საცდელი თავი
-ადექი ვიკა მე მეჩქარება და სკოლაში დაიგვიანებ.გაკიოდა დედა როგორც ყოველთვის. -კაიი. ზანტად ავდექი და სააბაზანოში შევედი,მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი.ვისაუზმე და სკოლისკენ გავეშურე,როგორც ყოველთვის ფეხით.ხო მართლა მე ვიკა მქვია 15 წლის ვარ.მამა საზღვარგარეთ არის, დედაც მიდის ზეგ .... მე "მომვლელთან" მტოვებენ... არც შეყვარებული მყავს და არც მეგობრები...ყველას ვძულვარ,ყველას ჩემი შურს.... სკოლასაც მივუახლოვდი....კლასისკენ წავედი.კლასში შესული ყველას მივესალმე მაგრამ როგორც ყოველთვის არავინ მომესალმა... იქით გოგოების ლ საუბარს ყური მოვკარი 10 კლასში ვიღაც გადმოსულა...გაკვეთილები ძლივს დამთავრდა და სახლისკენ წამოვედი.გზაში ვიღაც დამეწიაა და გვერდზე მომიდგა. -გამარჯობა. -გაგიმარჯოს.უცებ შევხედე და ადგილზე გავიყინე.ჩემ გვერდზე ვიღაც სიმპათიური ბიჭი იდგა. -შენ ალბათ 9 კლასელი ხარ ხო?? -კი რაიყო?? -მე 10 კლასელი ვარ,დღეს გადმოვედი სკოლაში. -აჰამ გასაგებია. -უი მართლა მე ბექა მქვია.ხელი გამომიწოდა -მე ვიკა.გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი. -რა ლამაზი სახელია.გამიღიმა. -მადლობა ^^ არასდრის არავის უთქვამს ჩემით თუნდაც ასეთი პატარა ქათინაური და მესიამოვნა. -აქეთ ცხოვრობ?? გაოცებულმა მკითხა -კიი რაიყო??? -მეც აქეთ ვცხოვრობ.გახარებულმა თქვა. -ვაა რა კაია.გავუღიმე -აუუ დაგღალე ხო ჩემი საუბარით...უბრალოდ მეგობრობა მინდა... დამნაშავის თვალებით მიყურებდა. -არა უბრალოდ არ ვარ შეჩვეული საუბარს და პირიქით მე გიხდი ბოდიშს.ვეცადე ჩემი უხასიათობა დამემალა და გავუღიმე. -არაუშავს მე შეგაჩვევ ^^ თვალი ჩამიკრა და სახლში შევიდა. დებილივით მეღიმებოდა და ვუყურებდი ბექას.მაღალი,შავგვრემანი და ზღვისფერი თვალები რომელიც სულ უციმციმებდა.სახლში შევედი ვჭამე და გაკვეთილების მომზადებას შევუდექი.საღამოსთვის მოვრჩი.საღამოობით გარეთ გავდივარ ხოლმე და ქალაქს სირბილით მოვივლი ხოლმე.ეხლაც ასე მოვიქეცი ჩავიცვი ყურსასმენები ავიღე და გარეთ გავედი.ცოტახანი ვირბინე მერე სანაპიროს გზას დავადექი.სანაპიროზე დავჯექი და ზღვას გავხედე.ფიქრებმა გამიტაცა.ბექაზე ვფიქრობდი ასე უცებ რო დამიმეგობრდა მაოოცებდა თან მიხაროდა თან მეშინოდა,ისევ არ დამეკარგა მეგობარი როგორც წლების წინ.ისიც ბიჭი იყო მას მეგობრულად ვუყვარდი დად მთვლიდა მე კი უსაზღვროდ შემიყვარდა.მას კი სხვა უყვარდა და მასზე მიყვებოდა სულ მე კი მტკიოდა სულ ვტიროდი და იმ დღეს ვწყევლიდი როცა გავიცანი.მალევე დამშორდა შეყვარებულთან ერთად თბილისში გადავიდა ნუ მასთან ერთად რაა ის გადავიდა და ეს გაეკიდა.... იმის მერე 2წელი გავიდა და დღესაც ვერ ვივიწყებ... -საღამომშვიდობისა. უცებ შევხტი. -აუუ ბოდიში შეგაშინე.ღიმილით და დამნაშავის თვალებით მიყურებდა ბექა. -არაუშავს ^^ მოდი მომიჯექი უფრო კარგად გაგიცნო.ღიმილით ვუთხარი. -რავი საინტერესო ცხოვრება არ მაქვს მშობლები არ მყავს და მარტო ვცხოვრობ.ნაღვლიანად თქვა და თვალზე ცრემლი მომადგა. -აუუ ბოდიში არ ვიცოდი.... -არაუშავს.ღიმილით ამომხედა. -აუუ ნუ ტირი რაა ვერ ვიტან გოგოს სახეზე ცრემლს.ცოტა გაბრაზებული მეუბნებოდა თან ცრემლებს მწმენდდა. -კაი მაშინ წამო გავისეირნოთ მინდა დღეს რაც მოხდა გამოვასწორო. თვალები გაუნათდა და სიხარულით ადგა.ნაყინები ვჭამეთ,ბევრი ვისეირნეთ ვიცინეთ,უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს და სახლისკენ წამოვედით. -ყველაზე მაგარი დღე იყო და შენი დამსახურება.ღიმილით მითხრა ბექამ. -შენი დამსახურებაც არი დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი. -ყველაზე კარგი ხარ ^^ ! წინ დამიდგა და ხელები ჩამკიდა. -შენც ძალიან კარგი ხარ.ღიმილით ვუთხარი. -მშოკავს შენი ღიმილი ძალიან გიხდება !!!!! ისეთი თვალებით მიყურებდა ვერ ავღწერ. -აუჰ კაი ნუ მაწითლებ.სიცილით ვუთხარი. გაეცინა,ხელები გამიშვა და მომეხვია.მეც მოვეხვიე.ისეთი თბილი იყო,ისეთი კარგი, ნაზას ვსუნთქავდი მის სურნელს.გაშვება აღარ გვინდოდა ერთმანეთის,მაგრამ ბოლოს მაინც გავუშვით. -კაი წავედი ხვალ გნახავ.ბედნიერი სახით ვუთხარი და სახლში შეევედი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.