შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Siempre Staccato 5


12-01-2017, 14:59
ავტორი Suicide_Blonde
ნანახია 4 411

სანდრო ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ყოველ მილიმეტრს ჯერ ნაზად, მერე კი მთელი ძალით მიკოცნის. ვგრძნობ, რომ რაციონალური აზროვნების უნარს სრულიად ვკარგავ. მთელს სხეულზე ცეცხლი მეკიდება და თავს ძლივს ვიკავებ, რომ ხმამაღალი კვნესა არ ამოვუშვა. სახიდან ყელზე ინაცვლებს და მკერდს რომ უახლოვდება, სიამოვნებისგან ტუჩს ვკბენ და თვალებს ვხუჭავ, რადგან ყურებას ვეღარ ვუძლებ. მისი ხელები და ბაგეები მთელს ტანზე დასრიალებენ და თავიანთ ,,საქმეს'' იდეალურად ასრულებენ. ნეტარების მორევში სრულიად უნდა გადავეშვა, როცა უცებ ყველაფერი სრულდება.
მოულოდნელობისგან წამში ვფხიზლდები და წამომჯდარ სანდროს გაოცებული ვუყურებ. შეურაცხყოფისგან ვილეწები, ნუთუ მართლა ასეთი არასასურველი ადამიანი ვარ?! მისი მშიერი მზერა მარწმუნებს, რომ ვცდები, ვამჩნევ, თვალებით უკანასკნელ ნაჭრებსაც მაგლეჯს და ვერ ვხვდები, რა აკავებს. დაბნეული ხმის ამოღებას ვერ ვბედავ.
_ბლინ ამას მთელი ცხოვრება ვინანებ, მაგრამ..._გახშირებული სუნთქვისგან ლაპარაკს ძლივს ახერხებს._მაგრამ არ მინდა, დილით არაფერი გახსოვდეს.
_შეგიძლია პირდაპირ მითხრა, რომ ვერ აღგაგზნებ._არ მჯერა, რომ ამ სიტყვას ვამბობ. სირცხვილისგან სახეზე ხელებს ვიფარებ.
_მაგას სერიოზულად მეუბნები?!_განცვიფრებული ხმით მეკითხება.
_გადი, გთხოვ!_ვხვდები, რომ ცრემლები თვალებისკენ მოიწევს და სანამ გამოღწევას შეძლებენ, მინდა, მარტო დავრჩე.
_ნატალი, რა სისულელეს ლაპარაკობ?_ხმა უმკაცრდება._შემომხედე._ხელებზე მიჭერს და სახიდან ძალით მაშორებს. _მართლა გგონია, რომ ვინმე შეგედრება?
_დამტოვე!_გადაჭრით ვამბობ და საბანს ვიფარებ.
_ასეთი რა დალიე?_მხრებს იჩეჩს და დგება._რა დღე დამიდგა, ნატალი მეტრეველი ჩემს ცდუნებას ცდილობს.
_წადი შენი!_ჩურჩულით ვამბობ, მაგრამ მის სიცილზე ვხვდები, რომ ესმის.
როგორც კი ოთახიდან გასულს დავიგულებ, თავს ბალიშში ვრგავ და ხმის ჩახშობას ვცდილობ. წარმოდგენა არ მაქვს, რას დავტირი_დავიწყებულ თავმოყვარეობას, დაკარგულ სამსახურს და რადიკალურად შეცვლილ ხასიათს, რომელიც ძალიან მაშინებს. თუკი აქამდე ზედმეტი უემოციობა პრობლემად მიმაჩნდა, ახლა ვხვდები, რომ ეს ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია იყო ტკივილის თავიდან ასარიდებლად.
სასმელი, მოზღვავებული ემოციები და გადაღლილობა თავის საქმეს აკეთებს და ბოლოს და ბოლოს, მკვდარივით მეძინება.

ერთბაშად მეღვიძება და საწოლიდან წამომხტარი უჩვეულო გარემოს გაოცებული ვათვალიერებ.
,,What the hell am I doing here?
I don't belong here.''
სრულიად შეუფერებელ სიტუაციაში იწყებს ტვინი ნაცნობი სიმღერის ღიღინს და მეჩვენება, რომ საბოლოოდ გავგიჟდი. მალე მელოდიას კარის კაკუნის ,,სასიამოვნო'' ხმა უერთდება_აი თურმე, რამ გამომაფხიზლა.
_ნატალი!_ძნელაძის ხმა მესმის. წინა ღამის მოვლენები გონებაში ტივტივდება და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ფრაგმენტები მახსოვს, სრულიად საკმარისი მასალაა იმისთვის, რომ სუიციდი ვცადო._სამამდე ვითვლი და ვამტვრევ!_ხმას უმატებს. ნეტა, ჩაკეტვა როდის მოვასწარი?
_ახლავე მოვალ, ვწევარ._სუსტი ხმით ,,ვყვირი'', ახლავე თუ არ გაჩერდა, კაკუნი ჭკუიდან შემშლის. ოთახს ვათვალიერებ და იატაკზე მიგდებულ სანდროს ჰუდის დაუფიქრებლად ვიცვამ. ყოველ შემთხვევაში, ჩემს კაბაზე გრძელი მაინცაა.
კარს ოდნავ ვაღებ, ისე, რომ მხოლოდ მის სახეს ვხედავ, მაგრამ ეს ეც მყოფნის და მთელ ტანზე მახურებს.
_არ ვიკბინები!_სიცილით ცხვირზე თითს მირტყამს.
_ჰო, ეს უკვე შევამჩნიე._ვერც კი ვაცნობიერებ, ისე ვურტყამ მის თავმოყვარეობას. ჩემდა გასაკვირად, შესაშური სიმშვიდით მიყურებს.
_სხვათა შორის, უკვე დილაა და სრულიად არ ვიგრძნობ თავს დამნაშავედ, თუ..._მუქარანარევი ტონით იღიმის.
_ვიხუმრე, კარგი ბიჭი ხარ შენ._უცებ ვაწყვეტინებ და ლოყაზე შემრიგებლურად ვკოცნი, მერე კი სანამ რამეს გააკეთებს, კარს სწრაფად ვკეტავ._მაგრამ ახლა თავი უნდა მოვიწესრიგო.
_ქვემოთ გელოდები._ხმაზე მოუთმენლობა ეტყობა.
_ო'კეი._აბაზანაში შევდივარ და სარკეში ჩახედვისას გული მიწუხდება. საერთოდ აღარ მიკვირს, ძნელაძეს ჩემთან დაწოლა კი არა, ზედ შემოხედვაც რომ არ მოენდომებინა. საბედნიეროდ, ჩანთას ოთახში ვპოულობ და რამდენიმე წუთში ადამიანს ვემსგავსები.
მობილურს ვრთავ და ათობით გამოტოვებულ ზარსა და შეტყობინებას ვამოწმებ. როგორც ყოველთვის, დედაჩემი და ელე რეკორდებს ხსნიან, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თამარი დიდად არ ჩამორჩებათ.
_იმედი მაქვს, მინიმუმ მანქანა დაგეჯახა, სხვა ვერაფერი გიშველის!_ჩვეულებისამებრ, ,,ტკბილი ხმით'' მესალმება საუკეთესო მეგობარი. _ გვანცას უკვე მერამდენე ტყუილი ვუთხარი.
_ჯიგარი ხარ.
_შენი მოკვლის შანსს ვერ გადავულოცავდი, სად ჯანდაბაში ხარ?
_არ დამიჯერებ.
_ამოღერღე.
_სანდროსთან ვარ, როგორ მომკლავ?_რაღაცის დამტვრევის ხმა მესმის.
_ჰა? შენ სულ გააფრინე?
_ისე იცხადებ, გეგონება მე გიბურღავდე ტვინს მაგის სრულყოფილებაზე ლაპარაკით. _კმაყოფილი ვთამაშობ დაქალის ნერვებზე.
_ფლირტაობა ერთია და...
_დამშვიდდი, არაფერი მომხდარა...ნუ თითქმის. გეხვეწები, რაიმე ტანსაცმელი გამომიტანე და ყველაფერს მოგიყვები.
_ღმერთო, რა დავაშავე ეს რომ შემახვედრე. _მესმის კარგად ნაცნობი ფრაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე კარადას აღებს.
_მეც ვგიჟდები შენზე. _ეკრანს ვკოცნი. _დროებით.
_კარგი, გზაში მოვიფიქრებ როგორ გამოგასალმო სიცოცხლეს.
ტელეფონს ვრთავ, საწოლს ვასწორებ და რამდენიმე ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ ოთახიდან გავდივარ. კიბესთან მისვლამდე გონებაში ტექსტს ვალაგებ, რათა ოდნავ მაინც გამოვძვრე ამ უხერხული სიტუაციიდან, თუმცა მისაღები ოთახიდან საუბარი მესმის და ვხვდები, რომ მარტო არ ვართ. საფეხურებზე ჩავდივარ და დაგორებას ძლივს ვურჩები, როცა ნაცნობ ხმებსა და სახეებს ვარჩევ.
ყოველთვის, როცა გგონია, რომ უარესი არაფერი შეიძლება მოხდეს, სამყარო გარწმუნებს, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და ჯობს, არსებულით დატკბე. ამ წუთას ,,უკეთესს'' ვერაფერს ვინატრებდი_როგორც ჩანს, ,,ობლივიატე'' სრული შემადგენლობით ,,გვესტუმრა''.
***
უდიდესი ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ მართლა ისე დატვირთული ვარ, ლამის ექსტრემალურ სიტუაიციებში მიწევს წერა :D გუშინ პირველად პირდაპირ ,,სიახლის დამატებაში'' ავკრიბე და ტელეფონმა გამიჭედა, ძლივს გავიხსენე, რა მეწერა. მადლობა მოთმინებისთვის და ველოდები თქვენს შეფასებებს ^_^



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

AU RA KARGI IYO. NOLO NAWILI MAINC GANSAKUTREBIT. MOMWONS AM GOGIS IUMORI DA XASIATEBI.
VELODEBI SSHSMDEGS!!!!!

 


№2 სტუმარი lela

Kargia. Momwons me piradad.

 


№3  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან კარგი იყო, ძალიან მომწონს ეს ისტორია... ველოდები შემდეგს.
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

ამ ისტორიაზე უკვე ვჭედავ. საერთოდ მე სანდრო უფრო მომწონს ვიდრე ის მომღერალი არსება და მე რომ დამრჩეს სანდრიკო არა?
აი უმაგრესია

 


№5  offline წევრი Suicide_Blonde

Oops' მეექვსე თავი უნდა მეწეროს.
მადლობა ყველას, ახლა წავიკითხე და იმდენი შეცდომაა, მე ძალიან გავაკრიტიკებდი ავტორს თქვენ ადგილას.
სანდროზე მეც ვგიჟდები(ისტორიაშიც და ცხოვრებაშიც:D), ნატალი კი საერთოდ არ მომწონს, მაგრამ ბევრი საერთო გვაქვს, რომ ვუფიქრდები და ცოტათი მეშინია უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent