შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელი ლილეს მანჰეტენური ცხოვრება


10-01-2017, 19:11
ავტორი Immortalshadow
ნანახია 1 620

როგორც იქნა 35 საათიანი ფრენის შემდეგ მანჰეტენში ვარ. ალბათ იკითხავთ რას ვგრძნობ ახლა-სიხარულს ? გამარჯვებას? ვტკბები წარმატებით? - ჯერ არა.
თბილისი-სტამბული- ჩიკაგო-მანჰეტენი ,საკმაოდ დამღლელი ფრენა მქონდა ,ერთი სული მაქვს როდის დავწვები და წესიერად გამოვიძინებ. სანამ ბარგს ველოდები მოკლედ გაგაცნობთ ჩემს თავს.
მე ვარ ლილე არაბული ,22 წლის . დავიბადე თბილისში . ბაკალავრიატის 4 წარმატებული წლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება . დიდი ძალისხმევის მეშვეობით შევძელი ფორდჰემის უნივერსიტეტის გრანტის მოპოვება და სწავლის გაგრძელება. საბედნიეროდ ოჯახი მაქსიმალურად მიწყობდა ხელს ყველაფერში ,როგორც მატერიალურად, ისე სულიერად . მამაჩემი დავით არაბული ცნობილი ბიზნესმენია. 15 წლიდან დაიწყო საკუთარი ბიზნესი. ბაბუაჩემს კახეთის საუკეთესო ფერდობებზე ვენახები ჰქონდა გაშენებული, რომლებსაც წლების მანძილზე სათუთად უვლიდა .მამაჩემიც დაინტერესდა ამ სფეროთი, შეისწავლა ღვინის დაყენების უძველესი ტექნოლოგიები და გადაწყვიტა რამდენიმეს გაერთიანებით ახალი, საკუთარი ტექნოლოგიის შემუშავება . მისმა მცდელობამ გაამართლა და დღეს უკვე მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ღვინის მწარმოებელია. მეც მამის კვალზე წავედი. ბიზნესს ვსწავლობ და ვაპირებ ღვინის ხაზის გაფართოებას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას , სერიოზული ურთიერთობები ჯერ არ მქონია...
ესეც ასე, მოვიდა ჩემი ბარგიც . გამოვდივარ აეროპორტიდან , ერთ -ერთ ტაქსში ვჯდები,უნივერსიტეტის მისამართს ვეუბნები და ცოტა ხნით თვალებს ვხუჭავ .
ტაქსის მძღოლის ხმა მაღვიძებს ,რომელიც მეუბნება რომ უკვე ადგილზე ვართ. მანქანის ფანჯრიდან ვიყურები და ულამაზეს ,ძველებურ შენობას ვხედავ . მახსენდება რაც აქამდე მაქვს უნივერსიტეტზე წაკითხული .ის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია ამერიკაში ,1841 წელს დაარსებული ,რომელიც ისეთ ცნობილ ადამიანებს აქვთ დამთავრებული როგორებიცაა: ვინ სქალი, ალან ალდა, ჯერალდინა ფერარო, ლორენცო მენდოსა, ტეილორ შილინგი და ა.შ.
ფიქრებიდან ტაქსის მძღოლს გამოვყავარ, რომელიც თანხის გადახდას და მანქანის დატოვებას მთხოვს. ბოდიშის მოხდის შემდეგ ვასრულებ მის სურვილს. ჩემოდნებით მივდივარ უნივერსიტეტის შესასვლელთან და ვკითხულობ დეკანის კაბინეტს. სანამ კარს შევაღებდი ოთახიდან მაღალი,ღია ყავისფერთმიანი, მწვანეთვალება საკმაოდ სიმპატური ბიჭი გამოვიდა ,ეტყობოდა რომ ცუდ ხასიათზე იყო , გამოსვლისას ჩემს ჩემოდანს ფეხი წამოკრა ,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გზა გააგრძელა ...



№1 სტუმარი bla

Satauri ro eseti ar qondes sxvebic waikitxavdnen..istoria cudi araa mAgram,satauri aqvs sheusabamo da arasasiamovno

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent