არჩევანი (თავი 7)
უკვე თვეა რაც მუშაობა დავიწყე. რომ გითხრათ უამრავი საქმე მაქვს და ძალიან ვიღლებითქო, მოვიტყუები. ზარებს ვპასუხობდი, შეხვედრებს ვნიშნავდი, რესტორნებსა და სასტუმროებში ნომრებს ვჯავშნიდი, ბატ.თორნიკეს მითითებებს ვასრულებდი, საბუთებს ვახარისხებდი, ვბეჭდავდი და მერე დამქონდა სართულ-სართულ. ბატონი თორნიკეს კაბინეტში მხოლოდ მაშინ შევდიოდი როცა ის მიხმობდა და ერთად გავდიოდით დღის წესრიგს და ვინიშნავდი მის შენიშვნებს. ამ ერთი თვის განმავლობაში არც ერთხელ შემოუხედავს ძველებურად ინტერესით, არც ერთხელ არ გვქონია მეგობრული დიალოგი. არადა ვგრძნობდი ძალიან ხშირად როგორ დაჟინებით მიყურებდა. ხომ გითხარით ყოველთვის ვგრძნობთქო. მაგრამ ის ყოველთვის თვალს მარიდებდა, საუბარს აღარ ახანგრძლივებდა და ძალიან ხშირად ოთახში ერთად ყოფნისას უცებ წამოვარდებოდა სავარძლიდან და უსიტყვოდ ტოვებდა კაბინეტს. ძალიან ხშირად ურეკავდა ხოლმე ქალბატონი ნუკი. ხაირად უნიშნავდა შეხვედრას და ხშირად მესმოდა კაბინეტიდან თორნიკეს დაძაბული საუბრის ხმა. ამ ერთი თვის განმავლობაში კი ბევრი რამ მოხდა. განვქორწინდი და ახლა მარტოხელა დედა ვარ. გაჩერების ინციდენტიდან ორ დღეში სარჩელი შევიტანე, ორივე მხარის მოთხოვნით საქმე დაჩქარებული წესით წარიმართა და თქვენც ხედავთ როგორ სწრაფად დასრულდა. სამი პროცესი ჩატარდა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ. მისგან არც არაფერი მინდოდა და არც მომითხოვია. თუმცა ბინა რომელშიც ვცხოვრობდით, დაჩა ბათუმში და წითელი აუდი მე გადმომიფორმა. მე კიდევ ავდექი და დიმიტრის ვაჩუქე. ახლა ამ ყველაფრის მესაკუთრე ჩემი პირველი სიხარულია. მხოლოდ ერთი შემხვედრი თხოვნა წამოვიდა მისი მხრიდან და მე რათქმაუნდა დავთანხმდი. შაბათ-კვირას ბავშვების წაყვანა ითხოვა და მეც თანხმობა განვაცხადე. არც ვაპირებდი შვილების მამასთან დაშორებას, რაც არ უნდა გამოუსწორებელი შეცდომა დაეშვა ჩემს წინაშე. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი ყველა ჟურნალ გაზეთი, პლიუს ტვ-შოუები აჭრელებულია ალექსანდრე გავაშელის ფოტოებით. ინფორმაციამ მაინც გაჟონა ხოდა ბატონი ალექსანდრე სასურველი სასიძოების ხუთეულში მოხვდა. თუმცა არც ამჯერად გაჟღერებულა სადმე ჩემი სახელი, ის როგორც ყოველთვის თავის პრინციპებს არ ღალატობდა. იმ ინციდენტის მერე არც ერთხელ შემხვედრია და არც ტელეფონით შემომხმიანებია. ამ შაბათს კი პირველად უწევს ბავშვების წაყვანა და ამის გაფიქრებაზე მუცლის გვრემა მეწყება. როგორ გაჩერდებიან პატარები უჩემოდ? ან მე რა გამაძლებიმებს მათ გარეშე? ღმერთო მიშველე. დღეს ოთხშაბათია. ჩემს ოთახში ვზივარ და ვფიქრობ ბავშვებს რა გავატანო თან. ნანუკასგან მესიჯი მომდის ვხსნი და ხელებში თავჩარგული ვკითხულობ. ამ დროს სწრაფად იღება ჩემი კაბინეტის კარი და ბატონი თორნიკე ნახევარი ტანით შემოდის. - მე გასვლას ვაპირებ...რა გჭირს?- მეკითხება დაეჭვებული. "სირცხვილი და თავის მოჭრა. მერამდენედ უნდა მნახოს მსგავს სიტუაციაში?" სავარძელში ვიმართები და ნაძალადევად ვუღიმი. - ფერი არ გადევს. რამეზე ნერვიულობ?- საუბრისას ჩემს მაგიდას უახლობვდება და მას ეყრდნობა. -არაა- ვიოცებ ხელოვნურად და ვხვდები რომ არ გამომდის. ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში და ჩემს სავარძელს ფეხის კვრით თავისკენ აბრუნებს. - აბა არ გისაუზმია ამ დილით?- ვითომ მკაცრი მზერით დამყურებს და მერე მიღიმის. - დიახ. მაგვიანდებოდა ამ დილით და საუზმის გარეშე წამოვედი. შესვენებაზე გავალ და ვისადილებ- პატარა ბავშვივით ვიმართლებ თავს. - ეგ ცუდია. ორგანიზმა ენერგია საიდან მიიღოს? ცუდია რომ ახლა გასვლა მიწევს. ნუკი უკვე მელოდება, თორემ წაგიყვანდი და გაიძულებდი კარგად დანაყრებულიყავი. ყოველ კვირა ხდები და ფერმკრთალდები. ასე არ შეიძლება.- ჩემი სავარძლისკენ იხრება და ააზურგეს ხელით ეყრდნობა. "რა მზრუნველია..." ვფიქრობ და გვიან ვიაზრებ თუ რა ახლოსაა მისი სახე ჩემთან. შეშინებული შევყურებ სახეზე და ნელა მივჩოჩავ სავარძლის მეორე მხრისკენ. ჩემს ამ საქციელზე ეღიმება და სავარძელს ფეხით მისკენ მიასრიალებს. დღეს გადამირჩი, მაგრამ ამ დღეებში მაინც გაიძულებ და ჩემთან ერთად სავახშმოდ წაგიყვან. უარი არ მიიღება. ეს ისე წინასწარ რომ იცოდე და ბოლო წამში არ შემიძლიაო არ გამომიცხადო. - მიღიმის ეშმაკურად და განწყობას მიუმჯობესებს. - კარგით ბატონო თორნიკე. თუმცა თქვენს დასამშვიდებლად გეტყვით რომ ვიცი რა სჭირდება ჩემს ორგანიზმს ჯანსაღი არსებობისთვის.- სულელივით ვუცინი და გამომშრალ ტუჩებს ვისველებ. და ის რასაც მერე ვხედავ ნამდვილად მაბნევს. ვხედავ როგორ სწრაფად ეკუმშება მუცელი და რა სიძლიერით ისუნთქავს ჰაერს. სწრაფად იმართება წელში და რასაც ქვია მირბის კარებისკენ. - გაამოთ ბატონო თორნიკე- ვაყოლებ უკან ირონიულად და მის ზურგს თვალს ვაყოლებ. სწრაფად ბრუნდება და საფირმო ღიმილით მიღიმის - აუცილებლად ქალბატონო თეონა- მპასუხობს ორაზროვნად და კარს უკან ქრება. ეს იმაზე უარესია!" ვასკვნი გონებაში და მოპარულ ღიმილს თვალებს ვუქაჩავ. ლენას მესიჯს ვწერ "წამოდი ჩაგახეთქოს" მნიშვნელობით. და კაფეში ერთად მივდივართ. - თეოო ფრთხილად შენ ხალხთან ურთიერთობას მიჩვეული არ ხარ. ამდენი წელი თითქმის იზოლაციაში გაატარე და ზედმეტად მგრძნობიარრც გახდი. თორნიკე ძალიან კარგი ადამიანია. ხომ მოგიყევი მაგის ისტორია? ნაცოლარია. ყოფილზეც ხომ გითხარი ნუკი ბადურაშვილიათქო. - ვიცი ლენ. ხშირად ურეკავს და კამათობენ ტელეფონით. შეხვედრებს უნიშნავს და ესეც დადისხოლმე.- გაბეზრებული სახით ვყვები.- მაგრად დამღალა მაგ ქალმა. ისიც ძალდატანებით პასუხობს. ვერ გავიგე რა ხდება მაგათ შორის. - ყოველ შემთხვევისთვის შენ მაინც ფრთხილად იყავი. ფაქტია მოწონხარ ბატ.თორნიკეს. რომ აინტერესებ ეგ აშკარაა.- მეოცნებე სახით ასკვნის ლენა და ჩემს გაოცებულ სახეზე ფხუკუნს იწყებს.- აუუ თეონა რა კაცებს მოწონხარ თუ ატყობ შენ ჰა? - კარგი რაა. მოვწონვარ არა ტოროლა. აღარ შევეპასუხები და არც გამოველაპარაკები ხოდა დაუბრუნდება ყველაფერი თავის კალაპოტს. კაცის ხსენება არ იქნება ჩემს ცხოვრებაში. - დედაბერივით ვქოთქოთებ და ახარხარებულ ლენას მწარედ ვბრწკენ. მის აწიკწიკებულ ტელეფონს დავყურებ და ბატ. ლევანს ვკითხულობ. - მაგ კაცთან ფრთხილად იყავი.- ვაფრთხილებ დაქალს.- ძაან არ მომეწონა. საშიში კაცი ჩანს. - კაი თეო რაა. საშიში არა ის. ერთი სოფელში გაზრდილი პატიოსანი და განათლებული ბიჭია. რაც გააჩნია ყველაფერს თავისი ცოდნით და შრომით მიაღწია.- გამალებიც იცავს ლენა. - სადაურია?- ვეკითხები გაკვირვებული. - წაღვერელია. მაგან და თორნიკემ ერთად დააარსეს ეს კომპანია. ნულიდან რა შექმნეს შენც ხედავ. - აგრძელებს ლენა მე კი მხოლოდ წაღვერი მიტრიალებს თავში და აი ისიც. "ბინგოოო!" - - მელანი. - გავყვირი ხმამაღლა. - რა მელანი გოგო კარგად ხარ?- იოცებს ლენა. - არ გახსოვს ბანაკელი მელანი? მე რომ გიყვებოდით. ბაკურიანის ბანაკში რომ ამეკიდა და სიცოცხლე გამიმწარა- ვახსენებ ლენას და მის გაფართოვებულ თვალებზე ვხვდები რომ ყველაფერი ახსოვს. - არ გამაგიჟო ის მელანია ეს ლევანი?- იცხადებს ხმამაღლა და პირზე იფარებს ხელს.- კიდევ კარგი რომ მითხარი. შაბათს ვახშამზე დამპატიჟა და მეც მოვიფიქრებთქო ვუთხარი. სად გადავრჩი...- შვებით სუნთქავს ლენა და ხელს იფრიალებს. - ლენა მაგ კაცს მართლა უფფრთხილდი. იცი რომ მიცნო?- ვამატებ სწრაფად- მე კიდევ ვერაფრით გავიხსენე. არადა იმ თვლების გამო შევარქვი მელანი. ეგ როგორ არ გამახსენდა.- არ შეხვდე ლენ. დაგელი თაყვანისმცემლები? არ გინდა გთხოვ. -ჩემი თბილი და კეთილი გოგო ხარ შენ- ხელებს მხვევს და გულში მიკრავს.- არ შევხვდები სანამ არ დავრწმუნდები რომ გამოსწორებულია.- მაძლევს სიტყვას და მეც ცოტათი ვმშვიდდები. პარასკევ საღამოს კი როცა მე და ბავშვები მულთფილმის საყურებლად ვემზადებით დიმიტრი ცალკე დალაპარაკებას მთხოვს და სამზარეულოში გადის. - რა იყო დე?- ვეკითხები ჩემს სიცოცხლეს და მის წინ სკამზე ვჯდები. - არ მინდა ხმალ მამასთან წასვლა. არც მისი ნახვა არ მინდა!- მიცხადებს მტკიცედ და მეც ვშეშდები. - არც მე მინდა მისი ნახვა- ზურგს უკან მესმის სალის ხმა და ახლა მისკენ ვბრუნდები შეცბუნებული. - არ ვაპატიებ შენს წყენინებას- აგრძელებს დიმიტრი და მკაცრად ავლებს ოთახს მზერას. როგორ გაზრდილა ჩემი ბიჭი. ხელებს ვშლი და ორივეს გულში ვიკრავ. თავებზე ვკოცნი და საუბარს ვიწყებ. - დედი ახლა ძალიან არასწორად მსჯელობთ. მე და მამიკოს თუ რაიმე უთანხმოება გვაქვს ეს თქვენ არ გეხებათ. მართალია უკვე ცალ-ცალკე ვცხოვრობთ მაგრამ ამით ჩემსა და თქვენს შორის ხომ არ გაფუჭებულა არაფეტი? ხოდა არც მამიკოსთან ურთიერთობაში არ უნდა შეიცვალოს რამე. მას ისევ ისე უყვარხართ და უფრო მეტადაც. საშინლად ენატრებით და ერთი სული აქვს როდის გნახავთ.- დავჩურჩულებ თავზე ჩემს შვილებს. - დედიკო მამამ გიღალატა?- მეკითცება მოულოდნელად დიმიტრი. - საიდან მოიტანე ეგ დ- ვეკითცები ვაი-ღიმილით. - გოგოების საუბარს მოვუსმინე სკოლაში. ქმარმა რომ მიღალატოს მოვკლავო ნიცა ამბობდა. მარიტამ კი ყველაფერს ვაპატიებ მაგის გარდაო.- სერიოზული სახით მიხსნის დიმიტრი. და ვხედავ სალომეც როგორ უკრავს თავს. - დე მისმინე- ვცდილობ რაღაც აზრიანუ ვუთხრა თუმცა ის სიტყვას მაწყვეტინებს. - კი თუ არა დე!- მეკითცება სწრაფად და ვხვდები როგორ ნერვიულობს. - არა დე- ვატყუებ შვილს და ვხვდები რომ ყველაზე სწორად ვიქცევი. არამგონი 9 წლის ბავშვიათვის სიმართლის თქმა და მისი ტრამვირება სწორი საქციელი იყოს. - აბა რა მოხდა დე? რატო დაშორდით?- მელითხება უფრო დამშვიდებული სახით და ვხვდები რომ მე ალექსანდრე როგორც მამა ამ წამში გადავარჩინე. - დედი დიდების ურთიერთობებში არის საკითხები, თეები რომელსაც ყველ სხადასხვანაირად უდგება. ვიღაც ტყუილს პატიობს, ვიღაც არა. ვიღაც თმობს ვიღაც კი არა. ამით რისი თქმა მინდა იცთ ის რაც ჩემაა და მამიკოს შორია მოხდა მხოლოდ ჩვენ გვეხება. და ჩვენვე ვწყვეტთ როგორ გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება. მე ვერ ვპატიობ. იმიტომ რომ მე ასეთი ვარ. ის რასაც არასდროს არავის არ გავუკეთებდე ვერ ავიტან რომ მე გამიკეთონ. როცა იცი რომ მე შენ არაფერს დაგიშავებ შენ რატომ უნდა დამიშავო რამე? ეს მე ვარ დედი ასეთი და მე ვფიქრობ ასე. მაგრამ თქვენ არ უნდა მოიქცეთ ასე იმიტომ რომ დედიკოს მხარეს ხართ. თქვენთვის მეც და მამიკოსაც საუკეთესო გვინდა. აქ მხარეები არაა. აქ დედა მშობლები და შვილები ვართ. წადით მამიკოსთან, მიეხმარეთ, გაერთეთ და რომ მოგენატრებით დამირეკეთ.- მთელი ძალით ვუჭერ ხელს და აკივლებულ ბავშვებს ბოროტი ღიმილით დავყურებ. - აუუუ არა დედიკო რააა- გაყვირის დიმიტრი და ხელებს შორია მიძვრება. - მომშივდაა- ჩახლეჩილი ხმით ვხნავი და აკივლებულ სალომეს ხელებზე ვკბენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.