შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე


4-01-2017, 19:08
ავტორი მანგო ✨
ნანახია 2 485

- ელენე გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდება!-გავიგე დედაჩემი როგორ დამჩხაოდა და ბალიში თავზე წავიფარე
- ელენე!!
- კარგი ხო ვდგები!-ბუზღუნით ვუთხარი დედას და ზოზინით წამოვდექი.
ტელეფონი ავიღე და ნინის მივწერე 20 წუთში მზად ვიქნები და გამომიარეთქო.ნინი ჩემი საუკეთესო მეგობარია.ის შესანიშნავი გოგოა როგორც გარეგნულად ისე შინაგანად.მას კუპრივით შავი თმა,ზღვისფერი თვალები და შეუდარებელი ტანი აქვს,უნდა რომ გაიზრდება მოდელი გამოვიდეს.რაც შემეხება მე,მეც არაფრით ჩამოვუვარდები მას.მაქვს ტალღოვანი ქერა თმა,ჰაზელი თვალები,კურნოსა ცხვირი და მისნაირი ტანი მაგრამ მომავალში სულ არ მაქვს სურვილი მოდელი გამოვიდე,საერთოდ ისიც კი არ ვიცი რა მინდა რომ გამოვიდე.როდესაც თავი მოვიწესრიგე გარდერობი გამოვაღე და არჩევანი თეთრ მოტკეცილ შარვალზე, ერთ ჩვეულებრივ შავ მაისურზე და შავ ფეხსაცმელებზე შევაჩერე.წიგნები ავიღე და კიბეებზე ჩავედი.სადაც დედა შემხვდა და შემათვალიერა.
- ფიქრობ ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაგ შარვალს უხდება?ადრე მაღალქუსლიანებს კაბებთან იცმევდნენ -გაკვირვებული დედა მომშტერებოდა და დაბნეული მიყურებდა, თვალები გადავატრიალე და მივუბრუნდი.
- უკვე 21-ე საუკუნეა დედა! -მივაძახე და გარეთ გავედი.
- ჰეიიი როგორხარ ნინ -ნინის გადავეხვიე და მანქანის კარები მოვხურე.
- დედაჩემის ხელში როგორ ვიქნები "ეგ მხარზე გადაგდებული მაიკა პატიოსნებს არ აცვიათ" -ირმა დეიდას იმიტაციით თქვა რაზეც გადავბჟირდი.-აღარ შემიძლია !
- ჩემნაირო
- ახალი ამბები გაიგე?
- რა ამბები? -მისკენ შევტრიალდი და ინტერესით შევხედე
- შენს მეზობლად ახლები გადმოდიან.
- ოოო,მეთქი რამე საინტერესოათქო.- ჩვეულებრივ დავჯექი და გზას გავხედე.
- დამაცადე მოყოლა!- გამიბრაზდა და მოყოლა განაგრძო -მათ ორი შვილი ჰყავთ ერთი გოგო და ერთი ბიჭი,თურმე იცი ის ბიჭი რა საყვარელია?მაღალი,გამხდარი,თაფლისფერი თვალებით,ყავისფერი თმით და მომაჯადოებელი ღიმილით.- მის მონაყოლზე გამეცინა
- არ შეგიძლია სულ ბიჭებზე არ იფიქრო?
- სხვათაშორის დღეს გადმოდიან და იმ ბიჭმა შენზე ბევრი რამ იცის.- მის ნათქვამზე სიცილი შევწყვიტე და დავსერიოზულდი.
- ეს რას ნიშნავს?
- იმას რომ... ალბათ სიგიჟემდე უყვარხარ და აქ იმიტომ გადმოდის.- გაიცინა რაზეც მე საერთოდ არც კი გამღიმებია.
- რა ჰქვია?
- თუ არ ვცდები მგონი ლუკა..- ამ სახელის ხსენებაზე გავფითრდი.არა,არა ეს ის არ იქნება ვისზეც ვფიქრობ ეს...ეს შეუძლებელია.- რამოხდა?ფერი დაკარგე,ასეთი ვინაა? ინტერნეტით გაიცანი თუ?
- შემთხვევით გვარიც ხომ არ იცი?- უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ამასობაში სკოლაშიც მოვედით.
ნუთუ ეს ბიჭი შესაძლოა ის იყოს ვისზეც ამდენი წლების განმავლობაში ინფორმაციას ვაგროვებდი?არა არა ეს შეუძლებელია,ალბათ ვიღაც ფსიქოპატია რომელსაც მოვწონვარ და ინტერნეტში მიპოვა.აზრების გასაფანტად თავი გავაქნიე და სკოლაში შევედი.პირველი მათემატიკა მქონდა,საგანი რომელიც მთელი არსებით მძულს!
როგორც ყოველთვიდ გამოშტერებული ვიჯექი როდესაც მასწავლებელმა შეკითხვა დამისვა.
- ელენე იქნებ შენ იცი ამ ამოცანის პასუხი?- წარბშეუხრელად მკითხა მასწავლებელმა, ეტყობოდა სადაცაა გასკდებოდა.უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და თავი დავხარე,რადგან ძალიან შემრცხვა.
- როგორც ჩანს პოპულარობა ყველაფერს არ ნიშნავს- ცალი წარბი მაღლა ასწია და მკაცრი მზერით დამაჯილდოვა.
- პასუხია X=58 ს.- უცნობის ხმის მიმართულებით გავიხედე და დავინახე ის ვინც არასოდეს უნდა დამენახა...


ეს საცდელი თავია და ამიტომაცაა პატარა.
იმედია მოგეწონებათ.♥



№1 სტუმარი anita

Patara iyo, zedmetadac ki... kargi iqneba tu gazrdi moculobas da ragatqmaunda xshir-xshirad dadeb.

 


№2  offline წევრი მანგო ✨

anita
Patara iyo, zedmetadac ki... kargi iqneba tu gazrdi moculobas da ragatqmaunda xshir-xshirad dadeb.

ვიცი რომ პატარა იყო,რადგან ეს საცდელი თავი იყო. ♥

 


№3  offline წევრი დიანა23

ძაან მაგარია . იმედია გააგრძელებ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent