ცხოვრების სიურპრიზი... (სრულად)
ირგვლივ სიბნელეა, წყვდიადი, ვერაფერს ვხედავ... სიჩუმე, საშინელი სიჩუმე მხოლოდ ფოთლების შრიალი მესმის, მაგრამ ვერ ვხვდები ეს შრიალი საიდან მოდის მაშინ როდესაც ირგვლივ ერთი ხეც კი არ არის?... უცებ ყველაფერი განათდა სულ სხვა განზომილებაში გადავედი, აქ მხოლოდ სინათლე თვალის მომჭრელი სინათლე, თვალები მტკივა მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაცევ ირგვლივ ყველაფერს ვამთვარიელებ ვტკბები სინათლით რადგან უკვე ვიცი სინათლის ფასი წყვდიადში ყოფნის შემდეგ. ჩემს წინ დიდი მწვანე მდელოა რომელიც დაუსრულებელია მას დასასრული არ აქვს, ჩიტების ჭიკჭიკი რომელიც მამშვიდებს და არანაირი სიჩუმე რომელიც ცუდად მხდის და მხოლოდ შიშის გრძნობას მიტოვებს. ირგვლივ სულ ყვავილებია და მათ ვამთვარიელებდე, როდესაც სადღაც შორიდან ადამიანის სილუეტს ვხედავ, ვიღაც გოგონა მიახლოვდება არ ვიცი ვინ არის მაგრამ ძალიან ლამაზია... მინდა მისკენ წავიდე მაგრამ არ შემიძლია თითქოს ერთ ადგილას ვარ ჩაფლული და ვერ ვინძრევი, ის გოგონა მიახლოვდება და თბილათ მიღიმის, თვალის მომჭრელი ღიმილით. ის ანგელოზს გავს, ქერა თმა მხრებამდე დაშვებული რომელიც ლამაზად ეფინება მის გულმკერდს , ცისფერი თვალები რომელიც უსასრულობაში გაგდებს და დროის შეგრძნებას გაკარგვინებს და მისი ნაკვთები რომლის ყურებაც ნებისმიერს სიამოვნებას მიანიჭებს, სუსტია და მაღალია, მისი სილამაზის ყველაზე ლამაზ გოგოსაც კი შეშურდება. ის ნელ-ნელა უფრო და უფრო მიახლოვდება და უკვე ჩემს პირდაპირ დგას და რაღაცას მეუბნება, მეკი არაფერი მესმის რადგან ჩემს გარშემო საშინელი ქარი ამოვარდა და მეც უფრო და უფრო ვეფლობი მიწაში, ვერ ვმოძრაობ მხოლოდ ვყვირი ხმამაღლა ვყვირი რომ მიშველონ მაგრამ ჩემი ხმა არ ისმის, იმ გოგომ ხელი გამომიწოდა ვცადე მოჭიდება და არაფერი გამომივიდა, გოგონა გაქრა და მეც გამომეღვიძა საშინელი ყვირილით, ოთახში დედაჩემი შემოვარდა შეშინებული, მე კი დამშვიდებას ვცდილობ. - ბეატრის კარგად ხარ? რატომ ყვიროდი?-მკითხა შეშფოთებულმა ელენემ (დედაჩემი) - კი კარგად ვარ, უბრალოდ ისევ იგივე სიზმარი დამესიზმრა -ისევ ის იმ გოგოზე? -მე მხოლოდ თავი დავუქნიე ის კი ოთახიდან გავიდა. ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე იმაზე თუ ვინ ვარ. მე ბეატრის ავალიანი ვარ 16 წლის, ალბათ ფიქრობთ რომ ბევრი მეგობარი მყავს მაგრამ არა, კომუნიკაბელური არ ვარ, მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს იმიტომ რომ არ მინდა რომ ვინმემ იფიქროს თითქოს „ვეტენები“. ძირითადად ჯერ სხვები შემოდიან ჩემთან კონტაქტში და მერე მე ვიხსნები მათთან ურთიერთობაში და სწორედ ამიტომ არ მყავს ბევრი მეგობარი, თუმცა თაყვანისმცემლები ნამდვილად არ მაკლია ჩემი გარეგნობის წყალობით, ვარ მაღალი, სუსტი, მწვანე თვალება, სწორი შავი თმით რომელსაც მუქი ლურჯის ელფერი დასდევს, ლამაზი სავსე ტუჩებით. დღეს სკოლაში მივდივარ, იმედი მაქვს ნერვებს დღეს მაინც არ დამაწყვეტენ. სამზარეულოში ჩავედი იქ უკვე შეკრებილან ოჯახის წევრები დედაჩემი -ელენე, მამა - სანდრო და ჩემი უფროსი ძმა ნიკა რომელიც 18 წლის არის წელს ამთავრებს სკოლას და აპირებს იურიდიულზე ჩაბარებას, მე კი ვაპირებ ფოტოგრაფი გავხდე თუმცა ოჯახის წევრები მეწინააღმდეგებიან... ყველა მაგიდას მივუჯექით -ბავშვებო დღეს სკოლაში მე წაგიყვანთ- გვითხრა მამამ - მამა მე ლუკას უნდა გავუარო და ერთად ვაპირებთ სკოლაში წასვლას, ხომ არ გეწყინება?- უთხრა ნიკამ, ლუკა ნიკას საუკეთესო ძმაკაცი და ამავე დროს კლასელიც. - კარგი ნიკა მაგრამ ასე ადრე ლუკასთან რა გინდა?- ეჭვისთვალით შეხედა მამამ ნიკას - მამა პროექთზე ვმუშაობთ და დღეს უკვე დავამთავრებთ - თქვა ცოტა დაბნეულამ და მე გამომხედა რადგან მე ვიცოდი სიმართლე, ვიცოდი რომ მას შეყვარებული ყავდა და მას ხვდებოდა ყოველ დილით პარკში. მეც გამამხნევებლად გავუღიმე და მაგიდიდან ავდექი რომ ჩანთა ამეღო, შემდეგ კი დედასთან და მამასთან ერთად გავედი, ჩემს ძმას კი თვალი ჩავუკრი და სახლიდან დავედი. ჯერ მე მიმიყვანეს კოლოში - ბეატრის დღეს ხომ არ გინდა რომ გამოგიაროთ -მკითხა მამამ - არა, მამა არ არის საჭირო მეთვითონ მოვალ - მანანის კარი დავკეთე და სკოლისკენ წავედი როდესაც შევამჩნიე ვიღაც მიყურებდა ქუჩის და საწყისიდან მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია უკვე შეჩვეული ვარ ყველა მე მაკვირდება. - ტრის, ტრიიიის... -გავიგე ვიღაცის ძახილი და მივტრიალდი იქ ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო რომელიც უკვე ერთი წელია ამერიკაში წავიდა სასწავლებლად და ძალიან მომენატრა, მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე - ანა, ანასტასია... როგორ მომენატრე რომ იცოდე, როდის ჩამოხვედი? - ვკითხე აღფრთოვანებულმა და მოვშორდი რომ მისთვის შემეხედა - მეც მომენატრე ტრის, როგორ ხარ ჩემო გიჟო გოგო? - მითხრა თავის ჩვეული ღიმილით - კარგად, შენგან მივიწყებული -ვთქვი ვითომ ნაწყენმა - როგორც ჩანს შენ მსახიობობას აწვები -თქვა და გულიანად გაიცინა -კარგი მორჩი ვითომ გაბუთულობას და მომიყევი უჩემოდ როგორ იყავი, რა ხდება ახალი თბილისში? - ასე თუ გაინტერესებდა რატომ არ ჩამოხვედი? ასე მარტივად ივიწყებ მეგობრებს?- ვკითხე ისევ გაბრაზებული სახით - კარგი რა ტრის ნუ იბუსები... შენზე რას მეტყვი ასე როდის მერე ხვდები დიდი ხნის უნახავ მეგობრებს? - მითხრა მანაც ვითომ ნაწყენმა და მე სიცილი ვერ შევიკავე და მანაც გაიცინა - კარგი, წამოდი სადმე კაფეში დავსხდეთ დღეს არ მინდა სკოლაში მისვლა - ვუთხარი. ხელი მოვკიდე და კაფისკენ სირბილით წავედით. კაფეში რომ მივედით უკვე დაღლილები ვიყავით სიცილით, არც ერთს არ გვქონდა არაფრის თავი და მაშინვე ცარიელი ადგილები დავიკავეთ კაფეში. შეკვეთა მივეცით და საუბარი დავიწყეთ ამერიკაზე საქართველოზე და ჩვენს ბავშვობაზე რომელიც ერთად გავატარეთ, ვიხსენებდით ჩვენთვის ბედნიერ დღებს და მომენტებს... რაც უფრო და უფრო ვიხსენებდით წარსულს მით უფრო ცუდ ხასიათზე ვდგებოდით და ვიაზრებდით თუ როგორ მოგვნატრებია ერთმანეთი ერთი წლის მანძილზე... უეცრად სხეულში ჟრუანტელმა და მიარა და ვიგრძენი ვიღაცის მზერა და მაშინვე იქით გავიხედე და დავინახე რომ ისევ ის გოგონა იყო რომელიც სკოლასთან დავინახე, მინდოდა მას გავყოლოდი როდესაც წავიდა მაგრამ ანას მარტო ვერ დავტოვებდი და ვერც იმას ავუხსნიდი რატომ მივდიოდი, ეს რომ მეთქვა არ დამიჯერებდა და მეტყოდა რომ რაღაც მეჩვენებოდ... ანა დაფიქრებული იჯდა და ყურადღებას არც კი მაქცევდა - ანა ხომ კარგად ხარ? - ვეკითხები, ის კი დაბნეული მიყურბს - კი... კი კარგად ვარ ტრის უბრალოდ ჩავფიქრდი - დაბნეულმა მიპასუხა. მე მას ხელზე ხელი დავადე და ეჭვისთვალით შევხედე მან კი თავი დახარა - ანა მომიყევი რა ხდება, კარგად არ გამოიყურები - შევამჩნიე რომ თვალები ცრემლებით აევსო მაგრამ მოახერხა მათი უკუგდება. პასუხის გაცემას აპირებდა როდესაც მისმა მობილურმა დარეკა, და ამ დროს უფრო დაიბნა -გისმენ თოკო - უპასუხა ცივი ხმით (თოკო ანას შეყვარებულია) -... - კარგი თოკო ახლავე წამოვალ, სად მოვიდე? - უთხრა აღელვებულმა -... -კარგი მოვდივარ -უთხრა და მობილური სწრაფად გათიშა. დამშვიდებას ცდილობდა მაგრამ არაფერი გამოდიოდა. მე მას ხელზე ხელი დავადე და ოდნავ მოვუჭირე, მინდოდა მეკითხა რა მოხდა მაგრამ მისი პასუხის მეშინოდა - ანა რა მოხდა, თოკოს რა უნდოდა? ხომ კარგად ხარ? - კარგად ვარ ტრის მერე მოგიყვები ახლა უნდა წავიდე, მაპატიე შენც აგანერვიულე -სწრაფად მაკოცა და წავიდა, მინდოდა გაყოლა შემე თავაზებინა მაგრამ არც კი დამაცადა. ცოტახანი კაფეში კიდევ ვიყავი და ვფიქრობდი თუ რა მოხდა, რა უთხრეს ანას ისეთი რომ ასე უცებ წავიდა? მერე ავდექი და წამოვედი, ვფიქრობდი რა ხდება ჩემს თავს, ვფიქრობდი ამ ცხოვრებაზე თუ რა უსამართლოა და თითოეულ ჩვენგანს თავის ნება-სურვილზე როგორ ატრიალებს... ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც მანანის სიგნალის ხმა გავიგე და მივტრიალდი უკვე ვფიქრობდი რომ დამეჯახებოდა მაგრამ არა... არ დამჯახებია რადგან ვიღაცამ მკრა ხელი და გზიდან ისე სწრაფად გადამიყვანა რომ ვერც კი მოვასწარი გააზრება რა ხდებოდა, მე უკვე ტროტუარზე ვეგდე ჩემს გვერდით კი გოგონა იყო... გოგონა რომელსაც ჩემს სიზმარში ხშირად ვხედავდი, ის ყოველთვის ჩემს დახმარებას ცდილობდა მაგრამ ვერ ახერხებდა მაგრამ ახლა მან გადამარჩინა დაღუპვას ის კი მიწაზე ჩემს გვერდით გდია და არ ინძრევა თვალსაც კი არ ახამხამებს, სისსხლი სდის თავიდან... ვცდილობ გონს მოვიყვანო მაგრამ არაფერი გამომდის ის ისევ უგონოდ არის, სისხლი სდის მე კი ვერაფერს ვაკეთებ... ასეთ მდგომარეობაში პირველად ვარ, ადამიანი ხელებში მაკვდება მე კი ვერ ვხვდები რა გავაკეთო... მობილურის ხმა მესმის და ჯიბიდან ვიღებ ნიკა მირეკავს, მე ვუთიშავ და სასწრაფოში ვრეკავ, გაურკვევლად ვლაპარაკობდი მაგრამ მათ მაინც გაიგეს ჩემი ლაპარაკი და ჩვენთან სწრაფად მოვიდნენ. გარშემო მიმოვიხედე ირგვლივ არავინ იყო თითქოს ყველა სადღაც გაქრა, ვერაფერს ვერ ვხვდებოდი, სად წავიდა ხალხი, ქუჩაში მართო რატომ ვიყავით? სახე უკვე ცრემლებისგან სულ სველი მაქვს, ხელები კი... ხელები იმ გოგონას სისხლით დასვრილი. სასწრაფოს მანქანამ გააჩერა, ვე საავადმყოფოში ვიყავით. ის გოგონა საოპერაციოთ მოამზადეს როგორც თქვეს ტვინის მსუბუქი შერყევა შეიძლება ქონდეს... ექიმი გამოვიდა საოპერაციოდა მე მისკენ გავიქეცი - ექიმო როგორ არის? შეიძლება ვნახო?- ვკითხე აღელვებულმა - თქვენ გოგონას ნათესავი ბრძანდებით? -მკითხა ექიმმა - არა უბრალოდ მან გადამარჩინა, ის ჩემს გამოა ამ მდგომარეობაში... ის რომ არა ახლა იქ მე ვიწვებოდი...- ვთქვი და ტირილი დავიწყე - ესეიგი თქვენ მას არ იცნობთ... ხომ არ იცით ვინმე ნათესავი ყავს რომ მისი მდგომარეობა შევატყობინოტ? -მკითხა ექიმმა, მე ცრემლები შევიმშრალე - არ ვიცი, თუ რამე საჭირო გთხოვთ მე მითხარით, მე და ჩემი ოჯახი ვიზრუნებთ მასზე...- ვუთხარი და ვიგრძენი თავბრუმესხმოდა, მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევია ისევ ექიმს მივურუნდი - თუ რამე სჭირდება გთხოვთ მითხარით, მასზე მე ვიზრუნებ - გოგონას მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს,- სუნთქვა შემეკრა და ეს ექიმმაც შეამჩნია - დამშვიდდით ორ დღეში ის უკვე გონს მოვა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მანამდე კი იქნებ მისი ახლობლები მოძებნოთ გოგონას კარგი მოვლა ესაჭიროვება ერთ კვირაში უკვე მის სახლში წაყვანა უკვე შესაძლებელი იქნება - უკვე ფეხზე დგომა ძალიან მიჭირდა და აი თვალთდამიბნელდა კიდეც... გონს რომ მოვედი პალატაში ვიყავი და წვეთოვანის მილი მქონდა მკლავზე, მისი მოხსნა ვცადე როდესაც ექიმი შემოვიდა - არ ადგეთ დასვენება გჭირდებათ, თქვენს მშობლებს შევატყობინეთ რომ საავადმყოფოში ხართ, ალბათ მალე მოვლენ - ის გოგონა როგორ არის, რამე ხომ არ შეიცვალა? -არა ჯერ ისევ უგონოდ არის, პალატაში გადავიყვანეთ როდესაც მომჯობინდებით მის ნახვასაც შეძლებთ -მითხრა ექიმმა და გასვლას აპირებდა, მაგრამ მე შევაჩერე - შეიძლება ახლა რომ ვნახო? -ვუთხარი მოულოდნელად. მართალია თავიდან ექიმმა წინააღმდეგობა გამიწია მაგრამ არ მოვეშვი და ბოლოს ნება მაინც დამრთეს, მხოლოდ ხუთი წუთი მაგრამ იმდენად მინდოდა მისი ნახვა რომ ესეც საკმარისი იყო ჩემთვის... პალატაში რომ შევედი გული შემეკუმშა, ამ გოგონამ მე სიკვდილს გადამარჩინა თვითონ კი ამ საწოლზე გაუნძრევლად წევს, თუმცა ამის მიუხედავად ის ისეთი ლამაზია რომ თვალს ვერ მოწყვეტ... არ ვიცი ამ გოგოსთან რა მაკავშირებს, რა უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულები... რა ბედის ირონიააა, მე ბეატრის ავალიანს, გოგონას რომელიც არასდროს არავიზე არ ყოფილა მიჯაჭვული, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ ის გადარჩეს და მე მისი გაცნობა შევძლო, გოგონასი რომელიც სიზმრებში არ მასვენებდა... გოგონას მივუახლოვდი და მის თხელ თითებს ხელი მოვკიდე, ვგრძობდი რომ ის ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო და ვიგრძენი მისი შეხებისას სითბო როგო ჩამეღვარა გულში, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემი ნაწილი ვიპოვე... უეცრად გოგონამ ხელზე ხელი ოდნავ მომოჭირა და ფიქრებიდან გამომიყვანა - ოჰ გამოფხიზლდი? ძალიან შემეშინდა... მეგონა რომ ჩემს გამო რამე მოგივიდოდა -ვუთხარი და თავი დავხარე - დამშვიდდი ბეატრის კარგად ვარ და აღარ გაბედო ამაში შენი თავის დადანაშაულება, გასაგებია?- მითხრა მკაცრად და თბილად გამიღიმა - წავალ ექიმს დავუძახებ... ხო მართლა, რა გქვია?- ვუთხარი და ინტერესით შევხედე - როზალი, როზალი მქვია ბეატრის - მითხრა მან და ისევ გამიღიმა. როდესაც გავიაზრე რომ მან სახელით მომმართა კარიდან მოვბრუნდი -როზალი, შენ ჩემი სახელი საიდან იცი?- ვკითხე მან კი ჩაიღიმა - დრო მოვა და გაიგებ შენი სახელი საიდან ვიცი და იმასაც გაიგებ რატომ გითვალთვალებდი- მიმდოდა მეკითხა რაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს ექიმი შემოვიდა - როგორც ჩანს ჩვენი პაციენტი დროზე ადრე გამოვიდა მდგომარეობიდან- თქვა და ჯერ მე შემომხედა შემდეგ როზალის როზალი: როდესაც ტრისი დავინახე ჩემს გვერდით ძალიან გამიხარდა ის ხომ ჩემი დაკარგული დაა, მაგრამ არ ვიცი მას სიმართლე როგორ ვუთხრა როგორ ვუთხრა რომ დედაჩვენმა რომ დაიბადა გააშვილა, გული ძალიან ეტკინება, ის ხომ მთელი ცხოვრებაა ფარსში ცხოვრობს და თავის ოჯახად სრულიად უცხო ადამიანებს აღიქვამს, მას უფლება აქვს სიმართლე იცოდეს თავისი ნამდვილი ოჯახს შესახებ, ვიცი თავიდან ამ ამბავთან შეგუება გაუჭირდება მაგრამ ვიცი ამ ყველაფერს გადაიტანს ის ძლიერი გოგოა... მე როდესაც გავიგე რომ და მყავდა თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ როდესაც დეიდაჩემმა დედას წერილი მაჩვენა ყველაფერი გაირკვა, მან თავის კეთილდღეობის გამო საკუთარი შვილი გაყიდა, იმ დღეს დედა საშინლად შემძულდა, მის საფლავზე მივედი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი და პასუხს ვითხოვდი იმაზე თუ დას რატომ დამაშორა. მე და ბეატრისს პატარებს თოჯინებით ერთად უნდა გვეთამაშა... ამის ნაცვლად კი ის სხვა ქვეყნაში იყო მე კი სხვაში. როდესაც გავიგე რომ და მყავდა დეტექტივი დავიქირავე და მისი მოძებნა ვთხოვე, ეს სულაც არ გამჭირვებია, მე ხომ რუსეთში ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი ვარ, მთელი რუსეთი დათანხმდებოდა ჩემი დის მოძებნას ... გავიგე რომ ჩემი და საქართველოში იყო და მას ბეატრის ავალიანი ერქვა, გავიგე საცხოვრებელი, ყველაფერი რაც შეიძლებოდა და რუსეთიდან საქართველოში პირველივე რეისით გამოვფრინდი და მოვძებნე სად ცხოვრობდა მასზე მის მეგობრებზე, ოჯახზე ყველაფერი გავიგე, ყოველ დღე მის ახლოს ვიყავი, როგორც იტყვიან ‘ვუთვალთვალებდი’... დღესაც ასე იყო, რამდენჯერმე შემამჩნია მაგრამ ყურადღება დიდად არ მოუქცევია, როდესაც დავინახე რომ მას შეიძლებოდა მანქანა დაჯახებოდა, ფიქრის უნარი დავკარგე და მის გადასარჩენად მზად ვიყავი თავი გამეწირა, ვერ დავუშვებდი რო ჩემს პატარა დას რამე მოსვლოდა, ამას ვერ დავუშვებდი... არ ვიცი ეს ყველაფერი ტრისს როგორ ვუთხრა, მას ხომ გული ძალიან ეტკინება და ადამიანების მიმართ ნდობაც კი შეიძლება დაკარგოს. ექიმი როდესაც პალატაში შემოვიდა ერთი მხრივ გამიხარდა რადგან ამჯერად თავი ავარიდე ტრისის კითხვებზე პასუხის გაცემას... - როგორ ხართ? თავი ხომ არ გტკივათ? ან გულისრევის შეგრძნება ხომ არ გაქვთ?- მკითხა ექიმმა -კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა თავი მტკივა- ვუპასუხე მე - ექიმო რადგან ის უკვე გონს არის როდის გაწერთ?- იკითხა ტრისსმა, როგორ ზრუნავს უცხო ადამიანზე, თუმცა არა მე უცხო არ ვარ მე მისი ღვიძლი და ვარ - ჯერ ვერ გავწერთ, ანალიზები უნდა ავუღოთ რომ არაფერი გაგვეპაროს საფრთხის შემცველი , ხომ გესმით ჩემი?- მერე კი მე გამომხედა - თან მასზე არაფერი ვიცით ვინ არის სად ცხოვრობს და ვინ არიან მისი მშობლები... ჯერ მის ოჯახს უნდა შევატყობინოთ - ექიმო მე როზალი ანდროპოვი ვარ, ვცხოვრობ რუსეთში, ჩემი მშობლები გარდაიცვალენ შეგიძლიათ ჩემს ძმას დაუკავშირდეთ. - სასიამოვნოა, თქვენს ძმას აუცილებლად დავუკავშირდებით.- გასვლას აპირებდა ექიმი როდესაც შემობრუნდა - ხო მართლა, ბეატრის შენი მშობლები მოვიდნენ და შენს პალატაში არიან - ექიმი გავიდა, ბეატრისისც გასვლას აპირებდა როდესაც მე შევაჩერე - ბეატრის, რა მოხდა? ექიმმა რომ გითხრა შენი მშობლები მოვიდნენო შეგამჩნიე არ გესიამოვნა, მათთან რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? - არა როზალ... -მე შევაწყვეტინე და შევუსწორე - როუზი დამიძახე, მეგობრები ასე მეძახიან -კარგი როუზ. მშობლებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს უბრალოდ სუ ტყუილად დაურეკეს და სულ ტყუილად მომიწევს ლექციის მოსმენა, თან რომ გაიგებენ მანქანა ლამის რომ დამეჯახა ძალიან გამიბრაზდებიან, მითუმეტეს სკოლა გავაცდინე... - კარგი დამშვიდდი, წადი და მშობლებს მშვიდადა აუხსენი ყველაფერი დარწმუნებული ვარ რომ გაგიგებენ...- ეს ვუთხარი და პალატის კარიც გაიღო და მისი მშობლები შემოვიდნენ შეშინებული სახეებით, მართლა ძალიან უყვართ მათ ბეატრისი... ბეატრის: როზალი უფროსი დასავით მამშვიდებდა... ყოველთვის მინდოდა რომ და მყოლოდა და მგონი მყვს კიდეც... რა სულელი ვარ ის ხომ რუსეთში ცხოვრობს ალბათ იქ მალე დაბრუნდება და ჩემს ნახვას აღარც მოისურვებს... ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც პალატის კარი გაიღო და შეშინებული დედაჩემი შემოვარდა. არა კიარ შემოვიდა არამედ, შემოვარდა. - ბეატრის, ძვირფასო როგორ შემეშინდა...- ჩამეხუტა დედა -როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს საავადმყოფოში არისო ძალიან შემეშინდა მერე მამაშენს და შენს ძმას დვურეკე და პირდაპირ აქ წამოვედით. რამოხდა აქ რატომ ხარ?- მკითხა როგორც მკაცრი ასევე თბილი ხმით -დედა ისეთი არაფერი უბრალოდ გზაზე ჩაფიქრებული მოვდიოდი და მანქანა დამარტყავდა როზალი რომ არ ყოფილიყო იქ- და ხელით როუზზე ვანიშნე, მანაც თბილად გამიღიმა- მან გადამარჩინა და აქ ჩემს გამო მოხვდა - ვთქვი და თავი ჩავხარე - ტრის, ხომ გითხარი ამაში შენს თავს ნუ ადანაშაულებ მეთქი - ნაწყენი სახით შემომხედა მან - რას ქვია ნუ ადანაშაულებს? მას რომ გზისთვის ყურადღება მიექცია ახლა შენ აქ არ იწვებოდი და არც ის იდგებოდა დასჯილი ბავშვივით - თქვა მამამ და მკაცრად შემომხედა - მადლობ როზალი ჩემი თვალისჩინი რომ გადამირჩინე - თქვა დედამ და გულში უფრო ჩამიკრა - რის მადლობა მეხომ ჩემი და გადავარჩინე - თქვა როზალიმ და ყველამ მას შევხედეთ გაკვირვებულებმა - შეიძლება მარტო დაგელაპარაკოთ ქალბატონო ელენე და ბატონო სანდრო? - ბეატრის, ნიკა გარეთ გადით ორივე - თქვა მამამ და კარისკენ გვანიშნა - კი მაგრამ რატომ?- ვიკითხე, მაგრამ პასუხად მამას მკაცრი მზერა მივიღე და გამოვედით როზალი: მათ ბეატრისი ძალიან უყვართ, მიჭირს ამის გაკეთება მაგრამ რაც უფრო მალე გაიგებს სიმართლეს მით უკეთესი იქნება მისთვის და ამ ოჯახისთვის. გადავწყვიტე ჯერ ბეატრისის გამზრდელ მშობლებს დაველაპარეკო და შემდეგ ისინი გადაწყვეტენ მე ვუთხრა სიმართე ბეატრისს თუ თავად ეტყვიან... ჩემი აზრით ასე უფრო სწორია, ბეატრისს გული უფრო არ ეტკინე ბა როდესაც გაიგებს რომ მისი გამზრდელი მშობლებიც გარემოების მსხვერპლი არიან. ბეატრისი და მისი ძმა პალატიდან გავიდნენ, ახლა კი თავისუფლად შეგვიძლია ლაპარაკი - რას ამბობ, სულ გაგიჟდი? ბეატრისი შენი და არ არის - მითხრა ბეატრისის მამამ - არა არ გავგიჟებულვარ, სრულიად საღ გონებაზე ვარ. ის ჩემი დაა რომელზეც დედაჩემმა უარი თქვა და საავადმყოფოში დატოვა, რადგან ეშინოდა რომ თუ მამაჩემი გაიგებდა მისი ღალატის ამბავს არ აპატიებდა, თქვენ კი სწორედ მაშინ გაიგეთ რომ შვილი აღარ გეყოლებოდათ და გადაწყვიტეთ პატარა, ახალ დაბადებული გოგონა გეშვილებინათ, ხომ ასე იყო? - რა გინდა? ფული?... -რას ბრძანებთ ბატონო სანდრო... თქვენ გგონიათ რომ ჩემი დის სანაცვლოდ ფულს ავიღებ? თუ არ იცით გეტყვით რომ მე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ რუსეთში, საკუთარი კომპანია მაქვს და თქვენი აზრით, თქვენი ფული რამეში მჭირდება? მე მხოლოდ ის მინდა რომ ჩემმა დამ სიმართლე იცოდეს თავის წარსულზე - გთხოვ შვილს ნუ წამართმევ გთხოვ როზალი - ტირილი დაიწყო ბეატრისის დედამ - ქალბატომო ელენე მე თქვენ შვილს არ გართმევთ, თქვენ ამით შვილს არ დაკარგავთ პირიქით უფრო გაიძლიერებთ მის თვალში პატივისცემას, თქვენ ხომ ის საკუთარი შვილივით გაზარდეთ და სწორედ მაშინ დაუდექით გვერდით როცა მას დედა ჭირდებოდა... იცით დედაჩემი ერთი წლის წინ გარდაიცვალა, სიმართლე გითხრათ ის მოსიყვარულე დედა არასდროს ყოფილა... დედა დღიურს აწარმოებდა, მე ამ დღიურს მისი დასაფლავების დღეს მივაკვლიე როდესაც მის ოთახში შევედი, სწორედ იქ ეწერა რომ შვილი გააჩინა ვიღაც კაცისგან და საქართველოს საავადმყოფოში დატოვა რადგან მისი ქმრის რიაქციის ეშინოდა როცა გაიგებდა რომ უღალატა. დედაჩემი ქართველი იყო, აქ ხშირად ჩამოდიოდა და როგორც გაირკვა ბეატრისს ეძებდა და ყველაფერს დღიურში წერდა. ამ დღიურმა მე გამიმარტივა მისი მოძებნა, ყველაფერი რაც ვიცოდი დეტექტივს გადავეცი და შვიდ თვეში უკვე დაზუსტებით ვიცოდი ყველაფერი მის შესახებ, მერე საქართველოში ჩამოვედი და რომ იტყვიან მე ბეატრისს ‘ვუთვალთვალებდი’, მინდოდა მასზე ყველაფერი მცოდნიდა, სადაც ის იყო იქ მეც ვიყავი და სწორედ ასე აღმოვჩნდი დღეს აქ - ხელით ვანიშნე სავადმყოფოს პალათაზე - თუ თქვენ არ ეტყვით მას ყველაფერს ასე უფრო ეტკინება გული, ის თუ ამას ჩემგან გაიგებს შეიძლება თქვენი ნახვა არც კი მოისურვოს - სანდრო, ის სიმართლეს ამბობს დროა ბეატრისმა სიმართლე გაიგოს, ასე აჯობებს- თქვა ქალბატონმა ელენემ და ცრემლები გადმოცვივდა - კარგი თანახმა ვარ ერთი პირობით, მასთან ურთიერთობაში ხელს არ შეგვიშლი - რათქმაუნდა ის თქვენი შვილი იყო და ასე გაგრძელდება მუდამ, ბატონო სანდრო. სიმართლეს როდის ეტყვით? - ჯობის ახლა ვუთხრათ, თან თქვენც აქ ხართ როზალი და ბარემ იმასაც მოუყვებით რაც თქვენს ოჯახში მოხდა - თქვა ქალბატონმა ელენამ და ვხვდებოდი როგორ უჭირდა -კარგით მაშინ დავუძახოთ - ვთქვი და ღრმად ჩავისუნთქე, არ ვიცი ბეატრისს რა რეაქცია ექნება ბეატრის: ძალიან ვნერვიულობ, გული ცუდს მიგრძნობს... არ ვიცი რა ხდება, გაურკვევლობა საშინელებაა, ნეტა რაზე ლაპარაკობენ ისეთზე რაც ჩვენ არ უნდა გავიგოთ? ნუთუ საქმე ჩვენ გვეხება? დავიღალე ლოდინით ჩემი ძმა მამშვიდებს რომ არაფერი არ ხდება მაგრამ ვხვდები რომ ამას მხოლოდ დასამშვიდებლად მეუბნება და სინამდვილეში ისიც ღელავს... უცებ კარი იღება და მამაჩემი გვეძახის, ჩვენც შევდივართ. უცნაური სიტუაციაა, ყველა დაძაბული და ანერვიულებულია, უფრო დავიბენი და ავნერვიულდი - რამე მოხდა? რა სახეები ჩამოგტირით?-ვიკითხე გულწრფელი ინტერესით - ბეატრის, საყვარელო რაღაც უნდა გითხრათ - თქვა დედამ და წამოსული ცრემლი მოიწმინდა - დედა რა ხდება? უკვე ვნერვიულობ, რა უნდა მითხრა ისეთი რომ ვერ ბედავთ ამის თქმას? - ბეატრის ეს შენს წარსულს ეხება და დროა რომ სიმართლე გაიგო- მითხრა მამამ -კარგით გისმენთ - ვთქვი დაბნეულმა და დაუფიქრებლად. როზალიმ მოყოლა დაიწყო დედამისზე რომელიც ქართველი ყოფილა, რაც გავიგე ამ ყველაფერმა შემზარა, ადამიანი ისე გულქვა როგორ უნდა იყო რომ საკუთარი შვილი მიატოვო მე არ მესმის... საუბარი დედამ გააგრძელა და რასაც ყვებოდა ვერ ვიჯერებდი, ეს რთული გასაგები იყო ჩემთვის მაგრამ ამ ყველაფერს ხმის ამოუღებლად ვუსმენდი... დაუჯერებელია მე ნაშვილები ვარ და სინამდვილეში როზალის და... მინდა რომ მიწა გამისკდეს და ამას არ ვისმენდე, მეზიზღება ჩემი ბიოლოგიური დედა რომელმაც ახალ შობილი მიმატოვა, ვერც ჩემს გამძრდელ მშობლებზე ვიტყვი რომ მათ არ ვამტყუნებ, მე ხომ მთელი თექვსმეთი წელი სიცრუეში, სრულ ფარსში ვიცხოვრე... ცოტა ხნის წინ ვნატრობდი რომ როზალი ჩემი და ყოფილიყო და აი ახლა ის მართლაც ჩემი და აღმოჩნდა, და რომელმაც ჩემს გამო ლამის საკუთარი სიციცხლე გაწირა... გაქცევა მინდა, აქ ყოფნა აღარ შემიძლია, ცუდად ვარ სული მეხუთება, სავარძელიდან ვდგები და პალატიდან სირბილით გავდივარ. არ ვიცი სად მივდივარ მაგრამ ერთი ვიცი რომ სანამ კარგად არ დავფიქრდები შენ არ დავბრუნდები... დიდი ხნის სიარულის შემდეგ, ჩემი მეგობრის ანას სახლთან მივდივარ, ახლა მასთან საუბარი ნამდვილად დამეხმარება. კარზე ზარს ვრეკავ და ველოდები როდის გამიღებენ, და აი კარი გაიღო, იქ ჩემი მეგობარი ანა იდგა თვალებ გაფართოებული და მაკვირდებოდა - ტრის რა გჭირს? შენ რა ტირი? -სწრაფად გამოვიდა გარეთ და ჩამეხუტა, ეს ახლა ნამდვილად მჭირდება -შემოდი სახლში და მომიყევი რა მოგივიდა, სახლში არავინ არის დამშვიდდი - ანა რომ იცოდე რა მოხდა დღეს... დღეს ჩემი წარსული და ნამდვილი ვინაობა გავიგე, თურმე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი არსი ყოფილა... მე მას ყველაფერი მოვუყევი და მისი სახის ყოველ გამომეტყველებას ვსწავლობდი, ნელ-ნელა მისი გაოცება მატულობდა და იბნეოდა, ათას კითხვას მისვამდა, ძლივს მოვახერხე ყველაფრის მოყოლა და თან ვტიროდი... ასეთი რამის გადატანა თექვსმეტი წლის გოგოსთვის ნამდვილად არ არის მარტივი... თუმცა ერთ რაღაცას მივხვდი მე ჩემი ოჯახის უზომოდ მადლიერი ვიყავი მათ ხომ ჩემთვის ყველაფერი კარგი უნდოდათ, მათ ისე არ მიმაგდეს როგორც ეს ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ ევამ გააკეთა, თუმცა მისიც მადლიერიც ვარ მან ხომ მე სიცოცხლე მაჩუქა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.