შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილები ციხეში (სრულად)


5-01-2017, 17:39
ავტორი teddy))
ნანახია 4 573

ძველი, ხის საწოლიდან წამოდგა, გარშემომყოფ კაცებს მიესალამა და არე-მარეს მოავლო თვალი, სადაც სამი წელიწადია ცხოვრობს. მწვანე კედლები, შავი კლეტკები, რომელიც მისი წუთისოფლის ნაწილს შეადგენენ.
-ზაზა, შენთვის წერილია.-მიმართა სრულ, ჭაღარა შეპარულმა კაცმა. წერილი გამოართვა, ისევ საწოლის კუთხეში ჩამოჯდა და თეთრი კონვერტიდან ფურცელი ამოიღო. ფურცლის ბოლოში მიწერილ სახელს და გვარს დააკვირდა და მიხვდა რომ მისი ცოლი იყო ან სხვა ვინ გამოუგზავნიდა წერილს? მეგობრები, რომლებსაც მის ერთგულებად აღარ თვლიდა თუ გარდაცვლილი მშობლები?!
-რაო, რას გწერენ?- შეეკითხა გიგლა, რომელიც ფეხზე ამდგარა და ერთი-ორ ნაბიჯს აქეთ-იქით დგამს. ზაზამ, ერთი შეხედა და ისევ ფურცელს დაუწყო ყურება.

,,გახსოვს ეს დღე? 17 დეკემბერი. ხო, ცუდი ადამიანი ვარ იმ წუთებს რომ გახსენებ, მაგრამ ვერ გპატიობ, არ შემიძლია დავივიწყო, რომ ჩვენი ცხოვრება, ერთი ხელის მოსმით გაანადგურე. შეიძლება იდეალური ცხოვრება არ გქვონდა, როგორც ფილმებშია, მაგრამ მე ის მყოფნიდა, რაც გვქონდა“ ღიმილით დაწყებული დილა, სახლში მოტანილი პრემია, ბავშვისთვის ნაყიდი ფერადი კამფეტები, სამზარეულოში დატრიალებული კექსის სურნელოვანი სუნი, შენი ნაჩუქარი სამკაულები, რომელიც არ იყო ძვირადღირებულ მაღაზიაში ნაყიდი, მაგრამ მე ის მომწონდა, ზუსტად ის იყო ჩემთვის ოქროც და ბრილიანტიც, ახლაც ასეა, მაგრამ, როდესაც მათ ვუყურებ ვნადგურებდი, იმ წუთებს მახსენებს, რომელიც აღარ იქნება, შემდეგ ცრემლი იქნება, რომელიც ღამე არ მომასვენებს. ჩვენი შვილი მაბედნიერებს და ამავე დროს ფერფლად მაქცევს მისი სიტყვები : ,,მამა, აღარ მოვა ხომ?“ იცი, დღეს ვიგრძენი რომ, ნიკოლოზი გაიზარდა, როდესაც მან მისაყვედურა: ,,ნუ მატყუებ, ვიცი რომ მამა ციხეშია, ის არ გავს სხვა მამებს, ის კაცის მკვლელია, ის მოღალატეა...“ აღარ გავაგრძელებ, იცი რატომ? იმიტომ რომ ვიცი რა საშინელი ადამიანი ვარ, როდესაც ამ წერილს გწერ, მაგრამ შენ ხომ კარგად მიცნობ, ვერ გავძლებდი ისე რომ არ მეთქვა, არ მომეწერა ეს წერილი...
ხომ მართლა, ამ კვირაში შეხვედრა არ მოხდება, ნიკოლოზს კონცერტი აქვს, მე მის გვერდით უნდა ვიყო, შენგან განსხვავებით...“
წერილის კითხვა დაამთავრა თუ არა ყველაფერი გაახსენდა, ყოველი წამის ტკივილი... თვალზე ცრემლი მოადგა, მისი შეჩერება არც უცდია, იცოდა რომ ამ ყველაფრის ღირსი იყო, ეს სიტყვები დაიმსახურა. გონებაში იმან გაუელვა, რაც ყოველდღეს, წუთს ტანჯავს.
სამსახურში პრობლემები ქონდა, ორი დღე გადაბმულად სვამდა, იმ ორ დღემ დაუნგრია ცხოვრება, ეგონა სასმელი მაინც დაავიწყებდა ყველაფერს, შეუმსუბუქებდა ცხოვრებას, მესამე დღემ კი ბოლო მოუღო, ეს დღე გადამწყვეტი აღმოჩნდა... მისი ცხოვრება ნაფლეთებად იქცა... ეგონა აზრი აღარ ქონდა არაფერს, დღემდე ასეა... თავისი ბიძაშვილი ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, მან კი თავისი მეგობრები მოიწვია, ზაზასთან. ყველა მხიარულობდა, სვამდა, სიგარეტის კვმალით ოთახი გაჟღენთილიყო, მთელი ოთახი სხვადასხვა ასაკის ხალხით იყო გავსებული... ... ცოლი და შვილი კი სახლში არ იყვნენ, საქმეზე იყვნენ წასულები. რა ეგონა რომ მომავალი იქნებოდა მისი საქმე, მომავლი გამოსწორება, ბავშვისთვის ნათელი ფერებით დაეხატა ეს ცხოვრება... არ იცოდა, არა, ეგონა ამ ყველაფერში თავისი მეუღლე მოეხმარებოდა, მაგრამ ყველაფერი ხომ ბედის ირონია... ან საერთოდ არსებობს ბედი?
დიახ, ყველა მხიარულობდა ზაზას გარდა, იმ ადამიანის გარდა, რომელიც ორი დღე ჭკუაზე აღარ იყო, თავის თავი აღარ ახსოვდა, აღარც ცოლ-შვილი... სასმლის ბოთლი ძირს დააგდო გაბრაზებულმა, სიტყვის თქმა უნდოდა, მაგრამ ახალგაზრდები, ასეთ მთვრალს ყურადღებას არ აქცევდნენ და საძინებელშე შევიდა, ბიძისგან ბოძებული, საგულდაგუოდ დამალული პისტოლეტი ამოღო და გარეთ გამოსული ახალგაზდებს იარაღით გამოეცხადა. მერე კი, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო... საბედისწერო შემთხვევა... მან მოკლა, დიახ მოკლა... ვინ? არამარტო იქ მყოფი ერთი ბიჭი, არამედ თავიცი ცოლ-შვილი მოკლა ცოცხლად, მათ დაუნგრია ცხოვრება, ის წუთისოფელი, რომელშიც თვითონ არსებობდა...
-ზაზა, ზაზა...-მხარი გაკრა გოგამ.
--ხო, რა იყო?-გონს მოვიდა ის.
-არ გშია? წამოდი!
-წამოვალ, ხო.-თმაზე გადაისვა ხელი და ფეხზე ადგა.


***
წერილის მიღებიდან მეორე კვირა იყო გასული... ზაზას თვალები ცრემლით ავსებოდა... მისმა ცოლმა შეხვედრაზე უარი თქვა, არ მოვიდა... ღირსი იყო მონახულების? როგორ ელოდებოდა ხოლმე ამ დღეს, ყოველდღე სურვილი კლავდა, გულში ჩაეკრა მისი ცოლი და შვილი, რომლისთვისაც მისაბაძი ვერასოდეს იქნებოდა. გულდაწყვეტილი თვალს აყოლებდა, იმათ, ვინც ასე მონდომებით მიისწრაფვოდა თავისი ოჯახისაკენ...
-რა ბედნიერი დაბრუნდი, რა იყო გიშვებენ?-შეეკითხვა ტანით მაღალი კაცი, საკანში შემოსულ, ლაშას.
-მალე გამიშვებენ, მალე!-გაიძახოდა აღტაცებით.
-ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს!-თქვა ზაზამ და საწოლზე წამოწვა.
-დღეს შენი ცოლი არ მოდის?-იკითხა ერთ-ერთმა.
-არა და რა პრობლემა გაქვს?!-გაბრაზებულმა უთხრა, ზაზამ.
-არაფერი, ძმაო, ჩვენზე ნუ იყრი ჯავს...-აგდებულად უპასუხა, მან.
-რა გინდა, რას გადამეკიდე?!-ნერვებ მოშლილი მივარდა, ზაზა და საყელოში წვდა.
-აქ რა ხდება?-საკანთან მდგომი ბადრაგი შემოვიდა და დაწყნარებისკენ მოუწოდებს.
ორივე დადუმდნენ, თუმცა მუქარით სავსე თვალებს ორივეს შეატყობდით.
-რა დაგემართათ, ჩვენი გაგვჭირვებია აქ...-უთხრა ხნიერმა კაცმა.
ყურადღება აღარ მიაქცია მათ, ისევ თავის საფლომბელოს დაუბრუნდა და კვლავ ფიქრებში გადავარდა. ფიქრი, ფიქრი ფიქრი... ეს ხომ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ უკანასკნელის გარეშე ადამიანი არ არსებობს, თითოეული ჩვენგანი, თუნდაც ყველაზე ზარმაცი ადამიანიც კი ხშირად ფიქრობს... ფიქრის გარეშე ადამიანი წარმოგიდგენიათ? მე არა, არც ზაზას... ცხოვრება და ფიქრი, ფიქრი და ცხოვრება... ცხოვრება რაღაც მომენტში უფსკრულია, რომელიც არ იცი რომელ მხარეს წაგიყვანს, რომელ მხარეს გადავარდები, ჭაობი შეგხვდება და ამოსვლას ვეღარ შეძლებ, თუ ადგილი, სადაც დაეცემი, მაგრამ უფლის მეშვეობით წამოდგები...
****
მას კვლავ წერილი ეჭირა ხელში, მაგრამ გახსნა არ შეეძლო, ვერ ხსნიდა კონვერტს, ისე ეშინოდა, როგორც სკოლის პირველ დღეს იყო დამფრთხალი... როგორც იქნა გახნა, რაც არ უნდა ყოფილიყო უნდა აეტანა, ეს ხომ მისი ცხოვრებისთვის უკვე დაკანონებული იყო.
,,არ მოვედი, უფროსწორედ ვერ მოვედი... გახსოვს, როდესაც გაბრაზებული ვიყავი შენზე სხვა ოთახში გავდიოდი, რადგან არ მიყვარდა წუთები, რომლებიც ცუდის მეტს არაფერს შეიცავენ, ან ვის უყვარს რომ?! თავს იცი როგორ ვგრძნობ? მგონია რომ ბოსფორის სრუტესთან მფრინავი თოლია ვარ და დამგელებული საკვებს ვეძებ, ოღონდ ჩემ შემთხვევაში ბედნიერების ელექსირს... რამდენი წერილიც არ უნდა მოგწერო ყოველში საყვედური იგრძნობა, ასეთი ვარ, არც ერთი ვარ იდეალური... ალბათ ამან განაპირობა, რომ ორივე მწარედ ვისჯებით... ჩვენვის აღარ არსებობს ტკბილი გემო, ახლა მხოლოდ მწარეა, მწარე... უარესად გტანჯავ ამ წერილებით, მაგრამ რა ვქნა, მინდ აყველაფერი გითხრა, რასაც ვგრძნობ ამოვანთხიო... რა სუსტები ვართ. ადრე მეგონა ძლიერები ვიყავით, მაგრამ ყველაფერს ხომ გასაჭირში გამოცდი?! ნახვამდის, არ ვიცი შეიძლება ეს წერილი უკანასკნელი იყოს ან კვლავ განვაგრძო შენი და ჩემი წამება...“
წერილის კითხვა დაამტავრა თუ არა ფურცელი ძირს დააგდო და გარეთ მდგომ კაცისკენ წავიდა.
-მისმინე, ახლავე უნდა დავრეკო, ახლავე...
-დაუბრუნდი ადგილს, რას გადამეკიდე...
-გთხოვ, ორი წუთი, სულ ორი წუთი...-ბადრაგმა აქეთ-იქით დაწყოყურება, საკანი გააღო და ტელეფონებისკენ წაიყვანა.
-ყურადღებით იყავი...-ტელეფონისკენ წაიყავა და მიანიშნა რომ სწრაფად დარეკოს. ზაზამაც, თავისი სახლის ტელეფონი აკრიფა და ელოდებოდა ხმას, რომელიც ასე ძლიერ ენატრებოდა...
-გისმენთ...-თავისი ნაწილის, შვილის ხმა გაისმა... უნდოდა ეთქვა ,,გამარჯობა, მე მამაშენი ვარო“, მაგრამ ვერ შეძლო... რა მტკივნეულია არა, როდესაც საკუთარი შვილი ხმაზე ვერ გცნობს...
-დედა სახლშია?-შეეკითხა, ზაზა.
-დიახ, ახლავე...
-გისმენთ, რომელი ბრძანდებით?-ხმა, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო ზაზასთვის, ათასიდან ამოიცნობდა, ამ ხმას...
-ზაზა ვარ... იმისთვის გირეკავ რომ...
-დაუჩქარე!-თავი შეახსენა, კაცმა.
-გთხოვ, ეს წერილი უკანასკენლი არ იყოს!-მშვიდი, წყნარი ხმით უთხრა და ტელეფონი გათიშა.
-გმადლობ!-თქვა და საკანში დაბრუნდა.

***
ერთი კვირა იყო გასული, ზაზა ისე ელოდებოდა წერილს გეგონებოდათ ერთი კვირა კი არა წელი არისო....
ცოტახანში კი მას კვლავ ეჭირა ხელში სიფრიფანა ფურცელი... თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა სიხარულით, რომ მან კვლავ მოწერა წერილი, დაინდო მისმა ცოლმა, ძვირფას ადამიანმა...
,, ეს უკანასკნელი წერილია, შენც გტანჯავ და ჩემს თავსაც ვიტანჯავ, არ მინდა შვილი ასეთ პირობებში გავზარდო, მშვიდობით!“
მხოლოდ ეს სიტყვები ეწერა წერილიში, ერთი წინადადება.
უკანსკნელი, უკანასკნელი...-იმეორებდა ხმადაბლა.-მისთვის ასე აჯობებს...

მეორე დღეს, დილით კი ყველამ გაიგო რომ ოცდა მეორე საკანში კაცი გარდაიცვალა, ძილში გაპარულა.
წერილები ციხეში (სრულად)



№1 სტუმარი Shore shore

Chemi busuna zalian sevdiani iko mecyina rom mokvda Zaza ar unda mietovebina cols

 


№2  offline წევრი teddy))

Shore shore
Chemi busuna zalian sevdiani iko mecyina rom mokvda Zaza ar unda mietovebina cols

ძალიან დიდი მადლობა, შორე! <3

 


№3  offline მოდერი sopiko

ბოლოს ველოდი, რომ თავს ჩამოიხრჩობდა.
ძალიან სევდიანი, მაგრამ რეალური იყო. შავი, შავზე შავი ნაცრისფერი ლაქებით.
ასეთი რამ მგონი არ წამიკითხავს აქ! არც მსგავსი და ამიტომ უფრო მოვიხიბლე heart_eyes
პ.ს. ''კლეტკები'' არა მგონია ქართული სიტყვა იყოს, გისოსები.

sopiko
ბოლოს ველოდი, რომ თავს ჩამოიხრჩობდა.
ძალიან სევდიანი, მაგრამ რეალური იყო. შავი, შავზე შავი ნაცრისფერი ლაქებით.
ასეთი რამ მგონი არ წამიკითხავს აქ! არც მსგავსი და ამიტომ უფრო მოვიხიბლე heart_eyes
პ.ს. ''კლეტკები'' არა მგონია ქართული სიტყვა იყოს, გისოსები.

პ.ს.2. ოცდამეორეც ერთად იწერება, როგორც ვიცი.

 


№4  offline წევრი nino araxamia

ძალიან მაგარი იყო ყოჩაღ ზაზა მაგარი კაცია ეტყობა . ცოლსაც ვერც ცუდს ეტყვი და ვერც კარგს აი ნიკოს თუ ნიკას კი კარგს ვერაფერს ეტყვი !! მძულს ესეთი ბავშვები!! ისხომ მამასი იყო? ნუთუ ერთხელ მაინც არდაინტერესდა რატომ გააკეთა ეს?!

 


№5 სტუმარი me vambob simartles

ერთ ისტორიას გავს ძალიან worried ყოველშემთხვევაში იდეა არის მოპარული frowning

 


№6  offline წევრი teddy))

me vambob simartles
ერთ ისტორიას გავს ძალიან worried ყოველშემთხვევაში იდეა არის მოპარული frowning

როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ, ყოველ შემთხვევაში მე ვიცი, რომ არავისგან მომიპარავს

sopiko
ბოლოს ველოდი, რომ თავს ჩამოიხრჩობდა.
ძალიან სევდიანი, მაგრამ რეალური იყო. შავი, შავზე შავი ნაცრისფერი ლაქებით.
ასეთი რამ მგონი არ წამიკითხავს აქ! არც მსგავსი და ამიტომ უფრო მოვიხიბლე heart_eyes
პ.ს. ''კლეტკები'' არა მგონია ქართული სიტყვა იყოს, გისოსები.

sopiko
ბოლოს ველოდი, რომ თავს ჩამოიხრჩობდა.
ძალიან სევდიანი, მაგრამ რეალური იყო. შავი, შავზე შავი ნაცრისფერი ლაქებით.
ასეთი რამ მგონი არ წამიკითხავს აქ! არც მსგავსი და ამიტომ უფრო მოვიხიბლე heart_eyes
პ.ს. ''კლეტკები'' არა მგონია ქართული სიტყვა იყოს, გისოსები.

პ.ს.2. ოცდამეორეც ერთად იწერება, როგორც ვიცი.

გმადლობ, ჩემო სოფიკუნა! <3

nino araxamia
ძალიან მაგარი იყო ყოჩაღ ზაზა მაგარი კაცია ეტყობა . ცოლსაც ვერც ცუდს ეტყვი და ვერც კარგს აი ნიკოს თუ ნიკას კი კარგს ვერაფერს ეტყვი !! მძულს ესეთი ბავშვები!! ისხომ მამასი იყო? ნუთუ ერთხელ მაინც არდაინტერესდა რატომ გააკეთა ეს?!

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№7  offline მოდერი sopiko

me vambob simartles
ერთ ისტორიას გავს ძალიან worried ყოველშემთხვევაში იდეა არის მოპარული frowning

იქნებ დააკონკრეტოთ რომელ მოთხრობას?

 


№8  offline წევრი MakunGillies

ძაან სევდიანი იყო მაგრამ საინტერესოც <3 მომეწონა ძაან <3 heart_eyes heart_eyes

 


№9  offline წევრი teddy))

MakunGillies
ძაან სევდიანი იყო მაგრამ საინტერესოც <3 მომეწონა ძაან <3 heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა! innocent kissing_heart heart_eyes

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

იმდენი ქენი, პატიმრები შემეცოდა disappointed_relieved საინტერესო წასაკითხი იყო, უცხო კუთხიდან დანახული kissing_heart

 


№11  offline წევრი teddy))

murachashvili
იმდენი ქენი, პატიმრები შემეცოდა disappointed_relieved საინტერესო წასაკითხი იყო, უცხო კუთხიდან დანახული kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა, ანა! kissing_heart heart_eyes ძალიან გამიხარდი innocent blush

 


№12 სტუმარი Tako...^^

მაგარი იყოო <3 <3 შემეცოდა :( <3 <3

 


№13  offline წევრი teddy))

Tako...^^
მაგარი იყოო <3 <3 შემეცოდა :( <3 <3

დიდი მადლობა :*

 


№14  offline ადმინი მწარე

არა რა იგრძნობა შენში ნიჭი მომწონს კარგად წასაკითხი იყო ^_^
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№15  offline წევრი teddy))

Mware
არა რა იგრძნობა შენში ნიჭი მომწონს კარგად წასაკითხი იყო ^_^

გმადლობ, ჩემო მწარე, მაგრამ ჩემთვის მაინც ტკბილი ხარ ხო იცი joy innocent heart_eyes

 


№16  offline აქტიური მკითხველი La-Na

დღეს ცუდი დღე მაქვს აშკარად.შენ რას გერჩი საყვარელო ძალიან კარგი ისტორიაა.პატარა მაგრამ ბევრის მთქმელი,ნამდვილად რთულია როცა იცი ვერ ნახავ,ვერ შეეხები ადამიანს რომელიც გიყვარს,თუმცა დამენანა სასიკვდილოდ.
--------------------
ლანა

 


№17  offline წევრი teddy))

La-Na
დღეს ცუდი დღე მაქვს აშკარად.შენ რას გერჩი საყვარელო ძალიან კარგი ისტორიაა.პატარა მაგრამ ბევრის მთქმელი,ნამდვილად რთულია როცა იცი ვერ ნახავ,ვერ შეეხები ადამიანს რომელიც გიყვარს,თუმცა დამენანა სასიკვდილოდ.

ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent