შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვ+თ=?


10-01-2017, 14:06
ავტორი მარიკუნა
ნანახია 1 394

მე, ნატა, ლექსო და ნინა ღამის კლუბ "hL"-ში რამდენიმეჭიქიანები მივედით.
ნატამ და ლექსომ სასმელი ისევ აიღეს, ჩემთვის 4 ჭიქა შოკოლადის კონიაკიც სრულიად საკმარისი იყო.
-გინდა, ვატოს დავურეკო? - ლექსო მეკრიჭება და ნატას ქვედა ტუჩს არ შორდება.
-არა, არც გაბედო. ეხლა არ შემიძლია, გული წამივა რო ვნახო
-აუ,დაიკიდე რა, ვიღადაოთ ჩვენ პონტში,- აქომაგებს ნატა ლექსოს
-პონტი არაა.. არ მინდა და ვსო. წავალ, იცოდე,- გაბუსხულმა ხელები გულზედავიკრიფე და წინააღმდეგობის მოლოდინში გარშემო ხალხის თვალიერება დავიწყე.
-შენ რა შუაში ხარ, ჩემთან მოვა, შენ თუ გინდა არც მიესალმო. ნუ მიტრაკებ, ვსო ვრეკავ, - დარეკა, მეტად არ გამიპროტესტებია, გარინდული დაველოდე პასუხს. მთვრალი არეულად ლაპარაკობდა, გავიგე თათუც აქ არისო რომ უთხრა, და კი, კიო მერე დააყოლა..
-ეგეთი სახით არ დახვდე, თორე მაგრად გამიტეხავ, - თვალი ჩამიკრა და ნატასთან ერთად საცეკვაოდ გავიდა.
-ამათი შემხედვარე, მე მრცხვენია პროსტა, - მეცინება და ნინას, რომელიც ამქვეყნად აღარ არის, კალთაში ვუჯდები.

ნინა სასმლის მოსატანად გავიდა, მე ისე ვნერვიულობ, მგონი, მალე გამოვფხიზლდები. წარმოვიდგენ ჩემსა და ვატოს მისალმებას და გიჟივით მეცინება.
-შენ არ იშლი ხო გალეშილი შუაღმით სიარულს?, -წელზე ხელის შეხებას ვგრძნობ. ვატოა.
-რო მოდიოდი ვიცოდი და დავლიე
-იმდენს იზამ იმ დღეს გავიმეორებ და მერე ხო იცი ტირილით ვინ გარბის ოთახიდან?
-იდიოტი ხარ, ვაფშე არ მინდოდა შენი ნახვა. პროსტა ლექსომ კარგად მიესალმეო და მეც მოგესალმე თორე არ მოგესალმებოდი, - წავიბოდიალე სისულელე და მოაჯირს მივეყრდენი.
-გამოიწიე, დიდი მოხერხება შენი არ გჭირდება ხალხს რო დაახტე ქვევითა სართულზე. -პასუხს არც მაცდის, წელზე ხელს მხვევს და ბარისკენ მივდივართ.
ხალხი ირევა ბარმენის გარშემო, ზოგი რიგს უცდის, ზოგი კი მის ტრიუკებს აკვირდება.
- 2 ლურჯი სითხე გვინდა,- ხელს ზევით ვწევ და ბარის დახლზე ვიხრები. -აქვე თუ არ დაკმაყოფილდები დამავალებ, - ჩუმად ვეუბნები ვატოს და უკანალზე მოტმასნილ მის სხეულსა და ხელებს ვეცლები.
ნინამ თავისი ძველი მეგობარი ნახა და გააბა დიდხნიანი სჯა-ბაასი. როგორც ყოველთვის, სასმელმა ისე მომთენთა, რომ ძილი მომერია.
-წაგიყვანო?, - ვატო ვიღაც გოგოსთან ლაპარაკს მორჩა და წინ ამეტუზა.
-არ მინდა წასვლა, პროსტა მეძინება.. თქვენი შემხედვარე ცუდ ხასიათზეც ვდგები.
-აბა შენ არ გამოდიხარ კონტაქტზე და სხვა გოგოებს ასე უყურადღებოდ ხო არ დავტოვებ
-თქვენ თქვენ პონტში ხართ პროსტა და მაგიტო, თორე შენ და შენი გოგოები აშკარად არ მაინტერესებთ, - გავიბუსხზე და ტელეფონში ბოდიალი გავაგრძელე.
ვატომ ისევ ნაცნობი ნახა და ახლა მასთან დაიწყო საუბარი. ამ ბიჭს მაგრად აკლია. ყველა გოგოს განსაკუთრებულად თბილად ექცევა. ლამის ცხვირთან მიუტანოს სახე.
-პირად სივრცეს რო ურღვევ ადამიანს, ეგ უზრდელობაა ისე, - თმებში მოთამაშე ვატოს ხელს ვაწევინებ.
-პირად სივრცეს იმ დღეს არ გირღვევდი?
-შენ იმ დღის ნატვრასა და გახსენებაში ხარ?
-არა, პროსტა გახსენებ.. შენს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ წუთებს, ტეხავს?
-კი, უეჭველი.. ძაან მნიშნელოვანი იყო, რამე თუ მახსოვდეს იმ დღიდან შენგან განსხვავებით.
ხელების მისკენ ატრიალებს ჩემს სახეს და თვალთან ახლოს ცერა თითს მისვამს.
-მთელ თვალები ამით რო არ დაისვარო, ისე შენს მწვანე თვალებს ვერ გამოკვეთ?
-შენ შეგეკითხები ეხლა ზუსტად, სად რას როგორ წავისვამ. გაუპარსავ წვერს მიხედე, კოცნა რო მინდოდეს შემეშინდებოდა, - ენას ვუყოფ და მთელ ხმაზე ვიცინი.
-------
ლურჯი სითხის მეორე კრუგზე ვიყავით თავბრუ რომ დამეხვა, ვატომ ცეკვა გამოგაფხიზლებსო. ხელი ჩამკიდა და საცეკვაოდ გავედით.
-მინდიხარ, - ყურში მიჩურჩულა. თმებში ვუცურებ თითებს და მის სახეს ვუთანაბრდები, ლოყაზე ვკოცნი და მუსიკის მისამღერს ბოლო ხმაზე ვყვები. -იმ დღეს მინდოდი მე, შიშველს, ბიკინის ამარას, შენს სახლში, მაგრამ..
-ტირილი რო დაიწყე და ოთახიდან გამექეცი მაგ დღეს, ხო? მთელი ღამე ბოდიშებს რო გიხდიდი და შენ თურმე გათიშულს რომ გეძინა.. მაგრად გინდოდი ძაან.
-კი
-შენ გამომიწვიე, დაიმახსოვრე, - ხელი ჩამკიდა, ლექსოს დაუძახა ჩვენ გავდივართო და ვიწრო კიბეებზე ჩასვლა დავიწყეთ.
-კაბა გაისწორე, ყველა შენ გიყურებს, -ქვედაბოლოს ექაჩება და ცდილობს წონასწორობა შემანარჩუნებინოს.

------
სახლში სრული სიბნელე იყო
-სააბაზანოში უნდა შევიდე, -ფეხებს უსწორმასწოროდ ვდებ და ვემანჭები.
-თავის დაძვრენის ახალ გზას თუ შეიმუშავებ, კარი შენს უკანაა და შეგიძლია გაბრუნდე.
-რა უხასიათო ტიპი ხარ,მაღიზიანებ.
-მე გაღიზიანებ? - სიცილით ჩემს სახეს ხელებში აქცევს და ლოყაზე მკოცნის. შემდეგ ცერა თითით ქვედა ტუჩს ეხება და დახარბებული მაწყდება. ხელს მიჭერს ყელზე და სიამოვნების არაადეკვატურ ხმას გამოსცემს.
-კაი, ნუ გაატრაკე, მოვწესრიგდები და შემოვალ, - ხელს ვაწევინებ და სააბაზანოსკენ მივდივარ.

სარკეში ვიყურები, ამღვრეული მწვანე თვალები, გაჩეჩილი ქერა თმა, ტუშისგან დასვრილი თვალის უპეები - მეზიზღება ეს სახე, ეს მზერა. მეტირება. ვხვდები, რომ არ შემიძლია გარეთ გასვლა. არ შემიძლია ვატოს ყურება, არც თამაში შემიძლია. არ მიღირს.

-კიდე დიდხანს უნდა გელოდო?, -ვატო კარს აღებს. საცვლის ამარა დგას და ანთებული სახით მიყურებს.
-მეშინია.
-რისი გეშინია, პატარა? დამშვიდდი,- უკნიდან მეკრობა და სარკეში მიყურებს. - ესეთი სახით მომწონხარ, მშვიდად. გაიხსენე, პირველი ვიქნები თუ უკანასკნელი.
-არაადამიანო, -მისკენ ვბრუნდები და სახეში სილას ვაწნი, - როგორ მიბედავ.. - ხელებს მიკავებს და უკუღმა მიტრიალებს, - ცხოველო, მეტკინა.
-მერე აღარ გეტკინება, - ხელში ავყავარ და საძინებელში შედის.
-არ მომეკარო, აღარ დამენახო და საერთოდ არასდროს აღარ იფიქრო, რომ მე ისევ მიყვარხარ.
-გიყვარვარ?
-არა, - ვაანალიზებ საკუთარ შეცდომას და სლუკუნი ტირილში გადამდის.
...
-რა დავაშავე, თათუ, პროსტა გამაგებინე. რა გინდა, რა? ამხელა გოგო ხარ და გრამი ტვინი არ გაქვს თავში.- გაბრაზებული მშორდება და აივანზე გადის სიგარეტის მოსაწევად.
-მე აქ დავიძინებ, კარგი?- აივნის კარს ვეყრდნობი და საკუთარ თითებთან თამაშს ვაგრძელებ.
-ხო, რავი.. შენ როგორც იგრძნობ თავს კარგად, ისე მოიქეცი. პროსტა..
-ვიცი.. დავწვები მე. და ბოდიში კიდე
-მიდი, ძილინებისა, - აჩეჩილ თმას მისწორებს და თავზე მკოცნის.
ვწვები და საბანს ისე ვიფარებ, მხოლოდ თვალებიღა მიჩანს.
ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება. ლექსოს მეგობრის სახლში, არაყმა თავისი ქნა - მოვითენთე, მეძინებოდა. ლექსო ხუმრობის ხასიათზე მოვიდა, და ვატოს დაურეკა. ქორწილში იყო, ლექსომ გამოდი ჩვენთან აქ და აქ ვართო. მოთხოვნაა შენზეო. მე გადაწითლებული ვარ სახეზე და გული მიცემს, შორიდან ვიცნობდი ვატოს და ძალიან მომწონდა.
-მიდი, დაელაპარაკე, რა.
-შანსი არაა, დამანებე თავი, - უცნაურ ხმებს გამოვცემ და ვიმანჭები მთელი სხეულით.
-ბიჭო, მოიცა,ერთ ჩემს მეგობარს უნდა შენთან ლაპარაკი
მე ტელეფონი გამოვართვი, გამარჯობა-მეთქი. დიალოგი არ მახსოვს, რაღაცებს მეკითხებოდა, კითხვაზე კითხვით ვცემდი პასუხს, ბოლოს იმდენად შემრცხვა. ლექსოს მივაწოდე ტელეფონი, და სრულიად აფორიაქებული ნატასთან ერთად მოსაწევად გავედი.
10-მდე მეგობარი იქნებოდა გარშემო, მე და ნატა დივანზე ვსხედვართ და ტელეფონში რაღაცას ვუყურებთ. ლექსომ, მე გავალ 2 წუთში და დავბრუნდებიო.
-იმედია, არ უთხრა მისამართი
-შანსი არაა, ეგ ისეთი ტიპია აქ როგორ, - სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ლექსო შემოვიდა გაკრეწილი სახით, უკან საოცრად სიმპატიური ბიჭი შემოჰყვა.
მე სისხლი გამეყინა, გავქვავდი. მგონი, მიყურებს, მეცინება, უხერხულად ვიღიმი და ნატას ტელეფონში ვაგრძელებ ძრომიალს.
-თათუ,ხო? - მეკითხება და თავის არაამქვეყნიურ მზერას არ მაშორებს.



№1 სტუმარი Ani

Dzaan kaiaa

 


№2 სტუმარი Guest Nako

Kaia imedia gaagrdzeleb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent