შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისარტყელასფერი (ბედნიერება)


5-01-2017, 22:29
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 505

-მერე?
რომ მომეყოლა გიჟად ჩამთვლიდნენ, ამიტომ როგორც ყოველთვის გაჩუმება ვარჩიე. არასდროს ვლაპარაკობ, არც საკუთარ აზრს ვაფიქსირებ საჯაროდ და დიდად არც ადამიანებთან ურთიერთობით ვკავდები, თუმცა ახლა ამაზე მეტად იმ კითხვაზე მაინტერესებდა პასუხი რაც დამისვეს.
-კარგი, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. უკვე ბოლოჯერ, სხვებიც გველოდებიან. ვინ ხარ?
ამ კითხვაზე არასდროს მიფიქრია, არადა როგორ მაიძულებენ ვუპასუხო.
-გამარჯობა. მე მარიამი ვარ, დავკარგე ყველა და ყველაფერი პირველ რიგში საკუთარი თავი. წარმოდგენა არ მაქვს აქ საიდან მოვხვდი, თქვენ ვინ ხართ ან რა გინდათ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არასდროს მიყვარდა ექიმები და წამლები, არც ცხოველები და განსაკუთრებით ადამიანები. მიხარია როცა წიგნში საკუთარ თავს ვპოულობ,ასევე ახალი სიმღერების აღმოჩენა მაბედნიერებს და კიდევ ვერ ვიტან როცა ისეთი სახით მიყურებენ, როგორითაც თქვენ ახლა მათვალიერებთ.
-მერე? რა მოხდა?
ისევ დუმილი.
-დღეისთვის საკმარისია, ისადილეთ და ხვალ შევხვდებით. იმედია ჩვენს ახალ მეგობარს კარგად მიიღებთ.
სადილად მაკარონი და ყველი იყო. ისეთი არაფერი, არავის დავლაპარაკებივარ მათი გაოგნებული და კითხვებით სავსე სახის მიუხედავად. მოვრჩი ჭამას, ავიღე თეფში, გადავაგდე და წავედი პალატაში, რომელსაც ისინი ოთახს უწოდებენ. “ნეტავ რამდენი ხანი უნდა გავატარო აქ?! “ “არსებობს ვინმე ვისაც ჩემს კითხვებზე პასუხი აქვს? “,ამ ფიქრებით ჩამეძინა იმ მოუხერხებელ დივანზე, ტელევიზორის გვერდით, რომ იგდა.
ორი კვირა ავიტანე მათი იდიოტური კითხვები “მერე?“ “რა მოხდა?“ “რას აპირებ?”,მერე მათდაგასაკვირად ნერვებმა მიმტყუნა (მე ის უფრო მიკვირდა, აქამდე როგორ გავძელი…).ვყვიროდი დაახლოებით ხუთი წუთი, ვამტვრევდი სკამს, მერე ერთი ექთანი მოვიდა, ჩამეხუტა… დანარჩენი აღარაფერი მახსოვს. როცა გავიღვიძე პალატაში ვიყავი. მაშინვე ის ექთანი დავინახე, ზურგით იდგა და რაღაც სითხეს შპრიცში ათავსებდა.
-დილამშვიდობისა ქალბატონო. -შემოვიდა მეორე ექიმი(გოგო) და ჩამიშხამა დილა. რა თქმა უნდა პასუხი არ გამიცია.
-ისე, შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი, გუშინდელ “კონცერტს” აქამდეც დავდგამდი.
-მეც გამიკვირდა სხვათაშორის. -გამეცინა
-მე ალექსი მქვია, დღეიდან შენი პირადი ექთანი, როცა რამე დაგჭირდა ნებისმიერ დროს შენთან ვიქნები.
-კარგია.
-როგორც იქნა ხმა ამოიღო ქალბატონმა. -კუდიანი ექიმი თავს არ მანებებს.
-ერთი თხოვნა მაქვს, შეგიძლია ეს ქალი აქედან მოაშორო? ჩავჩურჩულე ყურში და გამეცინა.
-ჰაჰა, რას გერჩის? ნუ, რადგან ასე გინდა იყოს ნება შენი.
-გმადლობთ.
ამ ბიჭს ეტყობოდა, რომ ამათ არ გავდა, ესმოდა ჩემი, მეხმარებოდა და რაც მთავარია სულელური შეკითხვებით თავს არ მაბეზრებდა. გარეგნულად არაფრით გამოირჩეოდა, ოდნავ ხვეული თმა და თაფლისფერი,სხვათაშორის სხვანაირი თვალები ქონდა, მათნაირი არა!
-ეს ტაბლეტიც დალიე და გარეთ გავისეირნოთ.
-შემოთავაზებებს და გარიგებებს არ ვართ! ამაზე ახლავე შევთანხმდეთ.
-მაგრამ ყველაფერი არც ისე არ იქნება, როგორც შენ იტყვი, ამაზეც შევთანხმდეთ. -ნუ კარგი, მგონი მოვგვარდებით.
-ხოდა ძალიან კარგი, დალიე, გაემზადე და წავედით.
გარეთ არ გავსულვართ, ალექსს “უფროსმა” დაუძახა და მგონი სამუდამოდ დაიტოვა 2საათია არ შემოსულა, არადა უკვე წამლის დროა. კაფსულების ძებნა დავიწყე ალექსიც შემოვიდა, ჩაფიქრებული და სხვანაირი სახე ქონდა.
-რა მოხდა?
-წამალი დალიე და მერე ვისაუბროთ. გამიღიმა და ჭიქა გამომიწოდა. ლოგინზე წამოჯდა და უცნაურად მიყურებდა.
-გისმენ.
-შენი მშობლები იყვნენ მოსულები,უნდათ რომ აქედან წაგიყვანონ.
-კი, მაგრამ… თქვენ მითხარით, რომ არც მშობლები მყავდა ,არც ოჯახი…
-მისმინე, მე არაფერი მითქვამს… რატომ მოგატყუეს არ ვიცი, არც ის ვიცი რატომ მითხრეს, რომ ეს ამბავი შენთვის არ მეთქვა და საერთოდ არ მესმის რა ხდება, მაგრამ… ასე ჩავთვალე საჭიროდ და იმედია არ ვინანებ, რომ გითხარი.
-ამნეზია. ტვინის შერყევა. ავარია. ყველაფერი გამოგონილი ტყუილია და მეტი არაფერი. თქვენ და თქვენი წამლები. ჯანდაბამდე გზა გქონიათ. ავიღე ჩემი ნივთები, ჩანთა ,რვეული და გავიქეცი იქიდან. თუმცა მაინც არავინ მაცადა, დირექტორმა ხელი ჩამჭიდა და თავის კაბინეტში შემათრია. სახეში შემომარტყა და თავის სკამზე დაეგდო. .
-მისმინე, რადგან შენსას არ იშლი გეტყვი.საშინელი მშობლები გყავს, თავიანთი ხელით მოგიყვანეს საგიჟეთში, ერთადერთი შვილი ჩაგვაბარეს ჩვენ, გიჟების ექიმებს გვთხოვეს, მოგვთხოვეს, გაგვაფრთხილეს რომ შენთვის არაფერი გვეთქვა და ათასი სისულელის გამოგონება დაგვავალეს. საშინელი მშობლები გყავს და შენ კიდე ჩვენზე ბრაზდები, შეგიფარეთ და იმ პირველი წამლების გარდა, რომელსაც მეხსიერების დასაკარგად გაძლევდით, სხვა ცუდი არაფერი მოგვიცია. კმაყოფილი ხარ? ყველაფერი გასაგებია ხო? ხოდა ახლა როგორც გინდა ისე მოიქეცი, მადლობაც შენთვის შეინახე. უსუსურად ვიდექი, იმ ადამიანის წინ რომელიც რამოდენიმე წამის წინ მძულდა, მინდოდა ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა და შიგმით ჩავეთრიე,ამ წამს სიკვდილზე ვოცნებობდი. ვნატრობდი, ვეძახდი მას… ამ დროს კი ალექსი შემოვიდა, მაგიდაზე დააგდო რაღაც საბუთები და ხელის მოწერა მოითხოვა უფროსისგან. “ვაცხადებ უარს პაციენტი მ.გ-ს ექთნობაზე და ვითხოვ ახალი პაციენტის აყვანას… “ სხვა არაფერი გამიგია, გავედი კაბინეტიდან და ოთახში ჩავიკეტე. წამლებს აღარ ვსვამდი, ღონისძიებებზე არ მივდიოდი, შეკრებეს არ ვესწრებოდი. მოვწყდი გარე სამყაროს, მაგიჟებდა ის ფაქტი, რომ მშობლებმა აქ გამომკეტეს, ვგიჟდებოდი როცა ვხვდები რომ საგიჟეთის გარდა სხვა თავშესაფარი არ მქონდა. ამ ფიქრებმა ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. მგონი მართლა გავგიჟდი.
-კიდევ დიდხანს ვიდგე კარებთან?
-მობრძანდი.
-ცოცხალი ხარ?
-...
-ასე უნდა მეგობრის დავიწყება?
-მგონი, მიტოვებას ჯობია ხო? გაუგე შენს ახალ პაციენტს?
-კი, მშვენიერი გოგოა. იდიოტიბით არ ყვირის და არც ენას მიტლიკინებს.
-ჰო, რა თქმა უნდა. მერე აქ რას მიკეთებ, მიხედე შენს პაციენტს, ინერვიულებს.
-მოიცა, მოიცა ეჭვიანობ. სერიოზულად? -ბოლო ხმაზე იცინოდა
-ჰაჰა, ჰო აბა რა. -არადა გულის სიღრმეში ასეც იყო.
-ვუი, სულ არ მოგენატრე ხო?
-ნწუ, არც მახსოვდი.
-ხო, მაგიტო მხატავდი ალბათ და ჩემზეც მაგიტომ წერდი. რა თქმა უნდა.
-ამ ინფორმაციებს რის სანაცვლოდ გიყვებიან?
-შენი აზრით?
-ო, არა. დავიჯერე იმისთვის, რომ ჩემზე რამე გაიგო, ექთნებთან წვები? ღმერთო ჩემო.
-სწორედ გამოიცანი. კაი, ნუღარ ტლიკინებ ადექი ჩაალაგე ტანსაცმელი და წავედით.
-სად ჯანდაბაში მივდივართ?
-ნუ ტლიკინებთქო და კითხვებითაც ნუ მაწუხებ.
-კარგი, ხმას აღარ ამოვიღებ.
-ბუტია იდიოტი. თუმცა ძალიან კარგი, დავისვენებ.
ჩანთა ჩავალაგე, ვინც მომწონდა ყველას დავემშვიდობე, თაყვანისმცემლებისგან საჩუქრები ავიღე და გავიხურე “ციხის” კარები, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი.
-ტადაამ. მოვედით. გაიცანი ეა ჩემი სახლია.
-ხელი მთხოვე და არ მახსოვს?
-მე დამლაგებელი მჭირდება, შენ სამსახური…
-ოოოოო, გადი რაა.
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიღაც უცხო ასე შემოაღწევდა ჩემში და მთლიანად ჩამითრევდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ვინმე შეძლებდა ჩემი ნაცრისგერი ცხოვრების გაფერადებას. წვიმის შემდეგ გამოჩენილ ცისარტყელას გავს ალექსი, რომელიც ჩემს ცაზე მუდამ იქნება. ჩვენ შვილებს ყველაფერ იმას იმას ვასწავლით, რაც ჩვენ მათ ასაკში არ ვიცოდით. ყველაფერ იმას ვაძლევთ, რაც ჩვენ არ გვქონდა. მე წარმატებული ჟურნალისტი ვარ, ალექსი კი დიდებული კლინიკის დიდებული მართველი. ბედნიერი ოჯახი ვართ.ოჯახში ორი უცვლელი წესი გვაქვს : 1.არასდროს ვაძლევთ ერთმანეთს, მოწყენის უფლებას. 2.ყოველ შაბათს ავდივართ დაკარგული შვილის საფლავზე.

მერე? ეს კითხვა აღარ მაღიზიანებს, მეტიც ,მეღიმება და მსიამოვნებს, როცა მომავალზე ვიწყებ ფიქრს. მერე ყველაფერი იმაზე უკეთ, იქნება ვიდრე ახლაა.

არც ერთი ღრუბელი არ არის ისეთი შავი, რომ მზემ მისი განათება ვერ შეძლოს.



№1  offline მოდერი sopiko

''არც ერთი ღრუბელი არ არის ისეთი შავი, რომ მზემ მისი განათება ვერ შეძლოს'' ეს შენგან გამიკვირდა :დდ
ჰოომ, ისე შენი თვალით დანახული ბედნიერება საინტერესოა, თანაც ძალიან!
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბოლოს იჩქარე... თითქოს კი არა, იჩქარე!
მალე დაბრუნდი კიდევ relaxed

 


№2  offline წევრი მარიამი019

sopiko
''არც ერთი ღრუბელი არ არის ისეთი შავი, რომ მზემ მისი განათება ვერ შეძლოს'' ეს შენგან გამიკვირდა :დდ
ჰოომ, ისე შენი თვალით დანახული ბედნიერება საინტერესოა, თანაც ძალიან!
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბოლოს იჩქარე... თითქოს კი არა, იჩქარე!
მალე დაბრუნდი კიდევ relaxed

გამახარე :დდ <3 სხვათაშორის ძალიან მაგარ რაღაცას ვაპირებ და მერე უფრო გაგაკვირვებ... ^_^ მადლობაშენ

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent