 თვე გავიდა ჩვენი ერთად ყოფნიდან დღეს!ის რაც უსასრულოდ მეჩვენებოდა 2 თვეზე მეტს ვერ გაუძლო.მე მაინც მიყვარხარ."
დებილი ბავშვივით იცინოდა,როდესაც ახსენდებოდა,რა დაწერა წერილში და სიცილით იგუდებოდა იმის წარმოდგენაზე რა რეაქცია ექნებოდა ამ ყველაფერზე იოს.ღირსია!სამაგიეროდ აქ ელის სიურპრიზი,იმედია მოვა,არა აუცილებლად მოვა.მოვა!

>>>>

-მეღადავება ხო?-თავს ვერ თოკავდა იო
-არა,იო...ჩააკითხე და დაელაპარაკე,ესე არ უნდა დასრულდეს ყველაფერი-უთხრა თათამ,დაქალს ვერ აბიჯებდა,თორემ ისე ეცოდებოდა ახლა იო,მეტი,რომ არ შეიძლება.
-ეხა გავაფრენ-ემოციებს ვერ თოკავდა იო და ყვიროდა-სუ თქვენი ბრალია რა,სად არის არ იცით
-მისაქციელის სახლი გახსოვს?
-კი
-ხოდა წადი


****


ალბათ 8 საათი ხდებოდა კარზე ბრახუნი,რომ ატყდა.
,,მოვიდა" გავიფიქრე და გასაღებად წავედი.
მომკლავს ალბათ!
სახეზე სევდიანი სახე ავირტყი და გავაღე.გული დაგეწვებოდათ,რომ გენახათ რას გავდა.
-უნდა ვილაპარაკოთ!-თითქოს უნდოდა მკაცრად ეთქვა,სინამდვილეში ზმუოდა.
-ეგ რამ დაგაჯერებინა?
კი ვაპირებდი წვალებას,მაგრამ ვერ შევძელი,ცოდო იყო.
-რათქვი?
-სულელი ხარ
-ვიცი
თავი დახარა,ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი.მისკენ წავედი,სახლში შემოვიყვანე,კარი დავხურე და წინ ავესვეტე.შემდეგ კისერზე ხელები შემოვხვიე.გაუკვირდა და თავი აწია,მეკი თითისწვერებზე აწეული,მივწვდი მის ბაგეებს,ამყვა......მერე რა გინდათ ვერ გავიგე,დანარჩენი მე და იოს საქმეა!ჩავბარდი :დ



ვიცი ესეთ პატარა თავებს გირჩევნიათ სულ არ დავდო,მაგრამ სულ არაფერს ხო ჯობს? <3



№1  offline წევრი anuki15

იყოს პატარა და ესეთი კარგი <3 თან თუ ხშირად დადებ არაუშავს :)

 


№2 სტუმარი niniko

ძაან მაგარია გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent