ანდრო, ყაზბეგი და ორი ქეთა.. (ნაწილი პირველი)
ანდრო,ყაზბეგი და ორი ქეთა.. ნაწილი პირველი. *** -ლიზა, ქეთა მოიტაცეს.. -ვერ გავიგე, რა მითხარი?! -ქეთა მოიტაცეს-მეთქი, მეც ეხლა გავიგე.. *** -არ მესმის? ქუჩაში ვდგავარ, ვერ გავიგე. თქვი კიდევ ერთხელ! ვერ გავიგე-მეთქი. დაიცა, ორი წუთი. ხო, აი ეხლა თქვი, გისმენ.. ვინ?! რა ქნეს? ქეთა მოიტაცეს?! ხო არ აუფრინე? *** -ნიკუშ! -შენ ნანკასთან არ უნდა იყო ეხლა? -ნანკა კი არა,მაგარი დაგვერხა, შენს ძმობას ვფიცავარ! -რა მოხდა, დაფქვი დროზე! -შეგვეშალა, -რა? -გოგო შეგვეშალა, -რას ქვია შეგვეშალა,ტო? -შეცდომით მოვიტაცეთ-მეთქი, ანუ, რა ვერ გაიგე? *** უნივერსიტეტიდან როგორც კი გამოვედი, ყველა მე შემომახტა. -რა ქენი? მოუსვენრობისგან ცქმუტავდა ლიზა. -ამოიღე გოგო ხმა, ჩააბარე? ელენეს ლამის ხმა ჩაუწყდა,იმდენჯერ მკითხა. არადა ორივემ იცოდა, რომ ჩამბარებელი ვიყავი. -ხო, აბა რას ვიზავდი! ღიმილით შევეგებე მე. -ისე, მაგარი ძნელი კი იყო! განსაკუთრებით ბოლო საკითხი, ოცდამეცხრე შემხვდა, მე. -აუ, შე სასწყალო, რა უბედო ხარ.. სიცილით მეუბნებოდა ელენე. -უბედო მეძახე და მაინც სწორედ დავწერე, შენ რა ქენი? -ოთხმოცდაცხრიან! გამეკრიჭა ელენე. -მე რო სამოცდათვრამეტი მივიღე, რა ვითომ? სამივეს გაგვეცინა. ლიზა თავით ვიღაცაზე მანიშნებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ვისზე. მერე ელენემ მიჩქმიტა, გვერდით გაიხედეო, და რო გავიხედე, უცხო ბიჭების მეტი ვერაფერი დავინახე. გამიკვირდა. რა გინდათ-მეთქი, მაგრამ ისეთი სახით შემომხედეს, გავჩუმდი. -არ მითხრა, რომ არ იცი ვინები არიან! ცხვირი ჩამოუშვა ელენემ და ლიზას გადახედა. მხრები ავიჩეჩე. -უნდა ვიცოდე? -ღმერთმანი! მარცხნივ რო დგას ნიკუშაა ლატარია,კალათბურთელი, გახსოვს საყიდლებზე რომ დამეჯახა? ეგ იყო..-გახედვას ვაპირებდი, ელენემ ფეხი რომ ლამის მომაძრო.-არ გაიხედო, გიჟი ხარ? -კაი რა იყო, ხო არ იკბინებიან, -ნიკუშას წინ რო დგას, გიორგია ზედგინიძე, და მარჯვნივ თორნიკე ამაღლობელი, გაიხსენე? იმდღეს კაფეში რო ვნახეთ, რა გჭირს! -როგორ უნდა გავიხსენო ელენე, როცა არ ვიცი ვინები არიან! ღიმილით ვუთხარი მე. -გადამრევს ეს გოგო! შუბლზე ხელები აიფარა ლიზამ. -ნეტა რა უნდათ აქ, იმდღესაც არ ვნახეთ? ტუჩებს იკვნეტს ელენე. -ხო არ გამოშტერდით? ვინც გინდა ისინი იყვნენ-გავბრაზდი მე-ცეკვაზე მეჩქარება, სხვათაშორის.. თავზე ქუდი ჩამოვიფხატე და სახლის გზას გავუდექი. უცებ მოვბრუნდი, გოგოებს ვანიშნე საღამოს დაგირეკავთ-მეთქი და გზა განვაგრძე. მარჯვნივ რომ გავიხედე, სამივე ბიჭი მე მომშტერებოდა. გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და ჩიხში შევუხვიე. *** სამი დღით ადრე: -ახალ წელს სად ვხვდებით, ანუ? ცხელ ყავას წრუპავს ელენე და გათოშილ ხელებს ითბობს. -მე ჯერ სახლში, მერე გავიდეთ სადმე. ვეუბნები და მიმტანს ვეძახი, რომ შოკოლადის ნამცხვარი კიდევ მომიტანოს. -მეც ეგრე. დამეთანხმა ლიზა. -გასკდი ამდენი ნამცხვრის ჭამით, შენ.. აღარავის მოეწონები იცოდე! თითს გამაფრთხილებლად აქნევს ელენე და ჩემი თეფში, მის მხარეს ინაცვლებს. -ამ ჩემს ფეხებს, სიმწრით ვეუბნები მე. -რა აღარ მოეწონება, მარტო რომ ვუშვებ მეშინია, ვინმემ არ მოიტაცოს-თქო, და ამასთან რომ ვრჩები, კარებს ღიას ვტოვებ მაინც, ბევრი რო არ იწვალონ ვარდებისთვის.. ჩაბჟირდა ლიზა. მერე, უცებ სიცილის მიმიკა ისეთი აღშფოთებით შეეცვალა, დავეჭვდი, კენჭის გავლა ხო არ აქვს-მეთქი. -ოღონდაც არა! ვაიმე.. არ გაიხედო უკან, არ გაიხედო-მეთქი იდიოტო! -რა იყო, პრეზიდენტი დგას? -რა პრეზიდენტი, უარესი, -რაო? დაეჭვდა ელენე. -არ გაიხედოთ-მეთქი, ჩუმად! -აბა პრემიერ-მინისტრი? ვეკითხები მე. -რა პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტზე უარესია მეთქი და ამან, პრემიერ მინისტრიო. ხელები აიქნია ლიზამ. -მე ვიცი! წამოიყვირა ელენემ. -ვინმე ძაან მაგარი ტიპი დგას, ხო? ეშმაკურად გადახედა ლიზას. -ტიპი კი არა, ტიპები! ხელები შემოკრა და ყავის წრუპვა გააგრძელა. -უიმე, გამისკდა გული,-შევწუხდი მე-რა გეშველებათ! -თუ იცი მაინც, ვინები არიან? -როგორ უნდა ვიცოდე ლიზა, არც დამინახავს. ვაპირებდი გახედვას, თუმცა ლიზას მწარე ფეხის მოქნევამ, გადაწყვეტილება შემაცვლევინა. -არ გაიხედო იდიოტო, ერთ-ერთი აქეთ იყურება! -არ ვიხედები ხო, არა, ნუ შემჭამე! ვეუბნები და მიმტანს ვეძახი. ცარიელ თეფშს ვატან და ვთხოვ, რომ ახალი მოიტანოს.. *** ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველაფერი, ისე ვერ არის ჩემს ცხოვრებაში, როგორც უნდა იყოს. არადა თითქოს, ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. მყავს ჯანმრთელი მშობლები, კარგი მეგობრები,უმაღლესი განათლების მიღების უამრავი შანსი. ბევრი ფული, შესანიშნავი გარეგნობა და ცეკვის ნიჭი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ამასთან ერთად, "ზე"- ბევრი თაყვანისმცემელი და ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ. მაგრამ მაინც არის რაღაც, რაც ბედნიერების უმაღლეს პროცენტამდე მაშორებს და გზას მიჭრის იქამდე მისასველად. თითქოს ყველაფერი ერთფეროვნულია. სახლი-სკოლა-ცეკვა-მეგობრები. ცეკვა-სკოლა-მეგობრები-სახლი. პაემნებზე არასდროს დავდივარ. მაგრამ თუნდაც ყველაზე ძვირიან კაფეში საუზმობა, დამიჯერეთ, არაფერს ცვლის. ხანდახან ისე ვიღლები ხოლმე..ისე, რომ აღარ მინდა, არც ცეკვა, არც სკოლა, არც სახლი და საერთოდ არაფერი. მაგრამ იძულებული ხარ ადგე.. წახვიდე იქ, წახვიდე აქ.. მერე მოდიხარ და რა?! არც არაფერი.. უბრალოდ ერთით ნაკლები დღე, და ერთით მეტი პრობლემა გრჩება.. ზუსტად ასეა,თუ შენი ცხოვრება არ მოგწონს, მაინც ვერაფერს შეცვლი. ადამიანები ასე ვართ ხოლმე, არ მოგვწონს რაღაც და მის შეცვლას ვცდილობთ, მაგრამ შემდეგ იმასაც ვანგრევთ, რაც გვაქვს და მერე, უყველაფროდ ვრჩებით, და ისიც გვეკარგება, რაც ოდესმე გვქონია. როგორც კი მეორე ჩიხში შევუხვიე, ჩემი სახლიც გამოჩნდა. თუმცა იქამდე, ჯერ კიდევ შორი იყო. საერთოდ მიყვარდა ხოლმე სეირნობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ღამე იყო და კიდევ უფრო განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი. მაგრამ ახლა, არც ერთი იყო და არც მეორე, და მიუხედავად ამისა, მაინც მსიამოვნებდა უხმოდ სიარული. უცებ მანქანა შესახვევიდან მთელი სისწრფით გამოვარდა. ვერც გავაანალიზე როგორ გაჩერდა ზუსტად ჩემს ფეხებ წინ. ვერც იმას მივხვდი, როგორ შეძლო ასე მალე დამუხრუჭება, თორემ ახლა ალბათ აუცილებლად მიქელასთან ვიქნებოდი, კაი ხნის გამზგავრებული. რაც გავარჩიე, მხოლოდ ის იყო, რომ მანქანა შავი ფერის იყო, ჯიპი. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი.. ორი ბიჭი გადმოვიდა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მანქანაში ჩამტენა. დაყვირებაც ვერ მოვასწარი. თუმცა ერთადერთი, რაც შევძელი ის იყო, რომ თითქმის უხმოდ და საწყლად ამოვიკნავლე, მიშველეთ-მეთქი. მაგრამ ვინ იყო მაშველი?! არც არავინ იდგა იქვე ახლომახლოს და ალბათ, რომც დავენახე, თავს არავინ შეიწუხებდა. არ ვიცი როგორ ან რატომ, მაგრამ გავითიშე. გონს რომ მოვედი, ხერხემლის ყველა ძვალი ერთიანად მტკიოდა. კისერი კი ისეთი გაშეშებული მქონდა, ალბათ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, გამოძრავებას ვერ შევძლებდი. რამდენიმე წამში მივხვდი, რომ მანქანის უკანა სავარძელზე ვიწექი და თავი ვიღაცის კალთაში მქონდა ჩადებული. მერე, ყველაფერი ნელ-ნელა გამახსენდა და ისეთი სისწრაფით წამოვვარდი, თავი ფანჯარას მთელი ძალით მივახეთქე. -ეე, ფრთხილად დაიკო, იტკენ რამეს ეგრე! მომეშველა ჩემს გვერდით მჯდომი ბიჭი და გასწორებაში დამეხმარა. -ღმერთო! ოღონდაც მითხარი რომ სიზმარში ვარ და გეფიცები, ელენეს მთლიანი კაფის ნამცხვრებს დავუთმობ ხოლმე. ვბურტყუნებ მე. ჩემს გვერდით მჯდომ ბიჭს ეღიმება. წინ მჯდომი გაშტერებული სახით მიყურებს. მე - თვალებს ერთმანეთზე ვაწებებ იმის იმედით, რომ ან ცეკვაზე დაღლილს და იატაკზე გართხმულს, ან ჯანდაბას, რომელიმე პარკში ალკოჰოლის ზედმეტი რაოდენობისგან გაჟღენთილს და გალეშილს გამომეღვიძება. მერე, ვიღაც ბავშვი გაზეთის თხელ ნაგლეჯს მოაშორებს ჩემს ტანს, მე კი მადლობას გადავუხდი. ელენეს ან ლიზას დავურეკავ, მომაკითხეთ-მეთქი ვთხოვ და დავუმალავ, ჩემს გუშინდელ ამბავს. შემდეგ კი სახლში წავალ და გემრიელად დავიძინებ,ოღონდაც ახლა გამეღვიძოს! თვალებს ვახელ, თუმცა ისევ იქ ვარ, სადაც რამდენიმე წუთის წინ. მანქანის უკანა სავარძელზე გართხმული, სიმპატიურ ბიჭებთან ერთად ვზივარ, და რაღაც სულელობებს ვბურტყუნებ. -სად ვარ? ისეთი მეამიტური სახით ვკითხე, ჩემი თავი თვითონვე შემეცოდა. -მე გეტყვი-სიცილით გადმოყო თავი წინა სავარძელზე მჯდომმა ბიჭმა და სათვალე მოიხსნა. - ოღონდ დამპირდი რომ არ იკივლებ,იწივლებ და რაც მთავარია, პანიკებს არ გამართავ! ოდნავ დასერიოზულდა. -ხო-ვეუბნები მე და ნატკენ ადგილს ვიზელ-მითხარით.. -სად ხარ და..მოგიტაცეთ! ნუ, ჩვენ რა, ჩვენმა ძმაკაცმა, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ. ისე მეუბნება, თითქოს კეთილი ბიძიაა და უფასოდ მივყავარ საქანელებზე საკატაოდ. -რაო? თვალები ვჭყიტე მე. -მოგიტაცეთო. მხრები აიჩეჩა. -ღმერთო, ახლა ვიკივლებ! თითის ქნევით ვაფრთხილებ ყველას. -აუ, ხო გაგაფრთხილე ტო, რა ხართ ეს გოგოები.-დაიწყო წინა სავარძელზე მჯდომმა.-დაიცა ორი წუთი-"ბარდაჩოკიდან" ყურის საცობები ამოიღო და დანარჩენებს დაურიგა.-მიდი ჰა ეხლა, რამდენიც გინდა და როგორც, მთლად ოპერის ხმა გაქვს, დავიჯერო? ღიმილით მეკითხება და საცობებს ყურში ირჭობს. გაკვირვებული ვათვალიერებ სამივეს. მერე მახსენდება, რომ ეს ის ბიჭები არიან, წეღან უნივერსიტეტის შესახვევთან მანქანით რომ იდგნენ და მაშტერდებოდნენ, გული ჰაერში მიმდის. მგონი,მართლა მომიტაცეს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.