შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (თავი 2)


2-01-2017, 16:38
ავტორი Salivan
ნანახია 3 222

"ღმერთო დამეხმარე გავარკვიო, მივხვდე სად ან რით ჰაჰაჰა" ე ალექსანდრეს სხვა ქალისკენ. ნუთუ ყველაფერი ჩემი მიზეზით მოხდა?" უკვე მერამდენე ღამეს ვათენებ მიზეზის ძებნაში, მაგრამ უშედეგოდ.
ალბათ მკითხავთ თუ ხვდებოდი და ეჭვობდი რა გაჩერებდა მის გვერდითო. გიპასუხრბთ, ის მაჩერებდა რომ ყოველ ღამით ახერხებდა ჩემში მღელვარე ფიქრებისა და ეჭვების ჩახშობას. ჩვენს პირადში არაფერი იცვლებოდა უარესობისკენ. პირიქით უფრო თბილი, ალერსიანი და მრავალფეროვანი ხდებოდა. მართალია მხოლოდ საძინებლის კარს მიღმა გვქონდა ბოლო ორი წელი იდეალური ურთიერთობა, მაგრამ მისი თითოეული შეხება გონს მაკარგვინებდა. იმიტომ რომ მიყვარდა და იმიტომ რომ მინდოდა მართლა ისე ყოფილიყო ყველაფერი როგორც ის ამბობდა. ისე ზოგადად არც არასდროს გვქონია სახალხოდ გახსნილი და მოალერსე ურთიერთობა. ყოველთვის თავს იკავებდა ემოციების გამოხატვისგან და არც არასდროს მეხებოდა სახალხოდ. უბრალო ჩახუტებას ვგულისხმობ. არც სიტყვაუხვობით გამოირჩეოდა და არც ზედმეტი ალერსით. მაგრამ მიუხედავად ამისა ვიცოდი რომ გაგიჟებით იყო ჩემზე შეყვატებული. ვიცოდი და ვხედავდი რა ემართებოდა როცა მარტო ვრჩებოდით და მიუხედავად ამისა მაინც მიღალატა.
არადა უპირობოდ მიყვარდა. მის ყოველ მოთხოვნას თუ ახირებას ვემორჩილებოდი, ისიც ყველაფერს აკეთებდა ჩვენი ბედნიერებისთვის და სხვებისთვისაც თურმე... მის სიახლოვეს სულ სხვა სამყაროში ვხვდებოდი. თავი ქალღმერთი მეგონა ხოლმე და ამას ის მაფიქრებინებდა. მისი ჩემდა მისყვარული უსაზღვრო იყო და მეგონა სამუდამოდ ასე გაგრძელდებოდა. თურმე ვოცნებობდი. რეალობა კი ასეთი იყო. "ხოდა იყავი მარტო, შენს ნაშოჩკასთან ერთად"- დაბოღმილი ვეჩურჩულები სიბნელეს-"ამ ბედნიერებას რომ უღალატებ ე.ი. არ ყოფილხარ მისი ღირსი"- ჩემს ბუთქუჩებს ვხვევ ხელს და გაბოროტებული ავყურებ ქუჩიდან შემოსული შუქით განათებულ ჭერს.
დასაძინებლად ვემზადები და თავს ოდნავ მარცხნივ ვაბრუნებ. რაღაც პერიოდის შემდეგ ქუთუთოებს მიღმა სინათლეს ვგრძნობ და თითქმის ჩაძინებული ძლივს ვაშორებ თვალებს. განათებულ ტელეფონს შევყურებ და ვერ გადამიწყვეტია ავდგე თუ არა. არადა ძალიან მეზარება. "ვინ იქნება ამ დროს?"- გათიშული ვეკითხები საკუთარ თავს და ისიც მხოლოდ ერთ სახელს მკარნახობს. "ხოდა წეროს რამდენიც უნდა, არ მანაღვლებს"- ზურგს ვაქცევ ტელეფონს და ტკბილად ვიძინებ. ახალი ცხოვრებისთვის ნამდვილად მზად ვარ.
დილა კი გიჟურად იწყება. მართალია დიმიტრის და სალომეს ჩაცმა არ მიწევს, მაგრამ დახმარება მაინც სჭირდებათ. აქეთ ანდრიას და დარიას მორიგ დილის გალობას ვისმენ ბაღიში წასვლის საპროტესტოდ და მზად ვარ კედელს ვურტყა თავი. ცხრის ნახევარზე ვაცილებ ოთხივეს სადარბაზოდან და ბედნიერი მადლობას ვწირავ უფალს სკოლისა და ბაღის არსებობისთვის.
"რა ჩავიცვა, რა ჩავიცვაა..." მძიმე ნაბიჯებით დავდივარ საძინებელში წინ და უკან და ბოლოს არჩევანს შავ უმკლაო, წელში გადაჭრილ და იქედან ფრიალა გრძელ კაბაზე ვაჩერებ. ზემოდან ზურმუხტისფერ ჟაკეტს ვიცვამ, თხელი კოლჰოტი და შუზები. ყურებზე ზურმუხტისფერ ფოჩიან საყურეებს ვიკეთებ და მოვრჩი მგონი. ძალიან მსუბუქი მაკიაჟი, რომელიც ტუშით და ტუჩებისფერი პომადით შემოიფარგლება და საბოლოოდ მოკლე ქურთუკი, აბრეშუმის ჭრელი შარფით. მზადა ვარ და გავქანდი. კიბეებზე ჩანთიდან ამღერებულ ტელეფონს ვიღებ და ლენას მესიჯს ვკითხულობ. ქვემოთ მელის წუნკალა.
მანქანაში გაღიმებული ვუხტები და აღფრთოვანებული რმოციებს ვერ ვიკავებ.
- რა ლამაზი ხარ ლენ. მგონი ნერწყვი გამეჩხირა ყელში. შენი ბრალია იცოდე- შოკირებული ყელზე ვიჭერ ხელს და გაჭირვებით ვყლაპავ ნერწყვს.
- თეოო როგორ მიყვარხააარ- იხრება და სწრაფად მკოცნის - დღეს ბატონი ლევანი ჩამოდის მივლინებიდან და მისთვის გავიგიჟე გოგო თავიი. მთელი თვეა არ მინახავს და მინდა ძველებურად აღფღთოვანებით შემომხედოს. თუ გაგიმართლა და მიგიღეს სამსახურში იცოდე შენი უფროსის პარტნიორია. ერთად შექმნეს ეს კომპანია და ერთად დააყენეს ფეხზე. ნულიდან დაიწყეს და ახლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ევროპის ბაზარზე. ორი თვის უკან ხელშეკრულება გააფორმეს ესპანელ ინვესტორებთან და სასტუმროების პროექტი გაიტანეს მადრიდში. თანაც ეს არაა ჩვეულებრივი პროექტები. ეს თემატური სასტუმროები. სხვადასხვა ქვეყნებს, კულტურასა და ტრადიციებს ეძღვნება. მაგარია ძაან. თან წელს ძაან მოთხოვნადები გახდნენ. შეეცადე აგიყვანონ ამ სამსახურში. ეგრევე ნუ ეტყვი ოთხი შვილი მყავს და გამოუცდელი ვარო თორე წასულია შენი საქმეეეე... - ღიღინით მიწურავს წყალს.
- და შენი უფროსი რა საკითხებს აგვარებს?- ვცდილობ საჭირო ინფორმაცია მოვაგროვო და ინტერესით ვბრუნდები მისკენ.
- საორგანიზაციო საკითხები, ხელშეკრულებები, ტენდერები და ა.შ. მეორე პირია კომპანიაში. მთავარი ბატონი თორნიკეა. საბოლოო სიტყვას ყოველთვის ის ამბობს.
- და ეს თორნიკე რას საქმიანობს?- ახლა ჩემი პოტენციური უფროსით ვინტერესდები.
- ეგ არქიტექტორ-დიზაინერია. პროექტებს მარტო ქმნის. კი ყავს დამხმარე ჯგუფი მაგრამ არცერთს ისწრებს ხაზვისას. საბოლოო გეგმას აწვდის და ისინი უბრალოდ ზომებსა და მასშტაბებში ასწორებენ. რომ იცოდე როგორი დინჯი, მშვიდი, გაწონასწორებული და მკაცრია. მეშინია ხოლმე მისი. ზედმეტად მომთხოვნია და იოტისოდენასაც არ გპატიობს.
- ნანუკასთან გავდივართ?- ვეკითხები როცა ნანუკას კორპუსებისკენ უხვევს.
- ხო გუშინ მთხოვა გამწიეთ ცოტაზეო და გავათრევ, მეტი რა გზაა- შეწუხებული სახით მპასუხობს და მეც სიცილი მიტყდება. რაც თავი მახსოვს ესენი სულ ასე ჩხუბობენ. ერთი ცეცხლია, მეორე წყალი. მე კიდევ მშვიდობის მტრედს მეძახიან, სულ ვარიგებ და იმიტომ.
- მოდიიის, მადლობა ღმერთს- ხელებ აპყრობილი ღაღადებს ლენა და მანქანაში ჩამჯდარ მომღერალ ნანუკას ენას უყოფს.
- ნარი ნარი ნარი ნა ნა ნა ნა
ნარი ნარი ნარი ნა ნა ნა
ნარი ნარი ნარი ნა ნარი ნარი ნარი ნა
ნარი ნარი ნარი ნა ნა ნაააა ნა!- ასრულებს პომპეზურად და ჩაშავებული თვალებით შემოგვყურებს.
- ეგ რაღაა?- ერთდროულად ვეკითხებით ახალი მელოდიის გაგებისთანავე.
- გოგოებოოო ახალი სერიალის ყურება დავიწყე წუხეეელ და ისეთი მაგარია ვერ გავიგე როგორ დამათენდა თავზე. აჰჰჰ- ხშინავს ბედნიერი სახით ნანუკა და ჩვენს ხარხარა ოსტატურად აიგნორებს - იცინეთ თქვენ და ისეთ კაცს შევყურებდი მთელი ღამე რომ...
- გეტყიბა - სიტყვას აწყვეტინებს ლენა - დორბლები ახლაც მოგდის- კივილში გადასული სიცილით აგვირგვინებს ლენა და მეც ცოცხალმკვდარი ვასკდები მანქანის მინას.
- საძაგელო! არც გეღირსება მსგავსი კაცის ნახვა ცხოვრებაში- დაპრუწული სახით იწყევლება ნანუკა და ტელეფონს იღებს ჯიბიდან.
- თეო მოდი შენ გაჩვენებ. აი პროსტა მითხარი, როგორ უნდა დამეძინა როცა ვიცოდი რომ მთელი 59 სერია მელოდა ამ ღმერთკაცის მონაწილეობით- გაქაფული ისე მიწვდის ტელეფონს რომ ლენამ ეკრანს თვალი არ მოკრას. მეც ინტერესით ვართმევ ტელეფონს და ზედმეტას სიმპატიურ მამაკაცს უნებურად ვუღიმი. დედაა რა ტუჩები აქვს... ვფიქრობ გონებაში და ნანუკას დატყვევებული სახით გავყურებ.
- მართლა სიმპატიურია, მაგრამ ეს ტუჩები ნაღდი არ იქნება- ვასკვნი ხმამაღლა და ამით ლენას ინტერესით ვხეთქავ.
- უნაკლოა არაა- უმატებს ნანუკა და ლენაც ბოლო ხმაზე გაკივის.
- დამანახე თორე გისვრი მანქანიდან- წითელმანიკურიან თითს ბეჭში ჩხვლეტს ნანუკას და მე თვალებს მიბრიალებს. გამოსავალს არ მიტოვებს და მეც " რა ვქნა, მაიძულებს" სახით შევყურებ ნანუკას და ლენასკენ ვაბრუნებ ტელეფონს.
- დედა რავა მთლად ჩემს ბოსს გავს- ჭორიკანა ქალივით იცხადებს და მერე ისევ სერიოზულდება- აი ყველაფრით გავს ვააბშე... სიმაღლით, ფერით, სახით, თვალებით, ტუჩებით და აღნაგობითაც კი- გაოცებული დაყურებს წელს ზემოთ შიშველი მსახიობის აურათს და სხვა გვერდზე ფურცლავს- აააა არ ყოფილა მთლად უნაკლო შენი ღმერთკაცი ნანულაააა, ცხვირი არ უვარგააა. ჩემს ბოსს უფრო სწორი და აპრეხილი ცხვირი აქვს.
- ნუ უვარგა მერე. შენთვის კი არ მინდა, მე ესეთიც მაგიჟებს- წიწკინებს ნანუკა და ვხვდები რომ წინ დიდი და უაზრო კამათი მელის. გამხიარულებული ქუჩისკენ ვაბრუნებ თავს და გვერდიათ ამომდგარი შავი ჯიპის ცხვირს უინტერესოდ ვათვალიერებ.
- გეუბნები მაგაზე უკეთესი აქვს რჩეულიშვილსთქო- ჯიბრით პასუხობს ლენა და მეც უჩუმრად ვიცინი რომ ნანუკა უფრო არ გაბრაზდეს.
- ხოდა იმიტოა რომ ვერ გამჩნევს- იქეთ გესლავს ნანუკა და ხელჩართულ ბრძოლაშიგადადის ორივე. ოღონდ აქ იარაღად ენას იყენებენ ხოლმე... მე ისევ ფანჯარას ვუბრუნდები. ჯიპი წინ წამოწეულა და მძღოლის კარი ზუსტად ჩემი კარის გასწვრივაა. ნელა ვავლებ თვალს მანქანას და უინტერესოდ ვაპყრობ მზერას მძღოლს და ვცბები.
იქედან სავარძელს მიყრდნობილი ახალგაზრდა და ზედმეტად სიმპატიური ნაცნობი სახე მიყურებს. გაოცებისგან პირსაც კი ვაღებ და მერე ხელის დახმარებით ვცდილობ ეს დავმალო. ვცდილობ აზრზე მოვიდე. "საიდან მეცნობა?" ვეკითხები თავს და პასუხი ლამის ენის წვერზე მეწვის, მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებ. ისიც დაჟინებით მიყურებს და ჩემს რეაქციაზე სიცილს ვერ იკავებს. გულღიად მიცინის და თითქოს ჩემსკენ ტანიანად ბრუნდება.
-თეონა!- უცებ ხელის კვრა მაფხიზლებს და მეც გაოცებული ხელს ვუქნევ ლენას.
- რა?
- რა რა? გეძახი ამდენი ხანია.
- რა გინდა ლენა? - ვეკითხები შეწუხებული.
- დაგევასა ეს ომერია თუ ოთარი, რომ გაიტრუნე მანდ?- ისევ აღიზიანებს ნანუკას და მეც უცებ მახსენდება რომ ის სიმპატიური მძღოლი ზუსტად ამ მსახიობს გავდა გაჭრილი ვაშლივით. "რა უცნაურიააა" ვფიქრობ გაკვირვებული "ან როგორ ვერ გავიხსენე, წამების უკან არ ვნახე მისი სურათი" მეცინება ჩემს ფიქრებზე და მანქანიდან გადასულ ნანუკას ჰაეროვანი კოცნით ვემშვიდობები. თავს ისევ ფანჯრისკენ ვაბრუნებ , თუმცა ნაცნობი მანქანა უკვე იქ აღარ მხვდება.
- აი ქალაუ ჩვენი ოფისი- ათ წუთში მაღალ შენობასთან ვჩერდებით ქალაქის ცენტრში და მეც მთელ სხეულზე მედება ნერვიულობით გამოწვეული კანკალი. - ნუ აყვები ნერვებს დამიჯერე. ეგ უარესია. შეგატყობს ბატონი კაკო და მორჩება ეგრევე გასაუბრებაც. ხო, კაკო კადრების განყოფილების უფროსია. მართალია ეს ჩვეულებრივი გასაუბრებაა და ამიტომ ამდენ ნერვიულობად არ ღირს. დამშვიდდი და გახალისდი, კაკუნიკას შენისთანა ქალებზე აბოდებს. - თვალებს მიტრიალებს ლენა და მისაღებში წინ მისწრებს- შენ აქ დაელოდე და რომ დაიწყება გასაუბრება მიმღებში გეტყვიან სად უნდა ახვიდე.- სწრაფად მკოცნის ლოყაზე და კაკუნით მიიჩქარის ლიფტისკენ.
მისაღებში ერთ-ერთ დივანზე ვჯდები და იქვე მსხდარ ხუთ გადაპრანჭულ გოგოს ვესალმები. "რა უბედურებაა კარნავალზე არიან თუ გასაუბრებაზე ესენი?" ცოტათი შეშინებული ვაშორებ მზერას გასალაშინებულ გოგოებს და ჩანთაში ტელეფონის ძებნას ვიწყებ. ახლა გამახსენდა წუხანდელი მესიჯი. მაგრამ ეგრევე ვწყვეტ, რაღაც მაწუხებს, მაგრამ ვერ ვხვდები რა. მთელი ზურგი და კეფა მიწყებს მოულოდნელად წვას და ვხვდები რომ ვიღაც მიყურებს. ამას ყოველთვის ვგრძნობდი. ახლაც სასწრაფოდ ვბრუნდები ზურგისკენ, მაგრამ იქ არავინ მხვდება. "აბა ვითომ მცხელა?" გაკვირვებული ვეკითხები საკუთარ თავს და შესაბამისად ქურთუკსა და შარფს ვიხსნი. "არაა, მაინც მეწვის" ჩემთვის ვბურტყუნებ და ტელეფონს ვუბრუნდები. არ შევმცდარვარ მესიჯი ალექსანდრესგანაა შინაარსით"გთხოვ მხოლოდ წამით დამენახე." ძალიან კარგი წუხელ რომ არ ვნახე ეს მესიჯი, ახლა უფრო კმაყოფილი ვარ. ბედნიერი ვტენი ტელეფონს ჩანთაში და გაკვირვებული ავყურებ ჩემს წინ დაყუდებულ გოგონას.
ის თავაზიანად მიღიმის და მეკითხება.
- აქ რასთან დაკავშირებით ბრძანდებით?
- აა...- პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ რომ ერთ-ერთი ქერა მასწრებს და სიტყვას მართმევს.- გასაუბრებაზე ვართ ყველანი.
- თქვენც?- ისევ მე მიბრუნდება გოგონა.
- დიახ მეც- მორიდებულად ვუღიმი.
- მაშინ ერთი წუთით დამელოდეთ- სწრაფად მაყრის და მაგიდისკენ მიიჩქარის. გაკვირვებული მხრებს ვიჩეჩავ და გოგონებს ვუღიმი.
- მეათე სართულზე მიბრძანდით ყველანი. დღეს ბატონი თორნიკე ჩაატარებს გასაუბრებას.- გვაძლევს მითითებებს მაგიდიდან და საშვებს გვიწვდის.- მეათე სართული, ლიფტიდან პირდაპირ მდებარე კაბინეტში.
- მადლობა- ერთხმად ვპასუხობთ ყველანი და ვდგებით. გადაპრანჭული გოგონების უმრავლესობა კაბასთან იწყებს ბრძოლას რომ როგორმე თეძოს ჩამოაშოროს. დანარჩენი კი ჭიპამდე ჭრილის ოდავ მაინც დაფარვას ცდილობს. არცერთს არ გამოდის." ჰაჰაჰა" ვხარხარებ გონებაში "წამოსულიყვნენ შიდა საცვლებით არ აჯობებდა?!" კინაღამ ხმამაღლა ვეკითხები და მათ საცოდაობას მხიარულად ვადევნებ თვალს. ლიფტში ერთ-ერთი ზედმეტად აქტიური გოგონას შემოთავაზებით. ანბანური წესით ვდგებით რიგში და მე როგორც ყანჩაველი ბოლო ვარ. გასაუბრება იწყება და როგორც მისი მიმდინარეობა გვიჩვენებს ძალიან მკაცრად.
- უხეში- გამორბის პირველი და ამკობს დაბოღმილი.
- სასტიკი- აქებს მეორე.
- ყინული- ლანძღავს მესამე.
- უგულო- იცრემლება მეოთხე.
- უყურადღებო- იგესლება მეხუთე და კაკუნით გარბის ლიფტისკენ. შიშისგან აღარ ვიცი რა ვქნა, შევიდე თუ არა. გაყინულ ხელებს ერთმანეთს ვუხახუნებ და ლენაზე ვიბოღმები." ეს ვისთან მომიყვანა, ვითომ საკუთარი სანერვიულო არ მეყოფოდა"- ბრაზი ძალას მმატებს და ფეხზე ვდგები. "ღმერთო მიშველე" ვჩურჩულებ დაზაფრული გონებაში და კარებისკენ ფეხისთრევით მივიწევ.
- შემდეგი - მესმის ოთახიდან ხმა და მეც იძულებული ვაბიჯებ კარების ზღურბლს. ჩანთას ხელებში ვბღუჯავ და ვცდილობ ფეხაკრებით ვიმოძრაო. არ გამომდის. ჯანდაბა! უკვე მეშინია მისი. კარს უხმაუროდ ვხურავ ზურგს უკან და ფანჯარასთან მდგომ სილუეტს ზურგზე შევყურებ. " რამსიმაღლეა ალექსანდრესავით" ვითომ ნაკლინიყოს ისე ვფიქრობ და სასწრაფოდ ვცდილობ ზემოთხსენებული მოღალატე გავაქრო გონებიდან. არც ეს გამომდის. ზედმეტად გავს უკნიდან იმ დამპალს. ვცდილობ არ გავხედო მაგრამ მაინც მისი ზურგისკენ გამირბის თვალები.
- დაბრძანდით გთხოვთ- მოულოდნელად გაჟღერებული მისი ხმა მაშინებს და მეც თავდახრილი მივიწევ სავარძლისკენ. ამ დროს ჩემი დაკვირვების ობიექტიც ფხიზლდება და ჩემი სავარძლის წინ მდგარი დივნისკენ მოიწევს.
ვცდილობ კომფორტულად მოვეწყო და გამომდის კიდეც. ჩემს ფრიალა კაბას ლამაად ვიფარებ ფეხებზე და წელში გამართული ჩემს წინ მჯდომი სუბიექტისკენ ვაპარებ მზერას. თვალს ვუსწორებ და დღეს უკვე მეორედ ვცბები. ისევ ის მზერა და ისევ ის ღიმილი. ნანულას ღამის გამთენებელი და ჩემი დამბნეველი წინ მიზის. და მეც ისევ ისე გაოცებული და პირღია შევყურებ მას.
- ვიცნობთ ერთმანეთს?- მეკითხება დაეჭვებული და ისევ მიღიმის.
-არაა- ვპასუხობ სასწრაფოდ და თავს უხერხულად ვგრძნობ.
-აბაა...- უკვე დაბნეული შემომყურებს და აგრძელებს- დღეს უკვე მეორედ რეაგირებთ ჩემს დანახვაზე ასე და იქნებ გამაგებინოთ რატომ?- იძაბება თვითონაც და სახის სრესას იწყებს. "დაგერხა თეონააა" უკვე ვგლოვობ ჩემს მომავალს და ვცდილობ აზრიანი პასუხი მოვიფიქრო დასმულ კითხვაზე. რატომღაც არც ეს გამომდის. ამიტომ რაც მომდის თავში პირველივე უაზრობას ვაყრანტალებ.
- ააა ეს? ისა და დღეს რომ დავინახე თქვენი მანქანა ისე მომეწონა, ისეთი ლამაზია რომ აი როგორ აგიხსნათ. ქალური სტილის მანქანაა და თქვენ რომ დაგინახეთ საჭესთან ანუ მამაკაცი ეგ გამიკვირდა. ახლა კი აქ არ გელოდით და ეგ გამიკვირდა. - სწრაფად ვაყრი ბოლო წინადადებას და თვალით ორმოს ან ნაპრალის ძებნას ვიწყებ რომ შიგ თავით გადავეშვა.
- ასე ფიქრობთ?!- აშკარად გამხიარულებული შემომყურებს და თავის შესაკავებლად ქვედა ტუჩს კბენს. ალბათ გადახარხარება ყველაფერს ურჩევნია.- ვერასდროს ვიფიქრებდი რომ რაფ 4 ქალური მანქანა იყო.
- ნუ გვერდიდან ასე მომეჩვენა- კანტუზიანივით ვიქნევ და წყლიანი დოქისკენ ვაპარებ მზერას. ჯანდაბა პირში ნამდვილი გვალვა მაქვს. ვიხრჩვრბი მგონი.
ჩემს წინ მჯდარი სხეულინისევ ცოცხლდება, დგება და წყლის დოქიდან ჭიქაში წყალს ასხამს. მერე ნელა მიახლოვდება და ჭიქას მიწვდის.
-მიირთვით- ჩემსკენ იხრება და მეც მისი მოძრაობის სიჩქარის შესაბამისად მიწითლდება ლოყები.
-გმადლობთ- დაგუდული ხმით ვპასიუხობ და სააწრაფოდ ვიყუდებ ჭიქას. "სულაც არაა უყურადღებო ან სასტიკი. არც უხეშობის ეტყობა რამე" ვფიქრობ წყლის სმისას და დაცარიელებულ ჭიქას მაგიდაზე ვდებ. წინ გადახრილი ვგრძნობ როგორ მიხურდება სახე და ლავიწის ძვლის მიმდებარე ტერიტორია. ხომ გეუბნებით დაჟინებულ მზერას ყოველთვის ვგრძნობთქო. ამიტომ სასწრაფოდ ვიმართები და მორიდებით ვუღიმი. ბატონი თორნიკე კი სულაც არ ჩქარობს საუბრის დაწყებას. დივანზე კომფორტულად მოწყობილი მშვიდად აგრძელებს ჩემს დათვალიერებას და მეც ვიძაბები შესაბამისად. არაფერი რჩება ყურადღების მიღმა. თქვენ წარმოიდგინეთ არც შუზი და არც სავარძლის გვერდით დადებული ჩანთა. ვაღიარებ რაც მაქვს უველაფერი ძვირფასი და ბრენდულია. "ახლა ამის გამო რომ რამე მითხრას დავკრავ ფეხს და აქედან გავიქცევი" ვიღებ გადაწყვეტილებას და თითებზე ვიწყებ თამაშს.
- რაში გჭირდებათ ეს სამსახური?- მეკითხება მოულოდნელად და მისი ზედმეტად ხავერდოვანი ხმა ჟრუანტელად მივლის ტანში. აჰ, ამ კაცთან მუშაობა არ შეიძლება!
- მიზეზი უამრავია,თითებიც კი არ მეყოფა ჩამოსათვლელად, მაგრამ მათგან ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანია- ვცდილობ მშვიდად ვისაუბრო და ხალისიანად. თუმცა რამდენად გამომდის არ ვიცი. ჩემს შვილებზე ვფიქრობ და ეს ძალას მმატებს. მათ გამო დედამიწას ამოვატრიალებ.
- არადა დიდად არ გეტყობათ რომ სამსახურს საჭიროებდეთ- წარბების მოძრაობით მანიშნებს" ვერ გამაცურებო". ჩრმს ძვირფას ჟაკეტს მჭიდროდ ვიკრავ ტანზე და ფეხს- ფეხზე ვიდებ.
- ამით რისი თქმა გინდათ?- ვეკითხები გაღიმებული.
- იმისი რომ აქამდე არასდროს გიმუშავით. თქვენი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ ამის საჭიროება არც გქონდათ. თქვენი კანით, თმებით და თითებით თუ ვიმსჯელებთ ფუფუნებაში ცხოვრებას ხართ მიჩვეული. ანუ იმის თქმა მინდა რომ ამ სამსახურს თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. ალბათ დიდი მამიკოს განებივრებული გოგონა ხართ და ახლა იმის დამტკიცებას ცდილობთ მისთვის რომ დამოუკიდებლად ცხოვრება თქვენც შეგიძლიათ. არადა გარეთ შეიძლება ისეთი ადამიანი ელოდებოდეს ამ სამსახურს ვისთვისაც ერთ თეთრსაც კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.- მკაცრად ასრულებს მონოლოგს და გვერდზე თავგადახრილი მომნუსხველად მიყურებს თვალებში. მე კი მთელი ძალით ვკბენ ლოყას შიგნიდან რომ სიცილი არ ამიტყდეს, მაგრამ ვერაფრით ვერევი მოვარდნილ ტალღას და ბოლო ხმაზე ვიწყებ ხარხარს.



№1 სტუმარი Ana

აუ ამათ შორის რამე უნდა გაიბას და რამეეე. არ მჯერა მე ასეთი ამბების შედეგიანობის. ოთხიშვილიანი ქალი ვის რად უნდა. არარეალურია ეს. შეიძლება ამ ამბავმა ქმარი სპორტულ ინტერესში ჩააგდოს და უფრო მეტად შეეცადოს ცოლის გულის ხელახლა მონადირება.

 


№2 სტუმარი Guest Kiki

Au ra magariaa, rodis dadeb shemdegs? Ramden dgeshi ertxel dadeb xolme?

 


№3 სტუმარი nini28

უჰუიმე და ვაიმეეეე... შევედი აზარტში და იქვე დავრჩი. მომწონს ეს გოგო. მაგრამ უფრო მეტად თორნიკე. არ ვიცი როგორ წაიყვან ისტორიას, მაგრამ მინდა რომ ის მოღალატე მაგრად დაისაჯოს. ვერ ვიტან ეგეთ ადამიანებს. წარმატებები

 


№4 სტუმარი Guest თინათინი

ვაიმე ბარიშ არდუჩისნაირი თუ არის სადმე არ დამიმალოთ რა, მეც მიყვარს ეგ მსახიობი, ზედმეტად სიმპათიურია

 


№5  offline წევრი Salivan

Ana
აუ ამათ შორის რამე უნდა გაიბას და რამეეე. არ მჯერა მე ასეთი ამბების შედეგიანობის. ოთხიშვილიანი ქალი ვის რად უნდა. არარეალურია ეს. შეიძლება ამ ამბავმა ქმარი სპორტულ ინტერესში ჩააგდოს და უფრო მეტად შეეცადოს ცოლის გულის ხელახლა მონადირება.

ანა ძალიან მომწონს თქვენი აზრები. ძალიან ახლოსაა ჩემს შეხედულებებთან. მაგრამ მე ყოველ ჯერზე ვცდილობ რაღაც განსხვავებული და ზნეობრივად სწორი დავწერო. ვცდილობ არ მოვყვე ჩარჩოებში და უამრავი სავარაუდო დასასრულიდან ერთ-ერთი მაგრამ განსხვავებული ამოვირჩიო. ამჯერადაც ასეა საქმე და იმედი მაქვს იმედებს არ გაგიცრუებ.

Guest Kiki
Au ra magariaa, rodis dadeb shemdegs? Ramden dgeshi ertxel dadeb xolme?

მადლობა კიკი ჩემო ტკბილო. ვეცდები დღესვე დავდო ახალი თავი. იმედი მაქვს არ დაიზარებ და შენს ემოციებს ამჯერადაც გამიზიარებ. მპუა

nini28
უჰუიმე და ვაიმეეეე... შევედი აზარტში და იქვე დავრჩი. მომწონს ეს გოგო. მაგრამ უფრო მეტად თორნიკე. არ ვიცი როგორ წაიყვან ისტორიას, მაგრამ მინდა რომ ის მოღალატე მაგრად დაისაჯოს. ვერ ვიტან ეგეთ ადამიანებს. წარმატებები

ყველაფრრი ისე იქნება როგორც დაიმსახურებენ. მადლობა და გელი შემდეგ თავზე. ვეცდები დღეს დავდო

Guest თინათინი
ვაიმე ბარიშ არდუჩისნაირი თუ არის სადმე არ დამიმალოთ რა, მეც მიყვარს ეგ მსახიობი, ზედმეტად სიმპათიურია

არ გიმალავ და გეუბნები რომ ჩემი მთავარი გმირი მისი პროტოტიპია. ძალიან მომწონს ეგ პერსონაჟი და ავდექი და მეც მივისაკუთრე. ახლა კი გიზიარებთ თქვენ. მადლობა შეფასებისთვის და გელი შემდეგ თავზეც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent