შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებები:ძალით დავიწყებული ან დაუვიწყარი.


9-01-2017, 01:37
ავტორი ელინი
ნანახია 1 755

მიყურებს და თვალებით მიღიმის, ისევ ისე ბავშვურად, ეზოში ვართ როგორც ყოველთვის, ბესეტკაში ბავშვები.
ბიჭები ჩვენ წინ ზიან, ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ კი გოგოები, ვზივართ თვალს არ მაშორებს, რომ კითხო თამაშობს, არადა ჯოკერში უკვე მეორე ხელია რაც იხიშტება.
ბევრნი ვართ და მე ვერ ვთამაშობ რადგან გაითვალეს და ის ოთხი კაცი, რომელიც შეირჩა ისენი თამაშობენ. ჰოდა დავრჩით 5 კაცი ისე ეს 4 მუტრუკი კი ყომარობს. მოვიწყინე, საშინლად! აბა როგორია თამაში რომ გინდა და ადგილი აღარაა, თან შემცივდა არასდროს მაცვია თბილად. ჟაკეტი რომელიც მუხლამდე მწვდება მთლიანად შემოვიხვიე და სკამის საზურგეს მივეყუდე. მიყურებს მიხვდა რომ მოვიწყინე უცებ წინადადება წამოაყენა:
-ეს ხელი დავამთავროთ და სხვა რამე ვითამაშოთ, ყველამ რო ითამაშოს-ანდრეა
-კაირააა, ერთხელ სულ დავამთავროთ რააა -გაბრიელი
-ე ბიჯო ერთხელ პრემიაზე გადიხარ ის ვერ დაგითმია??-სანდრო
-ჰოო თქვენ რა გენაღვლებათ, ბიჭმა იწვალა-ზუკა
-დავაით რაა-გაბრიელი
როგორც იქნა დაამთავრეს ახლა ჯერი მიდგა თამაშის არჩევაზე, ყველას სხვადასხვა რამე უნდოდა ატყდა აყალმაყალი, ჩოჩქოლი, წივილი, სიცილი მოკლედ, სიტუაცია აირია.
-მაფიოზობანა-თავისი თავით კმაყოფილმა თქვა და ყველა დავეთანხმეთ.
დავიწყეთ თამაში, ერთი წამყვანი იყო დანარჩენი 8 მოთამაშე 3 მაფიოზი და 5 პატიოსანი მოქალაქე, თან ცოტა მოსაღამოვდა და გარემოც შეიქმნა. კარტები ავრიეთ და ყველამ სათითაოდ ავიღეთ
თამაშის წესი1: მე ყოველთვის მაფიოზი ვარ (ნუუ ხშირად) მაგრამ ძალიან ძნელია ჩემი გამოტეხვა... თეკოს სახეზე ეტყობა ვინაა ყოველთვის, შეგიძლია ქცევითაც უპრობლემოდ შეატყო, თუ კარტი არ მოსწონს სულ შლის თამაშს, სანამ სასურველ კარტს არ აიღებს.
ქეთუნია(ასე ვაბრაზებ) საკო და ლიკო ისე თამაშობენ სუ არ ითამაშონ ჯობია ვერ დაამუღამეს და აბრეხვებენ სისულელეებს რასაც ჩვენი ხორხოცი მოყვება ხოლმე.
დავიწყეთ თამაში მე მაფიოზი ვარ, უჰ მიყვარს რაა გლავნობა .. თეკო კმაყოფილია, ანუ ჩემიაა.
მდააჰ გადავხედე და ვერ ვამჩნევ მესამე მაფიოზს, ყველა ეჭვისთვალით მიყურებს, მარა ჯერ სად არიან
-აუ, ეს ისევ მაფიოზიაა-სანდრო
-შენ რაღაც ბევს ტლიკინებ, კარტს ხოარ ამოაბრუნებდი??-მე
-არ გვინდა აქ გაწეწვები ..-ზუკა
-აუ წითელი მაფიოზია ხოო??-თქვა გახარებულმა საკომ
-აუუ რა გაგიმართლა, ჰო-მობეზრებით უპასუხა გაბრიელმა
-უიი, ანუ არაა-საკო
-არხარ არაა-სიცილით უთხრა ზუკამ
-კაი დავიწყეეეთ-შევყვირე მე და ყველას ყურადღება მივიქციე-პრასწი, აბა დაწყებას არ აპირებდით დაა-ვთქვი სიცილით.
წამყვანმა გვითხრა, რომ თვალები დაგვეხუჭა და ერთმანეთი გაგვეცნო, მე დახუჭული არ მქონდა თვალები რომ ვჭყიტე და დავინახე დაკრეჭილი თეკო, რომელიც ხელების ქნევით და ფხუკუნით მანიშნებდა მევარ მაფიოზიო
-ეგოგო, ნუ გამაძრე მხარი გაიგოო -ანდრეა
ხელებით ვანიშნე სადაა მესამეთქო, წამყვანმა კვლავ გაიმეორა
-ყველა მაფიოზმა გაახილოს თვალები და გაიცნოს ერთმანეთი.
ამდროს ზუკამ გაახილა თვალები და გაურკვეველი რაღაც თქვა, რაც ვერ გავიგე. თვალები გავახილეთ და დავიწყეთ მსჯელობა ვინ იყო მაფიოზი, მე კარგი მსახიობივით დინჯად ვუსმენდი ყველას და ჩემ აზრს ვაფიქსირებდი.
-მე ვფიქრობ, ელენეა-სანდრო
-რატო გადამეკიდეე, სულ მე ხოარ ვიქნები?
-შენ შავი ყვავი ხარ-სანდრო
-აჰაჰაჰაჰაა, მალიადეც
-თეკოა, იმხელაზე იქნევდა ხელებს, აფხაზეთი დაიბრუნა-ზუკა
-ჰოო ეგაა-ანდრეა
-მეც ეგ მგონია -გაურკვევლად თქვეს საკომ და თეკომ
-კაი, ავირჩიოთ ვინ გავარდება-ქეთუნია
-ელენეა გეუბნებით-სანდრო
-კაიიი-თვალები ავატრიალე, ვითომ არვააარ...
ხმათა უმრავლესობით თეკო გააგდეს, ცანცარა რომ იქნები, თორე თამაშს რაუნდა. წამყვანმა გვითხრა მაფიოზებს აგვერჩია მსხვერპლი მე ლამის ბუდიდან ამომვარდა თვალები, ისე ვეხვეწებოდი სანდროთქო. საბოლოოდ სანდროზე შევჩერდით, ძაან ბევრს ტლიკინებდა და არ მაწყობდა, წამყვანმა რომ თქვა სანდრო გააგდეს მაფიოზებმაო ახტა და გაიკვანძა.
-აი ხო ვამბობდი, ელენათქო რო ვამხილე გამაგდოო, ტუპოი ხარ გოგო შენ ვინ უნდა მოატყუოო-გამწარებული მელაპარაკებოდა და თან ეცინებოდა-ჩემ ხმას ვტოვებ ელენეზე-გამოსვლა დაამთავრა და დაჯდა.
მერე ზუკაც გამიგდეს და დავრჩი ერთი მაფიოზი. ისე მიკვირდა ყოველი მაფიოზის გამოჩენა, თითქოს არ ვიცოდი ვინ ვიყავით. მაფიოზებმა ამ ჯერად მსხერპლად საკო შევწირეთ.
საბოლოოდ მე ანდრეა და ქეთუნია დავრჩით, მე რათქმაუნდა ვირწმუნებოდი არ ვარ დაამიჯერეთთქო, და ლამის ცრემლებს ვყრიდი.
-არვარ ანდრეა აი დამიჯერე, ქეთუნია შენ რაღა გჭირს, სულ მეხოარ ვიქნები, წავაგებთ და ნახავთ მერე.
სერიოზულად დაიბნა ეს ორი სულელი, ანდრეა ეჭვისთვალით მიყურებდა არ მიჯერებდა, ქეთის კი თვალები უკვე ახვეული ქონდა, ან ქეთი გავარდებოდა ან ანდრეა
-მე ვფიქრობ, ანდრეაა-ქეთი
-მაპატიე მარა, მეც ეგრე მგონია
-ჰოარ გაკლიათ,მეარვარ ქეთი შე აფერისტო, შენხარ ხო?-ანდრეა
-შენ რო ხარ, მაგიტო მეცი ნაგაზივით-ქეთი
-აიი წააგებთ -გამწარებულმა თქვა.
როგორც იქნა ამოატრიალა კარტი დააა... რათქმაუნდა არ იყო მაფიოზიი, ამაზე ზუკა მომვარდა და ხელში ამიყვანა, აუ ეს რაცანცარაა, თან მკოცნიდა და მილოცავდაა.
-ვაიმეე ჩემი აფერისტი გოგო ვინარიო? ჩემი ყოჩაღიოო, როგორ გაასულელა ამდენი ხალხიოო, გოგო შენ ვინ ხარ სუ ეგრე გვაცურებ.
ანდრეა გაკვირვებული იდგა და მიყურებდა სანდრო ებუზღუნებოდა
-ხო გეუბნებოდით, ელენეათქო
-რააოო სანდრიკ, არაავინ დაგიჯერაა?? ხერხები უნდა იცოდე თავისებური-ვაბრაზებდი უარესად
-გადი გამეცალე რაა, გოგო როგორ აცურებ ასე თამაშში ყველას, ჩემ გარდა-გამეჯგიმა
-ტვინი სანდრიკო, ტვინიი-თან ტვინის ადგილას ვირტყავდი თითს
-კაი, გაიღვიძე ეხლა-მესმის თეკოს ხმა
-რავქნა??-დაბნეული ვეუბნები
-ადექი, დაგაგვიანდა..
-ჰოარ გაკლია ვდგავარ, შენ წინ და გელაპარაკები
უცებ ძლიერი რყევა ვიგრძენი და ცივი წყალი რომელიც უსიამოვნოდ გადამესხა, დაფეთებული წამოვვარდი და გაუგებრობაში მყოფმა მოვათვალიერე გარემო, დავინახე თეკო რომელიც სიცილისგან ლამის იქით გადავიდა... ერთი წუთით, წეღან მოიც, ანუ სიზმარი იყო. გული დამწყდა რაღაცნაირად რომ გავიაზრე რეალობა არ იყო. აზრზე რომ მოვედი თეკო ამ ქვეყანაზე იყო მობრუნებული და ბოდიშებს მიხდიდა
-გეფიცები, 10 წუთია გაღვიძებ აიი ვერაფრით გაგაღვიძე. რა დაგემართა ადამიანო ძილში ხოარ იპარებოდი?
-აუუ რა დეგენერატი ხარ, არ მკითხო ისეთი სიზმარი ვნახე.
-შენ სულ სიზმრებს ნახულობ, ერთხელ მეც რო ვნახო არ შეიძლება?
-არა ეს ვაბშე სხვანაირი იყო.
-რა, რაა ნაახეე??-გაბრწყინებული თვალები შემომანათა,
რომ მოვუყევი ჩაფიქრფა და ეშმაკუნები აუთამაშდა თვალებში
-21წლის გოგოს, 7 წლის წინანდელი ამბები რატო გესიზმრება კუუს??
-მე მკითხე, ჰოო გეტყვი-მობეზრებულად ვუთხარი და თვალები ავატრიალე
-ეგ ჩვევა ვერ მოიშორე შენრაა
-ვერც მოვიშორებ-სიცილით ვუთხარი
-კაი ადექი, თორე უფროსი მომხცხებს
-მოგცხებს და ჩაუტარე კარატეს ილეთები, ტყუილად დადიოდი 2წელი?-გავიხსენე ბავშვობა
-აუუუ, როდინდელიი გაიხსენაა, ნეტა რა მინდოდა რას დავდიოდი.
-რატო? ეხლა შენთან უფრო უსაფრთხოდ ვარ თეეეკ-გაგვეცინა ორივეს
-კაი მიდი, უცებ გაემზადე
სანამ მე ჩავიცვი თეკომ ტოსტი შეწვა, არა უფრო სწორი იქნებოდა დაწვავდა მე რო არ მივსულიყავი ყურსასმენებში უსმენდა სიმღერებს, თან ყვებოდა და სუ გადაავიწყდა ტოსტი, გამოვგლიჯე ყურსასმენები და გაკვირვებულმა შემომხედა
-გოგო ნორმალური ხარ შენ? დაიწვა ლამის.
-რამდენი რამე გავაკეთო ამ, ერთმა ციცქნა გოგომ??-სიცილით მითხრა
-მატრაკვეცა ხარ-ვუპასუხე და გამეცინა
ანანასის წვენი დავისხი და ტოსტი გავსინჯე, გაკვირვებულ თეკოს ყურადღებას არ ვაქცევდი
-რამ დაგამგელა შვილო, მისდღემში დილას არგიჭამია
-რა ვიცი, ისეთი გრძნობა მაქ რო, ძაან დიდიხანი არ მიჭამია
-რატოარა რაა, 7 წლით უკან დაბრუნებას და მერე ისევ მობრუნებას, ეხუმრები შენ??
-აუუ, ეხლა შემჭამ ხოო ამ სიზმრის გულიზე?
-შეძლებისდაგვარად-წამკბინა
თეფში ნიჟარაში მოვათავსე გამოვიკეტეთ კარები და გავეშურეთ სამსახურში, ჩემი nissan juke-თი ჯერ თეკო დავტოვე, არქიტექტორია გოგო.
-კუუს არ მოიწყინო, უჩემოდ
-დავაი რაა-ვუთხარი და დავეჯღანე
მე ჩემი სარეაბილიტაციო ცენტრი მაქვს, ფსიქოლოგი გახლავართ ვგიჟდები ჩემს საქმიანობაზე რამდენი განსხვავებული ადამიანი მხვდება, თავისი განსხვავებული პრობლემებით.. შევაღე ოფისის კარები და ჩემი მდივანი ნია შემეჩეხა ძალიან კარგი გოგოა.
-ქალბატონო ელე-სიტყვა გავაწყვეტინე
-კარგირააა ნია, რა ქალბატონო-გამეცინა
-ჰო მაგრამ, მაინც არაა ლამაზი, უფროსს სახელით რომ მიმართავ-მორიდებით მითხრა
-მე მხოლოდ, 21ის ვარ თითქმის, შენ კი 23ის საკითხავია ვინ ვისზე უფროსია-დავეჯღანე და ძლივს გავაცინე. კაბინეტში შევედი და ნიას ჩაი ვთხოვე, ჩემს განრიგს გადავხედე, სულ ხუთი პაციენტი მყავდა. მიღება 12იდან იწყებოდა და არ ვიცი როდის დამთავრდებოდა, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია, ვერ მიხვდები წინასწარ, ვის რამდენი დრო უნდა დაუთმო, სანამ არ შეხვდები. მაშ ასე ჯერ მხოლოდ 11 საათია წინ მთელი 1 საათი მაქვს, ჩემი ოფისის აივანზე გავედი, ეს ოფისის ყველაზე კარგი ადგილია სპეციალურად მოვაწყე, პუფები და ერთი შუშის პატარა მაგიდა. აივანზე ფანჯრიდან გადიხარ, რომელსაც ფანჯარა არ ქვია, მთლიან კედელში დიდი ფანჯარა ჩავსვი, სულ შუშისაა გამოვაღე და აივანზე გავედი, პუფში ჩავეშვი და კომფორტულად მოვკალათდი. ამდროს კარზე კაკუნია, ნიას ჩაი შემოაქვს კაბინეტში, რომ ვერ მნახა, აივანზე გამოიჭყიტა
- ელე აქხარ??
-ჰოო აქეეთ-გავძახე
-ეს თქვენი, არა შენი კენკრის ჩაია, როგორც გიყვარს, ეს ოფისის ყველაზე კარგი ადგილია
-ჰოო ძალიან მიყვარს აქაურობა, შეგიძლია ჩამოჯდე, ნუ ჩამოჯდე რაა ჩაეშვა პუფში-გაგვეცინა
-საქმეები ელე, საქმეები გავედი თუ რამე, ერთი ზარი და შენთან ვარ-გამიცინა
პუფში ვიჯექი და გარემოს ვათვალიერებდი თბილისი კარგი ქალაქია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა მაღალსართულიანი სახლების და უამრავი მანქანების გარეშე. ამ ოფისის ადგილზე ბევრი ვიწვალე, უამრავი ადგილი ვნახე, მაგრამ მხოლოდ ასეთი ადგილი მინდოდა და ვიპოვე კიდეც. ზედმეტი ხმაური არაა, არც მაღალსართულიანი შენობები და არც უამრავი მანქანა არ მაწუხებს, ხედიც მშვენიერი აქვს, ბევრი ნაძვია რაც მიკვირს რადგან თბილისში თითქმის სულ ანადგურებენ ხეებს. სიზმარი გამახსენდა რადროს ეს სიზმარი იყო, უკვე რამდენი ხანი გავიდა სულ აღარ მახსოვდა, უფ ნეტა ვის ვატყუებ ჩემ თავზე გამეცინა თითქოს ორი ადამიანი ლაპარაკობდა, არადა ჩემ გარდა არავინ იყო და მეც ჩუმად ვიყავი.



№1 სტუმარი Guest ელინი

გამარჯობათ ხალხო გილოცავთ ყველაფერს ❤ მე ელენი ვარ ეს საიტი მიყვარს და გადავწყვიტე მეც რაღაც მეცადა

 


№2 სტუმარი Guest ენენე

მომეწონაა❤ ძალიან დამაინტერესა განსხვავებულია ❤ მალე დადე ოღონდ რაა დაგვიანებები არ გვინდა :დდ

 


№3 სტუმარი Guest ელინი

საღამოსკენ დავდებ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent