შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელი ლილეს მანჰეტენური ცხოვრება (თავი3-4)


13-01-2017, 00:32
ავტორი Ms.Lee
ნანახია 1 743

უნივერსიტეტში 7 საათისთვის მივედი. ოთახში ავირბინე და ტანსაცმლის თვალიერება დავიწყე. ბევრი ფიქრის შემდეგ მუქი მწვანე ,მოკლე კაბა შევარჩიე ფარფლებით (ძალიან უხდებოდა ეს კაბა ჩემს თვალებს ,თითქმის იგივე ფერის იყო) და მაღალქუსლიანი,შავი ფეხსაცმელი. არ მიყვარს სახის ზედმეტად გადატვირთვა,ამიტომ მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. თმა გავიშალე და ზურგზე გადავიყარე (თმა ჩემი ,ასე ვთქვათ,სავიზიტო ნიშანია. გრძელი , ღია ყავისფერი თმა მაქვს .ბავშვობიდან დიდი მონდომებით ვუვლი მას შემდეგ, რაც ჩემს ოჯახში შეკრებილი მამაკაცების საუბარს შემთხვევით მოვკარი ყური,როდესაც დიდი კამათის შემდეგ კონსესუსამდე მივიდნენ,რომ ქალში ყველაზე სექსუალური თმა არის და სწორედ ამიტომ მალავენ არაბი ქალები მას).
ნახევარი საათის მერე მზად ვიყავი, მაგრამ ლილე რა სულელი ხარრ??? გვიან გამახსენდა ,რომ არც მონიკას ნომერი ვიცოდი რომ დამერეკა და არც ოთახის ნომერი. -ჯანდაბა! იქნებ უკვე წავიდნენ , სანამ მოვიდოდი ?
საკუთარ თავზე ნერვებმოშლილი ლოგინზე დავეგდე- ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ლიკუნას დავურეკე - არ იღებდა, გადავითვალე და თბილისში 10-11 საათი უნდა ყოფილიყოდა სავარაუდოდ ეძინა . მერე მამას დავურეკე . ველაპარაკე,მაგრამ დიდხანს ვერა, კონფერენციაზე უნდა შესულიყო .
ავდექი საწოლიდან და კაბის გახდა გადავწყვიტე. ამ დროს კარზე კაკუნი გავიგე. ოდნავ შევაღე და მონიკას სახე დავინახე ( ბოლოს ესე ძალიან რა გამეხარდა არ ვიცი) უკან თვლებით მორთულ კორსეტში და ტყავის მოკლე კაბაში გამოწყობილი გოგო ედგა.
-ვაუ ლილე ,რა კარგად გამოიყურები !
- რა ლამაზი კაბაა -აღნიშნა უკან მდგარმა გოგომ.
-მადლობაა. სხვათაშორის მეგონა ,რომ აღარ მოხვიდოდი ,ან უკვე იყავი მოსული, მე არ დაგხვდი და უჩემოდ წახვედი -სიცილით ვუთხარი მონიკას.
-ხალხის გადაგდება არ მახასიათებს -სიცილითვე მიპასუხა მონიკამ- თან 8 საათამდე გასართობად არც მივდივართ - ეს ისე ,რომ იცოდე შემდეგისთვის. :დ უი ,სულ დამავიწყდა , გაიცანი- ეს სარაა , ჩემი კურსელი.
-სასიამოვნოა სარა.
-ჩემთვისაც
- თუ მზად ხარ წავიდეთ უკვე ,აქ რაღას ვდგავართ -ხელი ჩამავლო მონიკამ.
ჩანთა ავიღე ,კარი ჩავკეტე და გავყევი გოგოებს. მონიკა ‘მიგვიძღვებოდა’ წინ :დ
უნივერსიტეტის შესასვლელთან მდგარ დიდ,შავ ჯიპთან მივიდა და ჩვენც დაგვიქნია ხელი- გვანიშნა მოდითო...
ნახევარი საათი გავიდა რაც გზაში ვართ, საშინელი საცობებია . საჭესთან ლუკასი ზის ( მანქანაში ჩავსხედით თუ არა გაგვეცნო,როგორც მონიკას ბოიფრენდი ,როგორც ჩანს ძალიან ეამაყებოდა :დ) მის გვერდით რა საკვირველია მონიკა. უკანა სავარძელზე მე, სარა და ლუკასის მეგობარი ჯეიკი.
გზაში ასე თუ ისე გავიცანით ერთმანეთი . კარგი ბავშვები ჩანდნენ .ძვენ ამბებს იხსენებდნენ დროის გასაყვანად, ძალიან ბევრი მაცინეს :დ
როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილას :დ ასეთი კლუბები მხოლოდ ფილმებში მენახა. გარეთ ძალიან დიდი რიგი იდგა, ცაში კლუბის ვერანდიდან გამომავალი პროჟექტორების სინათლე ანათებდა .შესასვლელთან 3 ზორბა შავკანიანი კაცი იდგა.
-როგორ გაგვიმართლა , დღეს დიდი რიგი არ არის. წამოდით მალე დავიკავოთ ადგილები-თქვა ჯეიკმა, მეგონა ხუმრობდა ,მაგრამ თვითონვე დასძინა მალევე ,რომ სხვა დროს უფრო გრძელი რიგია.
დავიძარით რიგში ჩასადგომად
-თქვენ რა ,გაგიჟდით? ბოლოში აპირებთ დადგომას?? წამომყევით . -აქაც წინ მიგვიძღვოდა მონიკა .
თავი უხერხულად ვიგრძენი,მაგრამ უარი არ მითქვამს ,წავყევი.
როგორღაც რიგის შუაში ამოვყავით თავი.
-აი ასე- ბედნიერი სახით შემოგვხედა მონიკამ , მადლობის თქმა საჭირო არ არის.
-ყველაზე მაგარი გოგო მყავს მეე-ლუკასმა მონიკას წელზე მოხვია ხელი და აკოცა.
რატომღაც ინსტიქტურად გვერდზე გავიხედე და თვალი ისევ იმ ბიჭს მოვკარი თვალი დილით დეკანის კაბინეტიდან რომ გამოვიდა.რიგში ჩადგომაზე არც უფიქრია. დაცვასთან მივიდა პირდაპირ ,რაღაც უთხრა და დაცვამაც უპრობლემოდ შეუშვა . ჩემი მზერა არ გამოპარვია სარას .
-ესეც ჩვენთან სწავლობს სხვათაშორის- თომას ჰარინგტონი, მასზე არც იფიქრო ,მგონი გეია ,ისეთ მაგარ გოგოებს მოსწონდათ რომ ვერც წარმოიდგენ,მაგრამ ეს ზედაც არ უყურებდა.
-მეეჭვება გეი იყოს -ჩუმად თქვა ჯეიკმა,მაგრამ მაინც გავიგეთ.
- ვითომ რატომ? -დაინტერესდა სარა
-ადრე ერთ სპორტულ დარბაზში დავდიოდით ბოქსზე. ნანახი მაქვს როგორ ჩხუბობს და მეეჭვება ეგრე გეი ჩხუბობდეს .
-მე ძლიერი,დაკუნთული გეებიც ნანახი მყავს -სიცილით ჩაერთო საუბარში მონიკა.
-სად გყავს ნანახი?- გაბრაზებული ხმით ჰკითხა ლუკასმა.
-არ არის შენი საქმე - ენა გამოუყო მონიკამ .
-კარგი, დავიმახსოვრებ -გაბუტული ბავშვივით გაატრიალა თავი ლუკასმა.
ძალიან სასაცილო სანახავები იყვნენ. ცოტა ხანში ჩვენი შესვლის რიგიც მოვიდა . შესვლისთანავე სხეულმა თავისით დაიწყო მოძრაობა. რა სიმთერის რემიქსი იყო ვერ გავარჩიე,მაგრამ ძალიან მომეწონა.
-წამოდი რამე დავლიოთ და მერე უფრო მოხვალ ცეკვის ხასიათზე -ბარისკენ წამათრია მონიკამ. 2 ჭიქა მატადორის დალევის შემდეგ უფრო მოვედი ხასიათზე (არც მანამდე ვუჩიოდი უხასიათობას) .
ცეკვით წავედით ცენტრისკენ ,მალე დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ. თავიდან ერთად ვცეკვავდით ყველა,მერე ლუკასმა მონიკასთან ერთად გაარრძელა ცეკვა , ჯეიკმა კი სარასთან ერთად. ფაქტობრივად მარტო ვცეკვავდი ,მაგრამ დიდად არ მანაღვლებდა,მაინც დიდ სიამოვნებას ვიღებდი . ცოტა ხნის შემდეგ ზურგზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი ,თუმცა არ შემიწყვიტავს ცეკვა ,მერე წელზე მომხვია ხელი. ნელ-ნელა ცეკვით შევტრიალდი , სახე რომ დამენახა . სასიამოვნო შესახედაობის ბიჭი იყო . ცეკვა გავაგრძელეთ ...
-პინა კოლადაზე დამეწვევი?-მკითხა მოულოდნელად
-რატომაც არა- ვუპასუხე (ძალიან მყვარს ანანასი ,შესაბამისაც ეს კოქტეილიც)
-აქ იყავი ,არსაც წახვიდე და მოგიტან ეხლავე.
-არსად წავალ -ღიმილით ვუთხარი და მონიკასკენ გავიხედე .მონიკამ თვალი ჩამიკრა და ტუჩების მკვეთრი მოძრაობით მანიშნა მაგარი ბიჭიაო :დ
უცნობი ბიჭი მალე დაბრუნდა კოქტეილებით ხელში.
-დიდი მადლობა.
-გაგვიმარჯოს !- ჭიქა მომიჭახუნა და სწრაფად გამოცალა.
ჩემი საყვარელი სასმელი მოვსვი ,მესიამოვდა ანანასის და ქოქოსის გემო .
ცოტა ხნის შემდეგ მანიშნა გარეთ გავიდეთო . ცივი ჰაერი არ მაწყენდა , სასმელისგან და ცეკვისგან საკმაოდ დამცხა,ამიტომ გავყევი .
უკანა გასასვლელიდან გავედით და იქვე გავჩერდით.
-რა კარგია ცივი ჰაერი . (ჰაერი მესიამოვდა,მაგრამ ძლიერი თავბრუსხვევა ვიგრძენი, ეტყობა სასმელი მოქმედებდა)
-ხო ,მეც მესიამოვნა. ხშირად დადიხარ ამ კლუბში?
-არა, პირველად ვარ .
-დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ მოხვალ . (ნელ-ნელა მიახლოვდებოდა)
-ზოგადად კლუბების დიდი მოყვარული არ ვარ ,მაგრამ ვნახოთ- გავუღიმე და შევეცადე კედელს მივყრდნობოდი ( არ უნდა დამელია ბევრი )
-იცი ,ძალიან ლამაზი ხარ. თმა გადამიწია ყურზე და იმდენად ახლოს მოვიდა ,რომ სანტიმეტრებიღა აშორებდა ჩვენს სახეებს .
-მადლობა. იცი მგონი დროა შევიდეთ ,შეიძლება მეძებენ კიდეც.
-არამგონია,ალბათ ისევ ცეკვავენ.
-არაუშავს ,მაინც ...- არ დამასრულებინა თქმა ისე დამაცხრა ტუჩებზე . ხელი ვკარი და წასვლას შევეცადე,მაგრამ კედელზე ამაკრა და მეორედ მაკოცა ,წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე, ძალას ნელ-ნელა ვკარგავდი.
უცებ ვერ მივხვდი როგორ, მაგრამ უცნობი ძირს აღმოჩნდა . მაშინღა შევამჩნიე თომას ჰარინგტონი.
-შენთვის არ უსწავლებიათ? -როცა გოგო უარს გეუბნება უნდა შეეშვა- უთხრა და მუშტი მოუქნია მძიმედ . მეტჯერ აღარ დასჭირვებია დარტყმა ,მგონი ის თავხედი უცნობი გაითიშა . წესიერად ვერ დავინახე , მეც ვკარგავდი გონებას.
-შენ კიდე ბევრი არ უნდა დალიო -ჩუმად მითხრა, ხელში ამიყვანა და კლუბში შემიყვანა (მუსიკის ხმით მივხვდი,თვალების გახელის თავი აღარ მქონდა)

ველოდები თქვენს კომენტარებს. იმედია მოგწონთ <3 heart_eyes




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent