შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 7)


10-01-2017, 19:37
ავტორი მანგო ✨
ნანახია 2 049

თვალი გიოსკენ და ნინისკენ გავაპარე და დავინახე ნინი ტელეფონით სურათებს როგორ გვიღებდა. ჩვენთან მოვიდნენ და თამაში დავიწყეთ... რათქმაუნდა ჩვენ მოვიგეთ. თამაშის შემდეგ გიოსთან ავედით.
- ვინ დალევს? - იკითხა გიომ
- ყველანი დავლევთ - უპასუხა ნინიმ.
- კარგი. - მხრები ავიჩეჩე და ლუდის ბოთლი გამოვართვი.
- ვიღაცამ თავის პრონციპებს გადააბიჯა. - ნიშნისმოგებით თქვა ლუკამ.
- ასეც ხდება ხოლმე - ნაძალადევად გავუღიმე და ლუდი მოვსვი
- როგორც იქნა გვეღირსა და ძველი ელე დაბრუნდა ! - ტაში შემოკრა ნინიმ და ტელეფონში ჩაძვრა.
- თქვენ ორთან რა ხდება ? ვხვდებით რომ რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს. -თქვა გიომ
- ეს თქვენი საქმე არ არის. - შევუბღვირე და ლუდი მოვსვი.
- არა მოდი ვუთხრათ და ბოლოს და ბოლოს გაიგებენ ვისთან აქვთ საქმე. - ირონიულად გამიღიმა ლუკამ
- ხმას ამოიღებ და გეფიცები მოგკლავ ! - ლუდის ბოთლი დავდე და მკაცრი მზერით დავაჯილდოვე.
- ვინმე გვეტყვის რა ხდება ? - დებილებივით მოგვჩერებოდნენ ნინი და გიო.
- ეს ჩვენი საიდუმლოა, ასე არ არის პრინცესავ? - მის ხმაში იმხელა სარკაზმი იგრძნობოდა რომ მინდოდა მისთვის მუშტი მეთავაზებინა.
- მოიცა თქვენ რა... - ნინის სიტყვებზე შუბლზე ხელი შემოვირტყი.
- ნინი ასეთი დებილი ხარ თუ? - ნინის გაეცინა.
- შენო აზრით მე და ეს ოდესმე ერთად ვიქნებით ? და... ხომ ხვდები არა რაც ვიგულისხმე. - დამცინა ლუკამ
- რატომაც არა.
- გამორიცხულია
- შანსი არააა - ორივემ ერთდროულად ვთქვით.
ცოტახანში ფეხზე წამოვდექი.
- ეე სად მიდიხარ? - მკითხა ნინიმ.
- სახლში,უნდა მოვემზადო ხომ იცი ხვალ მათემატიკაში ტესტი გვაქვს მე კი უნდა ვიმეცადინო.
- კაი. - მაკოცა ნინიმ და გამაცილა
***
გუშინ წინ მათემატიკას თავი დავაკალი, რაღაც ფორმულები დავიზუთხე და ტესტი ასე თუ ისე დავწერე. დღეს ქულებს გვეტყვის მასწავლებელი. ტესტი 100 ქულიანოა მე კი ალბათ 70ზე ნაკლებს არ ავიღებ. ამაყი ღიმილი სახეზე ავიკარი და მასწავლებელს მივაჩერდი.
- მინდა გითხრათ რომ აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ იმედგაცრუებული. - მასწავლებელმა ტესტი მომცა და თვალები გამიფართოვდა როდესაც 14 ქულაზე მეტი არ მეწერა. მასწავლებელს მივუბრუნდი.
- მას ალბათ რაღაც შეგეშალათ ასეთი დაბალი ქულა არ უნდა მინეღო. - ვუთხარი და ტესტი უკან გავუწოდე
- რას ვიზამთ მომიწევს ისეთ ვინმესთან დაგაწყვილო ვინც მათემათიკა კარგად იცის... მაგალითად ახვლედიანთან ! მან 98 ქულა აიღო - ეს რომ თქვა პირი ღია დამრჩა.ლუკას მივუბრინდი და ვუთხარი.
- შე გაიძვერა რა ითაღლითე ?! - თვალები დავაწვრილე და ტესტი ხელიდან გამოვგლიჯე.
- სხვებისგან განსხვავებით მათემატიკის ნიჭი მაქვს - გამიღიმა და თავის ნაშრომი წამართვა.
- მინდა გითხრათ რომ შაბათს ლაშქრობაში მივდივართ ! - კლასმა ოვაციები გამოსცა.
- და სად მივდივართ ? - იკითხა ანამ. ესეთი ჩლუნგი ხარ შვილო?
- რა სულელური შეკითხვაა ბაქრაძე !! - დაუყვირა მასწავლებელმა.
***
გაკვეთილებია შემდეგ წვიმა დაიწყო. სერიოზულად? წვიმა ივნისში ?! ჩანთა მოვიკიდე და გარეთ გამოვედი. წვიმის წვეთები სახეზე მეცემოდა და ჩემს ლამაზ თმას ასველებდა... როგორ მომნატრებია ♥ გადავწყვიტე ქოხში წავსულიყავი და იქარუობა მიმელაგებინა. რომ გამახსენდა რა მოხდა შიშმა ამიტანა,ტანში გამცრა და ლოყაზე ბურთულა ჩამომიგორდა. მადლობა ღმერთს წვიმს და ამას ვერავინ ამჩნევს. მოულოდნელად ვიღაც ხელს მკიდებს და მთელი ძალით ხეს მაჯახებს. ეს ბექა იყო,როგორც ჩანს ნასვამია. იდიოტი !
- ბექა რა ხდება?! რა გჭირს ?! - დავუყვირე და თავი მოვისრისე.
- შენ ჩემი უნდა იყო !! - დამიყვირა და ხეს მუშტი დაარტყა. მადლობა ღმერთს ისეთ ადგილას ვართ სადაც ხალხი ვერ დაგვინახავს.
- რამდენი დალიე?!
- შენი საქმე არაა!! - დამიღრიალა და მომშორდა. - ჯანდაბა რატომ აქვს ყველაფერი იმ ნაბი*ვარს რაც წესით მე უნდა მეკუთვნოდეს?!
- წესიერად ილაპარაკე ! - შევუღრინე რაზეც ჩაეცინა
- მას მამაშენის მოკვლა აქვს განზრახული და კიდევ მას იცავ? - ცინიკურად გაიღიმა.წარბები შევკარი და ნელი ნაბიჯებით მისკენ წავედი.
- ვინ ჯანდაბა ხარ?! - მის წინ გავჩერდი.
- ოო,ჩვენს ვაჟბატონს ჩემზე ჯერ არაფერი მოუყოლია. - მისი ამაზრზენი სიცილი ექოდ გაისმა.
- მაინც საიდან იცნობ ლუკა ახვლედიანს ?! - ხმა გამიმკაცრდა
- მომისმინე ლამაზო,ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს საიდუმლოს ყველა გაიგებს. - გაიცინა და ჩემს ტუჩებს ველურივუთ დაეტაკა.
მისი მოგერიბა ვცადე თუმცა უშედეგოდ ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო. რამოდენიმე წამის შემდეგ როგორღაც თავი დავაღწიე და სახეში ძლიერად ვუთავაზე.. ვგრძნობდი რომ ცრემლები მომდიოდა და მაშინვე მოვიწმინდე.
- შე პატარა საზიზღარო არსებავ !
დაიღრიალა და გადმოაფურთხა მე კი სირბილით გავიქეცი. მივრბოდი.. მთელი სისწრაფიდ მივიწევდი უსასრულობისკენ. ვინ ჯანდაბაა ბექა წერეთელი. აშკარაა რომ ამ საქმეში ისიც მონაწილეობს. სახლში გიჟივით შევვარდი, ჩემდა საბედნიეროდ არავინ დამხვდა. ჩემს ოთახში შევვარდი და აქეთ-იქით სიარული დავიწყე... ბოლოს როდესაც ემოციები მთლიანად მომაწვა მთელი ძალით დავიწყე ვაზების და სხვადასხვა ნივთების უმისამართოდ სროლა,ყველაფერი რაც კი ხელში მომხვდა დაიმსხვრა და ნაკუწებად იქცა.ცრემლები ჩემს სახეს კიდევ და კიდევ ასველებენ. წამიერად თვითმკვლელობაზეც გავიფიქრე მაგრამ მაშინვე უკუვაგდე ეს აზრი . მე სუსტი არ ვარ ძლიერი ვარ !!! მინდოდა მთელი ძალა რაიმეზე დამეხარჯა,მინდოდა მთელი ხმით მეყვირა და უბრალოდ ის ტკივილი რასაც ვგრძნობდი მომეშორებინა. არვიცოდი რა გამეკეთებინა, ფრჩხილებით მთელს კისერს ვიკაწრავ და ვცდილობ დავმშვიდდე, ვხვდები რომ სიგიჟის ზღვარზე ვარ.. კარგად არ ვარ ! თავს საშინლად ვგრძნობ, მჭირდება ვინმე ვისაც ჩემს გრძნობებს გავუზიარებ თუმცა ასეთი ჯერ არავინ დაბადებულა. პირველად გამიჩნდა სურვილი ვინმესთვია მევნო. ღრმად ვსუნთქავ ვცდილობ დავმშვიდდე მაგრამ პირიქით, უფრო ცუდად ვხდები პანიკაში ვარ !! კიბეებზე ჩავრბივარ და სამზარეულოში წყლის დასალევად შევდივარ. ონკანს ხელის კანკალით ვატრიალებ და ჭიქას წყლით ვავსებ.წყალი ოდნავ მამშვიდებს, აღარ ვტირიამის ძალა აღარ მაქვს... საკუთარი თავი მძულდება,არასოდეს მიგრძვნია ასეთი ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. "როგორი საცოდავი ხარ" "სუსტი და უძლური " გამომეხმაურა ჩემი მეორე მე, მესმოდა მისი საზარელი დამცინავი ხმა,რასაც ჭკუიდან გადავყავდი. მოკეტე ! მოკეტე... ვჩურჩულებ და ჭიქა კედელს ვესვრი სწორედ ამ დროს კარებში სახე წაშლილი ლუკა ჩნდება და ჩემს დანახვაზე ჩემსკენ მორბის და ჩემს სახეს მის ხელებში იქცევს.
- რა გჭირს ?! რახდება,კარგად ხარ ? - ვგრძნობ როგორ თრთის მისი გული, ვხედავ როგორ კანკალებს მისი ლამაზი სისხლივით წითელი ტუჩები. ჩემი პირიდან მხოლოდ შედეგი სიტყვები აღმომხდა.
- დავიღალე... ამ საიდუმლოს გამო მთელი ცხოვრება დავიტანჯები. - ვჩურჩულებ და მისი გულის ფეთქვას ვგრძნობ ლუკა მთელი ძალით მეხუტება და თმაზე მეფერება.
- სუსტი ვარ... ძალიან სუსტი. - ვჩურჩულებ და ვგრძნობ როგორ მეცლება ფეხებიდან ძალა. სადაცაა წავიქცევი მაგრამ არა, მას ხელში ავყავარ... რბილ მატერიას ვგრძნობ.. ჩემს ოთახში ვარ, მასთან ერთად... მის ცხელ ტუჩებს, შიშისგან მიყინულ შუბლზე ვგრძნობ. მხოლოდ მისი მდუმარე სიტყვები მემსმის "შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს" ამ სიტყვებზე მეღიმება და ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ...ჩემს პატარა ცხვირს მის კისერში ვმალავ და თვალებს ვხუჭავ... სანამ თვალები დამეხუჭებოდა მხოლოდ ერთი სიტყვა აღმომხდა "მჭირდები",ამის შემდეგ კი გადავეშვი უკუნით სიბნელეში...


ლუკა.

როდესაც მისი სახლიდან ნივთების მტვრევის ხნა გავიგე შემეშინდა და მაშინვე მის სახლში შევვარდი. ელეს ტირილისგან ჩაშავებული თვალები ჰქონდა.საშინლად დაღლილი იყო დაღლილი იმით რა ტვირთსაც ატარებდა.მასთან მივედი,მისი სახიდან ცრემლები მოვაშორე და მისი დამშვიდება ვცადე. ვგრძნობდი მისი ცრემლები ჩემს მაისურს როგორ ასველებდა... მისი თითოეული ცრემლი ჩემთვის ძლიერი ტკივილი იყო. ვგრძნობ რომ სადაცაა წაიქცევა,ამიტომ ხელში ამყავს და მისი საძინებლისკენ მივდივარ. როდესაც მის ოთახში შევდივარ ვხედავ რომ ირგვლივ ყველაფერი არეულია... საწოლზე ფრთხილად დავაწვინე და გვერდით მივუწექი, არ შემეძლო მისი ამ მდგომარეობაში მარტო დატოვება. ჩავეხუტე და თმაზე ვეფერებოდი როდესაც მისმი სიტყვამ "მჭირდებიმ" რაღაცას მიმახვედრა. მივხვდი რომ ეს პატარა არსება შემყვარებოდა. ბედის ირონიაა არა? მიყვარდება ის ვინც მთელი ცხოვრენა უნდა მძულდეს ! ხო შემიყვარდა მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ მიყვარს მაშინ რატომღა ვტანჯავ და ვაწვალებ?! ხო ალბათ ჯერ ბოლომდე არ მიპატიებია. მაგრამ რა მისი ბრალია ეს საშინელი ამბავი ? ჯანდაბა ელე მეზიზღები იმიტომ რომ მიყვარხარ! ამ საშინელი გრძნობის განო არ შემიძლია გული გატკინო,არ შემიძლია შენთვის საყვარელი ადამიანი დავაზარალო, რადგან ამით მას კი არა შენ გავნებ...

ელენე

დილით ზარის ხმამ გამაღვიძა... თვალები გავახილე და ლუკას თბილ მზერას შევეჩეხე.მთელი სხეული მასზე ვიყავი მიკრული,რაც უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა. წამოდგომა ვცადე, თუმცა მან კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა, ამ დროს კი გაკვირვებისგან და უცნაურობისგან თვალებს სწრაფსწრაფად ვახამხამებდი.მის მკერდს ხელი დავადე რომ ცოტა გამოვწეულიყავი. შემდეგ ლუკას უცნაურად შევხედე და ვკითხე
- ხო კარგად ხარ? - ჩემს დაბნეულ სახეზე გაეცინა და თმა ყურს უკან გადამიწია, რაზეც დებილივით მივაჩერდი.
- შენ როგორ ხარ? რაღაცას მიმალავ და არ მეუბნები. - სახეზე ხელი ჩამომისვა და სევდიანად გამიღიმა.მისთვის არ ვაპირებდი არაფრის თქმას !
- აუცილებელია ყველაფერს გიყვებოდე? - უკმეხად მივუგე და მისი მარწუუხებიდან თავი დავიხსენი,ის წამოჯდა და მკითხა.
- ასე ცივად რატომ - გაყინული ხმით მკითხა, მე კი ოთახის დალაგებას განვაგრძობდი. მისთვვს ხმა არ გამიცია.მოულოდნელად წამოფრინდა, მაჯაში მწვდა და მისკენ მიმიზიდა. - მემგონი როდესაც შენს საწოლში მძინავს შენთან ერთად,მთელი ღანე ისე მეხუტები რო სუნთქვის საშუალებას არ მაძლევ და მეუბნები მჭირდებიო უნდა მეუბნებოდე შენს თავს რა ხდება.
- კარგი ... გეტყვი რა ხდება ! გაინტერესებს რა მემართება ? შენ მემართები, მამაჩემიდა ახლა კიდევ ამ ყველაფერს ბექაც ემატება. დავიღალე გესმის? ზოგჯერ უბრალოდ მინდა ყველანი მოკვდეთ ! ახლა კი ნება იბოძე და ამ სახლიდან გაეთრ... - სიტყვა გამიწყდა როდესაც ჩემს ოთახში მამაჩემი შოვიდა


თურმე ბევრი კითხულობთ :დ ... იმედია ძალიან ნაგავი არ გამომივიდა :/



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

არაააააა ძაან მაგარია რა ნაგავი ღადაობ????
ძაან მაგარია და იმდენად ახლოს მდის ეს ემციები მეც ამათსავით დაბნეუი ვარ არ ვიცი რა გავაკეთო და არ ვიცი კიდე რა ვთქვა ძაან მაგარი ხარ. მომწონს ძაან ეს მოთხრობა. ნეტა რა მოხდა ასეთიიი აღარ შემიძLია ისე მაინტერესებს!!!!!
აბა შენ იცი ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!!!!!

 


№2 სტუმარი lela

Vkitxulob da velodebi, ase rom Gaagrdzele!

 


№3 სტუმარი Shore shore

mec vkitxulob da male dade

 


№4 სტუმარი Guest Ketu

Seriozulaad?? Shen yvela tavs tu nagavs uwodeb aba kargi ragaaa??? Kargi xar kargi.... mokled am tempshi gaagrzele dadeba momwons zalian

 


№5 სტუმარი kusa123

vaimee male dadee ukve vegar vitmeen

 


№6  offline წევრი მანგო ✨

Guest Ketu
Seriozulaad?? Shen yvela tavs tu nagavs uwodeb aba kargi ragaaa??? Kargi xar kargi.... mokled am tempshi gaagrzele dadeba momwons zalian

ნაგავია იმ მხრივ რომ მხატვრულად მინდოდა და დამეზარა :დდ

 


№7 სტუმარი Guest light

Vinc dislike misca gauxmes xeli -_- dzaan magaria velodebi shemdegs <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent