დაწუნებული სარძლო (თავი 2)
-მარიაა, მარია ადექი გიომ დარეკა დღეს ზღვაზე ერთად გავიდეთო. -თიკა დამაძინე... ან გიო ვინაა, ან ამ დილა ადრიან ზღვაზე რა მინდა?! -მარია ხო კარგად ხარ? რა დროს დილაა გოგო 2 საათია უკვე, ადექი მალე! -უი მართლა? ამდენი ხანი რამ დამაძინა? -რავი აბა არადა ჩემზე ადრე დაწექი... -ჰო მაგრამ მთელი ღამე არ მიძინია. -რაა? რატო? ჰა გამოტყდი ვინმეზე ფიქრობ? -არა გოგო რა ვინმეზე უბრალოდ თავი მტკიოდა. -კაი ჰო ადექი ახლა მალე და წავედით ზღვაზე. -გიო ვინაა? -გოგო რაგჭირს გუშინ არ ნახე? დემეს ძმაკაცი როა, დემეც მოდის ალბათ. -აუ თიკ მარტო წადი რა, რაღაც თავი მტკივა და ჯობს დავიძინო... -ქალბატონო მარია დროზე აბრძანდი და ჩაიცვი, ჰოარ გგონია რომ სახლში დაგტოვებ ან ეგ ტყუილები გაგივა, როდემდე უნდა იყო ასე დაკომპლექსებული? ბიჭებთან ერთად არ გინდა ხო წამოსვლა?! -არა გოგო ეგ რა შუაშია მართლა გადაღლილი ვარ, მთელი წელი აბიტურიენტობა, ხო იცი რა გიჟური რეჟიმი მქონდა? -ჰოდა ახლა ადექი, განიტვირთე და ცოტა ხანს წიგნები და გამოცდები არ გამაგონო. -კაი ჰო მაცადე ჩაცმა! თიკამ ოთახი დატოვა. მარია: ჯანდაბა, ჯანდაბა არ მინდა ამ დემეტრეს ნახვა, არ მინდა ისევ მაწვალოს და სისხლი გამიშროს, თან გუშინ ვიღაც ბო**ან ერთად იყო და თვითონაც დაინახა რომ დავინახე, ახლა რა ვუთხრა ან რას მეტყვის, თან როგორ იდიოტურად გამეცინა, აუ არადა თიკასაც ვერ მოვიშორებ.... კარგი მხოლოდ ერთხელ დავნებდები და წავალ ჰოარ შემჭამს ბოლო-ბოლო, თან ჩემი შეჭმა არც ისე მარტივია. ,,ეიი დღიურო ახლა მე ზღვაზე უნდა გავიდე ჰოდა თუ რამე მოხდა მოგიყვები, არ მოიწყინო უჩემოდ!’’ -მარიააა... -ნუ კივი თიკა ჩამოვდივარ... გარეთ მანქანა დახვდა მხოლოდ დემე და გიო ისხდნენ. თიკამ ორივე გადაკოცნა, მარიაც მიესალმა და მანქანაში ჩაჯდა. დემე საჭესთან იჯდა. -ქალბატონო მარია შენ ისევ ისეთი ამაყი წიწილა ხარ?! -უკაცრავად?? -ჰო რა იყო მთელი ბავშვობა ამაყ წიწილას გეძახდი, ზედ არასოდეს არავის უყურებდი. -წესიერად ახალგაზრდავ! ისე შენადა გუშინ კარგად გაერთე?! -რას გულისხმობ?! -გუშინ მაგარ ნაშასთან ერთად იყავითქო და... -ვა შენ ეგეთებით იცი?! -ადამიანებს სიფათებზე ვცნობ! -ისევ ისეთი სწერვა ხარ, უკაცრავად უარესი! -შენ რა იცი როგორი ვიყავი ან როგორი ვარ? -მე ყველაფერი ვიცი ქალბატონო! -და ახლა რას ვსაქმიანობ იცი? ან მომავალსაც ხომ ვერ მიწინასწარმეტყველებ? -მომავალს ვერა, ვანგა არ ვარ! ისე ახლა რას საქმიანობ?! -იურიდიულის სტუდენტი გავხდი წელს. შენ? -მე სამედიცინოს სტუდენტი ვარ, მე-2 კურსზე გადავედი. -ანუ ექიმთან მისვლა არ ღირს. -ცდები ქალბატონო! მორჩით ახლა ამ ერთმანეთის წაკბენას მივედით უკვე. -აუ თიკ მე ზაგარს მივიღებ ხო იცი წყალი არ მიყვარს. -კაი როგორც გინდა. -შენ წყალი არ გიყვარს თუ ცურვა არ იცი? წამო მე გადაგარჩენ. -არ მიყვარს მეთქი წყალი და შემეშვი! -და ახლა რომ წყალში ჩაგაგდო დამიჭერ? -არა დაგახრჩობ! -ჰოდა წავედით..... დემემ ზურგზე მოიგდო მარია და ზღვაში შევარდა.... -დამსვი იდიოტო... ცხოველო... ხეპრე.... -ჩაგაგდებ იცოდე.... -არაა არრაა მეშინია (მთელი ძალით შემოეკრა მწვალებელს) -აბა ცურვა ვიციო?! -ვიცი მეთქი და ახლავე ნაპირზე გამიყვანე! -შენით გადი თუ მაგარი ხარ. (წყალში ჩააგდო მარია) რის ვაი ვაგლახით გაცურა მარიამ და ნაპირზე ავიდა: ფუ როგო მეზიზღება ეს ცხოველი! პლაჟზე წამოწვა და ფიქრი დაიწყო, ინანა, თან როგორ მწარედ ინანა აქ წამოსვლა. -ვა მარია წყალში იყავი? -არ ვყოფილვარ თქვენმა იდიოტმა მეგობარმა ძალით ჩამაგდო! -დემემ ტო? -ჰო აბა დემეს გარდა ვინმე შენს ძმაკაცს ხედავ აქ?! -კაი რა, მერე რა, ზაფხულია... -ვერვიტან წყალსთქო, არ ვთქვი მე გასაგებად! -კაი მე და თიკა გპირდებით რომ ბოდიშს მოგიხდის. -არ მჭირდება მე მაგის ბოდიში და წადით თქვენც იბანავეთ. -თიკ მართლა გაბრაზდა ეს შენი დაქალი?! -ჰო, ვერ იტანს წყალს და ვილოცოთ ან დემე არ მოკლას, ან დემემ არ მოკლას, ერთმანეთზე უარესები არიან. -რა იყო მარია რა გაბუტული ზიხარ? -ზაგარს ვიღებ! -არ გინდა ზღვაში მიიღო ზაგარი? -ახლა კარგად მომისმინე ბატონო დემეტრე: აღარ გაბედო და წყალში არ ჩამაგდო და საერთოდ არ გიცნობ არ მიცნობ. -კარგი რა მეკიდე ვიფიქრე საღამოს ერთად გავისეირნებთ, ყავას დავლევთ და დავმეგობრდებითთქო. -არაფერში მჭირდება შენნაირი ხეპრე მეგობარი გაიგე?! -კარგი რა აღარ ვიზამ იგივეს შემირიგდი. -შემეშვი! წავედი მე თიკას უთხარი დაიღალა და წავიდათქო. -დარჩი და ერთად წავიდეთ. -არა! -გაგაცილებ. -არც იფიქრო! ,, დღიუროოო დღეს იმ ხეპრემ წყალში ჩამაგდო, იცი როგორ შემეშინდა?! ყველაზე მტკივნეული მოგონება გამახსენდა როგორც კი წყალში აღმოვჩნდი ნამდვილი იდიოტია ჯერ გზაში შემჭამა მერე სანაპიროზე. მეორედ მაგის დანახვა აღარ მინდა, თიკას რომ დაუჯერებ ადამიანი მეტის ღირსი ვარ. ბატონმა საღამოს გავისერნოთო და მაგ დებილის გონია გავყვები, ეგღა მაკლია ეგეთ დებილთან ერთად გავიდე გარეთ, თან თურმე მომავალი ექიმია ბიჭი, მაგან ვის უნდა უშველოს თვითონ საშველია! ჯერ არ ჩამოვსულვარ და უკვე დავიღალე! მეგონა ამ საშინელი წლის მერე დავისვენებდი მაგრამ.... მორჩა მე გარეთ აღარ გავალ და დემეტრეს მოვერიდები. არ მაქვს ახლა არავისთან ჩხუბის თავი. კაი ახლა წავალ კითხვას გავაგრძელებ და მერე თუ რამე მოხდა მოგიყვები’’. ანა კარენინას კითხვა დაიწყო მაგრამ ვინ აცადა.... -მარიაა.... სად გამოიპარე გოგო? -არ გამოვპარულვარ იმ ერთუჯრედიანს ვუთხარი, თიკას უთხარი რომ მივდივართქო. -მაგ ერთუჯრედიანს მგონი მოეწონე. -თიკააა ეგ აღარ გაიმეორო! გულისამრევია! -რაც უფრო ეტლიკინები მეტად გადაგეკიდება და თავს შეგაყვარებს! -თიკა გაჩუმდი, ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს არ მიცნობ, ვინ უნდა შემაყვაროს გოგო თავი ან რატო?! ერთმანეთს არცკი ვიცნობთ, უბრალოდ იდიოტია, გაიბლატავა და ნერვები დამაგლიჯა. -ეგრე თუ გადაირევი უფრო გადაგეკიდება და რავი ასე თქვა საღამოს უნდა შემხვდესო. -ვის უნდა შევხვდე გოგო გაუბერე, ან როდის ვუთხარი შეგხვდებითქო?! -შეხვდები მარია, შეხვდები დაგითანხმებს! -შენ რა არ მიცნობ?! რაც არ მინდა იმას არ გავაკეთებ! -შენც კარგად გიცნობ და დემეტრესაც ასე რომ შეხვდები! დემე ის ადამიანია ვინც კისერს მოგიგრეხს თუ მოინდომა! -თიკააა!!!! -კარგი ჩუმად ვარ მაგრამ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე და ეცადე არ შეგიყვარდეს, ხო იცი ეგეთების სიყვარული საშიშია! -თიკააააა!!! იმისთვის ვურტყი წიგნებს თავი რომ ვიღაც ხეპრეს გავეკიდო?! -მე ჩემი გითხარი! კარგი საჭმელს გავაკეთებ და ჩამო! -არმშია! -ჩამოხვალ! ძლივს შეჭამა ცოტა კარტოფილი, ყავაც დალია, მაგრამ ამ ყველაფერს ინსტიქტურად აკეთებდა, აი ზუსტაც ისე, როგორც ცხოვრლებს აქვთ ინსტიქტები, თიკასთან ლაპარაკიც არ უნდოდა გამუდმებით დემეტრე უტრიელაბდა გონებაში და ყოველ გახსენებაზე უფრო და უფრო მეტად ეზიზღებოდა, ყველაზე მტკივნეული ამბავი გაახსენა წყალში ჩაგდებით და ცრემლებს ძლივს იკავებდა, სულიერად ნადგურდებოდა და უცებ ტელეფონის გამაყრუებელი ხმა... -მარია ვიღაც გირეკავს გოგო აზრზე მოდი... -ა უი, უი ეს ვისი ნომერიაა?! -მარია დღეს ხო იცი კაფეში მოდიხარ. -რა მინდა კაფეში ან ვინ ხარ? -კაფეში რატო მიდიან ხოლმე? და კარგად იცი ვინც ვარ, ხომ შევთანხმდით საღამოს შეხვდერაზე. -რაღაც არ მახსოვს რამეზე შეგთანხმმებოდი და ჩემი ნომერი ვინ მოგცა. -შენთვითონ მითხარი... -რა გითხარი მე შენ დებილი ხოარ ხარ? -მარტივი სხვისი ტელედან ზარის გაშვება. -შემეშვი არსად არ მოვდივარ! -რა იყო ჩემი გეშინია?! -შენი რატო უნდა მეშინოდეს? -ჰოდა ნუ მაფიქრებინებ რომ ქაჯი ხარ, ან ჩემი გეშინია და წამო! -სულაც არ მეშინია შენი და საღამოს თიკასთან ერთად უნდა ვიყო. -თიკა ჩემო ქლბატონო გეგას ხვდება ასე რომ ადექი და გამომყევი. -რა გეგა ვინაა? რას ბოდავ თიკას არაფერი უთქვამს? -ჰო როდის გეტყოდა ისე გამოვარდი რომ... გეგა და ბიჭები მერე მოვიდნენ და ეტყობა სახლშიც არ აცალე თქმა! მორჩა 7 საათზე სახლთან გელოდები, დროებით! -თიკაააააააააააა........ -რამოხდა? -გოგო ვის ხვდები დღეს? მე მარტო მტოვებ ხო? -ისე წიოდი და ანთხევდი შხამს რას გეტყოდი?! გეგა შარშან გავიცანი, წელსაც ჩამოვიდა დემეს ძმაკაცია ჰოდა მთხოვა გაგვესეირნა... -და მე დემესთან მიმაგდე ხო? -მომისმინე ახლა თუ დემეს არ გაყვები ეგონება რომ მოგწონს და ემალები, წადი და ნახე კიარ შეგჭამს, იქნებ დაუმეგობრდე კიდეც. -თიკა შენ სულ გაუბერე ხო? რა მინდა გოგო ვიღაცასთან? - მაღლა წამო.... აი ეს შარვალი და ზედა ჩაიცვი და გავედით! -სად? -ჯერ შენ ჩაგაბარებ დემეს მერე მე წავალ გეგასთან! -ნუ უბერავ არსად არ მოვდივარ! -ძალით გაგათრევს დემე იცოდე და ნახავ! ჯობს შენ აყვე ომში და აჯობო! -თიკა!!! -მორჩა ჩაიცვი! -ეს არის ბოლო როცა გემორჩილები და ბოლოა როცა იმ ხეპრეს ვნახულობ! -ეგრე ჯობს, ანახე რომ არ გეშინია! -ერთი მყუდრო კაფე ვიცი და იქ წავიდეთ, თან შენზე მოგიყვები ამბებს, გატყობ საერთოდ არ გახსოვარ. -კარგი. -ჰოდა კიდე არ ვიცი წყალზე ასეთ ისტერიკას რატომ აწყობ, მაგრამ გეტყობა მიზეზი გაქვს და ბოდიში, თუ გინდა მომიყევი რა მოხდა ასეთი, ასე რომ გაშინებს წყალი? -გაპატიე. გთხოვ ახლა მაგ ამბის გახსენება არ მინდა. -კარგი. აი კაფეშიც მოვედით რას შეუკვეთავ? -ცივი ყავა. - მხოლოდ? დასალევი არ გინდა რამე? -არა არ ვსვამ. -კარგი შენი ნებაა... -მარია, გახსოვს ადრე რომ გაწვალებდი ხოლმე? -მართლა გეუბნები არაფერი არ მახსოვს. -გახსოვს ბაღში რომ დადიოდი? მაშინ ხუჭუჭა თმა გქონდა და ერთხელ ჩემი ჯგუფიდან რომ გამოვიპარე შენთან შემოვედი და ის ბორში გადაგასხი ასე რომ გძულდა? -რა? დემე არაფერი მახსოვს რას ბოდავ?! -მაშინ 5 წლის იყავი, თუ გინდა დედაშენს კითხე, მე შენზე წლინახევრით დიდი ვარ და მახსოვს... ყველაზე მეტად შენი წვალება მიყვარდა... არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ბაღის მოგონება არასოდეს დამვიწყებია, დედაჩემიც დღემდე სიცილით იხსენებს მაგ ამბავს და სულ იმას ამბობს რაც ბავშვობაში იყავი ის დარჩიო... ის გახსოვს 6 წლისას წყლით რომ გაგწუწე და გავიქეცი? -რაღაც მსგავსი მახსოვს, მაგრამ ვინ იყო ის ბიჭი ეგ არ მახსოვს... -ჰოდა მე ვიყავი ის ბიჭი... მინდოდა შეგემჩნიე და წყალი გადაგასხი, ოღონდ მერე რატო გავიქეცი არ ვიცი... -თურმე ბავშვობაში კარგად ვიცნობდით ერთმანეთს... -იცი რამდენი რამ მოხდა ბავშვობაში? იმიტომ მინდოდა შენი ნახვა... მინდოდა გაგხსენებოდა ყველაფერი და ამდენი წლის შემდეგ მაინც დავმეგობრებულიყავით. ის გახსოვს 14 წლისას რომ ჩაგეხუტე? ახლა სიამაყს გამო არ თქვა არაო, უეჭველი გემახსოვრება და ისიც ვიცი, რომ ბიჭებს ასე ადვილად არ ეხუტები და მით უფრო დაგამახსოვრდებოდა. -მახსოვს. (ხმადაბლა თქვა და თავი ჩახარა, თითქოს რაღაცის შერცხვა, თიოთქოს რაღაც შესცოდა) კაფედან გამოსულს დემეტრემ გაუცნობიერებლად ხელი ჩაკიდა მარიას და ასე გაუყვნენ სანაპიროს... ნეტავ რატომ არ გააშვებინა მარიამ ხელი, ნეტავ სცოდნოდა რას უმზადებდა ცხოვრება, თუმცა ეს ხომ არავინ იცის, ყველა დინებას მივყვებით, ყველანი ვიტანჯებით ან უსაზღვროს სიხარულს ვგრძნობთ. მარიაც გაიზარდა და დიდური ცხოვრება დაიწყო, დღეს პირველად ჩაჰკიდა ,,უცხო’’ მამაკაცს ხელი და ისე მიუყვება ქუჩას. რისთვის ამზადებს ასეთ დროს ღმერთი ახალგაზრდებს, უსაზღვრო ტკივილისთვის თუ სიხარულისთვის?! რა ელოდებათ დემეს და მარიას?! ვინ არიან ერთმანეთისთვის?! ორივე რაღაცას ფიქრობდა, მაგრამ ხელის გაშვება არცერთს უცდია, იქნებ ადრეც უნდა ჩაეკიდათ ხელი, იქნებ ღმერთს უნდოდა რომ ეს ორი განსხვავებული ადამიანი ერთმანეთს შეხვედროდა, ან იქნებ პირიქით, ღმერთმა აარიდა ყოველგვარ განსაცდელს და ახლა ეშმაკი შეუჩნდა ორივეს და უფალმაც პირველი გამოცდა მოუწყოთ. იქნებ ეს ხელის ჩაკიდება სულაც არ იყო სამუდამო, ან პირიქით ეს იმის ნიშანი იყო რომ ისინი არასოდეს გაუშვებდნენ ერთმანეთს, რომ დემეს მწვალებლობა მხოლოდ სიყვარულის გამოხატულება იყო და მეტი არაფერი. არ ვიცით, არ ვიცით, ადამიანებმა არასოდეს ვიცით როგორ წყდება ჩვენი ბედი ზეცაში, სანამ დინებას არ გავყვებით და მერე არ ვიხოხებთ ქვებზე, არ ვიქნებით დახრჩობისთვის განწირულნი, არ ჩავიძირებით, ან არ ვიქნებით მშვიდი დინების მომსწრენი, რომელიც უსასრულო ბედნიერებას მოასწავლებს. ესაა ცხოვრება და ჩვენ მას უნდა გავყვეთ, უნდა გავყვეთ სანამ სიარული შეგვიძლია, თუ წავიქცევით ხოხვით უნდა გავყვეთ, ოღონდ არასოდეს დავნებდეთ. არავინ იცის რა ელოდათ დემეს და მარიას, მაგრამ ფაქტია ორივე დინებას მიყვა და არცერთს უფიქრია საპირისპიროდ ეცურა. ბავშვებო შემიფასეთ რა არ დაიზაროთ :* წინ იმდენი სიურპრიზი გელოდებათ და საკმაოდ ვრცელი ისტორიაა, თუმცა გპირდებით ყოველ დღე დავდებ და უფრო და უფრო გავზრდი თავებს, მთავარია თქვენი ინტერესი და გპირდებით ბევრს არ გალოდინებთ. ეს ისტორია ჩემთვის ძალიამ ძვირფასია მისი 70% რეალურია, აქ არ არის მარტო სიყვარულზე, ისტორიის შუა ნაწიილიდა უკვე კარგად გამოიკვეთება მეგობრების როლი თითოული ადამიანის ცხოვრებაში და თვად განსაჯეთ რა არის სწორი და რა არასწორი. მარია და დემე რეალურები არიან, ასევე თიკა და ლენკაც, რომლებიც ოდნავ არიან სახეშეცვლილები, ძალიან ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდება დროდადრო და თავად შეაფასეთ, მე ცოტა ხნით დემეს და მარიას ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო და ბევრი რაღაც თავიდან გავიარო... ისტორია იწერება ლენკას თხიოვნით, ნუ რეალურად სხვა სახელი ქვია. აბა შეფასებები არ დაიზაროთ და მითხარით გინდათ გაგრძელება?? <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.