დაწუნებული სარძლო (თავი 1)
მისი ყველა უჯრედი ტკივილს გადმოსცემდა, მთელი სხეული ტკივილად იყო ქცეული, ყოველი ნაბიჯი ტკიოდა, სხეულის ყოველი უჯრედი ეგლიჯებოდა, კიოდა და მისი კივილი არავის ესმონდა, ქალაქში უამრავი ადამიანი დადიოდა და ვერავინ გაიგო საზარელი კივილი... რატომ არ კვდებოდა?! ნაცნობ სკამს მიაშურა, ნაცნობ პარკში და ცრემლების წვიმა მოსდიოდა. აღარავინ ეჯდა გვედრით, აღარავის გულზე ედო თავი, აღარავინ ეფერებოდა თმებზე, აღარავინ ეჩურჩულებოდა და ეფიცებოდა მარადიულ სიყვარულს, გაუბედურებულია! დაწუნებული სარძლო იყო, დიახ არ მოგესმათ სწორედაც რომ დაწუნებული! ცხოვრების უმაღლესი მწვერვალიდან, ბედნიერების ზენიტიდან მიწას ისე მწარედ დაენარცა, ერთ დღეში გაუბედურდა, 22 წლის ზის პარკის კუთხეში ობლად დარჩენილ სკამზე და წვიმასავით მოსდის ცრემლები... დემეტრე გიგაური, დემეტრე გიგაური შინაგანად კივის, კივის და მთელ სხეულს იკაწრავს... დღეს ქორწილია... ჩემი დემეტრე... დილის 11 საათია და მაინც რამდენი ხალხი დადის თბილისში, რამდენმა ადამიანმა გაუარა გვერდი და ვერავინ იგრძნო მომაკვდავი მარია, არავინ ჩაეხუტა, არავინ წაეჩხუბა, არავინ უთხრა ამოსულიყო ამ ჭაობიდან და ეცხოვრა... ან რაღა ამოიყვანდა ამ ტალახიდან, რაღა აცხოვრებდა, ან რისთვისღა უნდა ეცხოვრა დღეს ნიშნობაა, დღეს იმ კაცს მოყავს ცოლი, ვისთან ერთადაც წლები გაატარა და როგორც უყვებოდა 5 წლიდან უყვარდა, არადა რომელ 5 წლიდან სიყვარულზეა ლაპარაკი ახლა ცოლი მოყავს ბატონ დემეტრეს და ალბათ უკვე სიძისთვის განკუთვნილ ტანსაცმელსაც ირგებს, ალბათ ბედნიერია, ულამაზესი გოგო მოყავს ცოლად და ვის რაში ჭირდება გაუბედურებული მარია... არადა რომ გეკითხათ მარია იყო მისთვის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე თბილი, მარია უნდა ყოფლიყო მის შვილების დედა და მისი მეუღლე. რამდნჯერ უთქვამს მალე იქნება ჩვენი ქორწილიო შენ თეთრ კაბას ჩაიცმევ ზუსტად ისეთს, როგორზეც ოცნებობდიო, მე შავი ჩოხით მოვალ, როგორც შენ გინდაო და ახლა, ახლა სად წავიდა ეს დაპირებები, ან რატომ მოყავს სხვა ცოლად? რატომ არ აცვია დღეს მარიას თეთრი კაბა? რატომ ტირის მათ პარკში მარტო? სად არის დემეტრე? რატომ? რატომ? რატომ? სად მიდის ეს ცხოვრება? რატომ გააუბედურა ასე ეს პატარა გოგო? რატომ წაართვეს მთელი ცხოვრებიის სიყვარული? რატომ მოყავს მის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს ცოლი? სად არის ახლა დემეტრე? ნუთუ ერთხელაც არ გაახსენდა? კითხვები.. კითხვები... უპასუხო კითხვების ლაბირინთში იხრჩობოდა გაუბედურებული მარია... უსასრულო კითხვები და არცერთ კითხვაზე პასუხი არ ქონდა, მის არცერთ ცრემლს ფასი აღარ ქონდა... სად მიდიოდა ცხოვრება? გაუბედურებული, დაბერებული ქალივით იყო და ვეღარ ცხოვრობდა, ვეღარ სუნთქავდა და გრძნობდა ცოტაც და გული წაუვიდოდა.... .................................................................................................................................................................................................... მაღაზიაში უნდა გავიდე ტელეფონზე ჩავრიცხო და გოგოებს დავურეკო. სწრაფი ნაბიჯით გავარდა მარია ქუჩაში. ჩვეულებრივად ეცვა უბრალო თეთრი სარაფანი და კედები, თმებიც ასე უბრალოდ გაეშალა და 18 წლის გოგო ჰაეროვანი ნაბიჯებით მიდიოდა ბათუმის ქუჩებში, მშობლიურ ბათუმში სადაც წლებია აღარ ყოფილა. ჩვეულებრივი გოგო იყო გრძელი წაბლისფერი თმით, თაფლისფერი თვალებით, საშუალო სიმაღლით და რამდენიმე მეგობრით. გამარჯობა ბავშვებო იკივლა და რამდენიმეს გადაეხვია და აი აქ აქ დაიწყო ცხოვრების ტკბილ-მწარე მომენტი. -მარია?! შენ მარია არ ხარ?! ბოლოს 14 წლის იყავი რომ გნახე, ჰო შენ მარია ხარ, ის მარია მთელი ბავშვობა რომ გაწვალებდი. -უკაცრავად ვერ გიცანით.... -მარია... მარია... მე ის ვარ, აი როგორ აგიხსნა დემეტრე ვარ, ის დემეტრე მთელი ბავშვობა სისხლი რომ გაგიშრე. -უი დემე როგორ ხარ? (რაღაც ახსენდებოდა მარიას, თუმცა სრულყოფილად ვერც დემე გაიხსენა და ვერც მწვალებელი) -გამიხარდა შენი ნახვა.... როგორ შეცვლილხარ... (არაფერი აღარ უთქვამს, ან რა უნდა ეთქვა უცნობისთვის?!) ისე მშვიდად წავიდა და დაემშვიდება ყველას თითქოს არაფერი და ამ დროს, ამ დროს იწყებოდა ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი... დემე: ბიჭო გახსოვს ეს გოგო მთელი ბავშვობა რომ ვაწვალებდი და ზედაც არ მიყურებდა?! ამაყი წიწილაათქო რომ ვამბობდი, სულ ფეხს რომ ვუდებდი ხოლმე და რავი ათასი სხვა, ის კიდე ყურადღებას არასოდეს მაქცევდა. ბიჭო როგორ მიტყდებოდა დემე გიგაურს გოგომ ეს როგორ აკადრათქო არადა ხო არაფრით განსხვავდება მარა რაღაც აქვსს,რაღაც შარმი. აუუ გიუშ გახსოვს მაშინ მარია 14 წლის იყო მე 15-ის, აუ ბიჭო რა მალე გავიდა დრო და რამხელა გოგოა უკვე. ნახე როგორ შეცვლილა... აუ არადა ვერც მიცნო, მაგრამ მე არ ვიყო დემე გიგაური ეგ გოგო თუ ჩემზე არ გადავრიო! -ოეე ბიჭო შეეშვი მაგ გოგოს, ჰო არ დაგავიწყდა რომ ჩვეულებრივი ნაშაა არაა და სერიოზული გოგოა, დაოკდი ახლა და წესიერად მოიქეცი! -ეე ბიჭო მომწონს მეთქი ეგ გოგო 5 წლიდან ვამბობ მგონი მაგას. შენ მაინც რით ვერ გაიგე?! -ახალი უბედურება იწყება ძმა... შეეშვი მაგ გოგოს გულს ნუ ატკენ წლებია გიმტკიცებს რომ ჩვეულებრივი არაა და არც შენ შემოგეხვევა კისერზე! -ოეე კაი ხო, წავედი ახლა ანაა უნდა ვნახო და ცოტა გავიგულავო... -ჭკუით დემე მარიამ არ დაგინახოსს ძმა თორე მერე ვნახავთ როგორ მოიგებ მაგის გულს! მარია: აუუ ლენკაა როიცოდე რამოხდა... გოგო აიი ადრე ერთი ბიჭი იყო დემეტრე გიგაური ჰოდა მთელი ბავშვობა მაწვლებდა, მეკი სულ თავს ვარიდებდი და ახლა ვნახე, გავგიჟდი გოგო მიცნო, ამდენი წლის მერე მიცნო, იცი როგორ გამიკვირა, აიი დემეტრესნაირ ბიჭებს ჰო ახასიათებთ გოგოების მალე დავიწყება მაგრამ მე ამდენი წლის მერეც მიცნო.... აუ ლენკა გავგიჟდი როგორ ვახსოვდი ?? აიი მეკი ძლივს გავიხსენე... -ჰაა მარიაა შენც გეწვია სიყვარული? გული აგიჩქარა ბავშვიბის მწვალებელმა, ერთადერთმა, ვინც შენთან შეხება გაბედა?? -აუ გოგო რა გული ამიჩქარა უბრალოდ მიკვირს რა მაინც რომ მიცნო ამდენი წლის მერე და აიი ისე გამიკვირდა, ისე ჩამეხუტა თითქოს ჩემი მეგობარი ყოფილიყო... -ჰო მახსოვს რო მიყვებოდი ადრე ერთ ბიჭს ჩავეხუტეო, მარტო ერთ ბიჭს ხარ ჩახუტებული და ისიც დემეტრე გიგაურს და ისიც ისევ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში... -გოგო დემე აღარც მახსოვდა, ძლივს გავიხსენე და ეგ ჩახუტება უბრალოდ ბავშვობის სასაცილო მოგონებაა და იმიტო მახსოვდა. ისე მგონი ისევ ისეთი იდიოტია როგორც ბავშვობაში... 15 წლის იყო და როგორი იდიოტი უცებ რო მეცა ქუჩაში და ჩამხეუტა და მერე ისე მომინდა ვინმესთან ჩახუტებაო.... ისე არც ახლა იქნება დალაგებული სიფათზე ეტყობა... -მარია ფრთხილად! -ოოო გოგო რა ფრთხილად 14 წლის ვიყავი და მაშინ გავწყვიტე ისე ურთიერთობა რო საერთოდ ხმაც არ გამიცია სულ 2-ჯერ თუ 3-ჯერ ვნახე ეგ სადაც იყო იქ არცკი მივდიოდი და ახლაა ვერ გავწყვეტ?! ჰეიი ხოარ დაგავიწყდა ჩემი ხასიათი, ან რა სიფთხილეზეა ლაპარაკი საერთოდ დემეს თავის ცხოვრება აქ მე ჩემი... -კაი კაიი მარუს ახლა უნდა წავიდე და ფთხილად! -გკოცნი ლენკ და დაგირეკავ მერე! ზღვის პირას ჩამოჯდა მარია და ვერ ხვდებოდა რატომ ახსენდებოდა, ან რატომ აეკვიატა დემეტრეზე ფიქრი, უბრალოდ ეღიმებოდა ეღიმებოდა ბავშვობის შორეულ მოგონებაზე და ნელ-ნელა კადრები ახსენდებოდა ბავშვობიდან... ამდენი წლის შემდეგ ცხოვრებაში პირეველად გაახსენდა დაახლოებით 6 წლის, თავისზე ბევრად მაღალი ბიჭი, თაფლისფერი თვალებით, შავი თმით და მუდამ მოუსვენარი, რაღაცნაირი ბიჭი, პირველად რომ საწუწაო ბოთლიდან წყალი შეასხა და გაექცა, მერე კადრები აერია ნუთუ ის ბიჭიც დემეტრე იყო?! ანუ რა გამოდის წლების მანძილზე მუდამ ქონდა დემეტრესთან შეხება, მუდამ აწვალებდა და მერე ქრებოდა და ახლა მოიყარეს დემეტრეზე მოგონებებმა თავი? კარგი კარგი მარია რა დროს დემეტრეა შემოუძახა თავის თავს და სახლისკენ წავიდა და აი სიურპირიზი..... დემეტრე ვიღაც გოგოსთან გადახვეული... იდიოტივით გაეღიმა და გვერდი გაუარა. დემეტრემ კვლავ მშვიდად განაგრძო გზა ვიღაც გოგოზე ხელგადაუხვეულმა, თითქოს მარია არც დაუნახავს, ოღონდ თითქოს... მშვიდად შევიდა მარია სახლში თიკას მოკლედ მოუყვა ყველაფერი და ოთახში ავიდა ეგონა ეძინებიოდა მაგრამ..... 2 საათზე ლოგინიდან წამოხტა და დღიურს ეცა: ,,ჰაიიი როგორ ხარ? აუ ახლა ბათუმში ვარ და რომ იცოდე ვინ ვნახე... ჩემი ბავშვობის მწვალებელი, ნუ ეს სახელი ახლა მოვუგონე და რატომღაც მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ, მთელი ბავშვობა თალწინ მიდგას... ჰოდა რომ მოვდიოდი ვიღაც გოგოსთან ერთად ვნახე, სიფათზე აწრია რა ბაბნიკიცაა მე კიდე ვერ გავიგე რატო ვფიქრობ მთელი დღე ამ ვიღაც ამოუცნობ არსებაზე, ან ახლა რატო არ მძინავს და ამ სისულელეებს რატო ვჯღაბნი?! მოკლედ ჩემი საყვარელო დღიურო შენთის რომ არ მომეყოლა ვერ მოვისვენებდი, მე და შენ ხომ ერთად ვიზრდებით, ისე თბილისში რომ ჩავალ 4-5 წლის წინანდელი დღეურები უნდა ვნახო, 14 წლის რომ ვიყავი და აქ რომ ჩანმოვედი მაშინაც მქონდა დღიური და სულ ვწერდი, უეჭველი დემეტრეზეც მეწერება რაღცეები და რომ ჩაავალ უნდა ვნახო, აქედან რომ წავედი ის დღიურიც სხვა დღიურებთან ერთად ყუთში ჩავდე და აღარც მინახავს ამდენი წელია. ისე ჰოიცი მგონი ცოტა გიჟი ვარ, რაც წერა ვისწავლე იმის მერე ვწერ მგონი დღიურებსაც... მოკლედ მე სკლეროზიც ვერ დამემართება მგონი... აბა გაბედოს და დამემართოს რომ გადმოვიღებ მაშინვე ჩემს არქივს მერე ვნახავთ როგორ კარგად გავიხსენებ ყველაფერს. აბა ჰა ახლა უნდა წავიდე და დავიძინო, ჰოდა შენ იცი ახლა ჭკუით იყავი და ხვალაც მოგიყვები ახალ ამბებს, ისე გული რაღაცას მიგრძნობს, ასე მგონი ყველაზე უცნაური ზაფხული მექნება, არადა რა დროს თავგადასავლები სექტემბერში პირველად უნდა წავიდე უნივერსიტეტში, კაი კაი ახლა მართლა წავედი თორე მალე თიკაც ამოვა დასაძინებლად და არ მომასვენებს რას წერდი, რას წერდის ძახილით, ჰოდა მეკიდე არმინდა ვინმემ გაიგოს რომ დემეტრეზე დავწერე თორე უცებ იმხელა ამბავშ შექმნიან არაფრისგან რომ....." შუქი ჩააქრო და გამთენიისას ძლივს ჩაეძინა, ნუ პრინციპში რაღა გამთენიისას დილის 9 საათი იყო უკვე.... აბა ბავშვებო ეს ჩემი პირველი ისტორიაა ჰოდა შემიფასეთ, რეალურ ფაქტებზეა და უფრო სწრად ჩემს ცხოვრებაზე, უბრალოდ რაღაცეებს ვცვლი ხოლმე. ჰოდა ძაან ნუ გამაკრიტიკებთ რა ახლა ერთადერთი წერაა რაც მამშვიდებს. მიყვარხართ ყველა და ულევ სიხარულს სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.