ნარკოლოგიური - როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა
დღე 27: დღეს ახალ სახლში გადავადივარ, როგორც იქნა შევაგროვე ფული და ცალკე ვიცხოვრებ სადაც არავინ გამიკონტროლებს ძილს, ღმერთო რა ბედნიერებაა. - მარი აქ ხარ? - ჩემი წასვლით დასევდიანებულმა კარი შემომიღო - რაიყო დე? - საუზმე მზადაა! შენი საყვარელი ფაფა მოვამზადე - სევდის მომგვრელი ღიმილით გამიღიმა და ისევ ოთხ კედელს შუა ჩემს ფიქრებთან მარტო დამტოვა. დედაჩემი მუდამ მეუბნებოდა რომ ჩემი სახლიდან წასვლა მისთვის ერთი ტრაგედია იქნებოდა, მაგრამ მე ხო არ ვთხოვდები?! როცა მოესურვება მესტუმრება და მეც ჩემი საფირმო ტკბილეულით გავუმასპინძლდები. როგორ მინდა იმ მომენტზე გადავახვიო როცა ჩემი საკუთარი საძინებლიდან ახალი გაღვიძებული სახით გამოვალ და სახლში არსებულ ჰაერს ხარბად დავეწაფები.............. თენდებოდა, როცა მარიამს უცნაურმა სიზმარმა ძილი დაუფრთხო, გაურკვეველი ფიქრებით ზეზე წამოხტა და საათს შეხედა, ჯერ ადგომის დრო არ იყო, თუმცა ტანთ ყვავილებიანი ხალათი შემოისხა და საძინებლიდან გამოსული ხარბად დაეწაფა ჰაერს, ზუსტად ისეთი სასიამოვნო იყო როგორსაც წარმოიდგენდა ხოლმე. ცივი წყლის შესხმა არასდროს არ უყვარდა, მაგრამ დღეს დაიმსახურა გამოსაფხიზებლად. ცივი წყლის შესხმა და მისი კრიჭის შეკვრა ერთი იყო. ნამიანი სახე მარიამს სარკეში ესექსუალურა, პირსახოცი არც კი გამოიყენა და აივანზე სახის შრობას შეუდგა ცივი ნიავით. სუსხიანი დილა იყო, ზაფხულის თბილი ღამეების მიუხედავად, ახალგაღვიძებულს სახეზე მსუსხავი ცივი ჰაერი ცოტა ეხამუშა. იქვე სავარძელში წამოწვა ბინის პატრონს რომ დაეტოვებინა და სიგარეტის კოლოფს დასწვდა. გონების ხაზინაში შევიდა და კაი ხანი აღარც კი გამოსულა. თუ გაინტერესებთ გონების ხაზინა რა არის, ეს მისი წარმოდგენილი სივრცეა, სადაც ახალ-ახალ ინფორმაციებსა თუ თავის წარმოდგენებს მდიდარი ბიბლიოთეკის მსგავს სივრცეში ინახავს. მართალია, ხაზინაში ფული მოძრაობს შემოდის და გადის, მის გონებაში კი მხოლოდ შესვლაზეა მწვანე ანთებული. მისი ხაზინა მილიარდობით ინფორმაციას ინახავს სადაც ის საათობით იკარგება და განვლილ ინფორმაციებს აჯამებს, ალბათ იმასაც ამოწმებს რომელიმემ ჩემი სამფლობელოს დატოვება ხომ არ გადაწყვიტაო. პირველი იყო დაწყებული, როცა ადელაიდმა დარეკა, ხაზინა მარიამმა მაშინ დაკეტა როცა მობილური მესამე ზარზე იყო (ღმერთს სამობა უყვარსო). - ხო - უპასუხა გაღიზიანებული ტონით. -დიდი ბოდიში ფიქრში ხელი თუ შეგიშალე - ირონიით გაჟღენთილი ტონითვე მიუგო ადელაიდმა. - რამე ხდება? - არა, არაფერი სადმე მინდოდა რომ გავსულიყავით რაღაცები მაქვს მოსაყოლი - ძნელი მისახვედრი არ იყო მარიამისთვი ის რომ ადელაიდს ისევ რაიმე პრობლემა ექნებოდა ვაჩესთან. ვაჩე ერთი შეხედვით, უცხო გარეგნობის, ძალიან სიმპატიური ბიჭი იყო, გართობის დიდი მოყვარული, აი ისეთი ქურდული მენტალიტეტით რომ მოძრაობენ, თუმცა ვაჩე მისი ლაითი წარმომადგენელი იყო.ალბათ დიდ ხიბლს ესეც სძენდა. გულით ძალიან კარგი ბიჭი იყო,, კეთილი, მგრძნოებიარე, ხანდახან მასაც უყვარდა გონების ხაზინაში ჩაყვინთვა და ნეტა გენახათ ადელაიდას როგორ აღიზიანებდა ის ფაქტი რო მის გვერდზე მჯდომი შეყვარებული ფიქრებით უჩინარდებოდა,ამ დროს წყალს ითხოვდა და მისი შეპკურებით გამოჰყავდა წყობილებიდან ჩვენი ვაჩე. ეს მომენტები ისეთი სიყვარულითა და ახლო გრძნობებით იყო გაჟღენთილი. ადელაიდა გიჟდებოდა ვაჩეზე, ვაჩეც ადელაიდზე, ბოლო პერიოდში სულ აღარ მიეკუთვნებოდა ისეთ კატეგორიას რომელიც ზემოთ ვახსენე, თუმცა შეყვარებულებში პრობლემებს რა დალევს. - ჩემთან ამოდი. -შენთან არ მინდა! სადმე გავიდეთ, ერთი კარგი ბარი აღმოვაჩინე აქვე ახლოს და დღეს წავიდეთ, გამოგივლი. -კაი მიდი. საათს რო დახედა გაუკვირდა ნუთუ ამდენი ხნით გავუჩინარდიო, ოთახში შევიდა და თემოს დაურეკა. მარიამი მუშაობდა თუმცა ვაი მაგ მუშაობას ბიბლიოთეკარის თანაშემწე იყო, აი წიგნის მოძებნა რომ დასჭირდებათ და მარიამ მიდი შვილო პირდაპირ ინდური ლიტერატურის მეორე თაროზე ნახე კირან დესაის “დანაკლისის მემკვ.... არა მარიამს ეს სამუშაო მოსწონდა მცირედი ანაზღაურებისდა მიუხედავად მაგრამ ეს მისთვის საკმარისი იყო. სანამ ადელაიდი გამოივლის მინდა მის შესახებ მოგიყვეთ. ადელაიდი მარიამის ტრუსიკის დაქალი იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მშობლებმა ერთმანეთი პალატაში გაიცნეს, ადელაიდას დედა გერმანელი იმიგრანტი იყო. ქალიშვილს სახელიც მან შეურჩია და გერმანული სახელი დაარქვა, რაც სიკეთით ბრწყინავს ნიშნავს. ადელაიდამ სახელი მართლაც რომ გაამართლა სიკეთის განსახიერება იყო მართალია ხანდახან ინჩი-ბინჩს ვერ გაუგებდით მარა მთვარია მარიამს ხომ ესმოდა მისი უთქმელად. ადელაიდა 5 დღით დიდი იყო მარიამზე, გართულებების გამო დედამისს ურჩიეს რომ საკეისროთი გაეჩინა გოგონა. ეკა, მარიამის დედა ადრე გამოწერეს, თუმცა მათი უერთიერთობა ამის მერეც გაგრძელდა. ისე რომ თემო მათ ოჯახში თამადა იყო, ხოლო ლევანი ჩვენს ოჯახში. განუყრელი დაქალები და ძმაკაცები გახდნენ და გოგონების მეგობრობას ზუსტად რომ აქ ჩაეყარა საფუძველი და აქედან დაიწყო 21 წლის მეგობრობაც. -რას შვები? - ხაზზე ისევ ადელაიდა იყო. -რავი არაფერს, შენ? -კარი გამიღე! - ვაუ! ესე მალე? - გაუკვირდასავით. - ხო მანქანით ვარ. -იცი რაზე ვფიქრობდი. -არა! რაზე აბა? -ძაღლი ხო არ ვიყიდო. -რა არა! ხო იცი რო ალერგია მაქვს! -რა! ეგოისტო! თითქოს მარტოობას ვერ ვეგუები, ძალიან მინდა პატარა ცუგიტო. -კაი რა შენთან ვეღარ მოვალ. რო შემოვალ ჯერ ხო სასწაული ცემინება დამეწყება და მერე გამოყრას დამიწყებს - გულრწფელად უთხრა მარიამს. ადელაიდას ალერგია ბევრ რამეზე ჰქონდა მაგრამ ყველაზე მეტად ძაღლებზე. ძალიან უყავრდა ცხოველები, ხოლო ალერგიის გამო კი მათზე გული აიცრუა - ჰა ეხლა გაემზადე. მარიამი ოთახში შევიდა და ღია ყვავილებიანი ნაცრისფერი კაბით გამოვიდა. მომზადებაზე თითქმის არასდროს არ კარგავდა დიდ დროს. ყოველთვის წინასწარ იცოდა რას ჩაიცმევდა, თითქოს ამაზე ფიქრისთვის თავსაც არ იწუხებდა. -მისმინე! რამე მოხდა ვაჩესთან დაკავშირებით? -არა! რატო? -ადელაიდმა გაკვირვებულმა გახედა მარიამს -ვიფიქრე მაგასთან დაკავშირებით გინდოდა ლაპარაკი. -არა არა პროსტა ჩორტი ჩავაგდე და როგორც ვატყობ გაამართლა კიდევაც - ცინიკურნარევი ღიმილით გაუღიმა ადელაინმა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.