შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 5


9-01-2017, 00:44
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 3 398

ნიუსრუმში ვზივარ და ფლოიდების ფონზე სამუშაო მაგიდას ჩემი ნივთებისგან ვათავისუფლებ. ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი ყველა მოგონება, წარმატება, ემოცია და სირთულე პატარა ყუთში იყრის თავს. პირველი დღიდან მოყოლებული, აქ გატარებული ყველა მნიშვნელოვანი მომენტი მახსენდება და ჩემდა გასაკვირად, ვგრძნობ, რომ გული საშინლად მწყდება. იმის მიუხედავად, რომ მსგავს ჟურნალში მუშაობა არასოდეს ყოფილა ჩემი ოცნება, ვაცნობიერებ, რომ აქ ყოფნამ უძვირფასესი გამოცდილება მომცა.
გონებაში გასაუბრების დღე ტივტივდება, რომელიც საკმაოდ წარმატებული დასაწყისის შემდეგ იმით დამთავრდა, რომ HR-თან წამომცდა, ქართული შოუ-ბიზნესი, თუკი ასეთი ფენომენი ბუნებაში საერთოდ არსებობს, ერთი დიდი გაუგებრობაა, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს-მეთქი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ არ ამიყვანდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, სასწაულებიც ხდება. მუშაობის პროცესშიც არაერთხელ გამოვავლინე ჩემი ამგვარი დამოკიდებულება, რაც ყოველ ჯერზე თამართან სერიოზული გარჩევით და რჩევა-დარიგებებით მთავრდებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი(უფრო სწორად, დაჯერება მინდოდა), რომ ჩემში სწორედ ასეთი ხასიათი მოსწონდა.
''The child is grown
The dream is gone''
სიმბოლურ ფრაზაზე მწარედ მეღიმება და უჯრას კიდევ ერთხელ ვამოწმებ. ვცდილობ, შემოპარულ მელანქოლიას შევებრძოლო, მაგრამ ყელში მარწუხივით მეხვევა და თვალებში ამოსვლას ცდილობს. ეს გოგო, რომლის სხეულშიც ახლა ვარ, ჩვეულ ნატალის არ ჰგავს და საერთოდ არ მომწონს, ერთი სული მაქვს, საკუთარ თავს დავუბრუნდე.
ყველაზე ბოლოს კომპიუტერს ვასუფთავებ. საქაღალდეებს გულდასმით ვამოწმებ, საჭირო ფაილები დისკზე გადამაქვს, დანარჩენებს კი ვშლი. ჩემს მიერ დაწერილ ზოგიერთ სტატიას კრიტიკულად ვკითხულობ, თუმცა დახვეწისა და განვითარების შეგრძნება სიამაყეს მგვრის. ჩანს, ერთი წელი ტყუილად არ დამიკარგავს და აშკარად გავიზარდე... თუ, რა თქმა უნდა, ბოლო ,,ნამუშევარს'' არ ჩავთვლით. ყოყმანის მიუხედავად საქაღალდეს ვხსნი და ფოტოებს ვათვალიერებ. ,,ობლივიატეს'' პოსტერს ვაკვირდები, რომელზე გამოსახული ადამიანებიც თავდაჯერებულობას ასხივებენ და თითქოს ღიღინებენ, '',This is what you get, when you mess with us''. ცხადია, სასწრაფოდ ვანადგურებ და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის წინ შესვენებას ვწყვეტ.
ყურსასმენებს ვიხსნი და ოთახს ვათვალიერებ. ყველა ისეა საქმეში ჩაფლული, გონება რომ დავკარგო, მგონი ვერც შეამჩნევენ. თვალებით ლევანს ვეძებ და რაკი თავის მაგიდასთან ვხედავ, მისკენ მივდივარ.
_ჰეი!_მოულოდნელობისგან ყვირის, როცა თვალებზე ხელს ვაფარებ, მაგრამ წამში მშვიდდება. _რა გინდა, მშვენიერო? _ლევანი აქ მოსვლის პირველივე დღიდან მეფლირტავება, თუმცა ზედმეტი არასოდეს მოსვლია და ერთადერთი ადამიანია, რომელსაც მართლა დავუახლოვდი.
_Coffee break?
_ვმუშაობ, თუ ხედავ.
_ნუ ხარ მოსაწყენი, იქნებ აღარც მოგეცეს ასეთი შანსი._მაცდურად ვუღიმი, რაც სწრაფად მუშაობს. დოკუმენტს ინახავს და მაშინვე დგება.
,,მისტერ პოზიტიურობასთან'' ლანჩი არც ისე სასიამოვნოდ სრულდება. ჩემი წასვლის შესახებ ინფორმაცია მის განწყობაზეც მოქმედებს, რის გამოც კიდევ უფრო ვითრგუნები. პირობას ვდებთ, რომ კვირაში ერთხელ მაინც ვნახავთ ერთმანეთს, მაგრამ არც ერთი არ ვართ დარწმუნებული, რომ შესრულებას შევძლებთ.
ნიუსრუმში ვბრუნდებით და ის მუშაობას აგრძელებს, მე კი თამარისთვის იმეილის წერას ვიწყებ. ჩემდა საბედნიეროდ, ქალაქში არაა, თორემ მისთვის პირისპირ ყველაფრის თქმას სიკვდილი მირჩევნია. საბოლოო ჯამში უზარმაზარ ტექსტს ვაგზავნი, რომელშიც უამრავი მადლობას და ბოდიშს ვიხდი.
ლევანს გულწრფელად, დანარჩენებს კი ,,შემოგვიარე'', ,,არ დაგვივიწყო'' და მსგავსი ტრადიციული ფრაზების ფონზე ვემშვიდობები. ტაქსის ვიძახებ და ყუთს ელეს მისამართზე ვაგზავნი(გვანცასთვის ცალკე მომიწევს ახსნა), მერე კი მობილურს ვთიშავ და ახლოს მდებარე ნაცნობ ბარში მივდივარ.
ცხოვრებაში პირველად მინდება, რომ მაგრად გამოვთვრე და ერთი დღით ჩემს შესახებ ყველაფერი დამავიწყდეს. მინდა, ამქვეყნიურობისგან გათავისუფლების შეგრძნება გამოვცადო, ნირვანაში გადავეშვა...ობლივიატე, ჰო სწორედ ეს შელოცვა მჭირდება, ოღონდ არა იმ ფორმით რომელიც უკვე გამიკეთეს.
მეცხრე(თუ მეათე?!) ჭიქის შემდეგ ვატყობ, რომ გაორება მეწყება, თუმცა არ ვნებდები და ბარმენს კიდევ ერთს ვთხოვ. ეს უკანასკნელი ეჭვის თვალით მიყურებს და დასხმას არ ჩქარობს.
_მე ვიხდი, თამამად!_არსაიდან ვიღაც ბიჭი ჩნდება, რომელსაც ძლივს ვხედავ. ბარმენი თხოვნას ასრულებს.
_არ არის საჭირო!_ფულის შეკვრას ვიღებ და სწრაფად ვსვამ.
_ანდრო, შენ?_უცნობი ხელს მიწვდის. ალბათ ჩამოვართმევდი, წესიერად რომ ვიყურებოდე.
_მე..._ყელში სიმწარეს ვგრძნობ და საპირფარეშოსკენ გავრბივარ, ისიც მომყვება. კარის დაკეტვას ვერ ვასწრებ და ონკანის წინ ,,უცნობთან'' ერთად ვჩნდები, სარკეში მის გამოსახულებას ვხედავ და...
_სანდრო? _სიტყვის დასრულებას ვერ ვასწრებ, რადგან პირიდან საზიზღარ ნაკადს ვუშვებ. ძნელაძე შუბლს მიჭერს და თმას უკან მიწევს, რათა დასვრას გადაარჩინოს. ოდნავ სიმსუბუქეს ვგრძნობ.
_როგორ ხარ?
_მგონი, არა მიშავს._წყალს ვუშვებ და რამდენჯერმე ვივლებ, სანამ ის საფეთქლებზე ცივ ხელებს მისვამს. ღმერთო, რატომ უნდა ვენახე ასეთ სიტუაციაში!_ალბათ, რა საშინ...
_მოკეტე!_ტუჩებზე თითს მადებს. გაღიმებას ვცდილობ, მაგრამ ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ და წამიც არაა გასული, რომ ჩემი ,,მხსნელის'' მკლავებში გონებას ვკარგავ.
რამდენჯერმე მეღვიძება და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეცხრე სართულიდან გადმომაგდეს. ძნელაძის მანქანის უკანა სავარძლებზე ვარ ,,მოკალათებული'', უფრო სწორად, დაგდებული, და ყოველ ჯერზე ვეკითხები, სად მივდივართ, თუმცა პასუხის მოსმენას ვერც ერთხელ ვასწრებ.
ბოლო გამოფხიზლებაზე ვაცნობიერებ, რომ ხელში აყვანილი რაღაც შენობაში შევყავარ. ძალდატანების მიუხედავად, ძილს თავს ვერ ვართმევ და მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს ვბუტბუტებ.
_ჩემი სახლია._სანდრო უკვე უთქმელად ხვდება ჩემს კითხვას.
_კარგი._ძლივს ვამბობ და უფრო ვეკვრი. მისი სხეულისა და სუნამოს სურნელს სიამოვნებით ვისუნთქავ._დედაშენი..._უცებ მახსენდება და წამით ვფხიზლდები. სულაც არ მინდა, ასეთ მდგომარეობაში კიდევ ერთმა ადანიანმა მნახოს.
_სამოგზაუროდაა!_სიცილით მაწყვეტინებს და შუქს ანთებს. მოულოდნელი სინათლე თვალს მჭრის და ხელებს სახეზე ვიფარებ.
_რა სასაცილო გოგო ხარ!
_ბატონო?_ხელიდან ვუსხლტები და გაბრაზებული ვუყურებ.
_მე მაპატიეთ! მაგაზე ხვალ.
_აქ რატომ მომიყვანე?
_შენ როგორ ფიქრობ?
_შენი აზრით, ფიქრის თავი მაქვს? ერთი ვარიანტის გარდა, არაფერი მაფიქრდება...
_მაინც?_ტუჩებს გამომწვევი ღიმილი უპობს და საშიშ მანძილამდე მიახლოვდება.
_არაფერი ისეთი._სიმთვრალის მიუხედავად ვხვდები, სისულელეს ვაკეთებ და თემა სწრაფად გადამაქვს._სააბაზანო მაჩვენე.
_მანდ პირდაპირ?_უკვე სიცილზე გადადის და კიბეებზე მანიშნებს. ჩემი შეწუხებული სახის დანახვაზე ხელში მიტაცებს და წამში მეორე სართულზე ვჩნდებით.
სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში მიმიძღვება და რაკი ხვდება, რომ ჩემი მარტო დატოვება სახიფათოა, აბაზანის კარს ოდნავ ღიას ტოვებს. მართლაც, ონკანთან მიღწევამდე ფეხი რამდენჯერმე მიცურდება და თავის შეკავებას ძლივს ვახერხებ. ცივ წყალს სახესა და კისერში ვისხამ, თუმცა გამოფხიზლების მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და ერთადერთი, რასაც ვიღებ, სველი ტანსაცმელია. ოდნავი ყოყმანის შემდეგ პერანგის ღილებს ვიხსნი და ოთახში პირსახოცით გავდივარ. სახის გამშრალებით გართული ვერც ვაცნობიერებ, ძნელაძეს ისე ვეჯახები და მისი ვნებით ანთებული ზღვისფერი თვალები ჩემს დაბინდულ მზერას ხვდება.
_ფრთხილად._სანდრო წელზე ხელს მიჭერს და ვხვდები, რომ დაჯახებას არ გულისხმობს. მე კი საერთოდ არ მინდა, ფრთხილი ვიყო.
გადაწყვეტილებას წამის მეასედში ვიღებ_თითის წვერებზე ვიწევი და მის ბაგეებს ნაზად ვეხები. მთელი ტანით ვგრძნობ, ეს მასზე როგორ მოქმედებს და კიდევ უფრო ვთამამდები. რა თქმა უნდა, ისიც მყვება და ნაზი ამბორი მალე ვნებიან კოცნაში იზრდება, რომელიც უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება.
_შენ...ძალიან მთვრალი ხარ!_სანდრო სიტყვებს თავს ძლივს აბამს, მისი თითები კი ჩემი პერანგის ქვეშ სრიალს არ წყვეტენ.
_მოკეტე, გთხოვ!_მუდარით ვეჩურჩულები და მის ჰუდის ზემოთ ვექაჩები. მისი სხეულის რეაქცია მაგრძნობინებს, რომ საკონტროლო გასროლა განვახორციელე.
_სხვა ვარიანტი მეც აღარ მაქვს!_ვნებიანი სიცილით პერანგს საბოლოოდ მაცლის და საწოლზე მაგდებს.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ეუფფ
აქ რეები ხდებაააააა...........
მომენატრეე სად იყავი ამდენხანს?????
მაგარი იო ცელოდები შემდეგსსს

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ვერ ვიტან როცა ერთთად არიან და მერე მეორესთან რჩებიან.შენი გადასაწყვეტია რას იზამ მე ორივე ბიჭი მომწონს ,მაგრამ მაინც ჩემი აზრით დადიანთან თუ გინდა დატოვება ამ ბიჭთან არ უნდა ყოფილიყო . ნუ რა ვიცი მე მაქვს ასეთი დამოკიდებულება ალბათ... შენი საქმეა და მხოლოდ შენი

 


№3  offline წევრი Suicide_Blonde

nawkas12345
ეუფფ
აქ რეები ხდებაააააა...........
მომენატრეე სად იყავი ამდენხანს?????
მაგარი იო ცელოდები შემდეგსსს

ვსწავლობ და ვმუშაობ, ასე რომ, ყოველი ახალი თავი ღამის თევის შედეგია, ფაქტობრივად :D მადლობა <3
sameone crazy girl
ვერ ვიტან როცა ერთთად არიან და მერე მეორესთან რჩებიან.შენი გადასაწყვეტია რას იზამ მე ორივე ბიჭი მომწონს ,მაგრამ მაინც ჩემი აზრით დადიანთან თუ გინდა დატოვება ამ ბიჭთან არ უნდა ყოფილიყო . ნუ რა ვიცი მე მაქვს ასეთი დამოკიდებულება ალბათ... შენი საქმეა და მხოლოდ შენი

გასაგებია შენი აზრი და მისაღებიც. ისტორია მხოლოდ იმაზე არაა, რომელი გმირი ვისთან დარჩება, რეალურ ცხოვრებაში ხშირად უშვებენ ადამიანები შეცდომებს და ცვლიან გადაწყვეტილებებს. ნატალიც ცვალებადი პერსონაჟია და პირადად ჩემთვისაც მიუღებელ ბევრ საქციელს ჩადის. მადლობა, რომ კითხულობ და ველი შენს კომენტარებს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent