შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (თავი 5)

6-01-2017, 14:08
ავტორი Salivan
ნანახია 3 073

ტელეფონით ხელში გათიშულს ორი წუთით მაცლიან გოგონები, მერე კი ერთდროულად იწყებენ ქოთქოთს და მილიონი კითხვის დასმას.
- ვინ იყო და რაო?- მეკითხება ნანუკა.
- გოგო თორნიკემ დაგირეკა ახლა შენ?- ალმაცერად შემომყურებს ლენა.
- მომავალი ბოსი იყო გოგო?- ახლა ნანუკა მეკითხება.
- თორნიკე რჩეულიშვილმა დაგირეკა და სამსახურში აყვანილი ხარო თვითონ გაცნობა?- შოკირებული მიყურებს ლენა.
- გოგო ჩემ ომერს რომ გავს იმან დაგირეკა ახლა და მისი ხმა არ გამაგონე?- მებუტება ნანუკა.
- ვაიმეეე- გავყვირი ხმამაღლა- მაცლით რამის თქმას თუ კიდევ უნდა ვისმინო ერთი და იგივე კითხვები?
- მიდი დაყაჭე დროზე!- თვალებს მიწკურავს ლება და სკამზე მიმითითებს.
- მე არ გრლაპარაკები!- ბუზღუნებს ნანუკა და ის ჯდება ჩემს მაგიერ სკამზე.
- აუ შენ ახლა მოკეტე მაგ შენს სერიალებიანად თორე ვერ გადამირჩები- ემუქრება ლენა და თვალებს უბრიალებს.
- კაც-ქალა ხარ სუფთა- პატარა ჯიბრიანი ბავშვივით პასუხობს ნანუკა.
- აი საერთოდ არაფერს არ მოგიყვებით ვააბშე. წაიღეთ ტვინი უკვე.- ოთახიდან გასვლას ვაპირებ ორივე ხელზე რომ მეჭიდება და საწყალი თვალებით შემომყურებენ.
- გისმენთ.
- კარგი. ბატონმა თორნიკემ დამირეკა, აყვანილი ხარო. ყველაზე მისაღები შენი კანდიდატურა იყო და იმიტომო.ხო კიდევ ჩვენი წივილ-კივილი ისმინა. დადებითი პიროვნება ხარო ასემითხრა და მგონი მაბედნიერებო ეგ იგულოსხმა- ბოლო წინადადების გააზრებას თვითონაც ვცდილობ. გოგოები კი დადებილებულები კიყურებნ.
- შენ თუ არ გაქვს პრობლემა ოთხ შვილზე მე საერთოდ არ მაწუხებს ისინი და ახლავე გამოგყვებითქო ვერ უთხარი?!- ოცნებებში იჭრება ნანუკა და ორივეს გვაცინებს.
- ვერ ვიჯერებ- ჯერ კიდევ თავისას იმეორებს ლენა- რამ გადარია ეს კაცი?! როდის იყო ეგ თანამშრომლებს ურეკევდა და თან ჯერ არ აყვანილს. გავგიჟდები ახლა- გაფართოებული თვალებით შემოგვყურებს ლენა.
-გოგოებო ხომ არ იცის ალექსანდრეს ცოლი რომ არის?- პირველად სვავს ნანუკა ყველაზე აზზრიან კითხვას და მე და ლენა ჩაფიქრებულები შევყურებთ ერთმანეთს.
- არა. არ ეცოდინება და რომ იცოდეს მითუმეტეს არ აიყვანდა. სამსახურის დაწყება კი არა მთელი 10 წელი მთელი თბილისის ოცნება იყო გაეგო ვინ იყო ალექსანდრე გავაშელის ცოლი და ეგ მიცემდა თეოს სამსახურის დაწყების უფლებას რომ იცოდეს გასაუბრებაზე იყო?! ეგრევე უარს ათქმევინებდა თორნიკეს. თან წარმოიდგინე რა კონკურენტს დაინახავდა მასში- წარბების ქაჩვით ასრულებს ლენა- ხვალ დაგიბარა?!
- ხო ხრლშეკრულება გავაფორმოთო და ორშაბათიდან დაიწყებო.
- ასე უცებ ხელშეკრულება რა უბედურებაა?- იცხადებს გაკვირვებული- რაღაც ძაან აქტიურობს ეგ. ხვალ მე შემოგყვები. კი მეშინია მაგის მაგრამ ვეტყვი ჩემი მეგობარია და უპატრონო არ გეგონოსთქო!- ამატებს მამცურად.
- ხო აი კაკ რაზ ეგრე ეტყვი- დასცინის ნანუკა.
- შენ არ იცნობ მაგას და იმიტომ ბურდღუნებ რაღაცეებს. ეგ თავად თორნიკე რჩეულიშვილია. ყველა ქალის ოცნება და გულთამპყრობელი. ძალიან კარგი დინჯი და გაწონასწორებული პიროვნებაა. ზედმეტად კეთილი და ყურადღებიანი. საოცრად წარმატებული და ცნობილო, მაგრამ პირადში არ უმართლებს. გახსოვთ ნუკი ბადურაშვილი? მოდელი და სენსაცია? მაგის ცოლი იყო, მაგრამ ქორწინებიდან ერთ წელში უბრალოდ აორთქლდა ეგ გოგო. მერე ერთი თქმა კი ითქვა ბრაზილიაში მუშაობს და საკმაოდ წარმატებული კოდელიაო. მაგრამ ამას არ მოუძებნია. არ იცით თქვენ რა ამაყია. ზედმეტად თავდაჯერებული. მაგრამ სიყვარულში უიღბლო. რად მინდა ახლა ჩემი გოგოც გამიუბედუროს?- ხელებს მხვევს ლენა და თავზე მკოცნის.- ხვალ დაგხვდები და მოგისმენთ. უნდა გავარკვიო რის მიღწევას ცდილობს ეგ კაცი.
- რამდენი წლისაა?- ეკითხება ნანუკა.
- 35 გახდება წელს.- თვალებში მიყურებს და ისე პასუხობს ნანუკას. " ალექსანდრესავით" მიელვებს აზრი და უფრო მჭიდროდ ვხვევ ლენას ხელს.

დილით ბავშვებს ვისტუმრებ სახლიდან და ოფისში წასასვლელად ვემზადები. შავ შარვალს, თეთრ პერანგს, წითელ ნაქსოვ ჟილეტს და ბეწვიან პალტოს ვიცვამ. დღეს ძალიან ცივა. თმებს ვიშლი რომ თავზე არ შემცივდეს და მხოლოდ ტუშსა და ტუჩსაცხს ვისვამ. "საყურეები" ვახსენებ თავს და წითელ ფოჩიან საყურეს ვიკეთებ. მორჩა მზადა ვარ. სახლიდან გამოვდივარ და გაჩერებასთან მისული ლენას ვწერ "გამოვედი".
გაჩერებასთან მისული გაყინულ ფეხებს ვაბაკუნებ და აქეთ-იქით ვირწევი. ჩემს წინ ზედმეტად ნაცნობი მანქანა ამუხრუჭებს და ჩამოწეული მინის მიღმა ალექსანდრეს მკაცრ მზერას ვაწყდები. შეწუხებული ვატრიალებ თვალებს და მომავალ მარშუტკებს შევყურებ.
- თეონა ჩაჯექი!- მეძახის მანქანიდან. მე კი ურეაქციოდ ვდგავარ და არ ვიმჩნევ. - თეონა გთხოვ ჩაჯექი- არბილებს ტონს, მაგრამ მე მაინც არ ვიმჩნევ.- თეონა შემიმჩნიე- ამატებს სწრაფად და ვხვდები რომ ეღიმება.
-ქალბატონო მგონი თქვენ გეძახიან- სკოლის მოსწავლე მომმართავს და მანქანისკენ მიმითითებს.
- არა მე არ მეძახიან, ეშლებათ- ღიმილით უარვყოფ და გონებაში ვიცინი "მიდი ახლა და იღიმე კმაყოფილმა". ხალხს თვალს ვავლებ და ყველა მე მიყურებს "ჯანდაბა!" ვბრაზდები ალექსანდრეზე.
გვერდიდან მანქანის კარების გაღების და დახურვის ხმა მესმის. სწრაფად ვწყდები ადგილს და უმისამართოდ მივრბივარ. ამას თუ სირბილი ქვია ამ სიმაღლეებზე ძლივს მივკაკუნებ.
მკლავში მწვდება და სწრაფად მაბრუნებს მისკენ. მექაჩება რომ ჩამიხუტოს, მაგრამ განწირული გავყვირი "არა,არას" და ხელებს ვახვედრებ.
- არ გაბედი- ვუყვირი ბოლო ხმაზე და უკან ვიხევ- აღარასოდეს არ შემეხო. შენ მე აღარ მიმსახურებ. შენ ამის უფლება სამუდამოდ დაკარგე.- განწირულივით გავყვირი და მისი მკლავების მოშორებას ვცდილობ.
-თეონა შემომხედე გთხოვ- ხმაჩამწყდარი დამჩურჩულებს ზემოდან ალექსანდრე.- მაპატიე გთხოვ და ერთხელ მაინც მომეცი საშვალება რომ აგიხსნა ყ ელაფეტი.
- არაა- ვაპროტესტებ ხმამაღლა- არ მაინტერესებს! არ მოგისმენ! არ გაპატიებ! არ დაგიბრუნდები! არ მიყვარხარ!... და იმიტომ - ხმაჩამწყდარი ვასრულებ განაჩენის კითხვას და ვგრძნობ როგორ მითავისუფლდება მკლავები.
მტკივან მკლავს ვისრესს და ახლა საპირისპირო მიმართულებით მივანბოტებ. "ნეტა სად მივდივარ?" ფეხებს ვეღარ ვგრძნობ ისე მიკანკალებს. ისევ მქაჩავენ მკლავზე და მეც საცოდავად ვბრუნდები ცალ ქუსლზე. ალექსანდრე გაშმაგებული შემომყურებს და ცეცხლს აფრქვევს პირიდან.
- მე შენ გაჩვენებ არ მიყვარხარს- მემუქრება და მანქანისკენ მიმაქანებს.
-ქალბატონო შემიძლია დაგეხმაროთ? გაწუხებთ ეს კაცი?- უკნიდან ვიღაც კაცის ხმა მესმის და საცოდავი თვალებით შევყურებ. წინ კი სახე არეული ალექსანდრე მიდგას. ფერდაკარგული და თვალებ ჩაწითლებული დაუნდობელი მზერით შეყურებს იმ კაცს და ისიც სასწრაფოდ გვიშვერს ზურგს.
- ჩქარა მანქანაში!- მიღებს კარებს და მე ჯიუტად მაინც ზურგს ვაქცევ. გაჩერებისკენ ვდგამ ნაბიჯს რომ ისევ მიჭერს.- მანქანაშიმეთქი!- უმატებს ხმას და თვალებს მიბრიალებს.
- ჯერ ეს ერთი ხმას დაუწიე- მასხამს ყელში და ვფეთქდები- მერე მეორე ხელი მომაშორე, რა უფლებით მეხები?!- ყვინჩილა მამალივით კისერ წაგრძელებული რასაც ქვია ვეკაჩავები- მერე მესამე მე შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო, შენთან არაფერი არ მაკავშირებს და საერთოდ მორჩა ყველაფერი ფა-ფუუუუ- ხელებს ჰაერში ვიქნევ- შენი დამსახურებით თუ გახსოვს. ასე რომ შემეშვი, მომშორდი, თავი დამანებებდა საზრუნავი თუ მოგაკლდა ეთოს მიხედე- მოხერხებულად ვიკიდებ ჩანთას მხარზე და მომავალი მარშუტკის ნომერს ვაკვირდები.
- კარგი. ბოდიში. მეტად აღარ განმეორდება- მესმის ალექსანდრეს ხმა და გაოგნებული ვბრუნდები მისკენ.- გთხოვ ამ ერთხელ ჩამიჯდე მანქანაში და დალაპარაკების საშუალება მომცე.
- რომ არ მაინტერესებს?- ვეკითხები ზერელედ და მხრებს ვიჩეჩავ.
- გთხოვ თეონა- საწყალი მიყურებს და ხმაჩამწყდარი აგრძელებს თხოვნას- მარტო ამ ერთხელ. დავილაპარაკოთ და როგორც შენ გადაწყვეტ ისე იქნება ყველაფერი. გთხოვ მომეცი შანსი. უხერხულია თან, მთელი გაჩერება ჩვენ შემოგვყურებს.ამ ერთხელ გთხოვ- თავს ჩემსკენ ხრის და თვალებში მიყურებს.
გაჩერებისკენ ვბრუნდები და ჩვენსკენ მომართულ 15 წყვილ თავლს გადავაწყდი.
- კარგი!- მკაცრად ვახლი პირში და სავარძელზე მოკალათებული გაბრაზებული ვგლეჯ კარს ხელიდან და მთელი ძალით ვაჯახუნებ. სწრაფად ჯდება ისუც და მთელი სიჩქარით წყვეტს მანქანას ადგილიდან.
- ნელა თუ შეიძლება- გავყვირი დაძაბული.
- კარგი- მეთანხმება ისევ და სპიდომეტრის ისარი 110ზე ჩამოდის.
- მეტი ნელა არ შეგიძლია?- ვუქაჩავ თვალებს.
- ასე გაკმაყოფილებს?- მეკითხება 60ზე ჩამოსული და მიღიმის.
- სრულებით. შენი არ ვიცი და მე ოთხი შვილი მელოდება სახლში. ასე რომ ჯერ თავი არ მომბეზრებია.- ვგესლავ და მის ჩამორეცხილ სახეზე უდაზღვრო სიამოვნებას განვიცდი.
-სად წავიდეთ?- მეკითხება დაღვრემილი.
- არსად. გადააყენე მანქანა და ისაუბრე. მე მოგისმენ და მერე წავალ- ვაცნობ გეგმას და ზედაც არ ვუყურებ.
-თეონა- მეძახის ჩუმად და ხელს იწვდენს ჩემსკენ.
- მე რა გითხარი შეხებაზე?- ვინთები წამში და მის ხელს ხელის აკვრით ვიშორებ- ახლავე გადავალ იცოდე მანქანიდან.
- კარგი, კარგი ბოდიში.- ბრდღვინავს თავის სავარძელში და ქალაქ გარეთ გასულები ჯვრის მონასტრისკენ ვიღებთ გეზს.
- ზემოთ ასვლა არ არის საჭირო- ვლაპარაკობ ცივად- აქვე გააჩერე. ზედმეტი სენტიმენტები და რომანტიკული გადახვევები არ მჭირდება. მაგისთვის გქონდა 10 წელი მაგრამ არც ერთხელ გაგვისეირნია ერთად. მას შემდეგ კი რაც ბატონი ალექსანდრე ცნობილი და შემოსავლიანი ბიზნესმენი გახდა მონასტერში კი არა მარკეტში არ გაგყავდი. - ვანთხევ ბოლო წლების ბოღმას და ვხვდები რომ დღეს ყველაფრის თქმის დროა. "ასეც ვიზამ,ყველაფერს მივახლი და მერე წავალ" ვიღებ გადაწყვეტილებას.
- იმიტომ რომ მერე მოსვენებას არ მოგცემდნენ არც ჟურნალისტები და არც ვაი-მეგობრები.- მიყვირის ისიც.
- ხმას დაუწიეთქო- არ ვაკლებ არც მე.- ერთხელ მაინც გეკითხა იქნებ მიღირდა შენს გამო ის შეწუხება და ცნობილობა. როგორც გონჯს და უვიცს ისე მმალავდი. არავის მაცნობდი, არსად დაგყავდი, გარეთაც არ მიშვებდი. რა უნდა გელაპარაკო კაცს რომელიც ყავის დალევასაც კი კიკრძალავდა მეგობრებთან ერთად. რისი აკრძალვაც შეიძლებოდა ყველაფერს მიკრძალავდი. ახალგაზრდულს არაფერს არ მაცმევდი, სამყაროს მოწყვეტილი გამოკეტილი გყავდი და შენ როგორ უნდა მოგისმინო ან გელაპარაკო. ეს დესპოტური მოპყრობა არ მაკმარე და მთრლი ორი წელი რქებს მადგამდი. ვინ მიგდიხარ ან რას წარმოადგენ რომ შენს გამო ისევ დავირღვიო სიმშვიდე და ნერვები?- საბოლოოდ ვკეტავ და ჩანთას მთელი ძალით ვახეთქებ მანქანის წინა მინას.
- შენი შვილების მამა და ჯერ კიდევ ქმარი ვარ შენი- ნირწამხდარი მპასუხობს და თითებზე დამყურებს.
ნერვიულობით ლამისაა დავიმტვრიო. თან გაყინული მაქვს და სველი. უკვე სილურჯეში გადამდის თითების ფერი.
- რომელიშვილების? მარტომ რომ დავზარდე იმათი? დღეს და ღამეს რომ ვუთენებდი ისევ მარტო იმათი? შენთან ჯერ არცერთ პრობლემაზე რომ არ უსაუბრიათ იმათი? ჯერ არცერთთან რომ არ გითამაშია იმათი?- ვეკითხები აღშფოთებული და თვალებს ვუბრიალებ.
- ამის დედას შ....ი- სახეაჭრილი გაყვირის ისიც - ვმუშაობდი. შენც ხედავდი რამდენს. ისევ თქვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის. ამდენს სახლში ჯდომით და თამაშით ვერ შევქმნიდი.- გაცოფებული მესაუბრება და ნერვიულად დამყურებს თითებზე.
- ვაა ხომ არ გვამადლი კიდეც? გარეთ შენ არ მიშვებდი. მუშაობის საშუალებას შენ არ მაძლევდი. იქნებ რომ გადაგვენაწილებია პასუხისმგებლობა უფრო მეტი დრო დაგრჩენოდა ოჯახისთვის და არ გეღალატა. თუმცა ვის ველაპარაკები ამას, კაცს რომელსაც რესტორანში საყვარელთან ერთად გულავი ერჩივნა ოჯახში ადრე მოსვლას და შვილების მოსიყვარულებას. შენმა გულის ვარდმა ყველა თქვენი შეხვედრის დრო და ადგილი შენატყობინა. ხომ ხედავ რა ინფორმირებული ვარ. სიტყვაში ვერ მომიგებ. - ირონიულად ვეუბნები. წარმოგიდგენიათ მასხრად ვიგდებ კაცს რომელსაც მთელი 10 წელი სიტყვის შებრუნებას ვერ ვუბედავდი.
- ეთოს კარგის მ.....ნ!- იგინება გულიანად და ისევ მკლავში მაფრინდება - რა ვერ გაიგე?! ჩემი ცოლი ვერასდროს ვერ იქნებოდა ხალხში გათქვეფილი, გახდილი, ჩახდილი, გადატყლარწული და ათასგზის გაჭორილ-ნახმარი. მე ოჯახი შევქმენი შენთან და არა ბაზარი.
- რას ქვია ბაზარი? მეგობრებისთვის რომ წარგედგინე სახელი გამიტყდებოდა თუ გვარი? ან კომპანიონებისთვის ან საერთოდ გამოგეჩინე სადმე შენს გვერდით. იქნებ როგორ მინდოდა ეს? თუმცა მაგისთვის გყავდა ეთო. დააგრიალებდი წინდაუკან. პატივს სცემდი და თავს დაფოფინებდი. ხოდა წადი მასთან. შემეშვი აღარ მჭირდები. საზიარო კაცი კი არა ღობე არ მჭირდება არავისთან- ვახლი პირში და მისი ხელის მოცილებას ვცდილობ.
- მხოლოდ სამჯერ მქონდა იმასთან ურათიერთობა- ძლივს ამოთქვამს და უკან გადაქანებულს სწრაფად მიჭერს.- ისიც უაზროდ გადამთვრალს და გათიშულს. არაფერი მახსოვს. უფრო სწორად ნორმალურად არ მახსოვს. მხოლოდ ფრაგმენტები მახსენდება.
- უხ რა დანაკლისია?! მხოლოდ სამჯერ ღალატისთვის რა ვქნა? ტაში დაგიკრა თუ მედალი დაგკიდო?- ისევ მიპყრობს ბრაზი და ძალებიც მიბრუნდება. - ერთხელ რომ ასეთი უბედურება შეგემთხვა, როგორ დაისვი ის ქალი ისევ გვერდით და მერე ისევ ისე დათვერი და კიდევ ორჯერ შეძელი იგივე შეცდომის განმეორება?! გეკითხები იმსახურებ პატიებას? იმსახურებ პატივისცემას? იმსახურებ ჩემს თავს?- ვუყვირი ბოლო ხმაზე და ვგრძნობ როგორ მიშუპდება ყელი ამდენი ყვირილისგან. საშინელ ტკივილს ვგრძნობ კეფის არეში და მერე ვგრძნობ როგორ მივლის სხეულში მდუღარე ტალღა. ჯერ ვიწვი, მერე კი საერთოდ ვიყინები და ვერაფრის აღქმას ვერ ვახერხებ. მთელი სხეული ოფლში მიცურავს და ვგრძნობ როგორ ვკარგავ გონებას.
-თეონა...თეონა - ჩამესმის ნაცნობი ხმა მაგრამ ვერ ვრეაგირებ. მოგვიანებით კი ცივ ჰაერს ვგრძნობ სახეზე და ნელ-ნელა გონებაც მეწმინდება. სახეზე ცივი წვეთები მეცემა და მეც სასწრაფოდ ვახელ თვალებს.
- თეონა კარგად ხარ?- აეშინებული მეკითხება ალექსანდრე და ხელებს მისრესავს. - დალევ? - წყლის მოთლზე მიმითითებს და მერე მაწვდის.
- მე თვითონ!- ვიშორებ ჩემსკენ გადმოხრილს და მოწყურებული ვსვავ. რამოდენიმე წუთში თავისუფლად ვმოძრაობ და გაყინულ ხელებს ვისრესს.
- მომეცი ხელები, მე გაგითბობ- მეყბნება ხმადაბლა და დამნაშავის სახით შემომყურებს. ვიცი რასაც ნიშნავს ეს შემოთავაზება. თუ დავთანხმდი და შეხების უფლება მივეცი ე.ი. ვაპატიე. ამის მაგიერ ჯიბეში ვიწყობ ხელებს და ნირწამხდარი ვეკითხები.
- მე რომ მსგავსად მოგქცეოდი რა...- სწრაფად მაწყვეტინებს სიტყვას შეშლილი სახით.
- მოგკლავდი!
- მე ვერ შევძელი როგორც ხედავ. ამიტომ გშორდები- ძალაგამოცლილი ვლაპარაკობ. მთლიანად გამოვიფიტე.
- მე ისევ ისე მიყვარხარ და უფრო მეტადაც!- ჩურჩულებს თავჩახრილი- უშენოდ როგორ უნდა შევძლო ცხოვრება?
- ისწავლი!- ვარიგებ ბავშვივით - ვერასდროს გაპატიებ ერთხელ დაშვებული შეცდომის კიდევ ორჯერ განმეორებას. თავიდანვე რომ მოგეშორებინა და ჩემთვის გეთქვა ახლა ასე არ მოგვიწევდა ჯდომა. ვერ ვხვდები როგორ არ მოიცილე თავიდან და არ გააგდე. ჩემი გადმოსახედიდან ვერ ვხვდები, თორე შენი გადმოსახედიდიან რათქმაუნდა გექნება მოფიქრებული გამართლება. ბოლო ორი წლის ყოველი დღე მეზიზღება. ყოველი კამათი და ყოველი შეურაცხოფა. ყოველი ღამე შენს გვერდით გატარებული. მღალატობდი და ისევ მე მერჩოდი. აშავებდი და ჩემს ქცევებში ეძებდი შეცდომას. ოჯახი დაანგრიე და კიდევ აქეთ ამიმაღლე ხმა და დამემუქრე. არ გაპატიებ ალექსანდრე იმიტომ რომ მატკინე და ვერ გაპატიებ ალექსანდრე იმიტომ რომ მსგავსი საქციელისთვის შენ მომკლავდი. მე კი თავიდან გიშორებ და ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებ. განქორწინება მინდა და რაც შეიძლება სწრაფად.- ჩანთას ვიღებ და კარებს ვეჯაჯგურები. ჩაკეტილია.
- გამიღე- ვეუბნები უკანმოუხედავად. მერე კი ვგრძნობ როგორ მეხვევა მისი მკლავები წელზე და მუცელზე. მე ურეაქციოდ ვზივარ და არ ვინძრევი.უკან მქაჩავს და მკერდზე მიკრავს. ისევ არ ვრეაგირებ. თავს ჩემს თმებში რგავს და ღრმად სუნთქავს. ისევ უძრავად ვზივარ. ყელში მკოცნის და მოშიშვლებულ მალებზე ცხვირს მიხახუნებს. მე ისევ არ ვინძრევი.
- თეონა გთხოვ- მეჩურჩულება ყურთან.
- შემეშვი!- ვცრი კბილებში და მხრებს უხეშად ვიქნევ. ისიც მშორდება ნელა და ზლაზვნით. მანქანას ძრავს და ჩემს გაჩერებასთან მივყავარ. უკანმოუხედავად გადავდივარ მანქანიდან და გაჩერებულ მარშუტკას ვაფარებ თავს.
მთელი 40 წუთი როგორ ვახერხებ არ ვიცი მაგრამ ფაქტია გონებას არ ვკარგავ. ოფისში შესული კი მოსაცდელში მდგარ დივანზე ვეცემი და საერთოდ ვკარგავ თავზე კონტროლს. ვხედავ რომ ოთახი ტრიალებს და მერე ირგვლივ სიბნელე ისადგურებს.

ესეც მეხუთე თავი და შეპირებული შეხვედრა წარსულთან. იმედი მაქვს გაამართლებს თწვენს მოლოდინს. და უკეთ გაგაცნობთ ალექსანდრეს და მათ ურთიერთობას. ძალიან ვეცადე რომ დრამატული, მძიმე და რეალირი გამომსვლოდა მათი დიალოგი. წინასწარ დიდი მადლობა და ველი შეფასებას.
პატივისცემით სალი

№1 სტუმარი natali7777

არ მყოფნის სულ მინდა ვიკითხო..მართალია თეონა თუ ერთხელ გიღალატა კიდევ გაიმეორებს ..აწვალოს თუმცა ეს დიალოგიც მაგარი იყო..ამ კაცს უყვარს ცოლი მაგრამ ოჯახისთვის უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო და "გრუზინული" ხასიათი დაეოკებინა არ დაენგრეოდა ოჯახი ,ერთად უნდა დარჩნენ მგონიიიი მაინც..

№2 სტუმარი ^_^

მოღალატე ალექსანსრე მომწონს და რა ვქნაა :D ამ
თავიდან გამომდინარე შემექმნა შთაბეჭდილება რომ თეონას ბრალიცაა ქმრის ღალატი. უთქმელად არ უნდა შეესრულებინა ალექსნადრეს მითითებები, ახლა რომ
ამოანთხია ერთად ბოღმა როცა ერთად იყვნენ მაშინ უნდა დალაპარაკებოდა. მორჩილი ბავშვივით ყველაფერზე თავი არ უნდა ექნია და ალექსანდრე ვფიქრობ გაუგებდა და გაითვალისწინებდა მის თხოვნას, რადგან ძალიან უყვარს ცოლი. უზრუნველყოფილი ცხოვრება შეუქმნა ოჯახს და თან თავისუფალი დროც გქონდეს ფანტასტიკის სფეროა, რაღაც უნდა დათმო ასეთ დროს. როგორც ამბობენ სიკვდილის გარდა ყველაფერს ეშველებაო, როგორ უნდა აპატიო ღალატი საყვარელ ადამიანს არ ვიცი, მაგრამ როგორ არ უნდა აპატიო ალექსანდრეს ღალატი ეგეც ვერ გამიგია :D

№3 სტუმარი natali7777

გეთანხმებით ზუსტი რეზიუმე იყოო

№4  offline წევრი თუთა პირველი

ეს გულის წასვლები ემოციის ბრალია თუ მეხუთე ბავშვსაც უნდა ველოდოთ? :))))))) ჩემი აზრით,ცოლ-ქმრობა დიდ წილად ურთიერთპატივისცემაა,ამიტომ ალექსანდრეს შეცვლა,მაგრამ არა დასუსტება და საკუთარი პრინციპების ღალატი, შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი მგონია. არ მოადუნო ალექსანდრე დააშავა და ახლა ღირსეულად უნდა იბრძოლოს, რომ თავიდან მოიპოვოს თეონა.
ასე გააგრძელე და არ გვალოდინო ხოლმე რაა

№5  offline წევრი tamuna.s

საინტერესო შეხვედრა იყო, თუმცა ალექსანდრეს თავის მართლება დამაკმაყოფილებელი არ არის. ის რომ მასთან მხოლოდ სამჯერ იწვა, ეს სრულებით არ ამართლებს. თეონას პრეტენზიები აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ძალიან დაგვიანებული. ათი წელი სახლში გამოკეტილი და ფაქტიურად გარე სამყაროს მოწყვეტილი თუ ყოფილა. რატო აქამდე არ ამოიღო ხმა. ქმარი თუ გმალავს გარე სამყაროსგან, მეგობრებისგან, კომპანიონებისგან, ერთად არსად დადიხარტ, ის არ ჩაიცვა ეს არ ჩაიცვა დადიხარ "მონაზონივით". ადრე თუ გვიან ქვეცნობიერად კაცი ინტერესს კარგავს, მიუხედავად იმისა რომ ის თვითონ მოითხოვს რომ ამას. იმიტომ რომ უცხო კაცს რომ არ მოეწონო, მაგრამ უბედურება ის არის რომ ამ დროს შენი ქმრისთვისაც აღარ ხარ საინტერესო და მიმზიდველი და მერე უკვე სხვისკენ გაურბის ტვალი და ხელი smiley ამიტომ მე ვფიქრობ ლოგიკურია ეხლა ამ სიტუაციაში რომ არიან. ჩემი აზრით ამაში ორივეა დამნაშავე. ალექსანრდემ ბევრი რამ უნდა შეცვალოს თავის თავში და ქცევაში. ასევე ტეონაც აღარ უნდა იყოს მხოლოდ დედა და დიასახლისი. wink

№6 სტუმარი Guest Kiki

Sul avirie, ar vici vis mxares vixrebi. Amitom am rtul gadawyvetilebas shen mogandob. Gelodebi xval <3 :* <3

№7 სტუმარი Ana

ვახ, ალექსანდრე, ცუდად გაქვს ვაჟკაც საქმე. ეს რა მიქარვები ამოგინთხია ცოლმა.
ვფიქრობ, როცა ცოლ-ქმრის ურთიერთობა ჩიხში მოექცევა ეს ორივეს ბრალია. მათივე ნათქვამიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, კრიზისი გარდაუვალი ექნებოდათ.
ისე მართალი ყოფილა ალექსანდრე, რას ერჩით, ცოლი ხალხში რომ არ გაყავდა. ალბათ ეშინოდა "ახევის". ხო გვახსოვს ლევანი როგორ აღაფრთოვანა, თორნიკეზე აღარ ვამბობ.
სალი კომენტარებს გადავხედე და მინდა ავღნიშნო, შენ გყავს ყველაზე მოაზროვნე მკითხველები. აბა სხვებს რომ წერენ "მიდი გააგრძელე, კარგია".

№8 სტუმარი Mtvareula

Ogch, ra dazizgari kaci yofila es aleqsandre. Ver vitan aset kacebs. Teonasac ar unda moetmina aseti qceva, tavidanve unda alaparakebuliyo, magram mesmis misi. Ver warmomidgenia axla eseni rom shearigo, magram xdeba cxovrebashi mase da sheni gadasawyvetia ras izam. Ararealuri ar iqneba.
Tornike momwons, jerjerobit kargi shtabechdileba maqvs mase. Tbili da mxiarulia. Monstrs ar gavs, tanamdebobis gamoc ar uyurebs xalxs zemodan. Nanukas tqmit mkacria, magram simkacris gareshe kompaniis martva ki ara nebismieri saqmis gaketeba rtulia, zomierebis farglebshi ra tqma unda simkacre. Me ar vutvli uaryofit tvisebas amas.
gogonebic momwons orive, sayvarlebi arian.
Bavshvebi rom ufro metad gamoachino gamixardeba.
Istoria mtlianobashi momwons, gramatikuladac gamartulad wer. Emociebic igrdznoba naweridan.
Mokled, me dzalian momwons.
Velodebi shemdegs moutmenlad. <3 .

№9  offline წევრი Salivan

natali7777
არ მყოფნის სულ მინდა ვიკითხო..მართალია თეონა თუ ერთხელ გიღალატა კიდევ გაიმეორებს ..აწვალოს თუმცა ეს დიალოგიც მაგარი იყო..ამ კაცს უყვარს ცოლი მაგრამ ოჯახისთვის უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო და "გრუზინული" ხასიათი დაეოკებინა არ დაენგრეოდა ოჯახი ,ერთად უნდა დარჩნენ მგონიიიი მაინც..

მადლობა ნატალიიი. ოქროს გოგო ხარ. ყველაფერს გავხსბი ნელ-ნელა. მთავარია თქვენ მედგეთ მხარში :* შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ!!!

^_^
მოღალატე ალექსანსრე მომწონს და რა ვქნაა :D ამ
თავიდან გამომდინარე შემექმნა შთაბეჭდილება რომ თეონას ბრალიცაა ქმრის ღალატი. უთქმელად არ უნდა შეესრულებინა ალექსნადრეს მითითებები, ახლა რომ
ამოანთხია ერთად ბოღმა როცა ერთად იყვნენ მაშინ უნდა დალაპარაკებოდა. მორჩილი ბავშვივით ყველაფერზე თავი არ უნდა ექნია და ალექსანდრე ვფიქრობ გაუგებდა და გაითვალისწინებდა მის თხოვნას, რადგან ძალიან უყვარს ცოლი. უზრუნველყოფილი ცხოვრება შეუქმნა ოჯახს და თან თავისუფალი დროც გქონდეს ფანტასტიკის სფეროა, რაღაც უნდა დათმო ასეთ დროს. როგორც ამბობენ სიკვდილის გარდა ყველაფერს ეშველებაო, როგორ უნდა აპატიო ღალატი საყვარელ ადამიანს არ ვიცი, მაგრამ როგორ არ უნდა აპატიო ალექსანდრეს ღალატი ეგეც ვერ გამიგია :D

აი მათი ქორწინების პირველ წლებს გამოვაჩენ აქ და პლიუს ურთიერთობასაც უკეთ ავღწერ. მადლობა რომ არსებობ. ძალიან მაგრად მიფასებ ისტორიას. მიხარია რომ ასე სწორად მოაზროვნე ქალბატონები ჯერ კიდევ ბლომად ვართ. მიყვარხარ და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ!!!

თუთა პირველი
ეს გულის წასვლები ემოციის ბრალია თუ მეხუთე ბავშვსაც უნდა ველოდოთ? :))))))) ჩემი აზრით,ცოლ-ქმრობა დიდ წილად ურთიერთპატივისცემაა,ამიტომ ალექსანდრეს შეცვლა,მაგრამ არა დასუსტება და საკუთარი პრინციპების ღალატი, შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი მგონია. არ მოადუნო ალექსანდრე დააშავა და ახლა ღირსეულად უნდა იბრძოლოს, რომ თავიდან მოიპოვოს თეონა.
ასე გააგრძელე და არ გვალოდინო ხოლმე რაა

ქალბატონო თუთა ნუ აგდებთ ინტრიგას. რა მეხუთე ბავშვი მოკვდება საცოდავი ისეთ დღეში აქვს ნერვები :))) ალექსანდრე კარგად დაიჯება. ძალიან მწარედ. ამის სიტყვას გაძლევთ. მაგრამ დარჩებიან თუ არა ერთად ეს ჯერ მეც არ ვიცი. მადლობა და გილოცავ დღევანდელ დღეს!!!

tamuna lobjaidze

აიიი თამუნაა ჩემი ტყუპის ცალი მგონიხარ. დაუსწრებლად მიყვარხარ და პატივს გცემ უკვე. ზემოთაც დავწერე და გავიმეორებ რომ მათი ქორწინების პირველ წლებს გამოვაჩენ დიალოგისას და ნახავთ რა ხდებოდა მაშინ. რაც შეეხება თავის მართლებას. მალე ექნება გაგრძელება უბრალოდ ერთი შეხვედრით არ მინდოდა ყველაფრის დასრულება. ძალიან დიდი მადლობა რომ ასე სწორად აზროვნებ. ასე უყურებ ცხოვრებას და ზოგადად ურთიერთობებს. მადლობა და გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!

Guest Kiki
Sul avirie, ar vici vis mxares vixrebi. Amitom am rtul gadawyvetilebas shen mogandob. Gelodebi xval <3 :* <3

მადლობა კიკი რომ ჩემ თან ხარ. გილოცავ დღევანდელ დღეს და რაც შეეხება ახალ თავს ალბათ ვერ დავდებ. ფეხად მძინავს ღამენათევს:**

Ana

ანააა აი ძაან მიყვარს შენი კომენტარები. მაგარი გოგო ხარ. შეგნებული და მიხვედრილი, როგორც ჩემი მკითხველების უმრავლესობა. ცოტაც და ისეთ რამეებს გამოვააშკარავებ. იმედი მაქვს არ მოიწყენთ. მადლობა მხარდაჭერისთვის. გილოცავ დღევანდელ დღეს!!!

Mtvareula

ძალიან მიხარია რომ პერსონაჟებს ზუსტად ისე რომ აღიქვამ როგორებადაც მყავს ჩაფიქრებული. დასადრული ჯერ არ ვიცი დიდი-დიდი ორი თავით ვუსწრებდე წინ ისტორიას. მაგრამ იმედი მაქვს თქვენი მხარში დგომით დასასრულიც საუკეთესო და ყველაზე სწორი გამოვა. მადლობა და გილოცავ დღევანდელ დღეს!!!

№10  offline წევრი tamuna.s

Salivan

მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვი. მე გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მრავალ შობას დაგასწროს ღმერთმა.

№11 სტუმარი natali7777

მეც გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს !!!მრავალს დაესწარით...მოუთმენლად ველოდები ალექსანდრეს შეცვლას და სინანულს ოღონდ არ დააშორო რა უბრალოდ გრძნობაში უნდა გაძლიერდეს ეს კაცი და დააფასოს რაც აქვს ხო და თეონას ესე თავის დახრაც პროტესტის გრზნობის არ ქონამაც მიიყვანა აქამდე ,,,არ გაფასებენ დაიფასე რააა..ველოდები სულმოუთქმელად.

№12  offline წევრი ely and baby

ოდნავი სიმპათიაც კი არ გამაჩნია ალექსანდრეს მიმართ,თეონასი კი საერთოდ არ მესმის.შეუძლებელია 10 წელი ასეთ ყოფაში გაატარო და პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდეს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ,რომ თეონა თვითო გახდა თავისი საქციელით ქმრის ღალატის მიზეზი,ალექსანდრეს დანაშაულს ეს ოდნავადაც არ ამცირებს. უკაცრავად,მაგრამ ყველაფერი პირიქით რომ ყოფილიყო და მოღალატე თეონა იყოს არამგონია ამდენი დამცველი გამოჩენოდა, მისას ვერავინ გაიგებდა,ეს კი ჩემი აზრით პირდაპირი დისკრიმინაციაა ქალთა მიმართ. საერთო ჯამში ისტორია ძალიან მომწონს,ვფიქრობ ძალიან რეალურია და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

№13  offline წევრი თუთა პირველი

ალექსანდრე რომ 10 წელი სახლში მჯდარიყო და უპრეტენზიოთ ექნია თავი თეონასთვის ზუსტად ასევე გავამართლებდი თეონას საქციელსაც.
მე მაინც ვთვლი,რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანონ, სადაც არ დაკარგავენ ადამიანურ სახეს- არც ერთი იქნება "დესპოტი" და არც მეორე "მორჩილი ცხვარი".=))
პ.ს დღეს დადეებ?

№14  offline წევრი Salivan

natali7777
მეც გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს !!!მრავალს დაესწარით...მოუთმენლად ველოდები ალექსანდრეს შეცვლას და სინანულს ოღონდ არ დააშორო რა უბრალოდ გრძნობაში უნდა გაძლიერდეს ეს კაცი და დააფასოს რაც აქვს ხო და თეონას ესე თავის დახრაც პროტესტის გრზნობის არ ქონამაც მიიყვანა აქამდე ,,,არ გაფასებენ დაიფასე რააა..ველოდები სულმოუთქმელად.

არ ვიცი რამდენად შეიცვლება ალექსანდრე. ხომ არის ხალხი მთელი ცხოვრება ეგეთი შეხედულებით და პრინციპით ცხოვრობენ" ქალი ვიცი მე კუხნაში!" ჯერ ვერაფერს ვატყობ ალექსანდრეს ცვლილების. რაც შეეხება მართ ერთად ყოფნას...ეგეც ვერ გადამიწყვეტია. ჩემი აზრით ბედნიერებაა როდესაც სახლში, გულში და ტვინში ერთი და იგივე ადამიანია. ამ სიტყვებს ჩემს რჩეულს ვათქმევინებ:)

ely and baby
ოდნავი სიმპათიაც კი არ გამაჩნია ალექსანდრეს მიმართ,თეონასი კი საერთოდ არ მესმის.შეუძლებელია 10 წელი ასეთ ყოფაში გაატარო და პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდეს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ,რომ თეონა თვითო გახდა თავისი საქციელით ქმრის ღალატის მიზეზი,ალექსანდრეს დანაშაულს ეს ოდნავადაც არ ამცირებს. უკაცრავად,მაგრამ ყველაფერი პირიქით რომ ყოფილიყო და მოღალატე თეონა იყოს არამგონია ამდენი დამცველი გამოჩენოდა, მისას ვერავინ გაიგებდა,ეს კი ჩემი აზრით პირდაპირი დისკრიმინაციაა ქალთა მიმართ. საერთო ჯამში ისტორია ძალიან მომწონს,ვფიქრობ ძალიან რეალურია და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.

ის რომ მეუღლე არ მუშავებს და სახლიდან არ უშვებს არ შეიძლება იყოს ღალატის მიზეზი. არწერით თქვენც ხედავთ რომ თეონა ლამაზი და მიმზიდველი ქალია. ქმარი კი ზედმეტად თავდაჯერებული და კარიერაზე ჩაციკლული. მართალი ხარ თეონას ნამდვილად არავინ აპატიებდა ღალატს. მადლობა რომ კითხულობ და შენს აზრს გამოხატავ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თუთა პირველი
ალექსანდრე რომ 10 წელი სახლში მჯდარიყო და უპრეტენზიოთ ექნია თავი თეონასთვის ზუსტად ასევე გავამართლებდი თეონას საქციელსაც.
მე მაინც ვთვლი,რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანონ, სადაც არ დაკარგავენ ადამიანურ სახეს- არც ერთი იქნება "დესპოტი" და არც მეორე "მორჩილი ცხვარი".=))
პ.ს დღეს დადეებ?

ახლა ძალიან პირადულ კითხვას დაგისვამ. შენ აპატიებდი შენს საყვარელ კავს და შვილების მამას მსგავს საქციელს?

№15  offline წევრი თუთა პირველი

[quote=თუთა პირველი]ალექსანდრე რომ 10 წელი სახლში მჯდარიყო და უპრეტენზიოთ ექნია თავი თეონასთვის ზუსტად ასევე გავამართლებდი თეონას საქციელსაც.
მე მაინც ვთვლი,რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანონ, სადაც არ დაკარგავენ ადამიანურ სახეს- არც ერთი იქნება "დესპოტი" და არც მეორე "მორჩილი ცხვარი".=))
პ.ს დღეს დადეებ?[/quote]
ახლა ძალიან პირადულ კითხვას დაგისვამ. შენ აპატიებდი შენს საყვარელ კავს და შვილების მამას მსგავს საქციელს?[/quote]
ახლა რაც უნდა გიპასუხო, ფაქტის წინაშე დამდგარი ადამიანი რას იზამს ეს არავინ იცის, მათ შორის არც იმათმა ვინც თავს დებს, რომ არ აპატიებდა , ამ სიტუაციაში ალბათ დავფიქრდებოდი , და იმედია მივხვდებოდი, რომ ეს უთიეთობა დასაწყისიდანვე არ ყოფილა ჯანსაღი და ამ შემთხვევაში არც ერთი მხარე არ არის ბოლომდე მართალი. იმასაც გააჩნია როგორ გაიაზრებს დანაშაულს ალექსანდრე, როგორ შეეცდება ამ დანაშაულის გამოსწირებას და საბოლოოდ როგირ შეიცვლება, ასევე მნიშვნელოვანია თეონას საქციელიც, რას გააკეთებს იმისთვის რომ აღარც მან გაიმეოროს ძველი შეცდომები და დიახ მე შეცდომად ვთვლი ამდენი წლის მანძილზე თავის "დაშტერებას",მხოლოდ შვილების გაჩენა-გაზრდით დაკავებას და მხოლოდ იმის იმედად ყოფნას, რომ ქმარს ძალიან უყვარხარ და ამიტომ არ გიღალატებს.
ქალს რომ ყავდეს თეონას მსგავსი "ქმარი" როგორ გგონია მას არ გაუჩნდება სურვილი სხვა კაცთან ღალატის ან საერთოდაც სხვასთან წასვლის? მე ვფიქრობ,რომ კაცი იქნება ეს თუ ქალი, მან ყოველთვის ქვეცნობიერად მაინციცის, რომ მსგავსი ურთიერთობა შედეგად ყოველთვის ღალატს გვაძლევს და გვინდა თუ არა დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ეს უკვე ადამიანზე და სიყვაულზეა დამოკიდებული.

№16  offline წევრი Salivan

[quote=თუთა პირველი][quote=თუთა პირველი]ალექსანდრე რომ 10 წელი სახლში მჯდარიყო და უპრეტენზიოთ ექნია თავი თეონასთვის ზუსტად ასევე გავამართლებდი თეონას საქციელსაც.
მე მაინც ვთვლი,რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანონ, სადაც არ დაკარგავენ ადამიანურ სახეს- არც ერთი იქნება "დესპოტი" და არც მეორე "მორჩილი ცხვარი".=))
პ.ს დღეს დადეებ?[/quote]
ახლა ძალიან პირადულ კითხვას დაგისვამ. შენ აპატიებდი შენს საყვარელ კავს და შვილების მამას მსგავს საქციელს?[/quote]
ახლა რაც უნდა გიპასუხო, ფაქტის წინაშე დამდგარი ადამიანი რას იზამს ეს არავინ იცის, მათ შორის არც იმათმა ვინც თავს დებს, რომ არ აპატიებდა , ამ სიტუაციაში ალბათ დავფიქრდებოდი , და იმედია მივხვდებოდი, რომ ეს უთიეთობა დასაწყისიდანვე არ ყოფილა ჯანსაღი და ამ შემთხვევაში არც ერთი მხარე არ არის ბოლომდე მართალი. იმასაც გააჩნია როგორ გაიაზრებს დანაშაულს ალექსანდრე, როგორ შეეცდება ამ დანაშაულის გამოსწირებას და საბოლოოდ როგირ შეიცვლება, ასევე მნიშვნელოვანია თეონას საქციელიც, რას გააკეთებს იმისთვის რომ აღარც მან გაიმეოროს ძველი შეცდომები და დიახ მე შეცდომად ვთვლი ამდენი წლის მანძილზე თავის "დაშტერებას",მხოლოდ შვილების გაჩენა-გაზრდით დაკავებას და მხოლოდ იმის იმედად ყოფნას, რომ ქმარს ძალიან უყვარხარ და ამიტომ არ გიღალატებს.
ქალს რომ ყავდეს თეონას მსგავსი "ქმარი" როგორ გგონია მას არ გაუჩნდება სურვილი სხვა კაცთან ღალატის ან საერთოდაც სხვასთან წასვლის? მე ვფიქრობ,რომ კაცი იქნება ეს თუ ქალი, მან ყოველთვის ქვეცნობიერად მაინციცის, რომ მსგავსი ურთიერთობა შედეგად ყოველთვის ღალატს გვაძლევს და გვინდა თუ არა დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ეს უკვე ადამიანზე და სიყვაულზეა დამოკიდებული.[/quote]
უხხ რა გოგო ხარ? გენაცვალე სიტყვა პასუხში. ე.ი. მეც ზუსტად ფიქრის პროცესში ვარ. ანუ წარმოვიდგენ თეონას სიტუაციას და ვცდილობ წარმოვიდგინო რას გრძნობს და რას გააკეთებს. არც მე ვამართლებ რომელიმეს. მაგრამ .... ნუ ჯერ თავს შევიკავებ და არ დავასწრებ ისტორიას. ამ დღეებში გაგრძელება დავწერე. ამიტომ არ ვდებ ახალ თავს. ხვალ ვეცდები დავდო აუცილებლად. თუთაააა მაგარი ხარ. რომ იცოდეთ თქვენი კომენტარებით რა იდეებს მაწოდებთ. მპუააააა

№17  offline წევრი თუთა პირველი

[quote=Salivan][quote=თუთა პირველი][quote=თუთა პირველი]ალექსანდრე რომ 10 წელი სახლში მჯდარიყო და უპრეტენზიოთ ექნია თავი თეონასთვის ზუსტად ასევე გავამართლებდი თეონას საქციელსაც.
მე მაინც ვთვლი,რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანონ, სადაც არ დაკარგავენ ადამიანურ სახეს- არც ერთი იქნება "დესპოტი" და არც მეორე "მორჩილი ცხვარი".=))
პ.ს დღეს დადეებ?[/quote]
ახლა ძალიან პირადულ კითხვას დაგისვამ. შენ აპატიებდი შენს საყვარელ კავს და შვილების მამას მსგავს საქციელს?[/quote]
ახლა რაც უნდა გიპასუხო, ფაქტის წინაშე დამდგარი ადამიანი რას იზამს ეს არავინ იცის, მათ შორის არც იმათმა ვინც თავს დებს, რომ არ აპატიებდა , ამ სიტუაციაში ალბათ დავფიქრდებოდი , და იმედია მივხვდებოდი, რომ ეს უთიეთობა დასაწყისიდანვე არ ყოფილა ჯანსაღი და ამ შემთხვევაში არც ერთი მხარე არ არის ბოლომდე მართალი. იმასაც გააჩნია როგორ გაიაზრებს დანაშაულს ალექსანდრე, როგორ შეეცდება ამ დანაშაულის გამოსწირებას და საბოლოოდ როგირ შეიცვლება, ასევე მნიშვნელოვანია თეონას საქციელიც, რას გააკეთებს იმისთვის რომ აღარც მან გაიმეოროს ძველი შეცდომები და დიახ მე შეცდომად ვთვლი ამდენი წლის მანძილზე თავის "დაშტერებას",მხოლოდ შვილების გაჩენა-გაზრდით დაკავებას და მხოლოდ იმის იმედად ყოფნას, რომ ქმარს ძალიან უყვარხარ და ამიტომ არ გიღალატებს.
ქალს რომ ყავდეს თეონას მსგავსი "ქმარი" როგორ გგონია მას არ გაუჩნდება სურვილი სხვა კაცთან ღალატის ან საერთოდაც სხვასთან წასვლის? მე ვფიქრობ,რომ კაცი იქნება ეს თუ ქალი, მან ყოველთვის ქვეცნობიერად მაინციცის, რომ მსგავსი ურთიერთობა შედეგად ყოველთვის ღალატს გვაძლევს და გვინდა თუ არა დაშვებული შეცდომების გამოსწორება, ეს უკვე ადამიანზე და სიყვაულზეა დამოკიდებული.[/quote]
უხხ რა გოგო ხარ? გენაცვალე სიტყვა პასუხში. ე.ი. მეც ზუსტად ფიქრის პროცესში ვარ. ანუ წარმოვიდგენ თეონას სიტუაციას და ვცდილობ წარმოვიდგინო რას გრძნობს და რას გააკეთებს. არც მე ვამართლებ რომელიმეს. მაგრამ .... ნუ ჯერ თავს შევიკავებ და არ დავასწრებ ისტორიას. ამ დღეებში გაგრძელება დავწერე. ამიტომ არ ვდებ ახალ თავს. ხვალ ვეცდები დავდო აუცილებლად. თუთაააა მაგარი ხარ. რომ იცოდეთ თქვენი კომენტარებით რა იდეებს მაწოდებთ. მპუააააა[/quote]
მიხარიაა თუ გამოგადგა რამეში ჩემი კომენტარი ))))) ველოდები მაშინ ხვალ მრავალმოქმედებიან თავს :**

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent