შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სალომეს (სრულად)


8-01-2017, 01:01
ნანახია 5 024

ბავშვობა წრფელი მოგონებებით,პირველი თავგადასავლებით და მეხსიერების მუდმივობით გადაჭედილი პერიოდია.პერიოდი,რომელიც გადის და უკან აღარ გიბრუნდება.პერიოდი,რომლის გავლას მთელი ბავშვობა და შემდეგ მთელი ცხოვრება ვნანობთ.პერიოდი,რომელიც გულის ერთ პატარა კუნჭულში ჩვენთვის ინახება და პატარ-პატარა ლამაზი ფრაგმენტებით ხანდახან,ისიც იმიტომ რომ სულ არ დაგვავიწყდეს,თავს გვახსენებს.
სიბერე სულ ერთი წამის მომენტია.დრო რომ ჩამოკრავს თავის ისრებს,მოიღუნები,თმა შეგეღებება,სახე დაგინაოჭდება,მაგრამ თვალები უცვლელი დარჩება.ოჰ,თვალები უბერებელია.სიბერის ჟამს დრო იმდენია,რამდენიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთად აღებული გავლილ-გამოვლილი წამები.სიბერე გასული ცხოვრების შეჯამება და მისი შეფასებაა.ეს ის დროა,როდესაც ხელიდან გეცლება ყველა და ყველაფერი.გარშემო ნელ-ნელა მოგონებები ხუნდება და მტვრად იქცევა.თავს დაკარგულად გრძნობ.ერთ დროს ნაცნობი ქუჩები უცნობი ხდება.ეს კი ყოველ გაჩენილ ნაოჭზე მეტად მწარეა.სხვა გზა აღარ გაქვს.იმდენად გტკენს გულში დაგუბებული ცარიელი სივრცე,რომ იძულებული ხდები სახლში ჩაიკეტო,ბუხრის წინ წლების წინანდელი ძველი დივანი დადგა და ქსოვას შეუდგე.
ან იფიქრო...
იქნებ სიკვდილი ჩუმად მოგეპაროს და ცივი,სუსხიანი ხელი შეგახოს.იქამდე კი...
ჩემს მეგობრებზე მეფიქრება.უდარდელ ლაღ ახალგაზრდობაზე.ქუჩებში მოფენილ ლამაზ გოგონებზე.სადარბაზოებთან დაყუდებულ ვერელ ბიჭებზე.თითოეულის სიკვდილით გაჩენილ ჭაღარა თმაზე.სალომეზე,ვაჩეზე,ბერდოზე და სხვა ჩემი თაობის საზოგადოებაზე.შვილ მკვდარ ნატუკაზე.ჩემი სახლის წინ მუდამ მობირჟავე კოსტა ნაგაევზე.თავშესაფარში ჩაბარებულ ჩემს ორ მოხუცზე.უცხოეთში გადაკარგულ დანიელ აბაშიძეზე.ჩემს უცვლელ მონატრებაზე- სალომე ბეგაშვილზე.მის აჩრდილად ქცეულ სვან დევდარიანზე და ერთად აღებულ მთელ თბილისზე.ქალაქზე,რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა პარიზს.ქალაქზე,სადაც სიყვარული ტრაგიკულ კომედიად იქცეოდა ხოლმე.ქალაქი,რომელიც სურათებით გადაჭედილ ალბომს წააგავს.ადგილი რომელიც სხვების საიდუმლოს და ჩემი სამეგობროს დიდ სიყვარულს ინახავს.უცვლელს,ისევ ფერადს და რაც მთავარია დაუსრულებელს.

სალომე სხვა ეპოქა იყო ჩემთვის.აღმავლობის,დაღმავლობის,რენესანსის,ზამთრის,ზაფხულის,ერთად აღებული 365 დღის,სიყვარულის,ცრემლების,სიცილის,სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შეზავებული და მთლიანობაში ჩემ დაქალად გამომცხვარი.
სალომეს განსხვავებული სურნელი ჰქონდა.ადამიანებს სურნელით ვარჩევდი.მახსოვს ცოტა ბავშვური,ცოტა ქალური,ბევრი პარფიუმის და უზომოდ დიდი ბედნიერების სურნელი ჰქონდა.ისეთი გამორჩეული იყო.ჩემიანი.ჩემში იყო ყველანაირად.მიყვარდა და ვაფასებდი.
სალომე...
ბუხრიდან გადმოვარდნილ შეშას ვასწორებ.ერთხანს მის გალამაზებას ვუნდები.
მწყურია.
წყალი კი არა,ბავშვობა მწყურია.ყელში მობჯენილ დიდ ბურთულას ვებრძვი.წვალებით უჩინარდება.წყალში ჩაღვრილ სითხეს ბოლომდე ვსვავ და დამჭკნარ ხელებს დავყურებ.

-მიდი რა, გვანცა,ჩემი ხათრით.
-სულელი ხარ ადამიანო?დამასვენე რაა.
-სულ დასვენებული არ ხარ?-მუხლებზე მაჯდება.ოქროსფრად მოელვარე თმას მხრებზე იყრის და ყავისფერი თვალებით მაჩერდება.
-არათქო!
-რანაირი ხარ რაა,-მებუტება და ფეხზე დგება-ხოდა მარტო მე ვიცეკვებ.
ოთახში ‘ტანგო სენსუალ’ გაისმა.ტანი ნაზად შეარხია და ცეკვა დაიწყო.იქვე საწოლის ზურგს მივეყუდე და ტელეფონი მოვიმარჯვე.
ერთი,ორი...
ტელეფონი შევინახე.სიმღერაც დამთავრდა.ჩემკენ წამოვიდა და ხელებზე დამხედა.
-ამ ორ ხაზს ხომ ხედავ?
-ვენას ეძახიან მაგას, სალომე-გამეცინა მე.
-ვიცი რასაც ეძახიან.ეგ ერთი შენ ხარ,მეორე მე.ხედავ?-ხაზებზე მითითებს-სწორად მიდიან.გვერდიგვერდ.
-მერე ვერ ხედავ ერთი როგორ ქრება?-ვყვები მეც.
-ქრება კი,მაგრამ მაგას ხომ არ შეუძლია თავისი ბედი შექმნას.ჩვენ შეგვიძლია.ხოდა,რომ იცოდე შენ ბედში ვარ მეც.ამ ორ ხაზს სხვაგვარად შეხედე.ისე ნუ უყურებ თითქოს მთავრდებოდეს.იქნებ უსასრულობაში მიდის?
-რომელი მივდივართ იქით?-ვეკითხები და მწვანე ხაზს თვალს ვაყოლებ.
-ეგ არ ვიცი.რომ გავიგებ გეტყვი.ყავა ხომ გინდა?-პასუხს არ ელოდება ისე გადის სამზარეულოში.

სხვენი დაკეტილი მაქვს.იმდენი ხანია არ გამიღია,რომ გასაღები ძლივს ვიპოვე.კარმა დაიჭრიალა და წვალებით გაიღო.ნაბიჯი ვერ გადავდგი.მოგონებები ერთდროულად შემომასკდა და წავბარბაცდი.მერე ჩემს მრავალი წლის მეგობარს დავეყრდენი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.ყველაფერს მტვერი ედო.თითქოს მოგონებებივით დალუქულიყვნენ და ერთი ხელის გადასმა უნდოდა, რომ კვლავ თავის ადგილზე დალაგებულიყვნენ.მოჩუქურთმებულ სავარძელში ჩავჯექი.ტანი ისე ამტკივდა ამოვიღმუვლე და სათვალე მოვიხსენი.სიმწრისგან თვალები ამემღვრა.
ყველაფრი აქ იყო: ბავშვობის დროინდელი ამბებიდან დაწყებული,უბედურების კორიანტელში გახვეული ახალგაზრდობით დამთავრებული.არადა ერთ დროს მიყვარდა აქ ყოფნა.ჩემ მეგობრებსაც უყვარდათ.მახსოვს დედაჩემს რომ არ გაეგო ჩუმად ამოიპარებოდნენ ხოლმე და ტანსაცმელში დამალულ ალკოჰოლს სვამდნენ.განსაკუთრებით დანიელ აბაშიძეს უყვარდა.ახლა რომ ვზივარ იმ დივაზე წამოწვებოდა ხოლმე და ათასგვარ ამბავს ყვებოდა.განსაკუთრებული იყო აბაშიძე.ყველაზე მეტად გვიყვარდა მე და სალომეს.ეს დაბნელებული ქალაქი ერჩივნა მთელ ევროპას და არავის არასდროს არცერთხელ არ გვიფიქრია,რომ ეს სულის შეძვრამდე პატრიოტი,ჩვენზე გადამკვდარი მეგობარი,ძმა და მამა,სიყვარულით,ჩვენი ერთიანობით და თბილისის კედლებით გარშემორტყმული ბიჭი უცხოეთში გადაიკაგებოდა.გვეძნელა აქაურობა მის გარეშე.გვეძნელა და დიდხანს არც მოგვინელებია მისი წასვლა.მერე გავაუფერულეთ,ხელი ჩავიქნიეთ.ათასი პრობლემა შემოგვერტყა გარს და დანიელი დავივიწყეთ.
ხელი ალბომს გადავუსვი.ნელა ავიტაცე დაბერებული მკლავებით და გულზე მივიხუტე.ისევ ტირილი მომინდა.
პირველ გვერდზე გადავშალე და სული შემეხუთა.ზუსტად არ მახსოვს სად იყო გადაღებული.არც ის მახსოვს რომელი წელი იყო.ყველა ვიყავით.სვანს მოტეხილი ხელი სალომეს მხარზე ჰქონდა დასვენებული.მის გვერდით ნატუკა იდგა.თავი ჩაეხარა და რაღაცაზე იცინოდა.“კოსტა ნაგაევი“ გონებაში გამიელვა და გამახსენდა.
კოსტა ნაგაევი ჩემი კორპუსის წინ ცხოვრობდა.მეთორმეტე კლასში ვიყავი რომ გადმოვიდა.ის უნივერსიტეტში მესამე კურსზე იყო.მახსოვს ერთ დღესაც კარზე მომადგა და დამტვრეული ქართულით ‘მეზობელო კარისაო’ ჩამიტარა.დიდხანს ვესაუბრე.დროდადრო ჩემი ოთახიდან სიცილის ხმა ისმოდა.ბოლოს გაბმულ ხარხარში რომ გადავიდა გაოგნებულ ნაგაევს კარები მივუხურე და ოთახისკენ წავედი.სალომე საწოლზე იწვა და გულის წასვლამდე იცინოდა.მეც ავყევი.იქვე ჩავიკეცე და კარს მივეყუდე.მოსულიერდა და შემომხედა.
-რაო მეზობელმა?
-მომესალმა.
-არ დაეზარა ამხელა გზის გამოვლა?
-ნაგაევია სალომე ეგ ბიჭი,ბეგაშვილი კი არა.
-უფ, მერე რაა?-ამოიფრუტუნა-რითია ჩემზე კარგი?
-მაგალითად იმით რომ ზრდილობიანია.
-ლობიანი არა ხაჭაპური კიდე-აკურატულად გადააკეთა სიტყვა.
-გინდა ხაჭაპური?-ვკითხე სხვათაშორის.
-გააქვს?
-მაქვს.
-მაგას მიმალავდი?-ფეხზე წამოხტა.ავდექი და უკან გავყევი.სამზარეულოში სუფრა გავაწყეთ და ჩაისთვის წყალი დავდგი.
-შენ ხო არ გიყვარს ჩაი?-წარბაწევით გადმომხედა.
-შენთვისაა.
-იცი რაა-თვალი ჩამიკრა და ჭამას შეუდგა.

კოსტა კარგი ბიჭი იყო.ცოტა ქალურებში გადადიოდა ხოლმე თორემ ისე რაუშავდა.
ისევ ფოტოს დავხედე.გამიკვირდა.ვერაფრით გავიხსენე ვისი გადაღებული იყო.ნელა გავათავისუფლე და ამოვატრიალე.უკან წარწერა ჰქონდა გაკეთებული.უთარიღო,უადგილო,მხოლოდ სახელი ეწერა: ბერდო გიგანი.

ბერდო 18 წლის იყო ცოლი რომ მოიყვანა.იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის,რომ ისტერიული სიცილი ამიტყდა და სალომეს ტელეფონი გავუთიშე.ნახევარი საათი გაუნძრევლად ვიჯექი და ვფიქრობდი.ფიქრი მაშინაც მშველოდა.თავში ათასი სხვადასხვაფერი უაზრო აზრი ერთად მიტრიალებდა.შემეშინდა.მაშინ პირველად დავფიქრდი იმაზე რომ ოდესღაც ეს ყველაფერი შეიცვლებოდა.ჩვენი სხვისი გახდებოდა.ვიფიქრე ვიშლებითქო და ტელეფონი ავიღე.ნომერი მოვძებნე და რომ უნდა დამერეკა,კარზე ზარი დარეკეს.გავაღე და სალომე იყო.ისე მომნატრებოდა ბოლო რამდენიმე საათებში,ისე შემომაწვა გულს ჩვენი დაკარგვის რაღაც შანსები,რომ ჩავეხუტე და ავტირდი.ხმა არ ამოუღია.ალბათ მიხვდა.ის ხომ ყოველთვის ხვდებოდა.მხრებზე ხელი მომხვია და თმაზე მომეფერა.მაშინ ვერ ვუთხარი რას ვგრძნობდი.მაშინ ვერ გავბედე მეთქვა რას ნიშნავდა ჩემთვის.სიტყვები უაზროდ გაიწელა გონებაში და ვერ დავალაგე რომ ერთხელ და სამუდამოდ ამომეთქვა.პირი მოვკუმე და გავჩუმდი.სწორედ ეს დუმილი დამიჯდა მთელ ცხოვრებად.არ ვთქვი,რადგან მივხვდი,რომ მეთქვა უფრო მეტკინებოდა.წავიდოდა და მეტკინებოდა.მე ხომ მის გარეშე არ შემეძლო.მე ჩვენი დუეტის გარეშე არ შემეძლო.არც მაშინ,არც ახლა.არასდროს.

ბერდოს ქორწილში შავი კაბა მეცვა,სიმბოლურად.ორი მიზეზი მქონდა: ჩემი მეგობრის თავისუფლებას და საკუთარ თავს ვემშვიდობებოდი.მაშინ პირველი ძაფი გაწყდა.გული შემეკუმშა და მეტკინა.რომ ამოვიხედე ვაჩე დავინახე.იმდენად სიმპათიური იყო რომ წამით სუნთქვა შემეკრა.კვლავ თავისებური სტილით ეცვა,ყოველგვარი შარვალ-კოსტიუმის გარეშე.შემომხედა და ხელი ამიწია.გავუღიმე და მისკენ წავედი.
-გლოვობ?-შავზე მიმანიშნა.
-დაახლოებით.
ცოტახანს ვისაუბრეთ.მერე შემოსასვლელისკენ თვალი გამექცა და უკვე მეორედ შევწყვიტე სუნთქვა.სალომე იყო.ზედმეტად თავისუფლად ეცვა.სადა თეთრი კაბა.თმაში თეთრი ყვავილები ჩაებნია.ანგელოზს გავდა.ჩემ პირად ანგელოზს.მაშინვე დევდარიანს ავხედე და მაშინ მივხვდი.თვალებში ეტყობოდა.ნებისმიერი შეამჩნევდა.გამიხარდა და გულში სალტო გავაკეთე.სალომეს თვალი ჩავუკარი და სანამ რამეს მეტყოდა წავედი.
იმ დღის შემდეგ ცოტა სხვანაირი გახდა. არ იმჩნევდა,არც შეიმჩნევდა.მის ხასიათში არ ჯდებოდა.არც მეტყოდა.ჩაიკეტებოდა ხოლმე თავის თავში და გაბრწყინებული თვალებით ტელეფონს ჩაჰყურებდა.მერე უცებ წამოხტებოდა ხოლმე და სადღაც გავარდებოდა.მეც არ ვეკითხებოდი.ვიცოდი დრო მოვიდოდა და თავად მეტყოდა.

ალბომი დავხურე და ერთხანს იქ დავრჩი.მერე დაბერებულმა კუჭმა თავი შემახსენა და სამზარეულოში ჩავედი.პურს პატარა ნაწილი მოვატეხე და უგემურად გავღეჭე.ჩამქრალ ნაკვერჩხალს შეშა მივაშველე და ბუხარი კვლავ ავანთე.ბუხრის თავზე ჩამწკრივებულ სურათებს თვალი შევავლე.ჩემი მშობლების ფოტოები იყო.დედა რომ გარდამეცვალა საშინლად განვიცადე.იმდენად რომ ოთახიდან თვეები არ გამოვდიოდი.სალომე მაკითხავდა ხოლმე,მეხვეწებოდა,მაგრამ არ გავდიოდი.არადა ისე მჭირდებოდა მასთან საუბარი,მაგრამ თავს ვერ ვაიძულე ნაბიჯის გადადგმა.დედის გარეშე სამყაროს დანახვის შემეშინდა და ისე ჩავიკეტე რომ მზესაც არ შემოეღწია ჩემთან.ერთ დღეს,კარი გაიღო და ოთახში ხმები გაისმა.გადაჩვეულმა ყურებზე ხელი ავიფარე.მერე თვეების უნახავი სახე დავინახე.მომნატრებოდა.გამიღიმა და როგორც იცოდა ხოლმე თავზე ხელი გადამისვა.ცოტა მეუცხოვა,უფრო გამხდარიყო.კარისკენ გავიხედე და დანარჩენებიც დავინახე.ჩამწკრივებულიყვნენ,თითქოს სამძიმარზე იდგნენ.მაშინ პირველად გამეღიმა და ავტირდი.ჩემთან ერთად ატირდა ყველა.წამოვწექი და სალომეს კალთაში ჩავუდე თავი.დიდხანს მეფერა თმებზე.სანამ არ ჩამეძინა.ვიგრძენი როგორ ჩამაწვინეს საწოლზე.სალომე გვერდით მომიწვა და მანამ არ წავიდა,სანამ მე არ გავუშვი ხელი.დედის სუნი ასდიოდა.ალბათ იმიტომ რომ ჩემთვის იმაზე უფრო მეტად ახლობელი იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო.
მამა ავარიაში დამეღუპა.ჩემთვის მეორედ დაბნელდა.გამიჭირდა,საშინლად,იმიტომ რომ იმ დროს უკვე მარტო ვიყავი.სრულიად მარტო.

შუაღამისას გამეღვიძა.შემოსასვლელ კარზე ვიღაც აბრახუნებდა.საათს შევხედე.ღამის სამი საათი იყო.ხალათი მოვიცვი და ჯოხს დავეყრდენი წამოსადგომად.კიბეებზე ნელა დავეშვი.სანამ კარამდე მივაღწიე,მეგონა იქ აღარაფერი დამხვდებოდა.ძლიერი ბრახუნი არცერთი წამით შემწყდარა.გარეთ წვიმდა.საშინლად წვიმდა.გასაღები მოვარგე თუარა,გავაღე და ხელში უცნობი სახე შემრჩა.გარეთ შუქი ავანთე.მამაკაცი იყო.დაახლოებით ჩემი ასაკის,ან ცოტა მეტი.
-ვინ გნებავთ?
-გვანცა ხარ?-აკანკალებული ხმით მკითხა.გარეთ ციოდა,გვერდით ჩავიწიე და სახლში შევიპატიჟე.სანამ შემოვიდოდა კარებში დაგდებულ ტილოს გადაუარა,აბურდა და ფეხით გადააგდო.
-ვერასოდეს ვიტანდი-ჩაიჩურჩულა და სახლში შემოვიდა.მივხვდი,ვიცანი.ეს ჩვევა გამახსენდა და კიდევ ერთხელ შევხედე,ამჯერად უფრო დაკვირვებით.წარბზე ნაიარევი ჰქონდა.ნაცნობი ნაიარევი.გამიცინა და ხელები გაშალა.
-გაგახსენდი ბებერო?

სალომემ დამირეკა.ცივი ხმა ჰქონდა.სანამ მოვიდოდა ჩაისთვის წყალი დავადგი და მაღაზიაში ჩავირბინე.ნამცხვარი ლამაზად დავჭერი და თეფშებზე დავაწყე,თუმცა ისეთი მოვიდა ნამცხვარიც დამავიწყდა და გაზზე დადგმული ჩაიდანიც,რომელიც გამწარებული გაჰკიოდა.
-რა გჭირს აღარ იტყვი?
-ბიჭებმა იჩხუბეს.სვანმა დამირეკა.ლამისაა ტელეფონში გავძვრე და ერთმანეთზე თავი ვარტყმევინო.ვეღარ გაიზარდნენ?
-ვისთან იჩხუბეს?-დავინტერესდი მე და თან ნამცხვარი გავუწოდე.
-ეგ არ ვიცი.მარტო ის მითხრა ჩემთან ვართ და ამოდით თუგინდათო.ვიცი იქ რომ ავიდე უნდა ვიჩხუბო,მაგრამ თან მაინტერესებს როგორ არიან.
-მაგათ კიდევ ჩხუბი უნდათ?რა ნერვებს იშლი.
-ეგრე მიცნობ?მაგათ გამო კი არ ვნერვიულობ,ის მანერვიულებს მაგათი სისულელეების გამო ჩვენც ყველაფრის შუაში რომ ვხვდებით.
-არ გიცნობდე მაინც.ზუსტად ვიცი რომ ყველას აზრი ფეხებზე გკიდია.მიდი რა,აღიარე.ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა თქვა.
-რადა სვანზე რომ ნერვიულობ.
-რატომ უნდა ვინერვიულო მაგ ხისთავიანზე?
-იმიტომ რომ გიჟდები მაგ ბიჭზე ბეგაშვილო.მე მაინც ნუ მაბრმავებ რა.
-მე კი არა მგონი შენ გიჟდები საბოლოოდ.ხო და მართლა,მიხედე იმ წყალს თორე პატრონს დაემსგავსება მალე.
ენა გამომიყო და თეფში მოასუფთავა.
ბიჭები მეტნაკლებად კარგ დღეში იყვნენ.ზოგს თვალი ჰქონდა დალურჯებული,ზოგს ხელი მოტეხილი.აბაშიძეს მივუჯექი გვერდით და სველი ნაჭერი გავუწოდე.
-შენ რაღამ გადაგრია.
-ღადაობ?ესენი რომ გაიწევენ,ვერ გააჩერებ.დებილივით ხომ არ ვიდგებოდი.ტან ვერ ხედავ გიგანი როგორ დევს?როგორც ამოვიტანე ისეა.
-როდის დასერიოზულდებით დანიელ?
-ჩვენ სულ სერიოზულები ვართ,გეფიცები.თან ეს რა არის,-გახეთქილ წარბზე მიიდო ხელი-ორ დღეშე გამთელდება.შენ ის მითხარი აი იმათთან რა ხდება,-სალომეზე და ვაჩეზე მიმითითა-დალაგდნენ?
-რავიცი,-მხრები ავიჩეჩე მე-ალბათ დალაგდნენ.
-კაი რა გვანც,შენ თუ არ იცი აბა ვინ იცის.
-სალომეს არ იცნობ?ხომ იცი რომ არაფერს იტყვის.ჯობს სვანს მიაწვე.იქნებ იმან მაინც თქვას რამე,თორემ მე დავიღალე თავის გამოშტერებით.
-შენც რას იშტერებ,თითქოს ვერაფერს ხვდება რა.
-წარბს მიხედე აბაშიძე,თორემ ნაიარევი დაგრჩება.
ერთი კვირის შემდეგ ვნახე და მართლა ნაიარევი ჰქონდა.სალომეს ხელი გადახვია და მე დამეჯღანა,შენი ბრალია,შენ დამთარსეო.

-დანიელ-ტუჩებს თავი ძლივს მოვუყარე და თითქმის ნახევარი ცხოვრების შემდეგ,ლამის დავიწყებული სახელი ვთქვი.არაფერი მითხრა,მოვიდა და ჩამეხუტა.ამ ჩახუტებაში იყო ყველაფერი: სიყვარული,მეგობრობა,მონატრება,ტკივილი,ცრემლები,მე,დანი,ჩვენი თბილისი,მეგობრები და მოგონებები.
ბუხრის წინ ვისხედით.მას ფინჯანი ყავა ეჭირა ხელში,მე-წყალი.ბევრი რამის თქმა მინდოდა და ვერაფერს ვამბობდი.ამ დღეს მთელი ცხოვრება ველოდი.მას შემდეგ რას აეროპორტში ესკალატორზე დავინახე.მას შემდეგ რაც ცაში აფრენილი ვეღარ დავიჭირე და გავუშვი.
-როდის დაბრუნდი?
-ორი დღის წინ-ხმა ისევ ისეთი ჰქონდა,ბოხი და ხრიწიანი.
-რატომ დაბრუნდი?
-სახლში ეს ვიპოვე,-პატარა სკივრი გამომიწოდა-მაშინ გამახსენდა ყველაფერი,გამახსენდა და მივხვდი,რომ მომ....
-ოღონდ არ თქვა რომ აქაურობა მოგენატრა,-სიტყვა გავაწყვეტინე-ამას არ დავიჯერებ დანიელ.
-სკივრში წერილებია.შენი,სალომეს,ნატუკას და ბიჭების.
-წერილები,რომლებზეც პასუხი არ მიგვიღია-ნაღვლიანად ამოვთქვი.
-იცი როგორ მენატრებოდით?იცი რა საშინელი იყო თბილისის ქუჩების ნაცვლად,სადღაც გადაკარგულ ქვეყანაში რომ დავდიოდი?იცი როგორ მიმძიმდა თქვენს ნაცვლად სხვა ბავშვებს რომ ვუყურებდი?მტკიოდა გვანც,ისე მტკიოდა როგორ შენ გეტკინა ჩემი წასვლა.როგორც სალომეს ეტკინა ჩემი წასვლა.
-ხვდები რას ამბობ?ხვდები რას რას ადარებ?ხვდები მაინც რამდენად სულელურად და უფერულად ჩანს შენი ნათქვამი?როგორ ბედავ?როგორ შეგიძლია მოხვიდე,ისე მოიქცე თითქოს ეს წლები არ ყოფილა.მოხვიდე და მათი სახელები ახსენო.შენ ხომ ისინი დაივიწყე.მაშინ დაივიწყე როცა წახვედი.და ყოველი პასუხგაუცემელი წერილი ამას მოწმობდა.არ იცოდი დანიელ?არ იცოდი რომ წასვლით ყველაფერს ანადგურებდი?მითხარი!
-ყოველ დაკარგულ ცრემლს,სიტყვას,გრძნობას და მეგობარს ვფიცავ,რომ ზუსტად ვიცი რასაც ამბობ.რომ ვიცი იმდენად უღირსი ვარ,არცერთი მათგანის სიყვარულს არ ვიმსახურებ.მაგრამ შენ იცი რაც მოხდა მაშინ.შენ იცი და არ გაქვს უფლება განმსაჯო.
-მშობლები მეც დავკარგე დანი.ყოველმა ჩვენგანმა.მაგრამ ჩვენ არ წავსულვართ,ეს შენ წახვედი.
გაჩუმდა.ალბათ ჩაფიქრდა.ჭიქა სამზარეულოში გავიტანე და უკან დავბრუნდი.ისევ ისე იჯდა,გაუნძრევლად.სახეზე ხელი მიედო და ცეცხლს უყურებდა.
-მომიყევი რა,-ჩუმად მთხოვა-მომიყევი რა მოხდა აქ.გთხოვ.
ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე და სახლის სუნი ვიგრძენი.თვალები დავხუჭე,გავახილე და სახლი დავინახე.ჩემ წინ იჯდა და მე მელოდა.ხელი გავიწვდინე,კალთაში ჩავუჯექი და ისე ავტირდი,როგორც ამას წლების წინ ვაკეთებდი ხოლმე.
-ნატუკა სადაა გვანცა.
-შენ რომ წახვედი თითქოს ყველა ავირიეთ.ნატუკა შეიცვალა.ყველაზე მეტად შეიცვალა და ჩამოგვშორდა.ისე იქცეოდა თითქოს ვერ გვხედავდა,ვერ გვამჩნევდა.გვაიგნორებდა.ბევრჯერ ვცადეთ მე და სალომემ მასთან საუბარი,მაგრამ გაგვირბოდა.ბოლოს შევეშვით.რამოდენიმე თვე იყო გასული რომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.ძველი მეგობრობის ხათრით დავთანხმდი და სალომე გავიყოლე.იმ დღეს მე არ მისაუბრია.ნატუკა შეცვლილი იყო,წონა მომატებული ჰქონდა,უპეები ჩაცვენილი.სალომემ რომ ჰკითხა რა გჭირსო თავი გააქნია და ახლა ამისი დრო არ არისო,უპასუხა.მერე ჩანთიდან ანალიზების პასუხი ამოიღო.დიდხანს მეჭირა ხელში.თავიდან მეგონა გვეხუმრებოდა,მაგრამ რომ ატირდა მივხვდი არ ხუმრობდა.სამი თვის ფეხმძიმე იყო.მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს და არ იცოდა სად წასულყო.არც დავფიქრებულვარ ისე წავიყვანე ჩემთან.სალომე ფაქტობრივად ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად.ექვსი თვე ისე გავიდა ვერც გავიგეთ.სამშობიაროში ნატუკას ნაცვლადაც ვიმშობიარეთ ნერვიულობით.ბიჭებიც ჩვენთან იყვნენ.არცერთი წამით მივუტოვებივართ.მერე ექიმი გამოვიდა.სახეზე შევატყვე კარგს არაფერს გვეტყოდა.მოვიდა და ვიზიარებო გვითხრა.სალომე ატირდა და ამაზე მივხვდი ყველაფერი რომ დასრულდა.მარტო იმის კითხვა მოვასწარი ნატა როგორაათქო.შემომხედა და არც ისე კარგადო,მიპასუხა.საავადმყოფოდან ცოცხალ-მკვდარი გამოვიყვანეთ.არ ჭამდა და არ სვამდა.რამოდენიმე თვეში საშინლად დასუსტდა.გადაადგილება უჭირდა.ყველანი ვნერვიულობდით.ის უფრო გვანადგურებდა ვერაფერს რომ ვერ ვაკეთებდით.ერთ დღეს ოთახში შევაკითხე საჭმლით და მკვდარი დამხვდა.გეფიცები ისეთი ლამაზი იყო ვერ დავიჯერე რომ მიცვალებული იყო.შევანჯღრიე და რომ არ გაიღვიძა სალომეს დავუძახე.გვანცა ბიჭებს დაურეკეო,მარტო ეს მითხრა და გადასაფარებელი ტირილით გადააფარა.ნატუკა ოცდასამი წლის იყო.
დანიელმა ვერაფერი მითხრა.ვიგრძენი ჩემ ზურგზე დადებული ხელი როგორ გაუშეშდა.თვალებში ვერ შევხედე.იმ ტკივილის შემეშინდა რასაც ახლა გრძნობდა.ცრემლი მოვიწმინდე და ასადგომად გავიწიე.
-დარჩი.ბერდოზე მომიყევი რა.
-ბერდოც მოკვდა დანიელ,ყველა მოკვდა.რა საჭიროა წვრილმანების გახსენება.ხომ იცი რომ არარ არიან.ბერდოს შვილი ყავდა ერეკლე გიგანი.კარგი ბიჭი გაიზარდა.მსახიობია.მამას გავს,მასავით ლამაზი თვალები აქვს.კიდევ რა გაინტერესებს?
-სალომე და ვაჩე.ჩვენ წყვილს რა დაემართა გვანცა?

სალომე.
სალომე.
სალომე.
რამდენად ლამაზი სახელია.ყოველთვის მომწონდა.ბავშვობიდან.თითქმის მეამაყებოდა კიდეც ჩემ დაქალს რომ ერქვა.მისი წარმოთქმაც მომწონდა.სხვანაირი ჟღერადობა აქვს ამ სახელს.ჩემთვის ერთთან ასოცირდება.წლები გავიდა და მაინც არასდროს ისეთი არავინ შემხვედრია,ვისაც ამ სახელს მოვარგებდი.ვისზეც მომეწონებოდა.
სალომეს თეთრი კანი ჰქონდა.ლამაზი,სრიალა თმები.ყავისფერი,მეტყველი თვალები და გულღია ღიმილი.სალომეს ჩაი უყვარდა.პიტნის კი არა,ჩვეულებრივი ჩაი.ცეკვავდა.ხშირად მთხოვდა ტანგოს ცეკვას,უარს ვეუბნებოდი ხოლმე და მერე სულ წუწუნებდა.შეუძლებელი იყო მისთვის უარი გეთქვა.სალომეს ლამაზი თითები ჰქონდა.წერა უყვარდა.ბევრს წერდა ხოლმე.მრავალი ისტორია შექმა.მიდრეკილება ჰქონდა დრამისკენ.ყოველთვის შეეძლო ჩემი ატირება.
სალომეს ლამაზი ღიმილი ჰქონდა.ამ ქვეყნად სამი რამ ყვარდა ყველაზე მეტად: მშობლები,მეგობრები და ვაჩე დევდარიანი.მაინც ბოლომდე არ აღიარა.ბევრჯერ ვცადე და ბოლოს შევეშვი.ისე წავიდა მაინც არ მიტხრა რას გრძნობდა.მეც ვერ ვუთხარი.ვერ მოვასწარი.ისევ ისე დავდუმდი,როგორ მაშინ და ამას ახლა ვნანობ.უთქმელი ბევრი დამრჩა.ვერ მოვასწარი მეთქვა,როგორ მიყვარდა მისი ყურება.ყურებამდე გახეული ღიმილი,აციმციმებული თვალები,სითბო ჩამდგარი ხმა.
სალომე სხვანაირი იყო.თითქოს არანაირი იყო.ვერ ვადარებდი ვერაფერს.სხვას არ გავდა.მარტო თავისი თავი იყო.ისეთი როგორიც ჩემ დანაოჭებულ გონებაში დარჩა.ხშირად მომნატრებია.მარტო დარჩენილს განსაკუთრებით მომდომებია,კარგი შემოეღო,საწოლზე შემომხტარიყო და თმაზე მომფერებოდა.ბევრიც მიტირია.დაკარგულ წლებზე მიტირია.ვერნათქვამ გრძნობებზე მიყვირია.
სალომე ლამაზი იყო.ყველაზე მეტად თეთრი კაბა უხდებოდა.სწორედ ის,რომელიც ბერდოს ქორწილში ეცვა.ბუნებრივი მიყვარდა.სვანზე შეყვარებული,ყურებამდე გაკრეჭილი ჩემი მონატრება.მუდამ ხალისიანი,პირდაპირი და თავნება ქალი.სხვების სიყვარულში ჩაკარგული ჩემი მოგონება.
სალომე ისეთი იყო,როგორიც იყო.ჩემიანი.
ჩემს მოგონებებში ასეთ დარჩა: გულთბილი,მაგრამ ამაყი ქალი.ო,საშინლად,საშინლად ამაყი ქალი.

ეძღვნება ჩემს უცვლელ მონატრებას.იყავი იქ სადაც ყოველთვის უნდა იყო-ჩემ გვერდით.



არვიცი, რა უნდა გითხრა, საუბრის დაწყება მიჭირს იმიტომ, რომ ეს ისტორია ჩემად ვიგრძენი და ჩემში სამუდამოდ დავმარხე. არანორმალური ხარ. ისეთი რაღაცები დაწერა მთელი ცხოვრება მემახსოვრება, განსაკუთრებით ერთმა წინედადებამ დამშოკა და ამატირა. არვიცი,არვიცი რა უნდა გითხრა! ყველაფერი იცვლება, დრო გადის, ადამიანებიც იცვლებიან მათ შორის ჩვენც, მაგრამ ეს ისტორია არ შეიცვლება და ყოველთვის აქ იქნება. აი,აქ ჩემ გულში ღრმად, იმდენად ღრმად რომ სამარადისოდ გამკვება. მიყვარხარ!

 


გაზაფხულის გოგო
არვიცი, რა უნდა გითხრა, საუბრის დაწყება მიჭირს იმიტომ, რომ ეს ისტორია ჩემად ვიგრძენი და ჩემში სამუდამოდ დავმარხე. არანორმალური ხარ. ისეთი რაღაცები დაწერა მთელი ცხოვრება მემახსოვრება, განსაკუთრებით ერთმა წინედადებამ დამშოკა და ამატირა. არვიცი,არვიცი რა უნდა გითხრა! ყველაფერი იცვლება, დრო გადის, ადამიანებიც იცვლებიან მათ შორის ჩვენც, მაგრამ ეს ისტორია არ შეიცვლება და ყოველთვის აქ იქნება. აი,აქ ჩემ გულში ღრმად, იმდენად ღრმად რომ სამარადისოდ გამკვება. მიყვარხარ!


მიხარია გოგონი^^ მეც მიყვარხარ.

 


ისევ მეოცნებე
გაზაფხულის გოგო
არვიცი, რა უნდა გითხრა, საუბრის დაწყება მიჭირს იმიტომ, რომ ეს ისტორია ჩემად ვიგრძენი და ჩემში სამუდამოდ დავმარხე. არანორმალური ხარ. ისეთი რაღაცები დაწერა მთელი ცხოვრება მემახსოვრება, განსაკუთრებით ერთმა წინედადებამ დამშოკა და ამატირა. არვიცი,არვიცი რა უნდა გითხრა! ყველაფერი იცვლება, დრო გადის, ადამიანებიც იცვლებიან მათ შორის ჩვენც, მაგრამ ეს ისტორია არ შეიცვლება და ყოველთვის აქ იქნება. აი,აქ ჩემ გულში ღრმად, იმდენად ღრმად რომ სამარადისოდ გამკვება. მიყვარხარ!


მიხარია გოგონი^^ მეც მიყვარხარ.

kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი Guest salome

rogor momewona ... bevri istoria wamikitxavs am saitze, magram es iyo ragac saswauli . umagresi xar !!! ❤️

[quote=Guest salome]rogor momewona ... bevri istoria wamikitxavs am saitze, magram es iyo ragac saswauli . umagresi xar !!! ❤️

 


№5 სტუმარი Guest Nita

Rato amatire? Warmovidgine wlebi rom gava gavixseneb chems sauketeso daqaltan ertad ganvlil cxovrebas.. nu ra tqma unda tu siberemde mivagwiet:d aqamde vambobdi sibere ar mindatqo mara vcdebodi mxolod is minda deda ar damiberdes:/
Torem meda chemi daqali sibereshic ertad viqnebit imedi maqs....

 


№6  offline წევრი aannoo

უბრალოდ
აი მართლა
არ ვიცი რა გითხრა,ისეთი
აღელვებით წავიკითხე ...
სიტყვებს ვერ ვპოულობ როგორ გაქო..
ძალიან ბევრი გრძნობით
და
განცდით
სავსე იყო <3
ყოჩაღ რა

 


aannoo
უბრალოდ
აი მართლა
არ ვიცი რა გითხრა,ისეთი
აღელვებით წავიკითხე ...
სიტყვებს ვერ ვპოულობ როგორ გაქო..
ძალიან ბევრი გრძნობით
და
განცდით
სავსე იყო <3
ყოჩაღ რა


მადლობა დიდი ^^

Guest Nita
Rato amatire? Warmovidgine wlebi rom gava gavixseneb chems sauketeso daqaltan ertad ganvlil cxovrebas.. nu ra tqma unda tu siberemde mivagwiet:d aqamde vambobdi sibere ar mindatqo mara vcdebodi mxolod is minda deda ar damiberdes:/
Torem meda chemi daqali sibereshic ertad viqnebit imedi maqs....


მეგობრებს და მეგობრობას დაბერება არ უწერია.

[quote=Guest salome]rogor momewona ... bevri istoria wamikitxavs am saitze, magram es iyo ragac saswauli . umagresi xar !!! ❤️

[quote=Guest salome]rogor momewona ... bevri istoria wamikitxavs am saitze, magram es iyo ragac saswauli . umagresi xar !!! ❤️[/quote]

მიხარია თუ მოგეწონა.

 


№8 სტუმარი წითელი დრაკონი

უაზროდ დასრულდა.
შინაარსი ვერ გამოვიტანე, ამხელა ისტორიას ყვები და ბოლოს ისე ასრულებ, რომ ვერაფერს ვიგებ
რატომ დაიღუპა?ან სხვები რითი დაიხოცნენ?წყვილთან რა მოხდა?ნუ არ მომეწონა.
წარმატებები

 


№9 სტუმარი Guest მარიამი

ძაან მაგარი იყო ენით აგუწერელი გრძნობა დამეუფლა მიხარია რომ ასეთი კარგი ისტორია წავიკითხე უმაგრესი ხარ ძალიან ძალიან მაგარი არვიცი მეტი რაღა გითხრა უბრალოდ ძაან მაგარი ხარ და დიდი მადლობა რომ ეს ისტორია დაწერე

 


№10 სტუმარი Guest თამუნა

არ ვიცი რა ვთქვა ძალიან ემოციური იყო.ეს ისეთი ისტორიაა, რომ დააფიქრებს ადამიანს.ძალიან კარგი გოგო ხარ . წარმატებები♥♥♥

 


Guest თამუნა
არ ვიცი რა ვთქვა ძალიან ემოციური იყო.ეს ისეთი ისტორიაა, რომ დააფიქრებს ადამიანს.ძალიან კარგი გოგო ხარ . წარმატებები♥♥♥


გმადლობ blush

Guest მარიამი
ძაან მაგარი იყო ენით აგუწერელი გრძნობა დამეუფლა მიხარია რომ ასეთი კარგი ისტორია წავიკითხე უმაგრესი ხარ ძალიან ძალიან მაგარი არვიცი მეტი რაღა გითხრა უბრალოდ ძაან მაგარი ხარ და დიდი მადლობა რომ ეს ისტორია დაწერე


დიდი მადლობა

წითელი დრაკონი
უაზროდ დასრულდა.
შინაარსი ვერ გამოვიტანე, ამხელა ისტორიას ყვები და ბოლოს ისე ასრულებ, რომ ვერაფერს ვიგებ
რატომ დაიღუპა?ან სხვები რითი დაიხოცნენ?წყვილთან რა მოხდა?ნუ არ მომეწონა.
წარმატებები


არაუშავს და გმადლობ.

 


№12 სტუმარი Tata

პირველი ისტორია, რომლის წაკითხვის პროცესშიც, ცრემლი არ შემშრობია. მე ვერ შეგაფასებ ❤ მაგრამ გეტყვი, რომ ამ ერთი ისტორიით დაამტკიცე, როგორი მაგარიც ხარ ❤ მიყვარხარ ❤ მინდა კომენტარი დავამატო , მაგრამ ამასთანავე, მინდა, რომ უამრავი ისეთი სიტყვა გითხრა, რომლის გაგონებასაც ყველა მწერალი თუ არამწერალი მოინდომებდა ❤ გყვარობ ❤❤

 


Tata
პირველი ისტორია, რომლის წაკითხვის პროცესშიც, ცრემლი არ შემშრობია. მე ვერ შეგაფასებ ❤ მაგრამ გეტყვი, რომ ამ ერთი ისტორიით დაამტკიცე, როგორი მაგარიც ხარ ❤ მიყვარხარ ❤ მინდა კომენტარი დავამატო , მაგრამ ამასთანავე, მინდა, რომ უამრავი ისეთი სიტყვა გითხრა, რომლის გაგონებასაც ყველა მწერალი თუ არამწერალი მოინდომებდა ❤ გყვარობ ❤❤


ძალიან,ძალიან დიდი მადლობა blush heart_eyes heart_eyes

 


№14 სტუმარი Guest სალომე

სიტყვებიი?? სიტყვებიი ამშემთხვევაშიმეზედმეტება. იმდენად კარგიიყო არვიცირავთქვა, არვიციროგორ გადმოვცე ისემოცია რასაც ახლავგრძნობ. უბრალოდ ერთსგირჩევ წერაარასდროს შეწყვიტო, საოცრად კარგად საინტერესოდდა ემოციურად წერ აღარვიცირავთქვა მადლობა ამემოციებისთვის ❤

 


Guest სალომე
სიტყვებიი?? სიტყვებიი ამშემთხვევაშიმეზედმეტება. იმდენად კარგიიყო არვიცირავთქვა, არვიციროგორ გადმოვცე ისემოცია რასაც ახლავგრძნობ. უბრალოდ ერთსგირჩევ წერაარასდროს შეწყვიტო, საოცრად კარგად საინტერესოდდა ემოციურად წერ აღარვიცირავთქვა მადლობა ამემოციებისთვის ❤

მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent