შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rainbow (1)


10-01-2017, 14:13
ავტორი Nude
ნანახია 1 522

Rainbow.
- შეიძლება? - ღიმილით შეაღო ნიტამ უფროსის კაბინეტი.
- საღოლ, მაგრად ხუმრობ ხოლმე! - გაიცინა კაცმა და ფეხზე წამოდგა.
- რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მამის, დაბადების დღეა! - არც მოუსმენია თორნიკესთვის, ისე დაიწყო სიმღერა, ხელში მომარჯვებული ტორტი უფრო მოხერხებულად დაიჭირა და ტანის სასაცილო რხევით მიიჭრა საყვარელ მამიკოსთან. - გილოცავ, მაა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ! რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად! - ბოლოს მაინც ჩაურთო თავისი ეგოიზმი მამის მიმართ.
- გმადლობ! - ბედნიერებისგან გააკანკალა კაცს.
- კარგი ახლა, რა დროს ეგეთებია. - გაიცინა ნიტამ და კაცის აკანკალებულ მხრებს ხელები მოხვია. - ყველაზე მეტად მიყვარხართ შენ, სალომე და დედიკო, იცოდე ეს.
- ვიცი, მამა. მაგაზე კარგად არაფერი ვიცი. სალომე და ნინიკო, სად არის? - მოიკითხა ცოლი თორნიკემ და სავარძელში ჩაჯდა.
- სახლშია დედა, სალომე, არ ვიცი. საღამოსთვის ამზადებს რაღაცეებს. ხო იცი, როგორ იცის ხოლმე მაგან. - გადაიკისკისა გოგონამ. - გოჭიდან დაწყებული, ფხალით დამთავრებული, ყველაფერი იქნება.
- არადა, ხო ვუთხარი, არ გინდა-მეთქი? - შუბლი შეჭმუხნა თორნიკემ.
- მეც ვუთხარი, მაგრამ ესმის? კარგი, უნდა წავიდე. საყიდლების სია ჩამომიწერა და დროულად რომ არ მივუტანო, მომკლავს. - გაიცინა, ლოყაზე აკოცა მამას და უკანსვლით და კისკისით დატოვა კაბინეტი.
დღე, როდესაც ყველაზე ბედნიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედამისზე გიჟდებოდა, მისთვის მამა მაინც სხვა განზომილება იყო. არ იცოდა, რატომ, რისთვის, თუმცა, ალბათ ამის ცოდნა შეუძლებელია. ყველაფერი თავისით ხდება. ღიღინით ჩაირბინა კომპანიის კიბეები. ეზიზღება ლიფტი. გარეთ გიჟივით გამოვარდა და კისკისით მივიდა გაჩერებასთან. ყველაზე მეტად რაც უყვარს ეს თავისი მანქანაა, თუმცა დღეს გამონაკლისი დაუშვა და თავის ბედოვლათ დას ათხოვა.
დაახლოებით ორი საათი იარა მაღაზიებში მეტი თუ არა. ბოლოს დაღლილმა გააჩერა ტაქსი და მისავათებელი მიესვენა უკანა სავარძელზე. სახლში ძლივს შებობღდა.
- გმადლობ, დედაჩემო, ასე რომ დამტანჯე. - წაიბუზღუნა, ხელები დაიბანა გამოიცვალა და ეგრევე ლოგინში შეხტა.
- რას შვრები, იძინებ? - გაკვირვებულმა ნინომ შემოყო ოთახში თავი.
თავი არ აუწევია, ზმუილიგ გააგებინა პასუხი.
- ცუდად ხომ არ ხარ? - დაეჭვებულმა ჰკითხა, რადგან ხშირ შემთხვევაში არცერთი ქალიშვილი არ ეუბნება მათ ავადმყოფობას, ნინოს ზედმეტად ემოციურობის გამო.
- არა, დე, მეძინება უბრალოდ. ძალიან დავიღალე. გამაღვიძე დაახლოებით იმ დროს, როცა მოსვლას დააპირებს ხალხი. - დაუჩურჩულა და ტელეფონი გვერდით დაიდო.
რა ქნას, სიმღერებს თუ არ მოუსმინა, ისე ვერაფრით იძინებს. მიეჩვია. მას შემდეგ, რაც ტელეფონი უყიდეს პირველად მშობლებმა ასეა და ახლა ვერაფრით იშორებს ამ ჩვევას.
- სალომეს დაურეკე, სად არის ამდენ ხანს. - სთხოვა ნინომ ნიტას და კარები მიხურა.
ჯერ იფიქრა არ დავურეკავო, ისე ეძინებოდა, მაგრამ მერე დედას ვერ აწყენინა და ზმუილ-ღმუილით აიღო მობილური. არადა, როგორ ეძინება! როგორ!
- სად ხარ, სალომე? - მიბნედილი ხმით ჰკითხა დას.
- გიორგისთან. - მოკლედ უპასუხა გოგონამ.
- გიუშას ჩემგან დიდი სალამი და მერე დიდი ბოდიში, რა. - საყვარლად გაიცინა. - გამოგიშვას. დედას სჭირდება შენი დახმარება. ვერ ასწრებს საჭმელების გაკეთებას.
- და, შენ რას მიკეთებ?
- ნუ ხარ გოგო ტუტუცი. ცუდად ვარ, მეძინება. შენ რომ ერთობი მთელი დღე, მე მოვიარე ნახევარი თბილისის მაღაზიები პროდუქტებისთვის. - ტონს აუწია გაბრაზებულმა.
- ხო კარგი, - გაიცინა სალომემ, - ვიცი, მოვდივარ. ბოდიში, ქალბატონო ნიტა! - მეტად გრაციოზულად ჟღერდა დრამატულობით გაჟღენთილი სიტყვები.
- აბა, ეგ რა სალაპარაკოა. - ახარხარდა. - მიპატიებია, დაო!
შემდეგ, გვერდი იცვალა და შეძლებისდაგვარად ტკბილად დაიძინა.
ნიტასა და სალომეს შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთი წელია განსხვავება, ამიტომ თითქმის ტყუპებივით იყვნენ ყოველთვის. ახლა, როცა ზრდასრული გოგონები არიან, ერთმანეთს ისე უგებენ, ალბათ, მხოლოდ ისინი უგებენ ასე არაჩვეულებრივად ერთმანეთს და საერთოდ, ზოგადად ეს ოჯახი გამოირჩეოდა ამ დადებითი მუხტით, შეხმატკბილებული ურთიერთობით და პოზიტივის ბუდით.

***
- გაიღვიძეე! გაიღვიძე ნიტა, თორემ ჩაგცხებ რაღაცას! - თავზე უღრიალებს სალომე დას.
ჯერ ვერ მიხვდა რა ხდებოდა. უცბად წამოხტა, მაგრამ გაანალიზებით ვერაფერი გაანალიზა. თუმცა, როცა მიხვდა... ალბათ, უცბად რომ არ ეთქვა სალომეს გაღვიძების მიზეზი, ბუნდღა არ დარჩებოდა მისგან.
- სოფომ დამირეკა, მომაკითხოს თუ შეუძლია და წამოგვიყვანოს მე და ბაბი, მიშო ვერ ახერხებს მოსვლას დღეს გვიანობამდეო. - სწრაფად წამოყვირება ამჯობინა, სანამ რამე ბლაგვი მოხვდებოდა თავში.
- ოხ, სოფო! რა კარგად მეძინა. - დაიწუწუნა და ჩაცმას შეუდგა. - როდის დარეკა?
- რა ვიცი, ახლა, მგონი. მეც დედამ მითხრა.
- ვინმე ხომ არ მოსულა? - თან თავს იწესრიგებდა, როგორც შეეძლო ახალგაღვიძებულ ნიტას და თან სალომეს ვითომ დიდი ინტერესით ესაუბრებოდა.
- ჯერ არა, მაგრამ ალბათ, თქვენ რომ მოხვალთ, მოსული იქნება რამდენიმე მაინც. ასე რომ უნდა იჩქარო. - გამაფრთხილებლად ჩაუკრა თვალი სალომემ, მანქანის გასაღები ლოგინზე დაუგდო და კარები გაიჯახუნა, ,,აბა ჰე’’-ს ძახილით.
- ნელა, შე ველურო, ნუ ჩამომიღე კარი. - გაბრაზებულმა დაუყვირა და ერთი გემრიელადაც შეაკურთხა.
სამზარეულოში ფუსფუსით გართულ დას დ დედას ერთი შეხედა და კარები ჩუმად გაიხურა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები მესამე სართულიდან სადარბაზომდე და გიჟივით გავარდა გარეთ.
- პრივეტ! - სიცილით აუწია ხელი ეზოში მდგარ ბიჭებს.
- გილოცავ, ნიტა, მამიკოს დაბადების დღეს. - ერთ-ერთი გამოეყო ბიჭებს და გოგონასთან მივიდა ჩასახუტებლად.
- გმადლობ, იკა. - საყვარლად დამანჭა სახე ბიჭმა შუბლზეც რომ აკოცა. - ძალიან მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ! - გაიცინა იკამ და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
- დღეს გელოდებით. - უხერხულად, ჩუმად უთხრა, რადგან არ უნდოდა სხვებთან ცუდად გამოსვლოდა, მაგრამ ბავშვობის მეგობარია იკა და არ მგონია, ვინმეს გაკვირვებოდა ეს.
მხოლოდ თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად.
- აუ, წამომყევი, რა. - ლამის ყელი გამოიღადრა თითებით.
- სად მივდივართ? - ინტერესით კითხა და მანქანაში ჩაჯდა ისე, რომ პასუხს არ დალოდებია.
- ჯიგარი ხარ! სოფო და ბაბი უნდა წამოვიყვანოთ.
- მიშო, სად არის?
- რა ვიცი, დღეს გვიან მოვა სამსახურიდან და ვერ ახერხებს ჩვენ წამოყვანასო, თუ რაღაც ეგეთი. მე არ მილაპარაკია.
- და გიორგი იქნება? - არადა არ წყვეტდა კითხვების დასმას იკა.
- ალბათ, არ ვიცი.
მერე აღარ უთქვამთ არაფერი, გარდა ,,ნელა ატარე, გოგო!’’-სი, რომელიც ლამის იღრიალა იკამ. უყვარს ამ გოგოს სისწრაფე და მოკალით თუ გინდათ!
დიდი ჟივილ-ხივილით შეხვდა ნიტა ნათლულს და დაქალს. გზაში წაიჭორავესავით და ამ მხიარულობაში ისე მივიდნენ სახლამდე, ვერც მიხვდნენ. მანქანა გააჩერა თუ არა გოგონამ, ეგრევე ბაბის ეცა და თავის სახლამდე იმდენი კოცნა, იმდენი, რომ...
- მოვედით, დეე! - დაიყვირა ზედმეტად მხიარულმა ნიტამ და პირდაპი სამზარეულოში შევიდა.
- მოდით, მოდით, ჩემო საყვარლებო! - სიცილით გასძახა ბავშვებს და მათაც მეტი რა უნდოდათ, შემოეხვივნენ მათთვის საყვარელ ქალს. - ჩემი ფერია, სად არის, არ უნდა მანახოთ? - ვითომ გაბრაზდა ნინო და მოკისკისე ბაბისკენ გაიშვირა ხელი, რომელსაც ნათლიამისი მუცელზე უღიტინებდა.
- დედა, დამაცადე, რა! ერთი კვირაა ბავშვი არ მინახავს თვალით, რა დროს შენ ხარ, როცა მე ვარ! - გაიჯგიმა სასაცილოდ ნიტა და თავის ოთახში შეიძურწა ბავშვიანად.
ორი თვის იყო ბაბი ნიტამ რომ მონათლა, ახლა დიდი გოგოა. ორი წლის არის. მართლა, გადაჭარბების გარეშე, უბრალოდ არ შეუძია ნიტას ამ პატარა ნამცეცას გარეშე. პირველად რომ უთხრა სოფომ ბავშვი უნდა მომინათლოო, სიცილი დაიწყო, რას ,,მეღადავები’’, რა გინდაო, მაგრამ მერე, როდესაც დაინახა რომ დაქალს სავსებით სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, გაგიჟდა, გადაირია, ,,ახტა და ჰაერში გაიკვანძა’’ სიხარულისა და ბედნიერებისაგან. ამას მართლა ვერ წარმოიდგენდა. ბავშვობაში იცოდნენ ხოლმე დაქალებმა, სოფომ, სალომემ და ნიტამ ამასთან დაკავშირებით გეგმების დაწყობა, მაგრამ ამხელა რაღაც, მაინც წარმოუდგენლად ბედნიერი აღმოჩნდა მისთვის.
შემდეგ, დროთა განმავლობაში, იმაზეც დაფიქრდა რომ ავშვის მონათვლა, არც ისეთი ადვილი საქმე იყო და ამან ცოტა დააბრკოლა, თუმცა ერთად ყველაფერი გადალახეს. როგორც ყოველთვის.

***
ძალიან ბევრი სტუმარი მივიდა, იმდენი, რომ ვერც კი წარმოიდგენდნენ გოგონები. სახლში ერთი ჟივილ-ხივილი იყო, თუმცა საერთოდ არ სიამოვნებდათ ნიტას, სოფოს და სალომეს ეს სიტუაცია, ამიტომ საძინებელ ოთახში იყვნენ შეყუჟულები და თავისთვის რაღაც-რაღაცეებს განიხილავდნენ. უცბად სოფომ რაღაც საოცრება თქვა. რეალურად არაფერი, მაგრამ ნიტასთვის თვალების გადმოყრამდე გასაოცარი და უცხო.
- ნიტა, ვიცი რომ ახლა რასაც გეტყვი, წარმოუდგენლად მიგაჩნია, მაგრამ მე მაინც შემოგთავაზებ. მოკლედ, მიშოს ნათესავია ერთი კაცი და ბავშვი შეეძინათ სულ ახლახანს. მეუღლე სწავლობს და ვერანარიად ვერ იცლის. ვერ უწყობს სწავლას და ბავშვის აღზრდას ერთმანეთს, თან დამხარეც არავინ ჰყავთ. კი არ უნდოდათ ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ, მაგრამ რაც არის, არის-ო. ძიძა სჭირდებათ, მაგრამ სააგენტოსთან ამის გარკვევა არ უნდათ. ვინმე ახალგაზრდა, ჩემს შვილს მარტივად რომ გაუგოსო. პრინციპში, შვილებს. ორი ჰყავს. უფროსი ბიჭი ოთხი წლისაა, მშვიდი, წყნარი ბავშვია, სამაგიეროდ პატარაა ძალიან მოუსვენარი და პრეტენზიული.
- მერე, მე, ამას, რატომ მიყვები? - გააწყვეტინა გაკვირვებულმა გოგონამ.
- თუ დამაცდი?! - გაბრაზებულმა შეხედა და თვალები დააკვესა.
- კარგი, განაგრძე! - სიცილით აკოცა აღაჟღაჟებულ ლოყაზე.
- მიშოს სთხოვა დახმარება, იქნებ ვინმე გყავდეს ისეთი, სანდო და ბავშვების დატოვება რომ არ შემეშინდესო. მე ეგრევე შენ ამომიტივტივდი. მიუხედავად იმისა რომ გამოცდინება ნულია შენი, ბავშვები მაინც ძალიან გიყვარს, თან სამსახური ჯერ არ გიპოვია და ვფიქრობ უნდა დაფიქრდე ამაზე. - შეაპარასავით.
- მოიცა! - მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჯერ ჰაერში ასწია შემდეგ კი გულზე მიიდო. - მე? - გაოცებულმა შეხედა.
სოფომ სწრაფად დაუქნია თავი.
- რანაირად? რას მეუბნები ახლა?! თანაც ერთი ბავშვი კი არა, ორი! არაა, - ხელები ჰაერში ლამის ყვირილით ასწია. - არ შემიძლია, თან ნერვები არ მაქვს ახლა ბავშვის აღზრდის.
- შენ კიდე, რა... - მოიღრუბლა სალომე. - ასეთ შანს ხელიდან, როგორ უშვებ? ნეტავ, მე არ მქონდეს სამსახური უკვე, უყოყმანოდ დავთანხმდებოდი. თანაც, რადგან ორი ბავშვის აღზრდა მოგიწევს, ანაზღაურებაც შესაბამისი იქნება. მე მგონი, უნდა დათანხმდე, თორემ კიდევ დიდი ხანი მოგიწევს სამსახურის ძებნა. - დაარიგა დამ და ღიმილით გაიშხლართა ლოგინზე.
- რა სისულელეებს მეუბნები, თუ ხვდები მაინც, ჰა? - წარბაწეულმა შეხედა ,,ამ ჩემ ფეხება'' დას. - ფულის გამო ხომ არ ვიმუშავებ. იმხელა პასუხისმგებლობაა.
- რა გინდა? გამოცდილება გაქვს! ბაბი ნახევრად შენი გაზრიდილია! - ისევ ისეთი უდარდელი ხმა ჰქონდა სალომეს.
- ნუ ადარებ! ბაბის შემთხვევა სულ სხვაა. საფენის გამოცვლაც კი არ ვიცი. არც ის, ასეთი პატარა, როგორ უნდა დავბანო. სალომე ნერვებს მიშლი! ბაბი ჩემი გასაზრდელი არ იყო, ანუ მოვალეობა არ არის ეს. ის კი მოვალეობაა, პასუხისმგებლობა. ის რომ ბაბის შესანიშნავად ვუგებ და ხშირად დავაპორწიალებ აქეთ-იქით, არ ნიშნავს რომ მზად ვარ. თანაც... - თავი შეიკავა რაღაცნაირი შეწუხებული სახით. - არც კი ვიცი... - ისევ შეყოვნდა და შეკრულ მუშტს ნიკაპი დაადო. - მაინც და მაინც არ მხიბლავს ეს პროფესია.
- ხო, არ ვიცი. შენი გადასაწყვეტია. რამეს კი არ გაძალებ, - გაიცინა სოფომ, - უბრალოდ შემოგთავაზე, სულ ესაა. ყველაფერი შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მგონი, მაინც უნდა სცადო, რა იცი, იქნებ მოგეწონოს კიდეც სამსახური. ისე, ძალიან საყვარელი ბავშვები და ზოგადად ოჯახიც ძალიან კარგია. თბილი, უკომპლექსო... არანაირად შეგიქმნიან დისკომფორტს. მთელი დღე მარტო იქნები სახლში. მოვლენ სასწავლებელ-სამსახურიდან და მერე გამოგიშვებენ სახლში.
- ხო, მაგრამ...
- მე პრობლემას ვერ ვხედავ. - გაიღიმა სოფომ.
- და არაფრის აზრზე რომ არ ვარ, არა?
- მერე, რა?! ცოტა ხანი და ყველაფერს აუღებ ალღოს. ისწავლი. რას იტყვი? - მოლოდინით მიაჩერდა წარბშეკრულ ნიტას.
- არ ვიცი, ვიფიქრებ! ასეთ გადაწყვეტილებას უცბად ვერ მივიღებ.
- კარგი, მაგრამ ხვალისთვის უკვე გამაგებინე. დროზე სჭირდებათ იმათ ძიძა, ნახევარი წლის მერე კი არა. - დასცინა სოფომ, რადგან იცის რამდენი განი უნდება გადაწყვეტილების მიღებას თავისი დაქალი.
თავი დაბნეულმა დაუქნია. შემდეგ, ოთახიდან ისევე გაიძურწნენ და თავის ადგილზე დასხდნენ, როგორც გამოიძურწნენ სუფრიდან.
გვიანობამდე დარჩნენ სტუმრები. სუფრის ალაგებაში მიეხმარნენ ნინოს, მერე კი სოფო და ბაბი წაიყვანა სახლში ნიტამ, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ბაბი ისევ წამოიყვანა თავისთან. ახლა ძალიან სჭირდება თავისი კნაჭო. თანაც ერთ ღამიანი რომანტიკის საშუალება მისცა გადაღლილ ცოლ-ქმარს.
ბავშვი მოაწესრიგა, პიჟამა ჩააცვა და თვითონაც შეუგორდა ლოგინში საღამურით.
- ნათლიას კნაჭო, ვინ არის? - სიცილით ჰკითხა პატარას და მუცელზე შეუღიტინა.
- მე! - წამოიყვირა ბაბიმ და კისკისი ატეხა ნიტას მოთარეშე თითების გამო თავის მუცელს რომ არ შორდებოდნენ.
- ძილინებისა! - ლოყაზე, ყელში, მუცელზე, თავზე, მერე ისევ ყელში აკოცა და გემრიელად ჩაიხუტა ბავშვი.
- ძილინებისა. - დაიჩურჩულა ბავშვმა და როგორც კი სიჩუმე ჩამოვარდა, მაშინვე დაეძინა.
დაღლილი იყო ბაბი ძალიან. მთელი საღამო ხელიდან ხელში გადაჰყავდათ სტუმრებს და ხან ვინ უკოცნიდა ლოყებს, ხან ვინ. და მერე, როგორ ეზიზღება ნათლიას მსგავსად ეს კოცნა-პროშნაობა?!

***
დილით პირველს თვითონ გაეღვიძა. გაკვირვებულმა გადახედა ბაბის. როგორ მოხდა რომ დაასწრო გაღვიძება?! ღიმილით და ძალიან დიდი სიფრთხილით გავიდა ოთახიდან. ჯერ სააბაზანოს ესტუმრა, მერე კი ეგრევე გაქუსლა სამზარეულოში.
- პრივეწებიი! - სიცილით აუწია ცალი ხელი დედას და ლოყაზე აკოცა.
ეს მას რომ კოცნიან არ უყვარს, თორემ სხვას რომ ეფერება გიჟდება.
- დილამშვიდობის, დედი! - გაუღიმა ქალმა. - ყავა გინდა, ხო? - ჰკითხა.
იცის რომ დილით საუზმობა ეზიზღება ნიტას და იმიტომ.
- აჰაამ. - თავი დაუკანტურა და ცივ მაგიდაზე დადო შუბლი. - ვაიმე, რა კარგია სიცივე! - გაიცინა და ახლა გაგრილებულ შუბლს გახურებული ლოყა შეუნაცვლა.
ცოტა ხანში ბაბიმაც გაიღვიძა, ასაუზმა და დას არც დალოდებია, ისე წაიყვანა გასასეირნებლად ბავშვი. აიკლო იქაურობა მხიარულმა პატარამ და ისედაც ჭკუა მხიარული ნიტა, უფრო ააცანცარა.
სანამ ბაბი საქანებელით ირთობდა თავს, თვითონ ჩაფიქრებული იჯდა სკამზე და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. გონებაში ყველაფერი კარგად, თუ არა, საშუალოდ მაინც აწონ-დაწონა. ყველა ცუდი, თუ კარგი მხარე განიხილა ძიძობის და საბოლოო მხარემდე ასე თუ ისე მივიდა. მიღოღდა. თან არ უნდოდა ეს ყველაფერი, თან უნდოდა. ბოლოს გადაწყვიტა, ვცდი, თუ არ გამომივიდა წამოვალ, ჩემი გადასაწყვეტი არ არისო?!
თავისი თავით კმაყოფილი დარჩა მგონი საბოლოოდ. ბავშვი ხელში აიყვანა, მანქანის უკანა მხარეს დაასკუპა და გეზი სოფოს სახლისკენ აიღო. ცდის. დიახ! იქნებ მართლა მოსწონს და შეუძლია, დაქალის თქმის არ იყოს. ცდას წინ რა უდგას?!
დაკისრებული პასუხისმგებლობა!
სიცილით შეიყვანა ბაბი სახლში. ეგრევე ,,დაფაცურდა'' სოფო და დივანზე ჯდომის ყველაფერი გამოუტანა ნიტას, რაც კი სახლში ეგულებოდა. ხუმრობით, რა თქმა უნდა, თორემ რაში სჭირდებოდა გოგონას დაქალის გამასპინძლება, ან კი, როდის იყო ასე მეზობლებივით იქცეოდნენ.
- რა ქენი, მოიფიქრე, თუ ვერა? - ინტერესით ჰკითხა და პასუხს ეგრევე მიხვდა ნიტას ღიმილიანი სახის დანახვისას.
სიცილით დაუქნია გოგონამ თავი და თვალი ჩაუკრა, რაც ,,ჰო''-ს ნიშნავდა!



№1  offline წევრი Keepcalmtbilisi

მომწონს❤️თან ძალიან.
ველოდები შემდეგს

 


№2 სტუმარი Anna

Sainteresoa

 


№3  offline მოდერი Nude

Keepcalmtbilisi
მომწონს❤️თან ძალიან.
ველოდები შემდეგს

Anna
Sainteresoa

გმადლობთ❤️
--------------------
bailey

 


№4  offline წევრი aNuGi

საინტერესოა, აუცილებლად გააგრძელე! <3
ძალიან კარგად და სასიამოვნოდ წერ!
წარმატებები! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5  offline მოდერი Nude

aNuGi
საინტერესოა, აუცილებლად გააგრძელე! <3
ძალიან კარგად და სასიამოვნოდ წერ!
წარმატებები! <3

გმადლობ❤️❤️
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent