თოვდა !!!თოვდა!! (თავი პირველი) 14 დეკემბერი იყო.. იმ ღამით ძალიან გათოვდა, იმდენად, რომ დილით უკვე თოვლი მუხლამდე მწვდებოდა.. ზამთარი მხოლოდ თოვლის გამო მიყვარს თორემ ისე ზაფხულს ვანიჭებ უპირატესობას, იმის მიუხედავად, რომ არ მიყვარს მოკლე მაიკების (ტოპების) ჩაცმა, არადა გარეთ, რომ გავდივარ ხოლმე ჩემი ტოლი და ასევე ჩემზე დიდი გოგონები სულ მოკლე მაიკებითა და ძალიან მოკლე შორტებით დადიან.. მე ეს მომწონს უბრალოდ ვიცი, რომ მე ვერ ჩავიცმევ ვერასოდეს ეს ასე ვთქვათ ჩემთვის "აკრძალული ხილის"- სსავით არის... (თუმცა ახსნა მიჭირს რატომ).. ჩემი სახელია ლილუ, 11 წლის ვარ... მოკლედ, 15 დეკემბერს დილით დიდი თოვლი დამხვდა.. სკოლაში ვიყავი წასასვლელი ამიტომაც ადრე მომიწია გაღვიძება... 8ზე უკვე ერთი თვალი გამეხილა, მზის სუსტი, თუმცა მაინც შემაწუხებელი სხივები თვალს მჭრიდნენ.. ძლივს შევძელი წამოჯდომა, ამის შემდეგ ფანჯარაში გავიხედე 2-3 წუთი კი თეთრ თვალისმომჭრელ თოვლს ვუყურებდი, ისინი, როგორ კრისტალის მსგავსად ბრწყინავდნენ.. თოვლი ქათქათა და ოდნავ ტალღისებური იყო.. ჩემს წინ მდგარი სანახაობით იმდენად გავერთე სკოლა სულ გადამავიწყდა.. სურვილი მქონდა პირველი მე დამებიჯებინა თოვლზე, მაგრამ არავინ არ მაცადა თვალი მოვკარი ჩემს ძმას თუ როგორ გაილაშქრა თოვლში ალბათ ინსტიტუტში მიდიოდა თუმცა ასე ადრე? არვიცი.. მალევე გამოვერთე იმ სანახაობას, რაადგან თოვლი უკვე არეული და "წაჭუჭყნული" ეყარა "ძირს".. წამოვხტი ჩავიცვი და დაბლა ჩავირბინე .. - დედა,მე სკოლაში წავედი.. (ხმადაბლა ვთქვი მე) - წაგიყვან გინდა? (გამომეპასუხა მამა) - წამიყვან? რითი? (გამიკკვირდა, რადგან მანქანა არ გვყავდა) - მეგობრისგან ვითხოვე.. - აჰაა მაშ.. კარგი .. წავიდეთ..(დავიბენი ცოტა თუმცა რაღაც მხრივ მესიამოვნა კიდეც) ეზოდან გადავედი გათელილი თოვლი მე მეორედ გავთელე თუმცა ამაზე არავინ წუხდა არც მე.. ეს პირველი თავი ცოტაა მაგრამ მეორე თავს მალევე დაგიდებთ მადლობა ყურადღებისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.