მ წ ვ ა ნ ე ა
დავიბადე ბოდიალისთვის. განუყრელი რამაა ჩემთვის და არავინ და არაფერი მშველის როგორც ქალაქში ბოდიალი . მთელი ოცდასამი წლის განმავლობაში ვერ გავუგე გემო სახლში მარტო ჯდომას , ნუ აქვს მიზეზები მაგასაც , იმიტომ რომ ყანჩაველები ბევრნი ვართ და სახლში მარტო არასდროს ვარ , ნუ ვერვიტან საერთოდ ერთ ადგილზე ყოფნას. უნივერსიტეტიდან სახლმადე იმდენ რაღაცას მოვედები მთელ დღეს ვკარგავ ბოდიალში თუმცა მაინც ვერ გადავეჩვევი. თანახმა ვარ ვინმეე დამყვებოდეს მაგრამ მარტო ბოდიალს არაფერი სჯობს. ახლაც ნინოშვილზე ვარ რუსულ ეკლესიასთან და ვერ გადამიწყვეტია სახლში გავბოდიალდე თუ ნინოშვილს ბოლომდე დავუყვე, მთელს პლეხანოვს დავარტყა კრუგი და ჩემი სეხნია უსაყვარლესი მამიდა ვინაახულო თან დავრჩე მასთან ? ისე საყვარლად ჟღერს ახლა არაფერი გადამაფიქრებინებს ქეთოს მონახულებას . ნინოშვილის ქუჩა მიყვარს, მიყვარს ძალიან . იმის მიუხედავად რომ ხშირი მოძრაობაა, მაინც უმშვიდესი ქუჩაა, ბევრი ხეე, ვიწრო ტროტუარები, ძველი სახლები და რაც მთავარია აივნები. ჰობი მაქვს ძალიან უცნაური არვიცი მგონი უცნაურზე უფრო უცნაურია. მართლა ძალიან მეუცნაურება მეთვითონაც კი. იცით ყოველჯერზე სადაც არ უნდა ვიყო აივანს თუ შევამჩნევ დაკვირვებას ვიწყებ ... საშინელება ტრიალდება ჩემს თავში თუ აივანზე ყვევილებია. პატარ-პატარა მწვანე მცენარეები მათზე დიდ ყავისფერ ქოთნებში. არა მართლა რა ლამაზია სურვილი მიპყრობს ვიდგე დიდხანს და ვუყურო . ნუ რა სურვილი რამდენჯერ გამიკეთებია რა დათვლის ბოლოს აივანზე გამოსულ აივნის პატრონსვე მოვყავარ გონს , უმეტეს შემთხვევაში ხელს მიქნევენ ან მეძახიან . თან ყველა იმ აივნის ფოტო მაქვს რომელზეც ჭკუა გადამეკეტა ... ახლაც არ არის გამონაკლისი ვერ გეტყვით რატომ შევძვერი ერთერთ ჩემს ფავორიტ იტალიურ ეზოში მაგრამ ფაქტია ვდგავარ ცენტრში და ვტრიალებ როგორც მუსიკალური ზარდახშა. კამათობენ , ბრახუნია , საფეხურების ხმაა , ვფხიზლდები ვერკვევი და საბოოლოდ ერთ-ერთ საღებავ-გადაქექილ ხის კიბეს ვუყურებ . ჩქარა ჩამოდის უცნობი ბიჭი კიბეზე და ჩემსკენ მოიწევს ვერ ვიტყვი ,მე მიმიზნებს თქო ,უბრალოდ გვერდი უნდა ამიაროს. ჩემს გვარდით ჩერდება ,თავს ატრიალებს და წარბებ შეჭმუხნული მაკვირდება სახეზე. ვუღიმი და ლოყები მეჩხვლიტება მკლავზე ჩანთას ვისწორებ და ეზოდან უხმოდ გავდივარ. ბიჭი ისევ იქ დგას ,არ მივტრიალებულვარ მაგრამ ვიცი. ისევ ნინოშვილზე ვარ, რაც არ უნდა გავაკეთო ეს ქუჩა მაინც გრძელია და ბოდიშით თქვენ რა ,მე ვერ დავაპატარავებ. ისევ აივნებს ვათვალიერებ და ვცდილობ არ გავშტერდე. ჯიბიდან ტელეფოონს ვიღებ და მინდა ჩქარა და შეუმჩნევლად გადავუღო ფოტო ,დიდ აივანს ბევრნაირი მცენარით, რომ არის დამშვენებული, გადასაღებად ვემზადები და კადრში ბიჭი მეჩხირება. -რა გინდა ამ აივნისგან ?დაბნეული ვაშტერდები სახეზე , ცალი თვალი მოჭუტული აქვს , ასევე ცალყბად მიღიმის და წამში ერთხელ მთლიანად მავლებს თვალს. - ბევრი არაფერი , ერთი ფოტო . ვუღიმი ტელეფონს ისვ მაღლა ვწვევ კადრში აივნის ფონზე ბიჭს ვუღებ ფოტოს. და ჩემთვის ვბლუყუნებ -როგორი მწვანეა ... რალამაზი თვალები გაქვს . - მაქვს რა მადლობა. ფოტოს არ მანახებ? ჟაკეტის ჯიბიდან ხელი ამოიღო და ჩემი ტელეფონისკენ გამოიშვირა . გავუწოდე და ახლა მე დავიწყე მისი თვალიერება. ყავისფერი თმა აქვს და უფრო მუქი წარბები ვიფიქრებდი შეღებილია თქო მაგრამ არაა ვაღიარებ ძალიან სხვანაირია აი უბრალოდ სხვანაირი. -მომწონს რაკარგად იღებ, ფოტოგრაფი ხარ ? -არაა ჰობია. -ფოტოაპარატი გჭირდებააა ნიჭიერიხარ -ვერმიხვდი შენ მე მწვანე აივნების ჰობი მაქვს. - ხოდა მაგრად იღებ . თან მწვანე გიყვარს ძალიან. -ხო მიყვარს ყყველანაირი მწვანე მაგალითად შენი თვალები. ორივე თვალს ჭუტავს , თავს გვერდით ხრის, ჩქარა ტრიალდება და აივანს აკვირდება. - ჩემი აივანი რატომ ამოიღე მიზანში არცისეთი მწვანეა. - არცისეთი მაგრამ აი ხო თქვი მ წ ვ ა ნ ე ა . წინ ვუდგები და წასასვლელად გამზადებული გამოსამშვიდობებლად ვუღიმი. - სად მიდიხარ? - ქეთოსთან, ვხითხითბ ჩემს პასუხზე თითქოს იცოდეს მე ვინ ვარ ან ქეთო ვინ არის ვსერიოზულდები და სვლას ვიწყებ . - გაგაცილებ რა... თხოვნაა და არა მოთხოვნა . - წაამო. სიცილს ვიწყებ და ველოდებიროდის დამეწევა სასაცილოა მაგრამ უცნობი. ვინც წაიკითხავთ მადლობაა. რაღაცნაირად ვივსები რომ ვწერ არვიციი ვერ ვხდები როგორი გამოვიდა თუმცა დამერწმუნეთ არდავდებდი მე რომ არ მომწონდეს <3 შეცდომები ბევრი იქნება სიმართლეს გეტყვით და დიდი წერის კულტურით არ გამოვირჩევი ბოდიში ამისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.