ემოს სასიყვარულო ისტორია ( სრულად)
ემოს ისტორია ( სრულად ) ცხოვრებას მხოლოდ ერთი გაჩერება აქვს, თუმცა ამ გზის განმავლობაში კარგავ მრავალ ძვირფას ბარგს. კარგს ვუწოდებ იმას რომ შენ თვითონ ირჩევ შენს საკუთარ გზას, ებრძვი ავს ხანაც შენს საკუთარ თავს, ზოგჯერ კარგავ იმ ერთადერთ ფრთას რომელიც ანგელოზთა ჯარს გავს. რამდენი ფიქრობს თითქოს ცხოვრება წინასწარ დაწერილია და მისი ბედიც ჯოჯოხეთივით დაწყევლილია, თითქოს ცხოვრება ციდან ვარსკვლავივით მოწყვეტილია. დიახ მე დავკარგე ჩემთვის საყვარელი ადამიანები და თანდათან ჩემი თავიც მე გიორგი ვარ 17 წლის მშობლები ავტო კტასტროფაში დამეღუპა და ამ დღის მერე დავკარგე ჩემთვის ძვირფასი ორი ადამიანი. ძალიან ძნელად გადავიტანე ეს ამბავი გადავიტანე ზედმეტად თამამადაა ნათქვამი ვცდილობ რომ ეს დიდი ტკივილი დავფარო მშობლების დაკრძალვის შემდეგ მარტო დავრჩი. ცოტახნის შემდეგ გავიცანი ემოები იცით მიკვირს რატომ არის ხალხი მათ მიმართ ასეთი გულგრილი ალბათ მათი ჩაცმულობის და სტილის გამო? არ მესმის ხალხის როგორ უნდა შეაფასო ადამიანი გარეგნობით შეიძლება ხალხისთვის ემოები აუტანლები არიან მაგრამ ისინი მაშინ დამიდგნენ გვერდით როცა არავინ იყო ჩემთან დიახ ისინი იყვნენ ვინც არ მიმატოვეს და გადავწყვიტე მეც მათი ნაწილი გავმხდარიყავი. დიახ მე ემო ვარ და სულაც არ მრცხვენია ამის, არ ვარ ისეთი როგორიც ყველაა ქუჩაში ყველა ისე მიყურებს როგორც დამნაშავეს მაგრამ ეს დიდად არ მაინტერესებს რადგან ჩემი ცხოვრება განსხვავდება სხვა ადამიანებისგან შიძლება მათში ემოები მხოლოდ ზიზღს გამოვიწვევთ მაგრამ ჩვენ მათგან ამით გამოვირჩევით რომ შეგვიძლია მივიღოთ ადამიანი მეგობრად მისი შეცდომების არც თუ ისე კარგი გარეგნობის მიუხედავად ამაშია განსხვავება. დილის 9 საათია როდესაც ჩემი ტელეფონი რეკავს რამოდენიმეჯერ გავთიშე მაგრამ რეკვას მაინც აგრძელებენ ბოლოს ბალიშიდან თავი ავწიე და ტელეფონს დავხედე, დევიდი რეკავდა ეკრანს თითი გადავუსვი და ვუპასუხე - რა გინდა დევიდ რატომ არ მაძინებ - ვიფიქრე უსამურები სადმე ხომ არ გავიდეთთქო - მეღადავები? რა დროს გასვლაა - კარგი მაშინ მე წავალ და არ დაგავიწყდეს დღეს შეკრებაა ყველა იქნება და უეჭველი მოდი - კარგი საუბარი დავასრულე და ტელეფონი დავდე . დევიდი ჩემი მეგობარია ისიც ემოა პირველი ემო ის გავიცანი და შემდეგ მან გამაცნო დანარჩენები ასე გავხდი მათი ოჯახის წევრი . ჩამეძინა როცა გავიღვიძე უკვე პირველი საათი იყო სწრაფად ავდექი აბაზანაში შევედი და მოვწესრიგდი ავიღე ყურსასმენები და დავიწყე მუსიკების მოსმენა ვუსმენ როკს, მეტალს შეიძლება ეს ბევრისთვის საზიზღრობაა მაგრამ მე მამშვიდებს და სხვა სამყაროში გადამისვრის, მავიწყებს ჩემს ყველა პრობლემას ცოტახანს მაინც. მივდიარ და არვიცი სად უბრალოდ მინდა უსასრულოდ ვიარო და მხოლოდ მუსიკას ვუსმინო არ ვიმჩნევ ხალხის ამაზრზენ მზერას როგორი ზიზღით მიყურებენ ისინი მხოლოდ ერთი გოგონა მხვდება თვალში რომელიც მიღიმის, მიკვირს რადგან ამდენ ხალხი მხოლოდ ის მიღიმის საშვალო სიმაღლის შავი გრძელი თმით და ცისფერი თვალებით ტანზე ტოპი აცვია მაღალწელიანი შორთი და ზევიდან მასზე ბევრად დიდი საროჩკა ფეხზე კეტები . ყურადღება აღარ მიმიქცევია ისე გავიარე პარკში შევედი და ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი თვალები დავხუჭე და მუსიკის მოსმენა გავაგრძელე ტელეფონი ფეხზე დავიდე, მალე ვიგრძენი რომ ჩემი ტელეფონი აღარ იყო და თვალები გავახილე გვერდით მეჯდა ის ცისფერ თვალება გოგო რომელიც ცოტახნისწინ მიღიმოდა. - გამარჯობა. ბოდიში უბრალოდ მაინტერესებდა რას უსმენდი ვიცოდი რომ როკი ან მეტალი იქნებოდა. - ცისფერთვალება იქნებ ნება იბოძოთ და ჩემი ტელეფონი დამიბრუნოთ - იცი წეღან დავინახე როგორი გაკვირვებული მიყურებდი ალბათ გაგიკვირდა სხვების მსგავსად რატომ არ გიყურებდი, არ მესმის ემოებს რატომ გამოარჩევენ და ასე აგდებულად რატომ უყურებენ ისინიც ხომ ადამიანები არიან და ბევრ ემოს უკეთ ესმის ადამიანების ვიდრე სხვას უბრალოდ არ უნდათ ურთიერთობა რადგან განსხვავებულები ხართ. გაკვირვებული დავრჩი იმით კი არა რომ ასე ლაპარაკობდა უბრალოდ ის გამიკვირდა როგორ შეიძლებოდა რომ ამ პატარა გოგოს უფრო გაეგო ემოების ვიდრე სხვა უკვე გაზრდილ ჩამოყალიბებულ ადამიანებს. კიდევ ბევრი ილაპარაკა მაგრამ მის ცისფერ თვალებს ვერ მოვწყვიტე თვალი ისეთი მეამიტი და ბავშვური იყო თავისთავად შეაყვარებდა თავს ადამიანს - ბოდიში ძალიან ბევრი ვილაპარაკე მე მარიამი ვარ შენ რა გქვია? იმედია ვიმეგობრებთ - გიორგი - სასიამოვნოდა Black Veil Brides უსმენდი ხო? მეც მიყვარს ეგ ჯგუფი - კარგია - რატომ მიგდებ სიტყვებს თუ არ გინდა ჩემი მოსმენა და თავს გაბეზრებ მითხარი არ წავალ მაგრამ ბევრს აღარ ვილაპარაკებ მის სიტყვებზე გამეცინა შემდეგ ავდექით და ვსეირნობდით კარგად გავიცანი მარიამი ძალიან საყვარელი გოგოა უკვე 10 საათი იყო რა მალე გავიდა დრო მარიამი სახლამდე მივაცილე ჩემი ნომერი ჩაიწერა დამემშვიდობა და სახლში შევიდა მე კი დრო იყო წავსულიყავი შეკრებაზე , დიდი არაფერი ხდებოდა უბრალოდ ამ დღეს გადავწყვიტეთ უბრალოდ შევკრებილიყავით ემოები. გავიდა რამდენიმე თვე მარიამს თითქმის ყოველდღე ვხედავდი ხან ის მოდიოდა ჩემთან დილით მაღვიძებდა და სასეირნოდ მივდიოდით ხან მე გავუვლიდი . მარიამს ძალიან შევეჩვია რამდენიმე დღეა არ გამოჩემილა და უკვე მოვიწყინე მის გარეშე მისი ლაპარაკი ხმა მომენატრა . არვიცი რა სჭირს ჩემს ზარებს არ პასუხობს არც ესემესებს გადავწყვიტე მასთან მისვლა მისი მშობლები საზღვარგარეთ არიან სახლში მივედი მაგრამ იქ არ დამხვდა საღამოს სასეირნოდ ვიყავი პარკში და დავინახე იქ იჯდა სადაც პირველად დამელაპარაკა მივედი და გადავეხვიე დავინახე მისი ნამტირალევი სახე და მშობლების სიკვდილის შემდეგ პირველად მივხვდი რომ მტკიოდა მარიამის ცრემლები მტკიოდა - მარიამ რა გჭირს? სად იყავი? რატომ არ პასუხობდი ტელეფონს? - იცი ამ რამდენიმე თვის მანძილზე ყოველ დღე გნახულობდი სულ ვლაპარაკობდით და სულ მეუბნებოდი რომ გიყვარვარ და ისე მიყურებ როგორც საკუთარ დას, მაგრამ იცი არ შემიძლია შენთან მეგობრობა გიორგი მე მიყვარხარ დიახ მიყვარხარ არ შემიძლია ვიყო შენს გვერდით და ვიცოდე რომ მიყურებ ისე როგორც საკუთარ დას ვიფიქრე რომ შენგან წასვლა ერთადერთი გამოსავალი იყო ხმას ვერ ვიღებდი ვუყურებდი მარიამის ცისფერ თვალებს რომელიც სულ ჩაწითლებული ქონდა მეც მქონდა რაღაც გაურკვეველი გრძნობა მარიამის მიმართ მაგრამ მეშინოდა დიახ მეშინოდა რომ მარიამს ჩემს გვერდით ყოფნა მობეზრდებოდა და მიმატოვებდა . ადგა და გაიქცა ვუყურებდი მას მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო მარიამს ჩემს გვერდით ცხოვრება დაენგრეოდა და ამიტომ არ გავყევი. მივედი ჩემს მეგობრებთან დათქმულ ადგილას როდესაც ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო მეც ამოვიღე და ვუპასუხე მარიამის ნომერი იყო - მარიამ - გამარჯობა გიორგი ხართ? მარიამი არ ვარ ის ავარიაში მოყვა ძალიან მძიმედაა მხოლოდ თქვენს ნახვას ითხოვს ძალიან გთხოვთ სწრაფად მოდით მაშინვე გავთიშე მობილური და საავადმყოფოსკენ წავედი თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა რომ მარიამს სამუდამოდ დავკარგავდი მის ცისფერ თვალებს ვეღარ ვნახავდი ვეღარც ჩავეხუტებოდი როგორც ადრე. სავადმყოფოში მივედი მარიამის პალატა ვიკითხე და სწრაფად შევედი. გული გამიჩერდა როცა დავინახე მარიამი როგორ გაუნძრევლად იწვა მის ცისფერ თვალებში იმ მოციმციმე სხივს ვეღარ ვხედავდი მაშინვე მასთან მივედი მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და თავი დავადე - კარგად იქნები მარიამ, უფლებას არ მოგცემ რომ წახვიდე არ მოგცემ იმის უფლებას რომ შენც დამტოვო მარიამ ძალიან მიყვარხარ ხო მიყვარხარ როგორც გოგო ერთადერთი ნათელი სხივი ხარ ჩემს ცხოვრებაში არმინდოდა რომ ჩემს გვერდით ყოფნა მოგბეზრებოდა. მეშინოდა რომ ერთ დღეს წახვიდოდი - გიორგი იცი როდესაც პარკიდან გამოვიქეცი და გზაზე გადასვლის დრომ მანქანამ დამარტყა საშინელ ტკივილს ვგრძნობდი ფიზიკურ ტკივილს არა შენი ნათქვამი სიტყვებით გამოწვეულ ტკივილს "როგორც და მიყვარხარ" თურმე ღირდა სიკვდილი იმის გამო მაინც რომ შენგან ეს სიტყვები მომესმინა გამეგო რომ გიყვარვარ ისე როგორც მე. ახლა შემიძლია რომ მშვიდად წავიდე მე ყოველთვის ვიქნები შენთან ვიქნები მარიამმა თვალები დახუჭა და გაცივდა ჩემი ყველაზე თბილი გოგო გაცივდა ვერ შევძელი მასთან ერთად საკმარისი დროის გატარება არვიცოდი რა მექნა ყველაფერმა დაკარგა აზრი მთელმა ჩემმა ცხოვრებამ დავკარგე ერთადერთი და უკანასნელი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში .. რა მოხდა ბოლოს? აღარ ვიცი ბოლოს მხოლოდ ჩემი მეგობრის დევიდის ხმა მესმოდა რომელიც ექიმებს უყვიროდა "გადაარჩინეთ გიორგი" მივხვდი რომ მე მარიამს შევხვდებოდი და მიწაზე თუ ვერა ცაში მაინც ვიქნებოდით ერთად ბოლოხ ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. არვიცი როგორი გამოვიდა დიდი ხანია აღარ დამიწერია იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.