შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს შემდეგ. (ნაწილი -2)


9-01-2017, 19:31
ავტორი kaatoo
ნანახია 2 195

3თავი
ანა ძალიან ბევრს ფიქრობდა ახალ გამოწვევაზე, ნუთუ ასე მოეწონა ჩემი სტატიები. ძალიან უნდოდა ვიღაც ყოლოდა გვერდით ვინც რჩევას მისცემდა. და დაეხმარებოდა სწორი არჩევანის გაკეთებაში. თუმცა მის ცხოვრებაში მსგავი არავინ ყოფილა არასოდეს გარდა მისი ბებიის, გაახსენდა მისი ერთადერთი გულშემატკივარი და სევდამ შეიპყრო. მოენატრა ბებია, ანა კალთაში თავს ჩაუდებდა და ბებია ნაზად ეფერებოდა თმაში, ამ დროს საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა, უსაფრთხოთ იყო და არაფრის ეშინოდა. ერთადერთი მესაიდუმლეც ბებია იყო მაგრამ დიდიხანია აღარავისთვის შეუჩივლია მისი გულის ნადები, მისი ფიქრები მხოლოდ ფურცელზე გადადის. ის არავის ენდბა სამყაროში. დილით ანა ყავას სვავდა ფინჯნით ამ დროს ფანჯრიდან ნახევრადშიშველი ადევნებს თვალ სამყაროს პატარა ნაწილს. ის აკვირდება ყვავილების გამყიდველ მამაკაცს, ახალგაზრდა ქალს რომელიც ყოველდილით ასეირნებს ძაღლს. მეზობელ ქალებს რომლებიც საათობით ჭორაობენ და უამრავ უცხო გამვლელს. უყურებს მათ და წარმოიდგენს რაზე ფიქრობენ ან სად მიეჩქარებათ. ზოგჯერ თღზავს ამბებს ისტორიებს მათზე და ზუსსტ წარმოიდგენს ხოლმე სად ეჩქარებათ მათ. ერთხელ ერთი ძალიან ლამაზი გოგო დაინახა რომელიც სევდიანი იყო იდგა და საათს დაყურებდა რაღაცას ელოდა, ანამ წარმოიდგინა, რომ ეს გოგო ელოდებოდა ბებიას რომელმაც მძიმე ოპერაცია გადაიტან და ცოცხალი გადარჩა. ბებიამ ამ გოგოს ძალიან უყვარდა და ამიტომ განიცდიდა, რომ აგვიანებდა. ანა კითხულობდა ამ გოგოში სასოწარკვეთილებას, მოლოდინს, გაბრაზებას, წყენას, დაღლილობას. აკვირდებოდა და წარმოედგინა როგორ გადაეხვეოდა ბებიას. გადაწყვიტა ჩასულიყო და ახლოდან შეეხედა გოგონასთვის. ეზოში ჩასულს გოგონა კიდევ უფრო ლამაზი მოეჩვენა და გაუხარდა. ისიც ელოდა ბებიის გამოჩენას. ოცი წუთი კიდევ გავიდა და გოგონას წინ მანაქანა გაჩერდა. მამაკცი საკამაოდ უხეშად მიმართავდა გოგონას. ჩაჯექი რაღას ელოდები, სად იყავი აქამდე რამდენიხანია გელოდები. მანაქანა სწრაფად მოწყდა ადგილს. ანა იმედგაცრუებული დარჩა წარმოიდგინა როგორ ცდებოდა ყველა ისტორიაში რასაც იგონებდა. მოუნდა ყველა მათგანი გამოეძია . ამ ამბის მერე ცოტახნით თავიც დაანება ამბების შეთხვზას მაგრამ მერე ისევ დაიწყო. ერთი შეხვედრა საკმარისი იყო ზოგჯერ, რომ მთელი ამბავი მოეფიქრებინა წარსული ახლანდელობა და მომავალიც კი. საოცარი უნარი ქონდა ანას და ამის შესახებ არავინ იცოდა. მას საოცარი შინაგანი სამყარო ქონდა, მაგარმ ამას ვერვინ ხედავდა რადგან ახლოს არავის უშვებდა. უამრავი სიკეთე ქონდა გაკეთებული ისე, რომ ამის შესახებ ვერვინ ხვდებოდა. ის არვის არაფერს უშავებდა და არც სხვას მისცემდა ამის უფლებას. ამიტომ ქონდა ასეთი დისტანცია ერიდებოდა ყოველგვარ კომფლიქტს.
კვირა საღამოს ანა წერდა ძალიან ბევრს , ეს დაეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში. დიალოგი ქონდა გამართული მოყავდა არგუმენტები. იქნებ დავითი მოძალადეა და ახალგაზრდა გოგოებს ასე იბარებს, ან მართლა ძალიან კარგად ვწერ, შეიძლება ის ყველას ასე ექცევა. ყველაფერი აფსურდულია, შეუძლებელია დავითი ყველას სტატიას კითხულობდეს და მერე ასე არჩევდეს, თანამშრომლებს. ანა წერდა ყველაფერს რასაც ფიქრობდა ყველაფერი ისე ჩაიხლართა, რომ პასუხი ვერ იპოვა ამიტომ გადაწყვიტა წასულიყო და გაეგო ნამდვილი პასუხი.
დილით ათზე გამოცხადდა ანა სამსახურში. პირდაპირ დავითის კაბინეტი შევიდა.
-გამარჯობა ანა , მიხარია რომ გხედავ. სწორი გადაწყვეტილება მიიღე.
-ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია.
-კარგი რა ბევრს ფიქრობ.
-კი ასეა
-ხო და არ უნდა ამას ბევრი ფიქრი. რამდენი გქონდა ხელფასი?
-600
-ხომ დაგპირდი გავაორმაგებ მეთქი ხო და გავასამმაგებ, მეტი რა გინდა? თან დავამრგვალებ 2000 ლარი. ჩვენს ქვეყანაში ცოტა არ უნდა იყოს. წამოდი შენს კაბინეტს გაჩვენებ და დეტალები იქ გავიაროთ.
-კაბინეტს?
-კი კაბინეტიც გექნება.
დავითი ძალიან კეთილმოწყობილ კაბინეტზე მიუთითა. აი ესაა შენი კაბინეტი.
ანა საბოლოოდ დაიბნა , ამახელა ხელფასი კაბინეტი თან თითონ მეხვეწბა.
-პირდაპირ მითხარი. რა გინდა?
-ვიცი, რომ ჭკვიანი ხარ და ხვდები, რომ რაღაც ისე არაა. გეტყვი მაგრამ მინდა დამპირდე, რომ ყველაფერს აწონდაწონი და ისე გადაწყვეტ?
-მე ვერაფერ ვერ დაგპირდები, გისმენთ.
-ჟურნალის, ჟურნალისტი პოპულარული ვერ ხდება ხომ იცი. სახეზე მას ვერავინ ცნობს, მაგრამ მას შეუძლია ადამიანი ასაზრდოოს ინფორმაციით. ეს ნამდვილი ძალაა , რომელსაც ჯურნალისტი ფლობს. შენ ჭკვიანი გოგო ხარ . ყველფრის უფლება გაქვს ხელფასი რომელიც ძალიან გამოცდილ ჟურნალისტებსაც არ აქვთ. შენი კაბინეტი. ამდენ რამეს გაძლევთ, შენ კი მხოლოდ შენი სახელი და გვარი უნდა დათმო. სტატიები სხვისი სახელით დაიბეჭდება. პასუხს ახლავე ნუ გამცემ.
-კარგით
-რა?
-თანახმა ვარ.
-მართლა?
-კი.
-ძალიან კარგი მაშინ შეგიძლია შეუდგე საქმიანობას.
-ვინ არის?
-რა?
-ვის მაგივრად უნდა დავწერო?
-მამაკაცია.
-არ გინდათ რომ მითხრათ?
-ჩემი ძმიშვილია. გიორგი ქვია, გიორგის ამ კომპანიის ფინანსური დირექტორის ვაჟია.
-კარგი.
-მას გადაახედებ ხოლმე შენი სტატიები. შენს გვერდით კაბინეტში იქნება ხოლმე.
-კარგი.
ანას გაეღიმა, გააცნობიერა როგორ განიცდიდა დავითი , როგორ ეგონა, რომ ანა არ დათანხმდებოდა და როგორი გაკვირვებული სახე ქონდა ანა, რომ ასე ადვილად დაითანხმა. თავიდანვე რომ ეთქვა ასე არ ინერვიულებდა, რადგან ანა ნამდვილად არ დარდობს საკუთარი სახელის მოხვეჭაზე. მისთვი ეს უმნიშვნელოა. მტავარია, რომ ის დაწერს და ზუსტად იცის რასაც.
4თავი.
გიორგი საკამოდ მზრუნველი შვილი იყო, ძალიან უყვარდა თავისი მშობლები, ამიტომ მამა მეორე დღესვე წაიყვანა ექიმთან და ყველა სახის გამოკვლევა ჩაუტარა. რამოდეჯერმე გული გაუხდა ცუდათ და შესაძლო იყო გულზე რამე ქონოდა, მამამისათან არ იმჩნევდა მაგრამ ნერვიულობდა. ჯერ კიდევ საავადმყოფოში იყო როდესსაც ბიძამისმა დაურეკა.
-გიორგი რას შვები არ მოდიხარ?
-საავადმყოფოში ვარ. გამოკვლევებს ვუტარებ მამაჩემს.
-რომ მორჩები მოდი.
-დღეს ვერ მოვალ. ხვალ მოვალ.
-კარგი მაშინ ხვალ ათზე აქ იყავი.
-კარგი.
გიორგის არ მოსწონდა ეს საქმე. ჟურნალი საერთოდ არ აინტერესებდა, მა თავისი პატარპატარა საქმეები ქონდა. საკუთარი ინეტერესები სულ სხვაგან იყო. ეს ჯურნალი კი მისთვის ძალიან მოსაწყენი იყო. მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. ყველაზემეტად კი ის აწუხებდა, რომ დავითთან ერთად მოუწევდა მუშაობა. მას არ უყვარდა ბიძამისის დამოკიდებულება ხალხთან. ამაყი ამპარტავანი, თავმაღალი და მკაცრი კაცი იყო. მაგრამ თუ რამის გაკეთება უნდოდა ყველაფერზე იყო წამსვლელი.
გიორგი ბევრ დროს მეგობრებთან ატარებდა ერთობოდა, სახლში გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან იშვიათად მარტო რჩებოდა, ეს მას ძალიან ბევრ რამეზე აფიქრებდა და მოწონდა მაგარამ ეს იშვიათად ხდებოდა. მას უნდოდა რაღაც უცხო და განსაკუტრებული. ყოველთვის იყო მისაბაძი ბიჭი, ყველას მოსწონდა მასთან ერთად დროის გატარება. მის აზრებს ყველა ეთანხმებოდა. მთავარი იყო სურვილი და ყველა მიზანს მიაღწევდ. ამისგან განთავისუფლება არ შეეძლო. ვერანაირ გზას ვერ ხედავდა. ისე მოხდა, რომ მისგან დამოუკიდებლად სამყარომ ის გამოკეტა ნაჭუჭში. ერთი შეხედვით ყველასათვის მისაღებ და მოსაწონში, მაგრამ მისთვის მიუღებელში.
რაც დრო გადიოდა მისთვის უფრო და უფრო რთული და ბუნდოვანი ხდებოდა საკუთარი მიზნები. ყველაფერი მარტივად ხდებოდა მის თავს. გრძნობდა, რომ ყელში უჭერდნენ ხელბეს და უნდოდა თავი დაეღწია ამ მარწუხებისაგან, მაგრამ ამ ყველაფერს ზედმეტად ღრმად ჩაეღწია მის სხეულში , უფრო მეტდაც სულამდე ჩასულიყო. მისი იმიჯი , ხასიათი , ქცევები, ყველაფერი ეზიზღებოდა, საკუტარი თავი აღიზიანებდა, მისი სრულყოფილება და იდიალურობა. მისი მოსაწყენი საუბრები გოგონებთან, არფრისმთქმელი ფრაზები, რომლებიც ატყვევებდა ყველა ქალს. გიორგის გულს ურევდა მისივე ცხოვრება. ახლა კი კიდევ უწევდა სხვები სურვილების დასაკმაყოფილებლად ფეხი შეედგე საქმეში სადაც მისი შესვლა აფსურდული იყო. როდის აღმოჩნდა აქ როდის დაიწყო სხვისი სურცვილების მიხედვით ქცევა, რთული იყო ამის გარკვევა. რადგან რაც თავი ახსოვდა სულ ასე იყო, იდიალური ბავშვი , დამჯერი თბილი და მოსიყვარულე, ძალიან კეთილი.
ნიჭიერი ახალგაზრდა, პერსპექტიული და მონდომებული. ახლა კი ყველა ქალი სასურველ კაცს ხედავს მასში. ოჯახი კი ბიზნესის გაგმაგრძელებელ და გვარისასაც რათქმაუნდა. თავად რას ხედავს კი არავინ იცის. უცნაურია მაგრამ ის ხატავს პორტრეტებს, ქალის პორტრეტებს ამის შესახებ არვინ არ იცის. მას ბინა აქვს ნაქირავები ადაც სახელოსნო აქვს მოწყობილი. სწორედ აქ მიდის გიორგი მაშინ როცა მარტო უნდა ყოფნა და ხდება ის რაც სინამდვილეშია. ხატავს საოცარ ქმნილებებს. ის ნამდვილი ხელოვანია და ყველაფერი დანარჩენი რაც გარეთ ჩანს მხოლოდ ფარსია. გიორგი შინაგანად ძალიან, ძლიერია და ამიტმ ახერხებს და არ აპროტესტებს მის ცხოვრებას. კარგად ხვდება რამხელა იმედებს ამყარებენ მისი ოჯახი მასზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent