შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Loving A Bad Boy (ნაწილი 1)


3-01-2017, 16:24
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 2 891

პროლოგი
ჩაბნელებული ქუჩები. დანები. ჩხუბი. საქმეების გარჩევა. სიგარეტი. სასმელი. გინება. დაბალზე შეჭრილი თმები და ეგოიზმი.
ნათელი დღეები. წიგნები. ფილმები. სერიალები. მეგობრები. კოკა-კოლა. სიცილი. გრძელი თმები და უცოდველობა.
ორი განსხვავებული სამყარო და ორი განსხვავებული ადამიანი. შემთხვევითობა და ბედის ირონია.
ანთებული თვალები და ბედის დაცინვა.
ვინ იფიქრებდა რომ როდესმე ეს მე დამემართებოდა? თავი მათგან შორს მეჭირა, იმის და მიუხედავად რომ მე მათი ვინაობა ვიცოდი, ანდა ვინ არ იცოდა?
მე გაქცევა მინდოდა, მაგრამ მისმა დამცინავმა კომენტარებმა დარჩენა მაიძულა. მე ის მძულდა, მას მე სათამაშოდ ვუნდოდი.
მე გაქცევას ვცდილობდი, ის კი უხილავი ჯაჭვებით მაკავებდა. ის მე მძულდა, მაგრამ ჩემ მეორე "მეს" ის უყვარდა.













1.
ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა. ვაგვიანებ!
ტაქსიდან ფათხა-ფითხით გადმოვდივარ და ტასიასკენ მივბივარ რომ ჩავეხუტო. ვიცი რომ ჩემზე ძალიან გაბრაზებულია. თავისი ოკეანისფერი თვალებით მიყურებს და მზერით ჩემ მოკვლას ცდილობს. მოოქროსფერო-მოვერცხლისფრო თმა მზეზე უნათებს. ტასიას ყველაზე უცნაური ფერის თმა აქვს რაც კი როდესმე მინახავს. არადა არც მე მაქვს მთლად წესიერი ან ნორალური ფერი თმა.
როცა ვეხუტები მისი ყინულივით თვალები ლღვება და მეხუტება. ვიცი რომ მოვენატრე, შეუძლებელია არ მოვნატრებოდი.
ვიცინი და ტასიას უკან ვიხედები, სადაც გაცოფებული ეკო დგას. გრძელი ყავისფერი თმა მაღლა კუდად აქვს აწეული. დიდი ყავისფერი თვალების გარშემო კი შავი ფანქარი უსვია და ძალიან ბოროტულად მიყურებს.
-ეკო. -შიშნარევი ხმით ვიძახი და ვიღრიჭები, რომ რამენაირად მისი გულიც მოვიგო. თავს გაბრაზებულივით აქნევს და მეხუტება.
-დეგენერატი ხარ. -მეუბნება და შესასვლელისკენ მივყავარ. როგორ ხდება რომ მე ვარ ერთადერთი, რომელიც მუდამ იგვიანებს?
-თქვენ ჯერ დაჯექით, ადგილები დაიკავეთ. -ტასია გვეუბნება და ადგილებისკენ გვითითებს. -მე მაიკას გამოვიცვლი. -თავს ვუქნევთ და ვიცინით. საწყალი ტასიას სახლში შეფუთეს და ისე გამოუშვეს.
-აქედან სად მივდივართ? -ვეკითები ეკოს. თავს დაფიქრებით მიქნევს და ცდილობს მოშტერებებს ყურადღება არ მიაქციოს.
-არ ვიცი. -იცინის და გვერდზე იყურება. -გავისერინოთ? -თავს ვუქნევ. მეძინება. შანსი არ არის რომ მე ხმა ამოვიღო.
-მოდიხართ? -ტასია წინ გვიდგება და თავს ვუქნევთ. დაბლა ჩავდივართ და რიგში ვდგებით რომ საჭმელი შევუკვეთოთ.
-ვაიმეეეე. -ვიღაცის ძახილი მესმის გვერდიდან და ხმის მიმართულებით ვიხედები. ჩემ წინ შავ კურტკაში გამოწყობილი, ყავისფერი თმა დაბალზე შეჭრილი ბიჭი დგას. მის დიდ ყავისფერ თვალებში ვუყურები და ვცდილობ გავარკვიო რა ჯანდაბა უნდოდა. -აუუუ ტოოო. -ვაკვირდები და რაც უფრო დიდხანს ვუყურებ მით უფრო ვწრმუნდები რომ სრული გაგებით იდიოტია. -სახეზე რა გჭირს?! -მეკითხება და ვცდილობ არ ავფეტქდე. -ეს რეებიაა? აუუუ... -აღარ ჩუმდება.
აშკარად დებილია ეს ბავშვი. რას ერჩის ჩემ ჭორფლებს?! წინ ვიხედები და ვაიგნორებ, მაგრამ ის მაინც არ მეშვება. მისკენ ვიხედები და თვალებში ვუყურებ.
-შრეკ, ჭაობში სარკეები გამოელიათ? -ვეკითხები და ოდნავ ვიღიმი. მისი ძმაკაცები ხარხარს იწყებენ. მე კი ჩემ საჭმელთან ერთად, რომელიც საბედნიეროდ შეკვეთილი მქონდა მაღლა ავდივარ. ტასია და ეკოც მომყვებიან და გაკვირვებულები მიყურებენ.
სამივემ ვიცით ის მახინჯი ვინც იყო. თბილისის ცნობილი ბაბნიკი და ძველი ბიჭი სახელად დამიანე.
მომკალით და არ მევასება ეგ ტიპი. ნარცისი დეგენერატია, რომელმაც არაფრის კეთება არ იცის სიგარეტის მოწევის გარდა.
-მოხდა რამე? -ვეკითები ტასიას და ეკოს მას მერე რაც ვჯდებით, ისინი კი ისევ გაკვირვებულები მიყურებენ. -პირველად მხედავთ ვინმეს ვეჩხუბებოდე? -ტავს აქნევენ. სკოლაში N1 მოჩხუბარი ვარ. საკმარისია პატარა მიზეზი მქონდეს რომ სწერვობას ვიწყებ. სხვა შემთხვევაში კი პატარა ბუნჩულა და კეთილი ადამიანი ვარ.
ყოველთვის ვცდილობ რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანმა ნახოს ჩემი ბოროტი მხარე, მაგრამ ამ წამს თავი ვერ შევიკავე. ზუსტად ამ მიზემის გამო რომ როცა ვბრაზდები ნამდვილი კახპასავით ვიქცევი ხალხი ჩემთან აღარ სწერვობს და პატივს მცემენს პონტში. ერთის მხრივ ეგ კარგის არის, მაგრამ მეორე მხრივ მოსაწყენია.
ამიტომ ამ ვაჟბატონთან სწერვობა სასიამოვნოც კი იყო. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი კიდევ, მაგრამ ასე წამოსვლა უფრო დრამატული იყო.
Doing everything for show.
ახლა აღარ მიკვირს ხალხი დრამის დედოფალს რატომ მეძახის. ზურგზე ვიღაცის მწველ მზერას ვგრძნობ და ამ მზერის პატრონისკენ ვიხედები. ხელში კი ჩემთვის ცნობილი შრეკი მხვდება. კეთილად ვუღიმი და ტასიასკენ ვიხედები. მის იგნორს ვიწყებ. იმის და მიუხედავად რომ მისი მოშტერებები უკვე ძალიან მაღიზიანებს, მისკენ არ გავიხედები და საქმეს არ გავამწვავებ. თან ასე უფრო მოეშლება ნერვები.

******
-წავედით? -ვეკითხები მის მერე რაც ჭორაობას ვამტავრებთ. ტასია და ეკო თავს მიქნევენ. ნაგავს ვყრით და ქუჩაში გავდივართ. მანქანების ხმა და ადამიანების ლაპარაკი ჩვენემდე აღწევს და ჩვენც სიცილით თავს ვაქნევთ.
-ტას. -ტასია ჩემკენ იხედება და მაკვირდება. -შენთან ავიდეთ რა. კურტკას და რაღაცეებს დავტოვებ ბარემ. დღეს ხო შენთან ვრჩებით? -ვეკითხები და თავს მიქნევს.
ტასიას ორი სახლი აქვს. ერთი სადაც თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, და მეორე. მეორე დეიდამისისაა, მაგრამ რადგან აქ არ არის ხოლმე ამიტომ ტასიას გადაბარდა. სახლი დიდი არაა, ერთ ოთახიანია, მაგრამ როცა მასთან ვრჩებით ხოლმე იდეალურია.
-წამოდით, ოღონდ დროზე. -ვიღიმი და თავს ვუქნევ. -შენ გასაგებია. -მე მეუბნება და შემდეგ ეკოსკენ ტრიალდება. -ეკო ხო რჩები?
-კი, კი. -იღიმის. -ოღონდ იმედია შორს არ არის, დავიღალე. -წუწუნს იწყებს და მის წუწუნზე მეღიმება. ტასია თავს აქნევს და მას მივყვებით.
სიმართლე თუ გინდათ ტასიას სახლში წასვლა სიკვდილის ტოლფასია, რადგან ბევრი სასიარულოა და სანამ იქამდე ვაღწევთ ვკვდები ხოლმე.
ნახევარ-საათიანი ხოხვის შემდეგ ტასიას სახლამდე ვახწევთ და შიგნით სევდივართ. პირველი რასაც ვაკეთებ მის ფუმფულა ხალიჩაზე გათხლაშვაა ტელევიზორის წინ.
-ჩიფსები და შოკოლადები მოიტანეეე -ვუყვირი სამზარეულოში მყოფ გოგოებს და მე ტელევიზორს ვრთავ, მარტო იმიტომ რომ მადაგასკარის დისკი ჩავრთო.
-მოიცა, მერე არ მივიდივართ? -მეკითხება გაკვირვებული ეკო. -აბა მარტო დავტოვოთ ნივთები და წავიდეთო?
-ააა, ხოო. -ვიძახი და ვიღრიჭები. სულაც არ მინდა ახლა სადმე წავიდე.
-წამო და საღამოს ვუყუროთ მაგას. -ტასო ფეხზე მაგდებს, ჩემ პატარა მინი ჩანთას მაჩეჩებს და სახლიდან პირდაპირი მნიშვნელობით მაგდებს, მას მერე რაც ჩემ ნივთებს ვტოვებ.
-წავიდით. -იძახის კაპიტანივით ეკო და ეზოდან გადის. -აუუ, აუუუ, ახალ თბილისში გავიდეთ რა. -იძახის ბედნიერი ხმით და მეც თავს ვუქნევ.
ჯერ მხოლოდ ორი საათია და ბევრი ხალხი არ არის გარეთ. მაგრამ ეჭვი მაქვს ესენი ღამის სამ საათამდე ქუცაში აპირებენ ყოფნას, ამიტომ ვიცი რომ დამერხა.
-აუუუ -უცებ ყვირის ეკო და მე და ტასიას დანკინ დონატსში მიგვათრევს. -ყავა მინდა. -იძახის ბედნიერი ხმით და კარებს აღებს.
პირველი ვისაც ვხედავ ჩვენი კლასელი და მეგობარი ბექაა, შემდეგ კი ოჰ_ზე_დიდებული_შრეკი მოდის, თავის ძმაკაცებთან ერთად. როცა შრეკი მხედავს თვალები შუბლზე ადის, მისი ძმაკაცებიდან ერთ-ერთ, რომელიც ჩვენ წინა შეხვედრაზე თან ახლდა კი ხარხარს იწყებს.
-ეკო! ლილე! -ბექა გვეძახის და ჩვენკენ მოდის. სიმართლე რომ ვთქვა ბაქა საკმაოდ სიმპათიურია. მაღალია, ძალიან მაღალი, შავი სწორუი თმით და მწვანე თვალებით. ერთი სიტყვით არაფერი არ აქვს დასაწუნი. -ვაა, ტას. -ტასოს როცა ხედავს ეხვევა და ესალმება. ტასო ადრე ჩვენი კლასელი იყო, ამიტომ ახლო ურთიერთობა არ აქვს ბექას და ტასოს, მაგრამ მაინც მეგობრობენ.
-ბექუშ. -ვეძახი მეც და ვეხუტები. ბექა ჩეთვის ძმასავითაა, და საკმაოდ ვარ მასზე დამოკიდებული.- რა ხდება ახალი? -ვეკითხები და ვიღიმი. მე და ბექას უფრო ახლო ურთიერთბა გვაქვს ვიდრე ტასოს და ეკოს აქვთ ბექასთან. ტასოსკენ ვტრიალდები და ფულს ვაძლევ. -გეხვეწები შოკოლადის შეიკი მიყიდე, კაი? -თვალებს ატრიალებს და ფულს მართმევს. ის და ეკო შესაკვეთად მიდიან და მე ბექასთან ერთად ვრჩები.
-რა გინდა რომ მოგიყვე ისედაც ყველაფერი იცი. -იცინის და მიყურებს. გვერდზე ვიხედები რომ ჩვენი კლასის ბიჭები დავინახო, მაგრამ ვერცერთს ვერ ვხდევა. ვიცი რომ ბექა ამათთან, ვგულისხმობ შრეკთან და მის საძმაკაცოსთან მეგობრობს, მაგრამ იმედი მქონდა რომ მათთან ერთად არ იყო.
-ერთი ამას შეხედეთ აქ ვინ გვყავს. -სიცილს იწყებს შრეკი და ბექას ყრლზე ხელს ხვევს. მაგრამ თვალს არ მაშორებს. -ბექ.-ბექას ეძახის მაგრამ ისევ მე მიყურებს. -ლოხნესის მონსტრს საიდან იცნობ? -ეკითხება და ღიმილს ძლივს ვიკავებ. მასე არა? კაი ბატონო, გამოწვევა მიღებულია.
-ვის? -ეკითება გამოშტერებული ბექა და ხან მე მიყურებს ხან შრეკს.
-შრეკ, კაციჭამიებმა დამირეკეს უკან დააბრუნეთო. -ხურდას ვუბრუნებ. ჩემკენ იხედება და ბექას ხელს აშორებს. ახლოს მოდის და სახე ჩემ სახესთან მოაქვს. მის თბილს სუნთქვას ლოყებზე ვგრძნობ და თავს ძლივს ვიკავებ აწითლებისგან.
-მე თუ შრეკი ვარ მაშინ შენ ფიონა გამოდიხარ. -მეუბნება ჩურჩულით და იღიმის. -თან თმის ფერიც ამას ამტკიცებს. -ჩემ რიჟა ფერის თმაზე ვიხედები და ვიღიმი.
-შენგან განსხვავებით მე დღისით მაინც ვარ ლამაზი. -ღიმილი სახიდან უქრება და მზერით ცდილობს ჩემ მოკვლას. -უი ისე, შენი მელოტი თავიც ამტკიცებს შენ შრეკობას. -როცა ამას ვეუბნები თვალები უდიდება და ფანჯარაში თავის გამოსახულებას უყურებს, თავის იდეალურად დაყებენულ თმას ისწორებს და მიბღვერს.
-ერთმანეთს იცნობთ? -გვეკითხება სეცბუნებული ბექა და თავს ვუქნევ.
-ეს ისაა დღეს რომ გითხარი.-ჩუმი ხმით იძახის შრეკი. -შენ საიდან იცნობ?
-კლასელი და მეგობარია. -იძახის გამოშტერებული ბექა. ჩემკენ იხედება და წარბებს მაღლა წევს. მე თავს ვაქნევ და პირს როგორც კი აღებს ვაჩუმებ.
-კაი ბექ წავედი მე. -ვიღიმი და დასამშვიდობებლად ვეხუტები. -ადიოს შრეკ. -ხელს ვუქნევ და გოგოებისკენ მივიდივარ, რომელებიც შორიდან უყურებდნენ ყველაფერს.
როგორც კი ეკოს ვხედავ იმწამსვე ჩემ შოკოლადის შეიკს ვართმევ და ვიღიმი. რა ცოტა რამაა საჭირო ბედნიერებისთვის.
-წავედით? -ვეკითები ეკოს და ისიც თავს მიქნევს. გარშემო ვიყურები და ტასოს ბექასთან ვამჩნევ რაღაცაზე ეწუწუნება, ნეტა ახლა რაღა მოხდა.
ისე რომ არც ვეკითხებით ტასია გარეთ გაგვყავს და როგორც კი გარეთ გავდივართ ტასო ჩემ შეიკს იღებს.
-რა ჯანდაბა ხდება? -ვყვირივარ გაცოფებული. არავინ. არასდროს. არ. მართმევს. ჩემ. შეიკს.
-შენმა ძმაკაცმა ტელეფონი ამახია. -ბუზღუნებს და წითლდება. ეჭვი მაქვს ახალი წყვილი გვეყოლება მალე! -გამოართვი და დაგიბრუნებ. -თავს ვუქნევ და თვალებს ვატრიალებ. უკან შევდივარ და პირდაპირ იმ მაგიდისკენ მივდივარ სადაც ის შრეკი, მისი მინიონები და ბექა ზიან.
ბექას თავზე ვადგები და სხვების გაოცებულ გამოხედვებს ვაიგნორებ.
-აბრუნე დროზე. -ვიძახი გაბრაზებული ხმით. ბექა ჩემკენ იყურება და იღიმის.
-რითი მოგისყიდეს? -მეკითხება და სიცილს ძლივს იკავებს.
-შეიკი წამართვეს. -ვიძახი დაჩაგრული ბავშვივით და ბექა ხარხარს იწყებს. შრეკიც და მისი მთელი საძმაკაცოც ყველა სიცილში და ნერვები უარესად მეშლება. -ბექა მომეცი ტელეფონი სანამ ლამაზი ხარ.
-ლუ. -მეძახის და მიღიმის. -დღეს ხო ტასიასთან რჩები? -თავს ვუქნევ და ვუყურებ. ამან რაღაცა ჩაიფიქრა. - ტელეფონი რომ არ გაუტანო არ შეგიშვებს ხო? -თავს ვუქნევ ისევ და ვიღიმი. -კაი, კაი აიღე. -იძახის და ტელეფონს მიწვდის. ის-ისაა უნდა ავიღო რომ ვიხაცა ხელიდან მაცლის. გაბრაზებული იმ ვიღაცისკენ ვიხედები და ხელში შრეკი მრჩება.
-მომეცი ტელეფონი. -კბილებში ვცრი და ვიღრინები. ოდნავადაც არ მომწონს ეს ბავშვი. მინდა რომ მოვკლა და გადავასახლო ისე რომ მისი საწყალი სახე არასდროს არ დავინახო.
-სახელი მითხარი. -მეუბნება ჩუმი ხმით, მაგრამ ყველას ესმის ვინც კი მაგიდასთან ზის.
-უზრდელობაა როცა სხვას სახეს ეკითხები, შენსას კი არ იძახი. -ვეუბნები და ვიღიმი. შრეკი ჩემკენ იხრება და იღიმის.
-სახელის თქმას არ ვაპირებ.
-მე კი არ ვიყავი ის ვისაც სახელი აინტერესებდა. -ვიძახი და ღიმილი ყურებამდე ამდის. სახელს ჯანდაბა ტელეფონზე რა ვქნა?!
-სამაგიეროდ, შენ ხარ ის ვისაც ტელეფონი უნდა. -მეუბნება და იცინის როცა მე სახეზე ღიმილი მეყინება. ნაგავი.
ტელეფონს ვიღებ და ეკოსთან ვრეკავ. შრეკი გაკვირვებული მიყურებს, ბექას კი ეღიმება,
-მე შენთან ჩხუბზე დროის დაკარგვას არ ვაპირებ. -ვეუბნები შრეკს ცივად. -არ ღირხარ ამათ. -ველოდები სანამ ეკო ტელეფონს უპასუხებს. -ეკო, ტასოს უთხარი რომ ტელეფონი ნეანდერტალელმა წამართვა, მოვიდეს და მიხედოს. კიდევ ჩემ შეიკს თუ რამე ჭირს მოგკლავთ. -ვეუბნები ეკოს და სანამ პასუხს გამცემს ვუთიშავ. ტელეფონს ვინახავ და შრეკისკენ ვიხედები. -პატრონს ელაპარაკე.
ბექას იქით ვწევ და მასთან ერთად ვჯდები. კარებში გაცოფებული ტასო ვარდება და პირდაპირ ჩვენკენ მოდის.
-რომელი? -მეკითხება გაცოფებული ხმით.
-შრეკი. -მოკლედ ვპასუხობ, ისიც თავს მიქნევს და ფრთხილად მაწოდებს ჩემ შეიკს. მეც ვართმევ, სმას ვიწყებ და სეირს ვუყურებ. ტასო დოინჯშემორტყმული დგება შრეკის პირდაპირ და თვალს არ აშორებს. ვიცი რომ აფეთქების ზღვარზეა და მალე სანახაობაც დაიწყება.
-გინდა ნიძლავი რომ ტელეს ხუთ წუთში გამოართმევს? -ვტრიალდები ეკოსკენ და ისიც სიცილში მყვება.
-არაა. -თავს აქნევს და თავის ყავას წრუპავს. მხრებს ვიჩეჩ და ტასიასკენ ვტრიალდები. ეჭვი მაქვს ყველაფერი გამოვტოვე რადგან როცა მათთკენ ვიხედები ტასო უკვე ტელეფონს ართმევს.
-შევთანხმდით? -ეკითხება შრეკი და ჩემკენ იხედება, სახეზე ღიმილით. ტასო რა ჩაიდინე?!
-შევთანხმდით. -იძახის ტასიაც და იღიმის.
-ტასომ რა შეთანხმება დადო ეშმაკის მარჯვენა ფეხთან? -ვეკითხები შეშინებული ხმით ბექას, რომელიც მხრებს იჩეჩს.
-ჩუმად იჭუკჭუკეს, ბოროტი სახეებით გაიღიმეს და შევთანხმდითო. -მიმეორებს ბექა იმას რაც ისედაც ვნახე/მოვისმინე.
-კააი. -ამოოხვრით ვიძახი. -ტას მივდივართ? -ვეკითები და ფეხზე ვდგები.
-კი, წამო. -ხელს მკიდებს და მიმათრევს, ეკო კი უკან მოგვყვება.
' ტას, რა ჩაიდინე?'





2.

მთელი დღეა აქეთ-იქით დავბოდიალობთ. ბოლო შეხვედრის მერე მთელი დღეა შრეკი არ მინახავს. უკვე ათი საათია და იმედია სახლში წასვლას მალე მოიფიქრებენ ესენი. მიყვარს ღამის თბილისი, მაგრამ მარტო მაშინ როცა მე მოკლე-მკლავიანი და ზემოდან გრძელი ჟაკეტი არ მაცვია და შუა ზამთარი არ არის. მგონი ჯობდა კურტკა არ დამეტოვებინა ტასიასთან.
-შეიძლება წავიდეთ? -ვეკითხები იმედიანი ხმით. -თან მშია, გაქვს რამე საჭმელი?
-ამმ, კი. -მპასუხობს ტასო. -ჩემი ძმა მივიდა საჭმელი დატოვა და წავიდა. ეჭვი მაქვს იმდენი საჭმელი მიიტანა მთელ ბატალიონს სამჯერ გამოვკვებავთ. -იძახის და იღრიჭება. -კაი, წავიდეთ. პროსტა მაღაზიაში შემომყევით რა, ჩიფსებს და კოკა-კოლებს ვიყიდი. -თავს ვუქნევ და მივყვები.
ქუჩებში ბნელა და ბევრი ხალხია. ყველაფერი ანათებს და თვალებს მტკენს. გვერდზე ვიხედები და წამით მგონია რომ თვალი შრეკს მოვკარი, მაგრამ რადგან მერე ვეღარ ვხედავ ამას სინათლის სიკაშკაშეს ვაბრალებ.
'ალბათ მომეჩვენა.'
ტასია მაღაზიაში შედის და უკან სამი დიდი პარკით ბრუნდება. მე და ეკო თითო-თითო პარკს ვართმევთ და მისი სახლისკენ მივდივართ.
როცა სახლში შევდივართ ყველაფრის აქეთ-იქით მიმოყრის მაგივრად ტასია ალაგებს იქაურობას. გაკვირვებული ვუყურებთ მე და ეკო და ვცდილობთ გავიგოთ რა ჭირს.
-მოხდა რამე? -ვეკითხები და ერთ ნაჭერ პიცას ვიღებ, ერთსაც ეკოს ვაწვდი. ტასო თავს აქნევს და თვითონაც იღებს ერთ ნაჭერს. მხრებს ვიჩეჩ და ტელევიზორში მადაგასკარს ვრთავ. მომკალით და მიყვარს ეს მულტფილმი. პიცას წინ ვიდებთ, ჩიფსებთან და სხვა რაღაცეებთან ერთად და ფილმის ყურაბას ვიწყებთ.
***
-კარზე ვიღაცაა. -ვეუბნები ტასოს როგორც კი კაკუნის ხმა მესმის. ფილმი ათი წუთია რაც დაიწყო და უკვე ვიღაცა ხელს მიშლის.
-გააღე. -მეუბნება. ბუზღუნით კარისკენ მივდივარ და ვჩერდები. ჭუჭრუტანა არ აქვს და საიდან გავიგო ვინ არიან? იქნებ ჩემი მოკვლა უნდათ? -დიდხანს იქნები მანდ? -მიყვირის ტასო. -გააღე რა.
ვბუზღუნებ და კარს ვაღებ, მაგრამ იმ წამსვე ვხურავ, ვკეტავ და კარებს ვეყუდები. შეშინებული და გაბრაზებული სახით ტასოსკენ და ეკოსკენ ვიყურები.
-გააღე! -ის დეგენერატი კარების მეორე მხრიდან ყვირის. ამათ აქ რა უნდათ?!
-ვინები არიან? -მეკითხება გაკვირვებული ეკო.
-ისინი. -უხოდ ვეუნები და ტასოსკენ ვიხედები რომ ვკითხო რა გავაკეთო.
-შემოუშვი, მე ვუთხარი მოსულიყვნენ. -გამყიდველს გადიდებული თვალებით ვუყურებ და კარებს ვაღებ.
კარებში გაღიმებული შრეკი მისი ორი მინიონი და ბექა დგანან, პარკებით ხელში. ვიწევი და სახლში ვუშვებ, კარებს ვხურავ და ვკეტავ.
-აქ რა გინდათ? -ვეკითხები და მაგიდასთან მივდივარ, სადაც ყველა დგას და პარკიდან რაღაცეებს ალაგებენ.
-რა სტუმართმოყვარე ხარ. -მეუბნება სარკაზმით სავსე ხმით შრეკი. მისკენ ვიხედები და ვეჯღანები. -შენმა მეგობარმა დაგვპატიჟა ტელეფონის სანაცვლოდ. -თავს ვუქნევ, ანუ თავი დაიპატიჟეს. ჯანდაბა ამათ. ჩემი მადაგასკარის ღამე ჩაიშალა.
რაც ამოიღეს უმეტესად სასმელებია. ტასოსკენ ვიხედები, რომელსაც სასმელების დანახვაზე თვალები გულის ფორმის გაუხდა.
ყველანი საძინებელ-მისაღებში გავდივართ, ფუმფულა ხალიჩაზე ვჯდებით და ტელევიზორისკენ ვიხედებით. როცა შრეკი და მისი საძმაკაცო მადაგასკარს ხედავენ იცინიან. ჩემდა გასაკვირად შრეკი ჩემკენ იხედება გასაოცარი ღიმილით მიღიმის და თმას მიჩეჩავს.
-დარწმუნებული ვარ შენ გინდოდა ამის ყურება. -იძახის და ნაზად მიღიმის. თავს ვუქნევ, არასდროს არ მინახავს ასე ნაზად გაეღიმოს.
-რა გქვიათ? -მესმის ეკოს კითხვა და მისკენ ვიხედები.
The Stupidest Question Ever.
-ლუკა. -იძახის ყავისფერთვალებიანი, საშუალო სიმაღლის ქერა ბიჭი და იღიმის. ყელზე ლუჯი ბენდენა უკეთია დ მადაგასკარისკენ თვალს ჩუმად აპარებს. ჰაჰ!
-თორნიკე, თოკო. -იძახის მეორე, მწვანე თვალებით და შავი თმით. თავზე წითელი ბენდენა უკეთია და სასმელს აშტერდება ტასიასავით. ჯანდაბა ამათ.
-დამიანე. -იძახის შრეკი. -თქვენი ჯერია.
-ეკო. -ეკო იღიმის და ბექას ჭიქას უწვდის რომ სასმელი დაუსხას.
-ტასია. -ტასია ერთ ბორთლს მთლიანად იხუტებს. ლოთო.
-ლილე. -ვიძახი ისე რომ მზერას ტელევიზორს არ ვაშორებ. რა ვქნა? მიყვარს მადაგასკარი.
-ლილუ. -ბექა მეძახის და მისკენ ვიხედები. იმის და მიუხედავად რომ ლილე მქვია ბევრი მეძახის ლილუს ან მარტო ლუს. დღემდე არ ვიცი ამის მიზეზი. -ჭიქა მომეცი.
ჭიქას დანანებით ვუყურებ. არ მინდა რომ დავლიო. ძალიან არ მინდა რომ დავლიო.
-გეშინია პატარა? -ყურთან მის სუნთქვას ვგრძნობ და ვწითლდები.
-შენი პატარა არ ვარ. -ვიძახი გაბრაზებული ხმით და ბექას ჭიქას ვაძლევ, ისიც არაყს ასხამს. ყველა კოკა-კოლას ამატებს ჭიქაში მე კიდევ თავს ვაქნევ. როცა ალკოჰოლს უმატებ გაზიან სასმელს ორჯერ უფრო სწრაფად თვრები.
-ვითამაშოთ რამე? -კითხულობს თოკო და მისკენ გაკვირვებული ვიხედები. დათვრა ხო ეს უკვე? მაყურებინოს ჩემი ფილმი.
-სიმართლე თუ მოქმედება გინდათ? -კითხულობს ლუკა და ლუდის ბოთლს იყურებს. რატომ მასმევენ მე არაყს როცა აქ ლუდიც არის?!
-კიიი. -ყვირის მგონი_უკვე_მთვრალი ეკო და იცინის. -ბოთლი მინდა. -ტასია უკვე გამოცლილ არაყის ბოთლს აძლევს. რა სისწრაფიდ სვავ შვილო?!
ეკო ბოთლს ატრიალებს და თან იცინის. ღმერთ ეს დღე გადამატანინე.
-აუ აქ რომ მოვწიო შეიძლება? -კითხულობს მოულოდნელად დამი-შრეკი.
-გარეთ. -ვეუბნები ცივი ხმით, მაგრამ ამავე დროს ტასო თავს უქნევს, ამიტომ ჩემ პროტესტს ყურადღებას არავინ არ აქცევს. შრეკი სიგარეტს იღებს, უკიდებს და სახეში მაბოლებს. სიგარეტს თოკოც იღებს და უკიდებს. მაგარია ეგღა მაკლდა. კიდევ კაი დავითანხმე ჩემები სამი ღამე დამტოვონ აქ...
-სიმართლე თუ მოქმედება? -კითხულობს ეკო და ტასიასკენ იხედება.
-მოქმედება. -არც ფიქრობს ისე პასუხობს ტასია. ღმერთო შენ დაიფარე ეს ორი დებილი. ეკო გარშემო იხედება და ფიქრობს.
-სიგარეტი მოწიე. -იძახის და თავით შრეკისკენ და თოკოსკენ იქნევს.
ტასიას სახე ეცვლება, მაგრამ რადგან მოქმედება აირჩია უნდა გააკეთოს კიდევაც. თოკოსთან მიდის და ხელის კანკალით ართმევს სიგარეთს. ერთ ნაპასს არტყამს და ლამის იგუდება. ტასიასკენ შეშინებული ვიყურები და ის-ისაა უნდა ავდგე რომ ვირაც მხარზე ხელს მადებს.
-არაფერი არ ჭირს. -მამშვიდებს შრეკი და უკან მსვავს. -დაჯექი და ნუ ნერვიულობ, მოეშვი ცოტა. დაანებე დედიკოს თამაშს თავი. -მეუბენება და მიღიმის. მისი მესამე ჭიქისკენდ ა ნახევრად გამოცლილ ლუდის ბოთლისკენ ვიხედები. ამანაც კაი ბევრი დალია.
უკან ვჯდები და ტასიასკენ ვიხედები, რომელიც გონზე მოდის და ხარხარებს. სიგარეტს თოკოს უბრუნებს და იჯღანება. აღარ შემიძლია მეტი სიგარეტის ბუღში ჯდომა, ამიტომ ვდგები და კარისკენ მივდივარ.
-მალე მოვალ. -ვიძახი, მაგრამ მეეჭვება ვინმეს ესმოდეს.
გარეთ გავდივარ და ცივი ქარი მეგებება. ვიღიმი და ღრმად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს. ტასიასგან ნათხოვნ ჯაკეტს მჭიდროდ ვიკრავ და ვცდილობ სიცივისგან კანკალი არ დავიწყო. ჟაკეტი ორი ზომით დიდია და ცალი მხრიდან მივარდება, ასეც უნდა იყოს, მაგრამ მაინც არა კონფორტულია.
-გაიყინები, დებილო. -მესმის უკნიდან მზრუნველი, ნაზი ხმა და ვიღაცა თავის კურტკას მახურებს მხრებზე. სითბო მსიამოვნებს და კურტკაში უფრო ვიფუთნები. მისი ნაზი სურნელიც თავბრუს მახვევს.
-მადლობა. -ვიძახი ისე რომ პატრონისკენ არც კი ვიხედები. -შენ რ გცივა? -ვეკითხები და ნამუსი მაწუხებს, იმიტომ რომ შეიძლება ახლა ის იყინება.
-არა. მპასუხობს და ზურგიდან მეხუტება, ნიკაპს კი თავზე მადებს. -ახლა ღამეა და შენც ერთ-ერთი კაციჭამიათაგანი ხარ, პრინცესა. -მეუბნება ჩუმი ხმით და ზემოთ ვიხედები, მარტო იმიტომ რომ შრეკი დავინახო. ვწითლდები და ვიშორებ, კურკას კი ხელში ვაჩეჩებ.
-ააღარ მცივა. -ვპასუხობ და ვცდილობ კანკალი არ დავიწყო. ჯანდაბა ძალიან ცივა. ამას რა უჭირს სასმელისგან არის გახურებული, აბა მე მკითხოს. ვიყინები! -რა გინდა აქ? -ვეკითხები და თავიდან ბოლომდე ვათვალიერებ. არ ვენდობი ამ ტიპს და რა ვქნა? არ მომწონს როცა ჩემთან ახლოს არის, მაგრამ თან რაღაცნაირად მიზიდავს.
-მარტო დატოვება არ მინდოდა. -მპასუხობს ჩუმად. -აქ ღამე, მარტო საშიშია. -ჩუმად მეუბნება და ვწითლდები. -იმის და მიუხედავად რომ კაციჭამია ფიონას გავხარ, მაინც საშიშია. -იძახის და იღიმის. სამაგიეროდ მე მეყინება ღიმილი სახეზე და ღრენას ვიწყებ. -კაი ნუ იღრინები. -მეუბნება და ხელს მხვევს. ვწითლდები და ვიბნევი, მაგრამ მის ხელს იმ წამსვე ვიშორებ. -კურტკა გამომართვი, გაცივდები. -ეს თხოვნაზე მეტად ბრძანება იყო, არ ვიცი რატომ, მაგრამ კურტკას ვართმევ და მხრებზე ვიხვევ. დედა რა კარგია სითბო.
-და ნუ იცმევ მასე, გაცივდები, თან ხალხი გაშტერდება. -მეუბნება და გვერდზე იყურება. თვალს არ ვაშორებ და ვცდილობ გავიგო რა ჯანდაბა უნდა.
'ვერაა ხო ეს?'
-წამო, ცივა გარეთ. -მეუბნება და სალხში შევყავარ. - არ მინდა რომ გაცივდე. -თბილად მიღიმის და სახლში მიმიძღვის. გული კი გამალბით იწყებს ფეთქვას.


-------------
ხელოუ. ^___^ გილოცავთ ახალ წელს და ბედპბას და ყველაფერს :დ
ვიცი რომ "კარგი" გოგოს დღიურები ჯრე არ დამიმთავრებია, მაგრამ ბოლო თავი დამრჩა და მინდა რომ კარგი დასასრული იყოს. ხვალ აუცილებლად დავდებ, მაგრამ დღეს გადავწყვიტე საცდელად ეს მოთხრობა დამედო და მაინტერესებს ღირს გასაგრძელებლად?



№1 სტუმარი nnini

Umagresiaaa gaagrZeleee

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Au dzalian kargia da imedi maqvs kargad ganavitareb movlenebs warmatebebi
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი ბლუ

მაგარია ძაან იმედია ასეთ დიდებს დადებ სულ :) კაი გოგო ხარ მეორე ისტორიაც გააგრძელა მპუა:* ^,^ ^,^
--------------------
დ.ხუჯაძე

 


№4 სტუმარი ნინაჩკა

ძაან მაგარიაააა *__* heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Me dzaan momewona
Shemdegs velodebiiii

Dzaan mainteresebs da momwons velodeb8 shemdegs

 


№6  offline წევრი Geta

შემდეგი თავი ხვალ იქნება?
ძაან კარგია მე,შენ და ცუდ ბიჭებს მაგონებს, მაგრამ მიყვარს ასეთი მოთხრობები

 


№7  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Geta
შემდეგი თავი ხვალ იქნება?
ძაან კარგია მე,შენ და ცუდ ბიჭებს მაგონებს, მაგრამ მიყვარს ასეთი მოთხრობები

Mec zustad magas maxsenebs da imitom momewona
--------------------
M.D

 


№8  offline წევრი anuki15

მე მართლა ძალიან მომეწონა და ველოდები აუცილებლად შემდეგ თავს, ამასთან კარგი გოგოს დღიურებსაც heart_eyes heart_eyes

 


№9 სტუმარი natiao

zogadad aseti stilis istoriebi ar miyvars kargi gogos da cudi bicjis dajaxebis ambebi rogorc wesi uazrodaa xolme dawrriki da damwyebi unichoebi weren xolme ufro. magramnimdenad sainteresod wer da iseti kargi stili gaqvs dzalian damainterese. warmatebebi❤

 


№10 სტუმარი Guest ...

kii gaagrdzele kargia rodis dadeb shemdegs ??

 


№11 სტუმარი ტატალია

ღმერთო ჩემო ყველა მეორე რატო წერთ არ მესმის)))
რა წითელი ბენდენა და რა სკოლის მაგარი ბიჭობა
ან რანაირად წერ "პონტში" "იტოკში" ბოლომდე არც წამიკითხავს, არ გინდა წერა შვილი ყველა მეორემ კი არუნდა წეროთ 13 წლის თაკოს სტატუსები წერენ ესეთ "საოცრებებს"

 


№12  offline მოდერი CeCe))

მომეწონა ძალიან.
მიყვარს ასეთი ისტორიები და
იმედი მაქვს უფრო
საინტერესოს
გახდი.
თავებიც შეეცადე,რომ
არ შეამცირო.
წარმატებებს გისურვებ!

 


№13  offline წევრი Bonnie Blue

ტატალია
ღმერთო ჩემო ყველა მეორე რატო წერთ არ მესმის)))
რა წითელი ბენდენა და რა სკოლის მაგარი ბიჭობა
ან რანაირად წერ "პონტში" "იტოკში" ბოლომდე არც წამიკითხავს, არ გინდა წერა შვილი ყველა მეორემ კი არუნდა წეროთ 13 წლის თაკოს სტატუსები წერენ ესეთ "საოცრებებს"

რავი გამარჯობა :დ არ ვაპირებ თავის მართლებას ან რამე მასეთს არც იმის ახსნას არ ვაპირებ რატომ ვწერ ამაზე. თან შენ ისიც არ იცი/ ვერ არჩევ ვინ წერს სერიოზულად და ვინ არა. თუ არ მოგწონს შეგიძლია არ წაიკითხო ეგ უკვე შენზეა. თან მე ბოლომდე ვცადე გადმომეცა დღევანდელი ქართული რეალობა. თან ფრჩხილებში იმიტომ ვწერ მაგ სიტყვებს რომ სლენგებია. ქართული სიტყვებიც არ არის. თან ერთადერთ რამაც გადამაწყვეტინა პასუხის გაცემა შენი უსაყვარლესი სმაილიკები იყო. :დ
ხო შეიძლება ნერვები მომეშალა და მაგიტომ ავფეთქდი არ ვუარყოფ მაგას, თან აზრის გამოხატვის თავისუფლებასაც არ გიზღუდავ, მაგრამ იმის უფლებას არ მოგცემ რომ 13 წლის თაკოს შემადარო (არც ვიცი ვინ არის, არც ვერჩი არაფერს) ლამის მლანძღო, მესწერვო და კიდევ ათასი რამ. მაგრამ შენიშვნებს მივიღებ შენ აზრსაც პატივს ვცემ. და უმთავრესი შენი "შვილი" არ ვარ. არ გეწყინოს შეიძლება მართლა ცუდად გამომდის, მაგრამ თუ შეიძლება შენი სისწერვე შენთვის შეინახე კარგი? ამას მარტო ჩემთან მიმართებაში არ გეუბნები. უბრალოდ ნაკლები სისწერვე ცხოვრებაშიც გამოგადგება. თან ყველას თავისი მიზეზი აქვს წერის, ზოგი სერიოზულად წერს, უბრალოდ არის რაღაცეები რასაც სერიოზულად არ/ვერ ეკიდება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ შეიძლება ამხელა კომენტარი და საერთოდ ისიც რომ ასე რომ ვთქვათ არ შეგარჩინე ცუდად გამომდის, ისიც ვიცი რომ აზრი მე გკითხე და ვიმეორებ რომ აზრს პატივს ვცემ. მაგრამ იმის უფლებას ვერ მივცემდი ჩემ თავს რომ პასუხი არ გამეცა. რომ გავაგრძელო ალბათ კიდევ ტონა რაღაცას გეტყოდი ზოგს კარგს, ზოგსაც ისეთ ცუდს ხმას რომ ვეღარ ამოიღებდი, მაგრამ არ ვაპირებ მაგას.
უბრალოდ ბოლოს იმას გეტყვი რომ კი აზრი უნდა გამოთქვა, თან რაც შეიძლება ხმამაღლა, მაგრამ შენმა სიტყვის თავისუფლებამ შეურაწყობა არ უნდა მიაყენოს არავის.

dreamer14
მომეწონა ძალიან.
მიყვარს ასეთი ისტორიები და
იმედი მაქვს უფრო
საინტერესოს
გახდი.
თავებიც შეეცადე,რომ
არ შეამცირო.
წარმატებებს გისურვებ!

მადლობა ^_^

nnini
Umagresiaaa gaagrZeleee

მადლობა ^__^

mtirala var
Au dzalian kargia da imedi maqvs kargad ganavitareb movlenebs warmatebebi

მადლობა ^____^

ბლუ
მაგარია ძაან იმედია ასეთ დიდებს დადებ სულ :) კაი გოგო ხარ მეორე ისტორიაც გააგრძელა მპუა:* ^,^ ^,^

მადლობა ^_^ მეორე ისტორიის დასასრულს ალბათ უფრ დღეს დავდებ ^_^

ნინაჩკა
ძაან მაგარიაააა *__* heart_eyes

მადლობაა ^__^

nawkas12345
Me dzaan momewona
Shemdegs velodebiiii

Dzaan mainteresebs da momwons velodeb8 shemdegs

მადლობააა ^^

Geta
შემდეგი თავი ხვალ იქნება?
ძაან კარგია მე,შენ და ცუდ ბიჭებს მაგონებს, მაგრამ მიყვარს ასეთი მოთხრობები

დღეს ვერ დავდებ ახალ თავს მაგრამ ხვალ აუცილებლად ^^

mtirala var
Geta
შემდეგი თავი ხვალ იქნება?
ძაან კარგია მე,შენ და ცუდ ბიჭებს მაგონებს, მაგრამ მიყვარს ასეთი მოთხრობები

Mec zustad magas maxsenebs da imitom momewona

:დ არ ვიცი ეგ რა მოთხრობაა :დ შევეცდები რომ არ დავამსგავსო :დ

anuki15
მე მართლა ძალიან მომეწონა და ველოდები აუცილებლად შემდეგ თავს, ამასთან კარგი გოგოს დღიურებსაც heart_eyes heart_eyes

"კარგი" გოგოს დღიურებს დღეს დავდებ ცოტა მოგვიანებით ^___^

natiao
zogadad aseti stilis istoriebi ar miyvars kargi gogos da cudi bicjis dajaxebis ambebi rogorc wesi uazrodaa xolme dawrriki da damwyebi unichoebi weren xolme ufro. magramnimdenad sainteresod wer da iseti kargi stili gaqvs dzalian damainterese. warmatebebi❤

მდლობა ^^ <3

Guest ...
kii gaagrdzele kargia rodis dadeb shemdegs ??

მადლობა ^^ და შემდეგს ხვალე დავდებ ^^

 


№14 სტუმარი Anna

ვაიმე,რა კარგია.
აქამდე რატო არაფერი მქონდა შენი წაკითხული?

 


№15  offline წევრი Geta

დღეს დადებ ხო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent