შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინა 53 7 თავი


2-01-2017, 21:25
ავტორი martoshen
ნანახია 2 006

ცა ჩამოიქცა ჩემო პატარა.ისე წვიმს თითქოს ცა ტირის ისე მინდა ეხლა შენთან ვიყო და თმაზე გეფერებოდე ვერ აგიღწერ. ჩემი სურვილის მიუხედავად სამსახურის კაბინეტში ვზივარ ამ წამს გაგითიშე ტელეფონი და კიდევ რომ არ დაგირეკო წერილს ვწერ რომელსაც ალბათ არც წაგაკითხებ. ველოდები როდის გავალ საქმეზე და მერე სახლში შენ გნახავ ჩაგეხუტები და გეტყვი რომ მიყვარხარ და მინდა სულ შენთან ვიყო. ჰაერივით მჭირდება შენი სურნელი ლელე. ასე როგორ დაგიჩემე ვერც კი მივხვდი, ასე როგორ გამაგიჟე რომ წერილების წერა დავიწყე არ ვიცი...

- სადაა გეგა საბა ? ამას რატო მაკითხებ ?
- მომისმინე უნდა დაწყნარდე
- რა ხდება სწრაფად მითხარი უკვე ვყვიროდი და ქაღალდს გამწარებული დავცქეროდი
-ყველაფერს აგიხსნი დაჯექი
- სწრაფად მითხარით სადაა გეგა ტირილით და ყვირილით მივმართავდი ნინის და საბას როლებიც ამაოდ ცდილობდნენ ჩემს დაწყნარებას
- საქმე გახსნა ლელე და დღეს დამნაშავის ასაყვანად ვიყავით როცა ეს მოხდა
- რა მოხდა? ვიკითხე ხმა წასულმა
- დაჭრეს ...ბავშვს გადაეფარა და თვითონ დაშავდა
მეტი არაფერი მახსოვს თვალთ დამიბნელდა და არ ვიცი რამდენი ხნის მერე მძაფრმა სუნმა და მძიმე ხელის გარტმამ მომიყვანა გონს სასწრაფო უკვე მოსულიყო და სავარაუდოდ დამამშვიდებლის გაკეთებას აპირებდა გიჟივით რომ წამოვარდი და ვერავინ დამიჭირა ისე ჩავირბინე კიბეები მანქანაში ჩავჯექი და საბამ ძალით გადმომათრია უკან ჩამსვა საჭესთან თვითონ დაჯდა.არც ვიცი რამდენ ხანს ვიარეთ გზა უაზროდ გაიწელა . მხოლოდ მაშინ მოვედი გონს გამწარებული მარიამი დერეფნიის კედელს თავს რომ ახლიდა. ამის დანახვაზე კიდევ დავკარგავდი გონებას ნინის რომ არ დავეჭირე.

- ჯერ არავინ გამოსულა ? კითხა გეგას დას საბამ
- არა საბა არ ვიცი რამე რო მოუვიდეს როგორ ვიცოცხლო აქვითინდა და გვერდით მომიჯდა
- ძლიერები უნდა ვიყოთ გეგას ვჭირდებით ლელე მამშვიდებდა მარიამი მე კი კედელსმივჩერებოდი და გათიშული გონებით მხოლოდ ახალ ამბებს ველოდი ექიმისგან რომელიც არადა არ გამოჩნდა
- იცი რომ არ დაგიმალო ბევრი გოგო ყოლია გეგას მაგრამ ჩემთვის და მითუმეტეს მამაჩემისთვის არასდროს არაფერი მოუყოლია ის კი არა გაცნობასაც გვიპირებდა ამ კვირაში. ისეთილამაზი ბიცოლაგიპოვეო ჩემს შვილსაც კი მაგას უყვებოდა . სულ შეცვლილი იყო სულ რაღაცეებს გეგმავდა და ოცნებობდა ყველა დავცინოდით ამ პატარა გოგომ რა გიქნაო და ბრაზდებოდა ხოლმე. ეხლა სად ვზივართ სად ვართ და სად ველოდებითგანაჩენს მე და შენ ლელე? ჩამეხუტა და აქვითინდა კიდევ რამდენი საათი ვისხედით დერეფანში არ მახსოვს.ექიმი რომ გამოვიდა გიჟივით მივვარდით
- რა ხდება ექიმო როგორაა
- მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება თუმცა მდგომარეობიდან გამოსვლას დრო სჭირდება გულს ოდნავ ასცდა ტყვია
- როდის შევძლებთ ნახვას იკითხა მარიამმა
- ყველაფერს გაგაგებინებთ სავარაუდოთ დილით შეგიშვებთ თუმცა გონზე არაა
- მარიამ დედას და მამას არ უნდა უთხრა ჰკითხა მეუღლემ
- არა რას ამბობ გინდა ისინიც საავადმყოფოში მოხვდნენ? ცოტა გამოკეთდეს და მერე თვითონ უთხრას
- მართალი ხარ არ ანერვიულოთ თქვა საბამ და ყავა მომაწოდა
- წადი შენ მე დავრჩები ლელე ბავშვები არ დატოვო მარტო
- არა მარიამ მარტო არ იქნებიან ქეთოს დავურეკავ
- მე უკვე დავურეკე და სძინავთ დაწნარდი დამამშვიდა ნინიმ
მთელი ღამე თვალი არც ერთს არ მოგვიხუჭავს მდუმარედ ველოდით ახალ ამბებს და მის ნახვას უკვე თერთმეტი საათი იყო ექთანი ჩვენთან რომ მოვიდა
- მთელი ღამე ბოდავდა და ლელეს გაიძახოდა იქნებ შეხვიდეთ რომ დაწნარდეს ეს რომ გავიგე უარესად მომაწვა ცრემლები და სწრაფად ავედი კიბეზე ექთანმა ფორმა ჩამაცვა და პალატასთან მიმიყვანა კარი რომ გავიღე გული მომიკვდა ასეთ მდგომარეობაში ჯერ კიდევ უგონოდ მყოფი ფერდაკარგული და უამრავ აპარატს შეერთებული დიდი ძალაგამოცლილი და გაცრეცილი სხეული საწოლს მიჯაჭვოდა და თვალსაც არ ახელდა. ერთადერთი სადაც კოცნა მოვახერხე შუბლი და მისი გაყინული მომუშტული ხელები იყო ტირილი ვერ შევიკავე და იმ იმედით რომ რამეს გაიგებდა ლაპარაკი დავიწყე
- ჩემო ერთადერთო იცი როგორ შეგვაშინე ყველა? უკვე ძალიან მენატრები პატარა გოგონა რომ გადაარჩინე სულ აქაა და ლოცულობს შენთვის შენ უნდა მოგანათლინონ მალე გაიღვიძე იცოდე. მისმა დედამ ესე მითხრა თქვენი მეუღლე გმირია და აუცილებლად გადარჩებაო.ჰოდა ხმა გამეცი და მითხარი რამე ნუ მტკენ გულს თავი დავადე და გავიტრუნე მისი გულის ცემა რომ გამეგო.ისე როგორც სახლში ვუსმენდი ხოლმე ერთი წუთი იყო ალბათ გასული ჩურჩული რომ გავიგე ძლივს გავარჩიე სიტყვები და ლამის იქვე მოვკვდი
-ჩემი სიკვდილიც ვერ გაბედავს რამე გატკინოს. თავი სწრაფად წამოვწიე და მის თვალებს შევეჩეხე ძლივს შესამჩნევად იღიმოდა და სევდიანი მიცქერდა მაგრად ჩავეხუტე და ძლივს მივხვდი რომ ვატკინე
- ვიცოდი რომ აქ იქნებოდი, ვგრძნობდი კვლავ მოიგლიჯა სასუნთქი აპარატი
- აბა სად ვიქნებოდი სულელო, ყველა აქ ვართ მარიამს უნდოდა შემოსვლა მაგრამ ეგოისტურად მე შემოგივარდი
- ბავშვები როგორ არიან ? ლელე დედაჩემი ან მამაჩემი აქ ხომ არ არიან ?
- არა არ უთხრა არც ერთს მარიამმა
- არც უთხრას
- ვხედავ გონს მოსულაჩვენი გმირი შემოვიდა გეგას ექიმი
- როგორც იქნა
- სიყვარულმა გაგაღვიძა ბატონო გეგა? გაიღიმა და წვეთოვანი შეამოწმა
- ეგრე გამოდის
- სამწუხაროდ უნდა დაგტოვოს შენმა მეუღლემ არ შეიძლება აქ დიდხანს ყოფნა ჯერ კიდევ არ ხარ გამოსული და ამდენი ლაპარაკი აკრძალული გაქვს
- ჩემი მეუღლე აქ როა მაგიტომაც მოვედი გონს ექიმო სახში როდის უნდა გამიშვათ
- სახლი ერთი-ორიკვირა დაივიწყე არც ისე მარტივი ოპერაცია იყო
უკვე გამოსვლას ვაპირებდი გეგას კიდევ ერთხელ რომ ვაკოცე მან კი ხელი გამიშალა და ჩემი კულონი გამომიწოდა
- ვიცი ეს რომ არა ვერ გადავრჩებოდი, გულის ჯიბეში მედო ლელე. შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ
კიდევ ერთხელ მომერია ცრემლი და პალატა დავტოვე. ერთი კვირა თითქმის მთელ დროს ყველა საავადმყოფოში ვატარებდით თუმცა გეგას დაჟინებული თხოვნით მეორე კვირის დასაწყისში სახლში წამოვედით და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. სამსახურის მერე სწრაფად ვბრუნდებოდი რომ მისთვის მიმეხედა და მარიამი შემეცვალა ცოტა კიდევ უჭირდა სიარული მაგრამ ჯიუტად წინ უსწრებდა ექიმის რეკომენდაციებს. სახლში რომ დავბრუნდი პირველრიგში მასთან შევედი ის კი ტელეფონზე ლაპარაკობდა
- აქ არ მოიყვანო თორე აქედანაც გადავალ იცოდე
- კარგად ვარ უკვე
- მეთვითონ მოვალ კახა ნუღარ მალაპარაკებ ამდენს
- კარგი მიდი სტუმარი მყავს
- ვის ელაპარაკება პაციენტი გეგეჭკორი?
- მამას ექიმო. სად ხარ ამდენ ხანს?
- დღეს ბევრი მამუშავეს მოვისაწ.... თავი
- ხვალ რა გეგმები გაქვს?
- შაბათს საბედნიეროდ არანაირი. მხოლოდ ბავშვები მინდა სადმე წავიყვანო ისედაც ცოტა დროს ვუთმობ
- ჰოდა საღამოს ჩემებთან წავიდეთ უნდა გაგაცნო ჩემი მშობლები. მამაჩემი ხვალ იუბილარია და არ მაპატიებს რომ არ მივიდე
- ჩემს გარეშე ვერ წახვალ? მარიამს ვუთხრათ და გამოგივლის
- ლელე მისმინე, წასვლაში რომ დახმარება მჭირდებოდეს საერთოდ არ წავიდოდი შენ მინდა რომ გვერდით მყავდე გაუმკაცრდა ხმა
- რატომ ბრაზობ გეგა? წამოვალ
- ჰოდა ასე ჯობია
- რამეს გაგიმზადებ და მერე ბავშვებთან გავალ ცოტა ხნით
- არაფერი მინდა თვითონ მივხედავ თავს წადი შენ პატარებს მიხედე მაკოცა და გამომიშვა მთელი საღამო პატარებს ვეთამაშებოდი და მათთანვე ჩამეძინა დილით წელის ტკივილმა გამაღვიძა და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი სადაც ტყუპები უკვე გამზადებულები მელოდებოდნენ
- სად მიდიხართ ასე გამოპრანჭულები?
- რაა ? წამოიყვირა ანამ
- შენ ართქვი გაგასეირნებთ ხვალო? დაამატა ანდრეამ
- ვაიმე როგორ არა მარა ასე ადრე წავიდეთ?
- რაღა ადრე ლელე პირველი დაიწყო დამეწუწუნა დაიკო
რომ მივხვდი გეგმებს ვეღარ ჩავუშლიდი სწრაფად გავემზადე და გეგასაც შევუარე ოთახში ჩუმად შევედი და ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა ქეთოს გაკეთებული საუზმე ტუმბოზე დავდე და ფეხაკრეფით გავედი სახლიდან ყვავილები მოვრწყეთ მე და ბავშვებმა და სახლი ხმაურით დავტოვეთ. მთელი გზა არც ერთი არ გაჩუმებულა და მალე მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე სად არ იკატავეს და რა არ ჩაიდინეს ორ საათში ვინ იცის ძალაგამოცლილმა ძლივს წავიყვანე მაღაზიებისკენ ანის დახმარებით კაბა ავარჩიე და ანდრეა მამაკაცის საჩუქრის არჩევაში დამეხმარა სახლში უამრავი პარკით, დაცლილი საფულით და უენერგიოთ დავბრუნდი
- მოხვედით ბარტყებო ? შემოგვეგება ქეთო
- უფრო მომიტანეს ქეთო დეიდა
- მეც ეხლა ჩავდიოდი ეზოში მეზობლები სხედან და დამიძახეს
- ჩვენც წამოვალთ რაა ბურთს ხელი დაავლო ანდრეამ და ანიც მიეხუტა
- სახლში არ შემოსულხართ ჯერ არ დაიღალეთ
- რა დაღლით ამათ იცინოდა ქეთო და თან ქურთუკს იცვამდა. ორ წუთში სრულიად მარტო აღმოვჩნდი სახლში და აბაზანას შევაფარე თავი ალბათ ერთი საათი ვიყავი შიგნით და ოთახში რომ შევედი გეგა ჩემს საწოლზე ნებივრობდა შიშისგან დავიკივლე მაგრამ მალევე მოვეგე გონს
- გული გინდა გამიხეთქო ?
- ხომ გაგაფრთხილე კარი ჩაკეტეთქო
- ეხლა უნდა გამოვსულიყავი შენთან
- მე დაგასწარი ხომ ხედავ წამოდგა და გულზე მიმკრო
- შენ არ ემზადები? ვიკითხე დაბნეულმა
- დრო გვაქვს
- გეგა გთხოვ ბავშვები არ ამოვიდნენ
- მერე რა ამოვიდნენ ისეთს არაფერს ვაკეთებთ
- იცი მამას რა ვუყიდე?
- უკვე მამას ეძახი? ახარხარდა ვაჟბატონი
- მამაშენსთქო ვიგულისხმე რა გჭირს
- არა, არა, არაფერი უბრალოდ წარმოვიდგინე და ძალიან გაუხარდება რომ გაიგებს
- გეგააა
- კარგი, კარგი რა უყიდე?
- კალამი ინიციალებით რადგან ვიცი ძალიან საქმიანი კაცია და პერანგის შესაკრავები
- აგროვებს მაგას სხვათაშორის
- მართლა? გამიხარდა გულწრფელად
- წავალ მაშინ აღარ შეგიშლი ხელს გაემზადე და მეც ჩავიცმევ თორე მაცდუნებ შენ
ძლივს გავაგდე ოთახიდან და მართლაც დიდხანს მოვუნდი მზადებას საბოლოოდ შავი გრძელი ზურგზე მოხდილი კაბა ჩავიცვი მაკიაჟი გავიკეთე და თმა გავიშალე ორანჟერეაში რომ გავედი გეგა უკვე იქ დამხვდა და მზერა ჩემზე შეეყინა თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა და პირიქით
- სუნთქვას მიკრავ ისე გამოიყურები
- მადლობა შენც კარგად გამოიყურები პაციენტო
ნელა დავუყევით კიბეებს და ქვევით ჩასულს არც ერთს არ გამოგვრჩენია მეზობლების გაკვირვებული სახეები ყველას მივესალმეთ და მანქანაში ჩავსხედით ქეთოს დავუბარე მალე დავბრუნდებითქო და მანქანაც დაიძრა
- ძალიან ვნერვიულობ გეგა
- რა განერვიულებს? ჩამჭიდა ხელი
- უცხო გარემოა თან არავის ვიცნობ
- მარიამი იქ იქნება საბაც მოვა და ნინუცამაც ხომ გითხრა შეიძლება საბას გამოვყვეო რატომ ნერვიულობ
- არც მე ვიცი
- თუ ასე უნდა იყო სადმე სხვაგან წაგიყვან პატარავ
- არა , არა , რას ამბობ გამივლის უფრო მოვუჭირე ხელი და მალევე დიდ ორსართულიანი სახლის წინ გავჩერდით ულამაზესი ეზოთი
- ძალიან ლამაზი ბაღია
- სულ მე ვუვლიდი ეხლა მებაღე უვლის
ხელჩაჭიდებულები მივუყვებოდით სახლისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს და საუბარიც მოვასწარით
- რატომ წახვედი სახლიდან გეგა?
- დედაჩემს რომ გაიცნობ ალბათ მიხვდები ლელე ჩაიცინა და კარზე ზარიც დარეკა
- ვაიმე შვილო გეგა რახან შენ დაგინახე რაღა მომკლავს შეგვეგება წინსაფრიანი ქალი და გეგას ჩაეხუტა
- გაიცანი ლელე ეს დაჯია ჩევნთან მუშაობს
- სასიამოვნოა შვილო
- ჩემთვისაც
- ეს რა კარგი გოგო მოგიყვანია გეგა სწრაფად შემოდით არ გააციო
- მამა სადაა დაჯი
- მამა ახლავე მოვა უკანაა ეზოში
ამის თქმა იყო და მაღალი ოდნავ ჭაღარა შეპარული მამაკაცი ღია ფერის ჟინსებით და ლურჯი მაისურით გამოვიდა რომელიც ძალინ გავდა გეგას და სავარაუდოდ იუბილარი გახლდათ
- აბა როგორ ხარ გეგეჭკორო? გადაეხვია გეგა მამას
- შე პატარა გეგეჭკორო ესე უნდა დაკარგვა?
- არ დაიწყო ეხლა ახლიდან შენი ცოლივით. გილოცავ მრავალს დაეწარი ჯიბიდან ყუთი ამოიღო და გაუწოდა
- ეს ლამაზი გოგო ვინაა და სად იპოვე აბა ჩქარა ამიხსენი გაწია გეგა და მზერა მომაპყრო
- გამარჯობათ გილოცავთ იუბილეს მეც პარკი გავუწოდე და მორცხვად გავიღიმე
- არ მითხრათ გამოვიცნობ ... ლელე ... ლელე ხარ ხო?
- დიახ
- სწორად მიხვდი მამა გეყოფათ ეხლა ჭორაობა მარიამი და დედა სად არიან
- სალონში ბრძანდებიან ხომ იცი ქალების ამბავი ბოდიში მომითხოვია ლელსთან გაიცინა ხმამაღლა
- ხალხს რომელზე ელოდები
- ერთ საათში ალბათ ბევრი არავინ მინდოდა მაგრამ დედაშენმა დაიჟინა ხომ იცნობ არა?
- ჩვენ მალე წავალთ და შენ გაძლებას გისურვებ
- სულ არ მოგენატრეთ ბიჭო გაუბრაზდა მოჩვენებით
- მამა ყოველ დღე გნახულობ და არ იწუწუნო ეხლა
- აბა ეხლა შენ გაჩუმდი და ცოტა ეს ანგელოზი ალაპარაკე რამდენი წლის ხარ და რას საქმიანობ ვიცი სხვა რას მეტყვი შენზე
- ბევრი გცოდნიათ ძალიან ნიშნისმოგებით გადავხედე გეგას და ჩამეცინა. საინტერესოს ვერაფერს მოგიყვებით სამწუხაროდ
-კარზე ზარი გაისმა და მალე მარიამი და სავარაუდოდ გეგას დედა შემოვიდნენ. ვერ ავღწერ შვილის დანახვაზე რა რეაქცია ჰქონდა სწრაფად მიაგდო ჩანთა კუთხეში და ისე სწრაფად მეხუტა გეგას თითქოს ომიდან დაბრუნდაო
- ჩემო ერთადერთო ბიჭო როგორ მომენატრე. დაბრუნდი დედიკო ? ქვითინებდა და თან უამრავ კითხვას აყრიდა
- კარგი თეა ნუ დაახჩე ბიჭი შეეშვი
- დედა ნუ დაიწყებ თავიდან და ცოტა დამშვიდდი. სირცხვილია
- ამასობაში მეც შემამჩნია ატირებულმა ქამლა და კითხვის ნიშნიანი თვალებით გადმომხედა
-თეა გაიცანი ეს ლელა გეგას მეგობარი გოგონა
- სასიამოვნოა მიხარია თქვენი გაცნობა გავუწოდე ხელი
- მადლობა საპასუხოდ მანაც ხელი ჩამომართვა და თავის სახელი მითხრა მომდევნო საათი მარიამთან საუბარში გავიყვანე და ხალხიც მალე მოგროვდა და წყნარი მუსიკის ფონზე ყველა მაგიდას შემოვუსხედით. ძალიან მესიამოვნა რომ ქართული ტრადიციული სუფრა არ გაიმართა და ჭიქების ჭახაჭუხი არ ატყდა ყველა სასიამოვნოდ ვატარებდით დროს მე და მარიამმა უფრო კარგად გავუგეთ ერთმანეთს შიგადაშიგ გეგას დაჟინებულ მზერასაც ვგრძნობდი და ძლივს ვარიდებდი თავს მალე მამაკაცებმა სუფრა დტოვეს და ვახშამი კაბინეტში საქმიანად გააგრძელეს ქალბატონები კი მაგიდასთან შემოვრჩით და საუბარს განვაგრძობდით. მე და მარიამი მეორე სართულზე ავედით ფოტოალბომის დასათვალიერებლად და უკან რომ ჩამოვდიოდით დიალოგს შევესწარით მარიამმა თავის სახელი რომ გაიგო კიბეებთან გამაჩერა
- რას წარმოვიდგენდით რამდენიმე წლის წინ შენი გოგო შვილიანი და გეგა კი საცოლესთან ერთად რომ დაგვიმშვენებდნენ მაგიდას ჩაიცინა ერთ-ერთმა
- რას ვიფირებდი ისეთი უტვინოები არიან არავის უჯერებენ აბა შეხედე ჩემს გოგოს ვის გაყვა. უმაქნისი და მუქთახორა სად იპოვა არ ვიცი
- ბიჭმა ხომ გაგიმართლა იმედები რა გინდა
- კარგი რა ნელი ელისაბედი მინდოდა მოეყვანა ცოლად ისეთი კარგი ბედი ექნებოდა არც ვიცი ვის გადაეყარა ხო ხედავ სახლიდან წავიდა და ვის გამო ? ბავშვებიან გოგოს ხვდება რომელთანაც ვერანაირი წინსვლა ვერ ექნება. ორივემ აცრემლებულებმა შევხედეთ ერთმანეთს და თავი ნამდვილ ფილმში მეგონა ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი მარიამმა თავი ვერ შეიკავა და სამივე მაგიდასთან მჯდომი გალანძღა მე რათქმაუნდა დიდხანს არ მისმენია მათი ჩხუბისთვის. სრაფად მოვძებნე ქურთუკი და გარეთ გამოვვარდი მანქანას როგორ ვმართავდი არ მახსოვს და ერთადერთი რაც ვიცოდი ის იყო რომ სახლში ასე ვერ მივიდოდი მთაწმინდისკენ წავედი და მანქანა გზის პირას გადავაყენე დაგროვილმა ემოციბმაც თავისი გაიტანეს და უარესად ავტირდი. ვიცოდი სწორი იყო გეგას დედის დამოკიდებულება და იმასაც კარგად ვხვდებოდი რომ ჩემთან ასეთი უზრუნველი ცხოვრება არ ექნებოდა როგორსაც იმსახურებდა დიდხანს ვიფიქრე რა უნდა მექნა როგორ დამევიწყებინა მაგრამ ადვილი არაა გონებიდან ადამიანი ამოშალო რომელსაც მთელი შენი აზროვნება აქვს დაკავებული. ქეთოს მივწერე რომ ამაღამ ვერ მივიდოდი და ფიქრებით გადაღლილს სავარძელზევე ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე უკვე თენდებოდა საათს დავხედე და შვიდი ხდებოდა სამასამდე გამოტოვებული ზარი დამხვდა ტელეფონზე და აქედან ყველა გეგასი იყო თავი საზურგეს მივადე და იმის ფიქრით თუ რა მელოდა ღრმად ჩავისუნთქე მანქანის სარკეში კარგად დავინახე როგორ გამიჩერა გიჟივით მომავალი მანქანა ვიღაცამ უკან და ორ წამში კარი გამომიგლიჯა
- დროზე გადმოდი მანქანიდან ლელე
- აქ რას აკეთებ
- სწრაფად გადმოდიმეთქი
- გეგა წადი აქედან ძალიან გთხოვ
- ტელეფონზე რატომ არ მპასუხობ ? იცი მაინც რამდენჯერ დაგირეკე
- ვიცი და არ მაინტერესებს
- წყობიდან ნუ გამომიყვან და სახში წავიდეთ ლელე გთხოვ ზურგს უკან მიმიხურა ჩემი მანქანის კარი და ხელით მისი მანქანისკენ მიბიძგა
- გეგა სცენები არ გვინდა ნორმალურად გავარკვიოთ ყველაფერი
- რა არის გასარკვევი
- ორივემ ვიცოდით რომ ჩვენი ურთიერთობა შეუძლებელი იყო, უბრალოდ სანამ არ დაგვიდასტურეს იქამდე არ გავიღვიძეთ
- იმის გამო რაც მოისმინე ჩვენზე ამბობ უარს?
- პატარა არ ვარ და არც შენ ხარ ბავშვი მშობლებს რომ უსმინო ლელე გთხოვ ნუღარ მაგიჟებ წამოდი სახლში. არ მიშვებდა ხელს
- მე არ ვარ პატარა მაგრამ ორი პატარა მყავს რომელიც ფეხზე უნდა დავაყენო მე კი უკვე რამდენი ხანია მარტო შენზე მეფიქრება ასე არ შეიძლება მე პასუხისმგებლობები მაქვს შენგან განსხვავებით უამრავი მოვალეობა მაქვს გეგა და ძალიან გთხოვ დაუჯერე დედაშენს. ხელი სწრაფად გამოვგლიჯე და ყვირილი ძლივს დავამთავრე
- ბოლოჯერ გთხოვ სისულელეებს მოეშვი დაივიწყე ყველაფერი და სახლში წამოდი
- გეგა სისულელე ჩვენი ეს რაღაც ურთიერთობა იყო მე და შენ სრულიად სხვადსხვა სამყაროდან ვარ და ტყუილად ცდილობ ჩემს უფერულ ცხოვრებაში ჩაერთო წადი და ის იპოვე ვინც შენს ნახევარს ზუსტად შეავსბეს
- ამ რაღაც სისულელეს როგორც შენ ეძახი მე ცხოვრებაში პირველად სიყვარული დავარქვი, ვიცი გული გეტკინა მაგრამ მე უკვე აგიხსენი რომ ჩემთვის ყველა სულერთია როცა საქმე შენ გეხება მაგრამ შენ უკვე არაერთხელ გადაუსვი ხაზი ყველაფერს და არც მე მინდა ჩემთან ძალით იყო.
ზურგი მაქცია და წავიდა თან გაიყოლა ყველა ოცნება ზღაპარი და რეალობა თავზე ჩამომენგრა ყველაფერი რაც ამ მოკლე დროში ავაგე წამში დაკარგა ჩემმა ისედაც უფერულმა სამყარომ ფერი და რამდენიმე ხნით გაცოცხლებულ გულს ,ისევ წაერთვა ძალა და მიზეზიც დაიკარგა რისთვისაც ადამინები ცხოვრობდნენ ერთადერთი რაც ოდნავ მაინც მინათებდა გულს ჩემი ტყუპები იყვნენ. კიდევ კარგა ხანს ვიჯექი მანქანაში და ძლივ მოვახერხე სახლამხდე მისვლა. მთელი გზა ვიცოდი უკან მომყვებოდა მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია ჩვენს კორპუსებთან რომ მივედი მხოლოდ მაშინ გაქრა სარკიდან და ჩემი ცხოვრებიდანაც.დღეები უაზროდ მიიზლაზნებოდა სამსახურიდან თავი გავინთავისუფლე და სულ სახლში ვიჯექი. იმ იმედით რომ ერთი წამით მაინც დავინახავდი საღამოობით სულ ფანჯარასთან ვიჯექი თუმცა სულ ტყუილად. სახლში საერთოდ არ მოდიოდა. ჩემი სახლიდან გასვლის მაქსიმუმი ორანჟერეა იყო, ყვავილები უფრო დამჭკნარი და მოუვლელი დამხვდა .მორწყვას ვამთავრებდი სადარბაზოს კარზე ზარი რომ დარეკეს და გული კინაღამ ამომივრდა სანამ კარი გავაღე მაგრამ ნინუცა შემრჩა
-აბა პაციენტო როგორ გრძნობ თავს აქამდე რომ გამოაღწიე დიდი წინსვლაა
- კარგად ვარ ყვავილებს ვრწყავდი სულ დაჭკნა
- შენც სულ დაჭკნი ლელე შენ თავს შეხედე სამი თვე გავიდა გონს მოდი
- ახლიდან არ დაიწყო ეხლა ძალიან გთხოვ
- სამსახურში მაინც გადი
- არ მინდა ნინუც სახლიდან ვმუშაობ ზოგჯერ
- როდემდე იქნები ასე თავი უნდა შეაკლა?
-არ ვიცი და გთხოვ არ გვინდა ამ თემაზე
-ბავშვები მაინც არ გეცოდებიან?
- ბავშვებთან ასე არ ვარ ხოლმე და გთხოვ დაასრულე
- კარგი მიდი ყავა მომიდუღე ჩამოჯდა მაგიდასთან
ერთ საათში იმდენი რამის განხილვა მოასწრო თავი ამტკივდა ცოტა მაცინა კიდეც და ჩვენი საუბარი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა
- გისმენთ
- ლელე სანდროს მამა ვარ და შენთან სასწრაფო საქმე მაქვს
- გისმენთ ხო მშვიდობაა
- არაა ჩემო კარგო სამსახურში ხარ ? ნახევარ საათში მოვალ
- არა იცით მე აღარ ვმუშაობ და თუ ადვოკატი გჭირდებათ ჩემი კოლეგის ნომერს მოგცემთ
- ლელე ძალიან გთხოვ ასეთ მომენტში ნუ მიმატოვებ სახლში თუ ხარ მოვალ და ვისაუბროთ
- მობრძანდით გელოდებით მაშინ
- ვინ იყო? მკითხა ტელეფონის გათშვისას ნინუცამ
- სანდროს მამა
- ისევ დაიჭირეს?
- სავარაუდოდ არადა ბავშვები მყავს გამსაყვანი ზუსტად დღეს შედის ქეთო საელჩოში და არ სცალია
- მე წამოვიყვან შენ დახვდი ერთი რა ხდება
- კაი მადლობა ნინუც
- არა რის მადლობა ოღონდ მერე ჩემთან წავალთ დედაჩემს უნდა ნახვა
- კარგი ეგრე ვქნათ
- მიდი ჩაიცვი შენ ეგრე არ დახვდე მეც გავიქეცი და გვიან მოგიყვან ალბათ
ნახევარი საათი არ იყო გასული კარი ბატონ პაატას რომ გავუღე და შინ შევიპატიჟე ანერვიულებულმა და ფერდაკარგულმა უარი მითხრა ყავაზეც და პირდაპირ საუბარი დაიწყო
- მთელ ჩემს ქონებას შენ მოგცემ ყველაფერს რასაც მეტყვი გავაკეთებ ოღონდ ახლა დამეხმარე ლელე
- რას ამბობთ რა მოხდა ასეთი
- სანდრო ისევ დაიჭირეს ოღონდ ამჯერად ნამდვილად უდანაშაულოა ლელე
- მე წამოვედი სამსახურიდან ბატონო პაატა და ძალიან კარგი ადვოკატი მყავს მის ნომერს მოგცემთ
- მომისმინე ლელე ყველას ვისაც კი ვუთხარი ეშინია ამ საქმეს ხელი მოკიდოს ,ძალაინ ბევრი მტერი მყავს და იციან ერთადერთი სუსტი წერტილი ჩემი შვილია უნდა დამეხმარო ხვალ სასამართლოა თუ სანდროს დაიჭერენ იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვა ყველა უცნობ ადვოკატს ქრთამს შესთავაზებენ. დაცვას აგიყვან გეფიცები თითს ვერავინ დაგაკარებს
- მე არაფრის მეშინია უბრალოდ ამ პერიოდში ასეთი საქმისთვის მზად არ ვარ
- უარი არ მითხრა ძალიან გთხოვ, მთელს ჩემს საკუთრებას შენ გადმოგცემ თუნდაც ახლავე
- რას ამბობთ მე არაფერი მინდა ისედაც ბევრად მეტი გადამიხადეთ ვიდრე მეკუთნოდა. ამიტომ დაგეხმარებით რითაც შევძლებ ოღონდ ახლავე წავიდეთ რომ საქმის გაცნობა მოვასწრო
- რათქმაუნდა სადაც მეტყვი იქ წაგიყვან ჩემთან ოფისში წავიდეთ იქ ვიმუშავებ მანქანაში მომიყევით რა მოხდა..

- ამ დღეებში ჩამოვიდა ნიუიორკიდან და აეროპორტშივე აიყვანეს ბრალად უმსხვილესი საიუველირო მაღაზიის ძარცვა და სამუზეუმო ექსპონატის ბრილიანტების მოპარვა ედება ბრალად
- რა სისულელეა ღმერთო ნიუიორკში საქმე ვერ გახსნეს?
- ყველაფერი წინასწარ კარგადაა გათვლილი ზუსტად იმ დროს სანდრო მეგობარმა დაპატიჟა მუზეუმში
- კარგად დაგეგმილია მაგრამ რამეს ვიზამთ

მთელი ღამე კამერების ჩანაწერებს და საქმის დეტალებს შევისწავლიდი და უკვე იმედიც აღარ მქონდა
- ლელე რამე ახალი ხომ არაა? კიდევ ერთხელ შემოაღო კარი სანდროს მამამ
- ჯერ არა მაგრამ იმედს არ ვკარგავ რომ რამე გამოვა
ალბათ მეასედ ჩავრთეთ კამერის ჩანაწერები და თითქოს გონება გამინათა ერთ ერთმა კადრმა კიდევ დიდხანს ვიმუშავე და სახლში პაატას დაჟინებული თხოვნით დაცვის თანხლებით მივედი ტყუპებს და ნინუცას უკვე ღრმად ეძინათ მეც ზუსტად ორი საათი ვიძინე და დილით სწრაფად ავდექი რომ არ დამეგვიანა თავი მოვიწესრიგე და სახლი დავტოვე სადარბაზოს კართან მანქანა და დაცვა მელოდნენ კიბეებზე ჩავდიოდი გეგას მანქანა რომ გაჩერდა და ლამის ადგილზე გავქვავდი. შუა კიბეზე შევეხვდით ერთმანეთს და ჩემს წინ გაჩერდა დაცვამ რომ დაინახა სწრაფად ამოირბინა კიბე და ხელი სტაცა
- ესენი ვინ არიან ხომ არ ურევ ხელი გამიშვი
- ქალბატონო ლელე ვინ არის ეს ბატონი
- მეზობელია თუ შეიძლება ორი წუთით გავესაუბრები
ბოდიშის მოხდით დაგვტოვეს და გაოცებული გეგა თვალს ვერ მაშორებდა
- არ ამიხსნი რა ხდება?
- არაფერი სანდროს მამამ დამიქირავა
- რისთვის? ისევ მისი ადვოკატი ხარ?
- კი
- თავი დაანებე მაგ საქეს?
- კიდევ რას მიბრძანებ
- მხოლოდ მაგას
- რა უფლებით გეგა? სამიი თვეა გაქრი
- ადამინური რჩევაა და არა ბრძანება როგორც მეზობელი მეზობელს ისე გირჩევ
- მადლობთ ჩემი გადაწყვეტილებაა და პასუხს მე ვაგებ ჩემს ქცევაზე ნახვამდის მხარი გავკარი და გზა გავაგრძელე ხელი სწრაფად დამიჭირა და თავისკენ მიმაბრუნა წამით სიჩუმე ჩამოვარდა მაგრამ ისევ თვითონ მითხრა
- თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე და იცოდე ფრთხილად იყავი
არაფერი აღარ ვუპასუხე ხელი გავინთავისუფლე და მანქანაში ჩავჯექი მთელი გზა გონება არეული ვიყავი და ძლივს მოვიკრიბე ძალები და ფიქრები .ნახევარ საათში უკვე პროცესი უნდა დაწყებულიყო ეზოში სიგარეტს ვეწეოდი და აზრებს ვალაგებდი მაღალი შავებში ჩაცმული მამაკაცი რომ მომიახლოვდა და საკმაოდ მძიმე კონვერტი გადმომცა
- ხომ იცი რაც უნდა ქნა ? მხოლოდ ეს მკითხა და პასუხის მოლოდინში თვალებში ჩამაშტერდა მივხვდი ვინც იყო და კონვერტს სიგარეტთან ერთად ნაგვის ურნაში ჩავუძახე სწრაფად შევედი დარბაზში და მალე პროცესიც დაიწყო და სანდრო ისეთ მდგომარეობაში შემოიყვანეს გული შემეკუმშა.ამაყი და თავმოყვარე ბიჭი სადღაც გამქრალიყო დედამისის ცრემლებმა გული სულ მთლად მომიკლა ყველა მივხვდით რომ სასტიკად იყო ნაცემი თუმცა რათქმაუნდა კვალი არ ეტყობოდა მომდევნო ნახევარი საათი გონს ვერაფრით მოვედი ჯერ ბრალდების მხარე გამოვიდა და ყველა დამამტკიცებელი საბუთი წარუდგინა მოსამართლეს მალე ჩვენი ჯერიც დადგა თავს შევუძახე და სწრაფად ავდექი სკამიდან
- პირველ რიგში მე მინდა პრეტენზია გამოვთქვა სასამართლოს მიმართ ქალბატონო მოსამართლევ ბევრი კითხვა არ მექნება და ამიტომ თავს უფლებას მივცემ ცოტა მეტი ვისაუბრო მომხდარზე. მე ძალიან მაკვირვებს ის ფაქტი რომ საშუალება არ მომეცა მსჯავლდებულს შევხვედროდი მაგრამ ალბათ ამას არანარირი აზრი არ აქვს მთავარი ახლა ისაა რატომ ჩაიდინა ბატონმა სანდრომ ასეთი უსაფუძვლო დანაშაული ჩვენ დღეს მოწმეები არ გვყავს და თუ შეიძლება ბატონ პაატას ცოტა არაკორექტული კითხვით მივმართავ
- რა თანხას შეადგენს თქვენი ანგარიში
- დაახლოებით რვა მილიონს
- ამ ციფრით თუ ვიმსჯელებთ ყველა ლოგიკას მოკლებულია ბატონი სანდროს ძარცვა მაგრამ ამასაც რომ შევეშვათ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მინდა სანდროს დავუსვა რადგან არ მომეცა საშუალება აქამდე მეკითხა. ყველა დაძაბული და გაკვირვებული უსმენდა ჩემს სულელურ მონოლოგს და მოწინააღმდეგე მხარე წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას ჩემმა კითხვალ კი ყველა გააოგნა
- ბატონო სანდრო რა დიეტას იცავთ ?
- ვერ მივხვდი რას მეკითხები?
- ძარცვა ზუსტად რვა დღის წინ მოხდა აი ამ კადრში ჩანს როგორი მასის ადამიანი იპარავს ბრილიანტს მერე კი შეხედეთ სანდროს რომელიც ალბათ მისი ნახევარია მე კი ალბათ როგორც ყველას მაინტერესებს ასე სწაფად როგორ დაიკელით წონაში აყაყანდა მთელი დარბაზი და მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ეუფფფფ ველოდები შენეგსს
სიხარუოოო დზაან მაგარიიი ხარრრ
მიყვარს ეს მოთხრობა !!!!!!!!!!!!!!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო,მომეწონა.ვაიმე როგორ მომინდა ჯერ გეგას დედის გაწეწვა და მერე ლელეს,მის სიყვარულზე რომ უარი თქვა.მალე დადე რა მომდევნო თავი,აღარ დაიგვიანო ასე ძალიან
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი martoshen

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent