შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 9.


8-01-2017, 23:17
ავტორი Supreme
ნანახია 1 746

-ალბათ, არც მელოდებოდი.-ნაგლი გამოხედვა.
  ძალა მოვიკრიბე და აზრზე მოვედი.
-არა.
-რატომღაც დეჟავუ მაქვს.-ნაგლი სიცილი.
-მეყო, რაც გადავიტანე შენ გამო.
-ხელმეორედ გათხოვებაზე ჰო არ დაგიწყია ფიქრი?-ზედმეტად დარწმუნებულმა ამომხედა.
-არა.
-საინტერესოა, რატომ?-ჩაიცინა.-პირველი ქორწინებისგან უკმაყოფილო დარჩი?
-საერთოდ არაა საჭირო გახსენება.-ვუთხარი უემოციოდ და მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი.
-ალბათ კარგად ხვდები, დედაშენმა რატომ დაგვირეკა ორივეს.
-იმედები უნდა გაგიცრუოთ.-გავუღიმე.
  ხმა აღარ ამოუღია. უაზროდ ვიჯექი და ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია მისი დაჟინებული მზერისთვის. ძნელია, როცა ადამიანი, რომელიც თითქოს წარსულს ჩააბარე, ისევ უეცრად იჭრება შენს ცხოვრებაში. ყველაფერს რომ ივიწყებ, ამ დროს ჩნდება და სათითაო მომენტს რომ გახსენებს, ხანდახან ისეთსაც კი, რომლის დავიწყებაც უკვე დავიწყებული გქონდა. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასე იყო. ის-ისაა ყველაფერი დალაგდებოდა და უცებ, თითქმის ბოლომდე აწყობილი კონსტრუქცია ინგრეოდა. ახლაც, ვუყურებ ნაცნობი ადამიანის უცნობ და გაუცხოებულ თვალებს. მერე რა, რომ ადრე ისიც იყო ბავშვი და კარგი ადამიანიც კი. ყოველივე ეს უმნიშვნელოა, როცა ასეთ არამზადად იზრდები.
  დედაჩემის შემოსვლა ფეხის ხმით ვიცანი. როგორ მეშინოდა ბავშვობაში ამ ხმის. ახლაც, თითქმის გავნერვიულდი, მაგრამ თავი მოვთოკე. ამის დრო და ამის შესაძლებლობა არ იყო.
-გამარჯობა, ქალბატონო ქეთი. როგორ ბრძანდებით?-მაშინვე წამოდგა და დედაჩემს ისე მიესალმა, თითქოს პრემიერი ან თავად პრეზიდენტი მოსულიყო.
-დაჯექი, ანდრია. მეგონა მოგასწრებდი, მაგრამ პუნქტუალური ყოფილხარ.-დედაჩემმა ჩაიცინა.
-ჰო იცით, დროები გაწერილი მაქვს, ამიტომ სხვა გამოსავალი უბრალოდ ვერ მომეძებნება.-ყალბი სიცილი.
-მესმის, მესმის.-დედაჩემის ყალბი ღიმილი.-გამარჯობა.-მომიგდო და დაჯდა.
  ყავა შევუკვეთე და ვცადე თავდაჯერებულად ვყოფილიყავი. ერთი ყლუპი მოვსვი და ღრმად ჩავისუნთქე.
-დედა, რა ჩაიფიქრე?-ვკითხე პირდაპირ, თან მტკიცე და მკაცრი ხმით.
-შენი გათხოვება, რა თქმა უნდა.
-ისევ ძველს აწვები?-ცინიკურად ჩამეცინა.
-შენს თორნიკესთან ძალიან გაგიმართლა?
-ეგ შენი საქმე არაა.
-არა? ძალიან შემცდარხარ. ზუსტად რომ ჩემი საქმეა.-ოდნავ გაბრაზდა.
-ჩემს ცხოვრებას ადრე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა შენთვის და არც ახლა მიანიჭო განსაკუთრებული როლი.-წამოვდექი.-ნახვამდის.
  კაფედან გავედი, უფრო სწორედ, გავვარდი. კარგად მეჭირა თავი? ვინ იცის...ან რატომ ვნერვიულობ უკვე ზრდასრული ასეთ რაღაცებზე.
  მანქანისკენ წავედი და ის-ისაა კარი უნდა გამეღო და ჩავმჯდარიყავი, რომ ვიღაცამ ხელი დამავლო და გამაჩერა.
-რა გინდა?-ანდრიასგან გამოთავისუფლება ვცადე.
-მოისვენე.-მითხრა მკაცრად, მაგრამ ამავდროულად თავშეკავებულად.
-რამე გინდა?-გავუმეორე შეკითხვა.
-ეგრე რატომ იქცევი?
-ეგრე როგორ?-პირდაპირ თვალებში ჩავხედე, თავდაჯერებულმა.
-უკვე მეორეჯერ მეუბნები უარს ქორწინებაზე.
-ასჯერ რომ მთხოვო, მაინც არ დაგთანხმდები.
-წარსული არაფერს ნიშნავს?-იმედგაცრუებულმა ხელი გამიშვა.
-მაშინ ბავშვები ვიყავით.-ჩავილაპარაკე უემოციოდ.
-გინდა თქვა, რომ ყველაფერი გამოუცდელობა და გართობა იყო?-ჩაიცინა, თითქოს გულგატეხილმა.
-სანამ არ გავიგებდი, რომ მატყუებ, ყველაფერი ძალიან კარგად იყო.
-იცი, ეგ ტყუილი რატომაც დამჭირდა.
-ისე არ შემიყვარდებოდი? ჰო, პრინციპში მართალი ხარ. ისე არც შემოგხედავდი.
-შენი პრინციპულობა მაგიჟებს.-ხელზე ნაზად შემეხო.
-თუ ხვდები, რომ პრინციპული ვარ, უნდა გამეცალო.-მისი ხელი მოხერხებულად მოვიშორე და მანქანაში ჩავჯექი.
  დავქოქე. ანდრია ფანჯარას დაეყრდნო. ჩამოვწიე.
-ერთხელ...-ჩემკენ წამოიწია და სახე რომ არ გამებრუნებინა, მაკოცებდა.
-არცერთხელ.-ფანჯარა ისევ ავწიე.
  რა უაზრობაა. უბრალოდ წარსული და მეტი არაფერი.
  მაშინ 17-ის ვიყავი.
  "სასტუმრო. საღამოს 7 საათი. შეხვედრა მორიგ პოტენციურ ქმართან, რომელზე გათხოვებაც სარფიანი იქნებოდა ოჯახისთვის.
  შესაფერისად გამოწყობილი ვარ. მძღოლი სასტუმროსთან მიჩერებს.
-ძალიან გთხოვ, ახლა მაინც ნუ შექმნი პრობლემებს.-ოდნავ სევდიანი თვალებით მიყურებს, თან მიღიმის.
  მანქანიდან გადმოვდივარ და შენობის კარებს ვაღებ. როცა ვხვდები, ნაცნობ თვალებს ჩამოვეფარე, მაშინვე საპირფარეშოსკენ მივისწრაფი. კლასიკურ კაბას ჩვეულებრივ მაისურსა და დახეულ ჯინსზე ვცვლი, შავ მაღალქუსლიანებს ვიტოვებ. ლამაზად დაწყობილ თმას ვიშლი და ოდნავ ვიჩეჩავ, ნაზ მაკიაჟს კი ვიმუქებ და ვცდილობ გამოუსწორებელი გოგონას როლში შევიჭრა. რადაც არ უნდა დამიჯდეს, მორიგ საქმროს თავი უნდა შევაზიზღო. საპირფარეშოდან გამოსული, სასტუმროს რესტორანში ჩავდივარ, თან კევს საშინლად ვაღლაჭუნებ. არ მგონია ასეთი მოვეწონო. კიბეებზე ვიღაც უცნობ ბიჭს ვეჯახები, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ვუყურებ, ისიც გაკვრით. ერთ-ერთ მაგიდას ვუახლოვდები, სადაც შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭი მელოდება. საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი, მაგრამ არასასიამოვნო ადამიანი ჩემთვის.
-პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.-ჩანთას უხეშად ვდებ მაგიდაზე.
-აშკარად მახსოვს, რომ კარგად აღზრდილ ლამაზ გოგოს მპირდებოდნენ.-ამბობს დამცინავი ტონით.-მაგიდა ჰო არ შეგეშალათ?-ისე შემომხედა, დარწმუნებული იყო, შევცდი.
-საბა ხარ?-ვეკითხები უემოციოდ.
-ანუ არ შემცდარხარ.-იმედგაცრუებული მათვალიერებს.-სპექტაკლია, არა?-ეცინება.
-რა მნიშვნელობა აქვს.
-ცდილობ, რომ არ მომეწონო.-იცინის, თან ტელეფონს იღებს.
-სად რეკავ?-მიკვირს.
-დედა, ვნახე, უზომოდ ლამაზი და კარგი გოგოა.-მკაცრად ვუქაჩავ თვალებს.-მაგრამ, საერთოდ არ ჯდება ჩემს გემოვნებაში, ამიტომ სხვა საცოლე მომიძებნე.-თან მიყურებს.
  მალე საუბარს ამთავრებს.
-მეც არ ვკვდები სურვილით შენნაირი მოვიყვანო ცოლად.
  მაგიდიდან დგება და წყლის ჭიქას თავზე მაცლის.
-ეს ისე, გაკვეთილად ჩათვალე.
  ნერვებმოშლილი და გაღიზიანებული ვდგები მაგიდიდან, ჩანთას ვიღებ და კიბეებისკენ მივდივარ. ამაზრზენია უბრალოდ. ყველაფერი მძულს. საპირფარეშოში შევდივარ და გაფუჭებულ მაკიაჟს ხელსახოცით ვიშორებ. იმედგაცრუება, მეტი არაფერი...
  მაჯას ხელით ვისინჯავ და ვამჩნევ რომ ჩემი საყვარელი სამაჯური არ მიკეთია. იოანეს საჩუქარი 16 წლის დაბადების დღეზე. განერვიულებული ვიქექები ჩანთაში, მაგრამ ვერაფერს ვპოულობ. კიდევ უფრო დაღვრემილი სახით გამოვდივარ გარეთ. უხასიათოდ ყოფნისგან თავის დასაღწევად სასტუმროს ვერანდიდან ხედით დატკბობის გადაწყვეტილევას ვიღებ და ლიფტში შევდივარ. კაბინაში კიდევ ერთი უცხო ადამიანი შემოდის. ახალგაზრდა და სასიამოვნო გარეგნობის. არ ვუყურებ, მაგრამ ხანდახან მის მზერას ვგრძნობ. სანამ ბოლოს წინა სართულზე გამოდის და მე ისევ მარტო ვრჩები."
  ახლა რომ ვფიქრობ, ცხოვრება უფრო მარტივად მეჩვენებოდა მაშინ, როცა მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი და არც სიყვარული მიმაჩნდა რაიმე განსაკუთრებულად.
"-დღეს შენთან ვრჩები.-ვეუბნები თაკოს და მის სახლში დაუკითხავად ვაბიჯებ.
-შენებთან იჩხუბე?-მეკითხება უკვე შეგუებული.
-არა, მაგრამ რომ მივიდე, აუცილებლად წავეკიდებით.-ვიცინი.-დასალევი და საჭმელი არ გაქვს?-მაცივარს ვათვალიერებ.
-არა.
  მაღაზიაში გავდივართ. ოდნავ მოშორებით გვიწევს გავლა. ღამის ქალაქში დავბოდიალობთ. ნაცნობ სახეს ვაწყდები, რომელიც მე მიყურებს. მიღიმის.
-თუ ადამიანს სამჯერ შეხვდები, ბედია.-იცინის.-ასე ვფიქრობ მე.
  მისი სიტყვები ხალისს მმატებენ. გულში რაღაც უცნაური და სასიამოვნო გრძნობა მიჩნდება."
  ასე გავიცანი ანდრია. რამდენი კარგი მოგონება მაკავშირებს მასთან. ახლა? ახლა სასაცილოდ მიმაჩნია ჩემი წარსული და უაზრო გრძნობები.
"-მიყვარხარ.-მეუბნება ჩუმად და მკოცნის.
-მეც.-ვეხუტები.
  ისე მაგრად მიჭერს ხელებს, თითქოს შეიძლება გავქრე და ამას უფრთხის. ნაზად მკოცნის კისერში, მერე მხარზე. იძინებს...მე მის მკლავებში მოქცეული ვტკბები ცხოვრებით და მიხარია...ყველაფერი მიხარია..."
  რა სულელი ბავშვი ვიყავი მაშინ. უაზროდ ვენდე ადამიანს. ეს შეცდომა კიდევ ბევრჯერ დავუშვი ჩემს ცხოვრებაში.
"-იცოდე, ტყუილები მძულს.-გაბრაზებული ბავშვივით ვბუზღუნებ ანდრიასთან.
-ვიცი.-მიცინის და თავზე მისვამს ხელს.
-არასდროს მომატყუებ?
-არასდროს.
  სულელი ბავშვივით ვყვები გრძნობებს და მის ტუჩებს ნაზად ვეხები..."
  ახლა რომ ვფიქრობ, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება მატყუარას ტუჩები სიყვარულით იყოს სავსე. ესეც ტყუილი იყო, ილუზია, წამიერი ჰალუცინაცია და უბრალოდ არარეალური რამ.
  ჩვენმა ურთიერთობამ ზუსტად 5 თვე გაძლო. მერე ყველაფერი თავისით გამოაშკარავდა.
  ლისის ტბის გზას დავადექი. ცოტა ხანი მარტო ყოფნა მინდოდა...
  მივედი თუ არა, მანქანიდან გადმოვედი და დაცარიელებულ პლაჟზე ტბის წინ დავჯექი. სრული სიმშვიდე და მე ისევ მარტო, ჩემს ფიქრებთან.
 "სახლში შევდივარ და ჩემი ოჯახის წევრების სახეებს ვაკვირდები. მხოლოდ იოანე მიღიმის და თან რაღაცნაირად თანამიგრძნობს თვალებით. რატომ ვერ ვხვდები. განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ და სასადილო ოთახში შევდივარ. სუფრასთან მჯდარ ნაცნობ ფიგურას ვაკვირდები.
-აქ რა გინდა?-მიკვირს, მაგრამ თან ვცდილობ არ შევიმჩნიო.
-შენი პოტენციური ქმარი ვარ.-მიღიმის ნაგლად.
-რა?-ნერვულად მეცინება.
-არ მელოდებოდი?
  გაოგნებულს ხმა მიწყდება. უბრალო ოჯახიდან? ჩვეულებრივი ბიჭი? სძულს გარიგებები? სადაა ეს ყველაფერი? დაპირება, რომ არასდროს გაიცნობს ჩემს ოჯახს და უბრალოდ გავიპარებით...სად ქრება ეს სიტყვები, ეს პირობები?"
  იმ დღეს გავიგე, რომ მაშინ სასტუმროში შემთხვევით არ აღმოჩენილა. დედაჩემი ორ ფრონტზე იბრძოდა. ერთის მოშორება პირდაპირ მოვახერხე, მეორე კი შეუმჩნევლად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ისევ იმედგაცრუებული მე. ბედი ალბათ მართლა დამცინის...
"-ჩემთან ურთიერთობას აღარ აპირებ?-მეუბნება ანდრია, როცა შემთხვევით ვხვდები ერთ-ერთ კაფეში.
-არასდროს."
  ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდები წყვეტილად მახსოვს. თუმცა, ერთი რამ არასდროს დამავიწყდება. ჩემი პირველი ცხარე ცრემლები. ყველაფერს ვიტანდი, მაგრამ ყალბი სიყვარული? ეს ნამდვილად მეზედმეტა, თუმცა იმედი მაინც არ დამიკარგავს...
"-ერთხელ მეც გამიმართლებს."-ვეუბნებოდი მაშინ ჩემს თავს და ვცდილობდი მხნეობა არ დამეკარგა, რაშიც იოანე ყოველთვის მეხმარებოდა.
  როდესაც სამართალზე ჩავაბარე, მაშინაც მხოლოდ ძმის მხარდაჭერა ვიგრძენი და ისიც, მხოლოდ რამდენიმე თვით, რადგან მერე ჩემი ერთადერთი საყრდენიც გაქრა ცხოვრებიდან ისე, როგორც ზამთარში ხელისგულზე დაცემული ფიფქი ქრება ხოლმე. აღარ ჩანს, მაგრამ თავის კვალს ტოვებს. მერე რა, რომ ცივი წყლის წვეთია. მაინც კვალია, რომელიც კიდევ დიდხანს გიტოვებს გრძნობას ხელზე.
  ცრემლები მომადგა და ცაში ავიხედე. ალბათ იქ ბედნიერია და არაფერი აწუხებს. მხოლოდ ერთადერთი სურვილი მაქვს. ჩამეხუტოს, რომ ვიგრძნო მისი ძველებური სითბო...რომ არ დავიკარგო, როგორც ერთხელ უკვე დავიკარგე...
  ფიქრები საოცარი რაღაცაა. ისე ჩაგითრევს, სულ ვერ მიხვდები, როგორ გაივლის დრო. ახლაც, როცა აზრზე მოვედი და საათს შევხედე, უკვე 8 იყო დაწყებული. თითქოს ბევრი არაფერი გამხსენებია, მაგრამ მაინც რამდენი დრო წაიღო ჩემი ცხოვრების თითოეულმა გონებაში ამოტივტივებულმა მოგონებამ...
  იმდენად შევერიე ზამთრის მკაცრ კლიმატს, რომ სიცივესაც ვეღარ ვგრძნობდი. მთელი სხეული გათოშილი მქონდა. მანქანაში ჩავჯექი და ჩემს საყვარელ კაფეს ვესტუმრე. ირაკლი ისევ იქ იყო და ხალხს ემსახურებოდა. ისეთი სისწრაფით დადიოდა აქეთ-იქით, ვერც შემამჩნია. ბოლოს, როცა ყველა შეკვეთა დააკმაყოფილა, შემამჩნია.
-ისევ მარტო?-ჩაიცინა.
-უბრალოდ დამისხი.
-კოლა, ფანტა, პეპსი, თუ ნატურალური?
-ვისკი.
-მოხდა რამე?
-უბრალოდ დაასხი. თუ გინდა შემომიერთდი.
-ვმუშაობ, თორემ სიამოვნებით.
  ვისკის ბოთლი და ჭიქა მომიტანა.
-დღეს ჩემს ხარჯზე დალიე.-გამიღიმა.
  ყოველთვის ესმის რა მჭირდება. ერთადერთი მეგობარია, რომელთანაც შემიძლია ნებისმიერ დროს მივიდე და მხარზე ჩამოვადო თავი, სიტყვებით: "ვერ დავიძინე და უსაქმურად ყოფნას ვერ ვიტან". საწყალი. რამდენჯერ გაუთენებია ჩემს გამო. ვისკი დავისხი...ერთი, ორი, სამი...ნელ-ნელა ორგანიზმმა ალკოჰოლის ათვისება დაიწყო და ერთიანად შემაჟრჟოლა. თვალები დავხუჭე, ისევ გავახილე...ნათურებს მივაშტერდი. კაშკაშა შუქი ერთმანეთში ირეოდა და ზეთის საღებავებით ნახატ, აზელილ სურათს წააგავდა. თავს კარგად ვგრძნობდი. ნასვამად და კარგად.
-იქნებ გეყო?-ჩემთან ირაკლი მოვიდა და გვერდზე დამიჯდა.
-ჯერ საკმარისად არ დავმთვრალვარ.-ვუთხარი და მორიგი ჭიქა გადავცალე.
-დილით ცუდად იქნები.
-არაუშავს.
-სამსახური?
-დღეს არაფერი მაინტერესებს.
-სულელი ხარ.
-სულელი შენ ხარ, თუ კაია.-დავიბღვირე.
  არ ვიცი, ან ჩემს სიტყვებზე, ან ჩემს რეაქციაზე ჩაეცინა და ლოყაზე მიჩქმიტა.
-ისევ ღამე უნდა გამათენებინო?
-გეზარება?-ნაწყენი ბავშვივით დავკერე სახე.
-შენთვის არა.-გამიღიმა.
  ამის მერე კიდევ ბევრი ჭიქა ჩავცალე. მაინც რა არის სიმთვრალე? როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობ, არაფერი გაწუხებს და საერთოდ არ გადარდებს, რა მოხდება მერე, რა მოხდა იქამდე ან რა ხდება ახლა...რაღაც ასტრალია. უბრალოდ სხვა სამყარო, სადაც ადამიანს შეუძლია გაქცევა, დროებით მაინც.
  თავი მძიმედ დავდე მაგიდაზე და უეცრად არსაიდან გაჩენილ პლედში თბილად ჩავიფუთნე. მიუხედავად იმისა, რომ თვალები დახუჭული მქონდა, მაინც ყველაფერი ტრიალებდა, ყურში კი ათასი ხმა ჩამესმოდა. ყველაზე ახლოს და ხმამაღლა მხოლოდ ერთმა სიტყვამ გაიჟღერა.
-მიყვარხარ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ კარგი მოთხრობაა ძაან. ახლა წავიკითხე მთლიანად და ძაან მომწონს!!!!!

 


№2  offline წევრი Supreme

nawkas12345
აუ კარგი მოთხრობაა ძაან. ახლა წავიკითხე მთლიანად და ძაან მომწონს!!!!!

მიხარია რომ მოგწონს. მადლობა <3

 


№3 სტუმარი Guest ანა

მერამდენედ გადავიკითხე ეს თავი ❤

 


№4  offline წევრი Supreme

Guest ანა
მერამდენედ გადავიკითხე ეს თავი ❤

სასიამოვნოა <3 მიხარია რომმოგეწონა^^ მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent