შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური შემთხვევა (სრულად)


5-01-2017, 07:50
ავტორი ერკე
ნანახია 4 429

პ.ს. ჩემს პირველ კრებულში შესული მოთხრბოა. ასევე დევს საბას საიტზე, თუმცა მომინდა რომ აქ დამედო და თქვენი აზრი გამეგო ამასთან დაკავშირებით. თუ რამე არ მომეწონა ცოტა ხანში ავიღებ და წავშლი :დდ
აბა შეფასებები გამოუშვით. არ გადამიხედია ისე ვდებ, 3 წლის წინ დავწერე ეს როგორც მინიმუმ..! ალბათ ბევრად განსხვავდება ეს, იმასთან შედარებით რასაც ახლა ვწერ, ამიტომ ექსპერიმენტი პატარა, რომ მაინტერესებს რა შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე, მადლობა.
.....

-რას ფიქრობთ მისტერ გრიფიტ, მომხდარის შესახებ? -ჰკითხა ცნობილმა რეპორტიორმა მადლენ ჰამშერმა დეტექტივს.
-ვფიქრობ, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.-და ისეთი გამოხედვა მიიღო თითქოს რეპორტიორს აფრთხილებს, რომ მეტი კითხვა აღარ დაუსვას, კამერას მოსცილდა და შენობაში შევიდა. დეტექტივი დანიელ გრიფიტი თავისი ბენტლით მოვიდა, რომელიც უახლესი გამოშვება იყო ბაზარზე, დახვეწილი შავი ტყავისგან შეკერი სალონით, უახლესი აუდიო მოწყობილობით, GPS-ითა და პატარა ტელევიზორით, რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა მანჩესტერის თამაშს აჩვენებენ და მთელი მისი ოჯახი წინააღმდეგია ამის. არ მოგესმათ „წინააღმდეგია“ , რადგან მისმა თამაშებმა ტოტალიზატორში 10 000 დოლარზე მეტი ზარალი მოუტანა ოჯახს, ახლა კი ის ტოტალიზატორს აღარ ეკარება. ახლოს ჩავლის შემთხვევაში მხოლოდ ცოლზე ფიქრობს და იმაზე რა ნახა კარგი ამ თამაშებით. კარგი უბრალოდ არ ახსენდება, და ცდილობს თავს მოერიოს, რომ ტოტალიზატორს აღარ მიეკაროს.
ყველაფერი ამ დილით დაიწყო, როცა მისის კლეიტონმა მეზობელ ბინაში ყვირილი გაიგო და საშველად პოლიციაში დარეკვისა და სახლში დარჩენის მეტი, პოლიციის ლოდინის მიზნით არაფერი გაუკეთებია. ნიუ ჰემფშირის ქუჩა ნომერი 13 პოლიციისა და გადამღები ჯგუფის მანქანებით გაივსო. რასაკვირველია, დეტექტივი გრიფიტი თავის მეწყვილესთან ერთად პოლ შელდონთან მოვიდა, თავისი მანქანით პოლიციას მოჰყვნენ. პირველ რიგში რაც დანიელმა გააკეთა ბინის გამქირავებელთან სახლში შევიდა, ვინც არ იცით ეს მის გვერდზე მცხოვრები როზალი კლეიტონი გახლდათ, ხოლო პოლს კი დანაშაულის ადგილის დაკვირვებით დათვალიერება დაავალა.
-გამარჯობათ, მისის კლეიტონ თქვენთან გასაუბრება შეიძლება? - ოთახში შეიხედა, კარებზე ოდნავ, მაგრამ გარკვევით დააკაკუნა და როზალის დაუძახა.
-კი შემობრძანდით, გთხოვთ დაბრძანდით,-და თითით სკამზე ანიშნა.
-არა გმადლობთ, თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს, მეტს არ მოგაწყენთ. მე დეტექტივი დანიელ გრიფიტი გახლავართ.
-გისმენთ. -სკამზე დაჯდა, გამართულად და ყური დაუგდო.
-დიდი ხანია რაც ბინებს აქირავებთ?
-დიახ, ეს ჩემი ბიზნესია. - თან ნერვიულად, ხელების კანკალით სიგარეტს მოუკიდა. -მაგრამ იმის მერე რაც იქ მოხდა, ჯერ შოკიდან ვერ გამოვსულვარ.
-მესმის ქალბატონო თქვენი, ძალიან კარგად მესმის. ვიცი ეს რა გრძნობაც არის, მითუმეტეს თქვენნაირი ქალისთვის. ვწუხვარ, რომ ამის ნახვა მოგიწიათ.-ხელი დასამშვიდებლად წაიღო მისი მხრისკენ, მაგრამ გადაიფიქრა.
-მისმინეთ ქალბატონო, ხომ არ დაგინახავთ მკვლელი, ვინც ეს ჩაიდინა? -ცოტახნის დუმილის შემდეგ საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს კითხვა დაესვა, რადგან ცოტა დამშვიდებულად მოეჩვენა როზალი.
-მხოლოდ ის ვნახე, როგორ გარბოდა. სახე, რომ დამენახა ალბათ მეც იმ გოგონას ბედს გავიზიარებდი და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ცოცხალი გადავრჩი. -პირჯვარი გადაიწერა. - ყავისფერი ქურთუკი ეცვა კაპიუშონითურთ, ხელზე ხელთათმანები ეკეთა, მაგრამ ის ვიცი, რომ შავკანიანი იყო, მისი სუნი ვიგრძენი. ამ უბანში გავიზარდე და კარგად ვანსხვავებ შავკანიანს თეთრკანიანისგან ისე, რომ არც შევხედო.
-თქვენი მოსახლე რამდენი ხანია რაც იმ ბინაში ცხოვრობდა?-თან ხელში ბლოკნოტი ეჭირა და რაღაცებს ინიშნავდა.
-უკვე 5 თვეა.
-გადახდას ხომ არ აგვიანებდა?
-არა ყოველთვის ადრე მოჰქონდა, მაგრამ უცნაური გოგო იყო...
-გააგრძელეთ თუ შეიძლება.
-მთელ კორპუსში არავის კარგად არ უყურებდა, არავის ენდობოდა და არავის ელაპარაკებოდა. ფულის მოცემის დროს კი ხელები საეჭვოდ უკანკალებდა. ვეჭვობდი, რომ ნარკომანი იყო, მაგრამ ამდენი ფული საიდან ჰქონდა ამას ვერ ვხვდებოდი. ერთხელ ვკითხე კიდეც „რამე არალეგალურს ხომ არ სჩადიოდა“ მაგრამ პასუხად კარები მომიჯახუნა. არ ვიცი ეგ გოგო რა შარში გაეხვია, მაგრამ მებრალება, ვილოცებ მისი სულის გადასარჩენად.
-დიდი მადლობა ქალბატონო დრო რომ დამითმეთ. კითხვები აღარ მაქვს ჯერ-ჯერობით, კარგად ბრძანდებოდეთ. თუ რამე გამოჩნდა კიდევ შემოვივლი. -ჯენტლმენურად თავი ოდნავ დაუხარა და გავიდა, რომ შეერთებოდა თავის მეწყვილეს. -ეს უკვე მეორე მსხვერპლია, რომელსაც ასე უმიზეზოდ, ვითომ ძარცვის მიზნით კლავენ. ორივე ახალგაზრდა ქერა გოგო, რომელიც მეზობლების თქმით სწორედაც, რომ არავის ელაპარაკებოდნენ. მათ შორის კავშირი უნდა არსებობდეს.
-გეთანხმები. ყველაფერი არეულია, ან იმიტომ რომ ჩვენ გვგონებოდა ძარცვა, ან მკვლელი რაღაცას ეძებდა, რაღაცას რის გამოც ღირდა ამ ორი მშვენიერი არსების იმქვეყნად გაშვება. დავიჭერთ მკვლელს არა დანიელ? -და აცრემლებული თვალებით შეხედა მას. -ძალიან ლამაზი გოგო იყო, მას მე გავუსწორდები ასეთი მშვენიერების მოკვლისთვის. ბუნებას საყრდენი გამოაცალა.
-დავიჭერთ პოლ, აუცილებლად დავიჭერთ. პირობას გაძლევ.
-კარგად უნდა დავათვალიეროთ გვამი, და ეს ოთახიც, არ გვაქვს უფლება დაველოდოთ სანამ მკვლელი შეცდომას არ დაუშვებს და პირდაპირ ხელთათმანების გარეშე ჩაიდენს მკვლელობას. მანამდე შეიძლება ათობით უდანაშაულო, სექსუალური ქალი დაიღუპოს.
-რამეს მიაგენი?
-ტყვია ექსპერტიზაზე გავაგზავნე და შედეგს დაველოდოთ, არც გუშინდელი ტყვიის ექსპერტიზა მოსულა. მანამდე კი მთელი ოთახი დავათვალიერე და საეჭვოს ვერაფერს მივაგენი, მხოლოდ ერთი რამ მომხვდა თვალში ცუდად. ამ იარაღზე ქალის თითის ანაბეჭდებია. ეს განგებ არის მოწყობილი?
-არამგონია, მკვლელი შავკანიანი იყო და იარაღით ხელში დაინახეს. მოდი ექსპერტიზას დაველოდოთ და გავიგებთ ამ იარაღიდან არის თუ არა ნასროლი. თვითმკვლელობა არ ყოფილა. ეჭვი მეპარება მას თავი მოეკლა.
-საბუთები შევამოწმე, ეს ლარა კლინტია 23 წლის, კონექტიკუტიდან.
-მის მშობლებს მინდა გავესაუბრო.-მკაცრი ტონით თქვა გრიფიტმა. -თუ არც ლარას ყავს ოჯახი, როგორც ნაიას არ ჰყავდა?
-ჯონის დავურეკავ, ოფისში, რომ გაარკვიოს.
-კარგი.
დეტექტივი დაკვირვებით უყურებდა შიშველ გვამს, რომელიც ბინის შუაში დაცემულიყო, თავით კარებისკენ. მკვლელი მის პირდაპირ იდგა და წამით ყველაფრის გაანალიზება მოასწრო, მიხვდა რაც ელოდა და ამით აშკარა შიში დაეუფლა. მისი სახე ყველაფერზე მეტყველებდა, იმაზე თუ როგორ მოკვდა ის და ვინ მოკლა. მას სახე გაქვავებულივით დარჩენოდა და მის სახეზე მხოლოდ ერთი რამ იყო აღბეჭდილი-სინანული. რამდენი რამის გაგება შეიძლება თუნდაც კარგი დაკვირვებით და თუნდაც გვამისგან. ლარა მაღალი, თეთრკანიანი ქალი იყო და ისე ეცვა, როგორც მეძავს. ტყვია მკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი. დანიელი უყურებდა ექსპერტები, როგორ მუშაობდნენ, როგორ იღებდნენ თითის ანაბეჭდებს და როგორ იღებდნენ სისხლის ნიმუშს. მაგრამ მაინც რაღაც არ ასვენებდა, ისეთ რამეს ეძებდა რაც ყველას გამორჩა მხედველობიდან, რაც გაუადვილებდა ამ საქმის გახსნსას, რაც ყოველგვარ შვებას მოჰგვრიდა დეტექტივს,რომ ასეთი მკვლელობები აღარ გაგრძელდებოდა და ღამით მშვიდად იძინებდა, რაც წუხელ არ მომხდარა. მთელი ღამე თეთრად გაათენა, როცა რძის დასალევად მაცივრისკენ წავიდა, გრეტჰენსაც გაეღვიძა და საძინებელი ოთახიდან გამოვიდა. მშვიდად უყურებდა ქურდბაცაცასავით, როგორ იქექებოდა მაცივარში, თითქოს ყველას ეძინა და ის ჩუმად შემოიპარა და ახლა ისეთ რამეს ეძებს რასაც კარგი ფასი აქვს, თუმცა მაცივარში ეს უადგილო იყო. ცოლმა მშვიდი ტონით უთხრა, წამოდი ძვირფასო აქ რას აკეთებ ამ ღამეო. მან კი აუღელვებლად, თითქოს არ სურდა ცოლს ეს სასოწარკვეთილება მის თვალებში შეეტყო თავის მობრუნების გარეშე უთხრა.
-უბრალოდ არ მეძინება ძვირფასო, არაფერი მიჭირს.
-საწოლში დაბრუნდი დანი(ცოლი მოფერებით ასე მიმართავდა), გინდა ცოტა ვიმაიმუნოთ?
-არა საყვარელო, ეხლა სულ სხვა რამ მაწუხებს. ერთი ქალის გვამი ვიპოვეთ და ახლა სულ მასზე ვფიქრობ, როგორი ნორჩი, რომელიც ასე სიკვდილს არ იმსახურებდა, მაინც რა უსამართლოა ეს ქვეყანა. -და მუშტი მაცივარს მოუქნია, თითქოს შეაგინა და მისი ცემა სურსო.
-მთვრალი ხარ? -გრეტჰენს გაუკვირდა, რადგან ხშირად არ სვამდა.
-ხო, მთვრალი ვარ- ენის ბორძიკით უთხრა ცოლს. - სახლისკენ, რომ მოვდიოდი იმ მკვლელობაზე ვფიქრობდი და მინდოდა ეს ყველაფერი დამევიწყებინა, ბარში შევედი და დათრობამდე დავლიე.
-გელოდებოდი, შემეშინდა კიდეც აქამდე, რომ არ გამოჩნდი. არ ვიცოდი რა მეფიქრა. -ხმას აუწია. -ჩემზე არ ფიქრობდი? შენი აზრით შეგიძლია ასე მთელი ღამე ბარში სვა და არ დარეკო? - ატირდა და ხალათის კიდე თვალებთან წაიღო ცრემლების მოსაწმენდად. -შენთვის არაფერს ვნიშნავ? გირეკავდი კიდეც, რატომ არ იღებდი ყურმილს?
-ძვირფასო, გთხოვ არ გინდა. ისედაც ვერ ვარ კარგად. ჩემს თავში ახლა ისეთი არეულობაა ფიქრის თავიც არ მაქვს, მოდი ხვალ ვილაპარაკოთ კარგი?
ამ ფიქრებში წასულმა დეტექტივმა რაღაცას მოჰკრა თვალი ისეთ ადგილას იყო, რომ ვერ შეამჩნევდით ახლაც იმიტომ დაინახა, რომ მზის შუქზე ბრწყინავდა და პირდაპირ თვალს სჭრიდა მას. ნელ-ნელა მიუახლოვდა დაიხარა და აიღო, თვალები გაუნათდა და პირდაპირ, გაუფრთხილებლად დანაშაულის ადგილიდან წავიდა, კიბეები ჩაირბინა, დაინახა, როგორ მისჩერებოდა ყველა ასე სასწრაფოდ მიმავალი, რომ დაინახეს. მათ თვალებში იკითხებოდა ეჭვი იმისა, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის მიიჩქარის, მაგრამ ეს დეტექტივს არ ანაღვლებდა იგი თავისებური პიროვნება იყო, რომლის ქცევებით შერლოკ ჰოლმსს მოგაგონებდათ, მაგრამ გრიფიტი განსხვავებული პიროვნება იყო, მართალია იგივე მიზნები ამოძრავებდა, რაც ყველა დეტექტივს, მაგრამ ყველას აქვს თავისი დამახასიათებელი სპეციფიკა და სამუშაოსადმი სიყვარული. მას ძალიან უყვარდა შერლოკ ჰოლმსის ტიპაჟი და ხშირადაც კითხულობდა, მაგრამ რომ მოენდომებინა მას სრულიად მაინც ვერ დაემსგავსებოდა. შერლოკ ჰოლმსი მხოლოდ და მხოლოდ წიგნის რიგითი პერსონაჟი იყო, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, ის სპეციფიკა რაც მას გამოძიების დროს ახასიათებდა უბრალოდ იშვიათი იყო, ან სრულებითაც მხოლოდ წიგნში თუ მოხდებოდა ასე. კარები გააღო. ჟურნალისტები ისევ გარეთ იდგნენ, მან ისევ აარიდა თავი კითხვებზე პასუხების გაცემასა და ინტერვიუს ჩაწერას, მაგრამ სურათებს გაუჩერებლად იღებდნენ. იგი მანქანაში ჩაჯდა და მანქანა დაძრა. ნიუ ჰემფშირიდან სამხრეთ გზატკეცილზე გაუხვია. შემდეგ აღმოსავლეთით აიღო გეზი კენტუკის მიმართულებით და ცოტახანში გზატკეცილიდან გადაუხვია და სტრიპტიზ კლუბთან შეჩერდა. მას „სტრიპთაუნი“ ერქვა. დეტექტივი იმ ბარათმა, რამაც თვალი მოსჭრა აქ მოიყვანა. ამ კლუბის საშვი იყო მომსახურე პერსონალისთვის. ლარა აქ მუშაობდა.
-უკაცრავად სერ, თქვენი საბუთები. - მცველმა შემოატრიალა კედელს მიაყენა და ჩხრეკა დაუწყო. -იარაღი ჩამაბარეთ.
-მე დეტექტივი გრიფიტი ვარ. -წყობიდან გამოსულმა ვეფხვის თვალები შეანათა და წინ დეტექტივის ნიშანს უტრიალებდა, მისი ხელი უხეშად მოიცილა. მცველმაც უკან დაიხია და შეატარა.
-დიდი ბოდიშით სერ, არ ვიცოდი. -და ისე შეხედა თითქოს ახლა ჯარიმა უნდა გამოეწერა მისთვის. დეტექტივმა შარვალზე ხელი რამდენჯერმე გაისვა და შიგნით შევიდა. არასასიამოვნო იყო მისთვის ეს ადგილი. მუსიკა ბოლო ხმაზე აეწიათ და აქ ლაპარაკს ვერ შეძლებდა, ეს კი არა ხმა რომ ამოეღო საკუთარ ნათქვამსაც კი ვერ გაიგონებდა, არათუ სხვისთვის გაეგებინებინა. საშინელი დახუთულობა იყო, უჰაერობა, რომელიც სხეულს ბოჭავდა. შიგნიდან ხურდა, გარეგნულად არ იმჩნევდა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, როდის დატოვებდა ამ დაწესებულებას. რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, მაგრამ უკვე ნანობდა აქ,რომ შემოვიდა. აქა-იქ ნათებები თვალს ჭრიდა და ამას კვამლიც ემატებოდა. ის კვამლი უფრო და უფრო ძლიერდებოდა და თვალებს სწვავდა მას საშინლად. დაინახა ბარი, სადაც უამრავი სასმელი იყო დაწყობილი, ხალხი ბარს მისჯდომოდა და სასმელს გონების დაკარგვამდე სვამდნენ, ეს მათ სიამოვნებას ანიჭებდათ. დაინახა, როგორ იქნევდნენ ხელებს და უაზროდ ყვიროდნენ,მაგრამ ამას უაზრო არ ეთქმოდა. მათ წინ საკმაოდ მოზრდილი სცენა იყო და 4 რკინის ბოძი და მასზე შემოხვეული ოთხი სექსუალური გოგონა, რომელიც ნებისმიერი მამაკაცის საზარდულს აღაგზნებდა. გოგოები ყველანი ქერები იყვნენ, მოზრდილი მკერდითა და გრძელი ფეხებით. ისინი ამ საქმის პროფესიონალები იყვნენ. ცეკვავდნენ და ბოძზე მრავალგვარ ილეთს აკეთებდნენ, როგორც ცირკებშია, მაგრამ აქ უფრო გამომწვევად ცეკვავდნენ მამაკაცებისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული დაეხარჯათ მათთვის. ბართან მსხდომნი დოლარებს ხელში ათამაშებდნენ და ჰაერში აფრიალებდნენ. ისინი ცდილობდნენ მათ პატარა ზომის საცვალში ჩაეცურებინათ ფული და უკანალზე ხელი წამოერტყათ. ეს მათთვის შვების მომგვრელი იყო და ყველაფერს ავიწყებდა. დანიელი ბარს მიუახლოვდა და იქვე ბარმენს ხელით ანიშნა მისულიყო. ბარმენმაც თავისი პროფესიისდამიხედვით სასმელების ჩამონათვალი აჩვენა და მიბრუნდა, მაგრამ დეტექტივმა ხელი მხარზე დაარტყა, რამაც აიძულა ცოტა ახლოს მისულიყო, რომ მისი ლაპარაკი გაეგო.
-თქვენი უფროსის ნახვა მინდა.-იმხელა უყვირა, მაგრამ ბარის მეორე მხრიდან მდგომმა ისე გაიგო, როგორც ყრუ გაიგებდა ყვირილის შემთხვევაში. -თქვენი უფროსის ნახვა მინდა, თქვენი უფროსის..... ნახვა.... მინდა თან ახლავე. -სიტყვები ცალ-ცალკე უთხრა ისე ხმამაღლა, რომ ეჭვი ეპარებოდა ამ ბარიდან გასვლის შემდეგ ხმა თუ ისევ ექნებოდა. ბარმენმა ხელით ანიშნა, კარგადაც დაანახა, რადგან თქმას მაინც აზრი არ ჰქონდა. ეს იყო თეთრ პიჯაკში და შარვალში გამოწყობილი, მსხვილი-ასორმოცდაათ კილომდე, სიმაღლე კი მეტრასამოცი ან უფრო ნაკლები, ეს ჯუჯა კაცი განაგებდა მთელ ამ დაწესებულებას. მისი აღნაგობა მისთვის ხელსაყრელიც იყო, რადგან მასზე ვერავინ იტყვის, რომ ეს ნამდვილად ამ დაწესებულების მფლობელია და ისიც ისე ერთობა თავის კლუბში, როგორც ყველა. როცა დეტექტივი გრიფიტი მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაარტყა ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონით, რაც მას ძალიან გაუკვირდა, მაგრამ ესეც შესაძლებლად ჩათვალა. მთელი დღე აქ არის და მიეჩვია ყურიო - გაიფიქრა. თავისკენ შემოატრიალა, ეს იყო უშნო შესახედაობის, დაბალი და მსუქანი ადამიანი, რომელსაც მიუხედავად კარგი სამოსისა, პირში მსხვილი სიგარისა და ბევრი ფულისა მას ნორმალური გოგო არ მიეკარებოდა. დეტექტივის პირველი რეაქცია საშინელი იყო, ისიც კი გაიფიქრა ამას ცოლად ვინ გაყვაო და თან ანიშნა, რომ მასთან ლაპარაკი სურდა სადმე წყნარ ადგილას, სადაც მუსიკისა და აურზაურის ხმა არ დააბრკოლებდა მათ საუბარს და ასე იოლად, რომ მიაღწია თავის მიზანს ამაში მხოლოდ და მხოლოდ მისმა ნიშანმა მიიღო გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ამ შემთხვევაში მისი ხმა უკანა ფონზე იყო.
-შემობრძანდით. - კარები გააღო და კაბინეტში შეიხმო. მისი კაბინეტი არაჩვეულებრივად იყო მოწყობილი, დანიელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ცოლმა გამოაგდო და ახლა აქ ცხოვრობს. მისი მაგიდა გამჭვირვალე შუშისგან იყო დამზადებული შეკვეთით და ფანჯარასთან იდგა, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, პარკი და ბავშვების ჟრიამული, თუმცა ხმა არ აწუხებდა და როცა განმარტოება დასჭირდებოდა შეეძლო ჟალუზი ჩამოეფარებინა, რომელიც პატარა პულტით იმართებოდა, რაც მაგიდაზე თავისკენ იდო. კომფორტულად მოკალათდა თავის რბილ სავარძელში. მის მარჯვნივ ვიღაცის პორტრეტი ეკიდა, თუმცა ადვილად მისახვედრი იყო, რომ ის მამამისი იყო გულცივი მზერითა და დიდი, მამაპაპური ცხვირით. სურათის კუთხეში ვიღაცას მიეწერა სახელი „ქრისტოფერ“. დეტექტივი გრიფიტი ახლაღა მიხვდა თუ ვისგან გამოჰყვა ეს მისი საშინელი გარეგნობა. კაბინეტი კარგად იყო დაცული იმ ხმაურისაგან, რასაც გარეთ ვერ იტყოდით. ყრუ ხმაური მაინც შემოდიოდა, მაგრამ ლაპარაკისათვის სრულიად არ იყო ხელის შემშლელი ფაქტორი, რადგან, რასაც სიმშვიდეს ვეძახით, სწორედ ის სიმშვიდე იყო ამ ერთ ოთახში, სწორედ რომ სამუშაოსთვის განკუთვნილი. კაბინეტის კარს მიღმა საშინელი, ყურისწამღები მუსიკები ისმოდა, დეტექტივისთვის გამაღიზიანებელი, მხოლოდ სამუშაო მოითხოვდა აქ მოსვლას. მას დიდად არ უყვარდა კლუბებში სიარული, რადგან ის უსაქმურთა და მოძალადე ხალხით თავშეყრილ ადგილად მიიჩნევდა. აქ ხშირად ხდება კამათი, გაწევ-გამოწევა და ბოლოს ისინი ერთი დღით ციხეში ჰყოფდნენ თავს.
-დაბრძანდით, რაზე გსურდათ ჩემთან ლაპარაკი?- ჰკითხა. სკამზე გადაწვა და ხელები ერთმანეთს გადააჯვარედინა და ღიპზე დაიწყო.
-თქვენი ერთ-ერთი თანამშრომლის, ლარა კლინტის თაობაზე გაწუხებთ მისტერ...?
-ჰამერსი, ჯონ ჰამერსი. - ცოტა წამოიწია, ინტერესით შეხედა დეტექტივს. -რამე მოხდა?
-ის ამ დილით მკვდარი იპოვ...
-ღმერთო ჩემო, -სიტყვა შეაწყვეტინა და ისეთი თვალებით შეხედა, რომ გეგონებოდათ გაგიჟდაო. -არა, ვერ დავიჯერებ ბატონო გამომძიებელო.
-ის ამ დილით გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში. აი ფოტოებიც. ამ ბოლო დროს, როგორ იქცეოდა?
-მე არაფერი უჩვეულო არ შემინიშნავს, ჩემთან ხშირად არ შემოდიოდა მოსაკითხად, ვერ გეტყვით. -ხელები ისე ასწია, როგორც დამნაშავე, რომელსაც სულ ახლახანს იარაღი მიადეს თავზე. -მშვენივრად ართმევდა თავს სამუშაოს. ძალიან მოხდენილად ცეკვავდა და ხალხი მხოლოდ მისი ცეკვის სანახავად დადიოდა და ამით მისი მადლიერი ვიყავი. -აშკარა იყო, რომ ტიროდა. ზუსტად ვერ ვიტყვით ეს ყალბი ცრემლები იყო თუ სინანულის და მართლა გლოვობდა, თუმცაღა რატომ არ ატირდება თუ მისი მონაყოლი სიმართლე იყო და მართლაც მისი დახმარებით დადგა ფეხზე კლუბი. -გუშინ მითხრა, რომ დღეს არ მოვიდოდა, რაც მისგან ძალიან გამიკვირდა. ხალხმა, როცა გაიგო რომ ის არ იცეკვებდა დღეს, ბუნტი მოაწყვეს და მისი წამომწყები დაცვის დახმარებით ძლივს გავაგდეთ გარეთ. ეხლა ცოტა ჩაწყნარდა სიტუაცია და ყველა თავისთვის ერთობა. -ცრემლები შეიმშრალა და ისევ განაგრძო. -უბრალოდ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. მე ის გოგო ძალიან მომწონდა. ამის თაობაზე მის მეგობრებს დაელაპარაკეთ არ შემიძლია... მაპატიეთ.
-მესმის თქვენი, ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი გოგო დაკარგეთ.
-ერთადერთი. -ჩურჩულით წარმოთქვა მან.
-რა ბრძანეთ ბატონო?
-ერთადერთი მაღალშემოსავლიანი გოგო იყო, როგორც გარეგნული სილამაზით გამოირჩეოდა, ასევე მანერებითა და ცეკვის უბადლო შემსრულებლად მიმაჩნდა. მისი მსგავსი ჩემი მუშაობის წლებში არ მყოლია.
-რამდენი ხანია რაც თქვენთან მუშაობს?- ბლოკნოტი გადაფურცლა.
-უკვე 3 წელია. მახსოვს ის წვიმიანი გაზაფხული, როცა ის ჩვენთან სულ სველი მოვიდა. მაშინ იატაკი დამისველა და ძალიან გავბრაზდი, გარეთ გაგდებაც კი მოვინდომე მისი,მაგრამ გოგოებმა მთხოვეს რომ შანსი მიმეცა მისთვის და ასეც მოვიქეცი. 1990 წლის 25 აპრილი იყო, ეს რიცხვი კარგად მახსოვს ან რა დამავიწყებდა. როცა ძელს მიუახლოვდა და გამოუცდელად დაიწყო მასზე ტრიალი, მაშინვე გავშეშდი და მისი სექსუალურობით მოვიხიბლე. ვერ ვმოძრაობდი, ასე მეგონა ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. ცეკვა არ იყო კარგად შესრულებული, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რომ მისგან ძალიან მაგარი, საუკეთესო მოცეკვავე დადგებოდა და ის ნამდვილად მომიტანდა მოგებას, რასაც დიდი ხნის მანძილზე ვნატრობდი. მოგახსენებთ, რომ მაშინ კლიენტები არც ისე ბევრი მყავდა და სხვა კლუბების მშურდა. ლარას დანახვისთანავე მომავალი წარმომიდგა თვალწინ. უკვე ჩემი გამდიდრების გეგმებს ვაწყობდი და ვიცოდი, რომ ის ჩემი კლუბის ვარსკვლავი გახდებოდა, მე ამის მჯეროდა და მთავარი ხომ სწორედ ესაა?
-დიახ, რა თქმა უნდა. -თავი დაუკრა მის მოპირდაპირედ მჯდომ, მობუზულ და ანერვიულებულ, ხელებაკანკალებულ, მოხუც კაცს.
ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.
-გისმენთ. დიახ, დიახ მე გახლავართ. კი, აქ მაქვს ყველაფერი და მზად არის გაცვლისთვის. დიახ, როდის შეხვდეთ? კარგით, დიდი მადლობა. შეგეხმიანებით. დროებით. -შემდეგ დეტექტივს მიუბრუნდა. -მაპატიეთ უნდა გავიქცე, საქმე არ იცდის. დიდი ბოდიშით, ეს საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ.-სანდომიანად გაიღიმა, თავისი პორტფელი აიღო, ჯერ მისტერ გრიფიტმა დატოვა კაბინეტი, ხოლო შემდეგ ბატონმა ჰამერსმა და კარი საიმედოდ დაკეტა. ის იმავე გზას გაუყვა, რითაც შემოვიდა შემდეგ კი ის და ჯონი გარეთ გავიდნენ. დეტექტივმა ჯონის გადაულაპარაკა სხვა დროისთვის კიდევ შემოგივლით ამჯერად ისეთ დროს, როცა გოგოები კულისებში იქნებიან შესვენებაზეო და ჯონიმაც უთხრა, რომ 5 საათზე ნახევარი საათით ისვენებენ და მაგ დროს შეეძლო შემოვლა. გრიფიტი დღეს შემოვლას მაინც არ აპირებდა. ეს სამომავლოდ გადადო, რადგან საქმე დღეს ბევრი ჰქონდა და ფიზკურად ვერც მოახერხებდა მოსწრებას. გასაღები ამოიღო და მანქანის კარები ღილაკის ერთი დაჭერით გაიღო, რაც სიგნალმაც დაუდასტურა, ჰამერსონს დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა, ხოლო გეზი პოლიციის შენობისკენ კერძოდ გრინვილისკენ აიღო. გზაში ის ყველაფერზე ფიქრობდა, ცდილობდა გაეანალიზებინია მომხდარი და გუშინდელი მკვლელობა როგორმე დღევანდელისთვის დაეკავშირებინა. „ნუთუ ნაიაც ამ ბარში მუშაობდა, ნუთუ იმის გამო მოკლეს, რომ კონკურენტი ჩამოეშორებინათ, ამ ბიზნესს რას გაუგებ, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე უნდა გამოვიძიო და ყველაფერს ფარდა ჩამოვხსნა. ჯონ ჰამერსიც გარეული უნდა იყოს ამ საქმეში, რადგან მისი რეაქცია ყალბად მეჩვენა, არ შეიძლება ასეთი კლუბის მფლობელი იყო და შენს ყველა მოცეკვავეზე რაიმე ინფორმაცია არ გქონდეს. რაღაცას მალავს. თან ეს ტელეფონის საუბარი, რის გაცვლაზე საუბრობდა? ყველაფერს გავარკვევ, აუცილებლად აქ მეორედ შევლაც, რომ დამჭირდეს“.
ამ ფიქრებიდან გამოერკვა და დაინახა, რომ უკვე დანიშნულების ადგილას იყო. დიდი შუშის შენობა, რომლის თავზე დიდი ასოებით ეწერა P o l I c e. მან როგორც ყოველთვის ჩვეულ ადგილას, სადაც მხოლოდ თავისი მანქანის ადგილი იყო გააჩერა თავისი ახალთახალი ბენტლი, გადმოვიდა და ღილაკს თითი დააჭირა რის შემდეგაც ჩამკეტი მექანიზმი ამუშავდა და სიგნალის ხმაც გაისმა, მისი საყვარელი ხმა იყო, თავისუფალ დროს კი ბენტლის ჩაკეტვა-გაღებით იყო დაკავებული.
შენობაში შესვლისთანავე იქვე მდგარ პოლიციელს მიესალმა და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის თავაზიანად გაუღიმა. ეს კარლ დოჯი იყო, რომელსაც 2 წელია იცნობდა, რაც ის გადმოიყვანეს სხვა შტატიდან. ოჯახი იქ ჰყავდა ერთი პერიოდი, თუმცა წინა წელს მისი ოჯახიც ჩამოიყვანა და შობა ერთად გაატარეს. დეტექტივი მიუახლოვდა თავისი კაბინეტს ის-ის იყო, რომ კარები უნდა გაეღო და შესულიყო, რომ წინ მისი მეწყვილე გადაეღობა ხელი მარცხენა მხარზე დაადო და ქაღალდები გაუწოდა.
-რატომ წახვედი ისე, რომ არც გამაფრთხილე? - საყვედურნარევი ხმით უთხრა მეწყვილეს.
-სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი და ახსნის დრო არ მქონდა.
-რამეს მიაგენი? -გრიფიტმა ხელი უხეშად მოიშორა და კაბინეტში შევიდა, შუშის კარზე მისი სახელი იყო დაწერილი. კაბინეტში ყველაფერი მოწესრიგებული იყო, ეტყობოდა როგორი სუფთა და წესიერი კაციც იყო დანიელი. მოხერხებული მაგიდა, სადაც ქაღალდები ერთმანეთზე იყო დაწყობილი და დილიდან ხელი არავის უხლია. მაგიდაზე სურათი იდო, სადაც თავის ცოლთან და ბავშვებთან ერთად იყო, თავის უმშვენიერეს ქალიშვილებთან ლიზასა და კორასთან ერთად. ორივე მამას მუხლებზე ისხდნენ და დედამისი გვერდით ეჯდა და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. გვერდზე კალამი, რაც მისი საუკეთესო მეგობარი გახლდათ, ხოლო მაგიდის შუა ნაწილში ყუთი იდგა, რომელმაც ორივე გააკვირვა. მართკუთხედის ფორმის ყუთზე შემოკრული იყო წითელი საკრავი და ბაფთაც. იფიქრებდით მისამართი შეეშალათ და ვიღაც გოგოს გამოუგზავნა თავის ახლად გაჩენილმა შეყვარებულმაო, მაგრამ არა, ეს ყუთი დეტექტივის სახელზე იყო გამოგზავნილი.
-რა უნდა იყოს? - თან თვალიერება განაგრძო პოლმა.
-არ ვიცი. -ტელეფონის ღილაკს თითი დააჭირა. - მისის მორისონ როდის მოიტანეს ამანათი?
-1 საათის წინ . -მისმა ხმამ ისე გაიჟღერა თითქოს სადღაც მინა გაიბზარა და შემდეგ ხმა გაწყდა.
-მადლობა მისის მორისონ. -ეხლა მის მეწყვილეს მიუბრუნდა. -ამანათს არავისგან ველოდებოდი, ვინ გამომიგზავნიდა?
-ამდენი კითხვის დასმას ჯობია გახსნა. -პოლში ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა.
-რა თქმა უნდა გავხსნი ოღონდ ფრთხილად. მის უვნებლობაში ეჭვი მეპარება.
ჯერ ზედ გადაკრული სპეციალური წითელი სახვევი მოხსნა, ზუსტად ისეთი საჩუქრებს რომ ახვევენ ხოლმე. ეხლა კი ყუთი გახსნა და ხელიდან გაუვარდა. ლამის ცუდად გახდა.ყუთი ძირს დავარდა და მხოლოდ რამდენიმე წამის მერე მოვიდა აზრზე ყუთის ასაღებად და იმის ასაღებად რაც ყუთიდან გადმოვარდა. ყუთში ადამიანის ყური ეგდო. თეთრი ხელთათმანები გაიკეთა და ხელში აიღო, რადგანაც თავისი ანაბეჭდები არ დაეტოვებინა. კარგად დააკვირდა და თავის თავზე გაეცინა, გაახსენდა თუ როგორ შეეშინდა მას იმის რაც ყუთში იდო. ეს ნებისმიერს შეიძლება მოსვლოდა, მოულოდნელობის ეფექტით. ის არ ელოდა ასეთ რამეს. ყუთს კარგად დააკვირდა, არც გამგზავნის ვინაობა ეწერა და არც რაიმე სხვა მინიშნება. მხოლოდ ეწერა მისტერ გრიფიტს.
-ეს რას ნიშნავს? - ხმის ტემბრის ცვლილებით იკითხა პოლმა, არც ის ელოდა ამას და ცოტა ისიც გაფითრებულიყო.
-არ ვიცი.
-ამ მკვლელობებთან ხომ არაა კავშირში?
-შეიძლება. - წუთიერი პაუზა ჩამოვარდა. - შეიძლება. გამოდის ახალი მსხვერპლი გვყავს, რომელსაც ყურის გარეშე ვიპოვით.
-ხო, მგონი მართალი ხარ. -სკამიდან წამოდგა მეწყვილეს შეხედა ნათლად გაუღიმა და განაგრძო. -ჯონიმ დაადგინა მისი მშობლების მისამართი. ისინი სან სითიში ცხოვრობენ, როგორც ჩანს იქიდან წამოვიდა ლარა.
-მშობლები ჰყოლია ეს უკვე კარგია. უნდა დაველაპარაკოთ, შეიძლება მათგან გავიგოთ რაიმე მნიშვნელოვანი. - გრიფიტი ადგა კარების წინ დაკიდული პლაში აიღო და გარეთ გავიდნენ. -წავედით, იმედია გზა იცი.
-კი ვიცი, 1 საათის სავალია, კაროლინის შტატშია, მაგრამ მივაგნებ.
-კარგი წავედით.
გამოვიდნენ გარეთ, მათ უამრავი საქმე და სადარდებელი ჰქონდათ დავიწყოთ იქიდან, რომ ორი გოგონა მკვდარია და მათ ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი ჰქონდათ ის, რაც კვალზე გაიყვანდათ. იმის იმედითღა იყვნენ დარჩენილები, რომ მშობლები მაინც რამეს ეტყოდნენ. შეიძლება მათ ჯერ არც კი იცოდნენ შვილის გარდაცვალების ამბავი და მათთვის პირდაპირ თავისი გოგონას შესახებ კითხვა არ ღირდა. რამე უფრო პოზიტიურით უნდა დაეწყოთ და ეცადათ ისე მიდგომოდნენ, რომ ძალიან არ განეცადათ. მაგრამ დედისთვის შვილის სიკვდილის ცნობის ამბავი, რაც არ უნდა გვერდიდან უარო მაინც საშინელებაა და კატასტროფა, რადგან მან გააჩინა, მან გაზარდა და რაც არ უნდა ცუდ საქმეში ყოფილიყო გარეული მას მაინც უყვარს თავისი შვილი. დეტექტივმა ეს კარგად იცოდა და მანქანაში ნაკლებად ფიქრობდა იმაზე თუ წინ რა სცენები ელოდებოდა დედამისისგან. არ უნდოდა ეფიქრა, ისიც ეყოფოდა იქ რომ ნახავდა. სანამ მათი მშობლებისკენ მიმავალ გზას დაადგებოდნენ ექსპერტიზის ანალიზებზეც შეიარეს. ექსპერტმა ბევრი ვერაფერი უთხრა, თუმცა რაც იცოდა ყველაფერი დაწვრილებით გააცნო.
-ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ იმ იარაღიდან არ მომხდარა გასროლა, რომელიც გოგონას ვუპოვეთ. გასროლა 9 მილიმეტრი კალიბრის იარაღიდან მოხდა. ეს Beretta 92FS-ია ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რაც კილერების საუკეთესო იარაღად ითვლება. ისე რომ მოკლავენ ვერავინ ვერაფერს, რომ ვერ გაიგებს. ხოლო ტყვია, რაც კედელზე ჩარჩენილი ვიპოვეთ 22 კალიბრის 5 ტყვიიანი მინი-რევოლვერიდან აღმოჩნდა ნასროლი, რომელიც ქალის სახელზე იყო რეგისტრირებული და რაც ქალს ეჭირა. ვფიქრობ, რომ მას თავდაცვის მიზნით ჰქონდა. ისეთ უბანში უწევდა ცხოვრება, რომ არ მიკვირს მაგრამ მკვლელს აცდა ტყვია და კედელს მოხვდა. მკვლელმა კი წარმატებით შეასრულა გასროლა.
-თუ მაგ იარაღიდან იყო ნასროლი, თან დაქირავებული მკვლელის ნასროლი, მაყუჩის გარეშე რატომ გაისროლა? იარაღის ხმა ხომ მკაფიოდ გაიგო მისის კლეიტონმა, რომლისგანაც გავიგეთ ეს ამბავი. შეუსაბამობაა არ მეთანხმებით? - მოკრძალებულად და თითის ნიკაპზე მიტანით ჰკითხა ექსპერტს დანიელმა.
-სწორი კითხვა დასვით. მე ვფიქრობ, რომ ამით დიდი შეცდომა დაუშვა, ან აწყობდა, რომ ყველას გაეგო და ყველას რომ გაეგო ჩვენ მალე გავიგებდით. აქედან რა გამოდის, რომ მას ჩვენი არ ეშინია ან საკმაოდ კარგად იცის როგორ დაგვემალოს, მაგრამ არის ერთი ვარიანტიც...
-მკვლელი არ არსებობს. - გააწყვეტინა საუბარი ექსპერტს.
-რა? ეგ როგორ შეიძლება იყოს? -ჰკითხა პარტნიორმა გრიფიტს. -ვერ მივხვდი.
-ყველაფერი მარტივია. მისის კლეიტონი ძალიან შეშინებული იყო, როცა დავაკაკუნე მან შემიშვა, მაგრამ კარი საიმედოდ ჰქონდა ჩაკეტილი. მას არაფერი გაუგია, რადგან რომ გაეგო მაშინ მთელ სართულსაც უნდა გაეგო. რატომ გაიგო მარტო მისის კლეიტონმა? კლეიტონი ვიღაცას ხელს აფარებს, საქმის კურსშია და უბრალოდ სდუმს. მან იცოდა რა კითხვებსაც დავსვამდი და წინასწარ მოემზადა ამისთვის, მართალია ის კარგად თამაშობდა, მაგრამ მან მართლაც დაუშვა შეცდომა და ეს შეცდომა ძვირად დაუჯდება. პოლ, ლარას მშობლებთან მისვლა დროებით უნდა გადავდოთ, უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოგვიჩნდა და ეს არ მოიცდის.
-მოიცათ, ჯერ კიდევ ყველაფერი არ .... - და კარის დახურვის ხმა გაისმა.
ნახევარი საათის შემდეგ უკვე მისის კლეიტონის კარებთან იდგნენ იარაღმომარჯვებულები და აკაკუნებდნენ.
-მისის კლეიტონ, სახლში ხართ? ისევ მე გაწუხებთ დანიელ გრიფიტი კარი გააღეთ. მისის კლეიტონ, პოლიციაა კარი გააღეთ. -იარაღი შეინახა და კარის შესამტვრევად მოემზადა. - უნდა შევამტვრიოთ. აბა სამ თვლაზე. ერთი.... ორი.... სამი.
იარაღი ისევ მოიმარჯვეს და ნელა და დაკვირვებით შევიდნენ ბინაში, დანიელის ფეხქვეშ შუშის მხვრევის ხმა გაისმა. დაიხედა ძირს და ჭიქის ნამსხვრევი დაინახა, რაც უცნაურად მოეჩვენა და ცოტათი შეშინდა.
-მისის კლეიტონ, სახლში ხართ? -საძინებელში შეიხედა დანიელმა თან იარაღი სროლისთვის მზად იყო, რაიმე გაუთვალისწინებელის მოხვედრის შემთხვევაში.
-მისის კლეიტონ. -პასუხი არავინ გასცა, საძინებლის მარცხნივ სამზარეულო იყო, კარები ოდნავ შეღებული იყო. შეაღო კარები დანიელმა და მის წინ საშინელი სურათი გადაეშალა, როზალი იატაკზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა. მან სასწრაფოდ მოათვალიერა ოთახი, გვერდითა ოთახშიც გაიხედა, რომ დარწმუნებულიყო არავინ იყო სახლში და ამავე დროს შუშის მსხვრევის ხმა გაისმა.
-პოლ? სწრაფად მოდი და სასწრაფოში დარეკე უთხარი რაც შეიძლება სწრაფად მოვიდნენ, უნდა გადავარჩინოთ. -პოლი ქალის დახმარებას ცდილობდა, რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ეტყობოდა, რომ მკვლელს საქმე არ ჰქონდა დამთავრებული და სწორედ ამ დროს მოვიდნენ და ხელი შეუშალეს მას. -მკვლელი ჯერ კიდევ სახლშია. მასთან დარჩი. -ჩატეხილი მინა დაინახა, რამაც ყოველივეს ნათელი მოჰფინა. მკვლელი სახანძრო კიბით გაქცეულიყო, მაგრამ კვალი მაინც დატოვა სისხლის სახით. კიბეზე სისხლის წვეთები იყო დარჩენილი. სასწრაფოდ დანიელმაც იმარჯვა და გადავიდა ფანჯრიდან, დაეშვა სწრაფად ძირს და სისხლის კვალს გაჰყვა. ჩიხში შესულიყო, მკვლელი არ ჰგავდა კლეიტონის აღწერილს.
-არ გაინძრე, თორემ გესვრი. -და გამაფრთხილებლად გაისროლა, თითქოს იმის დასამტკიცებლად, რომ არ ხუმრობდა. მკვლელმა ხელები მაღლა ასწია, შემოტრიალდა და სახეზე სრული კმაყოფილება ეწერა. -იარაღი დააგდე, დროზე დააგდე. -ნელი და პატარ-პატარა ნაბიჯებით უახლოვდებოდა და იარაღი მისკენ ჰქონდა დამიზნებული. მას შანსი არ ჰქონდა, რომ აქედან თავი დაეღწია, მაგრამ ის მაინც იცინოდა. საკმაო მანძილით მიუახლოვდა მკვლელს, მაგრამ მან სწრაფი მანევრი გააკეთა და იარაღის სამიზნეს მიმართულება შეუცვალა, სამიზნე ზევით იყო აპყრობილი, მაგრამ ახლა პირდაპირ დეტექტივს უმიზნებდა და ტყვია გავარდა ამას მეორე მოჰყვა დეტექტივის მხრიდან. ორივე ძირს დაეცა, შედეგი კატასტროფული იყო, მაგრამ გრიფიტი მაინც გამოძვრებოდა, რასაც მკვლელზე ვერ ვიტყოდით. მას ტყვია პირდაპირ არტერიაში მოხვდა, სისხლისგან იცლებოდა და დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, ხოლო დანიელს ფეხში მოხვდა, სულ ცოტა აცდა საზარდულს. იგი ძირს იწვა და იარაზე ხელი ჰქონდა დაჭერილი, სისხლს აკავებდა, მალე სასწრაფოს სირენების ხმა გაისმა, რამაც დაამშვიდა დეტექტივი და მეწყვილეს შეატყობინა მოკლე ტექსტური შეტყობინებით. სასწრაფომ მასაც მიაკითხა და მის მოპირდაპირედ მწოლიარესაც, მაგრამ უშედეგოდ, ის უკვე მკვდარი დახვდათ. მოგვიანებით მისი ვინაობის დადგენაც ვერ მოხერხდა, რადგან თითის ანაბეჭდები არ მოიძებნა ბაზაში, ფაქტობრივად ის კაცი არ არსებობდა და არც არასდროს უარსებია. დეტექტივს ტყვია ამოუღეს და რამდენიმე ნაკერი დაადეს, ხოლო კლეიტონის მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, მან ბევრი სისხლი დაკარგა, ახლა კი საავადმყოფოს ნომერ 33 პალატაში იწვა და სიკვდილს ებრძოდა. მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სისხლის გადასხმა, რაშიც პოლის სისხლი ზუსტად ესადაგებოდა როზალისას. ოპერაცია მალევე დასრულდა და საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ ორი დღის განმავლობაში უნდა დაესვენა და მასთან არავის უშვებდნენ, არც პოლიციის ნიშანმა არ გაჭრა, ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და ვიცი პაციენტისთვის რაც აჯობებსო, ასეთი პასუხი მიიღო მან. სხვა გამოსავალი არც ჰქონდა და მხოლოდ ისღა დარჩენოდა ორი დღე დაეცადა, მანამდე კი ლარას მშობლებთან აუცილებელი ვიზიტი არ უნდა დავიწყებოდათ. პოლს დაურეკეს და სასწრაფოდ აცნობეს ის ფაქტი, რომ ნაიას გვამს ყური აღარ ჰქონდა. ამან სიტუაცია უფრო დაამძიმა, რამაც საგონებელში ჩააგდო საქმის მაძიებლები.
-ჯერ მორგში წავიდეთ, გავარკვიოთ როგორ მოხდა და შემდეგ წავიდეთ მის მშობლებთან.
-კარგი, როგორც იტყვი. - სწრაფადვე უპასუხა პოლმა და მეგობრულად თვალი ჩაუკრა. მეგობარს მანქანამდე მისვლაში დაეხმარა, ფეხი შეუხვიეს და ახლა დანიელს უჭირდა სიარული. მანქანაში ჩასხდნენ და მორგისკენ აიღეს გეზი.
-ეს საქმე ძალიან გართულდა, მაგრამ ჩემი მოსაზრება მაინც მინდა გაგიზიარო. ჯერ არ ვიცი ეს რამდენად ახლოა სიმართლესთან, რადგან უკვე ძალიან დავიბენი, მაგრამ ყველაფერი უნდა გითხრა. -მიუბრუნდა პოლს და დაიწყო. -პირველი გვამის შემთხვევაში სროლის ხმა არავის გაუგონია და ნაიას გვამი ორი დღის შემდეგ მისმა შეყვარებულმა აღმოაჩინა. ის ამბობდა საკმაოდ მხიარული გოგონა იყოო, მაგრამ მეზობლები სხვანაირად ფიქრობდნენ. მეზობლების დაკითხვით ის ჩაკეტილი ადამიანი იყო და მეზობლებთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ბინის ქირას დროზე ადრე იხდიდა. ამ გოგონებს რაღაც აქვთ საერთო, ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გამოგვრჩა. ამდენი დამთხვევა არ ხდება ბუნებაში უმიზეზოდ. ერთმანეთს რაღაც ჯაჭვი აერთიანებთ და ის უხილავი ჯაჭვი უნდა ვიპოვოთ და მას გავყვეთ. აუცილებლად ჭეშმარიტებასთან მიგვიყვანს. რაც შეეხება ლარას პოვნის შემდეგ რას მივხვდი, ნაიას პროფესიისა არაფერი ვიცით და მისი მშობლების შესახებ, მაგრამ იმას ვვარაუდობ რომ ისიც იმ პროფესიისა იყო, რა პროფესიისაც - ლარა. ისიც სტრიპტიზიორი იყო. ის მიკვირს, რომ ნაიას ჰყავდა შეყვარებული და მანვე არ იცოდა არაფერი მის შესახებ, მხოლოდ ღამე ხვდებოდნენ ერთმანეთს და როცა ნათანი იღვიძებდა ნაია უკვე საწოლში აღარ ხვდებოდა, სახლშიც კი არ იყო. მას უყვარდა ნაია თუ უბრალოდ სექსი აკავშირებდა მასთან? თუ უყვარდა რატომ არ დაინტერესდა მისი ცხოვრებით? ეს კითხვები მიტრიალებს თავში განუწყვეტლივ და მათთვის პასუხი ვერ გამიცია.
-იქნებ ცოტა დაისვენო? -მორიდებულად შეაპარა მეგობარს პოლმა.
-წინ იყურე და მართე, უნდა დავამთავრო. -ხელით ნაჭრილობევი მოისინჯა, სახე მოეღრიცა და უცებ აიღო ხელი. შემდეგ კი განაგრძო. -ლარას არ ჰყავდა ბოიფრენდი, თუმცა ჰყავს მშობლები, რომელთაგანაც შეიძლება რამე გავიგოთ. მის შესახებ არც მისმა ბოსმა იცოდა, რაც ძალიან დამაეჭვებელია, აქ ძალიან მნიშვნელოვანი პირის ან ორგანიზაციის ხელი ურევია, უნდა გავიგოთ რას მალავს კლეიტონი. ახლა როცა გავიგეთ იმის შესახებ, რომ ნაიას ყური მორგიდან დაიკარგა და ჩემს ამანათში აღმოჩნდა მცველიც გარეული უნდა იყოს ამ საქმეში და ამ ყველაფერმა ძალზედ დამაბნია. მოდი გავიგოთ რას გვეტყვის მცველი და დანარჩენზე მერე ვიფიქროთ. ეს ხალხი ვინც ჩამოგითვალე ვიღაც მნიშვნელოვანი ფიგურის მიერ იმართება ასე, რომ მათი დაპატიმრებით დავაფრთხობთ მას და ჯერ ნურაფერს მოიმოქმედებ ისეთს, რომ დაეჭვდეს გასაგებია?
-კი გავიგე. ძალიან საინტერესო მოსაზრებაა. არ გეწყინოს მაგრამ შენ გჯერა იმის რაც ეხლა თქვი? -მანქანა მიაყენა პოლმა და გადმოვიდა შემდეგ მეგობარსაც დაეხმარა გადმოსვლაში და ერთად შევიდნენ შენობაში. დანიელი ჩუმად იყო, ფიქრობდა იმ ყველაფერზე, რაც პოლს უთხრა და ბოლოს ძლივს გასაგონად წარმოთქვა.
-კი, მჯერა. - თვალი ჩაუკრა. - გახსოვდეს რა გითხარი.
-კარგი.
-ვინ იყო წინა ღამით მორიგე? -მიუახლოვდა იქვე მჯდომ მამაკაცს და ადგომა არ აცალა.
-მე ვიყავი სერ. - დეტექტივი მაღლიდან მედიდურად შესცქეროდა.
-არაფერი უჩვეულო არ შეგიმჩნევიათ?
-არა სერ. აქ არავინ შემოსულა და არც გასულა. -თავი დახარა და განაგრძო. -მთელი ღამე ფხიზლად ვიყავი და გავიგებდი რამეს.
-ნუთუ არავინ შემოსულა და გასულა, დღეს დილით კი გვამს ყური აღარ აქვს, როცა გუშინ საღამოს ჰქონდა. ასეა? - კითხვის დროს ხმა აუწია, იქვე მდგარ სკამს დასტაცა ხელი და დაჯდა.
-ასეა სერ.
-კარგი. ოთახი უნდა დავათვალიეროთ.
-კარგით შემობრძანდი....
-თქვენ აქ დაგველოდეთ. მრჩევლის ტონით უთხრა გრიფიტმა მცველს, იგი ძალიან შეშინებული ჩანდა.
ოთახში შესვლისთანავე გვამები მაგიდაზე იწვნენ, მარცხნივ ლარას გვამი ხოლო მარჯვნივ ნაიასი. ოთახში არც ფანჯარა იყო და არც რაიმე მილი რითიც მორიგისთვის გვერდის ავლას და შემოპარვას შეძლებდნენ, ხუთი წუთიც არ იყო გასული გრიფიტი გამოვიდა გვამებით სავსე ოთახიდან და პოლიც კუდივით უკან გამოედევნა. მორიგე ადგა, რომ რამე ეთქვა თავი გაემართლებინა ან ამდაგვარი, მაგრამ მან მაშინვე დატოვა შენობა და სიტყვის თქმა არ აცალა.
-სად გამოვარდი ასე მალე? შეხედე ორი წუთით და უკვე პასუ...
-იტყუება ეს აშკარაა.
-რატომ...
-მორგში ვერავინ შეაღწევდა მაგის გარდა. მორგში ფანჯარა არ არის, არც რაიმე მილი საიდანაც შეძლებდა ვინმე შემოპარვას. ფაქტია, რომ ეს მან ჩაიდინა არაფერი ვთქვი, რადგან არ მინდოდა მისი შეშინება და დაეჭვება, შესაძლებელია ქვეყნიდანაც გაქცეულიყო. ასე სჯობს უფრო აქვს იმედი, რომ ვერაფერი გავიგე.
-შესანიშნავია. ცოტა ხნით თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი შემეპარა, მაგრამ ეს ხომ უდავოა. დიდებულია გრიფიტ, დიდებული. -აღტაცებული იყო პოლი მისით. და გაბრწყინებული სახე ჰქონდა მანქანაში ჩასხდომისთანავე გაუქრა და მხოლოდ ღიმილი დარჩა სახეზე. უბრალო ღიმილი, რომელსაც მაშინ აჩენ, როცა ვინმე ნაცნობს დაინახავ ქუჩაში და შორიდან თავაზიანობისთვის მოკრძალებულად გაუღიმებ.
-აღარ მინდა ლარას მშობლების ვიზიტის გადადება წავიდეთ. -ხელები ერთმანეთს დაარტყა და ისე აამოძრავა თითქოს ხელებს ითბობსო. -დროზე დაძარი მანქანა, ყველაფრის გასაღები მისი მშობლები არიან ვერ ხვდები?
მანქანა დაიძრა თუ არა დეტექტივმა ბავშვივით დაიწყო ყვირილი, სწორედ იმ ბავშვივით, ვინც საჩუქარს ელოდება ახალი წლისთვის და დილით რომ გაიღვიძებს და ნახავს კიდეც. მისი ერთი წამოყვირება და პოლის შეშინება ერთი იყო, ამისთვის ბოდიშიც კი მოიხადა. ეს ყველაფერი თითქმის შეუძლებელს ხდიდა მასთან მუშაობას, მაგრამ მეწყვილის გარეშე ეს ადამიანი უბრალოდ ვერ შეძლებდა ვერაფერს. რაც მას არ ახსოვდა ან თუნდაც არ იცოდა ის მეწყვილეს უნდა სცოდნოდა. მეწყვილეს უნდა დაემახსოვრებინა ყველაფერი, რაც მას უბრალოდ სწორად აზროვნებაში ხელს შეუშლიდა. მისი ბენტლი ახლა გამოუსადეგარი იყო, რადგან ხელი შეეშლებოდათ, მხოლოდ და მალე ვერ ჩააღწევდნენ დანიშნულების ადგილამდე. ისინი პოლიციის მანქანით მოძრაობდნენ თან სირენებიც ჩართული ჰქონდათ, რომ გზა ყველას დაეთმო და შუქნიშნებზეც არ გაეჩერებინათ. პოლიციის Ford mustang-ის მართვა მეწყვილეს ევალებოდა, თან გზაც კარგად იცოდა და მაინც მას მოუწევდა საჭესთან დაჯდომა...
-გზა ძალიან გრძელია, შეგიძლიათ ცოტა წაუძინოთ.
-არ მეძინება.
-ჯობს წაუძინოთ. დაისვენებთ და უკეთესად შეძლებთ აზროვნებას. უკეთესად იფიქრებთ და გამოიძიებთ უმოკლეს დროში. ეს თქვენი უძილობა გკლავთ ვერ ხვდებით?
-დედაჩემივით ნუ მიკითხავ მორალს .
-არა, სულაც არა, ეგ როგორ იფიქრეთ? უბრალოდ თქვენზე ვღელავ, თქვენ ხალხის გმირი ხართ და ასე უბრალოდ მოშვებას მხოლოდ უძილობის გამო მე არ გაპატიებთ და არც ის ხალხი, რომელიც თქვენგან საიდუმლოებით მოცული დანაშაულების გახსნას ელოდებიან.
-კარგი, კარგი ვეცდები დავიძინო, მაგრამ ვერ შეგპირდებით. რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საქმეების გადამკიდე ძილი არ მომკარებია და როგორ ფიქრობთ ეხლა დამეძინება?
-ეცადეთ, საქმის მალე დამთავრებაზე იფიქრეთ და აუცილებლად დაიძინებთ.
-იცი? უკვე არ ვიცი რა არის ძილი, რა კარგი გრძნობაა, დიდიხანი არ მძინებია და დამავიწყდა კიდეც ეს სასიამოვნო გრძნობა, რომელიც მანადგურებს და მსპობს. დავიღალე იმ გაუთავებელი ღამეებით, როდესაც არ მძინავს და ჩემი ცოლის სუნთქვას ვაბრალებ. ისე მკაფიოდ ჩამესმის ყურში, რომ არ მაძინებს. მერე აქეთ-იქით ოთახებში უაზროდ დავდივარ, როცა დავიღლები სავარძელზე დავჯდები ხოლმე და ფანჯრიდან მოპირდაპირე ქუჩას შევყურებ. მხოლოდ სიცარიელე, მხოლოდ სიცარიელე. ხანდახან თუ გამოივლის მანქანა და იშვიათად თუ დავინახავ ვინმე გამვლელს. ღამის 5 საათზე მხოლოდ გიჟი თუ გამოვა გარეთ. მესმის ძაღლების უაზრო ყეფა თითქოს ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან და მესმის კატების ჩხავილი. მეტი არაფერი. ჩემი თვალები არასდროს ისვენებს, მას არ შეუძლია დასვენება. ხანდახან ვფიქრობ, რომ სწორედ ამისთვის ვარ დაბადებული, რომ დრო არ დავკარგო და ღამეც კი გავაგრძელო მუშაობა, მაგრამ ღამე ვისთან გავაგრძელო მუშაობა? ვინ დავკითხო? ღამე მხოლოდ საბუთებისა და ჩანაწერების გაკეთება შემიძლია. პოლ ძალიან დავიღალე...
-მესმის. დედაჩემსაც ჰქონდა იგივე პრობლემა, ექიმთან მყავდა, მან კი დიდი რაოდენობით წამლები დაუნიშნა, რამაც ძალიან გაგვაღიზიანა, თუმცა მაინც სვამდა. არ უშველა, ბოლო დროს ცოტა სძინავს, წყნარი მუსიკის ფონზე ძილზე ფიქრობს და ახერხებს ამას. -თქმისთანავე წყნარი მუსიკა ჩართო მანქანაში და განაგრძო. -მიდი მეგობარო სცადე, იქნებ შეძლო. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტია და ამას ვერანაირი წამლები ვერ უშველის.
გრიფიტმა თვალები დახუჭა, მანქანა კი წინ მიიწევდა. ფანჯრები დახურა, რომ პოლიციის სიგნალის ხმა არ შემოსულიყო. მაინც ისმოდა, მაგრამ ოდნავ, ყრუდ. გრიფიტმა თვალები დახუჭა და ფიქრების ნისლში გაეხვა, ირგვლივ ნისლი იყო და უკუნი სიბნელე თან სდევდა.
მუეეეეეეეეენ
მაუიინ შიოოოოოოოოონ!
უცნაური ხმები ისმოდა მხოლოდ და ისიც შორიდან. მიუხედავად მანძილისა კარგად ესმოდა და აღიზიანებდა კიდეც. მზე თითქოს არც არსებულა კაცობრიობის ისტორიაში ისე ბნელოდა.
მიოოოოოოონ
მაუიიიიაააააააან შაოოოოოოოოოოოოოოოოოონ!
ისევ ის ბგერები ესმოდა და ირგვლივ ბურუსში იყო მოცული, ვერაფერს ხედავდა, მაგრამ წინ მაინც მიიწევდა, თუმცა არ იყო დარწმუნებული წინ მიდიოდა თუ უკან. ნისლში ოდნავ გაარჩია რაღაც ფიგურა და სწრაფად მისკენ წავიდა, ნისლი გაიფანტა და დაინახა, რომ საწოლის წინ იდგა, მაგრამ საწოლამდე რომ მისულიყო ის უფსკრული უნდა გადაევლო, რომელშიც ცეცხლი ენთო და თან ძალიან შორს იყო მისი მეორე კიდე. ძალიან შორს იყო, ვერ გადახტებოდა, ეს არ შეეძლო. ძალა მოიკრიბა და ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მის გასაკვირად არ ჩავარდნილა. ეგონა, რომ ჩავარდებოდა და დაიწვებოდა, მაგრამ გაბედა და ნაბიჯი მაინც გადადგა. როგორც ჩანს გამბედაობა გამოიჩინა და გადაწყვიტა წინ წასულიყო, რადგან უკან ისევ ნისლი იყო და ისევ ისმოდა მჭახე ხმები, სადაც დაბრუნება და იმ შიშის გამოცდა, რაც რამდენიმე წამის წინ გამოსცადა აღარ სურდა. მისთვის უკვე სულერთი იყო ძალა მოიკრიბა და მეორე ნაბიჯიც გადადგა, ძალიან ნელა მიიწევდა წინ. ძალიან ნელა. მას დიდი სურვილი ჰქონდა საწოლამდე მიეღწია და თავი დაედო მასზე, ამას კი დიდი გამბედაობა და მონდომება სჭირდებოდა, მხოლოდ ასე თუ შეძლებდა ამას. უფსკრულში ყველა ის ადამიანი იწვებოდა, რომელიც აქამდე დაეჭირა და რომელთა სახეებიც დღემდე ახსოვდა. მათი დავიწყება არ შეეძლო, თითოეულის კმაყოფილი სახე, იმისთვის რაც ჩაიდინა და ქედმაღლურად აწეული ნიკაპი, გონებაში ადვილად იბეჭდება და ძნელად თუ დაივიწყებს კაცი. ისევ გადადგა ნაბიჯი და კვლავ მყარად დადგა მეორე ფეხიც, არ ჩავარდნილა, მაგრამ ცოტა წაბარბაცდა, ცოტაც და წაიქცეოდა ან უფრო უარესი შეიძლება ჩავარდნილიყო. მან გადალახა ეს დაბრკოლება და საწოლს მიუახლოვდა ხელი შეახო და სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა, შალის ქსოვილით იყო დაფარული და სასიამოვნო გრძნობას ტოვებდა მის სხეულზე. ის დაუფიქრებლად წამოწვა და მაშინვე ძილს მიეცა. მან სიმშვიდე ჰპოვა და დაიძინა ამაზე ბედნიერი ჯერ არ ყოფილა. მისი გონება გაითიშა, დროებით მოსწყდა რეალობას და ძილს მიეცა. მან სიზმარი ნახა, თავისი ბავშვობა, როცა ის მარტო დატოვეს სახლში მშობლებმა და კარები ჩაკეტეს. მას არ უტირია, მხოლოდ ეშინოდა, მაგრამ ტირილი არ უნდოდა. ის მხოლოდ 7 წლის იყო და პირველად დარჩა სახლში მარტო. ძველმა წყენამ შეახსენა თავი სიზმარში, ის მოუთმენლად ელოდა მშობლებს და რამდენიმე წუთში ისინიც დაბრუნდნენ.
-აი ჩვენც მოვედიიიიიიიით!
მშობლები ახლოს იყვნენ მასთან, მაგრამ ხმა შორიდან ისმოდა.
-მოვიდეეეეეეეეეეეედიიიიიიიიიიით, დაააააააანიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიელ!
და ვიღაც ეჯაჯგურებოდა მხარზე. ეს პოლი იყო, ის ხედავდა თავის მშობლებს, მაგრამ პოლი ეუბნებოდა მოვედით და გაიღვიძეო, ამას აცნობიერებდა მაგრამ გამოფხიზლება არ შეეძლო, თითქოს სიზმარში დარჩა და იქიდან ვეღარ ბრუნდებოდა, როგორც დაბმულ ადამიანს არ შეუძლია მოძრაობა.
-აააააააააააააააააადეეეეეეეეეეეეეეეეექიიიიიიიიიიიიი.
კიდევ ერთი ტალღა ბგერებისა, რომელიც მისი მშობლებისგან არ მოდიოდა, უეცრად თვალი გაახილა და მის გვერდზე პოლი დაინახა, რომელიც რამდენიმე წუთის მანძილზე ამაოდ ცდილობდა გაეღვიძებინა ის.
-ხომ ხედავ გამოგივიდა, გეძინა მაგრამ ახლა დრო არ იცდის, საქმე გვაქვს. -დანიელი დაბნეული გამომეტყველებით უყურებდა პოლს და ვერ გაერკვა თუ სად იყო მანქანაში თუ სახლში სადაც მარტო დატოვეს მშობლებმა. რამდენიმე წუთი ასე იყო ბოლოს კი უცებ წამოდგა ხელში თავისი საწერი ბლოკნოტი და კალამი დაიჭირა და მანქანიდან გადავიდა.
-ხო საქმე ვერ მოიცდის. დიდი ხანი მაღვიძებდი?
-10 წუთი ამაოდ ვცდილობდი შენს გაღვიძებას, თითქოს ძილმა დაგიპყრო და შენი გაშვება აღარ უნდოდა.
-ხო დაახლოებით ეგრე იყო. - უცებ მოუჭრა დეტექტივმა და პოლს ცოტათი გაუსწრო კითხვებისთვის თავის არიდების მიზნით.
-გისმენთ.-ორი წუთის შემდეგ კარიც გაიღო და მოხუცი ქალი, დაახლოებით 56 წლისა გამოეგება მათ.
-მემ, მე დეტექტივი გრიფიტი ვარ ეს კი ჩემი მეწყვილეა პოლ შელდონი.-და გვერდით მდგომ კაცზე ანიშნა თვალებით. დანიელსა და პოლს თავიანთი ჟეტონები ამოღებული ჰქონდათ და ქალს აჩვენებდნენ. -თქვენი შვილის თაობაზე გაწუხებთ.
-ჩემი შვილის? რომელი შვილის, ღმერთო იპოვეთ?
-ერთი წუთით. რამდენი შვილი გყავთ?
-ორი, რა თქმა უნდა.
-ბაზაში მხოლოდ ერთია, ჩვენ ლარას გამო მოვედით, რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ.
-სად არის ახლა ლარა? - აკანკალებული, მოხუცისთვის დამახასიათებელი ხმით უთხრა.
-მაპატიეთ, მეგონა იცოდით. - ჩაერია პოლიც.
-არა, მის შესახებ უკვე რამდენი წელია არაფერი მსმენია.
-შემოგვიშვებთ ქალბატონო? სახლში დავილაპარაკოთ.
-უკაცრავად ბატონებო მოვხუცდი და სულ დამავიწყდა სტუმრის პატივისცემა, აქ დიდიხანია სტუმრად არავინ მოსულა. შემობრძანდით.
-არაუშავს ქალბატონო, გმადლობთ. -თავაზიანად უთხრა დანიელმა.
-რაზე გინდოდათ ლაპარაკი?
-თქვენს შვილზე ლარაზე.
მისის კლინტმა ჯერ დანიელს შეხედა, მერე პოლს ისევ დანიელს. არ იცოდა რა ეთქვა თითქოს ვიღაცამ ხმა წაართვა და ისეთი შეშინებული სახე მიიღო, რომ მისი შემყურე დანიელსაც სახე შეეცვალა.
-რა დაემართა ჩემს შვილს? თქვენ აქ ისე არ მოხვიდოდით მის მოსაკითხად ხომ ასეა? ნუთუ რამე ისეთი დააშავა, რის გამოც დაიჭირეთ? ისევ პრობლემებს ქმნის არა?
-არა მისის კლინტ...
-სარა დამიძახეთ თუ შეიძლება.-მყისიერად შეუსწორა მან.
-სარა იცით თქვენი შვილი.... გარდაცვლილი ვიპოვეთ დღეს დილით.
-არა, არა, არა. ეს ტყუილია. ღმერთო ეს ტყუილია. - გიჟს გავდა, მისი სახე მოიქუფრა და მართლა გიჟისაგან ვერ განასხვავებდი. დანიელს ყველაფერი სახეზე ეწერა: განცვიფრება, შიში, სიბრალული და ცოტა არ იყოს დანაღვლიანებულიც გეჩვენებოდათ, რადგანაც მისმა სიტყვებმა ასე გადარია სარა.
-მისის ჩვენ...
-არა, არა. ჩემი შვილი აღარ არის? -სადაცაა დავარდებოდა პოლს რომ არ ემარჯვა და ხელი არ წაეშველებინა მისთვის. მისი ყვირილის გამო მისი ქმარი ეძახდა ცოლს რა ხდებაო, მაგრამ სარა ისევ შეშლილივით კივილს განაგრძობდა. მისი ქმარი უფრო და უფრო უწევდა ხმას და მხოლოდ მისმა ხმამ დააწყნარა. მის სახეზე სრული სიმშვიდე მაინც არ იყო, ის დამშვიდდა მხოლოდ მისი მეუღლის გამო, რადგან როგორც გაირკვა ის სავარძელს მიჯაჭვული იყო, წელს ქვემოთ მოწყვეტილი, რომელიც იჯდა სასტუმრო ოთახში და გადაცემას უყურებდა „ჯეკ ბრაუნის შოუ“. ჯეკ ბრაუნი ყველაზე დიდი მასხარა ტელეეკრანიდან, რომელიც მოხუცების საყვარელი გადაცემა იყო.
-რა გაყვირებს ქალო? სტუმრებიც მოსულააან. - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და განაგრძო. - აბა სუფრა გაშალე, სწრაფად სარა სწრაფად. გაინძერი. -მას გვერდით ედგა ეტლი და ცდილობდა მასზე დამჯდარიყო. სარა კი გაშეშებულიყო და ყურსაც არ უგდებდა მის ქმარს.
-არა სერ, არ არის საჭირო. აქ საქმეზე ვართ მოსულები და წასვლას მალე ვაპირებთ. თქვენს ცოლს ახლახანს შევატყობინეთ, რომ თქვენი შვილი...
-არა არ გინდათ გთხოვთ. -შეევედრა სარა. -მეორედ აღარ გაიმეოროთ.
-განაგრძეთ. საუკუნეა ჩემს შვილზე არაფერი მსმენია, შენ კიდე რა გემართება ხოლმე ჰაა? რა გულჩვილი გახდი ამ ბოლო დროს. დაბერდი და თავში ტვინი აღარ გაქვს? აცადე ხალხს რისთვისაც არიან მოსულები თქვან.
-თქვენი შვილი ამ დილით ბინაში მკვდარი ვიპოვეთ. -ჯორჯმა თავი დახარა, ოდნავ სახე შეეცვალა, მაგრამ ცდილობდა მწუხარება კაცურად აეტანა და თვალზე ცრემლი არ წამოსვლოდა. -მან მიგვატოვა.... ჩვენგან გაიქცა. -ცრემლი სდიოდა, მაგრამ ხმა არ შეცვლია, ცოტაც და ალბათ ბავშვივით ღრიალს დაიწყებდა, რომელსაც რაღაც სტკივა და დედამისს ვერ აგებინებს. -მან მიგვატოვა გესმით?
-ვწუხვარ. -დანიელი მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. -ვწუხვარ, რომ ეს ჩემგან და ასე გაიგეთ.
-არა შვილო, შენ რა შუაში ხარ. შენ შენი მოვალეობა შეასრულე და გვითხარი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი ის მარტო ცხოვრობდა, ჩვენგან დამოუკიდებლად მაინც გვიყვარდა და მასზე სულ ვფიქრობდით. -ისევ ცრემლები სდიოდა ჯორჯს, თავს ვერ იკავებდა მხოლოდ იმის გამო, რომ სახლში სტუმრები იყვნენ.
-მომიყევით მასზე. -იქვე მდგარ სკამზე დაჯდა, პოლმაც მას მიბაძა. სარა კი ჯორჯს მიუჯდა გვერდით და ჩაეხუტა, რადგანაც ის ტკივილი შეემსუბუქებინათ ერთმანეთისთვის, რაც ამ ახალ ამბავმა მოუტანათ.
-არ ვიცი რით დავიწყო ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქ...
-თქვენ თქვით, რომ ლარა პირველი შვილი არ იყო. - უხეშად ჩაეჭრა პოლი საუბარში. სარამ ჯორჯს შეხედა, მანაც თვალით ანიშნა, რომ არაფერი დაემალა გამომძიებლებისთვის.
-ეს დიდი ხნის წინ იყო, პირველი შვილი ლარა არ ყოფილა. პირველი მეგი იყო, რომელიც 24 ოქტომბერს ცივ და სუსხიან ღამეს დაიბადა. მახსოვს მაშინ საშინლად წვიმდა და ჭექა-ქუხილიც კი ერთვოდა მას. მართალია მოვხუცდი, მაგრამ ზოგი რამ მოხუცებულობის ჟამსაც კი არ ავიწყდებათ, რაც არ უნდა დიდი ხანი იყოს მას შემდეგ გასული. აი უკვე 35 წელია გასული მას შემდეგ, მაშინ 25 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ თავქარიანი, რომელიც ცხოვრების ამ ეკლიანი გზის არც კი გაეგებოდა რამე. ძალიან გულუბრყვილომ და ჯორჯზე შეყვარებულმა ორი გოგონა გავაჩინე, მეორე თერთმეტი თვის შემდეგ, რომელსაც ლარა დავარქვით. -მცირე ხნით გაჩერდა, უნდოდა ეტირა, მაგრამ გადაიფიქრა და მოყოლა განაგრძო. -ორივე ძალიან ცელქი და მოუსვენარი იყო, როცა წამოიზარდნენ მაშინაც არ შეიცვალნენ. ისინი სულ ერთად თამაშობდნენ და ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, სანამ....ეს... არ მოხდა. ხანდახან ცხოვრება უკუღმართად ეწყობა და შენ ამას ვერ შეცვლი. ხანდახან ცხოვრება თავის ნებაზე გათამაშებს, რომელსაც წინ ვერ აღუდგები რაც არ უნდა ინფორმირებული იყო ყველაფრით, რაც მომავალში შეგემთხვევა, უბრალოდ გვერდს ვერ აუვლი. ერთ დღეს, როცა მე სახლში ვიყავი და ბავშვები სახლის წინ თამაშობდნენ, ჩემი მეგი ვიღაც უცხო ხალხმა წაიყვანა. ამის შესახებ ლარასგან გავიგე, ისინი ჯერ 8 წლისანი იყვნენ და ხშირად თამაშობდნენ დამალობანას. ბავშვის ლაპარაკს ყურადღება არ მივაქციე, არ დავუჯერე გესმით? -მწარედ აქვითინდა, რამდენიმე წუთში დამშვიდდა, დანიელს შეხედა, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. -მეგონა, რომ დაიმალა და ჭურჭლის დარეცხვა გავაგრძელე. როცა მთელი დღე არ გამოჩენილა, მერე მივხვდი რომ ლარა არ მატყუებდა, მაშინ ლამის გავგიჟდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. სახლში მარტო ვიყავი და პოლიციაში დარეკვის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. პოლიციამაც ვერაფრით დამამშვიდა, მათ გატაცება არ ეგონათ. ბავშვია შეიძლება რაღაც დაინახა და მას გაეკიდა, მერე კი უკან სახლის გზას ვეღარ მოაგნოო. ძებნა სახლის ახლომახლო რამდენიმე მეტრის რადიუსში დაიწყეს , მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ გადაამოწმეს და მეგი კლინტი არ იყო ბაზაში, ყველას ეგონა, რომ ვიგონებდი მეორე შვილს, რომ ყურადღება მიმექცია და ეგონათ, რომ მეგი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. არანაირი საბუთი მისი დაბადებისა არ იყო, არანაირი სამხილი, რომ ის არსებობდა. მეგი ჩემი შვილი იყო და არა წარმოსახვის ნაყოფი და უგულოდ მომტაცეს, შემდეგ კი ისე გააკეთეს, რომ პოლიციასაც კი ვერ ეპოვა მისი არსებობის კვალი.
-შესაძლოა მის გაუჩინარებაში მათი ხელი ურევია. -დაასკვნა დეტექტივმა გრიფიტმა.
-მეც მაგას ვფიქრობ. -დაუდასტურა პოლმაც. სარა ისეთი თვალებით იყურებოდა, თითქოს არ იცოდა ქვეყანაზე რა ხდებოდა და მათი ლაპარაკი თითქოს არც გაუგონია ისე განაგრძო.
-ლარა კი ჩვენთან კიდევ თორმეტი წელი იზრდებოდა, სწორედ მაშინ დაიწყო მისი ცვლილება, როცა მის ცხოვრებაში მამაკაცი გაჩნდა. თავიდან გვიმალავდა. მაგრამ მისი წერილებიდან ყველაფერი გავიგეთ. ლარა დამჯერი და წყნარი გოგონა იყო, დედა ძალიან უყვარდა და არასდროს არ დაუყვირებდა მას. ახლაც მახსოვს მისი ეს საქციელი, როდესაც მან თავის ოთახში მნახა შეშინდა და იქიდან ისე გამომაგდო თითქოს მისთვის არავინ ვყოფილიყავი. კარები მომიჯახუნა და აქ აღარ შემოხვიდე მეორედო მომაძახა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩემი შვილი ვერ ვიცანი. რამდენიმე დღე ხმას არ მცემდა ისევ მე ვკითხე შვილო რა გჭირს მეთქი, მაგრამ არაფერი მიპასუხა, რაღაცამ შეცვალა. მოგვიანებით შეყვარებული გაგვაცნო, მაგრამ თავს მასთან დაცულად და კომფორტულად არ გრძნობდა. განვიცადე ეს. დედის გული მაინც ყველაფერს ხვდება ხომ იცით არა? იმ ბოლო ვახშმის მერე აღარ მინახავს. სახლში აღარ მოსულა. მას მერე მას დავტირით და ვოცნებობთ, რომ დაბრუნდეს, მაგრამ სულ ტყუილად. ის არ გამოჩენილა.
-ხომ ვერ მეტყვით რა ერქვა მის შეყვარებულს?
-კი, როგორც მახსოვს ნათანი, ნათან კროსი.
-ღმერთო ჩემო, რამდენი რამ გადაგიტანიათ მე კიდევ ავდექი და პირდაპირ გითხარით სიმართლე. ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო, მართლა ვწუხვარ. -თავი მორცხვათ დახარა დანიელმა.
-არაუშავს, შვილო, ეს თქვენ ხომ არ იცოდით. -ოდნავ ამოიოხრა. -ვინ გაიმეტა სიკვდილისთვის ვინ?
-არ ვიცით ქალბატონო, ჩვენც ამის გაგება გვინდა. -წამოდგა დანიელი და სკამი გაასწორა. -რაც გვინდოდა გავიგეთ, კიდევ ერთხელ ვწუხვარ ყველაფრისთვის და ნახვამდის.
-კარგად იყავი შვილო, იმედია დაგეხმარეთ ...
-კი თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ, დიდი მადლობა ამისთვის.
-არა მადლობა თქვენ, რომ ჩემი შვილის მკვლელობას იძიებთ.
დაემშვიდობა და გარეთ გავიდა პოლი უკვე მანქანაში უცდიდა. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამ დაამშვენებდა, გაეგოთ რა აკავშირებდა ამ ორ გოგონას ერთმანეთთან. რა იყო ის უხილავი ძაფი, რომელიც აბრკოლებდა მათ. კოჭლობით მივიდა მანქანასთან, უკვე ოლის დახმარება აღარ სჭირდებოდა. ჩაჯდა და პოლს მიუბრუნდა.
-პოლიციას დაურეკე და გადაეცი, რომ ყველანი როზელბერგის ქუჩაზე, დევიდ ფრანკოს სახლთან მოგროვდნენ.
-ჩვენ მათ დავაფრთხობთ, უკვე 5 წელია მათ მალულად ვუთვალთვალებთ და თქვენ გინდათ ეს ყველაფერი წყალში ჩაყაროთ?
-პოლ, ვიცი რასაც ვაკეთებ. ასე რომ დარეკე, რომ გეუბნები და გადაეცი ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც გითხარი. ჩვენს მისვლას დაელოდონ. ყველაფერი სწრაფად გააკეთონ, რომ არცერთი არ გაექცეთ, მათ უკვე დაუშვეს შეცდომა და თვითონაც მიხვდნენ ამას. შეიძლება უკვე გასაქცევად ემზადებიან, თუ არ გაიქცნენ, რა თქმა უნდა.
-რაზე ლაპარაკობ ვერ ვხვდები?
-დაძარი მანქანა, ყველაფერს იქ გაიგებ.
მასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ძალიან კი აღიზიანებდა მისი ასეთი საქციელი, მაგრამ მას ვერ გამოცვლიდა და ამას უნდა შეგუებოდა. გზაში პოლი ათას რამეზე ფიქრობდა, ფიქრობდა იმაზე თუ რა უტრიალებდა თავის მეწყვილეს ამ თავში, რის გამო დაავალა ასეთი რამ. ალბათ სადღაც სიღრმეში ხვდებოდა კიდეც, მაგრამ ამის აღიარება არ უნდოდა. დაურეკა პოლიციის კაპიტანს და ყველაფერი ისე მოახსენა, როგორც დანიელმა უთხრა. დანიელს უკვე უსიტყვოდ ენდობოდნენ, რადგან ის არასდროს შემცდარა და თუ არ დაუჯერებდნენ შეიძლება დამნაშავე მიმალულიყო კიდეც. მათი მანქანა, როცა მიუახლოვდა იმ ქუჩას უკვე პოლიციისა და ჟურნალისტების მანქანებით იყო სავსე ის ადგილი და ყველა ეჭვმიტანილი აყვანილი ყავდათ. მხოლოდ დანიელ გრიფიტის ახსნას ელოდა კაპიტანიც და ჟურნალისტებიც, მაგრამ ის ჟურნალისტებს მოშორდა და იქვე მოგროვილ რამდენიმე დეტექტივთან და კაპიტანთან გააბა საუბარი. კაპიტანს მტკიცებულება უნდოდა, რომ ნაადრევად არ დააპატიმრა. უნდოდა სცოდნოდა რომ ჰქონდა იმის გარანტია არც ერთი არ გამოვიდოდა ციხიდან და იქვე დალპებოდნენ. კაპიტანმა თავის თავზე კმაყოფილი ღიმილი ვერ მოიშორა და დაიწყო:
-ნაია იგივე მეგია, რომელიც მისის და მისტერ კლინტებს ოცდაშვიდი წლის წინ მოსტაცეს სწორედ დევიდ ფრანკოს დავალებით. რამდენი ხანია მას ვერაფერი დაუმტკიცეს ორჯერ სასამართლომ გაათავისუფლა მისი უდანაშაულობის გამო, მაგრამ მისი შეცდომის გამო ყველაფერი უფრო გამარტივდა და მას დიდი ხნით მოუწევს ციხის ტვალეტების ხეხვა. როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი და მოიტაცეს და წამლებით გააბრუეს, ასე ყავდათ დიდი ხნის განმავლობაში და ამის შემდეგ მას სტრიპტიზიორად, ასევე მეძავადაც ამუშავებდნენ. ის ისე იყო წამალზე დამოკიდებული, რომ ვერ ეშვებოდა ამ საქმიანობას, რომ გაქცეულიყო მას იმის ფული არ ჰქონდა, რომ ნარკოტიკი ეშოვა და ამ ყველაფრის სანაცვლოდ იღებდა დოზას დევიდისგან. მას გამოჭერილი ჰყავდა. ბავშვები პროსტიტუციის ბიზნესში ძვირად ფასობენ. -დანიელმა ერთ პოლიციელს მუშტი სახეში დაარტყა, წაიგდო და ძლივს გააშველეს. -ბაზიდან მეგის წაშლას მას უნდა ვუმადლოდეთ. . ის ეხმარებოდა მათ, და ცნობებს აწვდიდა დევიდ ფრანკოს, მაგიტომაც იყო, რომ 5 წელი არაფერი გამოგვდიოდა. -ფორმა გახადა და ზურგზე ტატუ ყველას დაანახვა. მის ზურგზე გამოსახული იყო კობრა, რომელიც იმის დამადასტურებელი იყო, რომ დეტექტივი გრიფიტი სიმართლეს ამბობდა. თვალი გააყოლა, როგორ მიჰყავდათ და სვამდნენ მას საპატრულო მანქანაში. მათი თვალები ერთმანეთს ერთი წამით შეხვდნენ და მასში ზიზღი წაიკითხა. -რაც შეეხება ლარას, მას აშინებდნენ მისი მშობლებით. მისი შეყვარებული უნდა მოვძებნოთ, შემდგომში როგორც ნაიას შეყვარებული ისე გაგვეცნო. მან იცოდა მათი ამბავი, ისიც მონაწილეობდა ამ საქმეში და ის დაეხმარა დევიდ ფრანკოს მეორე გოგონას მოყვანაში, მაგრამ რატომ თორმეტი წლის მერე? ამას ჯერ ვერ ჩავწვდი, მაგრამ მისგან აუცილებლად გავიგებ. -უკვე წასვლას აპირებდა, როცა შემოტრიალდა ისევ. - ხო მართლა მათი სიკვდილის მიზეზი ისევ თვითონ იყვნენ.
-ეგ როგორ? - ჰკითხა კაპიტანმა, მაგრამ ყური არ ათხოვა და მანქანაში ჩაჯდა. უკვე ბნელოდა და ცოლთან ეჩქარებოდა. ღამე არ უყვარდა მარტო რომ რჩებოდა და ამისთვის ქმარს ყოველთვის საყვედურობდა. -ხვალ უკეთ მოვაგვარებთ ყველაფერს. -მიაძახა და მანქანა სამხრეთისკენ წავიდა. გზაში არც პოლს და არც დანიელს ხმა არ ამოუღია. მხოლოდ დამშვიდობებისას.
მეორე დილით ახალი ენერგიით დატვირთულმა გაიღვიძა, ახლა უკვე შეეძლო ძილი და ეს ახარებდა. ძალიან ბედნიერი იყო და თავდაჯერებული იმაში რომ დღეს ამ საქმეს მორჩებოდა. სახლიდან რომ გავიდა ჯერ კიდევ ყველას ეძინა და ჩუმად გაიპარა, რომ არ გაეღვიძებინა არავინ.
-როგორ ხარ პოლ? -ღიმილით ჰკითხა დანიელმა სამსახურში ახლადმოსულ მეწყვილეს.
-კარგად. შენ დღეს უკეთესად გამოიყურები.
-კარგად მეძინა. -და ისევ ღიმილი გამოსტყორცნა.
-ეს ძალიან კარგია, მიხარია.
-მადლობა პოლ.
-ხომ იცი დღეს ვის უნდა მივაკთხოთ? - ისევ ღიმილი დანიელის სახეზე. დღეს მართლა სხვანაირი იყო და ამას ყველა შენიშნავდა.
-კი. წავედით რას ვუცდით. - პოლმაც ღიმილითვე უპასუხა.
კარები შეამტვრიეს და მაშინვე ძირს დააგდეს ნათანი, სახით იატაკისკენ და ხელბორკილები დაადეს. განყოფილებაში წაიყვანეს. მასთან კი პოლი შევიდა დაკითხვის ოთახში, ხოლო დანიელი გარედან აკვირდებოდა.
-კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, რაც ნაიაზე გვითხარით. თუ მეგი უნდა მეთქვა? -ამ სახელის ხსენებამ მის თვალებში შიში გამოაკრთო და დაიბნა.
-არაფერი არ ვიცი, რა გითხრათ? ნაია მიყვარდა, მაგრამ მის ცხოვრებაში მხოლოდ გასართობი ნივთი ვიყავი. მმეეე...გგი ვინ არის?
-თქვენ ყველაფერი იცით და თუ გვეტყვით გპირდებით სასჯელი შეგიმსუბუქდებათ. აზრი არ აქვს თქვენ მაინც ციხე გელით და ჯობია გვითხრათ რაც იცით.
-მომაკითხავენ და მერე თქვენ დამიცავთ? - ხელები მაგიდას დაარტყა და ხმას აუწია.
-ისინი ვერაფერს ვერ დაგიშავებენ, ყველა დაკავებულია, თქვენ მხოლოდ ჩვენება უნდა მისცეთ მათ წინააღმდეგ. შეძლებთ ამას?
-დააკავეთ?
-კი.
-როდის?
-გუშინ ღამით.
-კარგი, ჩვენებას მივცემ, ერთი პირობით.
-რა პირობით?
-ჩემი სიცოცხლე დაცული უნდა იყოს.
-კარგით.
სასამართლო უსაშველოდ გაიწელა, მაგრამ ნათანის ჩვენებამ მათი სიცოცხლის ციხეში დასრულებისთვის გაიმეტა. ნათანი შიშის თვალებით უყურებდა დევიდს, მაგრამ ჩვენებას მაინც აძლევდა. მან ბიბლიაზე დაიფიცა, რომ იტყოდა მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. პირობა შეასრულა და დევიდი და მისი ბანდა ციხეში გამოკეტა. ნათანს მხოლოდ ხუთი წელი მიუსაჯეს სხვა შტატის ციხეში, რადგან ის მათთან ერთად დაცული ვერ იქნებოდა.
სასამართლოს შემდეგ პოლი მიუბრუნდა დანიელს და ეკითხება.
-და მაინც დაასრულე მათი ამბავი. ასეთი უბრალო დანაშაული არ იქნება. დები იყვნენ და მოიშორეს, იმიტომ რომ მათი საქმიანობა არ გამჟღავნებულიყო, ერთმანეთი რომ არ ეცნოთ?
-შენ მართლა ვერ ხვდები? -თავის ქნევით ჰკითხა მეგობარს.
-ვერა და იქნებ ამიხსნა?
-კარგი, მისმინე. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ნათანმა თავიდანვე ყველაფერი იცოდა, უბრალოდ მეგი მაშინ გაიცნო, როცა მოიყვანეს. მაშინ როგორც მან თქვა ის მეგიზე გაცილებით დიდი იყო, მაგრამ მეგი მხოლოდ ერთხელ ნახა. გადის წლები და მის დას გაიცნობს თავს აყვარებს იმ მიზნით, რომ ისიც ამ საქმეში გარიონ, დევიდმა ეს არ იცოდა და გულუბრყვილოდ აიყვანა მეორეც. და მოხდა ერთი საინტერესო რამ, კულმინაციური მომენტი, რომელიც მე ყველაზე ძალიან მიყვარს - დებმა ერთმანეთი იცნეს მიუხედავად დროისა და იმ სახელისა, რაც მერე დაარქვეს, როგორც ბაზაში ვიპოვეთ - ნაია. მათ იცნეს ერთმანეთი და როგორც ვფიქრობ, დევიდს დაშანტაჟება დაუწყეს, რომ ყველაფერს იტყოდნენ რაც იქ ხდებოდა. მათი ქცევა სწორედ ამან გამოიწვია, კერძოდ ისინი გაიქცნენ იქიდან და ორივემ სხვადასხვა ადგილას ბინები იქირავეს, ფული სავარაუდოდ ან ჰქონდათ ან გაქცევის დროს გამოიყოლეს. მაგით აიხსნება მათი უჩვეულო ქცევა მეზობლების მიმართ, არავის ეკონტაქტებოდნენ და ყველას უცნაურად უყურებდნენ, რადგან მკვლელი ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. ალბათ ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ ხოლმე, კარგად იმალებოდნენ, მაგრამ მაინც იპოვეს ორივე მათგანი. ჯერ ნაია, უფრო სწორედ მეგი მოკლეს ორი დღის მერე კი ლარაც.
-მორგის მცველზე რას იტყვი?
-სანამ სასამართლო დაიწყებოდა ყველაფერი გავარკვიე, არაფერ შუაშია.
-ანუ შეცდი არ იტყუებოდა.
-არ შევმცდარვარ იტყუებოდა. რაღაცას მალავდა, მაგრამ რას მალავდა იმაში შევცდი. მას ჩასძინებია და ეგ ყველაფერი იმ დროს მომხდარა, აი რას მალავდა ის. უდანაშაულოა, მაგრამ ზოგჯერ ერთი ტყუილიც საკმარისია, რომ არასწორ კვალზე დააყენოს გამოძიება. -სასამართლოს შენობიდან გავიდნენ და მოპირდაპირე ქუჩაზე გადავიდნენ, სადაც დანიელის ბენტლი ეყენა. -ლარას მკვლელობისას ბინაში არანაირი ხმა არ ყოფილა, მან მკვლელს შეუსწრო და ისიც დაემუქრა თუ ხმას ამოიღებდა მოკლავდა, მაგრამ მან მაინც დაგვირეკა. მართალია ტყუილი თქვა, მაგრამ ამით სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდა. არასწორ გზაზე დაყენებით ფიქრობდა, რომ არაფერი დაუშავდებოდა, თანაც გვამს მაინც ადრე თუ გვიან ვინმე იპოვნიდა და ის აუცილებლად დარეკავდა პოლიციაში და ისევ თვითონ არჩია ამის გაკეთება. სწორედ ის იყო ლარასა და ნაიას მკვლელი, რომელიც მე მოვკალი. მას გრეგორი ანტონოვიჩ კროსოვი ერქვა და შავი სამუშაოსთვის მას იყენებდნენ.
-მშვენიერია, გილოცავ კიდევ ერთი საქმის გახსნას დეტექტივო გრიფიტ. -სერიოზული ტონით თქვა ეს პოლმა. - ხომ არ დაგველია? ავღნიშნოთ ჩვენი გამარჯვება და ხუთი წლის უშედეგო თვალთვალის შედეგიანად დასრულება.
-კარგი. ეს აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ. -მან მანქანის ძრავა ჩართო. მისი ხმა მთელ ქუჩას მისწვდა. ძრავა აბრდღვიალდა, მაგრამ მისი ტყვიაგაუმტარი ფანჯრების წყალობით, მისი ხმა ნაკლებად შემაწუხებელი იყო. პოლმა ტელევიზორი ჩართო, ხოლო დანიელმა გაზის პედალს ფეხი დააჭირა და მანქანა დაძრა.



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

იიი
მიდასი
წავიკითხო ეხლა ^__^

 


№2 სტუმარი Mariami

Kargi istoria iyo, dzalian mometsona

 


№3  offline წევრი stranger9

უბრალოდ ვგიჟდები დეტექტივებზე
ეტყობოდა ძველი დაწერილია რომაა, მაგრამ ძალიან საინტერესო სიუჟეტი იყო

 


№4 სტუმარი lalka

hmm.momewona cudi ar iyo.miyvaars detektivebi.

 


№5  offline წევრი მოლურჯო

ერკე heart_eyes
ძალიან კარგი იყო
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent