შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Good Together


13-01-2017, 04:47
ავტორი Kvanta1998
ნანახია 1 397

•Good Together•
თურმე ცხოვრება ყველაზე რთული მექანიზმი ყოფილა. რამდენი რამ დაიტია ამ 11 თვემ ჩვენს პატარა და საყვარელ გულებში. უამრავი ბედნიერება,ტკივილი,უბედურება და სხვა ბევრი რამ. ზამთარში დაიწყო ის ბედნიერება და გამყინვარებასთან ერთად მოვიდა ის გრძნობა ჩვენთან რასაც სიყვარული ქვია. ისე კარგად დაიწყო ყველაფერი, თითქოს ჩვენმა გაყინულმა გულებმა დაიწყეს ნელნელა ლღობა. ზამთრის სიცივემ გულები გაგვითბო და გვასწავლა როგორ უნდა გვყვარებოდა ერთმანეთი. ძალიან ციოდა და არვიცოდით სად წავსულიყავით ალბათ ვინმესთან სახლში კარგი იქნებოდა თუმცა ვისთან. გამყინვარებააა.... ჩემთვის დავდივარ მარტო და ვფიქრობ... თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს რატომ არის ცხოვრება ესეთი რთული ან რაომ გვექცევა ესე? ნუთუ იმიტომ რომ ვიცოდეთ ერთმანეთის ფასი? ან ვიცოდეთ რა არის მეგობრობა? არვიცი დღმდე ვერ ვპოულობ ამ კითხვაზე პასუხს ვერსად. როგორ უცბად მივყავარ მუსიკას ფიქრებში და როგორ უცბად მახსენებს იმ მოგონებებს რომლები ყველაზე მეტად მენატრება და არ ვიცი როგორ დავაბრუნო. თუმცა როგორც ყოველთვის უიმედობა არის იმისთვის რომ მე ამ ყველაფრის დაბრუნება შევძლო. რა კარგი იქნებოდა რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება! რამდენ რამეს შევცვლიდი! დავდივარ მარტო ნელნელა თოვასაც იწყებს და თბილისის ძველ ქუჩებში არავინ არარის ალბათ ყველა ახალი წლისთვის ემზადება. ლამაზად გაფორმებული სახლები და ლამაზად მორთული ნაძვისხეები ყველა სახლში. საჩუქრების მოლოდინში პატარა ბავშვები რომლებსაც ერთი სული აქვთ თოვლის ბაბუა ნახონ თუმცა რა ტყუილად სჯერათ არა მათ ამ თოვლის ბაბუის. მალე ალბატ 12 საათიც გახდება, და მეჯერ სახლშიც არ მივსულვარ. არც მინდა სახლში მისვლა ესე მარტო სიარული მირჩევნია და იმის ყურება როგორი ლამაზია თბილისის ქუჩები. თოვლი ბაღში ხის ლამაზ სკამებზე დნება. იცით რა ლამაზია თბილისი როცა თოვს? ჩემს გვერდზე შეყვარებულმა წყვილმა ჩაიარა და დავინახე როგორი გამთბარი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს და როგორ უყვარდათ ერთმანეთი. ძალიან ციოდა, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულით თბებოდნენ. ბრჭყვიალა ლამაზი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს და უხაროდათ ახალი 2019 წლის დადგომა. სახლში დაბრუნება გადავწყვიტე ჯობდა მივსულიყავი თორემ ეწყინებოდათ ჩემებს. სახლში ფეხით წავედი იმიტომ რომ არანაირი სატრანსპორტო საშუალება არ იყო ამ დროს თბილიში. ფეხით სიარული კიდევ ჩემთვის ყველაზე კარგი რამეა. სიარულის დროსაც მუსიკას ვუსმენდი როცა გვერდით ბიჭმა ჩამიარა რომლის თალის ჭრილი ძალიან გავდა ჩემსას. ვიღაცას ძალიან ვამსგავსებდი თუმცა ვერ მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. მან გამიღიმა და მაშინვე ვიცანი ვინ იყო....... ღიმილი რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვნახე.... ვნახე ის ვინც ყველაზე მეტად მენატრებოდა.... მისმა ღიმილმა ჩემს მუცელში პეპლები გააჩინა როგორც მაშინ პირველი შეხვედრისას. ამდენი ხნის მერე პირველად ვნახე, არმეგონა აერთოდ თუ ვახსოვდი ან საერთოდ თუ ახსოვდა ჩემი სახელი... თალებში ვუყირებდით ერთმანეთს და ველოდებოდით ერთმანეთს პირველი რომელი იტყოდა რამეს,მაგრამ ვერცერთმა ვერ გავბედეთ. ალბათ 10 წუტი ერთმანეთის ყურებაში გავიდა. გამახსენდა ყველაფერი რაც მასთან მქონდა დაკავშირებული. ყველა თვე და დღე. მისი თვალები რაღაცნაირად სევდიანი იყო. თითქოს რაღაცას ნანობდა... თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა თუმცა ვერ ბედავდა. ვუყურებდი მის ყავისფერ ლამაზ თვალებს და ვხვდებოდი რომ ის ისევ ჩემს გულში იყო რომელიც თავისდროზე გაათბო. მაშინ 3 წლის წინაც ზამთარი იყო როცა ამდენი წლის მერე მას პირველად შევხვდი, მაშინაც ისეთივე კარგი და საყვარელი იყო როგორც ეხლა. მაშინაც ძალიან ციოდა და ჩემი თეთრი სიფრიფანა ლოყები მაშინაც ისეთივე წითელი იყო როგორც ეხლა....... ამდენი ხან გავიდა და ისევ შევხვდი ისეთივე ნინი შევხვდი როგორიც მას ვუყვარდი და ისეთივე ლუკა შემხვდა როგორიც მე მიყვარდა. ვერ ვრისკავდით ვერცერთი ხმის ამოღებას..
-ნინიი
და გავშეშდი. ვერაფერი ვთქვი. თითქოს ყველაფერი გაქრა და მარტო მე და ლუკა ვიყავით. თავს ძალას ვერ ვატანდი რომ მეთქვა რამე , მაგრამ ვერ შევძელი ზედმეტად ემოციური ვარ და თავს ვერ ვიკავებდი. მაშინდელივით დამიძახა როგორც სჩვევია. ამან საერთოდ გული გამითბო.. საბოლოოდ კი ძლივს გავბედე და გავეცი პასუხი
-ლუკა
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-რავიცი კარგად. რამდენი ხანია არ მინახიხარ..
-ხო რავი ალბათ დიდი ხანია.
-როგორი შეცვლილიხარ. 3 წელი გავიდა და ისევ ისეთი ხარ..
-ხოო? ყველა მეუბნება რომ ძალიან შევიცვალე. ხოო 3 წელი გავიდა.
-რა კარგად მახსოვს ბავშვობა
-კი მეც კარგად მახსოვს. კარგი უნდა წავიდე მელოდებიან ჩემები ეწყინებათ მალე თუ არ მივალ სახლში.
-კაი კაი წადი პაკა
-პაკა
დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მივხვდი რომ რაღაც მრჩებოდა. რაღაცის თქმა მავიწყდებოდა და უკან გავიხედე და დავინახე როგორ მიყურებდა თავისი ბავშვური თვალებით, ისე საყვარლად გამიღიმა ბავშვურად და ხელი დამიქნია. არვიცი როგორ ვთქვა ის რასაც მე ვგრძნობ ახლა. ალბათ ბედნიერებას ამდენი ხნის მერე. თითქოს რაღაც დაკარგული ვიპოვე რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვეძებდი. ალბათ ის ვიპოვე ვინც ამდენი ხანი იყო ჩემს ფიქრებში,სიზმრებში და რეალობაშიც. თუმცა ძალიან დიდხანს ვალოდინეთ ერთმანეთს.. გაყინული და ლოყებ აწითლებული მივდიოდი სახლში და თან ლუკაზე ვფიქრობდი. გავიხსენე ის ყველაზე კარგი პერიოდი რომელიც მასთან ერთად მქონდა გატარებული და ის მაგარი ამბები რომლებიც მასთან მაკავშირებდა მაგრამ ძალიან გავბრაზდი ნეტა საერთოდ არვახსოვდი ამდენი ხნის განმავლობაში? არვიცი ვფიქრობდი და ძლივს სახლში მივედი უცბად გამოვიცვალე და 12 საათს ველოდებოდი. და აი ახალი წელიც დადგა. ყველა ოჯახიდან ყვირილის და ჟრიამულის ხმა გამოდიოდა. ყველა ერთად ისვრიდა ცაში ფეიერვერკებს იცით როგორი ლამაზიაა..... უცბად მესიჯი მომივიდა მობილურზე.
- ნინი ახალ წელს გილოცავ.
დავიბენი ვერ მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო და თან ნომერიც არ მეწერა. 1 წამით გავიფიქრე ლუკა მეგონა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ლუკას ნომერი მეწერა. სხვა გზა არ მქონდა უნდა გამერკვია ვინ იყო და მეც მივწერე
-მეც გილოცავ, მაგრამ რომელი ხარ? არ მიწერია თქვენი ნომერი?
-ააა ესე უცბად ივიწყებ ხო ძველ მეგობრებს? დავიჯერო ვერ მიცანი?
-ძველ მეგობრებს? არა მართლა ვერ გიცანი და მითხარი რა ვინ ხარ?
-ლუკა ვარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent