შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Magic always come with a price, deary! (თავი 3)


10-01-2017, 21:27
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 314

------------ 40 წლის წინ ------------
-გაიქეცი სწრაფად
-ვერ დაგტოვებ
-ეს უნდა გააკეთო.
-არა ჩვენ ორივე გავალთ ლილიტ
-ჩემთვის უკვე გვიანია შენ კი წინ მომავალი გაქვს ძვირფასო.
-გთხოვ ჩემთან დარჩი ლილიტ არ წახვიდე.
სინამდვილეში უკვე გვიანია ცეცხლმოიკიდებულ შენობაში ლილიტის სისხლისგან დაცლილი სხეული ასვენია.
მე როგორც ყოველთვის ჩემს თავს ვუშველე და გავიქეცი.
მეორე დღეს მხოლოდ ფერფლი ვნახე. ჩემი საუკეთესო მეგობრისგან ესღა დარჩა მისი ფერფლი. ისიც გარდაიცვალა როგორც ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი ოღონდ ერთი განსხვავებით მან იცოდა ჩემი საიდუმლო...მას ისეთი ვუყვარდი როგორიც ვიყავი. ის იმ დღიდან მკვდარი იყო სანამ....

***დღევანდელი დღე***
ჯერ კიდევ გაოგნებული ვდგევარ კარში და თვალებგაფართოებული ვუყურებ ადამიანს რომელიც 40 წლის წინ მოკვდა ადამიანს რომლის ფერფლიც მის მშობლიურ მიწაზე მიმოვფანტე.
-საყვარელო ვინმე მოვიდა?
სიჩუმე. არ ვიცი რა ვთქვა თქვენ რას იტყოდით 40 წლის წინ გარდაცვლილი მეგობარი რომ გამოგცხადდებოდათ? რა ვქნა? იქნებ საშიშია? თუ გადარჩა ახლა 60წლის მაინც უნდა იყოს მაგრამ ისე გამოიყურება როგორც მოზარდი.
-ძვირფასო ეს ვინ არის?
მეკითხება დედა ღიმილით და ლილიტსაც ისე უღიმის თითქოს მასში საშიში არაფერი იყოს მაგრამ მისთვის ხომ ასეცაა არაფერია საშიში.
-ჩემი მეგობარია
ვეუბნები ღიმილით და ეჭვიც არ შეაქვს რომ მართლა მეგობრები ვართ.
-წავალთ თორემ დაგვაგვიანდება
ამბობს ლილიტი და მისი ხავერდოვანი ხმა თავს მშვიდად მაგრძნობინებს. ფეხები არ მემორჩილება მაგრამ როგორღაც გარეთ გასვლას ვახერხებ.
რამდენი კითხვა მაქვს როგორ მინდა პასუხები თუმცა ხმას ვერ ვიღებ. პირი გამიშრა და ხელის გულები გამიოფლიანდა. ნერვიულობის პიკს ვაღწევ და როგორღაც მხოლოდ ერთ სიტყვას ვლუღლუღებ
-როგორ?
ის დუმს და ჩერდება . მეც ადგილზე ვდგები
-გრძელი ამბავია
-არსად მეჩქარება შენ ეს ყველაზე კარგად იცი.
ცოტა უხეშად გამომდის და ფრთხება
-შეცვლილხარ
ამბობს გულდაწყვეტით და მიმანიშნებს რომ გავვუხეშდი
-ცხოვრება ძნელია ვითუმეტეს ჩემნაირებისთვის. რა მოხდა?
-მკაცრიც გამხდარხარ
-რაც უკვე ვიცი იმას ნუ მეუბნები.
-მოგიყვები მაგრამ აქ არა
-აბა სად?
-წამოდი კაფეში დავსხდეთ
უხმოდ მივყვები უახლოეს კაფემდე და მისგან მომდინარე ღელვის ტალღებს ვგრძნობ.
უცნაურია მაგრამ პირველად ვიგრძენი ადამიანის გრძნობები. მიმივიხედე ყველა გრძნობა რომელიც ამ პატარა კაფემ დაიტია თითქოს ჩემიც გამხდარიყო. აგერ კუთხეში მჯდარ მოხუცს მარტოობის გრძნობა დაეუფლა ხოლო მესამე მაგიდასთან მჯდომ ბიჭუნას შეეშინდა. არ ვიცი რისი მაგრამ გრძნობა ისეთ მძაფრი იყო მეც შიშისგან გამაკანკალა.
ნეტავ ვიცოდე როგორ დავბლოკო ან თუნდაც გამოვრთო ეს ახალი "ნიჭი".
ოფიციანტს რომელიც საოცარ ოპტიმიზმს ასხივებდა შეკვეთა მივეცით და გადავწყვიტე როგორღაც მისი კარგი აურა გადამეფარებინა სხვა ცუდი გრძნობებისთვის.
-1976 წელი იდგა-მონოტურად დაიწყო მოყოლა.გეგონება ამ დღეს კი არ მოკვდა არამედ თავიდან დაიბადა.
-სახლიდან გამოსულს უცნაური გრძნობა დამეუფლა და მახსოვს გავითიშე. ფურგონით ვიღაც კარგად ჩაცმულ ქალთან მიმიყვანეს. ქალს წითელი თმა და ყავისფერი თბილი თვალები ჰქონდა. თითქოს დამაჰიპნოზა და მერე მითხრა
"-შენ ერთ-ერთი უძლუერესი არსება და ჩემი შვილი გახდები"-ო
მერე კი გამეღვიძა და დაჭრილი ვიწექი რომელიღაც ძველი ქარხნის იატაკზე რომელსაც ცეცხლი ეკიდა და შენ ტიროდი. მეუბნებოდი გაგიყვანო მაგრამ ვგრძნობდი თუ არ წახვიდოდი შენც მოკვდებოდი და გაგაგდე. შენი წასვლის მერე ცეცხლში იმ ქალის სახე დავლანდე რომელმაც მომიტაცა. თითქოს მისი თმა ცეცხლის ალებად გადაქცეულიყო მერე კი მახსოვს ცეცხლი ჩაქრა და დედიშობილა გავედი ნანგრეევბიდან ისე თითქოს თავიდან დავიბადე. მე ცეცხლის სტიქიის მბრძანებლად გადავიქეცი. თავიდან არ მახსოვდი მაგრამ მოგონებები ნელ-ნელა ამომიტივტივდა და გამახსენდი. შენი მოძებნა დავაპირე მაგრამ როგორც გავიგე "მოკვდი" ანუ შენ სხვაგან გადახვედი. შენი კვალი დავკარგე მაგრამ სისხლის მაგიით გიპოვე.
-როგორ? ჩემი სისხლი საიდან გქონდა?
-დაგავიწყდა? ჩემს ძარღვებში შენი სისხლი ჩქეფს.
გამახსენდა ცუდად იყო და სისხლი სჭირდებოდა. აღმოჩნდა რომ ერთი და იგივე ჯგუფის სისხლი გვქონდა.
-მიპოვე და ჩემი ცხოვრება არიე
ვეღარ გავუძელი და კაფიდან გიჟივით გავვარდი. მოვახერხე და ერთ კაცს დავეჯახე მაგრამ თავიც არ ამიწევია. სახლისკენ ავიღე გეზი და ჩემს ოთახში შევედი რომ ყველაფერი გადამეხარშა. ყველაფერი ამერია ეს უკვე მეტისმეტია. მკვდრეთით აღდგომა? ცეცხლის სტიქიის მბრძანებლობაში რა იგულისხმებოდა? უკვე თავი მტკივა.

დილით გაღვიძებულს არ მჯერა რომ ეს ყოველივე მოხდა. იქნებ ეს ყოველივე ჩემმა უწმინდურმა გონებამ შეთხზა და ამით კიდევ ერთხელ დამტანჯა.
სადღაც სიგარეტის კოლოფი უნდა ეგდოს. არასდროს მომწონდა მოწევა მაგრამ ახლა ერთი ღერი სიგარეტი მართლაც არ მაწყენს. ვუკიდებ და ვაბოლებ. რამდენიმე ნაფაზის შემდეგ ვხვდები რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ფანჯარას ვაღებ და ჩამქრალ ნამწვავს შორს ვისვრი ფანჯარას კი ღიას ვტოვებ. სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ახლაღა ვხვდები რა შარაში გავყავი თავი. არა! ვეღარ ვფიქრობ. მირჩევნია არ ვიფიქრო თორემ ვგონებ გავგიჟდები.
საუბრის დასასრული
გამოგზავნილია მესენჯერიდან



№1  offline წევრი talia

Ai zaan magaria neta gaagrzelo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent