შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 4)


8-01-2017, 20:08
ავტორი ნანიკო_ნანო
ნანახია 1 882

მანქანაში ჯდომის დროს, მთელი გზის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ გავაცნობიერე... -დემეტრე მაჩაბელი დაბრუნდა!
მასაც განვუმარტე ეს აღიარება და მომიწევს ჩემს თავთანაც ვაღიარო რომ ეს დაბრუნება არაფერს ნიშნავს. ვიცი ამის თქმა ძალიან რთულია ჩემთვისაც და მისთვისაც, მაგრამ ცხოვრება ხომ ისეთია, რომ გვინდა თუ არ გვინდა მაინც უნდა შევეგუოთ ყველაფერს რასაც რეალობა განსაზღვრავს. ყოველთვის, ყველაფერი ისე მოხდება როგორც რეალობას განუზრახავს. არადა როგორ ვქმნით ფანტაზიებს არა?! ღამე ვწვებით და უაზრო ფიქრებში ვიძირებით. გვექნება წარმოდგენები ჩვენი სურვილისამებრ... და თან ჩვენც ხომ მოგვწონს ეს ფიქრები... მერე კი დილით ვაანალიზებთ რომ ყველაფერი ტყუილია!
ისიც ტყუილია როცა მეუბნებიან ოდესმე ბედნიერი აუცილებლად იქნებიო. ვერასოდეს... ვერასოდეს ვიქნები! ახლაც კი, როცა დარწმუნებული ვარ რომ დემეტრე დაბრუნდა. ესეც კი არაფერს ცვლის. ბევრჯერ მიფიქრია ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო რა იქნებოდა? არც არაფერი... უბრალოდ ერთით ზედმეტი ბედნიერი ადამიანი იცხოვრებდა დედამიწაზე. როგორ არ შემიძლია ახლა უბრალოდ ავდგე, ავიდე მაღალ შენობაზე და იქიდან გადმოვხტე. ამით რომ დავასრულო ჩემი ცხოვრება და მთლიანად სიცოცხლე განა არ შემიძლია?! მაინც ხომ არაფრისთვის ვცხოვრობ. ვარ მოცეკვავე... და თანაც ამ პროფესიაზე იმდენად ვარ დამოკიდებული რომ ერთი დღეც რომ არ ვიცეკვო ალბათ ცუდად გავხდები.. მყავს დაქალი მარიამ ბურდული, რომელიც მეორედ გათხოვდა.. ორივე ქმარს გაშორდა და ჯერაც ვერ უპოვია სიყვარული, რომელიც შეიძლება რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდით ყავდეს... მასთან იმდენად ბევრ დროს ვატარებ რომ მის გარეშე ყოფნა ვერც კი წარმომიდგენია. კიდევ?! კიდევ... მშობლებიც კი არ მყავს რომ სამსახურიდან სიხარულით ვბრუნდებოდე მხოლოდ იმიტომ რომ სახლში მზრუნველი დედა დამხვდება, რომელიც ჩემთვის სადილს ამზადებს. საღამოს კი სამსახურიდან დაბრუნებული მამა გვერდით მომიჯდება და მკითხავს თუ როგორი დღე მქონდა. სინამდვილის განხილვისას კი ვხვდები რომ უკვე ერთი წელია ისინი აღარ მყავს. ამის მერე ვინმეს შეუძლია ოდესმე მკითხოს რომ მე ბედნიერი ვიქნები?!
მახსოვს იმ დაწყევლილ დღეს, სანამ ქორწილში წავიდოდნენ წავკამათდით. ცეკვის დროს ფეხი მოვიტეხე და 2 თვე ცეკვა შევწყვიტე... გამოჯანმრთელების შემდეგ დიდი თხოვნის მიუხედავად ცეკვა გავაგრძელე. დედას ეს არ უნდოდა, მამა კი ბრაზობდა... მერე ექიმთანაც დავდიოდი მუხლების ტკივილის გამო... ექიმმაც მითხრა რომ ცეკვის შეწყვეტით მუხლების ტკივილი შემიმცირდებოდა. ასევე იყო მეორე ვარიანტიც.. უნდა დამელია წამლები. რათქმაუნდა მეორე ვარიანტი ვამჯობინე და წამლებს 3 თვე ვსვამდი. ორივე ერთ აზრზე იყო. ამბობდნენ რომ ცეკვა მღლიდა და სჯობდა მეცხოვრა ისეთი პროფესიით, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვდა. მე ვნანობ... არა იმას, რომ ცეკვას თავი არ დავანებე, არამედ იმას, რომ მშობლებთან უკანასკნელი ლაპარაკი კამათით დასრულდა. მაინცდამაინც იმ დღეს... ბოლო წუთებშიც კი არ ჩავხუტებივარ მათ... ეს ტანჯვა და სინანული ვიცი, რომ მთელი ცხოვრების ბოლომდე გამყვება. თუნდაც იმ სამყაროშიც კი, რომელიც უსასრულობას მოიცავს!
ყველაფრის გაცნობიერების დროს ერთი რამ ნამდვილად გამიკვირდა... შეყვარებულმა მიმატოვა და არც კი მიტირია. ხოლო როცა ნამდვილი სიყვარული ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვნახე, ჩემს მანქანაში ცრემლების გუბე დადგა. არც კი ვიცი ნამდვილ სიყვარულს რატომ ვუწოდებ. ჯერესერთი ჩემთვის სიყვარული არ არსებობს, თანაც ნამდვილი.. და მეორე ის რომ ნამდვილი სიყვარული არასოდეს გვტოვებს!
მარიამის სახლისკენ გავემართე.. მანქანა იქვე ეზოში გავაჩერე და კარზე სწრაფად დავაკაკუნე.
გაოცებული შემომეგება და არც უკითხავს რა მოხდაო... რადგან საერთოდ არ იყო გასაკვირი. ეს ხომ ყოველდღიური, ჩვეულებრივი ამბავია... ყოველდღე ხომ ისედაც რაღაც ხდება. რაღაც ისეთი, რაც საშინელებაა!
-დაჯექი, და უბრალოდ მომიყევი ყველაფერი! -დივანზე დაჯდომისკენ მიმითითა თვითონ კი სამზარეულოში გავიდა ჩაის გასაკეთებლად. სულ ასეა... იცის როგორ მიყვარს პიტნის ჩაი
-ჩიქოვანი წავიდა არა?! -პირდაპირ დასვა ეს შეკითხვა და არც უფიქრია რომ ეს შეიძლებოდა მცდარი მოსაზრება ყოფილიყო.
-წავიდა... -არა დამწუხრებით, არამედ გაღიზიანებით მივმართე.
-ეს ხომ მისი სტილია! -არც უცდია დამშვიდება. არც არასოდეს დავუმშვიდებივარ, რადგან იცის ეს ჩემზე არ იმოქმედებს. პირიქით... უფრო ცუდი სიტუაცია დგება ხოლმე. პირდაპირი ადამიანია და ახლაც, პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა. არა ჩემკენ, არამედ გიორგისკენ...
ეს სტილი კი მისთვისაა განკუთვნილი.
-რას ვიზამთ! -ვუთხარი არც თუ ისეთი სინანულით, როგორიც მიტოვებულ შეყვარებულს შეეფერება.
-ვერც ვერაფერს ქეთი!.. -ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა.
-რა იყო მარიამ?! -გაკვირვება შევიმჩნიე.
-ის იყო რომ თავიდანვე გეუბნებოდი ამას. ჩიქოვანი არ იყო ბიჭი, რომელიც შენთვის შესაფერისია.. -თქვა და ჭიქა, რომელსაც ცხელი ორთქლი ასდიოდა პირთან ფრთხილად მიიტანა.
-ყოველთვის გვარით იხსენიებდი... ყოველთვის! -თითქოს ვსაყვედურობდი მაგრამ ნამდვილად ვიცოდი, რომ ამის უფლება არ მქონდა..
-იმიტომ რომ თავიდანვე არ მომწონდა ეგ ბიჭი! -მტკიცედ და სწრაფად მიპასუხა
-არც მე უნდა მომწონებოდა. სულელი ვიყავი.. -იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი და თავი ხელებში ჩავრგე. ჩაწითლებული თვალების დამალვა ვცადე.
-მართლაც რომ... არ გახსოვს?! ყველა გაფრთხილებდით. ყველა იმის შეგნებას ვცდილობდით რომ არ ღირდა მასთან ურთიერთობა.
-მეგონა ბედნიერი ვიყავი... -სიმწრისგან დიდი მარილიანი ბურთი ლოყაზე ჩამომიგორდა.
-ჰოდა რომ გეგონა სწორედ ეგაა საშინელება...
-არ ფიქრობ რომ ჩემს ცუდ მდგომარეობას უფრო ამძიმებ?! -ამით გაბრაზებას კი არა წყენას ვაფიქსირებდი.
-ვფიქრობ მაგრამ ხომ იცი როგორიც ვარ... ჩემი სათქმელი ყოველთვის უნდა ითქვას! -ჩაი მოსვა და საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო.
-რა იმედებს ვამყარებდი არა?! -კითხვა არ დამისვამს. უბრალოდ სინანულით წარმოვთქვი.
-ეგეც დიდი პრობლემაა... რა გითხრა აეროპორტში? -აშკარა იყო რომ ამ თემაზე ლაპარაკის შეწყვეტას არ აპირებდა, რადგან ბოლომდე უნდა დავცლილიყავით
-ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოო...
-ადრეც ხომ ეს თქვა -გაბრაზდა ის.
-ქვეყნიდან წასვლას გულისხმობდა თურმე ახალ ცხოვრებაში.. -ჩემდაუნებურად შეეპარა ჩემს გამომეტყველებას ირონიული ღიმილი.
-არაკაცი! -სწრაფად დაასკვნა და ხელით ჭიქისკენ მანიშნა, რომელსაც ორთქლი ნაკლებად ასდიოდა. მალე ალბათ გაცივდებოდა.
-ნამდვილად! -დავეთანხმე და ჩაის დიდი ყლუპი მოვსვი.
-ნერვები მეშლება... -ამაზე ფიქრებს ვერ ანებებდა თავს.
-ისე რომ დავფიქრდეთ მარიამ შენც როგორი ცხოვრება გაქვს არა?! ორჯერ გათხოვდი და ორივეს გაშორდი, თანაც ისე რომ ნორმალურად არც დაფიქრებულხარ. -ამჯერად ნამდვილად ვუსაყვედურე
-მეც ხომ სულელი ვარ ქეთი! -შესამჩნევად ჩაეცინა მაგრამ ეს სიცილი იმას ნიშნავდა, რომ მეც დამცინოდა და თავის თავსაც.
-რათქმაუნდა! -სიცილი არც შემიკავებია. -ლაშა არაბულთან ისევ გაქვს ურთ...
-მიყვარს! -სათქმელის ბოლომდე დასრულება არც მაცადა ისე შემაწყვეტინა...
-დარწმუნებული ხარ რომ შესაძლებელია?! -დაეჭვებით ვკითხე. თანაც არ მინდოდა ამ კითხვას უთანხმოება გამოეწვია.
-აუცილებლად! -მტკიცე ტონი გამოიყენა მან.
-არვიცი, არვიცი... ... ხომ იცი ვისი ძმაკაციცაა... -სახელი არ დამისახელებია მაგრამ ორივესთვის ცნობილი იყო რომ დემეტრე ვიგულისხმე.
-მასაც ვუყვარვარ! -ეტყობოდა რომ თავის ნათქვამში ეჭვიც არ ეპარებოდა.
-იმედია მართლა ასეა... -ვთქვი და ჩაის ბოლო ყლუპი ფრთხილად მოვსვი, მიუხედავად იმისა რომ უკვე კარგად გაგრილებულიყო.
-იტირე დღეს?! -მივხვდი რომ რიტორიკული შეკითხვა დამისვა.
-კიი.. -მზერა მისკენ მივმართე რომ ჩემი ჩაწითლებული თვალები დაენახა.
-სამწუხაროა... -მხარზე ხელის დადებით თითქოს გამამხნევა.
-ჩიქოვანის გამო არა... -გამიკვირდა მეც გვარით რომ მოვიხსენიე.
-აბა?! -ნამდვილი გაკვირვება გამოხატა მან.
-დემეტრე მაჩაბელი ვნახე! -რობოტივით წარმოვთქვი და თვალები ცრემლებით ამევსო. ვიღიმებოდი, მაგრამ ტუჩები მიკანკალებდა. აშკარაა ეს ღიმილი ყალბი იყო. თან რომ არც ვცდილობდი ამ სიყალბის დამალვას?! რა ვქნა ასეთი ვარ...
მისი სახელის და გვარის წარმოთქმის დროს მივხვდი რომ ეს ფიქრები არასდროს დამანებებდნენ თავს... და იმასაც მივხვდი რომ მისი სიყვარული სამუდამოდ გრძელდება... სამუდამოდ! წარსულში, აწმყოსა და მომავალში... და საერთოდაც უსასრულობაში!
***
13 ნოემბერი... 2014 წელი!
-გცივა? -მზრუნველი ტონით მკითხა და ჩემსკენ მომართული დიდი ტოტი ხეს მოსწყვიტა, მუხლზე გადაიტეხა და მინდვრებისკენ მოისროლა
-შენი აზრით?! -ვერ ვსაყვედყრობდი, ალბათ იმიტომ რომ ამას ოდესღაც ჩემი სიყვარული განაპირობებდა დემეტრეს მიმართ. როცა დროის ამ აღმნიშვნელ სიტყვას ვიყენებდი ეჭვი მეპარებოდა, რადგან არვიცოდი ზუსტად შეეფერებოდა თუ არა ამ სიტუაციას. ვფიქრობ დარწმუნებული არ ვარ მომწონს თუ არა ის მოსაზრება რომ შესაძლოა მე ის ახლაც მიყვარდეს. კიდევ უფრო ვიძირებოდი იმ რაღაც უაზრო ფიქრებში რომლებიც საშუალებას არ მაძლევდნენ რაიმეში გავრკვეულიყავი. თუნდაც იმაში, რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან. პასუხები კითხვებზე, თუ უბრალოდ ბედნიერება. ჩემი ფიქრები ოცნებას უფრო გავდა და თან ეს ოცნებები არც ამტკიცებდა რეალობას. ყველაფერი ფანტაზიით და წარმოსახვის უნარით განისაზღვრებოდა... სულ ყველაფერი!
-როგორ გგონია.. -განვაგრძე მასთან ყალბი კამათი. -შემოდგომაზე, ნოემბერში, ამ სიცივეში აქ.. ტყეში რომ მოგყავდი არ შემცივდებოდა? მგონი ტვინიც კი გამეყინა და ვეღარ ვაზროვნებ. -ბოლო წინადადების დროს წავიბუზღუნე მან კი მკვეთრად გადაიხარხარა. არც ცდილობდა სიცილის შეკავებას მხოლოდ იმიტომ მაინც რომ არ მწყენოდა. მაგრამ რა სისულელეა... რა უნდა მწყენოდა. პირიქით, მაბედნიერებდა მის გვერდით, თუნდაც ამ სიცივეში ყოფნა და მხიარულება. რომელიც ბოლო იყო...
-სამაგიეროდ ჩვენს გულებშია სითბო.. -თვალები გადაატრიალა და მომხიბვლელად ჩაიცინა. გაუცნობიერებლად მივაშტერდი მის სახეს რადგან ვდნებოდი.. მისი თვალისმომჭრელი ღიმილი გულს მიჩქარებდა. ქათქათა კბილები კი თითქოს იქაურობას ანათებდა და სხივებს ჰფენდა. ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორე კი ჩემს მარჯვენა მხარზე ედო. უფრო და უფრო ცდილობდა ჩემს მიკრობას.. ცოტა არ იყოს იმ დროს მეშინოდა ჩემი გატაცებები და სიხარული უბრალოდ წამების ამბავი არ ყოფილიყო.. მართლაც რომ მეშინოდა, სხეულს უფრო მიყინავდა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა ეს წამებიც კი ტყუილი ყოფილიყო. არადა მართლაც ტყუილი აღმოჩნდა!...
-კარგი რა გამხიარულდი. რაიცი კიდევ როდის დადგება ეს მომენტი.. -ამ უბრალო ნათქვამმა ის დაამტკიცა რომ აღარც არასოდეს დამდგარა.. წუთები რომლებიც ასე მაბედნიერებდა უბრალოდ გაქრა.. გაქრა სამუდამოდ!
-რომ მცოდნოდა აქ წამოვიდოდით ამ საღამოთი მაღალქუსლიანებს და კაბას არ ჩავიცვამდი.. -საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ეს ყოველთვის კარგად გამომდიოდა.
-ვარსკვლავებს უყურე და გათბები.. ანდაც მე მიყურე! -ოთხი ჭიქა ჰქონდა დალეული მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ლაპარაკს დალევა არ განაპირობებდა. უბრალოდ უფრო გაბედულად იქცეოდა იმასთან შედარებით ვიდრე მას ახასიათებდა.
-ხომ არ გინდა რომ წავიდეთ?! -ამას ჩემი სურვილიდან გამომდინარე ვამბობდი
-სად უნდა წავიდეთ ჯერ ეხლა არ მოვედით? თან ჩემი სათქმელი ჯერ არც დამიწყია -მაჯის საათზე დაიხედა, შემდეგ კი მისი ქურთუკი მხრებზე ფრთხილად დამაფინა.
-დამიჯერე სათქმელს ქცევებითაც გამოხატავ.. -ისეთი ტონი გამოვიყენე თითქოს ეს ისედაც აშკარა და ნათელი იყო
-მთავარი სიტყვებია ქეთუშ.. -ეტყობოდა რომ თავის ნათქვამში დარწმუნებული იყო.
-ვფიქრობ უმჯობესი იქნება იმ სახელს თუ დამიძახებდი რაც მქვია. -პირქუშად მივმართე. ამას ის განსაზღვრავდა რომ ყოველთვის გართულება მქონდა სახელზე. მიმართვასაც დიდ ყურადღებას ვაქცევდი
-რა პრეტენზიული ხარ.. -ძალიან მოკლე თმაზე ხელი მომხიბვლელად გადაისვა. იმდენად მოკლეა მისი თმა რომ ხელსაც ვერ მოჰკიდებ, ეს კი ძალიან მომწონდა. უხდებოდა... თან იცოდა რომ მომწონდა და ძალიან ხშირად იჭრიდა თმას.
-პრეტენზიული კი არა მომთხოვნი ვარ.. ჰოდა შეეგუე!
-შევეცდები! -თქვა და მისი თბილი ტუჩები ჩემს გაყინულ ტუჩებს ფრთხილად შეეხო. იმდენად ფრთხილად რომ ყოველი წამი საუკუნედ გაიწელა. ეს საუკუნეები უფრო ებდნიერს მხდიდა, მაგრამ ისევ ის მაშინებდა რომ ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. დამთავრდა კიდეც!...
იმ დღეს, 13 ნოემბერს მან პირველად მაკოცა... თანაც უკანასკნელად. მაკოცა მაგრამ არ დაუკონკრეტებია ამით სათქმელს გამოხატავდა თუ უბრალოდ "სიამოვნებას" აღნიშნავდა. სწორედ 13 ნოემბერს წარიმართა ჩვენი უკანასკნელი საუბარი და მზერა. ამ დღეს გადავიდა ჩემი ცხოვრება ტყუილი ოცნებიდან რეალობაში. დღემდე რეალობაშია მაგრამ მაინც რაღაცნაირად... ისეთი გაუგებრობებითაა მოცული, რომ ისევ წარმოსახვას ამტკიცებს, რადგან დემეტრე დაბრუნდა! ეს დაბრუნება იმდენი გაურკვევლობითაა სავსე რომ თვითონვე არ ვცდილობ ამის დაცლას. რას ველოდები არ ვიცი.. დრო მოიტანს ყველაფერსო ამბობენ... ჩემთვის ეს ერთერთი ჩვეულებრივი უაზრო ფრაზაა, და უაზროდვე გამოიხატება იმ ორ წელიწადში, რომელიც მაჩაბელის გარეშე გავატარე. პრობლემა ისაა რომ არც მაშინ ვცდილობდი სიტუაციის გამოსწორებას და არც ახლა. ანდაც რა უნდა გამომესწორებინა?
ასე მგონია ჩემი ცხოვრება წიგნივითაა... თითოეულ ფურცელზეა ზღაპარივით აღბეჭდილი თითოეული წამი. თითქოს ვიღაც წერს ჩემს ცხოვრებას და ასევე ვიღაც კითხულობს.. ბოროტი ზღაპარივითაა, რომელიც საშუალებას არ მაძლევს ვიყო ნორმალური ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი. ადამიანი რომელიც ბედნიერებასთან ერთად დახეტიალობს უსასრულობის გზაზე!
13 ნოემბერი -დღე როდესაც ის ბოლოჯერ ვნახე. უკანასკნელი დღე იყო როცა თავიდან შემიყვარდა!..
მერე კი ისე დამთავრდა თითქოს არც არაფერი ყოფილა.. არადა იყო! შიში გამართლდა... თავად წავიდა და რაღაც უაზრო მოგონებები დამიტოვა.
იქნებ ეს ყველაფერი ამ რიცხვის ბრალია?! 13... არც მინდა იმაზე დაფიქრება რომ მთელი ის წამები რომელიც მის გარეშე გავატარე უბრალოდ ამ წყეული რიცხვიდან გამომდინარეობს.
-------------------------------------------------------------------------------------
შეშფოთებულ მარიამს ყველაფერს ვუყვებოდი ის კი გაოგნებული მიყურებდა. თვალები ისე ფართოთ ჰქონდა გახელილი რომ უკვე ჩაწითლებოდა. როცა ყველაფერი ვთქვი ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. თანაც ისე გავიდა თითქოს მისთვის არაფერი არ მითქვამს.
-რას აკეთებ?! -გავძახე უკვე თვალთახედვის არიდან გამქრალს.
-ერთი წუთით... -წყლის ხმა მოჰყვა მის აკანკალებულ ხმას. ეტყობოდა რომ ისიც ჩემნაირად განიცდიდა დღეს მომხდარ ამბავს.
-კარგად ხარ? -მინდოდა ეს შეკითხვა ჩემთვისაც დაესვა ვინმეს.
-...
პასუხი არ გაუცია მაგრამ ორი წუთის მერე ცხელი ყავით ხელში შემოვიდა. ოღონდ ყავა მხოლოდ მისთვის იყო...
სახეზე შოკი ეტყობოდა მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ ცდილობდა არაფერი შეემჩნია. საერთოდ მარიამ ბურდული ასეთია. ყველაფერი ახლოს მიაქვს გულთან, ყველაფრის სწორად აღქმას სცდილობს, ყველაფერი მნიშვნელოვანია მისთვის, მაგრამ ყოველთვის და ყველგან ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. თითქოს ბიჭის ხასიათი აქვს. ისეთი ბიჭის არაფერი რომ აღელვებს და არასერიოზულად რომ მიიჩნევს თითოეულ საკითხს. სინამდვილეში კი გულჩვილია და ალბათ ყოველ ღამე ტირის იმის გამო რომ ქმარს გაშორდა. ისევ არაფერს იმჩნევს მაგრამ ნამდვილად აშკარაა თავს დამცირებულად რომ გრძნობს.. ერთნაირები ვართ მაგრამ ამავდროულად ყველაზე განსხვავებულები. მახარებს კიდეც ის ფაქტი მის გარდა სხვა საუკეთესო მეგობარი რომ არ მყავს. მისი მშობლები საფრანგეთში ცხოვრობენ და მარიამიც ჩემსავით მარტო ცხოვრობს. 25 წლისაა... წელიწადნახევარში ორჯერ გათხოვდა და ორივე ქმარს გაშორდა მაგრამ არ აქვს მტკიცებულებები რომ ის სიყვარულში ცოტათი მაინც გამოცდილია... ცდილობს რომ იყოს მაგრამ თვითონაც არ იტყუებს თავს. რჩევებს მაძლევს მაგრამ თავადვე იცის რომ ეს რჩევა მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ნათქვამი არაა... ისიც იცის როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა გადადგას სწორი ნაბიჯი, მაგრამ ყველაფრის საპირისპიროდ იქცევა. წამიერი გატაცებები ახარებს, ისევე როგორც მე... დარწმუნებული ვარ ისიც გაცნობიერებული აქვს და ხვდება რომ ეს გატაცებები სიყვარულთან ოდნავადაც არაა კავშირში მაგრამ მაინც თხოვდება ვიღაც ბიჭზე, რომელსაც კარგად არ იცნობს. ორივე ამბის გაგებაზე ჩემს სახეზე ღიმილი ისახებოდა მაგრამ ეს ღიმილი 6 თვეში საპირისპიროდ იქცეოდა. ჩემთან მოდის და მეუბნება.. ''იცი? ქმარს ვშორდები!" -მსგავსი ფრაზების წარმოთქმის შემდეგ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. ასეა... ამ საკითხში უდარდელია. თავიდანვე იცოდა რომ ეს უაზრო ქორწინება არანაირად არ გაამართლებდა მაგრამ მაინც შეიფერა ბავშვური ქცევები და სულელური აზრებით გადაწყვიტა ქმედება რომელიც ნამდვილად დიდი სისულელეა... ახლაც შეყვარებული ყავს.. და გამოიცანით ვინ! ლაშა არაბული... დემეტრე მაჩაბელის ძმაკაცი. არ ვიცი ამ ბიჭთან როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს. მეგობრული თუ უბრალოდ ნაცნობები უნდა ვიყოთ. ორი წლის წინ მთელ დღეებს ერთად ვატარებდით ოთხივე. ოღონდ როგორც მეგობრები და არა წყვილები. ნამდვილად ასე იყო. მარიამი და ლაშა სულ ჩხუბობდნენ, გამუდმებით! ვერასოდეს წარმოვიდგენდი 4 თვის წინ მარიამი ახალ ამბავს რომ მაცნობებდა და მეტყოდა რომ მას და ლაშას ერთმანეთი უყვართ! დემეტრეს წასვლის შემდეგ მე და არაბულს ერთხელაც კი არ გვილაპარაკია ამ თემაზე. სიტყვაც კი არ დაგვცდენია მაჩაბელზე და მის ქცევებზე. ნაწყენი არ ჩანდა იმით რომ ძმაკაცმა მიატოვა რადგან ყველაფერი იცოდა და მასთან ინტერნეტით კავშირი დღემდე არ ჰქონდა შეწყვეტილი. ისიც იცოდა მე რაც ვიცოდი და დარწმუნებული იყო რომ ამ თემაზე ერთი სიტყვის თქმაც ცუდად გამხდიდა.
აი ასე.. უბრალოდ მთლიანი დღეები რაღაცნაირად დავიწყებას მიეცა.. ოღონდ ყალბ დავიწყებას. დადგა დღე, როდესაც ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დაიშალა. სიბნელეში მიმოიფანტა, შემდეგ კი უბრალოდ გაქრა.
-------------------------------------------------------------------
-რა თქვი?! -იცოდა რაც ვთქვი უბრალოდ შოკი არ ქრებოდა არც მის ხმაში და არც გამომეტყველებაში
-ძალიან გთხოვ ახლა არ მითხრა რომ ჩემი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგე
-გავიგე უბრალოდ... ძალიან გთხოვ ყველაფერი განვიხილოთ რა... -ხმაში ეტყობოდა რომ აშკარად მთხოვდა.
-აუცილებლად! ამისთვის მოვედი აქ... -დავარწმუნე ის და ბალიში მუხლებზე დავიდე.
-დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად ნახე და ნამდვილად ელაპარაკე მას? ზუსტად იცი რომ ეს ყველაფერი უბრალოდ შენი ფიქრების ნაწილი არ იყო? -სწრაფად მელაპარაკებოდა მაგრამ ფაქტია თვითონაც არ სჯეროდა თავისი სიტყვების.
-რათქმაუნდა მარიამ... მეც კი ყველაფერი გამიკვირდა და დაჯერება მიჭირდა მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ საკითხს სერიოზულად ხომ უნდა შევხედო...
-ქეთი... -დაიწყო ფრთხილად მაგრამ თავდაჯერებულად.
-კარგად იცი რომ 20 წელზე მეტია გიცნობ. ბაღიდან მოყოლებული ერთმანეთს ვიცნობთ არ დაგავიწყდეს.. დამიჯერე წარმომიდგენია იმ დროინდელი სიტუაცია როცა შენ დემეტრე ნახე. ისიც ვიცი როგორი გრძნობა გექნებოდა ლაპარაკის დროს და კარგადაც ელაპარაკე მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვერ გავიგე... როცა უთხარი არაფერი შეცვლილა და გამოსწორებულა შენი დაბრუნებითო... აი მაგით რა გამოსწორდა? რატომ უთხარი? -სიბრაზეს გამოხატავდა თუ წყენას ვერ ვხვდებოდი.
-აბა რა მეთქვა მარიამ?! ისიც არ უთქვამს ან ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ ან მეგობრები ვიყოთო და მე უნდა მეთქვა? -აშკარად გავღიზიანდი.
-და მაინცდამაინც აუცილებელი იყო შენ, ან იმას მაგ საკითხზე გელაპარაკათ? ბოლოსდაბოლოს ამდენი ხნის შემდეგ პირველად ნახეთ ერთმანეთი და პირველადვე მაგ ფრაზით რომ მიმართე რა არის... ცოტა ხანი დაგეცადა და იქნებ ერთი რამ მაინც ყოფილიყო შენს ცხოვრებაში გამოსწორებადი და ბედნიერების მომტანი! -ბოლო წინადადება ხმამაღალი ტონის გამოყენებით თქვა თან სიბრაზე ეტყობოდა.
-და შენი აზრით როგორ უნდა შევძლო ამასთან შეგუება.. -სინანული შემეპარა მზერასა და ხმაში.
-პატიება ხომ გთხოვა და... -ფაქტი აღნიშნა მან.
-მერე რომ მთხოვა ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ უკვე ყველაფერი მოგვარდა. რათქმაუნდა ვაპატიებ, სიტუაციის ახსნიდან გამომდინარე. ანდაც მე ვინ ვარ რომ მას ეს არ ვაპატიო... თავისი მოვალეობა შეასრულა და მამობა გამოიჩინა. რა არის ამაში საგანგაშო. უბრალოდ შენ ძალიან კარგად იცი მე როგორიც ვარ და როგორც შენ ამბობ 20 წელზე მეტია მიცნობ...
-მოიცა რამე არასწორად ვთქვი? შენ ასე არ ფიქრობ?! -წყენით შემაწყვეტინა მან.
-ეს არ მიგულისხმია.. კარგად იცი რაც ვთქვი... ასე კარგად თუ მიცნობ ისიც კარგად გეცოდინება რომ მთელ ცხოვრებაში ამას ვერ ვიტან ყველაზე ძალიან... უყურადღებობას! და ის რომ დემეტრე ასე უყურადღებოდ მოიქცა ჩემს მიმართ, უთქმელად წავიდა გერმანიაში რაღაც მოვალეობის შესასრულებლად და შემდეგ ჩამოვიდა და პატიებას მთხოვს, დროის არანაირ ასპექტში არ ამართლებს ამ სიტუაციას! -რატომღაც მეც ავუწიე ტონს ბოლოს
-ვიცი ქეთი ვიცი რომ არ მოიქცა არასწორად მაგრამ საბოლოოდ რა გწყინს მაინც ვერ ვიგებ. ხომ გიყვარს?! -გამომცდელად მკითხა მან.
-მერე რა რომ მიყვარს... შეყვარებულები ხომ არ ვყოფილვართ?! -თითქოს ის დრო გამახსენდა სიყვარული რომ უნდა აეხსნა.
-ჰოდა სწორედ მაგას ვერ ვიგებ. ვფიქრობ იმ დროს იყავით თუ არა შეყვარებულები არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კარგად იცი როგორი ურთიერთობაც გქონდათ... შეიძლება ითქვას შეყვარებულებზე მეტიც! შენც იცოდი რომ გიყვარდა და უყვარდი და მანაც... ერთად დადიოდით, კაფეში, ბარში.. შენს გამოსვლებს ესწრებოდა. ხან რას გჩუქნიდა ხან რას... ჩემს არცერთ ქმართან არ ვყოფილვარ ასე. ეგრე ბოლოსდაბოლოს აპირებდა სიყვარულის ახსნას და ესეც კარგად იცი.
-აპირებდა მაგრამ ამიხსნა?! -ჩვენი ლაპარაკი რომ კამათში გადაიზარდა უდავო იყო.
-პირველი კოცნით გამოხატა სამაგიეროდ! რა
-უნდა ეთქვა რასაც ფიქრობდა. და საერთოდაც ეგ ის დღე იყო როცა უკანასკნელად შევხვდით. მაგ დღის შემდეგ გაქრა...
-მოდი ქეთი ვაღიაროთ რომ საერთოდ არ გიძებნია.
-ერთი მიზეზი მაინც მითხარი თუ რატომ უნდა მომეძებნა მე დემეტრე..
-იმიტომ რომ გიყვარდა! -იმდენად მტკიცედ და სწრაფად მიპასუხა რომ მეც კი გამიკვირდა მისი ასეთი თავდაჯერებულობა. -და მასაც უყვარდი! -მტკიცედვე დაამატა მან.
-იცი რა... სათანადოდ რომ ვყვარებოდი ყველაფერში გამარკვევდა და უპასუხოდ არ დამტოვებდა... -სინანული ჩემდაუნებურად გამოვხატე
-ისე მახსოვს მე თქვენი გაურკვევლობა. თითქმის მთელი ერთი წელი ვერ აღიარებდით რომ ერთმანეთი გიყვარდათ... არადა ყველამ ვიცოდით! მე ქორწილსაც კი ვგეგმავდი გულში. მახსოვს როგორი დაბნეული მოდიოდი ხოლმე ჩემთან და შეშინებული დაიწყებდი ლაპარაკს უყვარდი დემეტრეს თუ არა. თან არც იმას რომ არ აღიარებდი შენც რომ გიყვარდა? -აშკარად გაეცინა მას.
-მახსოვს... -სიცილითვე ვუპასუხე.
-ის კი ლაშასთან ერთად აწყობდა გეგმებს თუ როგორ უნდა ეთქვა შენთვის. როცა გადაწყვიტა ბოლოსდაბოლოს რომ სიყვარული აეხსნა დალია... სრულიად ფხიზელი მასთან ვერ მივალო. ისეთი შეშინებული იყო ცუდი პასუხის მოლოდინში... მიუხედავად იმისა რომ იცოდა შენც როგორ გიყვარდა.
-ჰმ... -ჩემთვის ჩავიბურტყუნე
-ჰოდა ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მიეცი შენს თავს უფლება არ დაკავშირებოდი! -თემას მკაცრად მიუბრუნდა.
-მარიამ მისმინე... ვთქვათ მოვძებნე და დაველაპარაკე.. მერე?! აი მერე რა მოხდებოდა. უფრო ცუდად არ ვიქნებოდი მთელი ეს დრო? მასთან რომ ვილაპარაკებდი თავის "ცოლ-შვილს" ასე უბრალოდ მიატოვებდა და იმდენად შევეცოდებოდი რომ ისევ ჩემთან დაბრუნდებოდა?! -სიტყვა "ცოლ-შვილი" იმდენად ირონიულად წარმოვთქვი თვითონვე გავოცდი.
-მოდი მაშინ ეს განვიხილოთ! -დაიწყო თავისი აზრის გადმოცემა -იცოდი ნომერი, ელფოსტის მისამართი, სახლის მისამართიც კი.. შენ კი რა გააკეთე! 14 ნოემბერს იჯექი სახლში. ელოდებოდი... 3 საათი დააგვიანა და გარეთ გახვედი! ვიღაც უცნობი გოგოს ნათქვამი ერთ ყურში შეუშვი და იმის მერე გონებაში ჩაგრჩა! ვიღაც დებილს დაუჯერე და ხელი ჩაიქნიე მთლიანად ცხოვრებაზე. არანაირად არ გიცდია ნამდვილი სიმართლის გაგება...
-ამაზე მეტი სიმართლე რა უნდა ყოფილიყო?! -შევაწყვეტინე მას.
-"დემეტრე მაჩაბელმა ცოლი მოიყვანა!" -ამ ფრაზას როგორ დაუჯერე გოგო! ან როგორ არ გაგიკვირდა. ან სერიოზულად როგორ მიიღე... ერთი სმს იც კი არ მიგიწერია დემეტრესთვის. არც დაგირეკავს რომ გეკითხა რა ხდებოდა! მართალი იყო თუ უბრალოდ ერთ-ერთი ჭორი... ასე უბრალოდ დაყარე ფარხმალი და გზა ისე განაგრძე ვითომ უკვე ყველაფერი აშკარა იყო და თვითონვე შეესწარი ამ ფაქტს. გერმანიაშიც კი იყავი გასტროლებზე და ერთხელაც არ მისულხარ მის სანახავად, მიუხედავად იმისა რომ კარგად იცოდი სადაც ცხოვრობდა
-მარიამ დიდ პატივს გცემ და შენი ნათქვამი გავიაზრე, გავაცნობიერე და გავაანალიზე. ყოველ სიტყვაზე დავფიქრდი მაგრამ რადგან ასეა ჩემი ნათქვამიც უნდა მოისმინო და გაითვალისწინო! რაც არ უნდა მეძებნა, როგორც არ უნდა დავკავშირებოდი და მენახა, ვაღიაროთ რომ ეს არაფრად არ ღირდა. 1 წუთის დაკარგვაც კი უაზროდ გაფლანგული იქნებოდა!
-და მაშინ გიორგი ჩიქოვანს რატომ დაუახლოვდი?! -კამათს განვაგრძობდით. -არც კი გიყვარდა. ვიცი რაც გინდოდა... შურისძიება! -დაასკვნა მან. -ვიცი რომ გეგონა როცა ის გაიგებდა ამ ამბის შესახებ ჩამოვიდოდა და თავიდან აგაცილებდა იმ ფაქტს რომ შენ ვიღაც ჩიქოვანზე დაქორწინდებოდი. ამით რა სარგებლობას ჰპოვებდი?! არ გეწყინოს მაგრამ რაღაც ძალიან უაზრო გადაწყვეტილება მიიღე...
-საერთოდ რატომ განვიხილავთ ახლა, ამ წუთას ამ ფაქტს ახლიდან?! რადგანაც მაჩაბელი ჩამოვიდა? მის მხარეზე ხარ? იცავ? კარგი მშვენიერია... მაშინ მე წავალ! -შესამჩნევი წყენითა და ირონიით აღსავსე ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი. ვიცოდი ხელ-ჩანთა დივანზე დამრჩა მაგრამ არც კი შევბრუნებულვარ. ალბათ იმიტომ რომ ვიცოდი თავადვე გამაჩერებდა.
-... -არ მეძახდა და არაფერს ამბობდა. როცა უკვე კარის სახელურის ჩამოქაჩვას ვაპირებდი მხოლოდ მაშინ დამადო მხარზე ხელი.
-კარგი დამშვიდდი... დაჯექი და გთხოვ, უბრალოდ განვიხილოთ რა იქნება შემდეგში!
-შენ რომ არ მყავდე... -გული ამიჩუყდა და ჩემდაუნებურად ჩავეხუტე მას.
-ერთმანეთი რომ არ გვყავდეს ვერ ვიცხოვრებდით! -დაასკვნა მან და გამიღიმა.
თვალებიდან ჩამოგორებული ცრემლები სახეს მისველებდა.
-ყავას გამიკეთებ?! -უმნიშვნელოდ ვკითხე და დივნისკენ წავედი. უმნიშვნელოდ იმიტომ რომ არც მქონია უარის თქმის მოლოდინი, რომ უარს მეტყოდა.
-რათქმაუნდა... თქვა და სამზარეულოსკენ გაემართა.
ფრთხილად ჩამოვჯექი და ტელეფონს დავხედე. გაუცნობიერებლად ფოტოების ფაილი ჩავრთე. მაინცდამაინც იმ ფოტომ გაანათა ეკრანზე, რომელიც მე და დემეტრემ ბოლო დღეს გადავიღეთ. ხელი ჰქონდა გადახვეული და თავადვე იღებდა. მის თვალებში ისეთი ბედნიერება იგრძნობოდა, არც არასოდეს რომ მინახავს.
განა რა მინდოდა... ან ახლა რა მინდა! რას ვცდილობდი.. ან ახლა რას ვცდილობ! რისთვის ვცხოვრობდი... ან ახლა რისთვის ვცხოვრობ?!
ახლა ყველაზე ძალიან ტირილი მინდოდა... როცა დავაპირე გულიდან ამომეშვა მთელი დარდი, კარზე კაკუნმა გამაჩერა. თითქოს ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას ველოდი ამ კარის მიღმა, რადგან ახლა სხვა ვერავისზე ვფიქრობდი. წარმოდგენაც კი არ მქონდა ვინ შეიძლება ყოფილიყო.
მარიამმა კართან მიირბინა და ფრთხილად გამოაღო. მომღიმარ ლაშა არაბულს გადაეხვია და შემოიპატიჟა.
-ქეთი?! -ყალბად შეიცხადა მან.
-ლაშა.. -წამოვდექი და მშვიდად გადავკოცნე მას.
-გეცოდინებათ ახალი ამბავი!... -მხიარულად წარმოთქვა და თან ორივეს მოგვმართავდა.
-რა ამბავი?! -უმნიშვნელოდ იკითხა მარიამმა, ალბათ იმიტომ რომ რაიმე კონკრეტული ამბის მოლოდინი ჰქონდა
-მაჩაბელი საქართველოშია! -მხიარულება ისევ არ იკარგებოდა მისი სახიდან. -დაბრუნდა! -დაამატა ბოლოს.
მისი ნათქვამის გაგონებაზე გონებაში ისევ ის წამები ამომიტივტივდა, რომელიც დემეტრესთან ერთად მქონდა გატარებული.
***
გადიოდა წამები, წუთები, საათები და დღეები! ის არ ჩანდა... მაგრამ ქალაქს კიდევ ერთი ამბავი შეემატა... - "მაჩაბელი საქართველოშია!"
***
"ნოემბრის 13"
ნოემბრის 13 (თავი 4)



№1 სტუმარი Guest ნინი

აუუ ძალიან კარგია

 


№2 სტუმარი Noembris13

Yvelaze magaria <3 saocrebaa <3

 


№3  offline წევრი ნანიკო_ნანო

დიდი მადლობა <3 შემდეგი თავი დევს უკვე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent